10 აპრილი 2023, 17:48 / სანდო წყარო

ფრიდონ ინჯია: კარგად გვახსოვს, რომ ვიდრე ჩვენი გმირები ჯერ კიდევ იბრძოდნენ, ხოლო გმირულად დაღუპული ჩვენი სამხედროების ნეშტები გადმოსვენებულიც კი არ იყო, სააკაშვილმა ხალხს წაგებული ომი აზეიმა

ფრიდონ ინჯია

ფრიდონ ინჯია

სააკაშვილი, როგორც პოლიტიკოსი, არავითარ პასუხს არ იმსახურებს, თუმცა, ხალხს მინდა შევახსენო, რა მდგომარეობამდე მიიყვანეს მან და მისმა უფროსებმა ჩვენი ქვეყანა. სააკაშვილმა განცხადებაში თქვა, თანამედროვე სახელმწიფო ავაშენეო. როგორც ჩანს, ის თანამედროვე სახელმწიფოს ეძახის ციხეებში ადამიანების წამებას, მიტინგების სასტიკ დარბევას, ბიზნესის რეკეტს და ტელევიზიების მიტაცებას. სწორედ ასეთი იყო სააკაშვილის მიერ აშენებული „თანამედროვე“ და „ამერიკულ-ევროპული“ სახელმწიფო, - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე, ფრიდონ ინჯია სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ფრიდონ ინჯიამ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუკზე“ დადო განცხადება, რომელიც უამრავი ტყუილით იყო სავსე. მან ყურადღება გაამახვილა 2008 წლის აგვისტოს ომზე და აღნიშნა, რომ სააკაშვილმა ჯონ მაკკეინის გადაწყვეტილებით მიიღო ომში ჩართვის გადაწყვეტილება. მისივე თქმით, ძირითადად სწორედ სააკაშვილის მსგავსი ადამიანები შეადგენენ საქართველოში აგენტურას, რომელიც უკვე ორ ათწლეულზე მეტია, უცხო ქვეყანას ემსახურება, ხოლო საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებს.

„მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუკზე უამრავი ტყუილით სავსე განცხადება დადო, რასაც არ შემეძლო, არ გამოვხმაურებოდი. სააკაშვილი, როგორც პოლიტიკოსი, არავითარ პასუხს არ იმსახურებს, თუმცა, ხალხს მინდა შევახსენო, რა მდგომარეობამდე მიიყვანეს მან და მისმა უფროსებმა ჩვენი ქვეყანა. სააკაშვილმა განცხადებაში თქვა, თანამედროვე სახელმწიფო ავაშენეო. როგორც ჩანს, ის თანამედროვე სახელმწიფოს ეძახის ციხეებში ადამიანების წამებას, მიტინგების სასტიკ დარბევას, ბიზნესის რეკეტს და ტელევიზიების მიტაცებას. სწორედ ასეთი იყო სააკაშვილის მიერ აშენებული „თანამედროვე“ და „ამერიკულ-ევროპული“ სახელმწიფო. რეალურად თანამედროვე სახელმწიფოში სააკაშვილი, როგორც ჩანს, იმას გულისხმობს, რომ პრეზიდენტობისას მან საქართველო უცხო, მისი გადმოსახედიდან ყველაზე თანამედროვე ქვეყნის სამსახურში ჩააყენა და მის კოლონიად გადააქცია. თავის განცხადებაში სააკაშვილმა ჯონ მაკკეინი საქართველოს ეროვნულ გმირად გამოაცხადა. მაკკეინი საქართველოს გმირი ზუსტად იგივე ლოგიკით არის, რა ლოგიკითაც სააკაშვილმა თანამედროვე სახელმწიფო ააშენა. სწორედ მაკკეინი იყო ის კაცი, რომლის კარნახითაც სააკაშვილი მოქმედებდა და ეჭვგარეშეა, რომ აგვისტოს ომის დაწყებაც სააკაშვილმა სწორედ მისი კარნახით გადაწყვიტა. ყველას გვახსოვს, რომ 2008 წლის საპრეზიდენტო კამპანია ჯონ მაკკეინმა თავიდან ბოლომდე რუსეთ-საქართველოს ომზე ააგო.

სააკაშვილის მესამე ტყუილის თანახმად, 2008 წელს რუსული ჯარი ამერიკულ სამხედრო გემს შეუჩერებია. სინამდვილეში წყლით დატვირთული ამერიკული გემი საქართველოში 25 სექტემბერს შემოვიდა, ანუ მხოლოდ მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა ცეცხლი ცალმხრივად შეწყვიტა, კაპიტულაცია გამოაცხადა, 6-პუნქტიან კაპიტულანტურ შეთანხმებას ხელი მოაწერა, რის სანაცვლოდაც რუსეთმა სენაკიდან, ხაშურიდან და გორიდან ჯარი გაიყვანა.
ამერიკულ გემს რუსები რომ არ შეუშინებია, იქიდანაც ჩანს, რომ ზუსტად მეორე დღეს რუსეთის პარლამენტმა დიმიტრი მედვედევს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების რეკომენდაცია მისცა, ხოლო აქედან მეორე დღესვე მედვედევმა აღიარების აქტი გამოსცა. ერთადერთი, ვისაც აგვისტოს ომში საქართველოს წინაშე დამსახურება მიუძღვის, ეს ჩვენი გმირი სამხედროები არიან, რომლებმაც რუსული ჯარის წინააღმდეგ თავგანწირულად იომეს.

ყველას კარგად გვახსოვს, რომ ვიდრე ჩვენი გმირები ჯერ კიდევ იბრძოდნენ, ხოლო გმირულად დაღუპული ჩვენი სამხედროების ნეშტები გადმოსვენებულიც კი არ იყო, სააკაშვილმა ხალხს წაგებული ომი აზეიმა. რეალურად, მაშინ რუსეთმა პრაგმატული გადაწყვეტილება მიიღო და საერთაშორისო დონეზე იმიჯის შესანარჩუნებლად, გადაწყვიტა, თბილისში არ შემოსულიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერც მაკკეინი და ვერც სააკაშვილი, რომელიც გორში თვითმფრინავის ზუილზე გარბოდა და რომლის თანაპარტიელებმა ორ დღეში წითელ ხიდთან რიგი დააყენეს, უკვე კასპამდე ჩამოსულ რუსულ ჯარს ნამდვილად ვერ შეაჩერებდნენ.

ბოლოს, სააკაშვილმა თქვა, ამერიკელებმა მე და 10 ათასობით ქართველს ამერიკაში უფასოდ გვასწავლესო. 10 ათას ქართველზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ფაქტია, რომ სააკაშვილისა და მისნაირების ამერიკაში გაგზავნით ხეირი არა საქართველომ, არამედ მხოლოდ ამერიკამ ნახა. ფაქტია, რომ სასწავლებლად წაყვანა ამერიკელებისთვის აგენტების შერჩევის ერთ-ერთი ყველაზე მოსახერხებელი ინსტრუმენტია. ძირითადად სწორედ სააკაშვილის მსგავსი ადამიანები შეადგენენ საქართველოში აგენტურას, რომელიც უკვე ორ ათწლეულზე მეტია, უცხო ქვეყანას ემსახურება და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებს. ყოველგვარი ქაოსი და არეულობა საქართველოში სწორედ მათი ხელით ორგანიზდება, რასაც ხელისუფლების და საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება და სწორად გაანალიზება ესაჭიროება“, - წერს ფრიდონ ინჯია სოციალურ ქსელ Facebook-ზე.

ყველა სიახლე

28 მაისი 2026, 16:03

პოლიტიკა

სააკაშვილი თენგო თევზაძის უხეშ ქმედებაზე: ეს კადრები არის სრული კატასტროფა! არანაირი გამართლება არ არსებობს, შენს მხარდასაჭერად მოსული უბრალო მოქალაქის მიმართ ასეთი მოქცევის

არანაირი გამართლება არ არსებობს, შენს მხარდასაჭერად მოსული უბრალო, შეიძლება გაჭირვებული მოქალაქის მიმართ ასეთი მოქცევის, - ამ სიტყვებით მიხეილ სააკაშვილი პარტია „ახალის“ გენერალური მდივნის, თენგო თევზაძის მიერ 26 მაისს გამართულ აქციაზე მსვლელობის დროს, მოქალაქის მიმართ განხორციელებულ უხეშ ქმედებას ეხმიანება.

28 მაისი 2026, 16:01

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს, მუსტაფა თურქერ არის შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მუსტაფა თურქერ არის შეხვდა.

ილია ინჯია

28 მაისი 2026, 15:58

პოლიტიკა

ილია ინჯია: განათლების რეფორმა უდიდეს როლს შეასრულებს ჩვენი რეგიონების წინსვლაში, მინდა, მადლობა გადავუხადო და მხარდაჭერა გამოვუცხადო განათლების მინისტრსა და მის გუნდს პროფესიონალიზმის, პასუხისმგებლობისა და გაწეული სამუშაოსთვის

საქართველოს პარლამენტში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის ინტერპელაციის წესით მოსმენისას, ვიცე-სპიკერმა, პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტები“ ლიდერმა, ილია ინჯიამ მადლობა გადაუხადა გივი მიქანაძეს და მას მხარდაჭერა გამოუცხადა.

28 მაისი 2026, 15:39

მსოფლიო

შვეიცარიაში, ერთ-ერთ სადგურზე კაცმა 3 ადამიანი დაჭრა

ინციდენტი ვინტერტურის მატარებლის სადგურზე, დილის 08:30 საათის შემდეგ მოხდა. სამივე დაშავებული - 28, 43 და 52 წლის მოქალაქეები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

28 მაისი 2026, 15:38

სამართალი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დელეგაცია, გაერთიანებულ სამეფოში, ნორთვუდში განლაგებულ ნატო-ს მოკავშირეთა საზღვაო ძალების სარდლობას (MARCOM) ოფიციალური ვიზიტით ეწვია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დელეგაცია, გაერთიანებულ სამეფოში, ნორთვუდში განლაგებულ ნატო-ს მოკავშირეთა საზღვაო ძალების სარდლობას (MARCOM) ოფიციალური ვიზიტით ეწვია, - ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.

28 მაისი 2026, 15:37

სამართალი

პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში თბილისის რაიონული პროკურატურების პროკურორებმა საჯარო სკოლების მოსწავლეებთან შეხვედრები გამართეს

პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ძველი თბილისის, დიდუბე-ჩუღურეთის, ვაკე-საბურთალოს, ისანი-სამგორის და გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურების პროკურორებმა საჯარო სკოლის მოსწავლეებთან კიბერდანაშაულის თემაზე შეხვედრები გამართეს.

გივი მიქანაძე

28 მაისი 2026, 15:34

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: ჩვენთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, სათანადო ღირებულებების მქონე თაობის ჩამოყალიბება - ადამიანები, რომლებიც ერთდროულად იზრუნებენ საკუთარ განვითარებასა და საზოგადოების კეთილდღეობაზე. სწორედ ამას ემსახურება ზოგადი განათლების სისტემის რეფორმა

რეფორმის მიზანია, რომ სკოლიდან გამოსულმა ახალგაზრდებმა შეძლონ საკუთარი თავის რეალიზება, შექმნან ეკონომიკური დოვლათი და იყვნენ ქვეყნის განვითარებაში აქტიურად ჩართული მოქალაქეები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, სათანადო ღირებულებების მქონე თაობის ჩამოყალიბება - ადამიანები, რომლებიც ერთდროულად იზრუნებენ საკუთარ განვითარებასა და საზოგადოების კეთილდღეობაზე. სწორედ ამას ემსახურება ზოგადი განათლების სისტემის რეფორმა - სასწავლო პროგრამების და სახელმძღვანელოების განახლება, მასწავლებელთა მხარდაჭერა, უსაფრთხო და ინკლუზიური სასწავლო გარემოს უზრუნველყოფა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

28 მაისი 2026, 15:23

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29-30 მაისს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, მათ შორის დედაქალაქში, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი. ზღვაზე მოსალოდნელია 4-5 ბალიანი შტორმი.

28 მაისი 2026, 15:21

ტაბლოიდი

Sotheby’s აუქციონზე ტირანოზავრის ჩონჩხი გაიყიდება

„ჩონჩხზე რამდენიმე პათოლოგია აღინიშნება, მათ შორის ტირანოზავრთა ნაკბენის კვალი თავის ქალის ძვლებსა და მარჯვენა კბილზე - იარები მან ბრძოლაში ან სიკვდილის შემდეგ. გარდა ამისა, შეინიშნება სიცოცხლისდროინდელი ტრავმებიც: მოტეხილობები და შეხორცებული ძვლები რამდენიმე ნეკნზე“, - ნათქვამია Sotheby’s-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ აღწერაში.

ირაკლი ზარქუა

28 მაისი 2026, 15:15

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა რადიკალებზე: ისინი რომ ასე თავისუფლად დადიან, დასეირნობენ, შაბათის მარშები აქვთ, კვირის ვარჯიშები აქვთ, ეს არის დიახ, დემონსტრირება რომ აქ არის სამართლებრივი, დემოკრატიული პროცესები

ისინი რომ ასე თავისუფლად დადიან, დასეირნობენ, შაბათის მარშები აქვთ, კვირის ვარჯიშები აქვთ, ეს არის დიახ, დემონსტრირება რომ აქ არის სამართლებრივი, დემოკრატიული პროცესები, - განუცხადა ჟურნალისტებს დიასპორის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ რადიკალებთან დაკავშირებით.

28 მაისი 2026, 15:14

მსოფლიო

ნიუ-ჯერსიში მიგრანტთა მხარდამჭერ აქციაზე აქტივისტებსა და საიმიგრაციო და საბაჟო კონტროლის სამსახურის ოფიცრებს შორის დაპირისპირება მოხდა

ამერიკის ქალაქ ნიუ ჯერსიში მიგრანტთა მხარდამჭერ აქციაზე აქტივისტებსა და საიმიგრაციო და საბაჟო კონტროლის სამსახურის (ICE) ოფიცრებს შორის დაპირისპირება მოხდა.

მირდატ ქამადაძე

28 მაისი 2026, 15:09

პოლიტიკა

მირდატ ქამადაძე: უკვე ფორმალურადაც ვტოვებ პარტია „ახალს” და მის პოლიტსაბჭოს - ჩვენ „ნაცმოძრაობიდან” იმიტომ წამოვედით, რომ გვეგონა, შესაძლებელი იყო მართლა ახალი პოლიტიკური კულტურის შექმნა, სამწუხაროდ, რაც ახალი უნდა ყოფილიყო, არც თუ ისე კარგად დავიწყებული ძველი აღმოჩნდა

დღეს უკვე ფორმალურადაც ვტოვებ პარტია „ახალს” და მის პოლიტსაბჭოს, - წერს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, მირდატ ქამადაძე სოციალურ ქსელში.

დავით მათიკაშვილი

28 მაისი 2026, 15:06

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: უცხოეთიდან დაფინანსებული და ჭკუა დარიგებული ქართველი რადიკალები ერთსა და იმავე მოჯადოებულ წრეზე დადიან და არანაირი მხარდაჭერა არ გააჩნიათ

უცხოეთიდან დაფინანსებული და ჭკუა დარიგებული ქართველი რადიკალები ერთსა და იმავე მოჯადოებულ წრეზე დადიან და არანაირი მხარდაჭერა არ გააჩნიათ, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.

გივი მიქანაძე

28 მაისი 2026, 15:05

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: სასკოლო ფორმა ხელს უწყობს სასკოლო კულტურის ჩამოყალიბებას, აძლიერებს მოსწავლის კუთვნილების განცდას საკუთარი სკოლის მიმართ, აყალიბებს მოწესრიგებულ აკადემიურ გარემოს, ამცირებს როგორც სოციალურ განსხვავებებს, ისე მშობლებისთვის ყოველდღიურ ხარჯებს

სასკოლო ფორმა ხელს უწყობს სასკოლო კულტურის ჩამოყალიბებას, აძლიერებს მოსწავლის კუთვნილების განცდას საკუთარი სკოლის მიმართ, აყალიბებს მოწესრიგებულ აკადემიურ გარემოს, ამცირებს როგორც სოციალურ განსხვავებებს, ისე მშობლებისთვის ყოველდღიურ ხარჯებს, - აღნიშნულთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

28 მაისი 2026, 15:04

რეგიონი

რუსთავის საკრებულოს სხდომაზე ძველი რუსთავის განახლების მასშტაბური პროექტი, 2026 წლის ბიუჯეტის ცვლილებები და სოციალური პროგრამები განიხილეს

რუსთავის მერვე მოწვევის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი უძღვებოდა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე საკრებულოს თავმჯდომარემ დეპუტატებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავი მიულოცა და განცხადება გააკეთა.

28 მაისი 2026, 15:04

მსოფლიო

აშშ-ის ცენტრალური სარდლობა: ირანმა 27 მაისს ქუვეითის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რითაც ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვია

აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა (CENTCOM) ირანს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ადანაშაულებს.

პატრიარქი შიო მესამე

28 მაისი 2026, 14:58

საზოგადოება

პატრიარქი შიო მესამე: ყველა ადამიანს, ვისაც სურს სულიწმიდის მადლის მოხვეჭა, უნდა დავფიქრდეთ, როგორ უნდა მოვიხვეჭოთ ეს მადლი, რადგან, როგორც იცით, წმინდა მამების სწავლებით, ამ მადლის მოხვეჭა არის მთავარი მიზანი ჩვენი საეკლესიო, სულიერი ცხოვრების

ყველა ადამიანს, ვისაც სურს სულიწმიდის მადლის მოხვეჭა, უნდა დავფიქრდეთ, როგორ უნდა მოვიხვეჭოთ ეს მადლი, რადგან, როგორც იცით, წმინდა მამების სწავლებით, ამ მადლის მოხვეჭა არის მთავარი მიზანი ჩვენი საეკლესიო, სულიერი ცხოვრების, - განაცხადა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ დავითგარეჯის მამათა მონასტერში ქადაგებისას.

გივი მიქანაძე

28 მაისი 2026, 14:53

პოლიტიკა

გივი მიქანაძე გახარიას გუნდს: მორალისგან მოშორებულია ის ამბავი, რომ თქვენ საერთოდ განათლების სისტემაზე კითხვას სვამთ. თქვენმა ღრმად პატივცემულმა გაქცეულმა ლიდერმა, უმაღლესი განათლება პოლიციის აკადემიაში ერთი ხელის მოსმით გააუქმა

მორალისგან მოშორებულია ის ამბავი, რომ თქვენ საერთოდ განათლების სისტემაზე კითხვას სვამთ, - განაცხადა განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის წესით გახარიას გუნდის მიერ დასმულ კითხვებს პასუხობს.

ანა პაულინა ლუნა

28 მაისი 2026, 14:53

მსოფლიო

კონგრესმენი ანა პაულინა ლუნა ზელენსკის სამშვიდობო პროცესის შეფერხებაში სდებს ბრალს

ამერიკელი კონგრესმენი ანა პაულინა ლუნა სოციალურ ქსელში წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სამშვიდობო პროცესს აფერხებს.

28 მაისი 2026, 14:52

პოლიტიკა

„ადამიანს რომ დაიქირავებ, უნდა უთხრა მაინც, სად მიდის“ - ავტომობილის მძღოლი, რომელმაც 26 მაისის საპროტესტო აქციაზე ტექნიკა შეიტანა, ამბობს, რომ მოატყუეს

ავტომობილის მძღოლი, რომელმაც 26 მაისის საპროტესტო აქციაზე ტექნიკა შეიტანა, ამბობს, რომ მოატყუეს. მისი ამ განცხადების შემდეგ „დროა“-ს წევრმა შუშანა მაცაბერიძემ დაადასტურა, რომ მძღოლს ის ეკონტაქტებოდა და თანხაც მან გადაუხადა.