გურამ მაჭარაშვილი ლევან ხაბეიშვილზე: როგორც ჩანს, მისტერ ოფშორმა დარეკა იქიდან პირდაპირ ეთერში და მაგ კლოუნს უთხარით, მანდვე მოაწეროს ხელი მელიას გარიცხვაზეო
გურამ მაჭარაშვილი
ფოტო: „ხალხის ძალა“
როგორც ჩანს, მისტერ ოფშორმა დარეკა იქიდან პირდაპირ ეთერში და მაგ კლოუნს უთხარით, მანდვე მოაწეროს ხელი მელიას გარიცხვაზეო, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, როგორია ოლიგარქიული და არაფორმალური მმართველობა „ნაცმოძრაობაში“. ის, რომ პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტი შემოგიცურებს ქაღალდს და ერთი ხელით ხელს მოაწერ, მეორეზე ალბათ ნიჩურიტი ჰქონდა და თუ რამეს იტყვი, რომ მთლად ბოლომდე არ მოვაწერე ხელიო. ეს არის ზუსტად კლასიკური მაგალითი. როგორც ჩანს მისტერ ოფშორმა დარეკა იქიდან პირდაპირ ეთერში და მაგ კლოუნს უთხარით, მანდვე მოაწეროს ხელი მელიას გარიცხვაზეო. თუმცა, ოფიციალურად ეს გაკეთებული არ არის პარტიაში. მათი აზრით, ხალხის თვალში გარიცხულია მელია და თუ რამეა, ოფიციალურად მელიას ეტყვიან, რომ შენ არ ხარ გარიცხულიო“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ფურცელს, რომელზეც ეწერა, რომ ნიკა მელია პარტიის წევრი აღარ არის, პირდაპირ ეთერში მოაწერა ხელი და განაცხადა, რომ ნიკა მელია არ წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“, აღარ არის პარტიის წევრი.
მოგვიანებით განცხადება პარტიის სახელითაც გავრცელდა, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ ნიკა მელია არ წარმოადგენს პარტია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, ეს საკითხი დახურულია და პარტია არ აპირებს ამ საკითხზე დამატებითი კომენტარის გაკეთებას.
ყველა სიახლე
09 ივლისი 2026, 10:53
კულტურა
Emmy 2026-ის ნომინანტთა სია ცნობილია
დაჯილდოების ცერემონია 14 სექტემბერს გაიმართება, მისი წამყვანი კი მსახიობი მარიშკა ჰარგიტეი იქნება.
09 ივლისი 2026, 10:52
მსოფლიო
ირანის პარლამენტის თავმჯდომარე: ამერიკას ჯერ კიდევ ვერ გაუგია, რომ დაშინება და პირობის დარღვევა უკვე პასუხგაუცემელი აღარ დარჩება
ირანის პარლამენტის თავმჯდომარე მოჰამად ბაღერ ღალიბაფი სოციალურ ქსელ X-ში აშშ-თან ბოლო დღეებში არსებულ სამხედრო ესკალაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამერიკას ჯერ კიდევ ვერ გაუგია, რომ დაშინება და პირობის დარღვევა უკვე პასუხგაუცემელი აღარ დარჩება.
09 ივლისი 2026, 10:40
რეგიონი
ქუთაისში №28 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სრულდება
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქუთაისში №28 საჯარო სკოლის რეაბილიტაციას ასრულებს, - ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
09 ივლისი 2026, 10:39
პოლიტიკა
ზურაბ ქადაგიძე: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი გაცილებით მეტია, ვიდრე ინფრასტრუქტურული პროექტი. როცა სახელმწიფო სტრატეგიულ ობიექტებში გადამწყვეტ როლს ინარჩუნებს, ის იცავს არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ ეროვნულ ინტერესებსაც
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობასა და მთავრობის გადაწყვეტილებაზე, სახელმწიფო გახდეს პორტის 100%-იანი წილის მესაკუთრე. ქადაგიძე აღნიშნავს, რომ პოლიტიკური სუვერენიტეტის საფუძველი ეკონომიკური დამოუკიდებლობაა. დეპუტატი გამოყოფს მიმართულებებს, რომლებშიც სახელმწიფომ თანმიმდევრული პოლიტიკა უნდა გაატაროს- სასურსათო უსაფრთხოება, ენერგეტიკული დამოუკიდებლობა და ძლიერი ეროვნული ეკონომიკა:
09 ივლისი 2026, 10:33
პოლიტიკა
ინვესტიციების მოზიდვით საქართველოს მთავრობა მსოფლიოში მე-12 ადგილზეა
ინვესტიციების მოზიდვით საქართველოს მთავრობა მსოფლიოში მე-12 ადგილზეა
09 ივლისი 2026, 10:17
საზოგადოება
ComCom-ის თავმჯდომარემ WSIS 2026 სამიტში მიიღო მონაწილეობა
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, გოგა გულორდავამ ComCom-ის დელეგაციასთან ერთად, ჟენევაში გამართულ ინფორმაციული საზოგადოების მსოფლიო სამიტის (WSIS) 2026 წლის ფორუმსა და “AI for Good” გლობალურ სამიტში მიიღო მონაწილეობა. აღნიშნული ღონისძიება ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU), გაეროს სააგენტოებისა (UNESCO, UNCTAD, UNDP) და შვეიცარიის კონფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა. ღონისძიებებში კომისიის თავმჯდომარესთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს ComCom-ის წევრმა ეკატერინე იმედაძემ და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა ნინო გრძელიშვილმა.
09 ივლისი 2026, 10:08
მსოფლიო
ტრამპის განცხადებით, ირანელები მას დაუკავშირდნენ და გარიგების დადება სთხოვეს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანელები მას დაუკავშირდნენ და გარიგების დადება სთხოვეს.
09 ივლისი 2026, 10:03
პოლიტიკა
პარლამენტის წევრებმა ზემო აჭარაში სასკოლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა, კომიტეტის წევრებმა და ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების დელეგატმა ანზორ ბოლქვაძემ ზემო აჭარაში, ხულოსა და შუახევის საჯარო სკოლები დაათვალიერეს და ადგილზე გაეცნენ იმ საჭიროებებს, რაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობას უკავშირდება.
09 ივლისი 2026, 09:30
მსოფლიო
POLITICO: რუსეთი დიზელის ექსპორტს წყვეტს და საწვავის იმპორტს იწყებს
რუსეთი ივლისის ბოლომდე დიზელის ექსპორტს აჩერებს, რათა ენერგეტიკული ბაზარი უკრაინასთან ომის გავლენისგან დაიცვას. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
09 ივლისი 2026, 09:19
მსოფლიო
Bloomberg: აშშ-სა და ირანის ურთიერთდარტყმების ფონზე ჰორმუზის სრუტეში გემების მოძრაობა თითქმის შეჩერდა
აშშ-ის მიერ ირანზე ზედიზედ მეორე დღის განმავლობაში განხორციელებული დარტყმების გამო ჰორმუზის სრუტეში გემების მოძრაობა თითქმის შეჩერდა. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
09 ივლისი 2026, 09:15
სპორტი
საქართველოს თავისუფალი სტილით 20-წლამდე მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის პირველობისთვის მზადება დაასრულა
საქართველოს თავისუფალი სტილით 20-წლამდე მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის პირველობისთვის მზადება დაასრულა, ახალგაზრდა სპორტსმენები მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში გაემგზავრნენ, სადაც 9 ივლისიდან 20-წლამდელთა შორის კონტინენტურ პირველობაში მიიღებენ მონაწილეობას.
09 ივლისი 2026, 09:11
რეგიონი
რამდენიმე დღის განმავლობაში გადაუღებელმა წვიმამ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში პრობლემები შექმნა
რამდენიმე დღის განმავლობაში გადაუღებელმა წვიმამ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში პრობლემები შექმნა. უხვი ნალექის შედეგად ადიდებული მდინარე ბელექანჩაი კალაპოტიდან გადმოვიდა და მიმდებარე ტერიტორია, მათ შორის, მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და საკარმიდამო ნაკვეთები დატბორა.
09 ივლისი 2026, 09:06
პოლიტიკა
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გიორგი ზურაბაშვილისა და KfW IPEX-Bank-ის სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორის შეხვედრაზე „შუა დერეფნის“ მზარდი სტრატეგიული მნიშვნელობა, საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი და ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგი განიხილეს
მხარეებმა განიხილეს „შუა დერეფნის“ მზარდი სტრატეგიული მნიშვნელობა, საქართველოს სატრანზიტო და ლოგისტიკური პოტენციალი, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები.
09 ივლისი 2026, 09:00
მსოფლიო
CENTCOM: ამერიკულმა ძალებმა გასულ ღამეს ირანის 90-მდე სამხედრო სამიზნეს დაარტყეს
აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა (CENTCOM) გასულ ღამეს ირანზე განხორციელებული იერიშის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში იუწყება.
09 ივლისი 2026, 08:53
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე: წარმოუდგენელია, ასეთი შინაარსის რეზოლუციების მიღებას რაიმე მიზანი ჰქონდეს გარდა იმისა, რომ „ნაცმოძრაობამ“ რამდენიმე სიუჟეტი გააკეთოს და მათთან დაკავშირებულმა პირებმა კომენტარები აკეთონ
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას აფასებს. „წარმოუდგენელია ასეთი თავდასხმები, ასეთი შინაარსის რეზოლუციების მიღებას რაიმე მიზანი ჰქონდეს გარდა იმისა, რომ „ნაცმოძრაობამ“ რამდენიმე სიუჟეტი გააკეთოს და მათთან დაკავშირებულმა პირებმა კომენტარები აკეთონ“, - განაცხადა გორდულაძემ.
09 ივლისი 2026, 08:47
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: გასაკვირია, როგორ ვერ ხვდება აგენტურული ოპოზიცია, რომ უილსონისთვის ფულის გადახდა არის ჰაერისთვის ფულის გატანება. ჩვენს მოქალაქეებს არ აინტერესებთ მათი შეკვეთილი რეზოლუციები არც ევროპარლამენტში, არც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე
გასაკვირია, როგორ ვერ ხვდება აგენტურული ოპოზიცია, რომ უილსონისთვის ფულის გადახდა არის ჰაერისთვის ფულის გატანება. ჩვენს მოქალაქეებს არ აინტერესებთ მათი შეკვეთილი რეზოლუციები არც ევროპარლამენტში, არც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
09 ივლისი 2026, 08:32
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდენლი 9 ივლისს საქართველოში
9 ივლისს ქუთაისში მზიანი ამინდი იქნება, დღისით +32 და ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +31 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.
09 ივლისი 2026, 08:15
რეგიონი
ახალციხის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს
მუნიციპალიტეტის მერი მოადგილეებთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად სოფელ ანში შიდა საავტომობილო გზების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. პროექტის ფარგლებში, შიდა საუბნო გზის ორ მონაკვეთზე ბეტონის საფარი დაიგება და მოეწყობა საყრდენი კედელი. პროექტების დასრულების შემდეგ სოფლის მცხოვრებლები კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ.
09 ივლისი 2026, 08:06
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: საქართველოს მიმართ ხორციელდება თავდასხმები საერთაშორისო გაერთიანებების მხრიდან, მაშინ როცა, მათივე კვლევითი ინსტიტუტები დადებითად აფასებენ საქართველოს განვითარებას
საქართველოს მიმართ ხორციელდება თავდასხმები საერთაშორისო გაერთიანებების მხრიდან, მაშინ როცა, მათივე კვლევითი ინსტიტუტები დადებითად აფასებენ ქვეყნის განვითარებას, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა ეუთოს მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული დეკლარაციის კომენტირებისას.
09 ივლისი 2026, 08:04
პოლიტიკა
ბელგრადის დეკლარაცია: კიდევ ერთხელ ვადასტურებთ კანდიდატი ქვეყნების ევროპული პერსპექტივისა და ევროკავშირში მათი გაწევრების პროცესის მიმართ, მხარს ვუჭერთ პარლამენტთაშორისი თანამშრომლობის გაძლიერებას, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლას
დეკლარაციის ხელმომწერები ევროპული მომავლის ერთგულებას ადასტურებენ და თანხმდებიან, რომ ინტეგრაციას კანდიდატებს შორის ერთობა სჭირდება. დეკლარაციით, კანდიდატი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ ევროპული ინტეგრაციის გზაზე არსებულ პრობლემებს ერთობლივად გაუმკლავდებიან და ერთმანეთს ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებენ. ბელგრადის დეკლარაცია: კიდევ ერთხელ ვადასტურებთ კანდიდატი ქვეყნების ევროპული პერსპექტივისა და ევროკავშირში მათი გაწევრების პროცესის მიმართ, მხარს ვუჭერთ პარლამენტთაშორისი თანამშრომლობის გაძლიერებას, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლას


