03 აგვისტო 2023, 16:17 / სანდო წყარო

ირაკლი ღარიბაშვილი: მჯერა, ჩვენი ქვეყანა მოახერხებს მშვიდობიან დეოკუპაციას და გაერთიანებას, გამთლიანებას. ჩვენი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მთავარი საზრუნავი არის სწორედ ეს

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო, მივესალმები ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ შალვა პაპუაშვილს, მივესალმები ბატონ გრიგოლ ლილუაშვილს და სამსახურის ხელმძღვანელობას, თითოეულ თანამშრომელს. მინდა, პირველ რიგში მოგილოცოთ დღევანდელი დღე. ამ სამსახურის დაფუძნებიდან 8 წელი გავიდა და მას შემდეგ სამსახურმა ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები ჩაატარა, განახორციელა, ჩამოყალიბდა როგორც დამოუკიდებელი, ეფექტიანი სისტემა, სამსახური, რომელიც იცავს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას და აძლიერებს ჩვენს სახელმწიფოს, იცავს ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს, პირველ რიგში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა გრიგოლ ლილუაშვილს და სამსახურის თითოეულ თანამშრომელს და ხაზი გაუსვა, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეფექტიან მუშაობას.

„მე მინდა კიდევ ერთხელ ჩვენი მთავრობის სახელით მადლობა გადავუხადო ბატონ გრიგოლ ლილუაშვილს. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში ეს სამსახური კიდევ უფრო სხვა დონეზე გადავიდა, მისი ხელმძღვანელობის პერიოდში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა, რითაც სამსახური კიდევ უფრო მეტად გაძლიერდა. ამისთვის მადლობა თქვენ, ბატონო გრიგოლ, და თქვენს ხელმძღვანელობას, ყველას მინდა მადლობა გადავუხადო, თითოეულ თქვენს თანამშრომელს.

მე ასევე მინდა აღვნიშნო და ამის თაობაზე ბატონმა გრიგოლმა ვრცლად ისაუბრა, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ამ სამსახურის ეფექტიან მუშაობას. თქვენი როლი არის ერთ-ერთი გადამწყვეტი, მე ასე ვიტყოდი, ვინაიდან თქვენ ახდენთ საფრთხეების შეფასებას, იდენტიფიცირებას, როგორც შიდა, ისე გარე საფრთხეების გამოვლენას, პრევენციასა და აღკვეთას. ასევე ეს სამსახური ებრძვის ტერორიზმს, კორუფციას და, რაც მთავარია, კიდევ მინდა გავიმეორე, უმაღლეს დონეზე იცავს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას,“- განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დღეს ქვეყანა და, ზოგადად, რეგიონი დიდი გამოწვევის წინაშეა. მისივე განცხადებით, ასეთ ვითარებაში მთავრობისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის როლი არის მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება.

„მოგეხსენებათ, ჩვენ დღეს ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე ვიმყოფებით, - ჩვენი ქვეყანა, მთელი რეგიონი. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ასეთი გამოწვევა არ უნახავს ევროპის კონტინენტს და, ზოგადად, მთელი მსოფლიო წესრიგი არის ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე. ასეთ ვითარებაში სახელმწიფოს, ჩვენი მთავრობისა და ამ სამსახურის პირდაპირი როლი, რა თქმა უნდა, არის მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება. მოგეხსენებათ, და თავის გამოსვლაში ეს ბატონმა გრიგოლმა სწორად ახსნა და აღნიშნა, - მიუხედავად არაერთი მცდელობისა, პროვოკაციული და დესტრუქციული მოქმედებებისა, ჩვენმა ხელისუფლებამ შეინარჩუნა მშვიდობა, სტაბილურობა და, რაც მთავარია, ჩვენ სწრაფად ვზრდით ქვეყნის ეკონომიკას, რაც პირდაპირ აისახება ჩვენი მოსახლეობის, მოქალაქეების კეთილდღეობაზე. მოგეხსენებათ, რომ საფრთხეები არის მრავალგანზომილებიანი, გვიწევს გამკლავება ჰიბრიდულ საფრთხეებთან, გვიწევს გამკლავება ოკუპაციასთან და ოკუპაციის თანამდევ რისკებთან, რომელიც თან ახლავს ოკუპაციას ზოგადად. ყოველდღიურ რეჟიმში ეს სამსახური იცავს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას, ამავე დროს ჩვენ შევძელით და ბოლო 10 წელზე მეტია მოვახერხეთ ის, რომ მიუხედავად ამ გამოწვევებისა, რომელიც თან ახლავს ოკუპაციას, ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა, სტაბილურობა“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ეს არის ერთადერთი მშვიდობიანი პერიოდი, როცა ქვეყანას არ დაუკარგავს ტერიტორიები, არ ყოფილა ომი და რაიმე სერიოზული კონფლიქტი ან გამოწვევა, რაც, რა თქმა უნდა, არის ხელისუფლების სწორი ხედვისა და სწორი პოლიტიკის შედეგი, რომელსაც ალტერნატივა არა აქვს.

„ეს არის ერთადერთი მშვიდობიანი პერიოდი, როცა ქვეყანას არ დაუკარგავს ტერიტორიები, არ ყოფილა ომი და რაიმე სერიოზული კონფლიქტი ან გამოწვევა, რაც, რა თქმა უნდა, არის ჩვენი ხელისუფლების სწორი ხედვისა და სწორი პოლიტიკის შედეგი, რომელსაც ალტერნატივა არა აქვს. ჩვენ კარგად მოგვეხსენება, რომ ძალიან ბევრი მცდელობა იყო იმისა, რომ საქართველო გამოყენებული ყოფილიყო როგორც ინსტრუმენტი ცალკეული ქვეყნების წინააღმდეგ თუ სასარგებლოდ. ჩვენი მთავარი დევიზი არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა და არა სხვა ქვეყნების ინტერესების მსახურება. მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ეს. იმიტომ, რომ ჩვენ ბოლო პერიოდი, 10 წელზე მეტია, ვაძლიერებთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და არა სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე მინდა განსაკუთრებული მადლიერებით აღვნიშნო თქვენი მაღალი პროფესიონალიზმი და თქვენი პატრიოტიზმი. ეს არის ის, რაც სჭირდება ამ სამსახურს - პროფესიონალიზმი და პატრიოტიზმი. ამისთვის კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ჩვენი მთავრობის სახელით. მე მჯერა, ამ გეოპოლიტიკურ კრიზისებს და, ზოგადად, ამ მიმდინარე საფრთხეებს ჩვენი ქვეყანა თავიდან აიცილებს. ჩვენ უნდა გავიყვანოთ ჩვენი სახელმწიფო სამშვიდობოს, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ინტერესები. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ დღეს საქართველო განსაკუთრებული ტემპებით ვითარდება. ჩვენ დღეს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა ვართ მთელ მსოფლიოში. ჩვენ ასევე ვავითარებთ ჩვენს ურთიერთობებს როგორც სამეზობლოში, ისე ყველა წამყვან დიდ ეკონომიკებთან. აუცილებელია ჩვენი ინტერესების გატარება. თითოეული ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯი მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესების გატარებას ემსახურება. ასევე ჩვენი ქვეყნის რეგიონული და საერთაშორისო როლი და მნიშვნელობა დღითი დღე იზრდება. ამას სჭირდება წახალისება, შენარჩუნება და კიდევ უფრო გაძლიერება. მე მჯერა ჩვენი სწორი, პრაგმატული, შედეგზე გათვლილი პოლიტიკის შედეგად ჩვენი ქვეყანა მოახერხებს მშვიდობიან დეოკუპაციას და ჩვენი ქვეყნის გაერთიანებას, გამთლიანებას. ამაზე უზენაესი ეროვნული ინტერესი დღეს ქვეყანაში არ არსებობს. ჩვენი მთავარი საზრუნავი, ამ სამსახურის, არის სწორედ ეს, იმ ყოველდღიურ საქმიანობასთან ერთად, რომელსაც თქვენ ახორციელებთ, და ჩვენი მოქალაქეების, მთელი სახელმწიფო უწყებების და ჩვენი მოქალაქეების ინტერესი უნდა იყოს სწორედ ამ დიადი მიზნის მიღწევა. ამას, რა თქმა უნდა, სჭირდება წარსულში ჩადენილი ძალიან ბევრი უხეში შეცდომისა თუ დანაშაულების გამოცდილების გათვალისწინება, გააზრება კარგად, ემოციების გარეშე და თანამიმდევრულად მიყოლა ჩვენი ეროვნული პოლიტიკის. სამსახურს სჭირდება კიდევ უფრო მეტი დაფასება, მეტი დახმარება, მეტი გაძლიერება. ბატონო გრიგოლ, ჩვენი ვალდებულებაა, ჩემი ვალდებულებაა, რომ კიდევ უფრო მეტი გავაკეთო თქვენთვის, იმისთვის, რომ თქვენი ყოველდღიური საქმიანობა იყოს უფრო მეტად დაცული, გაძლიერებული, დაფასებული, და მე გპირდებით მომავალშიც სრულ თანადგომას. კიდევ ერთხელ, ბატონო გრიგოლ, მინდა გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და თქვენი სამსახურის თითოეულ თანამშრომელს და გისურვოთ წარმატება და გამარჯვება“, - განაცხადა პრემიერმა.

ღონისძიების მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ თანამშრომლებს.

სტუმრებს სიტყვით მიმართეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შექმნის მე-8 წლისთავთან დაკავშირებით, სუს-ის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა სამსახურის თანამშრომლები დააჯილდოვა.

ყველა სიახლე

ლევან მახაშვილი

01 სექტემბერი 2026, 14:07

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: საქართველო იყო, არის და იქნება ევროკავშირის, როგორც ჯანსაღი, დემოკრატიული, საკუთარი და სხვისი ინტერესების და სუვერენიტეტის პატივისმცემელი ორგანიზაციის პარტნიორი

არარაციონალური და მოდას აყოლილი გადაწყვეტილებები, გაუთვლელი ნაბიჯები, სხვის ინტერესებს გამოკიდებული ევროპელი პოლიტიკოსების უპასუხისმგებლო პოლიტიკა აზიანებს უპირველეს ყოვლისა საკუთარ მოქალაქეებს და აქრობს ევროპას, როგორც ბიზნესის, ტექნოლოგიების, მშვიდობის, წესრიგის და კანონიერების ფლაგმანს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა პლენარულ სხდომაზე.

ირაკლი კირცხალია

01 სექტემბერი 2026, 13:53

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: ჩვენი უპირველესი ვალდებულებაა არ დავუშვათ საქართველო კიდევ ერთხელ გახდეს ომის პოლიგონი

„ჩვენი უპირველესი ვალდებულებაა არ დავუშვათ საქართველო კიდევ ერთხელ გახდეს ომის პოლიგონი. ეს იყო ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ მიერ არჩეული სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობის გზა - მოთმინებით და გონიერებით მშვიდობის შენარჩუნება. ჩვენი მიზანია დეოკუპაცია. ჩვენი გზაა მშვიდობა, ხოლო ჩვენი საბოლოო ამოცანა ერთიანი საქართველო, სადაც ქართველი, აფხაზი და ოსი საკუთარ მომავალს კვლავ ერთად შექმნის. ეს არის ჩვენი სახელმწიფოებრივი პოზიცია და ამ პოზიციას ვერავინ შეგვაცვლევინებს“, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ.

01 სექტემბერი 2026, 13:49

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრში იმყოფებოდა

მინისტრი კლინიკის ინფრასტრუქტურასა და ცენტრის საქმიანობას გაეცნო. ყურადღება გამახვილდა პაციენტებისთვის მაღალკვალიფიციური სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფაზე, თანამედროვე მკურნალობის მეთოდებსა და ცენტრის შემდგომი განვითარების შესაძლებლობებზე.

მაია ომიაძე

01 სექტემბერი 2026, 13:49

ეკონომიკა

მაია ომიაძე: Wanderlust-ის აღიარება იმ სწორად დაგეგმილი კამპანიების შედეგია, რასაც ყოველწლიურად ვახორციელებთ

მაია ომიაძის განცხადებით, ავტორიტეტული მედიაპლატფორმების რეიტინგებში ქვეყნის მოწინავე პოზიციები იმ მიზანმიმართული მარკეტინგული სტრატეგიის შედეგია, რასაც ადმინისტრაცია საერთაშორისო ბაზრებზე ყოველწლიურად ახორციელებს.

01 სექტემბერი 2026, 13:47

მსოფლიო

ზელენსკის განცხადებით, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმას 12 ადამიანი ემსხვერპლა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გვიან ღამით რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებულ თავდასხმას საერთო ჯამში 12 ადამიანი ემსხვერპლა.

დავით  მათიკაშვილი

01 სექტემბერი 2026, 13:42

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: უნგრეთის ახალი ხელისუფალი საკმაოდ კრიტიკულად არის განწყობილი იმ პოლიტიკის მიმართ, რასაც ევრობიუროკრატია უნგრეთის მიმართ ატარებს

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის განცხადებას მედიასთან ეხმიანება. მათიკაშვილი აღნიშნავს, რომ უნგრეთის ახალი ხელისუფალი კრიტიკულად არის განწყობილი იმ პოლიტიკის მიმართ, რასაც ევრობიურიკრატები მათ მიმართ ატარებენ.

01 სექტემბერი 2026, 13:33

რეგიონი

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ საშემოდგომო სესია ბიუროს სხდომით გახსნა

ბიუროს გადაწყვეტილებით, უმაღლეს საბჭოში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების განხილვის პროცედურები იწყება.

01 სექტემბერი 2026, 13:32

საზოგადოება

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსს აცხადებს

სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება შეუძლიათ 2026 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის - https://vacancy.hr.gov.ge/ საშუალებით.

01 სექტემბერი 2026, 13:32

პოლიტიკა

მარიამ ლაშხი: ჩვენი მიზანია, მეტმა ახალგაზრდამ მიიღოს ხარისხიანი განათლება და საკუთარი ცოდნა და პროფესიული წარმატება ქვეყნის წინსვლას მოახმაროს

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც წელს წარმატებით ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები და პირველკურსელის სტატუსი მოიპოვეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და ნაყოფიერი სტუდენტური წლები უსურვა.

01 სექტემბერი 2026, 13:30

სამართალი

თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია

ვიზიტის ფარგლებში, ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრები გაფართოებულ ფორმატში გამართავენ შეხვედრას. ასევე, დაგეგმილია ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროების პოლიციის აკადემიებს შორის.

დონალდ ტრამპი

01 სექტემბერი 2026, 13:22

მსოფლიო

Reuters: ტრამპის ადმინისტრაცია ევროპაში მემარჯვენე მედიის მხარდასაჭერად 4 მილიონი დოლარის გამოყოფას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ევროპაში მემარჯვენე მედიის გასაძლიერებლად 4 მილიონი დოლარის დახარჯვას გეგმავს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

რატი იონათამიშვილი

01 სექტემბერი 2026, 13:17

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ძალადობრივ აქციებში მონაწილე ცხრა პირის მხრიდან დანაშაულის აღიარებამ და მონანიებამ, კიდევ ერთხელ ახადა ფარდა რადიკალურ ოპოზიციას და საზოგადოებას მათი ამორალური ხასიათი დაანახა, ვინაიდან მათ შეწყალებული პირები საკუთარი ბულინგის მთავარ ობიექტებად აქციეს

იონათამიშვილი ოპოზიციის ქმედებებს აღნიშნულ 9 პირთან დაკავშირებით „ამორალური პროპაგანდის ფსკერს“ უწოდებს და აცხადებს, რომ ისინი ამ ადამიანებს საკუთარი ინტერესებისთვის იყენებენ.

რატი იონათამიშვილი

01 სექტემბერი 2026, 13:14

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: 226 მსჯავრდებული მარიამობის დღესასწაულს საკუთარ ოჯახებში შეხვდა. ეს იყო სახელმწიფოს მეთაურის და სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ჰუმანური აქტი, რომელმაც იმ ადამიანებს, ვინც დანაშაული აღიარა და მოინანია, მისცა შესაძლებლობა, დაუბრუნდნენ არა მხოლოდ საკუთარ ოჯახებს, არამედ კეთილსინდისიერი ცხოვრების წესს

იონათამიშვილის განცხადებით, შეწყალების აღნიშნული აქტი არის იმ ჰუმანური პოლიტიკის გაგრძელება, რომელსაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დღევანდელობაში ახორციელებს.

ლევან მახაშვილი

01 სექტემბერი 2026, 13:08

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: ისლანდიელების ხმა გასაგები აღმოჩნდა ბრიუსელისთვის. მაგრამ რატომღაც, ასეთი „გასაგები” არ ყოფილა ქართველების ხმა. ბრიუსელმა პატივი უნდა სცეს სხვა ხალხებს არა შერჩევითად, არამედ ყველას და რაც უფრო მალე და გულწრფელად სცემს პატივს ბრიუსელი საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩევნებზე გამოხატულ ნებას, მით მეტად შეინარჩუნებს საკუთარ სახეს

ისლანდიის რეფერენდუმი არ იყო ევროპული იდეის მარცხი. ის იყო ბრიუსელის პოლიტიკის მარცხი და შეხსენება, რომ ევროპული იდეის საფუძველში დგანან ევროპის სახელმწიფოები და რომ ევროპა იქნება არა ის, თუ რას ხედავენ ბრიუსელის ბიუროკრატები საკუთარი ფანჯრებიდან, არამედ ის, თუ რა უნდათ ევროპულ ხალხებს, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

01 სექტემბერი 2026, 13:05

ეკონომიკა

ანაკლიის აკვატორიაში მეორე დამღრმავებელი გემი Al-Idrisi შემოვიდა - ფსკერის დაღრმავების სამუშაოებს ბელგიური კომპანია Jan De Nul ჯგუფის ფლოტის ორი გემი Al-Idrisi და Tristao Da Cunha ერთად ახორციელებენ

ამჟამად ხმელეთის მხარეს ქვისა და ღორღის ჩაყრის/ტალღმტეხის საწყისი ტანის პირველი მონაკვეთი შენდება, რომლის დასრულების შემდგომ მშენებლობა ზღვაში გადაინაცვლებს. დაღრმავებითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, ანაკლიის აკვატორიაში ზღვის ფსკერი დაახლოებით 17.5 მეტრამდე დაღრმავდება და აშენდება 1,376 მეტრის სიგრძის მქონე ტალღმტეხელი.

ირაკლი კირცხალია

01 სექტემბერი 2026, 12:57

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: საერთაშორისო სამართალი ყველასთვის ერთია, ის იცავს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

საერთაშორისო სამართალი ყველასთვის ერთია, ის იცავს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და იგივე საერთაშორისო სამართალი იცავს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

ნანა კაკაბაძე

01 სექტემბერი 2026, 12:56

პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: ნანი ბრეგვაძის მაღალი დონის პროფესიონალიზმს და შემოქმედებით ბიოგრაფიას ჩვენც სათანადოდ ვაფასებთ, მაგრამ როდესაც ის სამოქალაქო აქტივობაში ჩართვას ცდილობს და ბევრისთვის მიუღებელ პოზიციას აფიქსირებს, ამ შემთხვევაში საზოგადოებას სრული უფლება აქვს ობიექტურად შეაფასოს, მათ შორის გაშარჟებით, მისი სამოქალაქო პოზიცია და არა მისი პროფესიონალიზმი

უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე, ნანი ბრეგვაძის შემოქმედების გაშარჟებით გამოწვეულ კრიტიკას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში „აკაცუკების“ პოზიცია ორმაგ სტანდარტს ეფუძნება.

დონალდ ტრამპი

01 სექტემბერი 2026, 12:54

მსოფლიო

POLITICO: „რესპუბლიკელებს“ ირანისადმი ტრამპის პოლიტიკის მიმართ მოთმინება ეწურებათ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჯერ ირანის ეკონომიკის ნელ-ნელა „დახრჩობით“ იმუქრება, მომდევნო მომენტში კი აცხადებს, რომ ქვეყანას სწრაფი და მასირებული დაბომბვით დანებებას აიძულებს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

01 სექტემბერი 2026, 12:44

კულტურა

კულტურის სამინისტრო ანაზღაურებადი სტაჟირების 3-თვიანი პროგრამის ფარგლებში, 20 ვაკანტურ პოზიციაზე აცხადებს მიღებას

კულტურის სამინისტრო ანაზღაურებადი სტაჟირების 3-თვიანი პროგრამის ფარგლებში, 20 ვაკანტურ პოზიციაზე აცხადებს მიღებას. დაინტერესებულ პირებს განაცხადის გაკეთება შეუძლიათ მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით. ინფორმაციას კულტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ზურაბ სიჭინავა

01 სექტემბერი 2026, 12:40

ეკონომიკა

ზურაბ სიჭინავა: ანაკლიის პორტში ფსკერის დაღრმავებითი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს - ნავსადგურის საზღვაო აკვატორიაში Jan De Nul ჯგუფის რიგით მეორე დამღრმავებელი გემი Al-Idrisi შემოვიდა

„ანაკლიის პორტში ფსკერის დაღრმავებითი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, ნავსადგურის საზღვაო აკვატორიაში Jan De Nul ჯგუფის რიგით მეორე დამღრმავებელი გემი Al-Idrisi შემოვიდა“, - აცხადებს შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორი ზურაბ სიჭინავა.