პრემიერი: ფრენებთან დაკავშირებით არავითარი კითხვა არ არსებობს, ჩვენ ვუთხარით, რომ არ დავუშვებთ სანქცირებულ თვითმფრინავებს, სანქცირებულ კომპანიებს. რამდენიმე დღის წინ დადასტურდა, რომ კითხვები არ აქვთ ამ ადამიანებს
ირაკლი ღარიბაშვილი
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
ფრენებთან დაკავშირებით არავითარი კითხვა არ არსებობს, ჩვენ ვუთხარით, რომ არ დავუშვებთ სანქცირებულ თვითმფრინავებს, არ დავუშვებთ სანქცირებულ კომპანიებს. რამდენიმე დღის წინ დადასტურდა, რომ კითხვები არ აქვთ ამ ადამიანებს. ჩვენ სუფთად ვმუშაობთ, გამჭვირვალედ და არავითარ კითხვებს არ ვტოვებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველომ არ დაუტოვა კითხვა არც ერთ მის პარტნიორს.
„ბატონი ირაკლი შატაკიშვილის კითხვას რაც შეეხება ფრენებთან დაკავშირებით, ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ ფრენებთან დაკავშირებით, ჩვენ განვმარტეთ არაერთხელ. კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო საზოგადოებას რომ ფრენებს რაც შეეხება რუსეთთან ცალმხრივად, შევახსენებ საზოგადოებას სად ვიყავით 2012 წლამდე. აგვისტოს ომის შემდეგ მათმა ბელადმა მოხსნა სავიზო რეჟიმი, უვიზო რეჟიმი დაუწესა რუსეთის მოქალაქეებს, ცალმხრივად მეგობრებო! სანაცვლოდ არ მოუთხოვია არაფერი პრაქტიკულად. მას ხომ მინიმუმ შეეძლო, რომ სარკისებური ყოფილიყო ეს მოთხოვნა და მათ ეთქვათ, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვისაც იყოს უვიზო რეჟიმი მაგალითად. მით უმეტეს 1 მილიონი ჩვენი თანამოქალაქე ცხოვრობს რუსეთში, მათი ოჯახის წევრები, მათი ნათესავები არიან აქ და ასე შემდეგ, მიმოსვლა არის აქტიური. ცალმხრივად მოხსნა, შემდეგ მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციაში, მათი დაჟინებული მოთხოვნა იყო და მათ შორის მე მგონი თვითონაც აღიარეს, ერთ-ერთ აღიარებით ჩვენებაში თქვეს რომ „დაწოლა“ იყოო და მხარი დაუჭირეს რუსეთის გაწევრიანებას. რა მიიღეს სანაცვლოდ? არაფერი!
ერთადერთი თხოვნა ჰქონდა სააკაშვილს და ამის თაობაზე საჯაროდ არის ცნობილი უკვე - მოითხოვა პირადი ვიზიტი პრეზიდენტ ობამასთან, მაგრამ რა მოხდა? ჩავიდა პრეზიდენტ ობამასთან და პრეზიდენტმა ობამამ შეხვედრაზე უთხრა, რომ უნდა მოამზადო გადაცემა ხელისუფლების ასე იყო დაახლოებით, თუ არ ვცდები. ამის თაობაზე შეიძლება მედიამ ამოწიოს. აქაც დამტკიცდა კიდევ ერთხელ მათი მოღალატეობრივი, ეგოისტური პოლიტიკა-დამოკიდებულება. გადასცეს ენერგეტიკული ობიექტები, სანქციები ნული, არაფერი არავის აღარ დაუწესებია. შეცვალეს მთელი რიტორიკა და თქვეს რომ ომი ვითომ აღარ იყო. ჩიხში შეიყვანეს ქვეყანა, აღიარება მოხდა ჩვენი ძირძველი ტერიტორიების ამდენი ბიჭები ჩაიხოცნენ საერთოდ უბედურება მივიღეთ, ბაზები აშენდა და ვითომ არაფერი. აი ეს არის მათი შედეგი, ეს არის მათი მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენ გადმოგვეცა. ამიტომ, რაც შეეხება ფრენებს, ფრენებზე ჩვენ არავითარი კითხვა არა გვაქვს, არ დავუტოვეთ კითხვა არც ერთს, არც ერთ ჩვენს პარტნიორს, ჩვენ ღიად ვუთხარით მათ. იცით, რომ მე საჯაროდ გამოვედი და ვთქვი რომ რას ნიშნავს? თუ ჩვენი ომის დროს ამდენი უბედურება დაგვემართა, დაგვატყდა თავს - ჩვენი ომი, ომი არ იყო?! თუ ჩვენი სამხედროების სისხლი არ არის სისხლი? გუშინ ვიყავი მე ჩვენს დაჭრილ სამხედროებთან. 32 ჩვენი გმირი ჯარისკაცი შეეწირა ნატოს მისიებს ავღანეთში, ერაყში და ასეულობით არის დაჭრილი. გული მოგიკვდება, ვერ ესაუბრები ამ ადამიანებს როცა ხვდები და რა? განსახილველად დააყენეს თურმე, შეადარეს საქართველო და მოლდოვა, დსთ-ს წევრი ქვეყანა, მოლდოვა დსთ-ს წევრი ქვეყანაა - ეს გგონიათ სამართლიანია?
ჰოდა ამიტომ ჩვენ არავისთან თავი სამართლებელი არ გვაქვს, ჩვენ ვართ პირნათელი. ყველასთან ყოველთვის ღირსეულად გამოვდივართ, ვიცავთ, ვიცავდით ... ევროკავშირის ეგიდით იყო გამართული მისია ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, სადაც ჩვენზე გადადიოდა ყველაფერი. მისია ჩავარდნის პირას იყო, ევროკავშირის მისია, და მაშინ მახსოვს, წინა პრემიერობის დროს, საფრანგეთის პრეზიდენტი ოლანდი იყო ჩამოსული ვიზიტით და მაშინ გადაწყდა. მაშინ თხოვნით მოგვმართეს, რომ ჩვენ გაგვეზარდა ჩვენი სამხედროები, იქაც მივიღეთ მონაწილეობა, ღირსეულად, ბოლომდე. გამოვიყვანეთ იმიტომ რომ ყველამ დატოვა, მთელი ევროპა გავიდა თითქმის. ამიტომ, მეგობრებო, რა მინდა გითხრათ, რომ ფრენებთან დაკავშირებით არავითარი კითხვა არ არსებობს, ჩვენ ვუთხარით, რომ არ დავუშვებთ სანქცირებულ თვითმფრინავებს, არ დავუშვებთ სანქცირებულ კომპანიებს. რამდენიმე დღის წინ დადასტურდა, რომ კითხვები არ აქვთ ამ ადამიანებს. ჩვენ სუფთად ვმუშაობთ, გამჭვირვალედ და არავითარ კითხვებს არ ვტოვებთ. 2019 წელს, თქვენ კარგად ახსენეთ, როცა შეზღუდა და გააჩერა ფრენები რუსეთმა ცალმხრივად, მაშინ ბევრი ამბობდა რომ, მოუწოდებდა რუსეთს რომ მოეხსნა ეს შეზღუდვა. ხომ გახსოვთ კარგად? ამის თაობაზე იყო საუბრები, მათ შორის ევროპიდან და სხვა ელჩებისგანაც“, - განაცხადა პრემიერმა.
ყველა სიახლე
02 აპრილი 2026, 17:13
რეგიონი
კახეთის რეგიონში საგანმანათლებლო, საგზაო და სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტები აქტიურად მიმდინარეობს
ინფრასტრუქტურის სამინისტრო აგრძელებს რეგიონებში ისეთი პროექტების განხორციელებას, რომლებიც ერთდროულად აუმჯობესებს განათლების, გადაადგილებისა და ცხოვრების ხარისხს.
02 აპრილი 2026, 17:11
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: სლოვაკურმა მხარემ იმედი გამოთქვა, რომ უფრო და უფრო მეტი ქვეყანა გააგრძელებს პრაგმატულ პოლიტიკას საქართველოსთან, რაც საბოლოო ჯამში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებით დამთავრდება
„ყველა ეს თემა მნიშვნელოვანია, როგორც ორმხრივი ურთიერთობების განსავითარებლად, ასევე ეს ყველაფერი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ჭრილში უნდა დავინახოთ. სლოვაკური მხარე დაგვპირდა, რომ ისინი კვლავ იქნებიან ჩვენი ინტერესების დამცველები ევროკავშირში და იმედი გამოთქვეს, რომ უფრო და უფრო მეტი ქვეყანა გააგრძელებს პრაგმატულ პოლიტიკას საქართველოსთან, რაც საბოლოო ჯამში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებით დამთავრდება“, - აცხადებს სამხარაძე.
02 აპრილი 2026, 17:06
მსოფლიო
მაკრონი: ჰორმუზის სრუტის ძალით გახსნა არარეალისტურია
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა არარეალისტური უწოდა იდეას ჰორმუზის სრუტეში სამხედრო ოპერაციის ჩატარებისა და მისი ძალით გახსნის შესახებ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 16:48
პოლიტიკა
ლაშა ავალიანი: ყველა წაყვანილი ძაღლი, ეტაპობრივად დაბრუნდება იმავე ტერიტორიაზე, გუშინ 57 ძაღლიდან უკვე დაბრუნდა 28, რომელთაც არ დასჭირდა სტერილიზაცია კასტრაცია და მხოლოდ ვაქცინაცია ჩაუტარდათ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ მიუსაფარი და პატრონიანი ცხოველების მართვის მასშტაბურ პროგრამაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადგილზე გასულ ჯგუფებს დახვდებათ პოტენციურად დაინტერესებული პირი, მოხდება შეფასება ცხოველების და ამ პროცესში ჩაერთვებიან ვეტერინარები, რაც აქამდე არ იყო შესაძლებელი, მცირე რესურსიდან გამომდინარე.
02 აპრილი 2026, 16:44
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს
ცოტნე ანანიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ მის კანდიდატურას, 2 აპრილის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, ფარული კენჭისყრით, უმაღლესი საბჭოს 12-მა წევრმა დაუჭირა მხარი. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელს, არჩილ სამნიძეს.
02 აპრილი 2026, 16:43
ეკონომიკა
სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის პირველი კვარტლის გეგმა 170%-ით შესრულდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლის პირველი კვარტლის საპრივატიზებო გეგმა 170%-ით, გადაჭარბებით შეასრულა. აქტიური პრივატიზაციის შედეგად, სააგენტომ სახელმწიფო ბიუჯეტში პირველი კვარტლის გეგმით გათვალისწინებული 31 მილიონი ლარის ნაცვლად 52 781 870 ლარი გადარიცხა. ინფორმაციას სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 16:40
საზოგადოება
ეროვნულმა არქივმა დოკუმენტების დიგიტალიზაციის პროექტი ციფრული ჰუმანიტარიის მკვლევრებს წარუდგინა
მაქს ვებერის ფონდის თბილისის ოფისის (Max Weber Stiftung) საგაზაფხულო სკოლის ფარგლებში საქართველოს ეროვნულმა არქივმა სპეციალურ სამუშაო სესიას უმასპინძლა.
02 აპრილი 2026, 16:39
მსოფლიო
POLITICO: ტრამპის განრისხება ნატოზე მოკავშირეებს მის წინააღმდეგ აერთიანებს
გამოცემა POLITICO-ს ინფორმაციით, ევროპაში ნატოდან აშშ-ის გასვლის შესაძლო სცენარებზე მსჯელობენ და ემზადებიან იმისთვის, თუ როგორ გააგრძელონ ცხოვრება ვაშინგტონის გარეშე.
02 აპრილი 2026, 16:22
მსოფლიო
მაკრონმა ტრამპის გამონათქვამს მის მეუღლესთან დაკავშირებით არაელეგანტური და არაღირსეული უწოდა
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გამონათქვამს მის მეუღლესთან დაკავშირებით არაელეგანტური და არაღირსეული უწოდა.
02 აპრილი 2026, 16:05
პოლიტიკა
ზაზა ლომინაძე: მინდა აუტისტური სპექტრის თითოეულ ბავშვს ჯანმრთელობა ვუსურვო და მათ ოჯახებს - სულიერი სიმტკიცე
2007 წლის 18 დეკემბერს მიღებული რეზოლუციით, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღედ გამოაცხადა. ინიციატივას ერთხმად შეუერთდა მსოფლიოს ყველა ქვეყანა, მათ შორის, საქართველო.
02 აპრილი 2026, 15:57
საზოგადოება
წყნეთში დევნილთა პოლიკლინიკის ახალი შენობა აშენდება
აფხაზეთის მთავრობის გადაწყვეტილებით „სამედიცინო ცენტრი აფხაზეთის“ წყნეთის ფილიალის ახალი შენობის მშენებლობა იწყება, - ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 15:55
რეგიონი
აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი ზამურ ჭითანავა საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო დღის ცენტრ „განთიადის“ ბენეფიციარებს ესტუმრა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ დღესთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, ზამურ ჭითანავა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ბოლნისის საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო დღის ცენტრ „განთიადის“ ბენეფიციარებს ესტუმრა და ტკბილეული გადასცა.
02 აპრილი 2026, 15:45
საზოგადოება
დღეს არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ და მის ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს
დღეს არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა, მას 43 წელი შეუსრულდებოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ, რუსული საოკუპაციო რეჟიმის მიერ წამებით მოკლული არჩილ ტატუნაშვილის დედას და ოჯახის წევრებს თანაგრძნობა გამოუცხადეს და მის ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს. ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 15:35
მსოფლიო
მოლდოვის პარლამენტმა ქვეყნის დსთ-დან გასვლას დაუჭირა მხარი
მოლდოვამ დსთ-დან გასვლის პროცესი იანვარში დაიწყო. ეს გადაწყვეტილება უკვე მოიწონა ქვეყნის მთავრობამ. ახლა კანონპროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტ მაია სანდუს გადაეცემა. მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხაი პოპშოიმ მანამდე დააზუსტა, რომ კიშინიოვი არ აპირებს უარი თქვას დსთ-სთან დაკავშირებულ ყველა შეთანხმებაზე: ის ხელშეკრულებები, რომლებსაც ეკონომიკური სარგებელი მოაქვთ ან პრაქტიკული მნიშვნელობა აქვთ მოქალაქეებისთვის, ძალაში დარჩება, თუ ისინი ქვეყნის ევროპულ კურსს არ ეწინააღმდეგება.
02 აპრილი 2026, 15:30
საზოგადოება
აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბექა მიქაუტაძე ბავშვთა და მოზარდთა ცენტრ „პროსპეროს“ ესტუმრა
თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე კომისიის წევრ ოთარ ჩრდილელთან, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროს გელა ჩივიაშვილთან და ზედა ვაკის მაჟორიტარ წევრთან საკრებულოში ბექა გელენავასთან ერთად აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შპს ბავშვთა და მოზარდთა განვითარების, რეაბილიტაციისა და აბილიტაციის ცენტრ „პროსპეროს‘‘ ესტუმრა. ინფორმაციას საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 15:08
მსოფლიო
სახელმწიფო დეპარტამენტი: შეერთებულ შტატებს არ სურს, რომ ევროპა მსოფლიო ეკონომიკის ან ისტორიის პერიფერიაზე აღმოჩნდეს
აშშ-ს არ სურს, რომ ევროპა მსოფლიო ეკონომიკის ან ისტორიის პერიფერიაზე აღმოჩნდეს, - განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯეიკობ ჰელბერგმა.
02 აპრილი 2026, 15:07
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტს სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ სამუშაო სადილზე უმასპინძლა
საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილსა და თანმხლებ დელეგაციას სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ, რიხარდ რაშიმ სამუშაო სადილზე უმასპინძლა.
02 აპრილი 2026, 15:07
პოლიტიკა
ისკო დასენი მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის წევრი, მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ისკო დასენი და ჯგუფის წევრები - მარიამ ლაშხი და გია ბენაშვილი მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდნენ.
02 აპრილი 2026, 15:05
თავდაცვა
არჩილ ტატუნაშვილს 43 წელი შეუსრულდებოდა
არჩილ ტატუნაშვილს 43 წელი შეუსრულდებოდა. მის დაბადების დღესთან დაკავშირებით, თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტი, მთავარი სერჟანტი გიორგი გოგოჭური და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 15:03
საზოგადოება
ბაია კვიციანმა აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით მშობლებთან შეხვედრა გამართა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით მშობლებთან შეხვედრა გამართა, - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.


