imedi /  21 აგვისტო 2023, 13:49 / სანდო წყარო

მიხეილ სარჯველაძე: მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში საარჩევნო კამპანიას, წესით, ვერ უნდა ახორციელებდეს. მას ადგილი, უბრალოდ, აღარ დარჩა

მიხეილ სარჯველაძე

მიხეილ სარჯველაძე

მიხეილ სარჯველაძე სოფო ჯაფარიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის სახელით საარჩევნო კამპანიის დაწყება დააანონსა. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ყოფილ პრეზიდენტს მოუწევს პატივი სცეს ქვეყნის კანონმდებლობას.

„ასეთი ტიპის განცხადებები უფრო მეტად ყურადღების მიქცევის მიზანს ისახავს, ვიდრე კონკრეტული საგნობრივი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების გაცნობას საზოგადოებისთვის. არ მგონია, სხვა მოტივაცია ან სხვა აქტივობა ადამიანებისთვის, რომლებიც არიან „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით, და ის დაჯგუფება, რომელიც ძირითადად დაკავშირებულია სააკაშვილის სახელთან, მათი აქტივობები და გეგმები ამას უკავშირდება, ამ დრომდეც ასე იყო, მომავალშიც ასე გაგრძელდება. არაფერი სიახლე ამ თვალსაზრისით არ იქნება.

რაც შეეხება საკითხს იმის თაობაზე, რომ თვითონ სააკაშვილისთვის შეიძლება იყოს ეს ერთგვარი ახალი ასპარეზი ან ახალი მიმართულება, რომლის მეშვეობითაც ის კვლავ შეცვლის თავის გადაწყვეტილებას და იტყვის, რომ აპირებს ამიერიდან პოლიტიკაში ჩართვას, ესეც ალბათ მოსალოდნელი იყო. ის გარკვეულ ეტაპზე პოზიციონირებდა, როგორც თითქოს ნეიტრალური საქართველოს პოლიტიკასთან მიმართებაში, გარკვეულ ეტაპზე გარკვეულ პრეტენზიებს და გარკვეულ ამბიციებს აცხადებდა ქართულ პოლიტიკასთან მიმართებაში იმის მიხედვით, როგორ შეიძლება ყოფილიყო მისთვის ხელსაყრელი იმ კონკრეტულ სიტუაციაში და იმ კონკრეტულ მომენტში. როგორც ჩანს, ახლა ის თვლის, რომ დროა, ისაუბროს საქართველოს პოლიტიკაში თავისი მონაწილეობის შესახებ. თუმცა, მინდა, აქვე ვთქვა, რომ არ მგონია, ამ შემთხვევაში მისი ნეგატიური წონა, რომელიც აქვს ქართულ პოლიტიკაში, სადმე გამქრალიყო. ამას ანგარიშის გაწევა დასჭირდება და კვლავაც საკმაოდ მძიმე ტვირთად ექნება, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობას“.

საარჩევნო კამპანიას მიხეილ სააკაშვილი, წესით, ვერ უნდა ახორციელებდეს, ქართულ პოლიტიკაში მას ადგილი, უბრალოდ, აღარ დარჩა. ეს შეიძლება, მისი სურვილი იყოს და მცდელობები ვიხილოთ, მაგრამ ეს მართლზომიერი არ არის. მას მოუწევს პატივი სცეს და ანგარიში გაუწიოს ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობას. საქართველოში პოლიტიკაში მონაწილეობის უფლება უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ აქვს. სააკაშვილის პირადი გადაწყვეტილება იყო, რომ მან დატოვა საქართველოს მოქალაქეობა და წავიდა სხვა სახელმწიფოში“, - განაცხადა სარჯველაძემ.

ყველა სიახლე

ირაკლი კირცხალია

15 ივლისი 2025, 17:41

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია ალეკო ელისაშვილის შესაძლო მერობის კანდიდატობაზე: ძალიან კარგად იცის ყველამ არა მხოლოდ ბატონი ელისაშვილის, არამედ იმ გუნდის წარსული და აწმყო

ძალიან კარგად იცის ყველამ არა მხოლოდ ბატონი ელისაშვილის, არამედ იმ გუნდის წარსული და აწმყო. საზოგადოება მიიღებს გადაწყვეტილებას 4 ოქტომბერს, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ ალეკო ელისაშვილის შესაძლო მერობის კანდიდატობაზე საუბრისას.

15 ივლისი 2025, 17:28

ეკონომიკა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 12.2%-ით გაიზარდა და 315.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2025 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 315.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 12.2%-ით (34.4 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2024 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

სერგეი რიაბკოვი

15 ივლისი 2025, 17:27

მსოფლიო

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: მოსკოვი უკრაინის საკითხის მოსაგვარებლად მზადაა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი რიაბკოვის განცხადებით, მოსკოვი უკრაინის საკითხის მოსაგვარებლად მზადაა.

ირაკლი კირცხალია

15 ივლისი 2025, 17:25

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალიას განცხადებით, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი ე.წ. დიფ სთეითის მიერ ხელდასხმული პოლიტიკოსების ხელში უსამართლო ინსტრუმენტია

ეს არის ის უსამართლო ინსტრუმენტი მათ ხელში, იმ არარჩეული ბიუროკრატების, ე.წ. დიფ სთეითის მიერ ხელდასხმული პოლიტიკოსების ხელში

ლევან მახაშვილი

15 ივლისი 2025, 17:23

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: უვიზო მიმოსვლას არანაირი საფრთხე არ ემუქრება - ვიზალიბერალიზაციის შესრულების ფუნდამენტი მყარია

უვიზო მიმოსვლას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ყოველთვის არიან სახელმწიფოები, რომლებიც ცდილობენ, ეს თემა პოლიტიკურ იარაღად და შანტაჟად გამოიყენონ, მაგრამ ამ საკითხს არანაირი საფრთხე არ ემუქრება, - განუცხადა ჟურნალისტებს ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.

15 ივლისი 2025, 17:10

ეკონომიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში გარკვეული საკადრო ცვლილებები განხორციელდა. უწყების ინფორმაციით, პირადი განცხადებების საფუძველზე, თანამდებობები დატოვეს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა და გასულ კვირას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსმა.

დენის შმიგალი

15 ივლისი 2025, 17:04

მსოფლიო

უკრაინის პრემიერმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. ინფორმაციას უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო Facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

15 ივლისი 2025, 17:01

სამართალი

პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

15 ივლისი 2025, 16:37

საზოგადოება

ნინო თანდილაშვილმა საქართველოში ავსტრალიის თანამეგობრობის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა საქართველოში ავსტრალიის თანამეგობრობის ელჩთან (რეზიდენციით ქალაქი ანკარა), მაილს არმითიჯთან, დიპლომატიური მისიის დასრულებასთან დაკავშირებით, გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა, - ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

15 ივლისი 2025, 16:27

რეგიონი

ოზურგეთში დასაქმების ფორუმი გაიმართა

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით, ოზურგეთში, დასაქმების ფორუმი გაიმართა, - ინფორმაციას გურიის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი ავრცელებს.

გიორგი ჯინჭარაძე

15 ივლისი 2025, 16:19

რეგიონი

გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთიდან დევნილ მეწარმეებთან შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, პალატაში გაერთიანებული საწარმოებისა და კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომელშიც სხვადასხვა დარგის ბიზნესის წარმომადგენლები, მათ შორის დევნილი მეწარმე ქალები მონაწილეობდნენ, - ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

თამარ ჩიბურდანიძე

15 ივლისი 2025, 16:09

პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: ასეთი შეთავაზება მერიისგან არასოდეს ჰქონია თბილისის მოსახლეობას, მაგრამ არ იყენებენ. და თუ კიდევ იქნება მსხვერპლი, ეს მხოლოდ მათივე პასუხისმგებლობით

მერიას უჭირს ხალხთან ურთიერთობა, რადგან მოსახლეობის ნაწილი ითხოვს იმაზე მეტს, ვიდრე აქვთ. ელოდებიან ინვესტორებს არარეალური ფასებით და ამასობაში ავარიული სახლები ინგრევა, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.

15 ივლისი 2025, 16:07

საზოგადოება

საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო

საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო, - ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ვალერი გერგიევი ვლადიმერ პუტინი

15 ივლისი 2025, 15:57

მსოფლიო

BBC: პუტინის მეგობარი გერგიევი იტალიაში დაპატიჟეს. პროკრემლისტური არტისტების გამოსვლებზე დაწესებული შეზღუდვა დარღვეულია?

BBC-ის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, რუს დირიჟორს, ვალერი გერგიევს ევროპულ სცენებზე გამოსვლა აუკრძალეს.

შალვა პაპუაშვილი

15 ივლისი 2025, 15:56

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: 2010 წლის საერთაშორისო ხელშეკრულების დარღვევაა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის სავიზო მიმოსვლის შემოღება -ამაზე არაერთხელ განვაცხადე და ხედავთ, რომ ვერავინ შეეწინააღმდეგა

ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით მუქარას რაც შეეხება, რომელიც ასევე მოვისმინეთ კალასის მხრიდან, შეგახსენებთ, რომ მანამდე მიღებული გადაწყვეტილება დიპლომატიური სამსახურის პასპორტებზე სავიზო მიმოსვლის შემოღების თაობაზე არის დარღვევა 2010 წლის ხელშეკრულების,” - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა. პაპუაშვილის თქმით, ასეთ ნაბიჯებზე როცა მიდიან ბრიუსელი და მისი ჩინოვნიკები, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმები დაარღვიონ, გასაკვირი არ არის მსგავსი მუქარები. მისი თქმით, სხვებს ედავებიან და ამ დროს თვითონ არღვევენ საერთაშორისო ხელშეკრულებას საქართველოსთან.

15 ივლისი 2025, 15:47

რეგიონი

გივი მიქანაძე ქუთაისში განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის გახსნილ საზაფხულო სკოლას ეწვია

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეები 31 ივლისის ჩათვლით, საზაფხულო სკოლის პროექტში მონაწილეობენ. როგორც განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, აღნიშნულ პროექტში ჩართულია ქუთაისის 45-ე საჯარო სკოლა, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ეწვია.

ლუკა პაატაშვილი

15 ივლისი 2025, 15:45

სამართალი

„დარიალის“ უფროსის მოადგილე დეპორტირებულ უკრაინის მოქალაქეებზე: არ ფლობენ საზღვრის კვეთისთვის საჭირო დოკუმენტაციას. ამავდროულად, მათი ქვეყანაში შემოშვება არის პირდაპირ საფრთხესთან დაკავშირებული, რომ კიდევ ჩაიდენენ დანაშაულებს

სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის „დარიალის“ უფროსის მოადგილე ლუკა პაატაშვილი „ქრონიკასთან“ საუბრისას ეხმიანება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთიდან დეპორტირებული უკრაინის მოქალაქეები საქართველო - რუსეთის საზღვარზე იმყოფებიან.

ოთარ გრიგოლია

15 ივლისი 2025, 15:33

პოლიტიკა

ოთარ გრიგოლია: ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, რომ საკრებულომ მიიღო დადგენილება, რომლითაც მოსახლეობის იძულებით გამოსახლების უფლება აქვს

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია გამოეხმაურა გუშინ თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე შენობის ფასადის ჩამონგრევის ფაქტს და გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

15 ივლისი 2025, 15:28

საზოგადოება

საქართველოს საბანკო ასოციაცია მოქალაქეებს ყალბი შეტყობინებების შესახებ აფრთხილებს

საქართველოს საბანკო ასოციაცია მოქალაქეებს ყალბი შეტყობინებების შესახებ აფრთხილებს.

ალექსანდრე დარახველიძე

15 ივლისი 2025, 15:26

სამართალი

ალექსანდრე დარახველიძე რუსეთიდან დეპორტირებულ უკრაინის მოქალაქეებზე: ჩადენილი აქვთ დანაშაული, მათ შორის, საკმაოდ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები. შესაბამისად, არ ხდება ამ პირების შემოშვება ქვეყნის საზღვარზე

მათი საკითხის შესწავლის შემდეგ გამოიკვეთა, რომ ჩადენილი აქვთ დანაშაული, მათ შორის, საკმაოდ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები, - განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ რუსეთიდან დეპორტირებულ უკრაინის მოქალაქეებზე.