„ხალხის ძალა“: კიდევ ერთხელ გვინდა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აუცილებლად უმკაცრესად უნდა გასამართლდეს
ფოტო: ხალხის ძალა
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ცოტა ხნის წინ პარტიის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი, ზაზა გოგავა დანიშნა. ეს ის გოგავაა, რომელმაც ძველი „რუსთავი 2“-ის მიერ აგვისტოს ომის შესახებ გადაღებულ პროპაგანდისტულ ფილმში საომარი მოქმედებების დაწყება აღიარა. უფრო მეტიც, გოგავამ განმარტა, 8 აგვისტოს სამხედრო მოქმედებების წარმოებისას იმიტომ ვჩქარობდით, რომ პირველი ფაზის დასრულება საომარ მოქმედებებში რუსული ჯარის შესაძლო ჩართვამდე მოგვესწროო, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის" განცხადებაშია აღნიშნული.
„ისიც გვახსოვს, როგორ დააანონსეს ცხინვალის რეგიონში კონსტიტუციური წყობილების აღდგენა ჯერ მამუკა ყურაშვილმა და შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა. ისიც გვახსოვს, 8 აგვისტოს როგორ საუბრობდნენ მიხეილ სააკაშვილი, კახა ლომაია და სხვები არა იმის შესახებ, რომ ქვეყანა რუსული ჯარისგან იცავდა თავს, არამედ იმის შესახებ, თუ როგორი წარმატებით იკავებდა ქართული ჯარი კონფლიქტის ზონაში დასახლებებს და როგორი წარმატებით მიმდინარეობდა კონსტიტუციური წყობილების აღდგენის ოპერაცია.
რა გასაკვირია, რომ ნაციონალებმა 2012 წელს ხელისუფლების დაკარგვისთანავე მათ მიერ კონტროლირებადი ყველა ტელევიზიიდან - მათ შორის რუსთავი 2-დან, იმედიდან და საზოგადოებრივი მაუწყებლიდან სრულად გააქრეს 2008 წლის არქივები. იმ დღეების ეთერების უწყვეტი კადრები ახლა რომ გვქონოდა, ჩვენც და იმ ახალგაზრდებსაც, რომლებიც 2008 წელს მცირეწლოვანნი იყვნენ ან სულაც დაბადებული არ იყვნენ, სრული სიმძაფრით დაგვიდგებოდა თვალწინ იმ უმძიმესი ღალატის ქრონიკა, რომელიც ნაცმოძრაობამ 2008 წლის აგვისტოში ჩაიდინა.
ამ ღალატის კულმინაცია იყო ევროსაბჭოს რეზოლუცია, სადაც ნაციონალებმა საკუთარ საბრალდებო დასკვნას თავად მოაწერეს ხელი. ევროსაბჭოს რეზოლუციით მათ აღიარეს, რომ 2008 წელს საომარი მოქმედებები სააკაშვილის ხელისუფლებამ დაიწყო და მეტიც, ქართულ ჯარს ის ომის დანაშაული დააბრალეს, რომელიც მას სინამდვილეში არ ჩაუდენია.
2008 წლის აგვისტოს ღალატს წინ უძღოდა სააკაშვილის რეჟიმის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვრების აღდგენა, ცხინვალის რეგიონში ალტერნატიული სეპარატისტული არჩევნების ჩატარება, კოდორის ხეობისთვის ზემო აფხაზეთის დარქმევა, სააკაშვილის მიერ დევნილებისთვის 2008 წლის ბოლომდე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დაპირება, რუსეთის მიმართ უხეში რიტორიკის მუდმივი გამოყენება და უამრავი პროვოკაცია, რომელმაც, საბოლოოდ, რუსეთის მიერ საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაცია და ამ ოკუპაციის გაფორმება შესაძლებელი გახადა.
გარდა ამისა, 2006 წლიდან, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებამ მოაწყო არაერთი სამხედრო პროვოკაცია, მათ შორის რამდენიმე პროვოკაცია უშუალოდ აგვისტოს ომის დაწყებამდე განხორციელდა. ეს ყველაფერი უტყუარად ადასტურებს, რომ 2008 წლის დანაშაული არ იყო სპონტანური და დაუგეგმავი, არამედ ეს იყო ნაციონალური მოძრაობისა და მისი პატრონების მიერ კარგად გათვლილი სცენარი, რომელმაც საქართველოში რუსეთის შემოჭრამდე და აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპაციამდე მიგვიყვანა. ბუნებრივია, ნაციონალურმა მოძრაობამ იცოდა, რომ რუსეთის სამხედრო ინტერვენციას წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა და ომში რუსეთი გაიმარჯვებდა. თუმცა, მათი გეგმა არც იყო წინააღმდეგობის გაწევაზე გათვლილი. მაშინ ნაციონალებმა შეასრულეს დაკვეთა, რომელიც არა საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე, არამედ გარკვეულ გლობალურ მიზნებზე იყო გათვლილი. სამწუხაროდ, ამ გლობალურ სცენარში საქართველო საკუთარმა ხელისუფლებამ საზარბაზნე ხორცის მისიისთვის გაწირა, რაც სამშობლოს ღალატი იყო.
საინტერესოა, რომ ნაციონალებმა სისხლის სამართლის კოდექსიდან ღალატის მუხლის ამოღება აგვისტოს ომის დაწყებამდე ერთი თვით ადრე დააინიცირეს და შესაბამისი კანონი ომის დაწყებიდან ერთ თვეში, 2008 წლის სექტემბერში მიიღეს. იმავე პერიოდში ამოიღეს კონსტიტუციიდან ჩანაწერები სამშობლოს ღალატის შესახებ.
დღეს ნაციონალური მოძრაობა კომფორტულად თანამშრომლობს სალომე ზურაბიშვილთან, გუბაზ სანიკიძესთან და სხვა პოლიტიკოსებთან, რომლებსაც თავის დროზე მკაფიოდ აქვთ ნათქვამი, რომ 2008 წლის ომი სააკაშვილმა დაიწყო. ასევე, პარტიულ თანამდებობებზე აწინაურებენ ადამიანებს, რომლებსაც საომარი მოქმედებების დაწყება აქვთ აღიარებული. ეს ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ 2008 წელს ჩადენილი ღალატი მათ ოდნავ დისკომფორტსაც კი არ უქმნის. აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი მხოლოდ ერთ-ერთი უმძიმესი დანაშაულია, რომელიც ნაციონალებს, პატიმრების წამებასთან, ბიზნესის რეკეტთან, ტელევიზიების მიტაცებასთან, არჩევნების გაყალბებასთან და სხვა უმძიმეს დანაშაულებთან ერთად, ხელისუფლებაში ყოფნის დროს აქვთ ჩადენილი.
ჰააგაში და სტრასბურგში სასამართლო პროცესების დასრულებამდე ყველა თავს ვიკავებდით ნაციონალური მოძრაობის მიერ 2008 წელს ჩადენილი დანაშაულისა და ღალატის შეხსენებისგან, რათა მათი დანაშაულის ხაზგასმას სახელმწიფოს ინტერესები არ დაეზიანებინა. თუმცა, ხელისუფლების ძალისხმევის წყალობით, სასამართლო პროცესები საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. ჰააგას და სტრასბურგს საერთოდ არ უმსჯელიათ ომის დაწყების საკითხზე და დაადგინეს, რომ ქართულ ჯარს 2008 წელს არც ომის დანაშაული ჩაუდენია და არც ადამიანის უფლებები დაურღვევია.
სასამართლო პროცესები დასრულდა და სამართლებრივი რისკები აღარ არსებობს, ჩვენ კი მაინც დუმილის სტრატეგია შევინარჩუნეთ, რაც არასწორია. ახლა, როდესაც ნაცმოძრაობისთვის 2008 წლის დანაშაულის შეხსენებას საქართველოსთვის არავითარი ზიანის მოტანა აღარ შეუძლია, მათ დანაშაულზე ხელის დაფარება ყოვლად გაუმართლებელია. სამშობლოს ღალატი დაუსჯელი არ უნდა დარჩეს, თუნდაც, იმისთვის, რომ ეს სასჯელი გახდეს მაგალითი ყველა იმ ადამიანისთვის, რომელსაც პატრიოტიზმის ნაკლებობამ მომავალში სამშობლოს ღალატი და მსგავსი დანაშაული შეიძლება ჩაადენინოს.
ამ ყველაფრის ფონზე, კიდევ ერთხელ გვინდა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, რომ ნაციონალური მოძრაობა, როგორც დანაშაულებრივი და მოღალატეობრივი პოლიტიკური ძალა, თავისი ყველა სატელიტით და მეტასტაზით, საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის საფუძველზე, აუცილებლად უმკაცრესად უნდა გასამართლდეს. ვფიქრობთ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი პერიოდი იქნება საუკეთესო დრო ნაციონალური მოძრაობის გასამართლებისთვის. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება შეიქმნას მყარი გარანტია საქართველოში ე.წ. პოლარიზაციის დასასრულებლად და ქვეყნის გრძელვადიანი სტაბილური განვითარების უზრუნველსაყოფად.
ყველა სიახლე
28 აგვისტო 2026, 21:58
მსოფლიო
დღეში 1 000 დრონის გაშვება რუსეთის მიმართულებით - ზელენსკიმ შორ მანძილზე მოქმედი იერიშების გაზრდის ამოცანა დაასახელა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომა გამართა. ამის შესახებ ქვეყნის პირველმა პირმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
28 აგვისტო 2026, 21:42
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: ჩვენ ახლა ომს ვერ შევაჩერებთ - არა იმიტომ, რომ არ გვინდა, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ ეს არარეალისტურია
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ ამჟამად გამყოფი ხაზის გასწვრივ ომის შეწყვეტა შეუძლებელია, ხოლო რუსეთთან მოლაპარაკებები, ძირითადად, ტყვეების გაცვლის საკითხებს ეხება.
28 აგვისტო 2026, 21:35
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: ომის დროს არჩევნების ჩატარება სერიოზულ საფრთხეს შეიცავს
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელს, კირილო ბუდანოვს მიაჩნია, რომ უკრაინაში არსებული მიმდინარე პოლიტიკური სიტუაცია დაძაბულობას წარმოადგენს, თუმცა ჯერ არა კრიზისს - მან მოუწოდა საზოგადოებას, არ დაუშვან შიდა განხეთქილება და არჩევნები ომისშემდგომ პერიოდამდე გადადონ.
28 აგვისტო 2026, 21:18
მსოფლიო
მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ დათანხმდა იტალიის თავდაცვის მინისტრის, გვიდო კროზეტოს შეთავაზებას, გახდეს მისი მრჩეველი
უკრაინის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ დათანხმდა იტალიის თავდაცვის მინისტრის, გვიდო კროზეტოს შეთავაზებას, გახდეს მისი მრჩეველი.
28 აგვისტო 2026, 21:13
კულტურა
ენტონი ჰოპკინსის პირველი კლასიკური მუსიკალური ალბომი „ცხოვრება სიზმარია“, - მუსიკა, რომელსაც მსახიობი 60 წელზე მეტია, ფარულად ქმნიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ოსკაროსანმა მსახიობმა სერ ენტონი ჰოპკინსმა, 88 წლის ასაკში თავისი პირველი კლასიკური მუსიკალური ალბომი გამოსცა. „ცხოვრება სიზმარია“ - ამ სახელწოდების ალბომში მსახიობი მსმენელს უზიარებს მუსიკას, რომელსაც 60 წელზე მეტია ფარულად ქმნიდა.
28 აგვისტო 2026, 21:11
სამართალი
პოლიციამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს შორის წარმოიშვა კონფლიქტი, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა, მეორეს ცივი იარაღის, ასევე, ბლაგვი საგნის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
28 აგვისტო 2026, 21:09
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: სამწუხაროდ, მობილიზაციის პროცესი ისეთი უნდა მივიღოთ, როგორიც არის - სხვა არჩევანი უბრალოდ არ გვაქვს, თვეში 30 ათას კაცზე ნაკლების მობილიზება დაუშვებელია
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ შეიარაღებულ ძალებს ყოველთვიურად 30 ათასი მოქალაქის მობილიზაცია სჭირდება და მოუწოდა საზოგადოებას, მიიღონ მობილიზაცია „ისეთი, როგორიც არის“.
28 აგვისტო 2026, 20:53
მსოფლიო
ლონდონში, უემბლის სტადიონთან ახლოს, ძლიერი ხანძარია - შეჩერებულია მეტროსა და რკინიგზის მოძრაობა
ჩრდილო-დასავლეთ ლონდონში, უემბლის სტადიონთან ახლოს, ნარჩენების გადამამუშავებელ ობიექტზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა, რის გამოც მიმდებარე ტერიტორიაზე მეტროსა და მატარებლების მოძრაობა პარალიზებულია.
28 აგვისტო 2026, 20:47
საზოგადოება
ხელოვნური ინტელექტი, ინოვაციური ბიზნესიდეები და გლობალური თანამშრომლობა - საქართველომ ექვსი ქვეყნის ახალგაზრდებს უმასპინძლა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ინტენსიური პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა პრაქტიკულ პროექტებზე იმუშავეს, რომლებიც სამომავლოდ რეალურ სტარტაპებად უნდა გარდაიქმნას.
28 აგვისტო 2026, 20:47
მსოფლიო
ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი გორდონ ბრაუნი: უკრაინა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მძიმე ზამთრის წინაშე დგას - ომში ახლა უაღრესად კრიტიკული ეტაპია
უკრაინა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მძიმე ზამთრის წინაშე დგას, - განაცხადა გორდონ ბრაუნმა.
28 აგვისტო 2026, 20:45
რეგიონი
მარიამობა რაჭაში - სადღესასწაულო ლიტურგია ბარაკონის ტაძარში და ხელისუფლების პირველი პირების მილოცვა. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
ბარაკონის ღვთისმშობლის ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია ნიკორწმინდელმა ეპისკოპოსმა აღავლინა. წირვას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და მინისტრთა კაბინეტის წევრები დაესწრნენ.
28 აგვისტო 2026, 20:35
საზოგადოება
ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგიით აღინიშნა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მორწმუნეებს სიონის საპატრიარქო ტაძარში მიმართა და დღესასწაულის სულიერ მნიშვნელობაზე იქადაგა.
28 აგვისტო 2026, 20:31
რეგიონი
ახალი აეროპორტები მესტიასა და თელავში - როგორ შეცვლის ინფრასტრუქტურული პროექტები ტურიზმსა და რეგიონულ ეკონომიკას. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სვანეთსა და კახეთში თანამედროვე აეროპორტების პროექტების განხორციელება იწყება, რაც შიდა ფრენებზე ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვნად გაზრდის.
28 აგვისტო 2026, 20:29
მსოფლიო
Reuters: უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, რუსულმა საჰაერო დარტყმებმა სურსათის საცალო ქსელების ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის 90% გაანადგურა
უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, რუსულმა საჰაერო დარტყმებმა სურსათის საცალო ქსელების ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის 90% გაანადგურა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
28 აგვისტო 2026, 20:28
სამართალი
ამოღებული „მეთადონი“, დაკავებული უცხოელები და მოსალოდნელი უვადო პატიმრობა - ბრძოლა ნარკოდანაშაულთან გრძელდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ჩხრეკის შედეგად მძიმე ნარკოტიკული საშუალებები ამოღებულია როგორც საცხოვრებელი ბინიდან, ისე ავტომობილიდან. ბრალდებულებს უვადო პატიმრობა ემუქრებათ.
28 აგვისტო 2026, 20:21
რეგიონი
ბაღდათის მუნიციპალიტეტში სტიქიით გამოწვეულ ზარალს ითვლიან. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ადგილზე სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სტიქიის ზონაში იმყოფებოდა ინფრასტრუქტურის მინისტრიც. ვაკო მეზურნიშვილის სიუჟეტი.
28 აგვისტო 2026, 20:15
პოლიტიკა
მედიაში გავრცელებული ცნობებით, ოპოზიციის აქტივისტი თეონა ბაღდავაძე აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთში სამჯერ ჩავიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
2011, 2013 და 2014 წლებში განხორციელებული ვიზიტების მიზნებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვები და ბაღდავაძის პასუხი - მაკუნა აბულაძე დეტალებს გიამბობთ.
28 აგვისტო 2026, 20:07
საზოგადოება
პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 9 მოქალაქე შეიწყალა - ოპოზიციაში ჩადენილის აღიარების ფაქტმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 9 მოქალაქე შეიწყალა. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა დაკავებულთა მიერ სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი დანაშაულის აღიარება და მონანიება.
28 აგვისტო 2026, 20:05
მსოფლიო
„მე ვარ პროკურორი, რომელიც მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე წუხს, შემთხვევითი ტყვიის მსხვერპლი შესაძლოა ნებისმიერი გახდეს“ - ბრიუსელის პროკურორმა დედაქალაქში ნარკოტრაფიკთან დაკავშირებულ მძიმე ვითარებაზე ისაუბრა
„მე ვარ პროკურორი, რომელიც მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე წუხს. შემთხვევითი ტყვიის მსხვერპლი შესაძლოა ნებისმიერი გახდეს“, - განაცხადა ბრიუსელის პროკურორმა ჟულიენ მუანილმა.
28 აგვისტო 2026, 19:16
ეკონომიკა
საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი: ახალი აეროპორტები ხელს შეუწყობს ადგილობრივების დასაქმებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკისთვის
ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი ტურისტი ეწვევა როგორც სვანეთს, ასევე თელავის მიმართულებას, - აცხადებს საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი ნატალია კვაჭანტირაძე.


