15 მაისი 2023, 16:45 / სანდო წყარო

ლევან დავითაშვილის განცხადებით, არც სანქცირებული ბორტები და არც სანქცირებული კომპანიები საქართველოს ბაზარზე დაშვებულნი არ იქნებიან

ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით უწყებაში უკვე რამდენიმე ავიაკომპანიის, მათ შორის ქართული ავიაკომპანიის მიმართვაა შესული. ამ თემაზე ლევან დავითაშვილმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დეტალურად ისაუბრა. მისი განცხადებით, დღეისათვის მოთხოვნა არის როგორც თბილისის, ისე ქუთაისის და ბათუმის მიმართულებებზე.

„გასული კვირის ბოლოს, რუსეთის მხრიდან ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებისთანავე უკვე მივიღეთ მომართვები ავიარეისების შესრულებასთან დაკავშირებით რამდენიმე ავიაკომპანიისგან, მათ შორის ქართული ავიაკომპანიისგან. ჩვენ საკმაოდ ინტენსიური მუშაობა გვქონდა სამინისტროს და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ექსპერტებთან ერთად იმისთვის, რომ შეგვესწავლა, თუ როგორი პრაქტიკა არსებობს რუსეთთან ფრენების კუთხით და დღეს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მხრიდან გაკეთდა განცხადება, რომელიც საკმაოდ დეტალურად აღწერს ჩვენი გადაწყვეტილების პრინციპებს - ჩვენ ვეფუძნებით მსოფლიოში ყველაზე მკაცრ მიდგომას, რომელსაც ის ქვეყნები იყენებენ, ვისაც რუსეთთან აქვს ფრენები“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ლევან დავითაშვილის განმარტებით, ეს არის გადაწყვეტილება რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით, რაც ითვალისწინებს, რომ არც სანქცირებული ბორტები და არც სანქცირებული კომპანიები არ იქნებიან დაშვებულნი ამ ქვეყნის ბაზარზე და ასეთია საქართველოს გადაწყვეტილებაც. ვიცე-პრემიერის თქმით, ამ შემთხვევაში საქართველოს მხრიდან გამოირიცხება როგორც სანქცირებული კომპანიები, ასევე მფრინავი საშუალებების, ხომალდების საერთაშორისო მწარმოებელი კომპანიების სანქციები, როგორებიცაა - „ბოინგი“, ეარბუსი“. მინისტრი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მთავარი ამოცანა სწორედ ფრენების, გადაადგილების უსაფრთხოებაა.

„ზოგადად ჩვენი გადაწყვეტილებები თანხვედრაში უნდა იყოს ICAO-ს მოთხოვნებთან და აქედან გამომდინარე, ბორტები, რომლებსაც წვდომა არ აქვთ ტექნიკურ ინფორმაციაზე, კვალიფიციურ შეკეთებასა და სერვისზე, მომსახურებაზე, მეინთენანსზე, რა თქმა უნდა, საქართველოს სივრცეში ვერ იფრენენ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველა იმ კომპანიას და იმ ბორტს, რომლებიც ამ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ, საშუალებას მივცემთ, რომ განაახლონ ფრენები იმ მიმართულებებით, სადაც შესაძლებელი იქნება და საიდანაც მოთხოვნა იქნება. დღეისათვის მოთხოვნა არის როგორც თბილისის, ისე ქუთაისის და ბათუმის მიმართულებებზე, ანუ სამივე აეროპორტის მიმართულებით - როგორც ქართული ავიაკომპანიის, ისე რუსული ავიაკომპანიების მხრიდან“, - აცხადებს ვიცე-პრემიერი.

ამასთან, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, დღის განმავლობაში დასრულდება დოკუმენტების შესწავლა და ხვალისთვის გადაწყვეტილება მიღებული იქნება. როგორც მინისტრი აღნიშნავს, შესწავლილ იქნა ყველა იმ ქვეყნის პრაქტიკა, რომლებსაც ფრენები აქვთ რუსეთთან - ბევრ ქვეყანას, საქართველოს მეზობელ ქვეყნებს ფრენები აქვთ ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე, მათ შორის ნატოს წევრ და ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს.

„მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ წავედით ყველაზე უფრო კონსერვატორული მიდგომით, სადაც მაქსიმალურად ვაზღვევთ უსაფრთხოების საკითხებს და ვზრუნავთ მგზავრთა უსაფრთხოებაზე, გადაზიდვებზე და ამიტომ ეს ორი კრიტერიუმი ძალიან მნიშვნელოვანია - ბორტები, რომლებიც ICAO-ს მოთხოვნების შესაბამის რეგულარულ ტექნიკურ შემოწმებას გადიან და კომპანიები, რომლებსაც პრობლემა არ აქვთ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, მათ ექნებათ საქართველოს საავიაციო ბაზარზე დაშვების საშუალება“, აღნიშნა მან.

რაც შეეხება საზოგადოებაში ამ საკითხთან დაკავშირებით არსებულ განწყობებს, ლევან დავითაშვილის თქმით, ისინი ცალსახა არ არის, აზრთა სხვადასხვაობაა. აქედან გამომდინარე, როგორც ვიცე-პრემიერი აღნიშნავს, კონკრეტული ჯგუფების ღელვა გასაგებია, თუმცა, მოსახლეობის დიდ ნაწილს შესაძლოა, პირიქით, საკმაოდ დიდ შეღავათს აძლევდეს რუსეთთან განახლებული პირდაპირი ფრენები. „ჩვენ გვესმის, რომ ამას საქართველოსთვის აქვს როგორც კომერციული, ისე სოციალური მნიშვნელობა, რადგან რუსეთში მცხოვრები ეთნიკურად ქართველები ხშირად ვერ სარგებლობდნენ პირდაპირი ავიამიმოსვლით, არ ჰქონდათ წვდომა ოჯახებთან ორივე მხრიდან და ეს რა თქმა უნდა, მათ სოციალურ მდგომარეობას და პირობებს გააუმჯობესებს. ვფიქრობ, აქ ასეულობით ათასი ადამიანის და ოჯახის საჭიროებებზეა საუბარი“, - აცხადებს ეკონომიკის მინისტრი.

ყველა სიახლე

რუპერტ გრინტი

27 აგვისტო 2026, 11:23

კულტურა

რუპერტ გრინტი რონ უიზლის როლს უბრუნდება🪄

გრინტი ორიგინალი ფილმების მეორე მსახიობია, რომელიც პიესაში ითამაშებს. მანამდე დრაკო მალფოის როლს ტომ ფელტონი დაუბრუნდა, რომელიც თავის პერსონაჟს სცენაზე ახლაც აცოცხლებს, თუმცა ფელტონი და გრინტი ბროდვეიზე ერთად არ გამოჩნდებიან, რადგან ფელტონი პიესაში 3 იანვრამდე ითამაშებს, გრინტი კი დასს 2 თებერვლიდან შეუერთდება.

27 აგვისტო 2026, 11:18

სამართალი

საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონი“ ამოიღო - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

27 აგვისტო 2026, 11:11

სამართალი

პოლიციამ კახეთში 50 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება მცენარე „კანაფი“ ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ბრალდებით 1 პირი დააკავეს.

დონალდ ტრამპი

27 აგვისტო 2026, 11:07

მსოფლიო

ტრამპმა ენერგოსისტემაში არსებული საფრთხეების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომლითაც ქვეყნის ენერგოსიტემაში არსებული საფრთხეების გამო ეროვნულ დონეზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

27 აგვისტო 2026, 11:05

სამართალი

პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის, ასევე, ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

27 აგვისტო 2026, 10:56

სამართალი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა მცხეთა-მთიანეთში დიდი ოდენობით ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფანშეთის მიმდებარედ დიდი ოდენობით წიაღის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.

ლევან მაჭავარიანი

27 აგვისტო 2026, 10:47

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: აგენტურის წარმომადგენლები მთელი ეს წლები ცდილობდნენ შეექმნათ აღქმა, რომ ჩვენ უკრაინას არ ვეხმარებოდით. არც ერთ მათ წარმომადგენელს ერთხელაც არ უხსენებია, რომ ყველა რეზოლუციასა და საერთაშორისო დოკუმენტს მივუერთდით, შევიფარეთ 30 000-მდე უკრაინელი დევნილი - ჩვენი მასშტაბისა და შესაძლებლობების არცერთ ქვეყანას ამდენი არ გაუკეთებია

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში ოპოზიციას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და აქტივისტებს მიმართავს. ის მათ აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისთანავე აღნიშნულმა ჯგუფებმა „უსამშობლობა, ფაშისტური მიდრეკილებები, უვიცობა, სიყალბე და ფარისევლობა“ გამოავლინეს.

27 აგვისტო 2026, 10:44

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე „სტრილინგის ფონდის“ ახლო აღმოსავლეთისა და ევროპის დირექტორს შეხვდა

სამინისტროს ინფორმაციით, უწყების ხელმძღვანელმა ბრიტნი სტირლინგს ჯანდაცვის მიმართულებით, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები გააცნო. საუბარი შეეხო შშმ პირების, ქალთა და ბავშვთა მხარდასაჭერად მიმდინარე სახელმწიფო პროგრამებს.

27 აგვისტო 2026, 10:38

მსოფლიო

Reuters: ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაახლოებით 1 500 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება

ნეპალსა და ჩინეთის ტიბეტის რეგიონში მომხდარი წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად თითქმის 1 500 ადამიანი, მათ შორის დაახლოებით 800 უცხოელი, დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ლევან ჟორჟოლიანი

27 აგვისტო 2026, 10:35

პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: სტაჟირების პროგრამაში მონაწილე სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს საშუალება ექნებათ, გაიღრმაონ როგორც თეორიული ცოდნა, ასევე მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება, რაც მნიშვნელოვანია მათ შემდგომ პროფესიულ განვითარებაში

სტაჟირების პროგრამაში მონაწილე სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს საშუალება ექნებათ, გაიღრმაონ როგორც თეორიული ცოდნა, ასევე მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება, რაც მნიშვნელოვანია მათ შემდგომ პროფესიულ განვითარებაში, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.

27 აგვისტო 2026, 10:25

ტაბლოიდი

მედია: ჯორჯინა როდირგესმა კრიშტიანუ რონალდუს უფროსი ბავშვები იშვილა

საუბარია 16 წლის კრიშტიანუ-უმცროსსა და 9 წლის ტყუპებზე - ევასა და მათეოზე, რომლებიც პორტუგალიელ ფეხბურთელს სუროგაციის გზით გაუჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, საბუთების გაფორმების შემდეგ ჯორჯინა იურიდიულად მათ დედად ითვლება. აქამდე სამივე ბავშვზე მშობლის პასუხისმგებლობა ოფიციალურად მხოლოდ რონალდუს ეკისრებოდა.

რობერტ ქოჩარიანი

27 აგვისტო 2026, 10:15

მსოფლიო

სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს რობერტ ქოჩარიანს პატიმრობა შეეფარდა

ერევნის სასამართლომ სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს რობერტ ქოჩარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

27 აგვისტო 2026, 10:14

სპორტი

„იბერია“ ევროპალიგის პლეიოფის საპასუხო მატჩში დღეს „იაგელონიას“ უმასპინძლებს⚽

საქართველოს ჩემპიონი, თბილისის „იბერია“ დღეს „მიხეილ მესხზე“ ევროპალიგის პლეიოფის საპასუხო მატჩს გამართავს. ქართული გუნდი „იაგელონიას“ უმასპინძლებს, რომელთანაც გასვლაზე ანგარიშით 0:4 წააგო.

27 აგვისტო 2026, 10:11

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ორი პირის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულებს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ორი პირის განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

წვიმიანი ამინდი

27 აგვისტო 2026, 10:10

საზოგადოება

საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე 27-28 აგვისტოს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი ინტენსივობის, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება

„27-28 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, 27 აგვისტოს დილის საათებიდან აფხაზეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში, 28 აგვისტოს ასევე კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, მათ შორის დედაქალაქში და შემოგარენ ტერიტორიაზე, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

27 აგვისტო 2026, 10:07

რეგიონი

დავით სონღულაშვილი გურჯაანში ატმისა და ვაშლატამას მოსავლის დაბინავების პროცესს გაეცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ პლატონ კალმახელიძესთან ერთად, გურჯაანის მუნიციპალიტეტში ატმისა და ვაშლატამას მოსავლის დაბინავების პროცესს გაეცნო და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა, - ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

27 აგვისტო 2026, 10:01

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 27 აგვისტოს საქართველოში

27 აგვისტოს ბათუმში მზეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +24 გრადუსი დაფიქსირდება.

27 აგვისტო 2026, 09:46

საზოგადოება

ახალციხეში რეკრეაციული სივრცეების მოწყობა გრძელდება

ქალაქ ახალციხეში რეკრეაციული სივრცეების მოწყობა გრძელდება.

27 აგვისტო 2026, 09:37

რეგიონი

რუსთავში, შიდასაუბნო საზოგადოებრივი და სპორტული სივრცეების მოწყობა რამდენიმე ქუჩაზე ერთდროულად მიმდინარეობს

რუსთავში, შიდასაუბნო საზოგადოებრივი და სპორტული სივრცეების მოწყობა რამდენიმე ქუჩაზე ერთდროულად მიმდინარეობს.

27 აგვისტო 2026, 09:31

საზოგადოება

დიღმის მასივის მე-2 კვარტალის N8 კორპუსთან სპორტული მოედნის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

დიღმის მასივის მე-2 კვარტალის N8 კორპუსთან სპორტული მოედნის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.