გურამ მაჭარაშვილი: მელია არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპრინციპო ადამიანი, რომელმაც რაც თქვა, ყველაფერი პირიქით გააკეთა
გურამ მაჭარაშვილი
ფოტო: ხალხის ძალა
მელია არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპრინციპო ადამიანი, რომელმაც რაც თქვა ყველაფერი პირიქით გააკეთა, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაცმოძრაობა“ შესაძლოა არა ორ, არამედ რამდენიმე ნაწილად დაიშალოს.
„მცდელობა შეიძლება იყოს დამენეჯმენტების, მაგრამ მე არ მგონია და ნაკლებად ვარ იმის მომხრე, რომ ასეთ ვითარებებს „ნაცმოძრაობაში“ ვინმე ამენეჯმენტებდეს, მით უმეტეს თემურ ალასანია. ჩვენ ვთქვით არაერთხელ და ახლა ეს უკვე მოხდა „ნაცმოძრაობაში“, რომ იშლება და ახლა დაიშალა ორ ნაწილად. დე იურე როგორ მოხდება ეს უკვე ტექნიკური საკითხია, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ეს დაშლა უკვე მოხდა. დიდი ალბათობაა იმის, რომ არა ორ, არამედ ბევრ ნაწილად დაიშალოს 5 ნომერი ბრენდი. მელია არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპრინციპო ადამიანი, რომელმაც რაც თქვა, ყველაფერი პირიქით გააკეთა. გახსოვთ მელიას სიტყვები, რომ არ გადავიხდი გირაოს, გადაიხადა, არ ჩავჯდები ციხეში, ჩაჯდა, არ გამოვალ ციხიდან, გამოვიდა. მერე ამბობდა, არ წავალ „ნაცმოძრაობიდან“ და ისე წავიდა, ეს ხომ უნდა მოახერხო - ჯერ გააგდეს და მერე ჩაატარა ბრიფინგი მივდივარო. ასეთი უპრინციპო ადამიანია და ბუნებრივია, რომ როგორც ორიგინალი, თუ უკვე ასლი გამხდარი „ნაცმოძრაობა“ და შემდგომში ეს ახალი „ნაცმოძრაობა“, რომელსაც შექმნის ნიკა მელია, ერთმანეთისგან არ იქნება განსხვავებული, გარდა ჟესტიკულაციისა. მელიას მაგალითად, შეიძლება ჰქონდეს უფრო მეტი შესაძლებლობა, რომ მანევრები ჩაატაროს უკეთესად, ვიდრე ხაბეიშვილს. სხვა შემთხვევაში, ბუნებრივია, რომ „ნაცმოძრაობის“ გახლეჩა იყო გარდაუვალი. თემურ ალასანია უსურვებდა საქართველოს, გახლეჩილი საქართველო მინდაო და მიიღებს არა ორად, არამედ ბევრ ნაწილად გახლეჩილ „ნაცმოძრაობას“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.
ყველა სიახლე
25 აგვისტო 2026, 11:29
ეკონომიკა
ფონდი „ქართუ" განცხადებას ავცელებს
თუ დღეს რომელიმე ფიზიკურ პირს საკრედიტო დაწესებულებამ მოსთხოვა ხსენებული პერიოდის სესხის დაფარვა, ეს ან შეცდომაა, რისი გადამოწმებაც მარტივად შეიძლება, ან ეს კონკრეტული ვალდებულება არ აკმაყოფილებდა დადგენილ კრიტერიუმებს და შესაბამისად არ მოხვდა 2018 წლის პროგრამაში,- ნათქვამია ფონდი „ქართუს" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
25 აგვისტო 2026, 11:28
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი: არცერთ ხელისუფლებას არ უზრუნია, რომ აბასთუმანში ინფრასტრუქტურა გაეუმჯობესებინა. ვინ უშლიდათ?! ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა ეს ყველაფერი - დანგრეული და განადგურებული ინფრასტრუქტურის გაკეთება დაიწყო თავიდან თავისი ინვესტიციებით
თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელიც მიზანმიმართულად არ იმჩნევს ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებს და ყურადღებას აბასთუმნის ლანდშაფტზე ამახვილებს.
25 აგვისტო 2026, 11:06
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: აგენტურულო ოპოზიციურო პარტიებო, მდიდარო NGO-ებო და ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალო აქტივისტებო, თქვენ ემსახურებით უცხოელ პატრონებს საზღვრებს გარეთ და რამდენიმე ელჩს ქვეყნის შიგნით. თქვენ დამსახურებულად გქვიათ უსამშობლოები!
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ლევან მაჭავარიანი ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მათთან დაკავშირებული აქტივისტების საქმიანობას აკრიტიკებს და მათ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებაში ადანაშაულებს. მისი შეფასებით, ეს ჯგუფები სხვადასხვა პერიოდში საზოგადოებაში არაერთ დაპირისპირებისა და პოლიტიკური კრიზისის გამომწვევ კამპანიას აწარმოებდნენ.
25 აგვისტო 2026, 10:56
საზოგადოება
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე, თბილისის ტექნოპარკში, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აშოტ სმბატიანს შეხვდა. ინფორმაციას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავცელებს.
25 აგვისტო 2026, 10:56
რეგიონი
ფერმერები წელსაც სიმინდის მაღალი ხარისხის მოსავალს ელოდებიან
სურსათის ეროვნული სააგენტოს ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრი , მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს აქტიურად ახორციელებს. შეწამვლის პარალელურად, სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტები, უკვე დამუშავებულ ფართობებში მონიტორინგს ატარებენ. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააკენტოს პრესსამსახური ავრცელებს.
25 აგვისტო 2026, 10:50
საზოგადოება
გივი მიქანაძე: ძვირფასო ახალგაზრდებო, გილოცავთ ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას - მადლობა მინდა, ვუთხრა თქვენს მშობლებს, მასწავლებლებსა და თითოეულ ადამიანს, ვინც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში თქვენი მხარდამჭერი იყო და თქვენ გვერდით იდგა
განათლების მინისტრი, გივი მიქანაძე სტუდენტობას ულოცავს ყველას, ვინც ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა.
25 აგვისტო 2026, 10:47
ტექნოლოგიები
მსოფლიო ოკეანის ზედაპირის დღე-ღამის საშუალო ტემპერატურის ახალი რეკორდი დაფიქსირდა
კლიმატის ცვლილების ევროპული სამსახურის, Copernicus-ის ცნობით, ახალი რეკორდი აგვისტოში დაფიქსირდა, თუმცა, როგორც წესი, ოკეანის ზედაპირის ტემპერატურა მაქსიმალურ ნიშნულს მარტსა და აპრილში აღწევს, როდესაც სამხრეთ ნახევარსფეროში ზაფხულის სეზონი სრულდება. 22 აგვისტოს მაჩვენებელი ასევე წინა აგვისტოს რეკორდზე - 20,98 გრადუსზე მაღალი აღმოჩნდა, რომელიც 2023 წელს დაფიქსირდა.
25 აგვისტო 2026, 10:45
მსოფლიო
მედია: სამართალდამცველებმა სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი და მისი ვაჟი დააკავეს
სომხეთის მეორე პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი და მისი ვაჟი სედრაკ ქოჩარიანი ქვეყნის ანტიკორუფციული კომიტეტის მიერ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დააკავეს. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
25 აგვისტო 2026, 10:43
საზოგადოება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა
იმის გასაგებად, მოიპოვა თუ არა სწავლის უფლება შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე, გამოსაცდელი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და პაროლი.
25 აგვისტო 2026, 10:41
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: სტუდენტობას გილოცავთ ყველას, ვინც ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეთ, თქვენი დაუღალავი შრომა და მონდომება ღირსეულად დაფასდა; განათლებული, პატრიოტი და მოაზროვნე ახალგაზრდობა ქვეყნის მთავარი საყრდენია
„სტუდენტობას გილოცავთ ყველას, ვინც ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეთ! თქვენი დაუღალავი შრომა და მონდომება ღირსეულად დაფასდა. იწყება სრულიად ახალი, საინტერესო და დიდი შესაძლებლობებით სავსე ეტაპი.
25 აგვისტო 2026, 10:38
რეგიონი
7–8 სექტემბერს ბათუმი საერთაშორისო საზღვაო ფორუმს (GIMF 2026) უმასპინძლებს
7-8 სექტემბერს ბათუმში საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი (Georgia International Maritime Forum - GIMF 2026) გაიმართება. ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერითა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდება.
25 აგვისტო 2026, 10:29
მსოფლიო
POLITICO: ესპანეთის პრემიერი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომას მიგრაციული კრიზისის დაწყებიდან 26-ე დღეს იწვევს
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი სეუტეში შექმნილ მიგრაციულ კრიზისთან დაკავშირებით დღეს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომას გამართავს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
25 აგვისტო 2026, 10:23
ეკონომიკა
2026 წლის ივლისში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა 488.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
2026 წელს, სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაგრძო საერთაშორისო რეზერვების შევსება. 2026 წლის ივლისში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა 488.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა - მთლიანი საერთაშორისო რეზერვების მოცულობა კი ივლისის მდგომარეობით 7.5 მლრდ აშშ დოლარს აღემატება. ინფორმაციას ეროვნული ბანკის პრესსამსახური ავრცელებს.
25 აგვისტო 2026, 10:23
კულტურა
ნიკოლას ჰოლტს „ჰარი პოტერში“ კიტ ჰარინგტონი ჩაანაცვლებს
კიტ ჰარინგტონი ტელესერიალ „ჰარი პოტერის“ სამსახიობო შემადგენლობას შეუერთდა. ცნობილია, რომ ის HBO-ს შოუში პროფესორ გილდეროი ლოკჰარტის როლს შეასრულებს. ჰარინგტონი ამ როლზე ცოტა ხნით ადრე დამტკიცებულ ნიკოლას ჰოლტს ჩაანაცვლებს, რომელიც სერიალის მეორე სეზონში გადაღებას სხვა პროექტში მონაწილეობის გამო ვერ ახერხებს. ჰარინგტონი, რომელიც ცნობილია ჯონ სნოუს როლით სერიალში „სამეფო კარის თამაშები“.
25 აგვისტო 2026, 09:39
სპორტი
აბუ-დაბიში გამართული მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი საქართველოს შერეული საბრძოლო ხელოვნებების ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა - ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებმა 2 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს
არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ, აბუ-დაბიში გამართული მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი საქართველოს შერეული საბრძოლო ხელოვნებების ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა. ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებმა ტურნირზე ოთხ ასაკობრივ კატეგორიაში იასპარეზეს და 2 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
25 აგვისტო 2026, 09:27
საზოგადოება
სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში, ქვეყნის მასშტაბით პერიოდულად წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი
საქართველოს რამდენიმე რეგიონში უახლოეს დღეებში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 25-დან 30 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოში კი 30-დან 35 გრადუსამდე იქნება.
25 აგვისტო 2026, 09:24
პოლიტიკა
ლევან ჭოტორლიშვილი: ღარიბაშვილი დაღუპა პროვინციულმა სითამამემ და თუ გინდათ გოიმობამ. ნდობის არ გამართლება და სიტყვის გატეხვა არის მისი ტრაგედია და არის ის რომ პროკურატურა ედავება
ღარიბაშვილი დაღუპა პროვინციულმა სითამამემ და თუ გინდათ გოიმობამ. თვისებები რაც ზოგჯერ, კონკრეტულ სიტუაციებში პლიუსია, მერე ხდება მინუსი. ერთი მხრივ ჭკვიანი ინტელიგენტი ხალხის უმოქმედობა და დაბალი მოტივაცია ცხოვრებაში თუ პოლიტიკაში. მეორე მხრივ კი პასიონარულობა თავად იცით ვისი, - წერს გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი, პროფესორი ლევან ჭოტორლიშვილი სოციალურ ქსელში.
25 აგვისტო 2026, 09:19
მსოფლიო
Bloomberg: ბრიტანეთის პრემიერი მომავალ თვეს ტრამპთან უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების გადაცემის საკითხებზე მოლაპარაკებებს გამართავს
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნემმა განაცხადა, რომ ის და სხვა ევროპელი ლიდერები მომავალ თვეში აშშ-ში ჩასვლას გეგმავენ, რათა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უკრაინისთვის ზამთრის მოახლოებამდე Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების მარაგიდან ნაწილის ხელმისაწვდომობის ნებართვა სთხოვონ. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
25 აგვისტო 2026, 09:19
საზოგადოება
ლაშა მარგიშვილი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორად დაინიშნა
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორად ლაშა მარგიშვილი დაინიშნა, რომელიც უწყების თანამშრომლებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ წარუდგინა.
25 აგვისტო 2026, 09:13
პოლიტიკა
ლატვიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ანა აბულაძემ ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ედგარს რინკევიჩს რწმუნებათა სიგელები გადასცა
ლატვიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ანა აბულაძემ ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ედგარს რინკევიჩს რწმუნებათა სიგელები გადასცა. რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებზე და ურთიერთობების გაღრმავების მზაობა დაადასტურეს.


