imedi /  24 მაისი 2023, 23:55 / სანდო წყარო

თამთა მეგრელიშვილი: უსამშობლოებს რა თქმა უნდა, არ მოგწონთ სახელმწიფო დროშა, არ გეამაყებათ საქართველო ისტორიული ღირსებით

თამთა მეგრელიშვილი

თამთა მეგრელიშვილი

გასულ წელს, 26 მაისის სლოგანი გახლდათ „ევროპისკენ“ და პარლამენტთან საქართველოს დროშასთან ერთად ჩამოიკიდა ევროკავშირის დროშები. წელს ღონისძიების მთავარი სლოგანია „თავისუფლება“, რის გამოც საკანონმდებლო ორგანოს ფასადი და რუსთაველის გამზირი თავისუფლების მთავარი სიმბოლოს - ეროვნული დროშის და 26 მაისის თემატიკით გაფორმდა, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, გაუგებარია, თუ რას აძლევს ამ თემაზე ქილიკი ოპოზიციის წარმომადგენლებს.

„დამოუკიდებლობის დღეს ტრადიციულად დედაქალაქის მთავარი გამზირი და პარლამენტის შენობა თემატიკასთან შესაბამისი ატრიბუტიკით ფორმდება. გასულ წელს, 26 მაისის სლოგანი გახლდათ - „ევროპისკენ“ და პარლამენტთან საქართველოს დროშასთან ერთად ჩამოიკიდა ევროკავშირის დროშები. წელს ღონისძიების მთავარი სლოგანია „თავისუფლება“, რის გამოც საკანონმდებლო ორგანოს ფასადი და რუსთაველის გამზირი თავისუფლების მთავარი სიმბოლოს - ეროვნული დროშის და 26 მაისის თემატიკით გაფორმდა. რას გაძლევთ ამ თემაზე ქილიკი?! უსამშობლოებს რა თქმა უნდა არ მოგწონთ სახელმწიფო დროშა, რა თქმა უნდა არ გეამაყებათ საქართველო ისტორიული ღირსებით, რა თქმა უნდა თქვენს ყურს ხვდება სახელმწიფო ჰიმნი, თქვენი მიზანია დედაქალაქის თავზე ბომბების წვიმა და სისხლში- ქუჩები. თქვენთვის სახელმწიფო ტერიტორიები ადვილი დასათმობია, თქვენ გაყიდეთ 2008 ში საქართველო ომამდე წაგებულ ომში! მოღალატეები ხართ და მოღალატეებად რჩებით უახლესი ისტორიის ფურცლებზე! მიმიფურთხებია თქვენთვის“, - წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.

ყველა სიახლე

იენს სტოლტენბერგი

01 ივნისი 2023, 19:05

მსოფლიო

სტოლტენბერგი: თუ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, მსოფლიო უფრო სახიფათო გახდება

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ სანდო ზომები უნდა იყოს მიღებული, რათა უზრუნველყოფილი იყოს უკრაინის უსაფრთხოება ომის დასრულების შემდეგ.

თამარ ჩიბურდანიძე

01 ივნისი 2023, 18:52

პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: პოზიტიური გზავნილები ევროპიდან ოპოზიციას არ მოეწონებოდა, ისინი თამაშგარე მდგომარეობაში რჩებიან

რა იქნება სასოწარკვეთაში ჩავარდნილი ოპოზიციის შემდეგი ქმედება, არ ვიცით, თუმცა ალბათ ხვდებიან, რომ ბოლო ორდღიანმა მნიშვნელოვანმა ევროპულმა სამიტებმა ცხადყო ერთი რამ - თავად ევროპამ აღიარა, რომ საქართველო მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე წერს.

ირაკლი ღარიბაშვილი

01 ივნისი 2023, 18:51

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი სურვილი, ჩვენი მოტივაცია მოიტანს კონკრეტულ შედეგებს და ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ მაქსიმუმი, რომ კიდევ უფრო მეტად დავაახლოოთ ჩვენი ქვეყანა ევროპასთან და ნატოსთან

თუ რომელიმე ხელისუფლებამ რაიმე კონკრეტული ხელშესახები გააკეთა ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, ან იგივე ნატოს გზაზე, ეს ვართ ჩვენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მოლდოვაში განუცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

01 ივნისი 2023, 18:50

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ვისაც ვესაუბრე, ჩვენს ევროპელ კოლეგებს, მეგობრებს, ყველასგან მივიღე სიტყვიერი დაპირება, რომ მხარს დაგვიჭერენ, როცა იქნება განხილვა ჩვენი საკითხის. ისინი აღიარებენ იმ პროგრესს, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ

„ისინი აღიარებენ იმ პროგრესს, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ, ესმით ძალიან კარგად, რომ ჩვენი ქვეყანა არის ძალიან რთულ მდგომარეობაში. მიმაჩნია, რომ ძალიან რთული იქნება სხვა აზრის გამარჯვება, იმდენად კარგად ესმით ეს რეალობა“, - განაცხადა პრემიერმა.

01 ივნისი 2023, 18:48

საზოგადოება

ნათია მერებაშვილი სექსუალური ძალადობის მსხვერპლ არასრულწლოვანთა ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრს ესტუმრა და პროკურატურის თანამშრომლების სახელით საჩუქრები გადასცა

ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, პროკურატურის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, სექსუალური ძალადობის მსხვერპლ არასრულწლოვანთა ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრს ესტუმრა და საჩუქრები გადასცა, - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

ირაკლი ღარიბაშვილი

01 ივნისი 2023, 18:46

პოლიტიკა

პრემიერი: მე ერთი რამ მინდა კიდევ ერთხელ ვუსურვო ომში მყოფ ქვეყანას - მშვიდობა, ამ ომის მალე დასრულება და ქვეყნის გამთლიანება

მთავრობის მეთაურის თქმით, სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ხშირად ზელენსკის და მისი მთავრობის განცხადებები სრულ თანხვედრაშია ჩვენი ქვეყნის შიგნით მოქმედ მტრულ ძალებთან, დესტრუქციულ ოპოზიციასთან.

01 ივნისი 2023, 18:44

რეგიონი

წყალმომარაგების კომპანიამ ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით ხაშურის პირველ საჯარო სკოლაში ღონისძიება გამართა

„პროექტის ფარგლებში, მოეწყობა წყალმომარაგების ახალი ქსელი, აშენდება წყლის სათავე ნაგებობები, სატუმბი სადგურები, ჭაბურღილები, რეზერვუარები. ასევე, მოეწყობა წყალარინების ქსელი, ჩატარდება კოლექტორების რეკონსტრუქციისა და გაფართოების სამუშაოები და აშენდება წყალარინების გამწმენდი ნაგებობა“.

ირაკლი ღარიბაშვილი

01 ივნისი 2023, 18:41

საზოგადოება

პრემიერი: ევროპელ ლიდერებს ვუთხარი, რომ რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში ევროპის ერთადერთი სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება,მოგვანიჭონ სტატუსი - წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება მორიგი უსამართლობა

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ევროპელი კოლეგები მის იმ მოსაზრებასაც ეთანხმებიან, რომ 2008 წლის ომს მაშინდელმა მსოფლიომ და საერთაშორისო თანამეგობრობამ არასათანადო ყურადღება მიაქცია, რაც შეცდომა იყო და ამ შეცდომის შედეგებს ვიმკით დღესაც.

ვოლოდიმირ ზელენსკი

01 ივნისი 2023, 18:37

მსოფლიო

ზელენსკი: თუ უკრაინელებმაც კი ჯერ კიდევ ვერ მიიღეს მკაფიო დადებითი პასუხი ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების შესახებ, სხვების იმედები სრულიად გაურკვეველი ხდება

თუ უკრაინელებმაც კი, რომლებიც სისხლით ადასტურებენ თავიანთ ერთგულებას თავისუფლებისა და ერთიანი ევროპის ღირებულებებისადმი, ჯერ კიდევ ვერ მიიღეს მკაფიო დადებითი პასუხი ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების შესახებ, სხვების იმედები სრულიად გაურკვეველი ხდება, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.

01 ივნისი 2023, 18:36

საზოგადოება

ლევან ჩაკვეტაძემ აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს 1 ივნისი მიულოცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ლევან ჩაკვეტაძემ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აფხაზეთის ოკუპირებული

ირაკლი ღარიბაშვილი

01 ივნისი 2023, 18:36

საზოგადოება

პარლამენტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

ღონისძიების სტუმრებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიესალმა და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა. მან სამომავლო გეგმებზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც საქართველოს პარლამენტი ახალგაზრდებისთვის საკანონმდებლო საქმიანობასთან დაკავშირებით ცოდნის გაღრმავების მიმართულებით გეგმავს.

ირაკლი ღარიბაშვილი

01 ივნისი 2023, 18:35

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: კიდევ ერთხელ აღვნიშნე კოლეგებთან, რომ სამწუხაროდ, აგვისტოს ომის შემდეგ მთელმა მსოფლიომ და საერთაშორისო თანამეგობრობამ არასათანადო ყურადღება მიაქცია ჩვენს ომს, რომელმაც ჩვენი ქვეყნის 20%-ის ოკუპაცია გამოიწვია

კიდევ ერთხელ აღვნიშნე კოლეგებთან, რომ სამწუხაროდ, აგვისტოს ომის შემდეგ მთელმა მსოფლიომ და საერთაშორისო თანამეგობრობამ არასათანადო ყურადღება მიაქცია ჩვენს ომს, რომელმაც ჩვენი ქვეყნის 20%-ის ოკუპაცია გამოიწვია,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანებების სამიტზე გამართული შეხვედრების შემდეგ ისაუბრა.

ირაკლი ღარიბაშვილი

01 ივნისი 2023, 18:35

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ჩვენი ქვეყნის გაერთიანება მშვიდობით, სტაბილურობით და კეთილდღეობის პერსპექტივით

ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენი ქვეყნის კონტროლირებადი საზღვარი თითქმის 600 კილომეტრამდეა, კონტროლირებადი, არაკონტროლირებადი არის 300 კილომეტრამდე და ჩვენ ამის გამო ძალიან ბევრს ვმუშაობთ, რომ ეს 300 კილომეტრიც დავიბრუნოთ და გახდეს შესაძლებელი და რეალობად ვაქციოთ ჩვენი ქვეყნის გამთლიანება, გაერთიანება და დეოკუპცია მშვიდობიანი გზით და ამაზე მგონი, არც ერთ ნორმალურ ადამიანს კითხვა არ გაუჩნდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოლდოვაში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

01 ივნისი 2023, 18:34

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ვფიქრობ, ჩვენი სურვილი, მოტივაცია მოიტანს კონკრეტულ შედეგებს. ჩვენ უნდა გავაკეთოთ მაქსიმუმი, რათა კიდევ უფრო დავაახლოოთ ქვეყანა ევროპასა და ნატოს

კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ თუ რომელიმე ხელისუფლებამ რაიმე კონკრეტული, ხელშესახები გააკეთა ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, ან იგივე, ნატოს გზაზე, ეს ვართ ჩვენ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მოლდოვის დედაქალაქ კიშინეუში ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

01 ივნისი 2023, 18:32

პოლიტიკა

პრემიერი: ბინძური კამპანია, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ აწარმოეს, ერთი სამართლიანი და სწორი გადაწყვეტილებით ჩამოირეცხა - სტრასბურგმა გადაწყვიტა, რომ საქართველოს მთავრობა არის მართალი და სააკაშვილი - მტყუანი

„სააკაშვილის ოჯახმა მილიონობით დოლარი დახარჯა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია და იმიჯი დაეზიანებინათ. მე ამის ახსნა დამჭირდა ევროპელ კოლეგებთან, რომ სააკაშვილი არ ვაწამეთ, არ მოვწამლეთ და ა.შ. ამ ყველა ბრალდებაზე ძალიან მარტივი და ამავდროულად ძალიან ძლიერი პასუხი გაეცა სტრასბურგის გადაწყვეტილების შედეგად“, - აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილი

01 ივნისი 2023, 18:28

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: მე ახალი არაფერი არ მითქვამს - სულ რამდენიმე დღის შემდეგ ურსულა ფონ დერ ლაიენი გამოვიდა ბრატისლავაში, თუ არ ვცდები იმავე დარბაზში და იგივე თქვა, უბრალოდ სხვა ფორმულირებით

მე ახალი არაფერი არ მითქვამს, ამას ამბობდნენ და იმეორებდნენ მათ შორის ჩვენი ომის შედეგაც. სულ რამდენიმე დღის შემდეგ ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენი გამოვიდა ბრატისლავაში, თუ არ ვცდები იმავე დარბაზში და იგივე თქვა, უბრალოდ სხვა ფორმულირებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მოლდოვაში განაცხადა.

01 ივნისი 2023, 18:25

საზოგადოება

საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილემ მირიან კულულაშვილმა თანამდებობა დატოვა

საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის (GCA) თავმჯდომარის მოადგილემ მირიან კულულაშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას Pia.ge ავრცელებს. მისი გადადგომა სავარაუდოდ უკავშირდება ბოლოდროინდელ კორუფციულ სკანდალს და აუდიტის დასკვნას, რომელშიც სერიოზულ ფინანსურ დარღვევებზეა საუბარი.

ირაკლი ღარიბაშვილი

01 ივნისი 2023, 18:25

პოლიტიკა

პრემიერი: რაც შეეხება ზელენსკის განცხადებას, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ეს ქვეყანა ომშია, თვითონაც ომშია და არ მინდა ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნე ადამიანებს გარკვეული სპეკულაციების საშუალება მივცე

„რაც შეეხება ზელენსკის განცხადებას, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ეს ქვეყანა ომშია, თვითონაც ომშია და არ მინდა ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნე ადამიანებს გარკვეული სპეკულაციების საშუალება მივცე. დავამატებდი, რომ სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ხშირად, ზელენსკისა და მისი მთავრობის განცხადებები სრულ თანხვედრაში არის ჩვენი ქვეყნის შიგნით მოქმედ მტრულ ძალებთან. ვგულისხმობ რადიკალურ ოპოზიციას, რომელიც არაფერს აკეთებს თუნდაც ევროინტეგრაციის გზაზე, რომ გაიმარჯვოს ჩვენმა ქვეყანამ, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. აი ეს არის ჩემი კომენტარი“, - განაცხადა პრემიერმა.

ჯო ბაიდენი

01 ივნისი 2023, 18:14

მსოფლიო

პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამერიკელებს LGBTQI+ სიამაყის თვეს ულოცავს

LGBTQI+ უფლებები ადამიანის უფლებებია, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა LGBTQI+ სიამაყის თვესთან დაკავშირებით

ზურაბ ქადაგიძე

01 ივნისი 2023, 18:12

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე მიხეილ სააკაშვილზე: აგვისტოს ომი გაციებული არ იყო, რომ ამ ნაძირალამ ქართული დროშა გამოგვიფინა რუსულთან ერთად და გვესაუბრებოდა ტურისტულ სარგებელსა და საზოგადოებრივ სიკეთეებზე

აგვისტოს ომი გაციებული არ იყო, რომ ამ ნაძირალამ ქართული დროშა გამოგვიფინა რუსულთან ერთად და გვესაუბრებოდა ტურისტულ სარგებელსა და საზოგადოებრივ სიკეთეებზე, - ასე აფასებს „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე მიხეილ სააკაშვილის მიერ რუს ტურისტთან ერთად, რუსული დროშის გვერდით ქართული დროშის მყინვარწვერზე აღმართვას.