06 თებერვალი 2024, 17:16 / სანდო წყარო

ლაშა ხუციშვილი: მთავრობის მიერ განხორციელებული ეკონომიკური პოლიტიკა მიმართული იქნება ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი ზრდისკენ, ევროკავშირთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისკენ

ლაშა ხუციშვილი

ლაშა ხუციშვილი

ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებიდან გამომდინარე, საშუალოვადიან პერიოდში, მთავრობის მთავარი ამოცანა იქნება უზრუნველყოს ქვეყნის ეკონომიკის მომზადება ევროკავშირის წევრობისთვის, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ლაშა ხუციშვილმა აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ ამოცანის შესასრულებლად, საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ეკონომიკური პოლიტიკა მიმართული იქნება ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი ზრდისკენ, ევროკავშირთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების, სიღარიბის შემცირებისა და ქვეყნის რეგიონულ, ლოგისტიკურ და საინვესტიციო ჰაბად ჩამოყალიბების მიმართულებებზე. ხუციშვილმა ყურადღება გაამახვილა ბოლო წლებში ქვეყნის მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე.

როგორც მან აღნიშნა, პანდემიის შემდგომი პერიოდი საქართველოს ეკონომიკამ სწრაფი აღდგენით დაიწყო და 2021-2022 წლებში ორნიშნა ზრდა დააფიქსირა.

„საკმაოდ წარმატებული იყო 2023 წელიც. წინასწარი შეფასებით, ეკონომიკურმა ზრდამ 7.0 პროცენტი შეადგინა. ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, სამი წარმატებული წლის შემდეგ, სრულად აღმოიფხვრა პანდემიით გამოწვეული ჩამორჩენა და ეკონომიკა დაუბრუნდა იმ ტრენდს, რომელიც პანდემიის არარსებობის შემთხვევაში უნდა ყოფილიყო. ეს მიღწევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსოფლიოსა და რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ძვრების გათვალისწინებით, რის შედეგადაც მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკების აბსოლუტური უმრავლესობა კვლავ განიცდის პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ შედეგებს ეკონომიკურ ზრდასა და ინფლაციაზე“, - განაცხადა ხუციშვილმა.

მისი თქმით, საქართველოში 2023 წელს საშუალო წლიურმა ინფლაციამ 2.5% შეადგინა, ხოლო ბოლო 8 თვის განმავლობაში, ინფლაციის მაჩვენებელი 1 პროცენტზე დაბალ ნიშნულზე ფიქსირდება.

როგორც მან აღნიშნა, 2023 წლის ბოლოსთვის ერთ სულ მოსახლეზე მთლიანმა შიდა პროდუქტმა 8000 დოლარს გადააჭარბა. 2024 და მომდევნო წლებში მოსალოდნელია, რომ ეკონომიკური ზრდა კვლავ მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება, ხოლო ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში იქნება.

„ევროკავშირში სრულფასოვანი ინტეგრაციისათვის საქართველომ გასულ წლებში ძალზე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა მრავალი მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება მინდა გავამახვილო ეკონომიკურ და ფისკალურ მიმართულებაზე. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით, საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის დონე, მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით, 2024 წელს ევროკავშირის მედიანური მაჩვენებლის 45 პროცენტამდე იქნება. 2000-იანი წლებიდან ევროკავშირში გაწევრიანებული 13-დან 4 ქვეყნის, კერძოდ: პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიის და ბულგარეთის შემთხვევაში, გაწევრიანების მომენტში მათი ეს მაჩვენებელი უფრო დაბალი იყო. შესაბამისად, საქართველო ეკონომიკური თვალსაზრისით გაწევრიანებისათვის უკვე აკმაყოფილებს შესაბამის სტანდარტს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა.

ხუციშვილის თქმით, საქართველოსა და ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების ბოლო მაკროეკონომიკური პარამეტრების ანალიზით, საქართველო მთელი რიგი მიმართულებებით არ ჩამოუვარდება მათ ან/და მოწინავე პოზიციაზეა ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპით, ინფლაციის დაბალი მაჩვენებლით, მთავრობის ვალისა და ბიუჯეტის დეფიციტის სიმცირისა და პანდემიის შემდეგ მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრების აღდგენის სისწრაფის მიხედვით.

„სახელმწიფო ფინანსების მართვის მიმართულება ტრადიციულად ჩვენი ფისკალური პოლიტიკის ძლიერი მხარეა, სადაც მოგეხსენებათ, რომ საერთაშორისო შეფასებებში მუდმივად მოწინავე ადგილებს ვიკავებთ, მათ შორის, „ღია ბიუჯეტის ინდექსში“, რომელიც აფასებს საბიუჯეტო პროცესის გამჭვირვალობას, საქართველო არის მსოფლიოში პირველ ადგილზე“, - განაცხადა ხუციშვილმა.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

01 სექტემბერი 2026, 13:22

მსოფლიო

Reuters: ტრამპის ადმინისტრაცია ევროპაში მემარჯვენე მედიის მხარდასაჭერად 4 მილიონი დოლარის გამოყოფას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ევროპაში მემარჯვენე მედიის გასაძლიერებლად 4 მილიონი დოლარის დახარჯვას გეგმავს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

რატი იონათამიშვილი

01 სექტემბერი 2026, 13:17

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ძალადობრივ აქციებში მონაწილე ცხრა პირის მხრიდან დანაშაულის აღიარებამ და მონანიებამ, კიდევ ერთხელ ახადა ფარდა რადიკალურ ოპოზიციას და საზოგადოებას მათი ამორალური ხასიათი დაანახა, ვინაიდან მათ შეწყალებული პირები საკუთარი ბულინგის მთავარ ობიექტებად აქციეს

იონათამიშვილი ოპოზიციის ქმედებებს აღნიშნულ 9 პირთან დაკავშირებით „ამორალური პროპაგანდის ფსკერს“ უწოდებს და აცხადებს, რომ ისინი ამ ადამიანებს საკუთარი ინტერესებისთვის იყენებენ.

რატი იონათამიშვილი

01 სექტემბერი 2026, 13:14

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: 226 მსჯავრდებული მარიამობის დღესასწაულს საკუთარ ოჯახებში შეხვდა. ეს იყო სახელმწიფოს მეთაურის და სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ჰუმანური აქტი, რომელმაც იმ ადამიანებს, ვინც დანაშაული აღიარა და მოინანია, მისცა შესაძლებლობა, დაუბრუნდნენ არა მხოლოდ საკუთარ ოჯახებს, არამედ კეთილსინდისიერი ცხოვრების წესს

იონათამიშვილის განცხადებით, შეწყალების აღნიშნული აქტი არის იმ ჰუმანური პოლიტიკის გაგრძელება, რომელსაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დღევანდელობაში ახორციელებს.

ლევან მახაშვილი

01 სექტემბერი 2026, 13:08

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: ისლანდიელების ხმა გასაგები აღმოჩნდა ბრიუსელისთვის. მაგრამ რატომღაც, ასეთი „გასაგები” არ ყოფილა ქართველების ხმა. ბრიუსელმა პატივი უნდა სცეს სხვა ხალხებს არა შერჩევითად, არამედ ყველას და რაც უფრო მალე და გულწრფელად სცემს პატივს ბრიუსელი საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩევნებზე გამოხატულ ნებას, მით მეტად შეინარჩუნებს საკუთარ სახეს

ისლანდიის რეფერენდუმი არ იყო ევროპული იდეის მარცხი. ის იყო ბრიუსელის პოლიტიკის მარცხი და შეხსენება, რომ ევროპული იდეის საფუძველში დგანან ევროპის სახელმწიფოები და რომ ევროპა იქნება არა ის, თუ რას ხედავენ ბრიუსელის ბიუროკრატები საკუთარი ფანჯრებიდან, არამედ ის, თუ რა უნდათ ევროპულ ხალხებს, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

01 სექტემბერი 2026, 13:05

ეკონომიკა

ანაკლიის აკვატორიაში მეორე დამღრმავებელი გემი Al-Idrisi შემოვიდა - ფსკერის დაღრმავების სამუშაოებს ბელგიური კომპანია Jan De Nul ჯგუფის ფლოტის ორი გემი Al-Idrisi და Tristao Da Cunha ერთად ახორციელებენ

ამჟამად ხმელეთის მხარეს ქვისა და ღორღის ჩაყრის/ტალღმტეხის საწყისი ტანის პირველი მონაკვეთი შენდება, რომლის დასრულების შემდგომ მშენებლობა ზღვაში გადაინაცვლებს. დაღრმავებითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, ანაკლიის აკვატორიაში ზღვის ფსკერი დაახლოებით 17.5 მეტრამდე დაღრმავდება და აშენდება 1,376 მეტრის სიგრძის მქონე ტალღმტეხელი.

ირაკლი კირცხალია

01 სექტემბერი 2026, 12:57

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: საერთაშორისო სამართალი ყველასთვის ერთია, ის იცავს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

საერთაშორისო სამართალი ყველასთვის ერთია, ის იცავს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და იგივე საერთაშორისო სამართალი იცავს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

ნანა კაკაბაძე

01 სექტემბერი 2026, 12:56

პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: ნანი ბრეგვაძის მაღალი დონის პროფესიონალიზმს და შემოქმედებით ბიოგრაფიას ჩვენც სათანადოდ ვაფასებთ, მაგრამ როდესაც ის სამოქალაქო აქტივობაში ჩართვას ცდილობს და ბევრისთვის მიუღებელ პოზიციას აფიქსირებს, ამ შემთხვევაში საზოგადოებას სრული უფლება აქვს ობიექტურად შეაფასოს, მათ შორის გაშარჟებით, მისი სამოქალაქო პოზიცია და არა მისი პროფესიონალიზმი

უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე, ნანი ბრეგვაძის შემოქმედების გაშარჟებით გამოწვეულ კრიტიკას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში „აკაცუკების“ პოზიცია ორმაგ სტანდარტს ეფუძნება.

დონალდ ტრამპი

01 სექტემბერი 2026, 12:54

მსოფლიო

POLITICO: „რესპუბლიკელებს“ ირანისადმი ტრამპის პოლიტიკის მიმართ მოთმინება ეწურებათ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჯერ ირანის ეკონომიკის ნელ-ნელა „დახრჩობით“ იმუქრება, მომდევნო მომენტში კი აცხადებს, რომ ქვეყანას სწრაფი და მასირებული დაბომბვით დანებებას აიძულებს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

01 სექტემბერი 2026, 12:44

კულტურა

კულტურის სამინისტრო ანაზღაურებადი სტაჟირების 3-თვიანი პროგრამის ფარგლებში, 20 ვაკანტურ პოზიციაზე აცხადებს მიღებას

კულტურის სამინისტრო ანაზღაურებადი სტაჟირების 3-თვიანი პროგრამის ფარგლებში, 20 ვაკანტურ პოზიციაზე აცხადებს მიღებას. დაინტერესებულ პირებს განაცხადის გაკეთება შეუძლიათ მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით. ინფორმაციას კულტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ზურაბ სიჭინავა

01 სექტემბერი 2026, 12:40

ეკონომიკა

ზურაბ სიჭინავა: ანაკლიის პორტში ფსკერის დაღრმავებითი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს - ნავსადგურის საზღვაო აკვატორიაში Jan De Nul ჯგუფის რიგით მეორე დამღრმავებელი გემი Al-Idrisi შემოვიდა

„ანაკლიის პორტში ფსკერის დაღრმავებითი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, ნავსადგურის საზღვაო აკვატორიაში Jan De Nul ჯგუფის რიგით მეორე დამღრმავებელი გემი Al-Idrisi შემოვიდა“, - აცხადებს შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორი ზურაბ სიჭინავა.

ირაკლი კირცხალია

01 სექტემბერი 2026, 12:33

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: საქართველოს ეროვნული ინტერესები ვერ გახდება ვერც ერთი პარტიის პოლიტიკური ანგარიშსწორების, პირადი ამბიციის თუ გარე ინტერესების მომსახურების სივრცე

საქართველოს ეროვნული ინტერესები ვერ გახდება ვერც ერთი პარტიის პოლიტიკური ანგარიშსწორების, პირადი ამბიციის თუ გარე ინტერესების მომსახურების სივრცე, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

ირაკლი კირცხალია

01 სექტემბერი 2026, 12:32

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: აფხაზეთი ჩვენთვის არ არის მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, აფხაზეთი არის ჩვენი ხალხი, ჩვენი ისტორია, ჩვენი საერთო მომავალი

ყველას, ვისაც აქვს პრეტენზია ქვეყნის მართვაზე ან პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობაზე, ეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა თითოეულ სიტყვაზე, როდესაც საქმე ეხება აფხაზეთს, ცხინვალის რეგიონს, ომსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ გვაქვს ვალდებულება, საზოგადოებას ღიად ვუთხრათ, სად მთავრდება პოლიტიკური კრიტიკა და სად იწყება ისეთი უპასუხისმგებლობა, რომელმაც შეიძლება კონკრეტული ზიანი მიაყენოს საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

ირაკლი კირცხალია

01 სექტემბერი 2026, 12:32

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: ჩვენი მიზანია დეოკუპაცია, ჩვენი გზა მშვიდობა, ხოლო ჩვენი საბოლოო ამოცანა ერთიანი საქართველო

საერთაშორისო სამართალი ყველასთვის ერთია, ის იცავს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და იგივე საერთაშორისო სამართალი იცავს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

01 სექტემბერი 2026, 12:26

პოლიტიკა

პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნა

პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნა

მაიკ ჯონსონი

01 სექტემბერი 2026, 11:57

მსოფლიო

POLITICO: ლინდსი გრემის კანონპროექტს რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების შემოღების შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთან პალატაში ჩავარდნის საფრთხე ემუქრება

ერთ თვეზე ნაკლები ხნის წინ აშშ-ის სენატში ორპარტიულმა, აბსოლუტურმა უმრავლესობამ გარდაცვლილი სენატორის ლინდსი გრემის პატივსაცემად მხარი დაუჭირა მის მიერ ინიციირებულ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის სავაჭრო პარტნიორებისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. სტატიას ამ შინაარსით POLITICO ავრცელებს.

ლევან მახაშვილი

01 სექტემბერი 2026, 11:51

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი მადიარის განცხადებაზე: ბრიუსელის ევრობიუროკრატები დიდი ხანია აღარ არიან დაინტერესებული ევროპელი მოქალაქეების ინტერესებით, მათ აქვთ რაღაც თავიანთი ვიწრო დღის წესრიგი, რომელიც როგორ წესი ემთხვევა არაფორმალური გავლენების ინტერესებს

ბრიუსელის ევრობიუროკრატები დიდი ხანია აღარ არიან დაინტერესებული ევროპელი მოქალაქეების ინტერესებით, მათ აქვთ რაღაც თავიანთი ვიწრო დღის წესრიგი, რომელიც როგორ წესი ემთხვევა არაფორმალური გავლენების ინტერესებს, - ასე ეხმაურება ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის განცხადებას.

01 სექტემბერი 2026, 11:46

კულტურა

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, 19-26 სექტემბერს, თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, 19-26 სექტემბერს, თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება.

01 სექტემბერი 2026, 11:45

საზოგადოება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი სტაჟიორთა მიღებას აცხადებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი სტაჟიორთა მიღებას აცხადებს.

01 სექტემბერი 2026, 11:42

საზოგადოება

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური სწავლის დაფინანსების მიზნით განცხადებების მიღებას იწყებს

დაფინანსება ვრცელდება შემდეგ აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე: ბაკალავრიატი, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამა და დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის პროგრამა.

თორნიკე ფაღავა 

01 სექტემბერი 2026, 11:41

პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა მადიარის განცხადებაზე: ის ფაქტი, რომ ევრობიუროკარტიის ფავორიტი ლიდერი საუბრობს ევრობიუროკატიაში არსებულ კრიზისზე ყველაფერზე მეტყველებს. „ქართული ოცნების“ გუნდი, როდესაც საუბრობდა ორმაგ სტანდარტებზე ევრობიუროკრატების მხრიდან ვყოფილვართ მართლები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თორნიკე ფაღავა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის განცხადებას მედიასთან ეხმიანება.