შალვა პაპუაშვილი: 30 წლის წინ გერმანიამ გადამწყვეტი როლი ითამაშა საერთაშორისო თანამეგობრობაში საქართველოს სრულუფლებიან წევრად დამკვიდრებაში. 30 წლის შემდეგ, გერმანიას კვლავ შეუძლია ისტორიული მისიის შესრულება
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
დღეს, საქართველო კვლავ ისტორიულ პროცესში იმყოფება. 30 წლის წინ გერმანიამ გადამწყვეტი როლი ითამაშა საერთაშორისო თანამეგობრობაში საქართველოს სრულუფლებიან წევრად დამკვიდრების საქმეში. 30 წლის შემდეგ, გერმანიას კვლავ შეუძლია ისტორიული მისიის შესრულება და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის საქართველოსთვის მინიჭებით, ჩვენს ქვეყანაში მშვიდობისა და კეთილდღეობის განმტკიცება. იმედი გვაქვს, რომ გერმანია იქნება ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის მხარდაჭერის პროცესის ლიდერი,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
ის, გერმანიის პარლამენტის პრეზიდენტს, ბერბელ ბასს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი ორი ქვეყნის პარლამენტების თავმჯდომარეებმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთეს.
შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა გერმანიის გამორჩეულ როლს ჩვენი ქვეყნის ინსტიტუციურ და სოციალურ-ეკონომიკურ გარდაქმნაში.
მისი თქმით, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან გერმანიის მხარდაჭერამ კონკრეტული შედეგები მოიტანა და დღეს საქართველო არის სახელმწიფო, რომელმაც უზარმაზარ პროგრესს მიაღწია დემოკრატიული ინსტიტუტების და საზოგადოების მშენებლობაში. მან ასევე მადლობა გადაუხადა გერმანიას და გერმანელ ხალხს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.
„მოხარულები ვართ, რომ ბოლო პერიოდში გვაქვს ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური დიალოგის გაღრმავების აქტიური დინამიკა. გასული წლის დეკემბერში, გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტის მოწვევით, მე თავად ვიყავი გერმანიაში ვიზიტად; 2023 წლის მარტში გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრი ანალენა ბერბოკი გვსტუმრობდა თბილისში; ერთი თვის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბერლინში ჰქონდა დიალოგი გერმანიის კანცლერთან; დღეს კი საქართველოს პარლამენტში გვაქვს ბუნდესტაგის პრეზიდენტის მასპინძლობის პატივი. უმაღლესი დონის ეს ურთიერთშეხვედრები და ვიზიტები არც არის გასაკვირი - იგი ასახავს იმ მჭიდრო ხალხთაშორის ურთიერთობებს, ასევე, თანამშრომლობას კულტურის, ეკონომიკის, თავდაცვის, განათლების, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, მეცნიერების და სხვა სფეროებში, რომელიც საუკუნეების მანძილზე ამდიდრებდა და განამტკიცებდა ჩვენს მეგობრობას და პარტნიორობას“,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ბუნდესტაგის პრეზიდენტს საქართველოში ვიზიტისთვის და იმედი გამოთქვა, რომ მისი ვიზიტი საქართველოსა და გერმანიას შორის პარტნიორობის ახალი ეტაპის დასაწყისი იქნება.
„გერმანიასა და საქართველოს შორის კავშირები დგას დემოკრატიის და მშვიდობის საერთო ღირებულებებზე. გერმანიას და საქართველოს შორის კავშირები ასევე საერთო მიზნებსა და ინტერესებს ემსახურება.
ქართველი და გერმანელი ჯარისკაცები ავღანეთის მაზარ-ი-შარიფის ბაზაზე წლების მანძილზე ერთმანეთს მხარს უმაგრებდნენ და იბრძოდნენ ამ ფასეულობებისა და ინტერესებისთვის, ევროპის მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის, გერმანიის და საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობისთვის. მადლობას ვუხდი ბუნდესტაგის პრეზიდენტს ჩამობრძანებისთვის. დარწმუნებული ვარ, საქართველოში მისი ვიზიტი საქართველოსა და გერმანიას შორის პარტნიორობის ახალი ეტაპის დასაწყისი იქნება“,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ბუნდესტაგის პრეზიდენტმა ორი ქვეყნის მჭიდრო თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის საპარლამენტო დონეზე. ბერბელ ბასმა საქართველოს ევროპული მომავლისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
„გასულ წელს საქართველომ ევროკავშირისგან მიიღო ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა. ეს არის ძალიან ნათელი პერსპექტივა საქართველოსთვის და ჩემთვის პირადად ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავია, რომ საქართველოს მოსახლეობა თავს ევროპელად თვლის. საქართველოს ვამხნევებ, რომ გააგრძელოს და განახორციელოს ეს რეფორმები და გერმანიის სახელით ვამბობ, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზაზე“,-განაცხადა ბერბელ ბასმა.
ყველა სიახლე
09 აგვისტო 2026, 10:48
სამართალი
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 3 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, 3 პირი დააკავეს, მათ შორის, 2 არასრულწლოვანია.
09 აგვისტო 2026, 10:43
სამართალი
სამართალდამცველებმა თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
სამართალდამცველების მიერ ბრალდებულების პირადი, ავტომანქანისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, მათ შორი: 2 ავტომატი, 3 პისტოლეტი, 6 მჭიდი, მაყუჩი და 41 ვაზნა.
09 აგვისტო 2026, 10:41
სამართალი
იმერეთის პოლიციამ ქუთაისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ყაჩაღობის ბრალდებით, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
09 აგვისტო 2026, 10:31
პოლიტიკა
სებ: აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) მიერ სანქცირებული პირი არ წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულირებულ სუბიექტს
„ამასთან, ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ვირტუალური აქტივის სერვისის პროვაიდერების მარეგულირებელი ჩარჩო შესაბამისობაშია ფულის გათეთრების წინააღმდეგ მებრძოლი სპეციალურ ქმედებათა საერთაშორისო ჯგუფის (FATF) სტანდარტებსა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან, რასაც ადასტურებს ევროპის საბჭოს ექსპერტთა კომიტეტის (Moneyval) 2024 წლის შეფასება. შეფასების თანახმად, მე-15 რეკომენდაციასთან მიმართებით (რომელიც ითვალისწინებს ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მოთხოვნებთან შესაბამისობას და ვირტუალური აქტივების პროვაიდერების (VASP) საქმიანობის რეგულირებას) საქართველოს რეიტინგი შეადგენს "მნიშვნელოვნად შესაბამისს" (largely compliant). აღნიშნულ რეკომენდაციასთან მიმართებით ანალოგიური შეფასება აქვს მაგალითად, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს“,- აღნიშნულია განცხადებაში.
09 აგვისტო 2026, 10:30
თავდაცვა
კოჯორში პროექტის - „ჯარის ბანაკი“ დახურვის ცერემონია გაიმართა
კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის სამხედრო ბაზაზე პროექტის - „ჯარის ბანაკი – დაუვიწყარი თავგადასავლებისთვის“ დახურვის ცერემონია გაიმართა.
09 აგვისტო 2026, 10:24
მსოფლიო
გერმანიის შს მინისტრი: ჩვენ არ ვართ ომის მდგომარეობაში, თუმცა ყოველდღიურად ვხდებით ჰიბრიდული ომის სამიზნე
„ჩვენ არ ვართ ომის მდგომარეობაში, თუმცა ყოველდღიურად ვხდებით ჰიბრიდული ომის სამიზნე. ჯაშუშობა, დივერსიები, კიბერთავდასხმები თუ საგარეო ძალების ფარული ოპერაციები, რომლებიც გერმანიის დესტაბილიზაციას ან პირდაპირი ზიანის მიყენებას ისახავს მიზნად - ეს მუდმივი რეალობაა“, - განაცხადა მინისტრმა.
09 აგვისტო 2026, 01:04
პოლიტიკა
ლაშა ქოიავა 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებზე: კეზერაშვილმა სამხედრო თათბირზე მოიტანა სააკაშვილის სურვილები და ამ სურვილებს იცავდა. ის არ იცავდა სამხედროების პოზიციებს, რადგან სამხედრო გეგმით ცხინვალში შესვლა საერთოდ დაგეგმილი არ იყო
„დილის 5 საათზე უნდა ვყოფილიყავი მინისტრის თათბირზე, ეს იყო 7 აგვისტო. თათბირს ესწრებოდა ბევრი პოლიტიკური თანამდებობის პირი, მახოსოვს კეზერაშვილი, ადეიშვილი, მერაბიშვილი. იქ, სადაც ეს თათბირი ტარდებოდა, კეზერაშვილსაც არაფერი ესაქმებოდა, რადგან ეს იყო უშუალოდ საბრძოლო მოქმედებაზე გასვლის თათბირი. იქ უნდა ყოფილიყო სააკაშვილი და სამხედროები“.
09 აგვისტო 2026, 00:09
პოლიტიკა
ლაშა ქოიავა: 2008 წელს, იმის მიუხედავად რომ ჯარი ძალიან კარგად იყო ჩაცმულ-დახურული, კარგადაც იკვებებოდა, ჯარი იყო სავალალო მდგომარეობაში - რეფორმები, რომელიც ოქრუაშვილმა ჩაატარა, მიმართული იყო ჯარის დემორალიზაციაზე და ჯარისკაცის დაკნინებაზე
„ერთი ბრძანებით ჯარიდან გაშვებული იყო რამდენიმე ათასი ადამიანი, იმის გამო, რომ ისინი იყვნენ ვეტერანები. ჯერ ეს ბარამიძეს ჰქონდა დაბარებული და ბარამიძემ დაავალა ელენე ხოშტარიას, რომ ჯარიდან სამხედროები უნდა გაეყარა. მერე მოვიდა ოქრუაშვილი და ერთი ბრძანებით გაუშვა რამდენიმე ათასი ადამიანი, რამაც რასაკვირველია ჯარის მორალურ მდგომარეობაზე ცუდი შედეგი გამოიღო“, - აღნიშნა ქოიავამ.
08 აგვისტო 2026, 21:55
ეკონომიკა
საკრედიტო სარეიტინგო სააგენტომ საქართველოს პოზიცია გააუმჯობესა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველოს მონაცემები საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings- მა გააუმჯობესა. სტაბილურიდან პოზიტიურად შეცვლილი პერსპექტივა საფინანსო სექტორის განმარტებით შენარჩუნებულ მდგრად ეკონომიკურ ზრდას ნიშნავს.
08 აგვისტო 2026, 21:37
პოლიტიკა
ე.წ. ანტირუსული კამპანიის სათავეში და პარალელურად უძრავი ქონების გასხვისება რუსეთის მოქალაქეებზე. - „ფორმულას“ დირექტორის ორმაგი სტანდარტი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ე.წ. ანტირუსული კამპანიის სათავეში და, პარალელურად, უძრავი ქონების გასხვისება რუსეთის მოქალაქეებზე. „ფორმულას“ დირექტორმა, მიშა მშვილდაძემ „ქრონიკის“ ზარებს ამ დრომდე არ უპასუხა.
08 აგვისტო 2026, 21:29
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე: აგვისტოს ომიდან 18 წლის თავზე, სეპარატისტებიდან ოფიციალურად მხარდაჭერილი ოპოზიცია გვყავს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, გიორგი ბარამიძის განცხადების გამო მის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყების გამოხმაურებას აფასებს და ოპოზიციას სეპარატისტებისგან ოფიციალურად მხარდაჭერილს უწოდებს.
08 აგვისტო 2026, 21:26
საზოგადოება
სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 9-11 აგვისტოს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან – ძლიერი
სინოპტიკოსების ცნობით, 9 აგვისტოს სანაპირო რაიონებში, აჭარა-გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების მთიან ზონაში, ხოლო 10-11 აგვისტოს კახეთის, ქვემო ქართლის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში მოსალოდნელია ზოგან ძლიერი ინტენსივობის წვიმა.
08 აგვისტო 2026, 21:09
რეგიონი
ზურაბ პატარაძემ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
,,ძალიან მძიმე დღეა თითოეული ჩვენგანისთვის და სრულიად საქართველოსთვის. 18 წელი გავიდა 2008 წლის 8 აგვისტოს შემდეგ, თუმცა დიდი ტკივილი არ ნელდება. დღეს, კიდევ ერთხელ პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს, ადამიანებს, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ყველაზე ძვირფასი - სიცოცხლე გაიღეს“.
08 აგვისტო 2026, 21:06
პოლიტიკა
სამშობლოს ღალატი და საბოტაჟი - გიორგი ბარამიძის განცხადება და გამოკითხვა პროკურატურაში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პროკურატურაში გამოკითხვაზე დღეს რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა. მათ შორის არიან აფხაზეთის ომის ვეტერანები, მაშინდელი მაღალჩინოსნები თუ სამხედრო პირები.
08 აგვისტო 2026, 21:00
რეგიონი
ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ, 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო
ხულოს მუნიციპალიტეტის მერთან ერთად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს საქართველოს პარლამენტის წევრმა ანზორ ბოლქვაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა მინურ პაქსაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის და საზოგადოების წარმომადგენლებმა.
08 აგვისტო 2026, 20:56
პოლიტიკა
პოზიციები აგვისტოს ომის შემდეგ და დღეს - ვინ განსაზღვრავს ოპოზიციის რიტორიკას. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ოპოზიციას მოუხდა იმის დადასტურება, რომ საკუთარ ქვეყანაში ომის შემდეგ რუსეთთან მიმართებით სხვა პოზიცია ჰქონდათ, დამოკიდებულება კი მხოლოდ ახლა გაამწვავეს. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ეს არაღიარების პოლიტიკის საჭიროებით ახსნა.
08 აგვისტო 2026, 20:48
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: მე და გიორგი ბარამიძე აფხაზეთის ომის დროს ერთად ვმუშაობდით ტყვეების გაცვლაზე - გიორგიმ რაღაც არასწორად ჩამოაყალიბა
მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გია ბარამიძის განცხადებას ეხმიანება. მისი თქმით, აფხაზეთის ომის დროს ისინი ტყვეების გაცვლაზე ერთად მუშაობდნენ და მიიჩნევს, რომ ბარამიძემ სათქმელი არასწორად ჩამოაყალიბა.
08 აგვისტო 2026, 20:35
პოლიტიკა
გია ნიშნიანიძე: არც ისეთი სულელი უნდა იყოს ბატონო ბარამიძე, რომ ვერ ხვდებოდეს რა თქვა - რაღაც დიდი, პროვოკაციული, ბინძური პროექტის გეგმას ვთვლი
აფხაზეთის ომის სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელი, გია ნიშნიანიძე „ქრონიკასთან“ აცხადებს, რომ გია ბარამიძის განცხადებამ გარკვეული კითხვები გაუჩინა. ნიშნიანიძე ამბობს, რომ ყოფილი მაღალჩინოსნის ნათქვამი სიმართლეს არ შეესაბამება და ის ტყვეების გაცვლის პროცესში არ მონაწილეობდა.
08 აგვისტო 2026, 20:27
პოლიტიკა
2008 წლის 8 აგვისტო - რუსეთ-საქართველოს ომიდან 18 წელი გავიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
400-ზე მეტი დაღუპული, 2000-მდე დაჭრილი, იძულებით გადაადგილებული ადამიანები, ათობით განადგურებული სოფელი და ოკუპირებული მიწა, მავთულხლართები….
08 აგვისტო 2026, 20:22
პოლიტიკა
პაატა ზაქარეიშვილი: ტყვეთა გაცვლის პროცესში გია ბარამიძის ჩართულობა იყო ფორმალური, ამიტომ, მას არ შეეძლო სცოდნოდა ის, რაც განაცხადა. მისი განცხადება არის მისი აზრი, მოსაზრება, აბსოლუტურად ამოვარდნილი რეალობიდან
„გია ბარამიძე ამ პროცესში არ მონაწილეობდა. ანუ, ის ყოველდღიურ საქმიანობაში არ მონაწილეობდა. შევთანხმდებოდით გაცვლაზე, გია ბარამიძე, როგორც პარლამენტის წევრი, ჩამოდიოდა ჩვენთან და ესწრებოდა გაცვლებს. ანუ, მისი ჩართულობა იყო უფრო ფორმალური, ვიდრე რეალური. ამიტომ, მას არ შეეძლო სცოდნოდა ის, რაც განაცხადა. მისი განცხადება არის მისი აზრი, მოსაზრება, აბსოლუტურად ამოვარდნილი რეალობიდან," - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.


