www.imedi.ge /  21 მაისი 2023, 13:01 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: ფადი ასლი თავისით არაფერს წერს, ის არის „ნაცმოძრაობის“ და ფსევდოლიბერალების პროპაგანდისტი, ახმოვანებს ხოლმე იმ გზავნილებს, რომელთა გატესტვაც უნდა კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

ვიცით, რომ ფადი ასლი თავისით არაფერს წერს. ის არის „ნაცმოძრაობის“ და ფსევდოლიბერალების ერთ-ერთი გამორჩეული პროპაგანდისტი. აქედან გამომდინარე, ის ახმოვანებს ხოლმე იმ გზავნილებს, რომელთა გატესტვაც უნდა ხოლმე კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძე კომენტარი გააკეთა საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელის, ფადი ასლის განცხადებაზე, რომელმაც თქვა: „თეორიულად დავუშვათ, რომ რუსეთი ივანიშვილს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებას დაჰპირდა, კითხვა რომელიც თითოეულმა ქართველმა პატიოსნად უნდა დაუსვას საკუთარ თავს: მინდა გავერთიანდე ორ სეპარატისტულ რეგიონთან და ვიცხოვრო მათთან, როგორც რუსეთის მონამ,თუ მინდა ვიცხოვრო დამოუკიდებლად და თავისუფლად, როგორც ევროკავშირის წევრმა ამ ორი რეგიონის გარეშე?“.

კობახიძის თქმით, ფასი ასლის განცხადება არის უკიდურესად შემაშფოთებელი სატესტო გზავნილი.

„ის პირდაპირ სასწორზე აყენებს ერთ მხარეს ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მიღებას და მეორე მხარეს, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დათმობას. როდესაც ასეთი ნარატივის შემოპარებას ცდილობს „ნაცმოძრაობა“, ეს არის კატასტროფული მოვლენა. ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსის პრიორიტეტი არის ევროკავშირში ინტეგრაცია, მაგრამ ჩვენთვის არის უმაღლესი ეროვნული ამოცანა მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და არავის მივცემთ უფლებას, რომ საზოგადოებას შეაპაროს ასეთი ნარატივი. სასწორზე ვერავითარ შემთხვევაში ვერ დადგება ერთ მხარეს ევროკავშირში კანდიდატის სტატუსი და მეორე მხრივ, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ეს არის უბრალოდ დანაშაულებრივი განცხადებები. ინფორმაცია გამომიგზავნეს იმასთან დაკავშირებით, რომ 100-ზე მეტმა ფსევდო ლიბერალმა ნაციონალმა მოიწონა ფადი ასლის ეს განცხადება, მათ შორის არიან „ნაცმოძრაობის“ აქტიური სახეები როგორიცაა – დავით დარჩიაშვილი, შავგულიძე-ბასილაია თუ რაღაც ასეთი აქტიური „ნაციონალი“ და ერთ-ერთი არის ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ცოლი, რომელიც წლების მანძილზე საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა, რაც არის უბრალოდ უბედურება. მათ გამოავლინეს საკუთარი სახე. ისინი პირდაპირ აცხადებენ, რომ მზად არიან, დათმონ აფხაზეთი და სამაჩაბლო კანდიდატის სტატუსის სანაცვლოდ. ეს არის უბრალოდ კატასტროფა და საზოგადოებამ ძალიან მძიმედ უნდა შეაფასოს ეს განცხადება“, – განაცხადა კობახიძემ.

ყველა სიახლე

მაიკ უოლცი

27 ივლისი 2026, 11:23

მსოფლიო

აშშ-ის ელჩი გაეროში: შეერთებულ შტატებს ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების ჩასატარებლად აქვს ყველაფერი, რაც საჭიროა

„ამერიკის შეიარაღებულ ძალებს - და მე ეს ყველა შესაძლო გზით გადავამოწმე, აქვს ყველაფერი, რაც საჭიროა იმისთვის, რომ ეს კამპანია მაქსიმალურად ეფექტიანად აწარმოონ. ადამიანები, რომლებიც ამ სისულელეებს ავრცელებენ, ციხეში ყოფნას იმსახურებენ“, - განაცხადა მან.

ვოლოდიმირ ზელენსკი

27 ივლისი 2026, 11:14

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, შორ მანძილზე დარტყმები ერთ ადამიანზე არ არის დამოკიდებული

„თუ გსურთ ამ ომის დროს ყველაზე მნიშვნელოვანზე გაამახვილოთ ყურადღება, უნდა გაიგოთ: უპირველეს ყოვლისა, ეს არის მეომარი, ეს არის ჯარისკაცი. თუ ფრონტზე ჯარისკაცი არ არის, თუ ის უკან გარბის, ან თუ თვლით, რომ მხოლოდ დრონების გამოყენება შეგიძლიათ და ჯარისკაცები არ გჭირდებათ, მაშინ დამარცხდებით“, - განაცხადა ზელენსკიმ.

27 ივლისი 2026, 11:12

სამართალი

საგამოძიებო სამსახურმა აზარტული თამაშების უკანონოდ გამართვის ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქალაქ ბათუმში შესაბამისი ნებართვის გარეშე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

27 ივლისი 2026, 11:04

მსოფლიო

უკრაინამ ბელგოროდს დრონებით შეუტია

ნაწილობრივ დაინგრა კერძო სახლი, დაზიანდა რამდენიმე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი, ცეცხლი გაუჩნდა რამდენიმე ბინასა და 15-ზე მეტ ავტომობილს.

27 ივლისი 2026, 11:02

რეგიონი

ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზაზე 18 კმ-მდე მონაკვეთის პერიოდული შეკეთება მიმდინარეობს

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 18 კმ-მდე (კმ66-კმ84) მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს.

27 ივლისი 2026, 10:57

მსოფლიო

აშშ-სა და ირანს შორის დარტყმების პაუზის ფონზე Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 90 დოლარს ქვემოთ ჩამოვიდა

ნავთობზე ფასების ვარდნა ირანზე ამერიკული დარტყმების შეჩერებისა და თეირანის მიერ ანალოგიური გადაწყვეტილების გამოცხადების ფონზე მოხდა. სულ რაღაც 4 დღის წინ, ნავთობის ფასი ბარელზე 100-დოლარიან ნიშნულს აღწევდა.

27 ივლისი 2026, 10:54

ეკონომიკა

დავით სონღულაშვილი: იმერეთი აგრო სასურსათო წარმოების ერთ-ერთი გამორჩეული რეგიონია, სადაც იქმნება მაღალი ხარისხის ქართული პროდუქცია

მინისტრთან ერთად კომპანიაში „ახალი ზეკარი“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი წკრიალაშვილი, ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტების დელეგატი საქართველოს პარლამენტში ზვიად შალამბერიძე, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

27 ივლისი 2026, 10:51

ეკონომიკა

2026 წლის ივნისში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა 612.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2026 წლის ივნისში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა 612.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

27 ივლისი 2026, 10:46

სამართალი

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია 5 პირი

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია 5 პირი

27 ივლისი 2026, 10:42

სამართალი

შიდა ქართლის პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

27 ივლისი 2026, 10:41

მსოფლიო

Euractiv: ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა რუსული სიასამურის ბეწვის იმპორტზე აკრძალვა გააუქმეს

„როგორც ჩანს, მათი სხვაგან შოვნა ძალიან რთულია“, - განუცხადა გამოცემას ევროკავშირის მაღალჩინოსანმა, რომელმაც განმარტა, რომ გამონაკლისის დაშვებას იტალია და საბერძნეთი ითხოვდნენ - ევროკავშირში რუსული სიასამურის ტყავის ორი ძირითადი მყიდველი.

27 ივლისი 2026, 10:22

მსოფლიო

The Independent: ბრიტანეთი უკრაინას რადიოელექტრონული ბრძოლის ახალ სისტემაზე ინტელექტუალურ უფლებებს გადასცემს

„Stone Cloak-ი ბრიტანული ეროვნული ინოვაციების საუკეთესო ნიმუშია, რომელიც ფრონტის ხაზზეა გამოცდილი. ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. დიდი ბრიტანეთი უკრაინის გვერდით დგას და ჩვენი მხარდაჭერა ურყევი რჩება. რუსეთს ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს ჩვენს გადაწყვეტილებაში და ჩვენ უკან არ დავიხევთ, სანამ უკრაინისთვის ხანგრძლივ და სამართლიან მშვიდობას არ მივაღწევთ“, - განაცხადა ბერნემმა.

27 ივლისი 2026, 10:16

სამართალი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, სამართალდარღვევები გამოვლენილია ჩხოროწყუსა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში.

27 ივლისი 2026, 10:15

ეკონომიკა

საქართველოს ტრანსპორტის სექტორში რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ტრანსპორტის სექტორში 2026 წლის 6 თვის მონაცემებით რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

27 ივლისი 2026, 10:02

მსოფლიო

ბენიამინ ნეთანიაჰუ კარიმ ხანის გადაყენებას მიესალმა

„კარიმ ხანი მის დაქვემდებარებაში მომუშავე ქალების სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს. სწორედ ამ ბრალდებების გახმაურებისთანავე გააუქმა მან ისრაელში დაგეგმილი ვიზიტი, უარი თქვა ისრაელის დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის საფუძვლიანად შესწავლის ვალდებულებაზე და დაიწყო ჩემი და ყოფილი თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის დაპატიმრების ორდერის გაცემა. მან ეს გააკეთა, რათა ყურადღება გადაეტანა მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებებიდან და ისრაელის მტრები პოლიტიკური ფარის სახით თავის გარშემო შეეკრიბა“, - აცხადებს ნეთანიაჰუ.

რადოსლავ სიკორსკი

27 ივლისი 2026, 09:57

მსოფლიო

რადოსლავ სიკორსკი: არ გამიკვირდება, თუ მალე ზელენსკი ტრამპის საყვარელი პოლიტიკოსი გახდება

„პრეზიდენტ ტრამპს გამარჯვებულები მოსწონს და აღმოჩნდა, რომ უკრაინას იმაზე უფრო ძლიერი კარტები აქვს, ვიდრე მას თავიდან ეგონა. უკრაინა საკუთარი დრონებითა და რაკეტებით რუსეთის სიღრმეში წარმატებით ახორციელებს დარტყმებს, ამიტომ არ გამიკვირდება, თუ მალე ზელენსკი მისი საყვარელი პოლიტიკოსი გახდება“, - აღნიშნა სიკორსიმ.

შალვა პაპუაშვილი

27 ივლისი 2026, 09:39

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: მთავარი კითხვაა: რომელ ევროკავშირში გვთავაზობენ გაწევრიანებას, რა უფლებებით და რამდენად თანასწორი წევრის სტატუსით? რადგან წევრობა, რომელიც ქვეყანას სახელმწიფოებრივ უფლებებს ართმევს და მათი დაცვის მექანიზმებს არ აძლევს, ინტეგრაცია კი არა, სუვერენიტეტის გაუქმებაა

კანდიდატ ქვეყნებს სთავაზობენ არა არსებულ კავშირში თანასწორ წევრობას, არამედ წინასწარ შეცვლილ სისტემას, სადაც მათ წევრობიდან გამომდინარე ვალდებულებები სრულად დაეკისრებათ, ხოლო უფლებები და გავლენის ბერკეტები შეეზღუდებათ, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში. პაპუაშვილის თქმით, აქ მთავარი კი თხვა არის შემდეგი: რომელ ევროკავშირში გვთავაზობენ გაწევრიანებას, რა უფლებებით და რამდენად თანასწორი წევრის სტატუსით?

27 ივლისი 2026, 09:38

მსოფლიო

მაკრონი საფრანგეთში მასშტაბურ ტყის ხანძრებთან დაკავშირებით უწყებათაშორის კრიზისულ შეხვედრას გამართავს

ქალაქის მერის, თომას კაზენავის თქმით, სიცხის მორიგი ტალღა კიდევ უფრო გაართულებს მზარდი ხანძრის ჩაქრობის მცდელობებს. ცეცხლი ქალაქიდან უკვე დაახლოებით15 კილომეტრშია. მანამდე მან აღნიშნა, რომ ბორდოდან, სადაც დაახლოებით 850 ათასი ადამიანი ცხოვრობს, ევაკუაცია არ იგეგმება.

შალვა პაპუაშვილი

27 ივლისი 2026, 09:33

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: სულ უფრო აქტუალური გახდება კითხვა: რა აზრი აქვს წევრობას, თუ წევრობის უმთავრეს სარგებელსა და ბერკეტებს თავიდანვე გართმევენ? - თუ ქვეყანას ამ შესაძლებლობას ართმევენ, ქრება წევრობის პოლიტიკური ხიბლი და ფუნდამენტური მოტივაციაც

სულ უფრო აქტუალური გახდება კითხვა: რა აზრი აქვს წევრობას, თუ წევრობის უმთავრეს სარგებელსა და ბერკეტებს თავიდანვე გართმევენ?, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

27 ივლისი 2026, 09:30

მსოფლიო

სიეტლში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

სიეტლში სროლის შედეგად სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა. სროლის ხმა 26 ივლისის საღამოს სფეის-ნიდლის კოშკთან, სიეტლის საგამოფენო ცენტრის ტერიტორიაზე გაისმა, სადაც საჭმლის პოპულარული ფესტივალი მიმდინარეობდა.