www.imedi.ge /  27 თებერვალი 2023, 09:33 / სანდო წყარო

„ხალხის ძალა“: რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება სააკაშვილის გათავისუფლების კამპანია, მით მეტ აქტუალობას შეიძენს შეკითხვა - რა მოხდა 2008 წლის აგვისტოში

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც IMEDINEWS-ი უცვლელად გთავაზობთ.

„სააკაშვილის განთავისუფლების პოლიტიკური კამპანია მის უცხოელ პატრონებს ფართოდ აქვთ გაშლილი. ევროპარლამენტს მიაღებინეს სამი რეზოლუცია ამ მოთხოვნით, კამპანიაში ჩართეს სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო უწყებები, საელჩოები, საერთაშორისო მედია. ვერავინ ამბობს, რომ სააკაშვილს უმძიმესი დანაშაულები არ აქვს ჩადენილი, მაგრამ ე.წ. ჰუმანიტარული მოტივით მის გასათავისუფლებლად ძალისხმევას არ იშურებენ. „ქართული ოცნებისგან“ ისიც ვიცით, რომ ამ მოთხოვნით სააკაშვილის პატრონები სახელისუფლო კაბინეტებსაც ხშირად სტუმრობენ.

სააკაშვილზე ამდენი ზრუნვა სერიოზულ კითხვებს აჩენს და ამ კითხვებს, ლოგიკურად, ძველი ან ახალი ომის თემამდე მივყავართ.

ერთი ვერსიით, ამერიკელებს სააკაშვილის გარეთ გაშვება ახალი ომის დასაწყებად შეიძლება უნდოდეთ. თუმცა, ფაქტია, რომ სააკაშვილი იმიჯურად დღეს კიდევ უფრო მეტად არის დაზიანებული, ვიდრე, თუნდაც, ციხეში შესვლამდე იყო. აქედან გამომდინარე, არ გვგონია, ამერიკელები იმ დონეზე ვერ გრძნობდნენ სიტუაციას, რომ სააკაშვილის ლიდერობით ხელისუფლების გადატრიალების და ქვეყნის ომში ჩართვის იმედი ჰქონდეთ.

აქედან გამომდინარე, უფრო ლოგიკურია მეორე ვერსია, რომლის მიხედვითაც სააკაშვილის განთავისუფლების მიზანი 2008 წლის ომის დანაშაულზე ხელის დაფარებაა. როგორც ჩანს, სააკაშვილის პატრონებს ან შანტაჟის ეშინიათ ან ისინი აგვისტოს ომის გამო სააკაშვილისგან სერიოზულად არიან დავალებული. სხვაგვარად შეუძლებელია იმის ახსნა, თუ რატომ ცდილობენ ისინი ასეთი გამალებით სააკაშვილის პატიმრობიდან დახსნას.
რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება სააკაშვილის განთავისუფლების კამპანია, მით უფრო მეტ აქტუალობას შეიძენს შეკითხვა - რა მოხდა 2008 წლის აგვისტოში?“, - ნათქვამია განცხადებაში.

ყველა სიახლე

შალვა პაპუაშვილი

19 ივლისი 2024, 00:36

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს არ მოქმედებდა ქართველი ხალხის ინტერესით. გარედან ეტყოდნენ - წადი და დახვდი რუსს საზღვარზე, ღვინო აჩუქე, ეს განცხადება გააკეთეო, ამას აკეთებდნენ

„ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგია სრულად არის ჩამოყალიბებული იმაზე, თუ რა კონიუნქტურა მოდის გარედან - რა ნიავიც უბერავს, ამ ნიავს უნდა მიჰყვნენ. სხვას არაფერს მათთვის მნიშვნელობა არ აქვს. ასე იყვნენ, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში 2012 წლამდე და ამიტომაც შეგვიყვანეს ყველანაირ ხაფანგში, რომელიც კი დაგებული იყო. არ მოქმედებდნენ ქართველი ხალხის ინტერესით. ეტყოდნენ - წადი და დახვდი რუსს საზღვარზე, ღვინო აჩუქე, ეს განცხადება გააკეთეო, ამას აკეთებდნენ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

19 ივლისი 2024, 00:23

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: საქართველომ გადავარჩინეთ ევროკავშირის მისია აფრიკის რესპუბლიკაში. როდესაც ნატო-ს წევრი ბევრი ქვეყანა იმალებოდა შტაბებში, ქართველი ჯარისკაცები პირველ ხაზზე იბრძოდნენ

საქართველომ გადავარჩინეთ ევროკავშირის მისია აფრიკის რესპუბლიკაში. როდესაც ნატო-ს წევრი ბევრი ქვეყანა იმალებოდა შტაბებში, ქართველი ჯარისკაცები პირველ ხაზზე იბრძოდნენ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

19 ივლისი 2024, 00:22

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ტრამპზე თავდასხმაზე: ჩვენ ბოლომდე კიდევ ვერ ვაცნობიერებთ, თუ რა აურზაურს გადაურჩა სამყარო

რამდენიმე დღის წინ ესროლეს პრეზიდენტ ტრამპს. ჩვენ ბოლომდე კიდევ ვერ ვაცნობიერებთ, თუ რა აურზაურს გადარჩა სამყარო. ყველაფერი სხვანაირად რომ ყოფილიყო რა მოხდებოდა უპირველეს ყოვლისა თავად შეერთებულ შტატებში და რა გავლენა ექნებოდა ამას მსოფლიოზე – ამის შესახებ გადაცემა „იმედი LIVE“–ში პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

19 ივლისი 2024, 00:21

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: მინდა გამოვეხმაურო ფერიცვალებას, რომელსაც ვხედავთ ოპოზიციაში. ორი წელი ქვეყანა და საზოგადოება ისტერიაში აცხოვრეს და ახლა გამოდის ნიკა გვარამია და ამბობს, რომ პრინციპში რა კარგია, რუსეთიდან შემოვიდეს თანხაო

„სამწუხაროდ, ამ ისტერიას უცხოელი აქტორებიც უწყობდნენ ხელს. გვახსოვს ამერიკის ყოფილი ელჩის განცხადება საკრუიზო გემთან დაკავშირებით, როდესაც მან თქვა, რომ არავისთვის უნდა იყოს გასაკვირი, რომ ქართველებს არ უნდათ რუსეთიდან ჩამოსული ხალხიო. რა იცის ამერიკის ელჩმა, რა უნდა ქართველ ხალხს და რა - არა?! თან ხაზი გაუსვა, რომ არ იფიქროთ, მარტო გემზე ვამბობო, როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო [საზღვარი რუსეთთან] ჩასაკეტიაო. როდესაც ელჩები, დონორები ასეთ ისტერიას თესენ, ამას მერე მხარს უბამს ოპოზიცია, „ენჯეოები“, რომლებიც მათგან ფინანსდებიან და ამ ისტერიაში აცხოვრეს ქვეყანა და ეს საზოგადოება ორი წელი და ახლა გამოდის ნიკა გვარამია და ამბობს, რომ პრინციპში რა კარგია, [რუსეთიდან] შემოვიდეს თანხაო. ახლა მოუნდათ ამაზე ასე საუბარი?! საინტერესოა, როგორ დალაგდებიან მითუმეტეს შიგნით, როდესაც ჰყავთ ელენე ხოშტარია, რომელიც პირდაპირ, წელიწად ნახევარი ევროკავშირის და მათ შორის რუსეთის ფულით ფინანსდებოდა და როგორ ახერხებს ეს ადამიანი არ ვიცი, რომ ორი წყაროდან აქვს დაფინანსება. დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე ავრცელებდნენ იმასთან დაკავშირებით, თითქოს სანქციების გვერდის ავლა ხდებოდა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

19 ივლისი 2024, 00:10

მსოფლიო

ზელენსკიმ მოკავშირეებს მოუწოდა, გააუქმონ დარჩენილი შეზღუდვები უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე დასავლური წარმოების იარაღის გამოყენების შესახებ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის მოკავშირეებმა უნდა გააგრძელონ კიევისთვის იარაღის მიწოდება. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა POLITICO ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

19 ივლისი 2024, 00:05

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: კონსტიტუციური უმრავლესობა ამიტომაც გვჭირდება, რომ ეს იყოს ქართული საზოგადოების მკაფიო პასუხი იმ მოვლენასთან დაკავშირებით, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც იდეოლოგია, წარმოადგენს

კონსტიტუციური უმრავლესობა ამიტომაც გვჭირდება, რომ ეს იყოს ქართული საზოგადოების მკაფიო პასუხი იმ მოვლენასთან დაკავშირებით, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც იდეოლოგია, წარმოადგენს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

19 ივლისი 2024, 00:02

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ჯარისთვის 30 მილიონის გაყინვაზე: სამწუხაროა, რომ აქამდე მიიყვანეს საქმე - ქართველი ხალხი ევროკავშირის ასეთ გადაწყვეტილებებს აღიქვამს უმადურობად

„სწრაფი გადაწყვეტილებები არის ცუდი იმიტომ, რომ ზედაპირულად მიიღება გადაწყვეტილებები და რა თქმა უნდა ზედაპირულია გადაწყვეტილებები, როდესაც უსაფრთხოების სექტორთან დაკავშირებით იღებ ასეთ გადაწყვეტილებას. ამას არანაირი ლოგიკური ახსნა არ აქვს. რა გამოდის, რისკები შემცირდა რეგიონში - საქართველოს რისკები, ტერორიზმის, თუ მიტოვეს რისკების წინაშე ქართველი ხალხი?! ამის თქმა უნდა ვინმეს ჩვენთვის?! ქართული ჯარი, გვერდში ედგა ჩვენს პარტნიორებს ყველა ცხელ წერტილში. ჩვენ - საქართველომ გადავარჩინეთ ევროკავშირის მისია აფრიკის რესპუბლიკაში. ჩაშლილი იყო, რომ არა საქართველო. ასეთ შემთხვევაში ევროკავშირისგან რომ ვიღებთ ასეთ გადაწყვეტილებას, არ მიკვირს, რომ როდესაც შეხვედრები მაქვს მოქალაქეებთან, ისინი საუბრობენ, რომ ეს უმადურობაა“

შალვა პაპუაშვილი

18 ივლისი 2024, 23:45

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ბევრი საკითხი არის რუსეთ-უკრაინის ომის ტყვეობაში, ეს არის კონიუნქტურა და კონტექსტი, ეს კონტექსტი როგორც კი შეიცვლება, შეიცვლება დამოკიდებულებებიც

მისივე თქმით, ევროპასთან ინტეგრაციის არცერთი ეტაპი ადვილი არ ყოფილა, არავის არაფერი უჩუქებია.

შალვა პაპუაშვილი

18 ივლისი 2024, 23:41

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ჩვენი ხელისუფლებების, რომლებიც მაშინ იყვნენ, სულსწრაფობით, წინდაუხედაობით ჩავაბიჯეთ ყველა ხაფანგში, რომელიც დაგვიდო ნებისმიერი ინტერესის ჯგუფმა, თუ ქვეყანამ. ყველა ხაფანგში ჩააბიჯა საქართველომ 2012 წლამდე

ჩვენი ხელისუფლებების, რომლებიც მაშინ იყვნენ, სულსწრაფობით, წინდაუხედაობით ჩავაბიჯეთ ყველა ხაფანგში, რომელიც დაგვიდო ნებისმიერი ინტერესის ჯგუფმა, თუ ქვეყანამ. ყველა ხაფანგში ჩააბიჯა საქართველომ 2012 წლამდე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „იმედი LIVE“- ში განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

18 ივლისი 2024, 23:40

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ შევძელით, რომ 12 წელი გვაქვს უწყვეტი მშვიდობის პერიოდი. ზუსტად ამიტომაც არის, რომ საქართველოს სპორტში აქვს წარმატება და ვიყავით ახლა ევროპის ჩემპიონატზე. ზუსტად ამიტომ გვაქვს კულტურაში წარმატებები

„პოზიტიური არის ის, რომ ზუსტად იმიტომ, რომ ჩვენ შევძელით, რომ 12 წელი გვაქვს უწყვეტი მშვიდობის პერიოდი. ზუსტად ამიტომაც არის, რომ საქართველოს სპორტში აქვს წარმატება და ვიყავით ახლა ევროპის ჩემპიონატზე. ზუსტად ამიტომ გვაქვს კულტურაში წარმატებები. ზუსტად ამიტომ არის, რომ ყველაზე სწრაფად მზარდი ქვეყანა ვართ ევროკავშირის კანდიდატ ნებისმიერ ქვეყანასთან შედარებით ეკონომიკურად, ინსტიტუციურად და ა.შ. ეს მოიტანა მშვიდობამ. ეს არის რასაც ვთავაზობთ და ამას ვეუბნებით მოსახლეობას, რომ რომ არა „ქართული ოცნება“, 2022 წლის თებერვალში რომ ყოფილიყო ნებისმიერი ამ ოპოზიციიდან ხელისუფლებაში - ერთად, თუ ცალ-ცალკე, იქნებოდა ომი გარდაუვალად. მარტივი მიზეზის გამო. იმიტომ გადაატრიალეს თავისი ნარატივები“

შალვა პაპუაშვილი

18 ივლისი 2024, 23:27

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: არ შეიძლება ევროპულ კურსს გადავაყოლოთ ამ ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება. ჩვენ არ გვინდა „მხოლოდ“ და „ოღონდ“ წევრობა და ყველაფერი წაუღია წყალს, ჩვენ გვინდა მშვიდობით შევიდეთ ევროკავშირში

ფანტაზია გაიმდიდრონ ამას ამბობენ 2012 წლიდან. თქვენ რომ აიღოთ ჩანაწერები 2012 წელს რას ლაპარაკობდა მიხეილ სააკაშვილი ქართულ ოცნებაზე და დღეს რას ლაპარაკობს, სხვაობა არ იქნება. სხვაობა მათ რიტორიკაში არ არის - ასე გამოეხმაურა გადაცემა „იმედი live“– ში „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის ბრალდებას იმის შესახებ, რომ დღეს ქართული ოცნების გზა ევროპისკენ აღარ მიდის.

18 ივლისი 2024, 23:26

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ პოლიტიკური ე.წ. კლასი ოპოზიციის მხარეს, რომელსაც შეუძლია თვალის დახამხამების გარეშე გაწიროს ეს ქვეყანა არეულობისთვის, სისხლისთვის, ომისა და ნგრევისთვის

„ჩვენ ვუყურებთ ოპოზიციის მხარეს რა ხალხთან გვაქვს საქმე. 6 თვე პარლამენტი იყო ბოიკოტის პირობებში, ბოლოს როგორც იქნა ძლივს შემოვიდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები. შემდეგ ამას მოყვა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები, როდესაც,უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა საქართველოში შემოგვაპარეს მიხეილ სააკაშვილი. შემდეგ უკრაინაში დაიწყო ომი და რუსეთის შეჭრის დღიდანვე ჩვენ ვნახეთ რაც ხდებოდა. ოპოზიციამ და „ენჯეოებმა“ პარლამენტის წინ აქცია ჩაატარეს, რაშიც ჩაერთნენ ევროპარლამენტარები და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები და ითხოვდნენ საქართველოს ხელისუფლებას მებრძოლები გაეგზავნა უკრაინაში“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ბარაკ ობამა ჯო ბაიდენი

18 ივლისი 2024, 23:03

არჩევნები ამერიკაში

The Washington Post: ობამამ მოკავშირეებს განუცხადა, რომ პრეზიდენტ ბაიდენის არჩევნებში გამარჯვების შესაძლებლობა მნიშვნელოვნად შემცირდა

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ მოკავშირეებს განუცხადა, რომ პრეზიდენტ ბაიდენის არჩევნებში გამარჯვების შესაძლებლობა მნიშვნელოვნად შემცირდა. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი The Washington Post-ი ავრცელებს.

18 ივლისი 2024, 22:41

მსოფლიო

პარიზში, პოლიციელს ცივი იარაღით თავს დაესხნენ

პარიზში, პოლიციელს ცივი იარაღით თავს დაესხნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.

18 ივლისი 2024, 21:52

არჩევნები ამერიკაში

ბაიდენის საარჩევნო კამპანია: ჯო ბაიდენი არის და იქნება „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატი

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელის მოადგილემ, კვენტინ ფულკსმა განაცხადა, რომ ბაიდენის საარჩევნო კამპანია არ მუშაობს სცენარზე, რომელშიც ბაიდენი არ არის საპრეზიდენტო კანდიდატი. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

გიორგი მამარდაშვილი

18 ივლისი 2024, 21:29

სპორტი

გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მეკარე გახდა, გიორგი მიქაუტაძის შეფასება კი 20 მილიონი ევროა

გიორგი მამარდაშვილის და გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო ფასები ისევ გაიზარდა, – განახლებული შეფასებები transfermarkt-მა გამოაქვეყნა.

18 ივლისი 2024, 21:26

თემა

ვინ არის ტრამპის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი? ჯეი დი ვენსი - ტრამპის კრიტიკიდან მის პარტნიორობამდე

მე არასდროს ვყოფილვარ ტრამპის ბიჭი. მე ის არასდროს მომწონდა. ღმერთო ჩემო, რა იდიოტია, - ეს არის ამონარიდი ჯეი დი ვენსის ინტერვიუებიდან და ტვიტერის პოსტებიდან, როდესაც 2016 წელს მისი მემუარები გამოქვეყნდა და ის პოპულარული გახდა. იმავე წელს მან თავის კოლეგას ფეისბუკზე პირადად მისწერა: ჯერ ვერ ჩამოვყალიბდი, ტრამპი ცინიკოსი არამზადაა თუ - ამერიკის ჰიტლერი. არა და, რამდენიმე წლის შემდეგ, ვენსი ტრამპის ერთ-ერთმტკიცე მოკავშირედ იქცა. ოჰაიოს სენატორი, რომელიც პირველი ვადით არის არჩეული, ახლა ტრამპის გვერდით დგას, როგორც მისი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი. შესაბამისად, ვენსი 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში იქნება რესპუბლიკელთა ფავორიტი კანდიდატი, რომლის საიმედოდ კონსერვატიული მიდგომები და შუა დასავლური წარმომავლობა რესპუბლიკელებს საარჩევნო ყუთთან ელექტორატის მხარდაჭერის იმედს აძლევს. ფაქტობრივად, მისტერ ვენსმა ტრანსფორმაციის შესაშური უნარი გამოავლინა. თუ რა გზა გაიარა მან და როგორ მიაღწია ამერიკული პოლიტიკის უმაღლეს საფეხურებს, BBC-მ გაარკვია.

18 ივლისი 2024, 21:16

საზოგადოება

მოპედისა და მოტოციკლეტის „ბასლაინში“ მოძრაობის დაშვების შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

განხილვას კამათის გარეშე არ ჩაუვლია. კანონპროექტი „გირჩს“ არ მოსწონს. სანდრო რაქვიაშვილმა მოპედების თემა სატრანსპორტო პოლიტიკის ჭრილში განავრცო და დედაქალაქის მერი გააკრიტიკა. პასუხად მმართველი გუნდიდან რაქვიაშვილს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების მიზნები შეახსენეს.

 ირაკლი კობახიძე

18 ივლისი 2024, 21:14

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენი პოტენციალი უმნიშვნელოვანესია ევროპის და შავი ზღვის რეგიონის დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერებაში - ევროპელ კოლეგებთან ამ მნიშვნელოვან თემებზე დისკუსიები გადამწყვეტია

ჩვენი პოტენციალი უმნიშვნელოვანესია ევროპის და შავი ზღვის რეგიონის დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერებაში, ევროპელ კოლეგებთან ამ მნიშვნელოვან თემებზე დისკუსიები გადამწყვეტია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

18 ივლისი 2024, 21:11

სამართალი

მსჯავრდადებულთა რესოციალიზაცია - რას ითვალისწინებს სახელმწიფო პროგრამა, რომელიც დაბალი და საშუალო საშიშროების რისკის მსჯავრდადებულებს ეხებათ? „ქრონიკის“ სიუჟეტი

მიუხედავად იმისა, რომ ქალთა კოლონიაში პატიმრებს აქვთ განათლების მიღების საშუალება, არიან შიდა ტერიტორიაზე დასაქმებულები და აქვთ ანაზღაურება, პენიტენციური სამსახურისა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მსჯავრდადებულთა რესოციალიზაცია მნიშვნელოვანია, რადგან ადამიანს უნდა ჰქონდეს საშუალება შეეგუოს გარე სამყაროს ისე, რომ კანონთან კონფლიქტში აღარ შევიდეს.