23 ნოემბერი 2023, 18:25 / სანდო წყარო

მიხეილ სარჯველაძე: „ნაცმოძრაობის“ მანიფესტში სიახლე შემოთავაზებული არ არის - სააკაშვილი კვლავ ცენტრად რჩება. მართლსაწინააღმდეგოა უცხო ქვეყნის მოქალაქის ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობა

მიხეილ სარჯველაძე

მიხეილ სარჯველაძე

მიხეილ სარჯველაძე „ქრონიკაში“ ჩართვისას „ნაცმოძრაობის“ 12-პუნქტიან მანიფესტს გამოეხმაურა.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის განაცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის 9-წლიანი პერიოდის გახსენება ელექტორატში მაინც და მაინც პოზიტიურ შთაბეჭდილებებს არ იწვევს, თუმცა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ასევე ისინიც იციან, რომ ელექტორატის ძირითადი ბირთვისთვის ეს უარყოფითი რეპუტაცია მაინც და მაინც პრობლემური არ არის.

კითხვაზე, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკაში აქტიურად ჩართვის შემთხვევაში, რა რეაგირება უნდა ჰქონდეს ხელისუფლებას, იმის გათვალისწინებით - იგი საქართველოს მოქალაქე არ არის, სარჯველაძემ განაცხადა, რომ მართლსაწინააღმდეგოა პოლიტიკაში უცხო ქვეყნის მოქალაქის მონაწილეობა.

„აქვთ გარკვეული ბმა და ეს ბმა დაკავშირებულია სააკაშვილის ფაქტორთან, ამიტომ მანიფესტში სიახლე შემოთავაზებული არ არის - სააკაშვილი კვლავ ცენტრად რჩება. გარდა იმისა, რომ ეს მართლსაწინააღმდეგოა პოლიტიკაში უცხო ქვეყნის მოქალაქის მონაწილეობა და ეს არ შეიძლება ანგარიშგაწეული დარჩეს“, - განაცხადა სარჯველაძემ.

მისივე განმარტებით, სამართლებრივად წინააღმდეგობაში მოდის, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში ერეოდეს.

„ის ხალხი, რომელსაც შეუძლია, რომ პოლიტიკური მიზანშეწონილობის საკუთარი აღქმა უფრო მაღლა დააყენოს, ვიდრე ობიექტური სამართალი რაც არის - ქვეყნის მოქმედი წესრიგი, წესრიგზე მაღლა საკუთარი თავის დაყენების ამ უფლების მოპოვებამ განაპირობა ის მარცხი, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ განიცადა“, - განაცხადა სარჯველაძემ.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარტიისა და მიხეილ სააკაშვილის 23 ნოემბრის მანიფესტი გამოაქვეყნა.

ყველა სიახლე

ოთარ კაკაბაძე

17 აპრილი 2024, 18:30

სპორტი

საქართველოს ნაკრების მცველი ოთარ კაკაბაძე: ჩვენი გზა ევროპაშია

საქართველოს ნაკრების მცველმა ოთარ კაკაბაძემ სოციალურ ქსელებში ქვეყნის ევროპული მომავლის მხარდაჭერა გამოხატა.

ირაკლი კობახიძე

17 აპრილი 2024, 18:22

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: 35 წლის წინ, ქართველები რუსთაველის გამზირზე სუვერენიტეტის ლოზუნგით გამოდიოდნენ, დღეს უბრალოდ პარადოქსია, რომ აქციები ამავე რუსთაველის გამზირზე იმართება სუვერენიტეტის არგანმტკიცების ლოზუნგით

35 წლის წინ, ქართველები რუსთაველის გამზირზე სუვერენიტეტის ლოზუნგით გამოდიოდნენ. ისინი ითხოვდნენ სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას საბჭოთა სისტემისგან. დღეს უბრალოდ პარადოქსია, რომ აქციები ამავე რუსთაველის გამზირზე იმართება სუვერენიტეტის არგანმტკიცების ლოზუნგით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

17 აპრილი 2024, 18:20

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: სამწუხაროა, რომ ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსების არცერთ განცხადებაში არ იყო მოყვანილი არცერთი არგუმენტი - ნული არგუმენტი კანონის წინააღმდეგ

კიდევ ერთხელ ვთავაზობ ყველას ღია დისკუსიას კანონპროექტის შესახებ. ეს არის მნიშვნელოვანი, იმისათვის, რომ ქართულმა საზოგადოებამ მიიღოს სრული ინფორმაცია ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

17 აპრილი 2024, 18:19

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: შეკრების დაშლა, საზოგადოდ, მოხდა უმაღლესი ევროპული სტანდარტებით

რაც შეეხება შეკრების დაშლას, შეკრების დაშლა, საზოგადოდ, მოხდა უმაღლესი ევროპული სტანდარტებით. იყო სამი სამწუხარო ინციდენტი, როდესაც ალბათ პოლიციელებს უმტყუნა ნერვებმა, მაგრამ რაც შეეხება თვითონ დაზიანებებს, აქაც ტყუილი თქვით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „TV პირველის“ ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

17 აპრილი 2024, 18:13

პოლიტიკა

პრემიერი: ამ წლების განმავლობაში რომ ემოქმედა „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, დონორებსაც გაუჭირდებოდათ პოლარიზაციის ღიად დაფინანსება საქართველოში და შესაბამის NGO-ებსაც გაუჭირდებოდათ ასე ღიად პოლარიზაციის წახალისება

ამ NGO-ებს არასოდეს დაუგმიათ მაგალითად უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მოწოდებები მეორე ფრონტთან დაკავშირებით. უნდა დაეგმოთ, თუ მეორე ფრონტი არ შედიოდა მათ ინტერესებში. არც ერთხელ არ დაუგმიათ არც ერთი ასეთი განცხადება, რომელიც პირდაპირ მოგვიწოდებდა მეორე ფრონტად საქართველოს ქცევისკენ. მე დარწმუნებული ვარ, მაშინ რომ ემოქმედა კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, ეს ორგანიზაციები ომის პროპაგანდისგან უფრო მეტად შეიკავებდნენ თავს და აქაც არ ჩააგდებდნენ უხერხულ მდგომარეობაში საკუთარ დონორებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

17 აპრილი 2024, 18:12

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: გუშინდელ აქციას წარმართავდნენ კეზერაშვილის ცოლის ძმა, ვინმე ჩიქოვანი, ის იყო მთავარი ორგანიზატორი ამ აქციის და „ფრანკლინის კლუბის“ ერთ-ერთი ლიდერი, უცხოური გავლენის აგენტი, ვინმე ზიბზიბაძე

გუშინდელ აქციას წარმართავდნენ კეზერაშვილის ცოლის ძმა, ვინმე ჩიქოვანი, ის იყო მთავარი ორგანიზატორი ამ აქციის და ფრანკლინის კლუბის, ახლა სხვა რაღაც ჰქვია, ერთ-ერთი ლიდერი, უცხოური გავლენის აგენტი ვინმე ზიბზიბაძე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

17 აპრილი 2024, 18:12

საზოგადოება

სეუ-ს სტუდენტი ლუკა ნემსაძე-როგორ შეიძლება ისე გძულდეს შენი ქვეყანა, რომ ყველა ხერხს ხმარობდე არეულობის გამოსაწვევად, სტუდენტების იმედი არ გქონდეთ ამ ამბავში

როგორ შეიძლება რუსული დაარქვა დეკლარაციის შევსებას?! როგორ შეიძლება ისე გძულდეს შენი ქვეყანა, რომ ყველა ხერხს ხმარობდე არეულობის გამოსაწვევად?! სტუდენტების იმედი არ გქონდეთ ამ ამბავში, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტი ლუკა ნემსაძე სოციალურ ქსელში წერს.

ირაკლი კობახიძე

17 აპრილი 2024, 18:11

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: სინამდვილეში, ჩვენი ტერმინოლოგია არ იმეორებს რუსულ ტერმინოლოგიას და იმეორებს ევროპულს

„სინამდვილეში, ჩვენი ტერმინოლოგია არ იმეორებს რუსულ ტერმინოლოგიას და იმეორებს ევროპულს. რაც შეეხება ჩვენს ტერმინოლოგიას, არის ასეთი ტერმინი გამოყენებული, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. ეს არის არა ტერმინი, არამედ ფაქტის კონსტატაცია. მე დისერტაცია მაქვს ამ თემაზე დაცული, თავის დროზე გერმანიაში. ყველა სახელმძღვანელოში და სამეცნიერო ნაშრომში წერია, რომ სადაც არის ფული დაკავშირებული სოციალურ პროცესებთან, პოლიტიკასთან, თუ არა პოლიტიკასთან“

17 აპრილი 2024, 18:10

პოლიტიკა

ერეკლე გაგნიძე: ოპოზიცია ცდილობს ახალგაზრდების შეცდომაში შეყვანას დღეს და კანონს „გამჭვირვალობის შესახებ“, გამჭვირვალობის, რომელიც დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარების ერთ-ერთი ფუნდამენტური საკითხია უწოდებს რუსულს

გაგნიძის თქმით, სულ რაღაც ერთი თვის წინ ოპოზიციამ ევრონესტის ასამბლეაზე მხარი არ დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც საქართველოს ევროპულ მომავალს, სუვერენიტეტს და რუსეთის აგრესიას შეეხებოდა. მანვე აღნიშნა, რომ სწორედ ეს ხალხი ცდილობს ახალგაზრდების შეცდომაში შეყვანას დღეს და კანონს „გამჭვირვალობის შესახებ“, გამჭვირვალობის, რომელიც დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარების ერთ-ერთი ფუნდამენტური საკითხია უწოდებს რუსულს

ირაკლი კობახიძე

17 აპრილი 2024, 18:06

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ენჯეოებს ჰქონდათ რევოლუციის მოწყობის მცდელობა, რომ ემოქმედა კანონს „გამჭვირვალობის შესახებ“, მგონია, ვერ გაბედავდნენ, თუმცა მაშინ არ მოქმედებდა კანონი, შესაბამისად, ჩვენი სუვერენიტეტი ისე მყარად არ იყო დაცული

2020 და 2022 წლებში ენჯეოებს ჰქონდათ საქართველოში რევოლუციის მოწყობის მცდელობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

17 აპრილი 2024, 18:06

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ოპოზიციური არხის ჟურნალისტს: გუშინ არ მომხდარა არავითარი დარბევა. დარბევა როდის იყო იცით? როდესაც თქვენმა პარტიამ რამდენიმე ცხედარი განათავსა ჯიხურების თავზე, აი, ეს იყო დარბევა - 26 მაისი, 2011 წელს

სიტყვა დარბევა არის კიდევ ერთი ტყუილი, რომელიც დღეს თქვით, გუშინ არ მომხდარა არავითარი დარბევა. დარბევა როდის იყო იცით? როდესაც თქვენმა პარტიამ რამდენიმე ცხედარი განათავსა ჯიხურების თავზე, აი, ეს იყო დარბევა - 26 მაისი, 2011 წელს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „TV პირველის“ ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

17 აპრილი 2024, 18:04

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: რომ არ ვიყოთ დარწმუნებული, რომ ეს კანონი საფრთხეს არ შეუქმნის ევროპულ ინტეგრაციას, რა თქმა უნდა არ მივიღებდით

„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს კანონი არა თუ საფრთხეს არ შეუქმნის ევროინტეგრაციას, პირიქით, მხოლოდ და მხოლოდ უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას ევროპულ სტრუქტურებში. ჩვენ თუ არ დავიცავთ სახელმწიფო სუვერენიტეტს, დაგვემართება იგივე, რაც დაემართა უკრაინას და ასეთ შემთხვევაში უკან მოგვრჩება მშვიდობაც და ევროინტეგრაციაც. შესაბამისად, თუ რაიმეს ემსახურება ეს კანონი, ეს არის ჩვენი ევროინტეგრაციის ამოცანა - სუვერენიტეტის გარეშე ევროპაში ვერ შეხვალ“, - აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე

17 აპრილი 2024, 18:03

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ელჩებს გამჭვირვალობის კანონპროექტზე ღია დისკუსიას კიდევ ერთხელ სთავაზობს

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ელჩებს გამჭვირვალობის კანონპროექტის შესახებ ღია დისკუსიაში ჩართვა კიდევ ერთხელ შესთავაზა.

17 აპრილი 2024, 18:02

ეკონომიკა

ნათია თურნავა: Clearstream-თან თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საქართველოს რეგიონის ფინანსურ ჰაბად ჩამოყალიბებას

ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა საერთაშორისო ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის Clearstream-ის ხელმძღვანელებს - იან ვილემსა და კრისტიან როსლერს შეხვდა.

17 აპრილი 2024, 18:02

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: უკრაინიზაციის თავიდან აცილება არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა და ეს არის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის უმთავრესი მიზანი

კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პირველ რიგში საქართველოს უკრაინიზაციისგან დაცვას - საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებასა და ქვეყნის სტაბილური განვითარების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად, რაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

17 აპრილი 2024, 17:59

პოლიტიკა

პრემიერი: 2022 წელს, NGO-ები ღიად შეუერთდნენ მეორე ფრონტის კამპანიას, ისინი, ომის დაწყებიდან პირველივე დღეებში, ითხოვდნენ სანქციების დაწესებას, უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების გაგზავნას მთავრობის ოფიციალური თანხმობით

2022 წელს, NGO-ები ღიად შეუერთდნენ მეორე ფრონტის კამპანიას, ისინი, ომის დაწყებიდან პირველივე დღეებში, ითხოვდნენ სანქციების დაწესებას, უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების გაგზავნას მთავრობის ოფიციალური თანხმობით, რაც ნიშნავდა ქვეყნის ეკონომიკის ჩამოშლას. პირველივე წელს გვექნებოდა მინიმუმ 10%-იანი ვარდნა ეკონომიკის, რაც იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე მილიარდ დოლარს დაკარგავდა ჩვენი ეკონომიკა, კოვიდის დროს ჩვენ გვქონდა მინუს 6.5%, თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რას გამოიწვევდა პირველივე წელს მინიმუმ 10 პროცენტით ეკონომიკის შემცირება? ეკონომიკური კოლაფსი - ეს იყო მათი მიზანი. რაც შეეხება მეორე მოთხოვნას, რაც იყო უკრაინაში მთავრობის თანხმობით მებრძოლი მოხალისეების გაგზავნა, ეს პირდაპირ ნიშნავდა საქართველოს ჩართვას სამხედრო კონფლიქტში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

17 აპრილი 2024, 17:59

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე „გამჭვირვალობის კანონზე“: წელს არის აუცილებელი ეს პროცესი მივიდეს ბოლომდე, სწორედ იმისათვის, რომ ჩვენ არ დავუშვათ საქართველოს უკრაინიზაცია, იმ მოვლენების ხელახლა განვითარება, რაც 2020-2022 წლებში ვიხილეთ

წელს არის აუცილებელი ეს პროცესი მივიდეს ბოლომდე, სწორედ იმისათვის, რომ ჩვენ არ დავუშვათ საქართველოს უკრაინიზაცია, იმ მოვლენების ხელახლა განვითარება, რაც 2020-2022 წლებში ვიხილეთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

17 აპრილი 2024, 17:58

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილი თვითონ არის უცხოური გავლენის აგენტი, შესაბამისად, ერთადერთი, ვისი ხმაც არის სალომე ზურაბიშვილი, ეს არის შესაბამისი უცხოური ძალა - გლობალური ომის პარტია

სალომე ზურაბიშვილი თვითონ არის უცხოური გავლენის აგენტი, შესაბამისად, ერთადერთი, ვისი ხმაც არის სალომე ზურაბიშვილი, ეს არის შესაბამისი უცხოური ძალა - გლობალური ომის პარტია, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

17 აპრილი 2024, 17:54

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე შოთა უტიაშვილზე: 2011 წელს რეჟიმის მიერ მოკლული რამდენიმე მომიტინგის ცხედარი მან განათავსა ჯიხურებზე და ეს ადამიანი დღეს უტიფრად დგას საპროტესტო აქციაზე

გუშინ აქციაზე ვიხილეთ შოთა უტიაშვილი, რომელმაც შეგახსენებთ, რა გააკეთა 2011 წელს, მაშინ რეჟიმის მიერ მოკლული რამდენიმე მომიტინგის ცხედარი მან განათავსა ჯიხურებზე და ეს ადამიანი დღეს უტიფრად დგას საპროტესტო აქციაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

17 აპრილი 2024, 17:54

პოლიტიკა

პრემიერი: გამახსენეთ ერთი არგუმენტი, შოლცის, სტოლტენბერგის, ევროკავშირის განცხადებიდან, რითაც ამტკიცებენ, რომ ეს კანონი წინააღმდეგობაშია ან ევროკავშირის კანონმდებლობასთან, ან პრინციპებთან. ეს არგუმენტები არ მოგვისმენია

გამახსენეთ ერთი არგუმენტი, შოლცის, სტოლტენბერგის, ევროკავშირის განცხადებიდან, რომლითაც ისინი ამტკიცებენ, რომ ეს კანონი წინააღმდეგობაშია ევროკავშირის ან კანონმდებლობასთან, ან პრინციპებთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.