თამაზ გაიაშვილი: თუ ფრენები დაშვებულია აშშ-ისა და ევროკავშირის ისეთი სტრატეგიული პარტნიორებისთვის, როგორებიც არიან თურქეთი, ისრაელი, სომხეთი, აზერბაიჯანი, რა დააშავა პატარა საქართველომ
თამაზ გაიაშვილი
ფოტო: Facebook
თუ ფრენები დაშვებულია აშშ-ისა და ევროკავშირის ისეთი სტრატეგიული პარტნიორებისთვის, როგორებიც არიან თურქეთი, ისრაელი, არაბული სახელმწიფოები, სომხეთი, აზერბაიჯანი და ა.შ. თუ მათ აქვთ ფრენების შესრულების უფლება რუსეთში და არ ხვდებიან სანქცირებულ ქვეყნების სიაში, რა დააშავა პატარა საქართველომ, - ამის შესახებ „ჯორჯიან ეირვეისის“ დირექტორის თამაზ გაიაშვილის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც „იმედინიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:
„მინდა, გამოვეხმაურო რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების და პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებულ საკითხს.
უპირველეს ყოვლისა, მადლობა მინდა, გადავუხადო საქართველოს მთავრობას და საპარლამენტო უმრავლესობას იმისათვის, რომ ისინი მუდამ ფიქრობენ ქართველი ხალხის კეთილდღეობაზე. სწორედ ამით არის განპირობებული მათი მხრიდან დადებითი შეფასება აღნიშნულ მოვლენებთან დაკავშირებით. წარმოგიდგენიათ, რამდენ ადამიანს გაუადვილდება რუსეთში მიმოსვლა საკუთარი ოჯახის წევრებისა და ახლობლების მოსანახულებლად? რამდენ მშობელსა და შვილს მიეცემა ერთმანეთის ხშირად ნახვის საშუალება? ძალიან ბევრი კამათობს იმ საკითხზე, თუ რამდენი ქართველი ცხოვრობს რუსეთში, რაც სამარცხვინოდ მიმაჩნია, რამეთუ რა მნიშვნელობა აქვს ადამიანთა რაოდენობას რეისების აღდგენასთან დაკავშირებით. ჩვენთვის ყოველი ქართველი მნიშვნელოვანია. ჩვენთვის მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, რუსეთში ასი ქართველი იცხოვრებს თუ მილიონამდე ქართველი, რამეთუ ჩვენთვის ერთი ქართველიც ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც – ათასობით. მით უფრო, ყველანაირი სტატისტიკით, საქართველოს ფარგლებს მიღმა ყველაზე მეტი ქართველი რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობს. შესაბამისად, წლების განმავლობაში რუსეთთან სავიზო რეჟიმი და პირდაპირი ფრენების არარსებობა ხელს უშლიდა ქართულ ოჯახებს ერთმანეთისთვის ჭირისა თუ ლხინის გაზიარებაში. ქართველები კვირაობით, ხანდახან კი თვეობით ელოდებოდნენ ვიზის მიღებას და ბევრი მათგანი რამდენიმე დღე უნდებოდა დანიშნულების ადგილამდე ჩასვლას. რუსეთის ამ გადაწყვეტილებით, საქართველოს უამრავ მოქალაქეს შეუმსუბუქდება საკუთარ ოჯახებთან ურთიერთობა, რაც განაპირობებს მათ კეთილდღეობას, ხოლო საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობა პირდაპირპროპორციულია საქართველოს სახელმწიფოს კეთილდღეობის, შესაბამისად, ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობის პოზიცია მოცემულ საკითხთან დაკავშირებით აბსოლუტურად გამართლებულია და ორიენტირებულია საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობისკენ.
ასევე მინდა, შევეხო რუსეთის ამ გადაწყვეტილებაზე ცალკეული ოპოზიციური პარტიების რეაქციას, რომლებმაც დაგმეს საქართველოს ხელისუფლების პოზიცია. მოგახსენებთ, რომ ეს ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების მიმართ კიდევ ერთ უსაფუძვლო და უსუსური ტალახის სროლის მცდელობას, საკუთარი პოლიტიკური დივიდენდების ჩასაწერად. მათ არ ამოძრავებთ ქართველი ხალხის ინტერესი, უფრო მეტიც, ისინი არ ტოვებენ მიზეზს და საბაბს, რომ რამენაირად დააკნინონ ჩვენი ხელისუფლების ნებისმიერი მოქმედება. დამერწმუნეთ, ეს აბსოლუტურად ფუჭი მცდელობაა მათი მხრიდან, რამეთუ ქართველი ხალხი არის ბრძენი და დარწმუნებული ვარ, სწორედ იქნება შეფასებული და გაგებული ასევე შორეულ ისტორიულ ჭრილში აღნიშნული გადაწყვეტილებების მართლზომიერება.
რაც შეეხება შეკითხვებს, თუ როდის დაიწყებს ფრენების განხორციელებას უშუალოდ რუსეთის მიმართულებით “ჯორჯიან ეარვეისი” – მოგახსენებთ, რომ აღნიშნული საკითხი დაკავშირებულია მრავალ ტექნიკურ და სამართლებრივ პროცედურების გავლასთან.
მსურს, შევეხო სანქციების თემას, განსაკუთრებული ყურადღება მინდა, გავამახვილო ორმაგ სტანდარტებზე, კერძოდ, ის, რაც დაშვებულია აშშ-ისა და ევროკავშირის ისეთი სტრატეგიული პარტნიორებისთვის, როგორებიც არიან თურქეთი, ისრაელი, არაბული სახელმწიფოები, სომხეთი, აზერბაიჯანი და ა.შ. მათ თუ აქვთ ფრენების შესრულების უფლება რუსეთში და არ ხვდებიან სანქცირებულ ქვეყნების სიაში, ვსვამ კითხვას, რა დააშავა პატარა საქართველომ და მისმა პატარა ავიაკომპანიამ, რომელიც, მით უმეტეს, ვერანაირ ზეგავლენას ვერ მოახდენს რუსულ ეკონომიკაზე, თუკი უარს იტყვის ფრენების განხორციელებაზე რუსეთის მიმართულებით. სწორედ აქ იკვეთება ორმაგი სტანდარტი. ამასთან, თქვენი ყურადღება მინდა, გავამახვილო ერთ ფაქტზე, კერძოდ, წინა ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ათ წელზე მეტი ხანია, საქართველოს საზღვარი ყველანაირი შეზღუდვის გარეშე ღია არის რუსეთის მოქალაქეებისთვის. ყოველდღიურად საზღვარს დაახლოებით 5-6 ათასი ადამიანი კვეთს ავტომობილით, ველოსიპედით, ურმით თუ ფეხით. ვინც რუსეთის მიერ ვიზების მოხსნის თუ ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, ისინი მხოლოდ ქართველი ხალხის მოტყუებით არიან დაკავებულები, რამეთუ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რა საშუალებით გადმოკვეთს რუსეთიდან შემოსული ადამიანი საზღვარს, ეს იქნება საჰაერო თუ სახმელეთო გზებით.
რაც შეეხება ცალკეული ოპოზიციური პარტიებისა თუ ჯგუფების განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ყველანაირი საშუალებით შეუშლიან ხელს რეისების განხორციელებას, მინდა – ყველას მოვუწოდო და შევახსენო, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ, ცივილურ ევროპულ სახელმწიფოში, სადაც გამოხატვის თავისუფლება კანონმდებლობით არის გარანტირებული. თუმცა, მუქარა ფრენების ხელშეშლასთან დაკავშირებით არის კანონდარღვევა და მისი აღკვეთა სახელმწიფოს უშუალო ვალდებულებაა“, - წერს თამაზ გაიაშვილი.
ყველა სიახლე
27 აგვისტო 2026, 11:07
მსოფლიო
ტრამპმა ენერგოსისტემაში არსებული საფრთხეების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომლითაც ქვეყნის ენერგოსიტემაში არსებული საფრთხეების გამო ეროვნულ დონეზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
27 აგვისტო 2026, 11:05
სამართალი
პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის, ასევე, ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
27 აგვისტო 2026, 10:56
სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა მცხეთა-მთიანეთში დიდი ოდენობით ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფანშეთის მიმდებარედ დიდი ოდენობით წიაღის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.
27 აგვისტო 2026, 10:47
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: აგენტურის წარმომადგენლები მთელი ეს წლები ცდილობდნენ შეექმნათ აღქმა, რომ ჩვენ უკრაინას არ ვეხმარებოდით. არც ერთ მათ წარმომადგენელს ერთხელაც არ უხსენებია, რომ ყველა რეზოლუციასა და საერთაშორისო დოკუმენტს მივუერთდით, შევიფარეთ 30 000-მდე უკრაინელი დევნილი - ჩვენი მასშტაბისა და შესაძლებლობების არცერთ ქვეყანას ამდენი არ გაუკეთებია
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში ოპოზიციას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და აქტივისტებს მიმართავს. ის მათ აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისთანავე აღნიშნულმა ჯგუფებმა „უსამშობლობა, ფაშისტური მიდრეკილებები, უვიცობა, სიყალბე და ფარისევლობა“ გამოავლინეს.
27 აგვისტო 2026, 10:44
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე „სტრილინგის ფონდის“ ახლო აღმოსავლეთისა და ევროპის დირექტორს შეხვდა
სამინისტროს ინფორმაციით, უწყების ხელმძღვანელმა ბრიტნი სტირლინგს ჯანდაცვის მიმართულებით, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები გააცნო. საუბარი შეეხო შშმ პირების, ქალთა და ბავშვთა მხარდასაჭერად მიმდინარე სახელმწიფო პროგრამებს.
27 აგვისტო 2026, 10:38
მსოფლიო
Reuters: ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაახლოებით 1 500 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება
ნეპალსა და ჩინეთის ტიბეტის რეგიონში მომხდარი წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად თითქმის 1 500 ადამიანი, მათ შორის დაახლოებით 800 უცხოელი, დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
27 აგვისტო 2026, 10:35
პოლიტიკა
ლევან ჟორჟოლიანი: სტაჟირების პროგრამაში მონაწილე სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს საშუალება ექნებათ, გაიღრმაონ როგორც თეორიული ცოდნა, ასევე მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება, რაც მნიშვნელოვანია მათ შემდგომ პროფესიულ განვითარებაში
სტაჟირების პროგრამაში მონაწილე სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს საშუალება ექნებათ, გაიღრმაონ როგორც თეორიული ცოდნა, ასევე მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება, რაც მნიშვნელოვანია მათ შემდგომ პროფესიულ განვითარებაში, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.
27 აგვისტო 2026, 10:25
ტაბლოიდი
მედია: ჯორჯინა როდირგესმა კრიშტიანუ რონალდუს უფროსი ბავშვები იშვილა
საუბარია 16 წლის კრიშტიანუ-უმცროსსა და 9 წლის ტყუპებზე - ევასა და მათეოზე, რომლებიც პორტუგალიელ ფეხბურთელს სუროგაციის გზით გაუჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, საბუთების გაფორმების შემდეგ ჯორჯინა იურიდიულად მათ დედად ითვლება. აქამდე სამივე ბავშვზე მშობლის პასუხისმგებლობა ოფიციალურად მხოლოდ რონალდუს ეკისრებოდა.
27 აგვისტო 2026, 10:15
მსოფლიო
სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს რობერტ ქოჩარიანს პატიმრობა შეეფარდა
ერევნის სასამართლომ სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს რობერტ ქოჩარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
27 აგვისტო 2026, 10:14
სპორტი
„იბერია“ ევროპალიგის პლეიოფის საპასუხო მატჩში დღეს „იაგელონიას“ უმასპინძლებს⚽
საქართველოს ჩემპიონი, თბილისის „იბერია“ დღეს „მიხეილ მესხზე“ ევროპალიგის პლეიოფის საპასუხო მატჩს გამართავს. ქართული გუნდი „იაგელონიას“ უმასპინძლებს, რომელთანაც გასვლაზე ანგარიშით 0:4 წააგო.
27 აგვისტო 2026, 10:11
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ორი პირის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულებს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ორი პირის განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
27 აგვისტო 2026, 10:10
საზოგადოება
საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე 27-28 აგვისტოს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი ინტენსივობის, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება
„27-28 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, 27 აგვისტოს დილის საათებიდან აფხაზეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში, 28 აგვისტოს ასევე კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, მათ შორის დედაქალაქში და შემოგარენ ტერიტორიაზე, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
27 აგვისტო 2026, 10:07
რეგიონი
დავით სონღულაშვილი გურჯაანში ატმისა და ვაშლატამას მოსავლის დაბინავების პროცესს გაეცნო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ პლატონ კალმახელიძესთან ერთად, გურჯაანის მუნიციპალიტეტში ატმისა და ვაშლატამას მოსავლის დაბინავების პროცესს გაეცნო და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა, - ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
27 აგვისტო 2026, 10:01
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 27 აგვისტოს საქართველოში
27 აგვისტოს ბათუმში მზეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +24 გრადუსი დაფიქსირდება.
27 აგვისტო 2026, 09:46
საზოგადოება
ახალციხეში რეკრეაციული სივრცეების მოწყობა გრძელდება
ქალაქ ახალციხეში რეკრეაციული სივრცეების მოწყობა გრძელდება.
27 აგვისტო 2026, 09:37
რეგიონი
რუსთავში, შიდასაუბნო საზოგადოებრივი და სპორტული სივრცეების მოწყობა რამდენიმე ქუჩაზე ერთდროულად მიმდინარეობს
რუსთავში, შიდასაუბნო საზოგადოებრივი და სპორტული სივრცეების მოწყობა რამდენიმე ქუჩაზე ერთდროულად მიმდინარეობს.
27 აგვისტო 2026, 09:31
საზოგადოება
დიღმის მასივის მე-2 კვარტალის N8 კორპუსთან სპორტული მოედნის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს
დიღმის მასივის მე-2 კვარტალის N8 კორპუსთან სპორტული მოედნის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
27 აგვისტო 2026, 09:19
საზოგადოება
„საქართველოს მელიორაციამ“ ინსპექტირების სამსახურის განახლებული შესაძლებლობებისა და თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობის პრეზენტაცია გამართა
„საქართველოს მელიორაციამ“ ინსპექტირების სამსახურის განახლებული შესაძლებლობებისა და თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობის პრეზენტაცია გამართა.
27 აგვისტო 2026, 09:16
პოლიტიკა
„ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ მცხეთაში რეგიონული წარმომადგენლობა გახსნა
„ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ რეგიონული წარმომადგენლობების გახსნის კამპანიის დასკვნით ღონისძიება მცხეთაში გამართა.
27 აგვისტო 2026, 09:08
პოლიტიკა
გერმანიის ახლად დანიშნულმა ელჩმა რწმუნებათა სიგელების ასლები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორატის დირექტორს გადასცა
საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახლად დანიშნულმა ელჩმა ბარბარა ფოსმა რწმუნებათა სიგელების ასლები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორატის დირექტორს ზურაბ დარჩიაშვილს გადასცა.


