სოზარ სუბარი: საქართველო არ გახდება ფრონტის მხარე და არ ჩაერთვება ამ ომში. სწორედ ამიტომაც არის ასეთ გაღიზიანებული ბატონი მაკფოლი და სწორედ ამიტომ ამბობს ისეთ რამეებს, რასაც რეალობასთან არაფერი აქვს საერთო
სოზარ სუბარი
ფოტო: „ხალხის ძალა“
რა მიაჩნია დემოკრატიის მაგალითად? ის, რომ მაგალითად, სპეცრაზმით ხდებოდა ტელევიზიაში შეჭრა და დარბევა, ჟურნალისტების და იქ მყოფი პარლამენტის წევრების ცემა, შემდეგ ამ ტელევიზიის მესაკუთრისთვის წართმევა და სხვისთვის გადაცემა - ეს არის დემოკრატია? თუ ის იყო დემოკრატია, ადამიანებს ქუჩაში რომ ხვრეტდნენ, შემდეგ ქვებს აბამდნენ და ზღვაში ისე ძრავდნენ? ხოლო ის ადამიანი, რომელიც ამას სჩადიოდა, ნაციონალურ მოძრაობას გმირად ჰყავს გამოცხადებული, - ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩის, მაიკლ მაკფოლის „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუს, სადაც მაკფოლი ამბობს, რომ საქართველო წინა ხელისუფლების დროს იყო დემოკრატიის მაგალითი, ხოლო ახლა ამ მხრივ უკუსვლაზე საუბრობს.
სოზარ სუბარის თქმით, გაუგებარია, რა იყო საქართველოს წინა ხელისუფლების დროს მაკფოლისთვის დემოკრატიის მაგალითი, როდესაც იმ დროს ადამიანის უფლებების დარღვევას სისტემური ხასიათი ჰქონდა.
„ის არის გლობალური ომის პარტიის კლასიკური წარმომადგენელი და ამ ომის პარტიის მიზანი არის, საქართველო რამენაირად ჩართონ ომში და საქართველოში გაიხსნას მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ. მაკფოლის ინტერვიუში მკაფიოდ გამოჩნდა ეს სურვილიც და ის იმედგაცრუებაც, რაც ომის პარტიას აქვს საქართველოს ხელისუფლების ძალიან მტკიცე პოზიციის გამო - რომ საქართველო არ გახდება ფრონტის მხარე და არ ჩაერთვება ამ ომში. სწორედ ამიტომაც არის ასეთ გაღიზიანებული ბატონი მაკფოლი და სწორედ ამიტომ ამბობს ისეთ რამეებს, რასაც რეალობასთან არაფერი აქვს საერთო.
მაგალითად, როდესაც ის ამბობს, რომ თითქოს საქართველო იყო დემოკრატიის შუქურა და დღეს აღარ არის მისაბაძი მაგალითი ამ რეგიონში, ძალიან მკაფიოდ და მარტივად დავუსვათ მას კითხვა - რა მიაჩნია დემოკრატიის მაგალითად? ის, რომ მაგალითად, სპეცრაზმით ხდებოდა ტელევიზიაში შეჭრა და დარბევა, ჟურნალისტების და იქ მყოფი პარლამენტის წევრების ცემა, შემდეგ ამ ტელევიზიის მესაკუთრისთვის წართმევა და სხვისთვის გადაცემა - ეს არის დემოკრატია? თუ ის იყო დემოკრატია, ადამიანებს ქუჩაში რომ ხვრეტდნენ, შემდეგ ქვებს აბამდნენ და ზღვაში ისე ძრავდნენ? ხოლო ის ადამიანი, რომელიც ამას სჩადიოდა, ნაციონალურ მოძრაობას გმირად ჰყავს გამოცხადებული. ან იქნებ ის არის დემოკრატიის მაგალითი, ადამიანებს რომ აწამებდნენ, იყო ჩვეულებრივ ყოველდღიურ პრაქტიკად გადაქცეული, როგორც ციხეებში, ისე - პოლიციის წინასწარი დაკავების საკნებში, ასევე, ტყეში. ყველას გვახსოვს, პოლიციელები როგორ აწამებდნენ და აუპატიურებდნენ ადამიანებს - ე.წ. კასრების საქმე.
ან იქნებ დემოკრატიის მაგალითი არის საკუთრების წართმევა მფლობელებისთვის, ადამიანების დაბარება, ღამის ნოტარიუსები და საკუთრებების გადაფორმება ნაციონალური მოძრაობის წევრებზე, ან სახელმწიფოზე? ეს ყველაფერი აღარ განმეორდება საქართველოში. ამ ყველაფერს პატიობდნენ იმ ხელისუფლებას იმიტომ, რომ ეს იყო ჩვეულებრივი აგენტურა და ასრულებდნენ ნებისმიერ დავალებას, ხოლო დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც მსგავს დაკვეთებს არ შეასრულებს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
მან ასევე ისაუბრა უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის მიერ საქართველოს ელჩისთვის მიცემული 48-საათიანი ვადის შესახებ, რათა ელჩმა უკრაინა დატოვოს. სუბარის თქმით, უკრაინის პრეზიდენტს სურდა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა და ვინაიდან საქართველოს ხელისუფლების გონივრული პოლიტიკის შედეგად, ამას ვერ მიაღწია, ახლა არის გამწარებული და ასე იყრის ჯავრს საქართველოზე.
„ძალიან სიმპტომატური იყო სააკაშვილთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის, ზელენსკის გამოხმაურება. მან ძალიან არამეგობრული და პირდაპირ ვიტყვი, მტრული ნაბიჯი გადადგა საქართველოს მიმართ, ჯერ მაშინ, როდესაც გაიწვია უკრაინის ელჩი საქართველოდან და შემდეგ დღეს, როდესაც საქართველოს ელჩს მისცა 48-საათიანი ვადა, რომ დაეტოვებინა უკრაინა და გამოუშვა საქართველოში. თუ მათ აქვთ იმედი, რომ ამით მოახდენენ ზეწოლას საქართველოს ხელისუფლებაზე და სააკაშვილს გაათავისუფლებენ, ეს არ მოხდება, რადგან ყველა დამნაშავემ უნდა აგოს პასუხი და სააკაშვილი არის უდიდესი დამნაშავე ქართველი ერის და ქართული სახელმწიფოს წინაშე და ის აგებს კიდევაც პასუხს და ვერანაირად ვერ მოხდება საქართველოს ჩართვა ომში, რაც არის ამ ომის პარტიის მთავარი მიზანი.
ზელენსკიც არის ამ ომის პარტიის ერთ-ერთი წარმომადგენელი და მისი იდეების გამხმოვანებელი საქართველოსთან მიმართებაში. ეს გამოჩნდა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მან საქართველოდან გაიწვია ელჩი და პირდაპირ თქვა, რომ ამ გაწვევის მიზეზი იყო ელჩის მიერ მოვალეობის ვერ შესრულება, კერძოდ, მან ვერ მოახერხა, საქართველოში დამჯდარიყო თვითმფრინავი, რომელიც მოხალისეებს წაიყვანდა საქართველოდან უკრაინაში საომრად. ეს პირდაპირ იქნებოდა ომში ჩართვის ტოლფასი. ეს ძალიან კარგად იცოდა ზელენსკიმ და სუსტად ამიტომ უნდოდა, საქართველოში დამჯდარიყო ეს თვითმფრინავი, თორემ მოხალისეებს რომ საქართველოდან უკრაინაში ჩასვლა, ან დედამიწის ნებისმიერ წერტილში წასვლა არ უჭირდათ და ეს ადვილად არის შესაძლებელი, ეს ყველამ ძალიან კარგად იცის. ეს რომ არ გავაკეთეთ, ამას არ პატიობენ საქართველოს და მის ხელისუფლებას ომის პარტიის წარმომადგენლები.
ასევე, კრიმინალი სააკაშვილის საქართველოში შემოპარება რომ იყო კარგად დაგეგმილი სპეცოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ და ამ სპეცოპერაციის შესახებ ძალიან კარგად იცოდნენ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა. ეს გამოჩნდა იმითიც, რომ უშუალოდ ვინც იყო სააკაშვილის შემოპარებაში ჩართული, უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსანი, გია ლორთქიფანიძე (რომელიც მანამდე იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე), და ეს ადამიანი არათუ დასაჯეს, არამედ პირიქით, ამის შემდეგ ძალიან დიდი თანამდებობა მისცეს უკრაინის სპეცსამსახურებში. ეს გეგმა რომ ჩაუვარდათ რომ ჩაუვარდათ, ამის გამო არიან გამწარებულები და ანთხევენ ბოღმას საქართველოზე“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.
ყველა სიახლე
31 აგვისტო 2026, 15:01
პოლიტიკა
სოსო შატბერაშვილი: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, ჩატარდეს რეფერენდუმი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანშეწონილობის შესახებ, დარწმუნებული ვართ, ისლანდიელების მსგავსად, ქართველი ხალხიც უარს განაცხადებს ამ კავშირში ყოფნაზე
„მემარცხენე ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, სოსო შატბერაშვილი, საქართველოს ხელისუფლებისგან ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით, რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს.
31 აგვისტო 2026, 14:54
მსოფლიო
დონალდ ტრამპ უმცროსის მტკიცებით, მემარცხენე აქტივისტები ცდილობენ ტრანსგენდერული და „ვოუქ“ იდეოლოგიის წინააღმდეგ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძოლას შეეწინააღმდეგონ
დონალდ ტრამპი უმცროსი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ მემარცხენე აქტივისტები ცდილობენ ტრანსგენდერული და „ვოუქ“ იდეოლოგიის წინააღმდეგ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძოლას შეეწინააღმდეგონ.
31 აგვისტო 2026, 14:42
საზოგადოება
თბილისი Google-ის ყველაზე პოპულარულ მიმართულებებს შორის მოხვდა
Google-ის საძიებო სისტემაში, საერთაშორისო მოგზაურთა გამოკითხვებისა და ძიების შედეგების მიხედვით, საქართველოს დედაქალაქი 2026 წლის მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებების სათავეშია, - ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
31 აგვისტო 2026, 14:40
რეგიონი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია სტუდენტების დაფინანსებას განაგრძობს - განაცხადების მიღება 15 სექტემბრამდე გაგრძელდება
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ახალგაზრდების მხარდაჭერასა და განათლების ხელშეწყობას აქტიურად განაგრძობს.
31 აგვისტო 2026, 14:38
ეკონომიკა
ვახტანგ ცინცაძე: საქართველო ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით გლობალურად ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა - ჩვენი ამოცანაა, რომ ლიდერობა მომდევნო წლებშიც შევინარჩუნოთ
ეკონომიკური ზრდა არის საკმაოდ დივერსიფიცირებული და მასში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა დამამუშავებელმა მრეწველობამ, ინფორმაციისა და კომუნიკაციების, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ენერგეტიკის და სხვა სექტორებმა, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ვახტანგ ცინცაძე.
31 აგვისტო 2026, 14:32
მსოფლიო
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ისლანდიის გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ ევროკავშირი უფრო მიმზიდველი უნდა გახდეს
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა სინანული გამოთქვა ისლანდიელების გადაწყვეტილების გამო, უარი ეთქვათ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე. ინფორმაციას გამოცემა dpa ავრცელებს.
31 აგვისტო 2026, 14:30
სამართალი
საგარეჯოში მოსამართლემ მოქალაქე გიორგი ქურთიაშვილი სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ხუთასი ლარით დააჯარიმა
საგარეჯოში, მოსამართლემ მოქალაქე გიორგი ქურთიაშვილი სამართალდამრღვევად ცნო და ხუთასი ლარით დააჯარიმა. მან სიტყვიერი შეურაცხყოფა აღიარა.
31 აგვისტო 2026, 14:29
სამართალი
დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებული ქალის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
გამოძიების თანახმად, მათ ნარკოტიკული საშუალება მოიხმარეს, რის შემდეგაც ორივე მათგანი შეუძლოდ გახდა. მათივე ცნობით, დაკავებულმა ქალმა კრიტიკულად მძიმე და სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი ბუავა მიატოვა, საცხოვრებელი ბინის კარი გარედან ჩაკეტა და შემთხვევის ადგილიდან წავიდა. გამოძიება ასევე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე - თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაც.
31 აგვისტო 2026, 14:27
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი ისლანდიის რეფერენდუმზე: ეს კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ ევროკავშირში გარკვეული ინსტიტუციური და იდეოლოგიური კრიზისია
ეს კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ ევროკავშირში გარკვეული ინსტიტუციური და იდეოლოგიური კრიზისია, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმზე.
31 აგვისტო 2026, 14:26
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: არასოდეს უნდა დავივიწყოთ ამ ქვეყანაში, როგორი მავნებლური ვითომ ოპოზიციური პარტიების, ვითომ „ენჯეოების“ და ვითომ ლიბერალური აქტივისტების ქსელი მოქმედებს. ამ ადამიანებს შეუძლიათ, არაფრისგან შექმნან ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა
არასოდეს უნდა დავივიწყოთ ამ ქვეყანაში, როგორი მავნებლური ვითომ ოპოზიციური პარტიების, ვითომ „ენჯეოების“ და ვითომ ლიბერალური აქტივისტების ქსელი მოქმედებს. ამ ადამიანებს შეუძლიათ არაფრისგან შექმნან ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის პოსტს.
31 აგვისტო 2026, 14:18
საზოგადოება
ჯაბა სამუშია: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც არის გარკვეულ მიმართულებებზე ადგილები. შესაბამისად, ჩვენს აბიტურიენტებს შეეძლებათ სწავლა გააგრძელონ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
მეორად ჩარიცხვებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ინიციატივას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია გამოეხმაურა.
31 აგვისტო 2026, 13:59
მსოფლიო
ფინეთის პრეზიდენტი: ჩინეთი რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენების საშუალებას არ მისცემს
ჩინეთმა ფინეთს დაუდასტურა, რომ რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენების უფლებას არ მისცემს, - განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა.
31 აგვისტო 2026, 13:48
საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტო: 1-2 სექტემბერს ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი ინტენსივობის წვიმა, რამაც შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, მთიან ზონებში კი მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს
1-2 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი ინტენსივობის წვიმა. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
31 აგვისტო 2026, 13:34
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე ოპოზიციის აქტივისტის თეონა ბაღდავაძის განცხადებაზე: გიორგი ზერეკიძის ადამიანურ, ოჯახურ ტრაგედიაზე ქილიკი, ყოველგვარ ქართულობას და ევროპულობას აცდენილია
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე ოპოზიციის აქტივისტის, თეონა ბაღდავაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ყოფილ პოლიტპატიმარს გიორგი ზერეკიძეს დასცინა და თქვა, „ზერეკიძის კალბასს ვეძახი იმ ბავშვს, რომელსაც ცირკის მაიმუნივით დააგრიალებენ წინ და უკან, მამამისის ისტორიებს რომ ჰყვება“.
31 აგვისტო 2026, 13:26
პოლიტიკა
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივები და საორგანიზაციო საკითხები განიხილეს
საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, 1 სექტემბერს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება. საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომების დაწყებამდე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელზედაც ახალ საკანონმდებლო ინიციატივებსა და საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს.
31 აგვისტო 2026, 13:24
მსოფლიო
Google Maps-მა ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ ამერიკელი მომხმარებლებისთვის ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და მას ამერიკის ტბა დაარქვა
Google Maps-მა ამერიკელი მომხმარებლებისთვის ონტარიოს ტბის სახელწოდება ამერიკის ტბით შეცვალა და ამით აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანების მოთხოვნები შეასრულა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
31 აგვისტო 2026, 13:05
რეგიონი
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი უცხოელი ინფლუენსერებისა და ფოტოგრაფების რეგიონში მოწვევას აგრძელებს
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი უცხოელი ინფლუენსერებისა და ფოტოგრაფების რეგიონში მოწვევას აგრძელებს
31 აგვისტო 2026, 13:03
საზოგადოება
„ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ! გმადლობთ სოლიდარობისა და საიმედო მხარდაჭერისთვის“ - უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გივი მიქანაძეს ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის
უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ანდრი ბუტენკო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძეს ოფიციალური წერილით მიმართავს, სადაც მადლობას უხდის ურყევი მხარდაჭერისთვის. ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
31 აგვისტო 2026, 12:44
მსოფლიო
„შეძლებს თუ არა ფონ დერ ლაიენი კონტინენტის ეკონომიკური დაღმასვლის შეჩერებას" - POLITICO იმ საკითხებს ასახელებს, რომლებიც ევროკომისიის პრეზიდენტის პოლიტიკურ მემკვიდრეობას განსაზღვრავს
POLITICO-ს ცნობით, ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს მეორე ვადის დასრულებამდე სამი წელი რჩება. ამ პერიოდში მან ევროპული ინდუსტრია უნდა გააძლიეროს, ევროკავშირის წესები დაიცვას, უსაფრთხოება გააძლიეროს, უკრაინას მხარდაჭერა გაუწიოს, ბლოკი გააფართოოს და ამ ყველაფრის დაფინანსებაც უზრუნველყოს.
31 აგვისტო 2026, 12:36
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლომ შეურაცხყოფის მიყენების გამო მოქალაქეს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, თბილისის საქალაქო სასამართლომ კიდევ ერთი საქმე განიხილა.


