ირაკლი ბათიაშვილი: 9 აპრილი აღმოჩნდა დიდმნიშვნელოვანი მოვლენა, ვინაიდან მან შეუქცევადი გახადა საქართველოს დამოუკიდებლობა და ისტორია შეცვალა
ირაკლი ბათიაშვილი
ფოტო: იმედი/ვიდეოკადრი
9 აპრილი აღმოჩნდა დიდმნიშვნელოვანი მოვლენა, ვინაიდან მან შეუქცევადი გახადა საქართველოს დამოუკიდებლობა და ისტორია შეცვალა, - ამის შესახებ ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ბათიაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისივე თქმით, დაუმორჩილებლობის პროცესის ორგანიზატორები მასთან ერთად იყვნენ მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, ირაკლი წერეთელი, გიორგი ჭანტურია. ბათიაშვილი იხსენებს, რომ აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულებს შორის ის მიხეილ კრიხელმა ამოიცნო, შემდეგ კი მორგსა და რეანიმაციაში გადაიყვანეს, სადაც გოგი ხარაბაძესთან ერთად მისულმა იური როსტმა ცნობილი ფოტო გადაუღო.
„2 წელიწადში ზვიად გამსახურდიამ გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა. გოგა ხაინდრავა გარდა იმისა, რომ თავიდან ბოლომდე ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში მთელი სულითა და ხორცით იყო ჩართული და დიდ როლს ასრულებდა, იყო ჩვენი მემატიანე. იმ კადრებმა მოიარა მთელი მსოფლიო, შთააგონა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები. საერთოდ ვინ იცოდა მაშინ საქართველო? რომ ჩვენ ვარსებობდით და არა თუ ვარსებობთ, თურმე გვქონია ჩვენი დამოუკიდებელი სახელმწიფო, ვიბრძვით იმ სახელმწიფოს აღდგენისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო პოლიტიკური თვალსაზრისით და მოხდა უზარმაზარი კონსოლიდაცია“, - ამბობს ბათიაშვილი.
ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, 1989 წლის 9 აპრილმა დარტყმა მიაყენა საბჭოთა იმპერიულ სისტემას, საზოგადოება კი შეიკრა და გაძლიერდა.
„ტრაგედია მოხდა. ჩვენი თანამემამულეების წმინდა სისხლი დაიღვარა. რა თქმა უნდა, ტრაგედიაა ყველგან, სადაც ჩვენი ხალხის სისხლი დაიღვარა. მათ შორის დიდგორის ველზეც ჩვენი ხალხის სისხლი დაიღვარა, მაგრამ დიდგორის ბრძოლაზე არავინ ამბობს, რომ ეს იყო ტრაგედია. ეს იყო გამარჯვება. აი, ასეთი დიდი მორალურ-პოლიტიკური გამარჯვება იყო 9 აპრილი. ჩვენ ეს შთაგვაგონებს, რომ ამან მოგვიტანა დამოუკიდებლობა“, - ამბობს ბათიაშვილი.
9 აპრილის ტრაგედიიდან 34 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
ყველა სიახლე
26 მარტი 2026, 10:59
მსოფლიო
მედია: ევროკომისიამ უნგრეთისთვის 16 მილიარდი ევროს მოცულობის კრედიტი გაყინა
ოფიციალურად, ევროკომისია აცხადებს, რომ უნგრეთის განაცხადის განხილვას აგრძელებს და გეგმას მაშინ დაამტკიცებს, როდესაც ის მზად იქნება. თუმცა, წყაროები ჟურნალისტებს უყვებიან, რომ ევროკომისიას არ სურს სესხის გაცემა, რადგან ორბანი „ლოიალური თანამშრომლობის პრინციპს არღვევს“ და უკრაინის დაფინანსებას ბლოკავს.
26 მარტი 2026, 10:55
საზოგადოება
თბილისში წყლის რესურსების დაცვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ფორუმი ჩატარდა
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილე ბექა ბარბაქაძე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, წყლის რესურსების დაცვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ფორუმს დაესწრო.
26 მარტი 2026, 10:54
სამართალი
სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „სარფის“ დასაცავ მონაკვეთზე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „სარფის“ დასაცავ მონაკვეთზე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე - 2001 წელს დაბადებული ა.ჰ; 2003 წელს დაბადებული მ.უ; 2006 წელს დაბადებული ა.ჯ; 2006 წელს დაბადებული ი. და 2004 წელს დაბადებული ი.მ. დააკავეს, - ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.
26 მარტი 2026, 10:43
საზოგადოება
დავით სონღულაშვილი ატმის და ვაშლატამას მწარმოებელ ფერმერებს და ექსპორტიორებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა ატმისა და ვაშლატამას წარმოებაში მიმდინარე ტენდენციები და განვითარების პერსპექტივები ფერმერებთან და ექსპორტიორებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განიხილა.
26 მარტი 2026, 10:42
მსოფლიო
Sky News: ბრიტანეთის მთავრობა პოლიტიკური პარტიებისთვის უცხოური დაფინანსების შეზღუდვას გეგმავს
დიდი ბრიტანეთის მთავრობა აპირებს, რომ ბრიტანული პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ კრიპტოვალუტაში განხორციელებული შემოწირულებები აკრძალოს და უცხოური დაფინანსება შეზღუდოს. ინფორმაციას Sky News-ი ქვეყნის პრემიერ-მინისტრზე, კირ სტარმერზე დაყრდნობით ავრცელებს.
26 მარტი 2026, 10:32
სამართალი
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 41 მოქალაქე დააკავეს
უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისსა და ბათუმში სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია უცხო ქვეყნის 41 მოქალაქე, მათ შორის - თურქეთის, თურქმენეთის, რუსეთის, აზერბაიჯანის, ალჟირის, ჩინეთის, უზბეკეთის, იემენის, იორდანიისა და ერაყის მოქალაქეები.
26 მარტი 2026, 10:32
სამართალი
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულში ჯგუფურად ჩართული უკრაინის 4 მოქალაქე დააკავეს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი
დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისსა და ბათუმში კომპლექსურად ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ნარკოდანაშაულში ჯგუფურად ჩართული უკრაინის 4 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს-ის პრესსამსახური ავრცელებს.
26 მარტი 2026, 10:31
სპორტი
საქართველოს ნაკრები დღეს ამხანაგურ მატჩში ისრაელს დაუპირისპირდება⚽
ამხანაგური მატჩის წინა გუნდმა შეხვედრის მასპინძელ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში მონაწილეობა არ მიუღია გიორგი ჩაკვეტაძეს, ხოლო საბა გოგლიჩიძემ ინდივიდუალურად ივარჯიშა.
26 მარტი 2026, 10:31
სამართალი
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარისა და მიგრაციის დეპარტამენტის უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად საერთაშორისო დონეზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1987 წელს დაბადებული უ.ი. ბათუმში დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.
26 მარტი 2026, 10:30
პოლიტიკა
კახეთის პოლიციამ ორსული მეუღლის მიმართ ჩადენილი მძიმე დანაშაულებისთვის 1 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი - 1992 წელს დაბადებული გ.ტ. წინასწარი შეცნობით ოჯახის ორსული წევრის მიმართ ჩადენილი მუქარის, ძალადობისა და გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს.
26 მარტი 2026, 10:28
სამართალი
სამეგრელოს პოლიციამ 2025 წლიდან ძებნილი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წარსულში მრავარლეჯ ნასამართლევი, 2025 წლიდან ძებნილი, 1978 წელს დაბადებული ლ.გ. დააკავეს.
26 მარტი 2026, 10:28
სპორტი
ნიკა ეგაძე მსოფლიო ჩემპიონატზე მოკლე პროგრამებს დღეს შეასრულებს⛸️
მოგვიანებით, 21:45 საათზე კი სპორტულ წყვილებში ჩემპიონის ვინაობა გაირკვევა. ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ მეორე ადგილს იკავებს და ლიდერებს - გერმანულ წყვილს მინერვა ფაბიენ ჰასესა და ნიკიტა ვოლოდინს მხოლოდ 0,33 ქულით ჩამორჩებიან.
26 მარტი 2026, 10:28
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ვაშლის მწარმოებელ ფერმერებს და ექსპორტიორებს შეხვდა
შეხვედრაზე მინისტრმა წარმოადგინა ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც სამინისტროში დარგობრივი საბჭო შეიქმნება და ამოცანა სექტორის გამოწვევებისა და საჭიროებების გამოვლენა, სიახლეების გაცნობა და მხარდაჭერის უზრუნველყოფა იქნება. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
26 მარტი 2026, 10:23
პოლიტიკა
ზაალ ანჯაფარიძე: ბოლო დროს საქართველოს მიმართ ყველა ბრუნვაში დატრიალებული ტერმინები „სინდისის პატიმარი" და „პოლიტპატიმარი", მორიგი ინსტრუმენტია მიამიტი ხალხის მოსატყუებლად და დასაბნევად
ბოლო დროს საქართველოს მიმართ ყველა ბრუნვაში დატრიალებული ტერმინები „სინდისის პატიმარი" და „პოლიტპატიმარი," არის მორიგი ინსტრუმენტი მიამიტი ხალხის მოსატყუებლად და დასაბნევად, - წერს ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში.
26 მარტი 2026, 10:13
მსოფლიო
ორბანი უნგრეთში მოახლოებულ არჩევნებზე: ორი ძალა უპირისპირდება ერთმანეთს - ისინი, ვინც ომის მომხრეა და ისინი, ვინც მშვიდობას ირჩევს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ქვეყანაში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ერთმანეთს ორი ძირითადი ძალა უპირისპირდება.
26 მარტი 2026, 10:11
კულტურა
„ჰარი პოტერის“ პირველი თიზერი გამოქვეყნდა🎬
სერიალში ჰარი პოტერის როლს დომინიკ მაკლაფლინი შეასრულებს, ხოლო მის მეგობრებს - რონ უიზლისა და ჰერმიონ გრეინჯერს, ალასტარ სტაუტი და არაბელა სტენტონი განასახიერებენ. სერიალის მთავარ როლებზე გამართულ ქასთინგებში 30 ათასზე მეტმა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა.
26 მარტი 2026, 10:04
ეკონომიკა
თამარ იოსელიანმა ამერიკულ დელეგაციას ანაკლიის ნავსადგურის სამშენებლო და სარკინიგზო განვითარების გეგმები გააცნო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელს, პიტერ ანდრეოლის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის მიმდინარეობა გააცნო. ამერიკულმა დელეგაციამ, ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან ალან პერსელთან ერთად, ადგილზე დაათვალიერა სამშენებლო-სამობილიზაციო სამუშაოები, რომელსაც ბელგიური კომპანია „იან დე ნული“ (Jan De Nul) ახორციელებს.
26 მარტი 2026, 09:51
სპორტი
ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას სპორტულმა წყვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მცირე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ფიგურულ ციგურაობაში 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას სპორტულმა წყვილმა მოკლე პროგრამაში იასპარეზა. მათ მსაჯებისგან 79,45 ქულა დაიმსახურეს და მცირე ვერცხლის მედალი მოიპოვეს.
26 მარტი 2026, 09:49
სპორტი
სპორტის მინისტრი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სპორტული ფედერაციების წარმომადგენლებს შეხვდა
დელეგაციამ დაათვალიერა სასწავლო ცენტრის ბაზები, საცურაო აუზები და სავარჯიშო დარბაზები. შეხვედრებზე მხარეებმა საქართველო-ჩინეთს შორის სპორტის სფეროში არსებული ურთიერთობები განიხილეს. დაიგეგმა სპორტის სფეროში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ერთობლივი პროექტები.
26 მარტი 2026, 09:45
სამართალი
შავი ზღვის დაბინძურების 2 ფაქტი გამოავლინეს
ლიბერიისა და თურქეთის დროშებით მცურავმა გემებმა ზღვა სამეურნეო წყლებით დააბინძურეს, რის გამოც ბათუმისა და ფოთის სასამართლოებმა თითოეულ სამართალდამრღვევს 100 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრეს. გემებს თავისუფალი ნაოსნობის უფლება ჯარიმისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ მიეცათ.


