ივლის-აგვისტოში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის 23611 ფაქტი გამოვლინდა
პირველი ივლისიდან აგვისტოს ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით, საგზაო უსაფრთხოების წესის დარღვევის 23 ათას 611 ფაქტი გამოვლინდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, მძღოლები ყველაზე ხშირად გადაჭარბებული სიჩქარის გამო ჯარიმდებიან - ორ თვეში 50 ლარით 21 ათას 633 მძღოლი დაჯარიმდა და შესაბამისად თითოეულს 10 ქულა დააკლდა.
კანონის გამკაცრების მიუხედავად, ავტომობილით გადაადგილებისას პრობლემად რჩება მობილურ ტელეფონზე საუბარი. ორი თვის მონაცემებით, 30 ლარით 11 883 მძღოლი დაჯარიმდა, მათ ქულათა სისტემას კი 15 ქულა ჩამოაკლდა.
შს სამინისტროს სტატისტიკით, უსაფრთხოების ღვედი 14 ათას 224 ადამიანმა (მძღოლებმა და მგზავრებმა) არ გამოიყენა. კანონდამრღვევებს 40 ლარიან ჯარიმასთან ერთად 5 ქულა დააკლდათ.
ორი თვის მონაცემებით, 2 586 მძღოლს მართვის უფლება გარკვეული ვადით ჩამოერთვა. ესენი არიან ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფები და შემოწმებისთვის თავის არიდებაზე დაჯარიმებული ავტომობილის მფლობელები.
სტატისტიკის მიხედვით, უწყვეტი ღერძულა ხაზი 14 ათას 750 მძღოლმა გადაკვეთა და შესაბამისად, 50 ლარიან ჯარიმასთან ერთად, 10 ქულა დააკლდა.
1 ივლისიდან მართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემა და “უკონტაქტო პატრულირება“ ამოქმედდა. ცვლილების თანახმად, მართვის მოწმობას ყოველი წლის 1 იანვარს 100 ქულა ენიჭება და წლის განმავლობაში სამართალდარღვევებზე შესაბამისი ქულები აკლდება. წინა წელს დარჩენილი ქულები არ ინახება, არ ემატება ახალი წლიდან დარიცხულ 100 ქულას.
ყველა სიახლე
19 ივნისი 2026, 12:55
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე სააკაშვილს: ვერც 16 წლის გახდები და ვერც მთავრობაში დაბრუნდები - მოეშვი ოცნებას
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ, 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური ქსელებზე შეზღუდვა დააანონსა.
19 ივნისი 2026, 12:53
სამართალი
4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებს გიორგი ჩახუნაშვილს, კონსტანტინე კოკაიას, დავით სტურუას, კახაბერ მჟავანაძეს, დავით ჟღენტსა და ზაქრო ალბუთაშვილს 5-5-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ, ხოლო ია დარახველიძეს - 3 წელი
4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებს კონსტანტინე კოკაიას, დავით სტურუას, კახაბერ მჟავანაძეს, დავით ჟღენტსა და ზაქრო ალბუთაშვილს 5-5 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ, ხოლოდ, ია დარახველიძეს - 3 წელი.
19 ივნისი 2026, 12:52
სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა თბილისში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა ქვემო ფონიჭალაში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.
19 ივნისი 2026, 12:34
მსოფლიო
ბავარიის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ დაზვერვის სამსახურს პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ თვალთვალი შეუძლია - მიზეზად ექსტრემიზმი დასახელდა
ბავარიის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ სახელმწიფო სადაზვერვო სააგენტოს შეუძლია პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) თვალთვალი. ინფორმაციას DW ავრცელებს.
19 ივნისი 2026, 12:31
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: ძალიან ცუდად დაამთავრებს ივანიშვილი ამერიკელების თვალში, ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ - ამერიკელები ამას არ გაპატიებენ
პატიმარი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი „ძალიან ცუდად დაამთავრებს ამერიკელებთან" და ამაში აბსოლუტურად დარწმუნებულია. აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის შესახებ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე გააკეთა.
19 ივნისი 2026, 12:24
მსოფლიო
Reuters: ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა სპარსეთის ყურის ქვეყნებზე თადვასხმების მოსაწყობად ერაყში ფარული ქსელი შექმნა
ირანის ისლამური რევოლუციური გუშაგთა კორპუსმა ერაყში ახალი ფარული დაჯგუფებები შექმნა, რომელთა მიზანიც სპარსეთის ყურის იმ ქვეყნების წინააღმდეგ თავდასხმების განხორციელებაა, სადაც ამერიკული სამხედრო ძალებია განთავსებული. ინფორმაციას Reuters-ი ერაყულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
19 ივნისი 2026, 12:01
ეკონომიკა
საქსტატი: იანვარ-მაისში საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ყირგიზეთი იყო, ყველაზე დიდი იმპორტიორი კი - თურქეთი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 70.3 პროცენტი შეადგინა. უმსხვილეს საექსპორტო სამეულში პირველ ადგილს ყირგიზეთი იკავებს 355.2 მლნ. აშშ დოლარით, მეორე ადგილზეა ჩინეთი - 327.5 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე აზერბაიჯანი - 269.3 მლნ. აშშ დოლარით.
19 ივნისი 2026, 11:58
ეკონომიკა
საქსტატი: იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 3.7 პროცენტით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 439.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.7 პროცენტით მეტია.
19 ივნისი 2026, 11:57
ეკონომიკა
საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 9.0 პროცენტით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის პირველ კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 24 774.6 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.0 პროცენტი შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2026 წლის პირველ კვარტალში 2.3 პროცენტით განისაზღვრა.
19 ივნისი 2026, 11:57
ეკონომიკა
საქსტატი: იანვარ-მაისში ადგილობრივი ექსპორტი 66.1 პროცენტით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 3 107.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 19.8 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.
19 ივნისი 2026, 11:45
მსოფლიო
CNN: აშშ და ირანი შეთანხმების რეალიზებასთან დაკავშირებით საიდუმლო წინადადებებზე მუშაობენ
აშშ და ირანი მიმდინარე კვირას ხელმოწერილი 14-პუნქტიანი შეთანხმების განხორციელების მიზნით საიდუმლო წინადადებების შემუშავებაზე მუშაობენ. ინფორმაციას CNN-ი მოლაპარაკებების პროცესში ჩართული სამ ამერიკელ ოფიციალურ პირზე, ერთ რეგიონულ მაღალჩინოსანსა და აშშ-ის ყოფილ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
19 ივნისი 2026, 11:28
სამართალი
სამართალდამცველებმა პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით14 პირი დააკავეს და 9 ობიექტი დალუქეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, თბილისსა და ქუთაისში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით14 პირი დააკავეს და 9 ობიექტი დალუქეს.
19 ივნისი 2026, 11:27
პოლიტიკა
გორდულაძე: სააკაშვილის თითოეული განცხადება მცდელობაა, რომ როგორმე საქართველოს მომავალი ჩამოინგრეს. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ ის პარტია გაუქმდეს, რომელსაც მართავს უცხო ქვეყნის მოქალაქე, დამნაშავე სააკაშვილი, რომელიც სრულად გასულია კონსტიტუციური ჩარჩოებიდან
სააკაშვილი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გარე მმართველობის ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელი, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ.
19 ივნისი 2026, 11:25
საზოგადოება
თბილისის შემოვლითი გზის კიდევ ორი მონაკვეთის მშენებლობისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, მე-4 და მე-5 ლოტების სამშენებლო სამუშაოებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა.
19 ივნისი 2026, 11:21
პოლიტიკა
ტელეკომპანია „იმედი“ ლომჯარიას საკუთარი პოზიციის ვრცელ გაშუქებას სთავაზობს
ტელეკომპანია „იმედი“ ნინო ლომჯარიასგან შეთავაზებაზე პასუხს ელოდება. ტელეკომპანია მას საკუთარი პოზიციის ვრცელ გაშუქებას სთავაზობს. ყოფილმა ომბუდსმენმა „იმედს“ სამი თვის წინ გაშუქებულ ამბავზე უჩივლა. ბრიფინგის შესახებ კი იმედს არ შეატყობინა.
19 ივნისი 2026, 11:14
სამართალი
სასაზღვრო პოლიციამ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 2 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 2 პირი დააკავეს.
19 ივნისი 2026, 11:12
სამართალი
სასაზღვრო პოლიციამ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 2 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 2 პირი დააკავეს. ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.
19 ივნისი 2026, 11:01
მსოფლიო
AXIOS: აშშ-ირანის მოლაპარაკებების გადადება, შესაძლოა, ლიბანში არსებულ ვითარებას უკავშირდებოდეს
აშშ-ისა და ირანის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები, რომელიც შვეიცარიის ქალაქ ბიურგენშტოკში დღეს იყო დაგეგმილი, სავარაუდოდ, ლიბანში არსებული ვითარების გამო გაუქმდა. ინფორმაციას AXIOS-ის კორესპონდენტი ბარაკ რავიდი სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.
19 ივნისი 2026, 10:59
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი ტაჯიკეთში ვიზიტის შესახებ: მაღალი დონის ვიზიტები საქართველოსა და ცენტრალურ აზიას შორის პარტნიორობას აძლიერებს
ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ტაჯიკეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი შეაფასა. მისი განცხადებით, აღნიშნული ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს. მაკა ბოჭორიშვილის შეფასებით, მაღალი დონის ვიზიტები დამატებით შესაძლებლობებს ქმნის როგორც ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების, ისე სხვადასხვა სფეროში პარტნიორობის გაძლიერების მიმართულებით.
19 ივნისი 2026, 10:57
რეგიონი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში რუხისა და ჭითაწყარის საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით სოფელ რუხის საჯარო სკოლის მშენებლობასა და სოფელ ჭითაწყარის საჯარო სკოლის რეაბილიტაციას ახორციელებს. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.


