თბილისის ისტორიულ მუზეუმ „ქარვასლაში“ „საზოგადოება ქართული“ დაფუძნდა
გიორგი გაბუნია
ფოტო: „საზოგადოება ქართული“
„საზოგადოება ქართული“ დღეს თბილისის ისტორიულ მუზეუმ „ქარვასლაში“ დაფუძნდა, სადაც საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა გიორგი გაბუნიამ მიწვეულ სტუმრებს მათი საზოგადოების მიმართვა გააცნო.
მიმართვის ტექსტში აღნიშნულია, რომ ახალი ორგანიზაციაში იწვევენ მეცნიერების, ხელოვნების, სპორტისა და განათლების სფეროს სხვადასხვა თაობის წარმომადგენელს.
„ქართული ენის ამ ღირსშესანიშნავ დღესასწაულზე გვსურს, გაცნობოთ ახალი ორგანიზაციის დაფუძნების თაობაზე, სახელწოდებით - „საზოგადოება ქართული“, სადაც ვიწვევთ მეცნიერების, ხელოვნების, სპორტისა და განათლების სფეროს სხვადასხვა თაობის წარმომადგენელს.
ჩვენ ასევე მივმართავთ თანამშრომლობისათვის საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს, ყველა მეგობარსა და კოლეგას.
ჩვენი ორგანიზაციის დაფუძნებით გვსურს, გამოვხატოთ მზაობა, რათა საზოგადოებაში დავამკვიდროთ: აკადემიური აზრი და სიტყვა;
რაციონალური ფიქრი და განსჯა ჩვენს წარსულზე, დღევანდელობასა და მომავალზე;
ურთიერთპატივისცემა, სიყვარული და ერთიანობა, რომელიც დღეს ძალიან ჭირდება ჩვენს საზოგადოებას.
ჩვენ კარგად გვესმის და ვხედავთ, რომ მსოფლიოში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტების პარალელურად, ადგილი აქვს ღირებულებათა ომს, რაც დიდი საფრთხის წინაშე აყენებს ჩვენს ეროვნულ ღირებულებებსა და ინტერესებს. შედეგად, რამდენიმე ათწლეულია, მუდმივ რყევას განიცდის ჩვენი საზოგადოება, ჩვენი კულტურა და სახელმწიფო.
ზემოაღნიშნული საფრთხეების გათვალისწინებით გვწამს და მიგვაჩნია, რომ ქართული საზოგადოება მაქსიმალურად უნდა კონცენტრირდეს სოლიდარობაზე, ტოლერანტობაზე, თანასწორობაზე, მიმტევებლობაზე, ქალისადმი პატივისცემასა და უფროსის დაფასებაზე, ოჯახის და ადამიანის სიყვარულზე დაფუძნებულ ქართულ ცნობიერებასა და კულტურაზე.
ჩვენ, როგორც უძველესი ცივილიზაციის ერი, შთამომავალნი იმ დიდი ქართველებისა, რომელთა შემოქმედებამ საკაცობრიო სულიერი საგანძური გაამდიდრა და საყოველთაო ფასეულობები შექმნა, ვალდებულნი ვართ, შევინარჩუნოთ და ღირსეულად დავიცვათ მათი დანატოვარი მემკვიდრეობა - ჩვენი კულტურა და ტრადიციები, არ ვუღალატოთ ჩვენი თვითმყოფადობისა და იდენტობის მთავარ საფუძვლებს, ჩვენს საზრისსა და მიზნებს, იმ ფასეულობებს რისთვისაც 2000 წელზე მეტია იბრძვის ჩვენი მცირერიცხოვანი, მრავალჭირნახული და განსაკუთრებული ერი.
შესაბამისად, ჩვენი ერის წინაშე კვლავ დგას მთავარი ამოცანა - თანამედროვე, გლობალური ქარტეხილების ეპოქაში, დავიცვათ ჩვენი ერის თვითმყოფადობა, განვავითაროთ ჩვენი მეცნიერება, კულტურა, სპორტი და დავიცვათ ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტი.
ამიტომ, ჩვენ, ვინც ვემსახურებით ჩვენი იდენტობის განმსაზღვრელ უმნიშვნელოვანეს ნიშანსვეტებს : ქართულ მეცნიერებას, ხელოვნებასა და განათლებას, სპორტს, სხვა დარგებს, ვერთიანდებით ერთი მიზნით, რომ ჩვენი სულიერების განმსაზღვრელი ეს ფენომენები თაობათა ერთიანობისა და მემკვიდრეობითობის ბერკეტებად იქცნენ.
აქედან გამომდინარე ჩვენ ვითხოვთ: სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების პოლიტიკის მეტად აქტიურად წარმართვას, ენის სიწმინდის დაცვას, მათ შორის, ჩვენი ეროვნული საგანძურის - მეგრულ-ლაზური და სვანური ენების მოვლა-პატრონობას და საკანონმდებლო დონეზე ამ ენათა დაცვის მექანიზმების შექმნას.
სკოლებში ქართული ტრადიციული ხელოვნების შეტანა და მის ხელმისაწვდომობას ჩვენი ახალგაზრდებისთვის.
ვითხოვთ, სახელმწიფომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს დემოგრაფიულ პრობლემებს, რომელიც სულ უფრო მზარდი ხდება და საფრთხეს უქმნის ჩვენი ერის მომავალს.
სახელმწიფომ მეტი მზრუნველობა და ყურადღება გამოიჩინოს ოჯახის (განსაკუთრებით ახლად შექმნილი ოჯახების) სათანადო მხარდაჭერასა და დაცვაზე, განსაკუთრებული პრიორიტეტი მიენიჭოს მრავალშვილიანი ოჯახის გაძლიერებას. ამ მიმართულებით „საზოგადოება ქართული“ უახლოეს მომავალში წარადგენს საკუთარ წინადადებებს.
ვითხოვთ, სახელმწიფომ იზრუნოს და შექმნას სათანადო პირობები, რათა ემიგრაციაში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, დაინტერესდნენ სამშობლოში დაბრუნებით და მათი ეს უზარმაზარი ინტელექტუალური თუ სხვა სახის რესურსები მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული ქვეყნისა და ერის საკეთილდღეოდ.
ჩვენ ასევე მივიჩნევთ, რომ:
მიზეზთა გამო, დღემდე საზოგადოებრივი პროცესებისგან გარკვეულად დისტანცირებული ერის ინტელექტუალური, განათლებული და კულტურული ნაწილი უნდა დაუბრუნდეს არენას და აქტიურად ჩაერთოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, გახდეს ქვეყანაში სტაბილურობისა და განვითარების მძლავრი საზოგადოებრივი აზრის წყარო.
ვითხოვთ, გამახვილდეს ყურადღება და ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით გადაიხედოს დღეს არსებული, კანონით დადგენილი პასუხისმგებლობა ცილისწამებასა და სიძულვილის ენის გამოყენებაზე, რომელიც ყველას ეხება, განსაკუთრებული სიმძაფრით კი გამოიყენება საქართველოს პატრიარქისა და ქართული ეკლესიის წინააღმდეგ, რომლის დამსახურება ქართველი ერის წინაშე აუწონელია და იგი ჩვენი კულტურისა და იდენტობის განუყოფელი ნაწილია.
ასევე ვთვლით, რომ საჭიროა ქალაქისა და სოფლის მაცხოვრებლების მეტი ინტეგრაცია და ჩართულობა კულტურულ პროცესებში, მსოფლიოს კულტურული მიღწევებისადმი ხელმისაწვდომობა და ქართული კულტურის კიდევ უფრო მეტი პოპულარიზაცია.
ზემოაღნიშნული მიზნების მიღწევისთვის აუცილებლად მიგვაჩნია:
საკანონმდებლო წინადადებების (ინიციატივების) მომზადება პრობლემად ქცეულ საკითხებთან დაკავშირებით და მათი რეალიზაციის მიზნით სახელმწიფო ინსტიტუტებთან აქტიური თანამშრომლობა.
ქართული საზოგადოების მონაწილეობის გააქტიურება ერისა და ქვეყნისთვის საჭირბოროტო ყველა საკითხის გადაწყვეტაში, ქვეყანაში სარეფერენდუმო (საპეტიციო) დემოკრატიული სისტემის დამკვიდრება.
და ბოლოს, ჩვენ ისე უნდა გავხდეთ თანამედროვე ევროპული სახელმწიფო, ერი და საზოგადოება, რომ არ მოვწყდეთ ჩვენს სულიერებასა და ტრადიციებს. ეს გზა კი ჩვენს კულტურასა და ხელოვნებაზე გადის, რომელიც ერის არჩევანის თვითმყოფადობისა და იდენტობის განმსაზღვრელი უნივერსალური ფენომენია. ყველას მოგიწოდებთ, გავერთიანდეთ, რათა ჩვენი შრომით, სოლიდარობით, თანამშრომლობით, ადამიანზე, კულტურასა და გარემოზე ზრუნვით საქართველო ვმართოთ ჩვენ თვითონ“, - განაცხადა საზოგადოების საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა, გიორგი გაბუნიამ.
ყველა სიახლე
24 აგვისტო 2026, 17:16
თემა
მეორე ტიპის დიაბეტი ქალებში სულ უფრო ახალგაზრდავდება. რატომ?
მეცნიერები 40 წლამდე ასაკის ქალებში მე-2 ტიპის დიაბეტის შემთხვევების მნიშვნელოვან ზრდაზე საუბრობენ. თუმცა აღნიშნული დიაგნოზის დასმა ხშირად გვიანდება.
23 აგვისტო 2026, 23:23
სპორტი
კონსტანტინე პეტრიაშვილი თავისუფალ ჭიდაობაში 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
კონსტანტინე პეტრიაშვილი თავისუფალ ჭიდაობაში ბრატისლავაში მიმდინარე 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია.
23 აგვისტო 2026, 21:22
სპორტი
საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა
ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლეში საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ისრაელის ნაკრებს უმასპინძლა.
23 აგვისტო 2026, 18:15
მსოფლიო
ბალტიისპირეთის ქვეყნებში შტორმს მსხვერპლი მოჰყვა
ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის, ასევე პოლონეთისა და ბელარუსის ტერიტორიას ძლიერმა ციკლონმა „პრისკამ“ გადაუარა. ქარის სიჩქარე წამში 30 მეტრს აღემატებოდა. სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა: ერთი ადამიანი ლიეტუვის ჩრდილო-აღმოსავლეთით დაიღუპა, მას წაქცეული ხე დაეცა; მეორე კი ლატვიის ქალაქ ელგავაში შენობის ნანგრევებში მოჰყვა.
23 აგვისტო 2026, 18:07
სპორტი
ოქროს ლიგის განახლებული სეზონისთვის მოსამზადებლად თბილისის „ლოკომოტივის“ 19-წლამდელთა საფეხბურთო გუნდი ავსტრიაში იმყოფებოდა
ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ევროპული გრანდების წინააღმდეგ რამდენიმე საკონტროლო მატჩი გამართეს.
23 აგვისტო 2026, 17:50
მსოფლიო
იაპონიაში მიწისძვრის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა
იაპონიის აღმოსავლეთ ნაწილში, მათ შორის ტოკიოს რეგიონში, საშუალო სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც 30-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ოფიციალური პირების განცხადებით, ცუნამის საფრთხე არ არსებობს.
23 აგვისტო 2026, 17:34
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ფეისბუკპოსტებით დაპირისპირების სერიას თამარ ჩერგოლეიშვილი განაგრძობს - იგი სააკაშვილს მანიპულატორს უწოდებს
მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ფეისბუკპოსტებით დაპირისპირების სერიას და მხილებას ამჯერად თამარ ჩერგოლეიშვილი განაგრძობს და სააკაშვილს მანიპულატორს უწოდებს. პატიმრის ახლანდელი ბრძოლა „კოალიცია ცვლილებების“ წინააღმდეგ, ფედერალისტების ლიდერს ახსენებს პერიოდს, როდესაც, მისივე სიტყვებით, სააკაშვილი, ევროპულ საქართველოს აზიანებდა.
23 აგვისტო 2026, 17:32
მსოფლიო
ფედოროვმა ზელენსკის მის გარემოცვაში სავარაუდო კორუფციულ სქემებთან დაკავშირებით არსებულ კითხვებზე პასუხის გაცემისკენ მოუწოდა
BBC-სთან ინტერვიუში ფედოროვმა კომენტარი გააკეთა თანხების სავარაუდო გათეთრების სქემასთან დაკავშირებით ახლახან ჩატარებულ ანტიკორუფციულ გამოძიებაზე, რომელშიც, გამოძიების მონაცემებით, შესაძლოა პრეზიდენტის ოფისის მაღალჩინოსანი ყოფილიყო ჩართული.
23 აგვისტო 2026, 17:17
მსოფლიო
„ნორდიკულ-ბალტიური რვიანის“ ლიდერები კიევში უკრაინის დროშის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ
კიევში „ნორდიკულ-ბალტიური რვიანის“ ლიდერები ჩავიდნენ. დანიის, ესტონეთის, ფინეთის, ლატვიის, ლიეტუვისა და ნორვეგიის ხელისუფლებების წარმომადგენელთა ვიზიტი უკრაინის ეროვნული დროშის დღეს დაემთხვა. მათ საზეიმო ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.
23 აგვისტო 2026, 17:12
მსოფლიო
ძლიერმა სიცხემ ევროპაში პრობლემები გამოიწვია
ძლიერმა სიცხემ და გვალვამ ევროპაში შიდა გადაადგილებისა და ენერგომომარაგების სისტემაში პრობლემები შექმნა. მდინარე რაინსა და დუნაიში წყლის დონის კრიტიკულად დაწევამ საწყლოსნო გადაზიდვები შეაფერხა გერმანიაში.
23 აგვისტო 2026, 17:12
თემა
რა შეუძლია ახალ აბებს, რომლებიც წონის კლებისთვის გამოიყენება?
წონის კლების წამალი ახლა უკვე აბების ფორმით არის ხელმისაწვდომი. ეს შეიძლება შვება იყოს მათთვის, ვისაც ინექციების ეშინია. თუმცა, ახალი აბი ცხოვრების წესის შესაცვლელად უვნებელი გზა ნამდვილად არ არის. ევროკომისიამ ვეგოვი აბების ფორმით უკვე დაამტკიცა. ეს ევროპაში პირველი შემთხვევაა, როდესაც აქტიური ინგრედიენტის - სემაგლუტიდის შემცველი პერორალური წონის მართვის თერაპია ინექციის ნაცვლად ტაბლეტის სახით არის ხელმისაწვდომი. შესაძლოა, ეს შვება იყოს ჭარბი წონის მქონე მრავალი პაციენტისთვის, მაგრამ ისმის კითხვა: არის თუ არა ეს აბი ისეთივე ეფექტური და უსაფრთხო, როგორც ინექცია?
23 აგვისტო 2026, 17:11
რეგიონი
ზუგდიდის სოფელ ალერტკარში, საცხოვრებელ სახლში, სავარაუდოდ საკვებით ინტოქსიკაციის შედეგად გარდაცვლილი სამი ქალის ცხედარი იპოვეს
ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, დებთან კომუნიკაცია ბოლოს 14 აგვისტოს ჰქონდათ, ხოლო ცხედრები გუშინ გვიან ღამით მეზობლებმა იპოვეს. გარდაცვლილები დღეს დაკრძალეს.
23 აგვისტო 2026, 17:09
მსოფლიო
ჩრდილოეთ მაკედონიაში ტყის ხანძრებს ებრძვიან
ძლიერი ქარის გამო გავრცელებული ალი კი საცხოვრებელ სახლებს უახლოვდება, სულ მცირე ერთი საცხოვრებელი სახლი უკვე განადგურდა.
23 აგვისტო 2026, 17:01
მსოფლიო
მედია: ირანელმა ჰაკერებმა ბრიტანეთში ელექტროსადგური გათიშეს
„როგორც ჩანს ირანმა გადაწყვიტა ბრიტანეთს აჩვენოს, რომ ქვეყნის ელექტრომომარაგების გარეშე დატოვებისთვის „შაჰედები“ ერთადერთი საშუალება არ არის“, - წერს გამოცემა Telegraph-ი.
23 აგვისტო 2026, 14:37
მსოფლიო
ევროკავშირმა სერბეთს ტყის ხანძართან საბრძოლველად ვერტმფრენები და სამაშველო ჯგუფები გაუგზავნა
სერბეთს ტყის ხანძართან საბრძოლველად ევროკავშირმა ვერტმფრენები და სამაშველო ჯგუფები გაუგზავნა. მეხანძრე-მაშველები სტიქიის ზონაში ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმის ფარგლებში ჩავიდნენ.
23 აგვისტო 2026, 14:36
მსოფლიო
მოჯტაბა ჰამენეის სამხედრო მრჩეველი: ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ ეკონომიკური შეზღუდვების დაწესებაში მონაწილეობას მიიღებს, მტრად ჩაითვლება
„პირველ რიგში, ჩვენს ყველა მეზობელ და მსოფლიოს ყველა ქვეყანას ვეტყვით - არ შეუერთდეთ შეერთებულ შტატებს მის ეკონომიკურ ომში. ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ ეკონომიკური შეზღუდვების დაწესებაში მონაწილეობას მიიღებს, მტრად ჩაითვლება. რა თმა უნდა, თავდაპირველად მათთან მოლაპარაკებას გავმართავთ, დაველაპარაკებით და ვეტყვით რომ განზე გადგნენ და შეერთებული შტატებისგან დისტანცირდნენ, მაგრამ თუ ამას არ გააკეთებენ, მათ დავარტყამთ“, - განაცხადა მან.
23 აგვისტო 2026, 14:31
მსოფლიო
ამერიკაში, ნევადას შტატში ტყის ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
ამერიკაში, ნევადას შტატში ტყის ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ცეცხლი 4 250 ჰექტარ ფართობზე მძვინვარებს.
23 აგვისტო 2026, 14:25
მსოფლიო
მაკრონის განცხადებით, საფრანგეთი უკრაინას საჰაერო დაცვის გასაძლიერებლად გადამჭერი რაკეტების ახალ პარტიას მიაწვდის
„მშვიდობიანი მოქალაქეების სამიზნეში სისტემატური ამოღებითა და დაშინებასა და ესკალაციაზე არჩევანის გაკეთებით, რუსეთი ძალის დემონსტრირებას ცდილობს. მაგრამ ეს უფრო მეტად საკუთარი უძლურობის დემონსტრირებაა. ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის ცის დასაცავად საჭირო საშუალებების მოწოდება. პრეზიდენტ ზელენსკის დახმარების გაძლიერების შესახებ უკვე ვაცნობე. უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ამ ძალისხმევას ის ქვეყნებიც შემოუერთდნენ, რომლებიც ასეთ სისტემებს ფლობენ“, - წერს მაკრონი.
23 აგვისტო 2026, 14:24
პოლიტიკა
გიორგი კალანდარიშვილი ყაზახეთში მიმდინარე არჩევნებზე: პროცესი გამოირჩევა ორგანიზებულობით, ადმინისტრირების კარგი ხარისხით, ამომრჩეველთა ინფორმირებულობით, რაც თავის მხრივ გულისხმობს იმას, რომ ამომრჩევლებისთვის სერვისები საკმაოდ კარგ დონეზეა შეთავაზებული
პროცესი გამოირჩევა ორგანიზებულობით, ადმინისტრირების კარგი ხარისხით, ამომრჩეველთა ინფორმირებულობით, რაც თავის მხრივ გულისხმობს იმას, რომ ამომრჩევლებისთვის სერვისები საკმაოდ კარგ დონეზეა შეთავაზებული, - განუცხადა „ქრონიკას“ ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა, რომელიც ყაზახეთში იმყოფება და დელეგაციასთან ერთად აკვირდება საპარლამენტო არჩევნების პროცესს.
23 აგვისტო 2026, 14:15
მსოფლიო
დავით მათიკაშვილი საყვარელიძის განცხადებაზე: ეს არის აღიარება იმისა, თუ რა ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დააყენა მოღალატეობრივმა მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს სახელმწიფოებრიობა
„ეს არის აღიარება იმისა, თუ რა ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დააყენა მოღალატეობრივმა მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს სახელმწიფოებრიობა. ეს არის ის ტყუილები და ტყუილებში წამოცდენები, რითაც საზოგადოებას კიდევ ერთხელ პასუხი ეძლევა იმაზე თუ ვინ იყო რეალური დამნაშავე 2008 წლის ტრაგედიაში - რა თქმა უნდა, რუსეთის საოკუპაციო ძალებთან ერთად, პირველ რიგში ეს იყო მიხეილ სააკაშვილის მოღალატეობრივი სისტემა და რეჟიმი, რომელმაც ქვეყანა პრაქტიკულად განადგურების წინაშე დააყენა“, - მიიჩნევს მათიკაშვილი.


