არასამთავრობოები ნუცუბიძის ფერდობზე მომხდარ ფაქტს ეხმაურებიან
არასამთავრობო ორგანიზაციები ნუცუბიძის ფერდობზე პაატა პავლიაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც ნათქვამია, რომ საქმის გამოძიების მიმართ არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ამ დროისთვის არსებული ინფორმაციის შეფასება.
"25 ოქტომბრის შემდეგ საზოგადოების მოლოდინი პოლიციელების სამხრე ვიდეო-კამერებისა და საპატრულო ეკიპაჟის მანქანაზე დამონტაჟებული ვიდეო-კამერით შემთხვევის დროს დაფიქსირებული ვიდეო-ჩანაწერების გასაჯაროება იყო. თუმცა, როგორც პროკურატურის გუშინდელი განცხადებით გახდა ცნობილი, ინციდენტში მონაწილე არცერთი სამართალდამცავის სამხრე კამერაზე, ისევე როგორც საპატრულო მანქანის ვიდეოკამერაზე სრულად არ არის აღბეჭდილი ინციდენტის განვითარება, უშუალოდ დაკავების ეპიზოდი და მისი წინარე პერიოდი, სადაც გამოჩნდებოდა, იყო თუ არა საფუძვლიანი მოქალაქის დაკავება, რა ძალა გამოიყენა პოლიციამ დაკავების ეპიზოდში, როგორ მოიქცა პოლიცია მას შემდეგ რაც მისთვის ცნობილი გახდა პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ, ადგილი ხომ არ ჰქონდა სამართალდამცავების მხრიდან სამსახურებრივ გულგრილობას, ან სხვა ტიპის დარღვევას, რასაც ადამიანის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობა შეეძლო გამოეწვია.
ამ ეპიზოდზე ვიდეო-ჩანაწერების არარსებობა კიდევ უფრო ამძაფრებს საზოგადოებაში ამ საქმეზე არსებულ კითხვებს.
უშუალოდ დაკავების ეპიზოდის ამსახველი ვიდეო-ჩანაწერების არარსებობის მიუხედავად, სახელმწიფოს ეკისრება პასუხისმგებლობა სათანადო დამაჯერებლობით უპასუხოს პაატა პავლიაშვილის გარდაცვალების საქმეში არსებულ ყველა კითხვას. ასევე, აუცილებელია დაიწყოს გამოძიება და დადგინდეს, რა არის რეალურად ჩანაწერების არარსებობის მიზეზი. ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, ხომ არ ჰქონდა ადგილი ვიდეო ჩანაწერებზე მანიპულირებას, მათი დაზიანების ან განადგურების მიზნით. ამავდროულად, პროკურატურამ მიმდინარე გამოძიება უნდა წარმართოს მაქსიმალური გამჭვირვალობით და უზრუნველყოს საქმეში დაზარალებულის ოჯახის წევრების ჩართულობა, რათა მათ ჰქონდეთ სრული ინფორმაცია გამოძიების მსვლელობაზე.
ასევე გვსურს გამოვეხმაუროთ 25 ოქტომბრის ტრაგიკულ შემთხვევაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირების არაეთიკურ ფორმას, კერძოდ უწყების მიერ მომზადებულ სპეციალურ ვიდეო-რეპორტაჟს, სადაც დაღუპულზე მისი ერთ-ერთი მეზობელი საუბროს და აჟღერებს მისი პირადი ცხოვრების და ჯანმრთელობის შესახებ ცნობებს, ამავდროულად ასახელებს დაღუპვის ერთ-ერთ შესაძლო მიზეზს - თრობას. ამ სიუჟეტით უწყება ცალსახად ცდილობდა დაღუპულზე უარყოფითი შთაბეჭდილების შექმნას და საზოგადოებისთვის მისი გარდაცვალების წინასწარი ვერსიის მიწოდებას.
ეს ტრაგიკული შემთხვევა კიდევ ერთხელ აყენებს დღის წესრიგში პოლიციის სისტემური რეფორმის საჭიროებას, რომელმაც უნდა შექმნას რეალურად ხალხის სამსახურში მდგომი სამართალდამცავი უწყება, რომლის მიმართაც საზოგადოებას ექნება მაღალი ნდობა და თანამშრომლობის სურვილი. ამავდროულად, საჭიროა შეიქმნას ეფექტიანი სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც უპასუხებს სამართალდამცავების დაუსჯელობის პრობლემას."- ნათქვამია განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს პროკურატურას, უზრუნველყოს საქმის დროული, ეფექტური და ობიექტური გამოძიება, აგრეთვე მასში დაზარალებულის ოჯახის ჩართულობა, რათა მათ ჰქონდეთ სრული ინფორმაცია გამოძიების მსვლელობაზე და გატარებულ ღონისძიებებზე;
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს: შეიმუშავოს პოლიციელთა მხრიდან ძალის გადამეტების პრევენციის ერთიანი სტრატეგია; აღჭურვოს მოქალაქეებთან უშუალო შემხებლობაში მყოფი ყველა თანამშრომელი სამხრე-ვიდეო კამერით, აგრეთვე განსაზღვროს აღნიშნული ტექნიკური საშუალების გამოყენების ერთიანი წესები; მიაწოდოს საზოგადოებას განმარტება, ვინ არის პასუხისმგებელი ინცინდენტზე მომზადებულ ვიდეოზე და რა მიზანს ემსახურებოდა აღნიშნული მასალის მომზადება;
საქართველოს მთავრობას და პარლამენტს: გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური რეფორმის მიმართულებით და დაიწყოს მუშაობა ახალი ტიპის სამართალდამცავი სამსახურების ჩამოყალიბებაზე, რომელიც ორიენტირებული იქნება თითოეულ მოქალაქეზე, მათი უფლების დაცვასა და მათთან ნებაყოფლობით თანამშრომლობაზე;
ასევე შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელიც უფლებამოსილი იქნება სამართალდამცავების მიერ შესაძლო ჩადენილი დანაშაულზე აწარმოოს გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა.
ამ განცხადებას ხელს აწერს 7 არასამთავრობო ორგანიზაცია: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC); საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR); სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED); ადამიანის უფლებათა ცენტრი; კონსტიტუციის 42-ე მუხლი; საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI Georgia).
ნუცუბიძის ქუჩაძე გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილის ოჯახი დაზარალებულად ცნობას ითხოვს. შესაბამისი განცხადება ოჯახის ადვოკატმა თბილისის პროკურატურაში შეიტანა.
დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა განაცხადა, რომ უშუალოდ ამ ინციდენტის ამსახველი ჩანაწერები არსებობს.
გუშინ, მთავარმა პროკურატურამ ნუცუბიძის ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
25 ოქტომბერს, ნუცუბიძეზე 33 წლის კაცი იმ დროს გარდაიცვალა, როცა მას სამართალდამცველები ადმინისტრაციული წესით აკავებდნენ. საქმეზე გამოძიება დაიწყო.
ყველა სიახლე
18 სექტემბერი 2026, 18:36
პოლიტიკა
ზურაბ ქადაგიძე: საქართველოში გამჭვირვალობის შესახებ კანონის ამოქმედებამ გარკვეულ ძალებს შეუზღუდა „შავი ფულით“ სარგებლობა და, შესაბამისად, ქვეყნის ძირგამომთხრელ კამპანიას ვეღარ აწარმოებენ
ქართული FARA ბევრად მსუბუქი და დემოკრატიულია. ის მხოლოდ ადამიანის ინფორმირებულობას ემსახურება და, თუ მოექცევი კანონის ფარგლებში, არანაირი დევნა არ გემუქრება, - განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ. მან მედიასთან საუბრისას ახსნა, თუ რატომ დუმს რადიკალური ოპოზიცია და არ ხმაურობს იმის გამო, რომ აშშ FARA-ს გამკაცრებას აპირებს.
18 სექტემბერი 2026, 18:36
პოლიტიკა
ალუდა ღუდუშაური: ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფხიზლად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ არიან ძალები, რომლებიც საკუთარ ქვეყანას განიხილავენ, როგორც თავიანთი ვიწროპარტიული მერკანტილური ინტერესების განხორციელების წყაროს
ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფხიზლად, არ უნდა დაგვავიწყდეს, ქვეყანაში ჯერ კიდევ არიან ძალები, რომლებიც საკუთარ ქვეყანას განიხილავენ, როგორც თავიანთი ვიწროპარტიული მერკანტილური ინტერესების განხორციელების წყაროს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკასთან“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა.
18 სექტემბერი 2026, 18:22
მსოფლიო
Euronews: ევროპის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს (CFR) ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ევროპელების უმეტესობას კვლავ სურს უფრო ძლიერი და ერთიანი ევროპა, თუმცა ამის მიღწევადობაში ეჭვი ეპარება - გამოკითხულთა დაახლოებით 68% განახლების ნაცვლად რეგრესის ნიშნებს ხედავს
ევროპის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს (CFR) ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ევროპელების უმეტესობას კვლავ სურს უფრო ძლიერი და ერთიანი ევროპა, თუმცა ამის მიღწევადობაში ეჭვი ეპარება - გამოკითხულთა დაახლოებით 68% განახლების ნაცვლად რეგრესის ნიშნებს ხედავს, - წერს Euronews-ი.
18 სექტემბერი 2026, 18:10
პოლიტიკა
ალუდა ღუდუშაური „გამჭვირვალობის კანონზე“: ყველა ცდილობს, რომ თავისი გავლენის სფეროები შექმნას, გააძლიეროს, გააფართოოს და ა.შ. ეს არის მსოფლიო პოლიტიკის ნაწილი. მაგრამ არის მეორე საკითხი, როგორი იქცევი შენ - პასუხისმგებლობიანი სახელმწიფო და როგორ ახერხებ ამის დაცვას, პრევენციას და სხვადასხვა ღონისძიებების გატარებას ამის საპასუხოდ
მისი თქმით, გარე ჩარევების მაქსიმალური შეზღუდვისთვის, როგორც აშშ, ასევე, ევროპის წამყვანი ქვეყნები ამ მიმართულებით კანონებს ამკაცრებენ.
18 სექტემბერი 2026, 18:09
საზოგადოება
შალვა პერანიძე: სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, როდესაც ყველა დერეფანი შეერთდება, დედაქალაქის მოსახლეობა კომფორტულად და დროულად გადაადგილებას შეძლებს
მე საკრებულოში დიდი დიღმის მაჟორიტარი დეპუტატი ვარ და დიდი სიამოვნებით ვიხილავდი ბასლაინს აღმაშენებლის ხეივანზე და მარშალ გელოვანის გამზირზე, - აღნიშნულის შესახებ დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს დღევანდელ სხდომაზე, თბილისის საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, შალვა პერანიძემ განაცხადა.
18 სექტემბერი 2026, 18:06
პოლიტიკა
ალუდა ღუდუშაური ახვლედიანის ორგანიზებულ საგანმანათლებლო სემინარზე: თუ გრანტის გადაცემა არ ხდებოდა, განმარტონ რასთან გვქონდა საქმე. ვხედავთ, რომ არ იყო შეთანხმებული სახელმწიფოსთან და აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გრანტების შესახებ კანონი არის დარღვეული. თუ ეს არ იყო გრანტი, მაშინ რა იყო?!
თუ გრანტის გადაცემა არ ხდებოდა, განმარტონ რასთან გვქონდა საქმე. ვხედავთ, რომ არ იყო შეთანხმებული და აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გრანტების შესახებ კანონი არის დარღვეული, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა „დღის ქრონიკაში“.
18 სექტემბერი 2026, 18:05
ეკონომიკა
დავით სონღულაშვილი: არაკონდიციური ყურძენი ჯერ არ ჩაბარებულა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა რთველის მიმდინარე პროცესზე, ხარისხზე ორიენტირებული ახალი მიდგომის მნიშვნელობაზე, მევენახეების მიერ შესაბამისი სიმწიფისა და ხარისხის მიღწევის მოლოდინსა და რთველის შედარებით გვიან დაწყების მიზეზებზე ისაუბრა.
18 სექტემბერი 2026, 18:00
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი: გარე ძალებისთვის საქართველო ისევ აქტუალურია, არაფერი შეცვლილა გლობალური ინტერესის თვალსაზრისით, მათ საქართველოში არეულობა ისევ და ისევ აწყობთ
„ევროპის ინტერესში შედის, რომ საქართველოზე იყოს შუა დერეფანი, თუმცა ევროპის შიგნით ჩვენ ვხედავთ ასევე გარკვეულ დაჯგუფებას, რომელთაც ეს შუა დერეფანი ნაკლებად აღელვებს. ამასთან დაკავშირებით, ევროკავშირის მხრიდან ორმაგი მიდგომა უკვე ვნახეთ. ერთი მხრივ აკეთებენ რაღაც შეხვედრებს, სადაც საქართველოს არ ეპატიჟებიან, რომელიც დაკავშირუბლობას ეხება, მეორე მხრივ იმ პროექტს, რომელიც საქართველოს ინიციატივით ხორციელდება {შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი} განსაკუთრებულ სტატუს ანიჭებენ, საუბრობენ საქართველოში გადატრიალების აუცილებლობაზე, ღიად თუ ფარულად აფინანსებენ საქართველოში გადატრიალებას. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ევროპის შიგნითაც ერთიანი პოზიცია არ არსებობს.
18 სექტემბერი 2026, 17:56
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან მივაღწიეთ შეთანხმებას და საქართველო 2027 წელს ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის შენობაში უმასპინძლებს გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით ჩასატარებელ ინოვაციების ფორუმს
მნიშვნელოვანია, რომ ვიზიტის ფარგლებში გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან მივაღწიეთ შეთანხმებას და საქართველო 2027 წელს ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის შენობაში უმასპინძლებს გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით ჩასატარებელ ინოვაციების ფორუმს, - ამის შესახებ განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ქუთაისში გააკეთა, სადაც ის გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, შაიხა ნასერ ალ ნუვაისს მასპინძლობს.
18 სექტემბერი 2026, 17:52
ეკონომიკა
დავით სონღულაშვილი: ღვინის ხარისხის გაუმჯობესება პირდაპირ უკავშირდება როგორც სექტორის განვითარებას, ისე ჩვენი მევენახეების ინტერესებს
სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის განცხადებით, კახეთში რთველი აქტიურად მიმდინარეობს და ამ ეტაპზე პიკი ჯერ არ დამდგარა. ამ დროისთვის დაკრეფილი და გადამუშავებულია დაახლოებით 15 000 ტონა ყურძენი. მიმდინარე წელს, საქართველოში მოსალოდნელია ყურძნის რეკორდული მოსავალი და საპროგნოზო მაჩვენებელი დაახლოებით 320 000 ტონას შეადგენს.
18 სექტემბერი 2026, 17:45
მსოფლიო
აშშ-ის ელჩი ნატოში ჩეხეთს თავდაცვის ხარჯების გაზრდისკენ მოუწოდებს
ჩეხეთმა თავდაცვის ხარჯები უნდა გაზარდოს, რათა ნატოს მიერ განსაზღვრულ მიზნებს მიაღწიოს, - განაცხადა ნატოში აშშ-ის ელჩმა მეთიუ უიტაკერმა.
18 სექტემბერი 2026, 17:43
საზოგადოება
გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი: ჩემი ვიზიტი ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში ძალიან დროული იყო ინოვაციების სამიტის სამზადისის პროცესში, რომელიც ასევე ქუთაისში გაიმართება გაეროს ტურიზმის ორგანიზაციისა და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით
„ძალიან მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში, კერძოდ, თუმოში (TUMO). დიდი სიამოვნებით შევხვდი სტარტაპებს, რამაც მოგვცა გარკვეული იდეები და მოსაზრებები ინოვაციების სამიტისთვის, რომელიც ასევე ქუთაისში გაიმართება გაეროს ტურიზმის ორგანიზაციისა (UN Tourism) და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) ეგიდით“ - განაცხადა გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა შაიხა ნასერ ალ ნუვაისმა.
18 სექტემბერი 2026, 17:42
ეკონომიკა
J.P. Morgan-ის წარმომადგენელი: მოხარულნი ვართ, რომ რეგიონული მმართველების პირველი მრგვალი მაგიდა თბილისში იმართება სებ-თან თანამშრომლობით
მოხარულნი ვართ, რომ ვიმყოფებით თბილისში, რეგიონული მმართველების პირველ მრგვალ მაგიდაზე. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მთელ რეგიონს ერთად ვკრებთ. თბილისი საოცარი მასპინძელი ქალაქია ამ ღონისძიების დასაწყებად, - განაცხადა J.P. Morgan-ის საჯარო სექტორთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა ევროპაში ნიკოლას სტინბერგენმა ეროვნული ბანკისა და J.P. Morgan-ის თანაორგანიზებით გამართულ რეგიონის ცენტრალური ბანკების პრეზიდენტების მრგვალი მაგიდის შეხვედრაზე.
18 სექტემბერი 2026, 17:36
პოლიტიკა
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ თვითგამოცხადებულ რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ევროკავშირის სახელით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებას ავრცელებს
ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოებს - მათში შეტანილი ბოლოდროინდელი ცვლილებების ჩათვლით - რომელთა საფუძველზეც 2026 წლის 18 სექტემბერს საქართველოს ოკუპირებულ თვითგამოცხადებულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. მათ შედეგს არავითარი იურიდიული ძალა არ გააჩნია, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
18 სექტემბერი 2026, 17:31
ეკონომიკა
დავით სონღულაშვილი: მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მცირე მარნებისთვის სერტიფიცირების მომსახურების საფასური გაუქმდეს
მცირე ზომის მარნები ადგილობრივი ბაზრისთვის განკუთვნილი ალკოჰოლური სასმელების შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემის მომსახურების საფასურისგან გათავისუფლდებიან. შესაბამისი ცვლილება პროცედურების გავლის შემდეგ შევა ძალაში.
18 სექტემბერი 2026, 17:29
საზოგადოება
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ხელოვნების საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი - „ქარავან არტ ფორუმი ქუთაისი“ გაიხსნა. ღონისძიებას KIU-ს არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და დიზაინის სკოლამ (AUD) უმასპინძლა.
18 სექტემბერი 2026, 17:27
პოლიტიკა
სახელმწიფო მინისტრის აპარატი: ცხინვალის რეგიონში ჩატარებული უკანონო, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მორიგ უხეშ დარღვევას წარმოადგენს
საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში უკანონო ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
18 სექტემბერი 2026, 17:17
პოლიტიკა
შალვა სუთიაშვილი: ჩვენი ხელისუფლება სიტყვით კი არა, საქმით დგას თითოეული ახალგაზრდის გვერდით
ეს ციფრები და კონკრეტული პროგრამები მკაფიო და ხელშესახები დასტურია იმისა, რომ ჩვენი ხელისუფლება სიტყვით კი არა, საქმით დგას თითოეული ახალგაზრდის გვერდით. ჩვენ ამით არ ვჩერდებით, ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას, რათა ყოველ მომდევნო წელს კიდევ უფრო მეტ სტუდენტს ჰქონდეს შესაძლებლობა ისწავლოს, იმოგზაუროს, დაკავდეს სპორტით და გახდეს ჩვენი ქვეყნის წარმატების თანამონაწილე“, - განაცხადა შალვა სუთიაშვილმა საკრებულოს სხდომაზე.
18 სექტემბერი 2026, 17:16
მსოფლიო
რიკარდ იოზვიაკის განცხადებით, ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივებაზე კვლავ ვერ შეთანხმედნენ
„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკავშირის ელჩები დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ, თუმცა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივებაზე კვლავ ვერ შეთანხმდნენ.
18 სექტემბერი 2026, 17:08
სამართალი
პროკურატურა: საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გიორგი ჩახუნაშვილს 3 თვით თავისუფლების აღკვეთა და 3 წელი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა. რაც შეეხება ზაქრო ალბუთაშვილს, მის მიმართ დანიშნული სასჯელი შეიცვალა და 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წელი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა
საქართველოს პროკურატურა გიორგი ჩახუნაშვილის და ზაქრო ალბუთაშვილის საქმის შესახებ განცხადებას ავრცელებს. „ჯგუფურად ჩადენილი სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის მსჯავრდებულებმა, გიორგი ჩახუნაშვილმა და ზაქრო ალბუთაშვილმა აღიარეს ჩადენილი დანაშაული, მოინანიეს და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მომართეს.


