02 მაისი 2023, 08:13 / სანდო წყარო

ნანა კაკაბაძე; საინტერესოა, აშშ-ის ელჩი მართლა თავისი ქვეყნის ინტერესებს ემსახურება თუ ამ შემთხვევაში მხოლოდ ქართველი ბიზნესმენის ამერიკელი მეუღლის პირად ინტერესებს ლობირებს და ასაღებს ამერიკის ინტერესებად

ნანა კაკაბაძე

ნანა კაკაბაძე

დიპლომატიის მწვერვალებიდან გარაჟამდე. სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა აშშ-ს ელჩის კელი დეგნანის ხილვას თბილისის ერთ-ერთი უბნის მაცხოვრებელთა საყოფაცხოვრებო დავის განხილვაში. ჩემი თაობის ადამიანების დიდ ნაწილს ამან დაახლოებით 45 წლის წინათ გადაღებული ელდარ რიაზანოვის პოპულარული ტრაგიკომედიური ჟანრის ფილმი „გარაჟი“ გაახსენა , - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე განმარტებით, ვისაც არ უნახავს ან არ ახსოვს ეს ფილმ-შედევრი, გეტყვით, ფილმის მთელი სიუჟეტი წარმოადგენს ერთ-ერთი სამეცნიერო დაწესებულების „ფაუნას“ თანამშრომელთა მიერ დაარსებული ამხანაგობის კრებას, სადაც წყდება საკითხი, კოოპერატივის რომელ ოთხ წევრს უნდა ჩამოერთვას მშენებარე გარაჟების ფლობის უფლება.

ფილმის ერთ-ერთი დასამახსოვრებელი სახეა ბაზრის დირექტორი ქალბატონი კუშაკოვა, რომელიც (ერთ-ერთი უგარაჟოდ დარჩენილი), ფილმის ბოლოს კრებას ტოვებს მუქარით: „მე ამას ასე არ დავტოვებ, გავლენიანი ნაცნობები მყავს და ნახეთ, თქვენ რას გიზამთ“-ო.

როდესაც კელი დეგნანი ვაკის რაიონის რომელიღაც კორპუსის გარაჟის გამო მაცხოვრებლებს შორის დავაში ჩართული დავინახე, ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს ზემოხსენებული ფილმის მეორე სერიას ვუყურებდი.
ბაზრის დირექტორმა შეასრულა თავისი მუქარა და საქმის გასარჩევად კოოპერატივის წევრებს თავისი გავლენიანი მფარველი მიუყვანა.

მაყურებლები მოუთმენლად ელიან, რით დასრულდება მძაფრი სიუჟეტი, ვინ გაიმარჯვებს - ბაზრის დირექტორი, რომელიც ასოციაციურად 21-ე საუკუნეში გადმოსული, გავლენიანი მფარველებით გაყოყოჩებული ბიზნესმენია, თუ კოოპერატივის რიგითი წევრები, რომლებსაც ამ შემთხვევაში ბიზნესმენის მეზობლები წარმოადგენენ.

აშშ-ს ელჩი იმდენად გაუბრალოვდა, რომ ჩარევის გასამართლებლად ქართველი ბიზნესმენისა და მისი მეზობლების საყოფაცხოვრებო დავა საქართველოში განხორციელებული ამერიკული ინვესტიციების დაცვის რანგში აიყვანა და ჟურნალისტს ისეთი გონორით ელაპარაკა, თითქოს დიპლომატიური ეტიკეტისა და უფლებამოსილების ანაბანას უხსნიდა.
მოკლედ, ამ 30 წლის განმავლობაში მრავალი ელჩი გამოიცვალა საქართველოში, ყველა მათგანი თავისი ქვეყნის ინტერესებს იცავდა.ამას ისინი მეტი-ნაკლები დიპლომატიურობით აკეთებდნენ, მაგრამ კელი დეგნანის მსგავსად, ასე ფსკერზე არავინ დაცემულა და გარაჟის დონეზე არავინ ჩასულა.ყოველ შემთხვევაში, საჯაროდ მსგავსი რამ არ გახმაურებულა.
ამ ერთი კონკრეტული მაგალითით დასტურდება, რომ კორუფციისა და ნეპოტიზმის არსებობა არც წყობაზე, არც გეოგრაფიაზე და არც ისტორიაზეა დამოკიდებული, ის სოციალიზმის, ფეოდალიზმის, მონათმფლობელობისა და დემოკრატიულ დასავლურ ცივილიზაციაშიც ცოცხალია.

ადამიანი სოციალური ურთიერთობის რომელ (მაღალ,შუა თუ დაბალ) საფეხურზეა,მნიშვნელობა არა აქვს,მთავარია რა მენტალიტეტის და რა გაგებისაა.

საინტერესოა, აშშ-ს ელჩი საქართველიში მართლა თავისი ქვეყნის ინტერესებს ემსახურება თუ ამ შემთხვევაში მხოლოდ ქართველი ბიზნესმენის ამერიკელი მეუღლის (რომელიც ამავე დროს ამერიკელი მაღალჩინოსნის შვილიცაა) პირად ინტერესებს ლობირებს და ასაღებს ამერიკის ინტერესებად.

გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, თუ ადამიანი მდაბიოა (და მით უმეტეს, თუ საჯარო ფიგურაცაა),სულ ერთია, რიგითია, ბიზნესმენია, სპორტსმენია თუ დიპლომატი, ის ამას ერთხელ მაინც საჯაროდ გამოამჟღავნებ.

პ.ს. და ბოლოს ოპოზიციას მინდა გკითხოთ, არ აპირებთ ვაკის მიწის ქვეშა გარაჟის მშენებლობის საკითხების შესწავლის მიზნით, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის დარეგისტრირებას?“, - წერს კაკაბაძე.

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის N23-ში მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობის საკითხზე საყოფაცხოვრებო შეხვედრას აშშ-ის ელჩი კელი დეგნანიც დაესწრო. არსებული ინფორმაციით, ქართველი ბიზნესმენი ვასილ ცოტაძე აღნიშნულ მისამართზე მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობას ითხოვდა.

ყველა სიახლე

22 სექტემბერი 2026, 12:29

მსოფლიო

თურქეთში სკოლასთან სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიჭრა

ადგილობრივი მედიის ცნობით, დაჭრილია 10 მოსწავლე, რომელთაგან ორის მდგომარეობა მძიმეა. ტელეკომპანია CNN Turk-ი კი 8 დაშავებულის შესახებ იუწყება. დაზარალებულები 14-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდები არიან.

მიხეილ ყაველაშვილი

22 სექტემბერი 2026, 12:26

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თბილისში ენერგეტიკის რეგულირების IX მსოფლიო ფორუმის გახსნის ცერემონიას დაესწრო

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, საერთაშორისო ორგანიზაციების, ენერგეტიკული გაერთიანებებისა და დონორი ინსტიტუტების წარმომადგენლები.

პეტერ მადიარი

22 სექტემბერი 2026, 12:17

მსოფლიო

მადიარი უნგრეთში უკრაინისთვის განკუთვნილი გაზის საცავის მშენებლობის წინააღმდეგ გამოვიდა

პარლამენტში გამოსვლისას მადიარმა განაცხადა, რომ ხელისუფლებაში მისი პარტიის, „ტისას“ ყოფნის დროს, მშენებლობა არ განხორციელდება. პრემიერის თქმით, მან თავისი პოზიციის შესახებ MOL-ის ხელმძღვანელობას უკვე აცნობა და შეახსენა, რომ სახელმწიფო ამ კომპანიის 25%-იან წილს ფლობს.

გია აბაშიძე

22 სექტემბერი 2026, 12:14

პოლიტიკა

გია აბაშიძე: ევროკრატების თვალთმაქცობა ზენიტშია, ერთი ხელით „გაჩერებულ დიალოგსა“ და იმიტირებულ სანქციებს გაიძახიან, მეორე ხელით კი გლობალურ ტრიბუნებზე პრემიერ ირაკლი კობახიძესთან უწყვეტ კომუნიკაციაში არიან

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტში“ მიიღო მონაწილეობა, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში გაიმართა და რომელიც თავად ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ გახსნა - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

მაკა ბოჭორიშვილი

22 სექტემბერი 2026, 12:10

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გვექნება შესაძლებლობა, უმაღლეს დონეზე განვიხილოთ საქართველოსთვის და რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საკითხები

დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ნიუ-იორკში. გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დღეს დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები კოლეგებთან. გვექნება შესაძლებლობა, უმაღლეს დონეზე განვიხილოთ საქართველოსთვის და რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

22 სექტემბერი 2026, 12:09

რეგიონი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ქარელის მუნიციპალიტეტში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

22 სექტემბერი 2026, 12:09

საზოგადოება

დედაენის ბაღში ეროვნული საფეხბურთო ნაკრების თამაშების ტრანსლირება დიდ ეკრანზე გაიმართება

თბილისის მერიის ორგანიზებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში, დედაენის ბაღში, 25 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით, დაგეგმილია ფანზონის მოწყობა, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

22 სექტემბერი 2026, 12:08

საზოგადოება

კახა კალაძე: მივმართავთ ე.წ. დეზერტირების ბაზრის ადმინისტრაციას, უზრუნველყოს მოვაჭრეებისთვის გონივრული ვადა და დროებითი სივრცე საქმიანობის გასაგრძელებლად

თბილისის მერია ე.წ. დეზერტირების ბაზრის ადმინისტრაციას მოუწოდებს, უზრუნველყოს მოვაჭრეებისთვის გონივრული ვადა და დროებითი, შესაბამისი სივრცე საქმიანობის გასაგრძელებლად, ვიდრე ტერიტორიის მოწესრიგების სამუშაოები დასრულდება.

22 სექტემბერი 2026, 12:08

პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბულგარელ კოლეგას შეხვდა

გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ველისლავა პეტროვა-ჩამოვას შეხვდა.

22 სექტემბერი 2026, 12:06

რეგიონი

ზუგდიდში საპატიო მოქალაქის, საპატიო ზუგდიდელისა და დამსახურებული მოღვაწის წოდების მინიჭების ცერემონია გაიმართა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში, ზუგდიდის საპატიო მოქალაქის, საპატიო ზუგდიდელისა და დამსახურებული მოღვაწის წოდების მინიჭების ცერემონია და კონცერტი გაიმართა.

კახა კალაძე

22 სექტემბერი 2026, 12:03

პოლიტიკა

კახა კალაძე საბავშვო ბაღებზე: პატარების თემით სპეკულირება კატეგორიულად მიუღებელია - ყველა ცილისწამებაზე სამართლებრივი რეაგირება უნდა მოხდეს

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ლაბორატორიული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ რამდენიმე დღის წინ საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა ავადობა გამოწვეული იყო ნოროვირუსით.

22 სექტემბერი 2026, 11:52

საზოგადოება

თბილისის მერიის სპორტული ობიექტებით მოსარგებლე 18 წლამდე ასაკის 1 500 ბენეფიციარს სრული სამედიცინო სკრინინგი ჩაუტარდება

თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრში დედაქალაქის მერიის სპორტული ობიექტებით მოსარგებლე 18 წლამდე ბენეფიციარების სამედიცინო შემოწმება-სკრინინგი მიმდინარეობს, - განაცხადა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ.

22 სექტემბერი 2026, 11:45

საზოგადოება

„თბილისობა“ წელს 3 და 4 ოქტომბერს ქალაქის ხუთ ლოკაციაზე აღინიშნება

„თბილისობა“ წელს 3 და 4 ოქტომბერს, ყველაზე მასშტაბურად, ქალაქის ხუთ ლოკაციაზე აღინიშნება, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

დონალდ ტრამპი

22 სექტემბერი 2026, 11:43

მსოფლიო

ტელეკომპანიების მხრიდან ბოიკოტის საპასუხოდ თეთრმა სახლმა ტრამპის შესახებ 24-საათიანი არხი Trump TV აამუშავა

სამი მედიასაშუალებისთვის, თეთრ სახლში წვდომის შეზღუდვის გამო შეერთებული შტატების უმსხვილესმა ტელეარხებმა, მათ შორის Fox News-მა, ABC News-მა, CBS News-მა, NBC News-მა და CNN-მა დონალდ ტრამპს ბოიკოტი გამოუცხადეს. ისინი აცხადებენ, რომ ყველა იმ ღონისძიების გაშუქებას წყვეტენ, რომელშიც შტატების პრეზიდენტი მიიღებს მონაწილეობას.

22 სექტემბერი 2026, 11:32

მსოფლიო

Reuters: მსოფლიო სანავთობო კრიზისი შესაძლოა 2027 წლამდე გაგრძელდეს

მსოფლიო სანავთობო კრიზისი შესაძლოა 2027 წლამდე გაგრძელდეს, - წერს Reuters-ი ექსპერტებზე დაყრდნობით იუწყება და აღნიშნავს, რომ შეერთებულ შტატებში დიზელის საწვავის მარაგი 107 მთელსა და 9 მეათედ ბარელამდე შემცირდა. გამოცემის ცნობით, ეს 1982 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

თორნიკე ჭეიშვილი

22 სექტემბერი 2026, 11:25

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი: ნიკა გვარამიას განცხადება შეგვიძლია ჩავწეროთ იმ მოღალატეობრივი განცხადებების რიცხვში, რომელიც გასული ერთი თვის განმავლობაში ძალიან აქტიურად იქნა ტირაჟირებული აგენტურული დაჯგუფებების წარმომადგენელთა მხრიდან. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი პათოსის მქონე განცხადება

ნიკა გვარამიას განცხადება შეგვიძლია ჩავწეროთ იმ მოღალატეობრივი განცხადებების რიცხვში, რომელიც გასული ერთი თვის განმავლობაში ძალიან აქტიურად იქნა ტირაჟირებული აგენტურული დაჯგუფებების წარმომადგენელთა მხრიდან, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ თორნიკე ჭეიშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილი

22 სექტემბერი 2026, 11:22

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: პოლიტიკური ნაბიჯები, რომელსაც შეერთებული შტატები დგამს, ნათლად აჩვენებს, რომ საქართველო ყოველთვის საიმედო პარტნიორი იყო. ჩვენ ძალიან მჭიდრო პარტნიორობა განვავითარეთ შეერთებულ შტატებთან და ამ პარტნიორობით ვამაყობთ

„საქართველოს, დიდი ხნის განმავლობაში თავისი წვლილი შეჰქონდა შეერთებული შტატებისა და ნატოს ეგიდით წარმოებულ მისიებში. ჩვენ ვამაყობთ ამ ათასწლეულების განმავლობაში ჩვენ მიერ ჩამოყალიბებული პარტნიორობით. საქართველო ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა რეგიონში მშვიდობის ხელშეწყობისა და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების კუთხით“.

22 სექტემბერი 2026, 11:12

მსოფლიო

დანია და აშშ გრენლანდიის შესახებ შეთანხმებას დღეს გააფორმებენ

დღეს ნიუ-იორკში შეერთებული შტატების და დანია არქტიკისა და ჩრდილოეთ ატლანტიკის უსაფრთხოების შესახებ მიღწეულ შეთანხმებას ოფიციალურად გააფორმებენ. დოკუმენტს ხელს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, დანიის პრემიერი მეტე ფრედერიქსენი და გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი იენს-ფრედერიკ ნილსენი მოაწერენ.

22 სექტემბერი 2026, 11:09

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში კონკორდიას ყოველწლიურ სამიტში მონაწილეობა მიიღო

პანელურ დისკუსიაზე სახელწოდებით - „სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპა და შავი ზღვა, როგორც სტაბილურობის საყრდენი“, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს მზარდ გეოპოლიტიკურ როლზე, შეერთებულ შტატებთან პარტნიორობაზე, ევროპულ ინტეგრაციასა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე ილაპარაკა.

22 სექტემბერი 2026, 11:06

მსოფლიო

NATO-მ მოსახლეობისთვის ომისთვის მზადყოფნის მოთხოვნათა ჩამონათვალი პირველად გამოაქვეყნა

უზრუნველყოფილი უნდა იყოს კავშირგაბმულობისა და საბაზისო სერვისების, ასევე სატრანსპორტო ქსელის შეუფერხებელი ფუნქციონირება. ქვეყნებმა უნდა უზრუნველყონ ჯარების მიერ საზღვრის გადაკვეთა საჭირო ვადებში, მთავრობებს კი უწყვეტ რეჟიმში მუშაობა ევალებათ.