ალი ასადოვი: საუკუნეების განმავლობაში აზერბაიჯანელი და ქართველი ხალხის მეგობრულ, მშვიდობიან პირობებში ცხოვრებას საფუძველს უქმნის ისტორიულ ფესვებზე დამყარებული კულტურული ურთიერთობები
ალი ასადოვი
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
საუკუნეების განმავლობაში აზერბაიჯანელი და ქართველი ხალხის მეგობრულ, კეთილმეზობლურ, მშვიდობიან და ურთიერთგაგების პირობებში ცხოვრებას საფუძველს უქმნის სწორედ ისტორიულ ფესვებზე დამყარებული კულტურული ურთიერთობები, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა, ალი ასადოვმა ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული თეატრის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, როგორც აზერბაიჯანში, ისე საქართველოში, ისტორიულად აზერბაიჯანელი ხალხის ეროვნულ ღირებულებებს, კულტურას, ენას, რელიგიას, ხელოვნებას, ლიტერატურას დიდ პატივს სცემენ და განსაკუთრებულად უყვართ.
მისივე თქმით, აზერბაიჯანელი ხალხის საერთო ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული თეატრის თანამედროვე სტილში გამოცოცხლება ისტორიული მოვლენაა.
„აზერბაიჯანის რამდენიმე სახელგანთქმული მოღვაწე, დიდი პიროვნებები საქართველოში მოღვაწეობდნენ და სიცოცხლის ბოლომდე აქ იმყოფებოდნენ. ასევე, საქართველოს არაერთი კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენლები აზერბაიჯანში საქმიანობდნენ, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებაში. ამ ყველაფრის ისტორიულ დასტურად, ჯერ კიდევ 1872 წელს ქალაქ თბილისში თბილისის სახელმწიფო პროფესიული აზერბაიჯანული დრამატული თეატრის საქმიანობის დაწყებას აღვნიშნავდი. თეატრის გრძელვადიანი საქმიანობის განმავლობაში ქართული, აზერბაიჯანული და მსოფლიო ლიტერატურის კლასიკათა უკვდავი ნაწარმოებები დიდი წარმატებით იდგმებოდა. ქალაქ თბილისში, ასეთ ლამაზ კუთხეში, თეატრის ახალი შენობის აშენებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას დიდად ვაფასებთ. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და საერთო ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის საქართველოსადმი თბილ დამოკიდებულებასთან დაკავშირებით გაგიზიაროთ რამდენიმე ნიუანსი. ჰეიდარ ალიევს აზერბაიჯანის ხელმძღვანელობის დროს მეზობელ ქვეყნებთან ყოველთვის მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. რაც შეეხება საქართველოს, ეს განსაკუთრებული შემთხვევაა. ორივე ხელმძღვანელობის პერიოდში ჰეიდარ ალიევი საქართველოსა და ქართველ ხალხს დიდ პატივს სცემდა, განსაკუთრებული ყურადღებითა და სიყვარულით მიუდგებოდა.
ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, რომ ჰეიდარ ალიევს საქართველოს იმდროინდელ პრეზიდენტთან ედუარდ შევარდნაძესთან ურთიერთნდობაზე დაფუძნებული ძლიერი მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. სწორედ მათი ლიდერობის მეშვეობით ქვეყანათა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ-ჰუმანიტარულ და სხვა დანარჩენ სფეროში ურთიერთობათა განვითარებას საფუძველი ჩაეყარა. ორივე ლიდერის პოლიტიკური კარიერა გამოირჩეოდა უნიკალურობით და ცნობილია მსგავსი ისტორიული პროცესებით. ასე რომ, მათ მეორედ ხალხის მოთხოვნით უკვე დამოუკიდებელი ქვეყნის მეთაურად გააგრძელეს პოლიტიკური მოღვაწეობა. მათი მეთაურობის დროს, სხვა სფეროების პარალელურად, ისინი თავიანთი ხალხის ეროვნულ ღირებულებებს, ენას, რელიგიას, კულტურას, ხელოვნებას, მუსიკას დიდ ყურადღებას აქცევდნენ, ყველაფერს აკეთებდნენ ამ მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და განვითარებისათვის. მინდა, ისიც აღვნიშნო, რომ ჰეიდარ ალიევი ქართული ხელოვნების, კულტურის, ლიტერატურის, მუსიკის, კინოს დიდი თაყვანისმცემელი იყო.
ახლა პრეზიდენტ ილჰამ ალიევი და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამ მდიდარ ისტორიულ ტრადიციას აგრძელებენ და დემოკრატიული გზით ავითარებენ ჩვენს დამოუკიდებელ ქვეყანათა ეროვნულ ინტერესებს.იმედი მაქვს, დღეს დაწყებული თეატრის პროფესიონალი კოლექტივი შესანიშნავად გამოიყენებს აქ შექმნილ პირობებს, ახალი პროექტებით ქალაქ თბილისის კულტურულ ცხოვრებაში დიდ წვლილს შეიტანს. ეს კი, თავის მხრივ, აზერბაიჯანისა და საქართველოს კეთილმეზობლურ, მეგობრულ და ძმურ ურთიერთობებს უფრო გააძლიერებს და კიდევ უფრო დააახლოებს ჩვენს ხალხს.
აღსანიშნავი ფაქტია ისიც, რომ ჰეიდარ ალიევის სახელობის ამ კულტურის კერის ახალი შენობის საძირკვლის ჩაყრის ცერემონია სწორედ მიმდინარე წელს - აზერბაიჯანელი ხალხის საერთო ეროვნული ლიდერის დაბადების 100 წლის იუბილეს − ემთხვევა. ჰეიდარ ალიევის შესანიშნავ იუბილესთან დაკავშირებით საქართველოშიც არაერთი ღონისძიება ჩატარდა. საერთო ეროვნული ლიდერის ხსოვნისადმი ასეთი დიდი პატივისცემის გამო ჩემი და აზერბაიჯანის მთავრობის სახელით ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს მადლობა მინდა, გადავუხადო.
მინდა, ერთი ნიუანსიც აღვნიშნო, აზერბაიჯანში, როგორც ყოველთვის, საქართველოს დიდებული პიროვნებები დიდი პატივისცემითა და სიყვარულით სარგებლობენ. ასე რომ, ამ დღეებში აზერბაიჯანის სიდიდით მეორე ქალაქში, გენჯაში, ცნობილი ქართველი პოეტის, ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური დაფა შეიქმნა. იმ შენობის წინ, სადაც ის ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. ამასთან, აზერბაიჯანის გახის რაიონში მოქმედი ქართული სახელმწიფო დრამატული თეატრი დიდი ქართველი მოღვაწის, ილია ჭავჭავაძის სახელს ატარებს და შესაბამისი წესით ოფიციალური სახე მიენიჭა.
კიდევ ერთხელ მადლობა ყველას ამ ღონისძიების ორგანიზებისთვის და გილოცავთ დღევანდელ ისტორიულ მოვლენას. მადლობა საქართველოს მთავრობას. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოწვევით გუშინ მონაწილეობა მივიღეთ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში“. მინდა, პრემიერ-მინისტრს და ორგანიზატორებს მაღალი დონის სტუმართმოყვარეობისთვის კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო. როგორც ბატონმა პრემიერმა აღნიშნა, მისი ორგანიზებით, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და განვითარებისთვის არაერთი მოლაპარაკება მიმდინარეობდა“, - განაცხადა ალი ასადოვმა.
ყველა სიახლე
03 ივნისი 2026, 20:43
პოლიტიკა
ოპოზიციურ ალიანსში ვაშინგტონის გზავნილმაც დაპირისპირება გამოიწვია - მსჯავრდებული სააკაშვილი კი, გარეთ მყოფთა კრიტიკას აგრძელებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
„ფუნქციონალური დემოკრატია საჭიროებს პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებთან ურთიერთობს იმ მოქალაქეების ინტერესების წარმოსაჩენად, რომლებმაც მას ხმა მისცეს”, - შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის მიერ გავრცელებული განცხადების ეს პასაჟი, ოპოზიციაში მორიგი დაპირისპირების მიზეზია.
03 ივნისი 2026, 20:41
მსოფლიო
ევროკომისიამ გააკრიტიკა აშშ-ის გეგმები ევროკავშირისთვის ახალი 10-პროცენტიანი ტარიფის დაწესების შესახებ მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ დაადგინა, რომ ბრიუსელმა ვერ შეძლო იძულებითი შრომით დამზადებული საქონლის იმპორტის აკრძალვა
ევროკომისიამ გააკრიტიკა აშშ-ის გეგმები ევროკავშირისთვის ახალი 10-პროცენტიანი ტარიფის დაწესების შესახებ მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ დაადგინა, რომ ბრიუსელმა ვერ შეძლო იძულებითი შრომით დამზადებული საქონლის იმპორტის აკრძალვა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
03 ივნისი 2026, 20:32
პოლიტიკა
წამოცდენა თუ მიზანმიმართული განცხადება? - პარლამენტის თავმჯდომარე პეტერ ფიშერს ქსენოფობიური განცხადების გაკეთებაში ადანაშაულებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
წამოცდენა თუ მიზანმიმართული განცხადება? პეტერ ფიშერის მისია საქართველოში რამდენიმე კვირაში სრულდება, მანამდე კი მორიგ სკანდალში ეხვევა; პარლამენტის თავმჯდომარე მას ქსენოფობიური განცხადების გაკეთებაში ადანაშაულებს.
03 ივნისი 2026, 20:28
საზოგადოება
დიმიტრი გვრიტიშვილი: ჩენდლერის ინსტიტუტის კვლევა გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ როგორც მთლიანად სახელმწიფო, ისე სასამართლო სისტემა სწორი მიმართულებით ვითარდება
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი ჩენდლერის ინსტიტუტის კვლევას გამოეხმაურა. საუბარია სასამართლო სისტემის ხარისხის ინდექსზე, რომლის მიხედვითაც სასამართლო სისტემის ხარისხით საქართველო მსოფლიოში 33-ე პოზიციაზეა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-15 ადგილს იკავებს.
03 ივნისი 2026, 20:27
ეკონომიკა
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროგნოზი - საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის 2026 წლის მონაცემს აუმჯობესებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
კიდევ ერთი დადებითი საერთაშორისო შეფასება საქართველოს ეკონომიკურ ზრდას ეხება.
03 ივნისი 2026, 20:20
საზოგადოება
საქართველოს სასამართლო სისტემამ ჩენდლერის ინსტიტუტის კვლევაში მაღალი შეფასება დაიმსახურა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველოს სასამართლო სისტემამ ჩენდლერის ინსტიტუტის კვლევაში მაღალი შეფასება დაიმსახურა. სასამართლო სისტემის ხარისხით საქართველო მსოფლიოში 33-ე პოზიციაზეა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-15 ადგილს იკავებს.
03 ივნისი 2026, 20:19
მსოფლიო
ზელენსკი: რუსეთი დაინტერესებული უნდა იყოს იმით, რომ უკრაინა ნატოს წევრი გახდეს
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მრავალი წევრი აცხადებს, რომ სურს უკრაინის ნატოში ხილვა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატოს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან ერთობლივი შეხვედრის დროს განაცხადა.
03 ივნისი 2026, 20:17
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ კანადის პარლამენტის ბიბლიოთეკას ქართული წიგნები გადასცა
კანადაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კანადის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის პარლამენტის ისტორიულ ბიბლიოთეკას ეწვია.
03 ივნისი 2026, 20:13
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი: პირველად გახდა ქართველი ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი. ხალხს კვარას წარმატების საერთო სიხარულში თავისი სიხარულის წილი აქვს, შენ კი მიდიხარ და ზაბარნიზე ან სხვებზე ესაუბრები. მოგისმენს ამ საკითხზე ხალხი? - არა
თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი “ტვ პირველის” ჟურნალისტის, ვიკა ბუკიას ფეისბუქ სტატუსს ეხმიანება, რომელსაც გაზიარებული აქვს უკრაინელი სპორტსმენის ვიდეო წარწერით: “ეს არის ნამდვილი სპორტსმენი და არა საქართველოს მსგავსი ჩვარი ფეხბურთელები“.
03 ივნისი 2026, 20:13
პოლიტიკა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში კანადის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა
კანადაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კანადის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, შეხვედრა გამართა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში კანადის დელეგაციის ხელმძღვანელთან, პარლამენტის წევრ ჰედი ფრაისთან.
03 ივნისი 2026, 20:12
საზოგადოება
კიდევ ერთი მსოფლიო გიგანტის მასშტაბური პროექტი აჭარაში - ქობულეთში შვეიცარიული ბრენდის სასტუმროს მშენებლობა იწყება. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
მსოფლიოში ცნობილი შვეიცარიული ბრენდი აჭარაში მასშტაბურ პროექტს იწყებს. ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო ქობულეთში შენდება. კომპლექსი საცხოვრებელ და საინვესტიციო აპარტამენტებსაც აერთიანებს, მისი საინვესტიციო მოცულობა კი, 300 მილიონი დოლარია.
03 ივნისი 2026, 20:09
ჯანდაცვა
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვთა მშობლები პრემიერთან შეხვედრას იმედის მომცემს უწოდებენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვთა მშობლები პრემიერთან შეხვედრას იმედის მომცემს უწოდებენ.
03 ივნისი 2026, 20:04
მსოფლიო
რუბიო: საქართველომ გადადგა გარკვეული ნაბიჯები, რაც მიგვანიშნებს, რომ სურთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესება - ჩვენ მათ განვუმარტეთ, თუ რა იქნება ამისთვის საჭირო და რა მოთხოვნებია ამისთვის
საქართველომ გადადგა გარკვეული ნაბიჯები, რაც მიგვანიშნებს, რომ სურთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესება - ჩვენ მათ განვუმარტეთ, თუ რა იქნება ამისთვის საჭირო და რა მოთხოვნებია ამისთვის, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ კონგრესმენების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.
03 ივნისი 2026, 19:52
პოლიტიკა
გვარამია გეგელიაზე: თუ სადმე გაიგებს, რომ ამერიკელები მოგვიწოდებენ პარლამენტში შესვლას, მეც მითარგმნონ, შემთხვევით მარტო „ლელო“ რომ არ შებრუნდეს და არ დაიღუპოს ქართული „ზომიერი“ პოლიტიკური სპექტრი და პროცედურული დემოკრატია
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და ტრამპის ადმინისტრაციამ ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესება პირდაპირ დაუკავშირეს საქართველოს ხელისუფლების მიერ დემოკრატიული უკუსვლის შეჩერებას და ირანთან და ჩინეთთან მზარდი ეკონომიკური და გეოპოლიტიკური კავშირების გაწყვეტას, - წერს “ოპოზიციის ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია და “ლელოს” წევრ გრიგოლ გეგელიას ურჩევს, მარკო რუბიოს განცხადებას მოუსმინოს.
03 ივნისი 2026, 19:27
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი ამოცანაა, აჭარის ტურისტული პროდუქტი გახდეს ოთხსეზონიანი ტურისტული მიმართულება
„ტურიზმის სექტორი განსაკუთრებული როლით გამოირჩევა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში და დღევანდელი მონაცემებით, მას 9.5%-იანი წილი უკავია ეროვნულ ეკონომიკაში“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ქობულეთში პრემიუმ კლასის სასტუმრო-რეზიდენციული კომპლექსის Swissôtel Kobuleti Beach Resort პროექტის ოფიციალური წარდგენის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
03 ივნისი 2026, 19:18
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: პროექტი Swissôtel Kobuleti Beach Resort ნათლად წარმოაჩენს, თუ რამდენად დინამიურად იზრდება საქართველოში ტურიზმის სექტორი და რამდენად ჯანსაღია საინვესტიციო გარემო
„დღევანდელი დღე სიმბოლურია და ასევე მნიშვნელოვანი, რადგან ნათლად წარმოაჩენს, რომ ჩვენს ქვეყანაში შექმნილი განჭვრეტადი, საიმედო და ინვესტორებისთვის მეგობრული გარემო მათ სტიმულს აძლევს, ასეთი მსხვილი ინვესტიცია განახორციელონ“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ქობულეთში პრემიუმ კლასის სასტუმრო-რეზიდენციული კომპლექსის Swissôtel Kobuleti Beach Resort პროექტის ოფიციალური წარდგენის ცერემონიაზე.
03 ივნისი 2026, 19:14
პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი: არასდროს და არსად საარჩევნო ბოიკოტს არ მოუტანია არანაირი შედეგი, გარდა ოპოზიციის დაზიანებისა
საარჩევნო ბოიკოტს არასდროს და არავინ მსოფლიოს ცივილიზებულ დემოკრატიულ სახელმწიფოებში მხარს არ უჭერს მარტივი მიზეზით, არასდროს და არსად საარჩევნო ბოიკოტს არანაირი შედეგი გარდა ოპოზიციის დაზიანებისა არ მოუტანია, - განაცხადა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტის შეფასებისას.
03 ივნისი 2026, 18:56
მსოფლიო
იტალიის თავდაცვის მინისტრი: ყველამ იცის, გერმანელების ჩათვლით, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ძალიან რთულია
იტალიის თავდაცვის მინისტრი, გვიდო კროზეტო უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესსა და მთავრობის შიგნით, Lega-სა და Forza Italia-ს შორის დაწყებულ პოლემიკას ეხმაურება.
03 ივნისი 2026, 18:54
რეგიონი
სელიმ ხიმშიაშვილის ხსოვნის პატივსაცემად ხულოში სახალხო დღესასწაული „სელიმობა“ გაიმართა
საქართველოს ერთიანობისთვის თავგანწირული მამულიშვილის, სელიმ ხიმშიაშვილის სახელის უკვდავსაყოფად, ხულოში სახალხო დღესასწაული „სელიმობა“ გაიმართა. ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.
03 ივნისი 2026, 18:47
საზოგადოება
ვახტანგ ლომჯარია: ძალიან ბევრი პარკი შეიქმნა ბოლო პერიოდში და ძალიან დიდი ეფექტი და მნიშვნელობა აქვს ეკონომიკისთვის ამ მწვანე სივრცეებს
გარდა იმისა, რომ პარკებში შეიძლება ვეწეოდეთ ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდას, ამას მნიშვნელობა აქვს მათ შორის სოციალურ-ეკონომიკური კუთხითაც, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლომჯარიამ.


