თეა წულუკიანი: ყველა უნდა გაფრთხილდეს, რადგან ვერავითარი არეულობა ამ ქვეყანაში ვერ მოხდება, აქ არ არის მორყეული სახელმწიფო და არც მორყეული ხელისუფლება
თეა წულუკიანი
ფოტო: საქართველოს მთავრობა
ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელიც ვერანაირ არეულობას ვერ შეიწყნარებს. ასეთი არეულობა არ იქნება დაშვებული და ვერც ვერავინ შეძლებს ამ არეულობის წარმატებით განხორციელებას, აქ არ არის მორყეული სახელმწიფო და არც მორყეული ხელისუფლება, - ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, არსებობს კითხვები, რომლებსაც პასუხები უნდა გაეცეს, მათ შორის ლეგიტიმური კითხვაა, რატომ ხდება ამერიკის შესაბამისი ორგანიზაციის მხრიდან ამგვარი დანაშაულის თუ დანაშაულის მცდელობის არაპირდაპირ, სხვადასხვა ორგანიზაციის მეშვეობით დაფინანსება.
„ჩვენ ვიხილეთ და მოვისმინეთ დღეს არა მხოლოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება და ბრიფინგი, არამედ კონკრეტული მტკიცებულებები, ვიდეო და აუდიოფაილების სახით, სადაც ჩვენმა საზოგადოებამ, ჩვენც მათთან ერთად მოვისმინეთ, რომ ვიდეოში კონკრეტული პირები ატარებენ ტრენინგს და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებსა და სხვებს ასწავლიან, როგორ უნდა ჩამოაყალიბონ საპროტესტო მუხტი, შემდეგ ეს მუხტი გარდაქმნან რევოლუციად და ჩამოაგდონ არსებული ხელისუფლება. ეს არის მტკიცებულება, რომელსაც ვერავინ გაექცევა. კარგია, რომ გამოძიება დაწყებულია, მიმდინარეობს და ჩვენ ახლა უნდა დავსვათ კონკრეტული კითხვები საზოგადოების სახელით, მთავრობისა და ჩვენი სახელმწიფო ინტერესის სახელით: როგორ ხდება, რომ, USAID-ის დაფინანსებით, აღმოსავლეთ-დასავლეთ ინსტიტუტს ჩამოჰყავს ის პირები, ვინც ჯერ კიდევ „ვარდების რევოლუციის“ დაგეგმვაში იღებდნენ მონაწილეობას, რომლებიც თავიანთ ქვეყანაში, სერბეთში, ქართული „კმარას“ ანალოგს ხელმძღვანელობდნენ და რისთვის არის ამერიკელი გადასახადის გადამხდელი მოქალაქეების ფული დახარჯული ჩვენს ქვეყანაში? ეს კითხვები ლეგიტიმურია და მას პასუხები სჭირდება. ჩვენი პასუხი ამ ყველაფერზე შემდეგია: ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელიც ვერანაირ არეულობას ვერ შეიწყნარებს. ასეთი არეულობა არ იქნება დაშვებული და ვერც ვერავინ ამ არეულობის წარმატებით განხორციელებას ვერ შეძლებს. ყველა იმ ახალგაზრდას, ახალგაზრდის მშობელს კი მინდა, ვუთხრა, ახლა თავი უნდა შევიკავოთ ყველანაირ ამგვარ პროექტში ჩართულობისგან, ვინაიდან ეს არ კეთდება ახალგაზრდებისა და ჩვენი ქვეყნის მომავლის სიკეთისთვის და რომ ყველას მხრიდან საჭიროა სიფრთხილე, რადგან ყველანაირი ტიპის არეულობა, არეულობის მცდელობა მიმართულია იქითკენ, რომ კიდევ, სულ მცირე, 50 წელი დაკარგოს ჩვენმა ქვეყანამ, რომ ახალგაზრდებს აერიოთ ის ცხოვრება, რასაც ცდილობენ, რომ დაალაგონ და ჰქონდეთ უკეთესი მომავალი. ამიტომ სიფრთხილისკენ მოვუწოდებთ ყველას, ვეუბნებით ყველას, რომ მკაცრი პასუხი გაეცემა ყველას, ვინც ამაში მონაწილეობდა და ვსვამთ კითხვებს, რატომ ხდება ამერიკის შესაბამისი ორგანიზაციის მხრიდან ამგვარი დანაშაულის თუ დანაშაულის მცდელობის არაპირდაპირ, სხვადასხვა ორგანიზაციის მეშვეობით დაფინანსება? ყველა უნდა გაფრთხილდეს, რადგან ვერავითარი არეულობა ამ ქვეყანაში ვერ მოხდება, აქ არ არის მორყეული სახელმწიფო და არც მორყეული ხელისუფლება“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისვე თქმით, მთავარია, დამფინანსებლებმა გაიაზრონ, რას აფინანსებენ და კითხვებზე გასცენ პასუხები, ოპოზიციამ იცოდეს, რომ ამგვარი რამ ვერ მოხდება და ნებისმიერი მცდელობის დასაწყისი საწყისშივე იქნება აღკვეთილი.
„ბუნებრივია, რომ ისინი ამბობენ, თითქოს არაფერი კავშირი აქვთ იმასთან და ვერ იჯერებენ, რომ ეს ნამდვილად შეიძლება იგეგმებოდეს, მაგრამ ფაქტი ჯიუტია. ეს არ არის უბრალოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება, რაც თავისთავად შემაშფოთებელი იქნებოდა, ეს არის უფრო მეტი, განცხადება, რომელსაც თან ერთვის ვიდეომტკიცებულება იმ ტრენინგისა, სადაც ვისმენთ, რომ სხვადასხვა მაგალითის კვალდაკვალ, ტრენერები ცდილობენ, ჩვენი ქვეყნის შვილებს ასწავლონ, როგორ მოახდინონ საკუთარი ქვეყნის დესტაბილიზაცია. უყვებიან მაგალითებს, როგორ შეიძლება, ბულდოზერის მეშვეობით საკანონმდებლო ორგანოს ფანჯრიდან დესტაბილიზაციის ჯგუფის საკანონმდებლო ორგანოში შესვლა, რომ ხელში ჩაიგდონ პარლამენტი ა.შ. როგორი ჟესტიკულაცია და ქცევები უნდა იქონიონ პროტესტისას, რათა გამოიწვიონ პოლიცია ან სხვა ძალოვანი სტრუქტურები თავდასხმაზე. ეს ცალსახად არის არეულობის დაგეგმვის მცდელობა და რა თქმა უნდა, ვერავინ უარყოფს, რომ ეს იყო სახეზე. ოპოზიცია კი რას იტყვის, ამას დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს. მთავარია, დამფინანსებლებმა გაიაზრონ, რას აფინანსებენ და კითხვებზე გასცენ პასუხები, ოპოზიციამ იცოდეს, რომ ამგვარი რამ ვერ მოხდება და ნებისმიერი მცდელობის დასაწყისი საწყისშივე იქნება აღკვეთილი“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
ყველა სიახლე
01 სექტემბერი 2026, 11:42
საზოგადოება
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური სწავლის დაფინანსების მიზნით განცხადებების მიღებას იწყებს
დაფინანსება ვრცელდება შემდეგ აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე: ბაკალავრიატი, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამა და დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის პროგრამა.
01 სექტემბერი 2026, 11:41
პოლიტიკა
თორნიკე ფაღავა მადიარის განცხადებაზე: ის ფაქტი, რომ ევრობიუროკარტიის ფავორიტი ლიდერი საუბრობს ევრობიუროკატიაში არსებულ კრიზისზე ყველაფერზე მეტყველებს. „ქართული ოცნების“ გუნდი, როდესაც საუბრობდა ორმაგ სტანდარტებზე ევრობიუროკრატების მხრიდან ვყოფილვართ მართლები
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თორნიკე ფაღავა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის განცხადებას მედიასთან ეხმიანება.
01 სექტემბერი 2026, 11:36
პოლიტიკა
ლიზა გეგეჭკორი: ნათელაშვილი არის ერთ-ერთი ყველაზე გაქნილი და ფლიდი ადამიანი ქართული პოლიტიკის ისტორიაში - მაგ არამზადას რატომღაც არავინ სცემს სერიოზულ პასუხს და მგონი სულ ტყუილად, სიცილში ისეთ ნაძირლობებს კადრულობს, „ნაცსაც“ რომ გაუკვირდება
შალვა ნათელაშვილი არის ერთ-ერთი ყველაზე გაქნილი და ფლიდი ადამიანი ქართული პოლიტიკის ისტორიაში. რატომ? იმიტომ, რომ ვითომ სიდებილით და იუმორით ნიღბავს საკუთარ გაყიდულობას და ვითომ ძაან საყვარლობით ცდილობს ხალხს მოაჩვენოს, თითქოს და სულ იბრძვის, - წერს ტელეწამყვანი, ლიზა გეგეჭკორი, სოციალურ ქსელში.
01 სექტემბერი 2026, 11:33
მსოფლიო
POLITICO: ტრამპის გადაწყვეტილებამ რუსეთი „დიდ ოცეულში“ დაბრუნების შესახებ ევროპელ მოკავშირეებთან ახალი დაპირისპირება გამოიწვია
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებამ მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკური ქვეყნების წარმომადგენელთა შეხვედრაზე რუსეთის დაბრუნების შესახებ ევროპელ მოკავშირეებთან ახალი დაპირისპირება გამოიწვია. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
01 სექტემბერი 2026, 11:33
რეგიონი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვანში ცხოველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში შპს ,,შუამთა“ (მისამართი: ვანი, სოფელი შუამთა, ზ. გამსახურდიას N 2) არაგეგმურად შეამოწმეს. ინსპექტირების შედეგად ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები. ამავდროულად, აღმოჩნდა, რომ ბიზნესოპერატორი გოჭებს სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე კლავდა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
01 სექტემბერი 2026, 11:20
სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ნადირობის სეზონის გახსნიდან 10 დღეში 215 სამართალდარღვევა გამოავლინა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ნადირობის სეზონის გახსნიდან 10 დღეში 215 სამართალდარღვევა გამოავლინა
01 სექტემბერი 2026, 11:13
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი: დამღუპველმა მიგრაციულმა პოლიტიკამ კატასტროფის წინაშე მიიყვანა დემოგრაფიული სიტუაციაა ევროპულ ქვეყნებში - უნგრეთიც ამის წინაშე დგას
თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის განცხადებას მედიასთან ეხმიანება. შარმანაშვილის თქმით, დამღუპველმა მიგრაციულმა პოლიტიკამ კატასტროფის წინაშე მიიყვანა დემოგრაფიული სიტუაციაა ევროპულ ქვეყნებში.
01 სექტემბერი 2026, 11:10
მსოფლიო
ესტონეთმა გვიან ღამით დრონების მიერ საჰაერო სივრცის დარღვევის გამო სამხედრო თვითმფრინავები ააფრინა
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მარგუს ცაჰკნას განცხადებით, გვიან ღამით დრონების მიერ ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევის გამო განგაში გამოცხადდა, რის შედეგადაც ესტონეთში მდებარე ნატოს გამანადგურებელი თვითმფრინავების აფრენა გახდა საჭირო.
01 სექტემბერი 2026, 10:56
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს შეხვდა
მიხეილ სარჯველაძემ რეგულაციებისა და მათი ეფექტურად აღსრულების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრის განცხადებით, შრომის უსაფრთხოების ნორმების ზედმიწევნით დაცვა, დასაქმებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფა სახელმწიფოსა და კერძო სექტორის საერთო პასუხისმგებლობა და პრიორიტეტია.
01 სექტემბერი 2026, 10:48
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: სექტემბრის პირველი ათი დღე ფაქტობრივად ერთიან დიპლომატიურ ჯაჭვად ყალიბდება - ჯერ ბათუმი, მერე პარიზი, ხოლო შემდეგ ნიუ-იორკი და გაეროს მაღალი ტრიბუნა. 8 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესია იწყება, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე კი 20–24 სექტემბერს ნიუ-იორკში ამ სესიაში მიიღებს მონაწილეობას
მაკრონის მიერ კობახიძის პარიზში მიწვევა, ბათუმში მსხვილი საერთაშორისო ფორუმის ჩატარება და საქართველოს მონაწილეობა მსოფლიოს მთავარ დიპლომატიურ პლატფორმაზე, გაეროში, მთავრობას შესაძლებლობას აძლევს, პრაქტიკულად დაამტკიცოს თავისი კონცეფცია „მშვიდობის, სტაბილურობისა და ეროვნული ინტერესების“ შესახებ, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.
01 სექტემბერი 2026, 10:38
რეგიონი
კახეთში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სარწყავი წყლის მიწოდების გაუმჯობესების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
„რეგიონებში არსებული საჭიროებების ადგილზე გაცნობა და თვითმმართველობებთან აქტიური თანამშრომლობა კომპანიისთვის პრიორიტეტულია. აღნიშნული ფორმატი ხელს უწყობს პრობლემური საკითხების ერთობლივ იდენტიფიცირებას, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვასა და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მიმართულებით კოორდინირებული გადაწყვეტილებების მიღებას“, - განაცხადა გიგლა თამაზაშვილმა.
01 სექტემბერი 2026, 10:34
ეკონომიკა
საერთაშორისო ტურისტულმა გამოცემამ Wanderlust Magazine საქართველო მსოფლიოს საუკეთესო მიმართულებებს შორის დაასახელა
გამოცემის ოფიციალურ Instagram გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში Wanderlust - ი ონლაინ მომხმარებელს, სხვადასხვა მიმართულებებთან ერთად, საქართველოში მოგზაურობას ურჩევს და მიუთითებს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ოფიციალურ გვერდს - georgia.travel, სადაც საქართველოში მოგზაურობის მსურველები შეძლებენ, მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია ქვეყნის ტურისტული პოტენციალის შესახებ.
01 სექტემბერი 2026, 10:28
საზოგადოება
საქპატენტში პრემიერ-მინისტრის მიერ ინიციირებული ანაზღაურებადი სტაჟირების ფარგლებში 9 ვაკანსიაზე კონკურსი გამოცხადდა
საქპატენტში პრემიერ-მინისტრის მიერ ინიციირებული ანაზღაურებადი სტაჟირების ფარგლებში 9 ვაკანსიაზე კონკურსი გამოცხადდა
01 სექტემბერი 2026, 10:27
მსოფლიო
Reuters: აშშ-ის არმიის მდივანმა დენ დრისკოლმა თეთრ სახლს გადადგომის შესახებ განცხადება წარუდგინა
აშშ-ის არმიის მდივანმა დენ დრისკოლმა თეთრ სახლს გადადგომის შესახებ განცხადება წარუდგინა. ინფორმაციას Reuters-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
01 სექტემბერი 2026, 10:23
სამართალი
დღეიდან, საგზაო მოძრაობის პირობებში სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონის შემოწმება, საერთაშორისო - ISO სტანდარტის შესაბამისი პორტატული მოწყობილობით განხორციელდება
სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვები ნორმები საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით არის რეგულირებული. დადგენილების თანახმად, დასახლებულ პუნქტებში ღამის საათებში - 23:00 საათიდან 08:00 საათამდე, სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური არ უნდა აღემატებოდეს 80 დეციბალს.
01 სექტემბერი 2026, 10:13
საზოგადოება
პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროში 400-მდე ვაკანსია გამოცხადდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში 400-მდე ვაკანსია გამოცხადდა.
01 სექტემბერი 2026, 10:01
მსოფლიო
Reuters: რუსეთის იერიშებს კიევსა და კიევის ოლქში ცხრა ადამიანი ემსხვერპლა, 14-ზე მეტი კი დაშავდა
რუსეთის მიერ კიევსა და კიევის ოლქზე განხორციელებულ საჰაერო იერიშებს ცხრა ადამიანი ემსხვერპლა, 14-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
01 სექტემბერი 2026, 09:54
სამართალი
გურიის პოლიციამ ნასაკირალში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 28 აგვისტოს ბრალდებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალში ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში განზრახ მკვლელობის მიზნით ფარულად შეიჭრა.
01 სექტემბერი 2026, 09:43
მსოფლიო
ინდოეთის პრემიერ-მინისტრი: ომის ყოველი დღე კაცობრიობას უკან ხევს. ჩვენ საომარი მოქმედებების დასასრულებლად უნდა ვიმუშაოთ
ომის ყოველი დღე კაცობრიობას უკან ხევს. ჩვენ საომარი მოქმედებების დასასრულებლად უნდა ვიმუშაოთ, - განაცხადა ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას. როგორც ინდოეთის პრემიერმა აღნიშნა, ის უკრაინაში ომის დასრულების ყველა სამშვიდობო ძალისხმევას მხარს უჭერს.
01 სექტემბერი 2026, 09:30
საზოგადოება
რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე დღეიდან გადაადგილების დროებითი სქემა ამოქმედდება
რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე დღეიდან გადაადგილების დროებითი სქემა ამოქმედდება. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა საავტომობილო გადაადგილების დროებითი სქემა შეიმუშავა.


