www.imedi.ge /  27 ნოემბერი 2023, 15:02 / სანდო წყარო

გია ბარამიძე: მელიას გარიცხვის წინააღმდეგი ვიყავი და ვარ, ამ საკითხში შეუთანხმებლობა მდივნობასთან შეუთავსებლად თუ ჩაითვლება, მზად ვარ, თავმჯდომარეს ამ თანამდებობიდან წასვლაზე მივმართო

გია ბარამიძე

გია ბარამიძე

„ნაციონალური მოძრაობიდან“ მელიას გარიცხვის წინააღმდეგი ვიყავი და ვარ. ამ საკითხში შეუთანხმებლობა მდივნობასთან შეუთავსებლად თუ ჩაითვლება, მზად ვარ, თავმჯდომარეს ამ თანამდებობიდან წასვლაზე მივმართო, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბარამიძე „ფეისბუქის“ გვერზდე წერს.

გიორგი ბარამიძის თქმით, სჯერა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბევრი ძველი მებრძოლი დაბრუნდება.

„Ნაციონალური მოძრაობის“ თანამებრძოლებსა და მეგობრებს (ალბათ მედიასაც) დააინტერესებთ, რა პოზიცია მაქვს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მიერ ნიკა მელიას მიმართ „ფორმულას“ ეთერში გაკეთებულ განცხადებაზე. უმეტესობამ ეს აღიქვა, როგორც მისი გარიცხვის გადაწყვეტილება, თუმცა ასე პირდაპირ ეს არ თქმულა. მე მაინც მინდა, საჯაროდ კიდევ ერთხელ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია, რაც არაერთხელ სხვადასხვა ეთერში მითქვამს. კატეგორიულად არ მომწონს და წინააღმდეგი ვარ ნიკა მელიას მიერ პარტიის ლანძღვის კამპანიისა, მაგრამ მე „ნაციონალური მოძრაობიდან“ მელიას გარიცხვის წინააღმდეგი ვიყავი და ვარ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წესდებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს წევრის გარიცხვის უფლებამოსილება აქვს, თუმცა მე არ ვიზიარებ ასეთი ნაბიჯის პოლიტიკურ მიზანშეწონილობას. ზოგადად, ცივილიზირებული პარტიული დემოკრატიისა და ენმ-სთვისაც აზრთა სხვადასხვაობა უცხო არაა, ხშირად ყოფილა შემთხვევები, როცა თავმჯდომარის ან მთლიანად პარტიის გადაწყვეტილებებს (მაგალითად, პარლამენტში შესვლაზე) არ ვიზიარებდი, მაგრამ, ცხადია, უმრავლესობის აზრს ყოველთვის პატივს ვცემდი. ახლაც ზუსტად ასეა და ამას საჯაროდ ვამბობ. მე ვიყავი და ვიქნები მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრი და ვაპირებ მასთან ერთად ბრძოლას. „ნაციონალური მოძრაობა“ არის მიშას გუნდი. ამავდროულად, „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს ლეგიტიმურად არჩეული თავმჯდომარე, პოლიტიკური საბჭო, გენერალური მდივანი და სამდივნო. ამ საკითხში პარტიის თავმჯდომარესთან ჩემი შეუთანხმებლობა, „ნაციონალური მოძრაობის“ ჩემს პოლიტიკურ მდივნობასთან შეუთავსებლად თუ ჩაითვლება, მზად ვარ, თავმჯდომარესა და გენერალურ მდივანს ჩემი ამ თანამდებობიდან წასვლის შესახებ მივმართო. ცხადია, ესეც, წესდებით, მათი უფლებამოსილებაა, რომ გადაწყვიტონ. თუ ისინი ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, მას მშვიდად მივიღებ. მეტიც, თუ საჭირო გახდა, პოლიტიკურ საბჭოსაც დავტოვებ და ვიქნები „ნაციონალური მოძრაობის“ რიგითი წევრი და ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი მიშა იქნება, მე ვიქნები მიშას გვერდით, მიშას გუნდში. „ნაციონალური მოძრაობა“ და მიშას გუნდის რიგითი მებრძოლის სტატუსიც ძალიან საპატიოდ მიმაჩნია.

მჯერა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბევრი ძველი მებრძოლი დაბრუნდება და ახლებიც დაგვემატებიან. მჯერა, მთავარი მიზანი არ დაგვავიწყდება და ფოკუსი არ აგვერევა. მიშასთან ერთად და მიშას ლიდერობით, საქართველო მოღალატეთა რეჟიმისგან ერთად უნდა გავათავისუფლოთ. ესაა მთავარი და ამ ბრძოლაში რიგითად ბრძოლაც საპატიოა. მჯერა ჩვენი გამარჯვების. საქართველოში უნდა გათენდეს. თავისუფლება მიშას“, – წერს გიორგი ბარამიძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა ფურცელს, რომელზეც ეწერა, რომ ნიკა მელია პარტიის წევრი აღარ არის, პირდაპირ ეთერში მოაწერა ხელი და განაცხადა, რომ ნიკა მელია არ წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“, აღარ არის პარტიის წევრი.

ყველა სიახლე

28 აგვისტო 2026, 20:15

პოლიტიკა

მედიაში გავრცელებული ცნობებით, ოპოზიციის აქტივისტი თეონა ბაღდავაძე აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთში სამჯერ ჩავიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

2011, 2013 და 2014 წლებში განხორციელებული ვიზიტების მიზნებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვები და ბაღდავაძის პასუხი - მაკუნა აბულაძე დეტალებს გიამბობთ.

28 აგვისტო 2026, 20:07

საზოგადოება

პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 9 მოქალაქე შეიწყალა - ოპოზიციაში ჩადენილის აღიარების ფაქტმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 9 მოქალაქე შეიწყალა. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა დაკავებულთა მიერ სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი დანაშაულის აღიარება და მონანიება.

28 აგვისტო 2026, 20:05

მსოფლიო

„მე ვარ პროკურორი, რომელიც მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე წუხს, შემთხვევითი ტყვიის მსხვერპლი შესაძლოა ნებისმიერი გახდეს“ - ბრიუსელის პროკურორმა დედაქალაქში ნარკოტრაფიკთან დაკავშირებულ მძიმე ვითარებაზე ისაუბრა

„მე ვარ პროკურორი, რომელიც მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე წუხს. შემთხვევითი ტყვიის მსხვერპლი შესაძლოა ნებისმიერი გახდეს“, - განაცხადა ბრიუსელის პროკურორმა ჟულიენ მუანილმა.

ნატალია კვაჭანტირაძე

28 აგვისტო 2026, 19:16

ეკონომიკა

საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი: ახალი აეროპორტები ხელს შეუწყობს ადგილობრივების დასაქმებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკისთვის

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი ტურისტი ეწვევა როგორც სვანეთს, ასევე თელავის მიმართულებას, - აცხადებს საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი ნატალია კვაჭანტირაძე.

ჯონ რეტკლიფი

28 აგვისტო 2026, 19:15

მსოფლიო

Euronews: დაცულია თუ არა ბალტიისპირეთი? მოსკოვში CIA-ს დირექტორის ვიზიტმა იმაზე მეტი კითხვა გააჩინა, ვიდრე პასუხი

თუ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, ჯონ რეტკლიფის საიდუმლო ვიზიტი მოსკოვში რუსეთსა და ნატოს შორის დაპირისპირების შიშების გაქრობას ისახავდა მიზნად, როგორც ჩანს, შედეგი სრულიად საპირისპირო აღმოჩნდა, - წერს Euronews-ი სტატიაში სათაურით „დაცულია თუ არა ბალტიისპირეთი? მოსკოვში CIA-ს დირექტორის ვიზიტმა იმაზე მეტი კითხვა გააჩინა, ვიდრე პასუხი“.

საპატრულოს ლენტი

28 აგვისტო 2026, 19:12

სამართალი

მოქალაქე, რომელმაც ავლაბარში მამაკაცი მოკლა, იდენტიფიცირებულია და პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი

აღნიშნული პირი პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი. მიმდინარეობს მისი დაკავებისთვის შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

ბილ უაიტი

28 აგვისტო 2026, 18:40

მსოფლიო

„სრულიად მიუღებელია, რომ ელჩი მთავრობის წევრის მიმართ ასეთ შეურაცხმყოფელ ენას იყენებდეს“ - ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ის ელჩი დაიბარა მას შემდეგ, რაც ამერიკელმა დიპლომატმა სოციალურ ქსელში ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრს დასცინა

ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაქსიმ პრევომ აშშ-ის ელჩი ბილ უაიტი წელს უკვე მეორედ დაიბარა მას შემდეგ, რაც მან სოციალურ ქსელში ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრს, ფრანკ ვანდენბრუკეს დასცინა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

28 აგვისტო 2026, 18:37

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირის შეწყალება, სამართლებრივი თვალსაზრისით ერთგვარი აღდგენითი სამართლებრივი აქტია - პრეზიდენტის მიერ პირის შეწყალების უფლების გამოყენება არის მაგალითი იმისა, რომ კანონი არ სჯის, კანონი იცავს

საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ, საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირის შეწყალება, სამართლებრივი თვალსაზრისით ერთგვარი აღდგენითი სამართლებრივი აქტია, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

ლევან მაჭავარიანი

28 აგვისტო 2026, 18:30

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი აქციაზე დაკავებულთა შეწყალებაზე: ძალიან სამწუხაროა, როდესაც აგენტურა ასეთი ფაშისტური მეთოდებით აბულინგებს იმ ახალგაზრდებს, რომლებიც სამწუხაროდ, პირდაპირი მნიშვნელობით, გამოიყენეს აქციების დროს

„ძალიან სამწუხაროა, როდესაც ეს აგენტურა ასეთი ფაშისტური მეთოდებით აბულინგებს იმ ახალგაზრდებს, რომლებიც სამწუხაროდ, პირდაპირი მნიშვნელობით გამოიყენეს ამ აქციების დროს იმისთვის, რომ შემდეგ საინფორმაციო ხმაური იყოს ატეხილი ამ ახალგაზრდების მეშვეობით“ განაცხადა მაჭავარიანმა.

ლევან მაჭავარიანი

28 აგვისტო 2026, 18:10

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: მამუკა მდინარაძეს ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი იმაში, რომ დღეს საქართველო არის ისეთი დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არ ყოფილა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში

მამუკა მდინარაძეს ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი იმაში, რომ დღეს საქართველო არის ისეთი დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არ ყოფილა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა მამუკა მდინარაძის მიერ თანამდებობისა და პოლიტიკის დატოვების შესახებ.

დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

28 აგვისტო 2026, 18:01

საზოგადოება

დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი: პატრიარქის ქადაგებას, სადაც მან ეკლესიის ათასწლოვანი პოზიცია გაახმიანა, ისეთი ისტერიული კრიტიკა მოჰყვა, თითქოს სასულიერო პირები ავადმყოფებისთვის მკურნალობის აკრძალვას ითხოვდნენ. ეს არის ან სრული უმეცრება, ან ცინიკური ფარისევლობა

დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ რამდენად შორს არის საზოგადოების ნაწილი ელემენტარული ქრისტიანული აზროვნებისგან. პატრიარქ შიოს ქადაგებას, სადაც მან ეკლესიის ათასწლოვანი პოზიცია გაახმიანა, ისეთი ისტერიული კრიტიკა მოჰყვა, თითქოს სასულიერო პირები ავადმყოფებისთვის მკურნალობის აკრძალვას ითხოვდნენ, - წერს საბურთალოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი, სოციალურ ქსელში.

რევაზ სოხაძე

28 აგვისტო 2026, 17:52

რეგიონი

ინფრასტრუქტურის მინისტრი ბაღდათში სტიქიის ზონაში იმყოფება

სტიქიის შედეგად რამდენიმე ათეული ოჯახი დაზარალდა. დაზიანებულია ინფრასტრუქტურაც და ჩვენი შესაბამისი სამსახურები ადგილზე აქტიურად მუშაობენ. საავტომობილო გზების დეპარტამენტი ჩართულია როგორც ცენტრალური გზების, ისე სხვა დაზიანებული მონაკვეთების გაწმენდაში, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ ბაღდათში განვითარებული სტიქიის შედეგების გაცნობის შემდეგ.

ლევან მახაშვილი

28 აგვისტო 2026, 17:33

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი პოლიტიკიდან მამუკა მდინარაძის წასვლაზე: დასანანი იყო ეს გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ამ ადამიანს ძალიან ბევრი სასიკეთო რამ აქვს ქვეყნისთვის და გუნდისთვის გაკეთებული

დასანანი იყო ეს გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ამ ადამიანს ძალიან ბევრი სასიკეთო რამ აქვს ქვეყნისა და გუნდისთვის გაკეთებული, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა, მამუკა მდინარაძის მიერ თანამდებობისა და პოლიტიკის დატოვების შესახებ.

ზვიად შამალბერიძე

28 აგვისტო 2026, 17:27

რეგიონი

ზვიად შალამბერიძე: ბაღდათში ამ მომენტისთვის, ელექტროენერგია უმეტესი ნაწილისთვის ჩართულია. საღამოს თითქმის ყველა აბონენტს ჩაერთვება გაზმომარაგება

„მთელი ღამე და დღეს დილიდანაც შესაბამისი სამსახურები მობილიზებული არიან, რომ ნებისმიერი მიმართულებით იმუშაონ და აღმოიფხვრას ის პრობლემები, რაც წუხელ შეიქმნა. მინისტრთან და გუბერნატორთან ერთად ადგილზე სიტუაციას ვეცნობით. ასეულობით ადამიანს როგორც გაზმომარაგება, ასევე ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. ამ მომენტისთვის, ელექტროენერგია უმეტესი ნაწილისთვის ჩართულია. საღამოს თითქმის ყველა აბონენტს ჩაერთვება გაზმომარაგება“, - აღნიშნა შალამბერიძემ.

ჯონ რეტკლიფი

28 აგვისტო 2026, 17:25

მსოფლიო

The Wall Street Journal: CIA-ს დირექტორი ჯონ რეტკლიფი მოსკოვში პირადად დონალდ ტრამპმა გააგზავნა

The Wall Street Journal-ს ანონიმურმა წყარომ განუცხადა, რომ ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი ჯონ რეტკლიფი, მოსკოვში პირადად აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააგზავნა.

არჩილ გორდულაძე

28 აგვისტო 2026, 17:25

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძეს განსაკუთრებული კვალი აქვს დატოვებული 10-წლიანი პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე - რა თქმა უნდა, პოლიტიკიდან მისი წასვლა დანაკლისია

„მისი ღვაწლი არის უდიდესი ჩვენი გუნდისთვის. რა თქმა უნდა, მისი წასვლა დანაკლისია. მან არაერთხელ ახსენა, რომ არაერთი სპეკულაცია და ჭორი მოჰყვება ამ ყველაფერსო, მაგრამ ისაუბრა ძალიან გულწრფელად. ძალიან გულწრფელი იყო თავის საუბარში. ვინც კი ამ ადამიანს იცნობს, დარწმუნდებოდა მის გულწრფელობაში. თავს მივცემ უფლებას და ვარ ძალიან ბედნიერი,რომ მას ჩემი უფროსი მეგობარი ვუწოდო. ჩვენ წლების განმავლობაში ძალიან ახლო ურთიერთობა გვქონდა და მომავალშიც გვექნება“, - აღნიშნა გორდულაძემ.

ლევან მაჭავარიანი

28 აგვისტო 2026, 17:22

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი ოპოზიციონერი აქტივისტის რუსეთში სტუმრობაზე: ისინი არიან ფარისევლები. რაღაცაზე საუბრობენ, რომ თითქოს ეს მათთვის მორალურად წარმოუდგენელია, შემდეგ აღმოჩნდება ხოლმე, რომ ზუსტად იმას აკეთებენ, რაზეც საუბრობენ, რომ თურმე მორალურად მიუღებელი ყოფილა. ისინი საზრდოობენ ამ ყველაფრით

ისინი არიან ფარისევლები. რაღაცაზე საუბრობენ, რომ თითქოს ეს მათთვის მორალურად წარმოუდგენელია, შემდეგ აღმოჩნდება ხოლმე, რომ ზუსტად იმას აკეთებენ, რაზეც საუბრობენ, რომ თურმე მორალურად მიუღებელი ყოფილა. ისინი საზრდოობენ ამ ყველაფრით, - ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი ოპოზიციის აქტივისტის, თეონა ბაღდავაძის რუსეთში სტუმრობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას.

თეონა ბაღდავაძე

28 აგვისტო 2026, 17:05

პოლიტიკა

„ერთხელ ვიყავი დაკრძალვაზე, ორჯერ ვიყავი პუტინის დასამხობად“ - კითხვაზე, 2008 წლის ომის შემდეგ იმყოფებოდა თუ არა რუსეთში, თეონა ბაღდავაძე ირონიით პასუხობს

„ქრონიკა“ თეონა ბაღდავაძეს დაუკავშირდა, თუმცა მან თემის გადაფარვა ირონიით სცადა. „ქრონიკის“ ჟურნალისტის მიერ გაგზავნილ შეტყობინებაზე პასუხის ნაცვლად კი, ჟურნალისტის ტელეფონის ნომერი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

28 აგვისტო 2026, 17:00

მსოფლიო

Reuters: ნეპალსა და ჩინეთში ძლიერი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ, 500-ს გადააჭარბა

ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ, 547 ადამიანი შეადგინა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

28 აგვისტო 2026, 15:51

მსოფლიო

Bloomberg: უკრაინის ბიუჯეტის დეფიციტმა 2027 წელს შესაძლოა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზს გადააჭარბოს

უკრაინას რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წინააღმდეგ თავდაცვის დასაფინანსებლად სულ უფრო მზარდი ფინანსური დეფიციტი უჩნდება, რადგან ქვეყანა დასავლელი დონორების მიერ დაპირებული მილიარდობით დოლარის დახმარებაზე წვდომის შენარჩუნებას ცდილობს. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.