IMEDI /  14 მაისი 2024, 09:55 / სანდო წყარო

ვატო შაქარიშვილი: 12 საათზე კენჭი ეყრება საქართველოს დამოუკიდებლობას, ღირსების შენარჩუნებას, კოლონიალიზმის ბორკილებიდან გათავისუფლებას - გულწრფელი ახალგაზრდები მიხვდებიან, რომ ჩელიაბინსკში არ გაიღვიძებენ

ვატო შაქარიშვილი

ვატო შაქარიშვილი

ცოტაც და მორჩება სიგიჟის ერთთვიანი ზეიმი! 12 საათზე კენჭი ეყრება საქართველოს დამოუკიდებლობას! ქვეყნის ღირსების შენარჩუნებას! კოლონიალიზმის ბორკილებიდან გათავისუფლებას! - ასე ეხმიანება საზოგადოებრივი მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლის“ დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი, პარლამენტის მიერ „გამჭვირვალობის კანონის“ მესამე მოსმენით მიღებას.

მისი განცხადებით, გულწრფელი ახალგაზრდები მალე გამოვლენ ჰიპნოზიდან და ნახავენ, რომ საკუთარი ღირსების დამცველ საქართველოს მეტი პატივისცემით დაელაპარაკებიან, უფრო სამართლიანად მოუწევთ მასთან მიდგომა.

„ჩელიაბინსკში ხვალ ღრუბლიანი ამინდია, ჰაერის ტემპერატურა 10 გრადუსამდე გათბება…

ცოტაც და მორჩება სიგიჟის ერთთვიანი ზეიმი!
12 საათზე კენჭი ეყრება საქართველოს დამოუკიდებლობას! ქვეყნის ღირსების შენარჩუნებას! კოლონიალიზმის ბორკილებიდან გათავისუფლებას!
აღტყინებულ ჯენზის შესაძლოა მძიმე პახმელია ქონდეს, რაც ახლავს ხოლმე ეიფორიიდან რეალობაში დაბრუნებას!
გულწრფელი და გულანთებული ახალგაზრდები ადრე თუ გვიან გამოვლენ ჰიპნოზიდან. მიხვდებიან, რომ ჩელიაბინსკში არ გაიღვიძებენ… ნახავენ ამერიკის ადმინისტრაციის თუ ევროპელი ბიუროკრატების(გიჟიმანტასს და კუბილიუსს არაფერი ეშველება) შეცვლილ რიტორიკას. ნახავენ, რომ საკუთარი ღირსების დამცველ საქართველოს, სხვა უფრო დიდი და ძლიერი ქვეყნები, მეტი პატივისცემით დაელაპარაკებიან, უფრო სამართლიანად მოუწევთ მასთან მიდგომა!
მოტყუებული ადამიანების ნაწილს თავად შერცხვება და მივუტევებთ კიდეც. ზოგს კი, ვინც წითელი ხაზები გადაკვეთა, ჩვენ შევარცხვენთ აუცილებლად და საკადრის პასუხსაც გავცემთ!

გავაგრძელებთ ცხოვრებას მშვიდობიან, სტაბილურ ქვეყანაში! ისინიც ჩვენთან ერთად ისარგებლებენ ყველა იმ სიკეთით, რაც მშვიდობას მოაქვს - საქართველოს გაზრდილი მნიშვნელობა, მეტი ინვესტიციის შემოტანა, მეტი ტურისტის შემოსვლა, ეკონომიკური განვითარება!
იმედია, ხვალიდანვე დავიწყებთ უფრო მეტის გავაკეთებას იმისათვის, რომ ახალგაზრდები დავიცვათ ინდოქტრინაციისგან და მიზანმიმართული მოწამვლისგან! იმედია, ბევრი მიმართულებით ძირეული ცვლილებები გატარდება(უკანასკნელმა პროცესებმა უამრავი პრობლემა გახადა თვალსაჩინო)! არჩევნების შემდეგ, სისხლიან რეჟიმსაც საბოლოოდ შევაფასებთ სამართლებრივი თუ პოლიტიკური განზომილებით და გავწმენდთ სივრცეს ამ ტოქსიკური წარმონაქმნის - კოლექტიური ნაც-მოძრაობისგან!

დღეს, კიდევ უფრო მკაფიოდ ჩანს, რომ გააზრებულად მოხდა რისკზე წასვლა - ეს ფურუნკული მოახლოებულ არჩევნებამდე უნდა გამსკდარიყო!

ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ აჩვენა უდიდესი თავგანწირვის მაგალითი! ასევე, აუცილებლად უნდა დაფასდეს პრემიერის, პარლამენტის თავმჯდომარის, უმრავლესობის ლიდერის და გუნდის ყველა წევრის როლი! რა მასშტაბის წნეხი, შეურაცხყოფები, მუქარები და უსამართლობა განიცადეს საკუთარ თავსა და ოჯახებზე! დრო გავა, ისტორია ყველაფერს ადეკვატურად შეაფასებს!
მადლობა სამართალდამცავ სტრუქტურებს!
მადლობა თითოეულ ღირსეულ მოქალაქეს, ვინც განსაცდელის ჟამს ჩვეული ქართული სიმტკიცით, გვერდში დაუდგა საკუთარ სამშობლოს!
მადლობა უფალს!

ეს არ არის გადაჭარბებული ოპტიმიზმით გაჯერებული ტექსტი, ეს რეალობაა! იმიტომ, რომ მართლები ვართ! იმიტომ, რომ სამშობლო გვიყვარს! იმიტომ, რომ რისკი პრაგმატულია და არა ურაპატრიოტული! იმიტომ, რომ უჩას “მორალი” საქართველოში არასოდეს გახდება მისაღები!!!“ - წერს ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში.

ყველა სიახლე

მასუდ პეზეშკიანი

28 თებერვალი 2026, 10:49

მსოფლიო

მედია: ირანზე ისრაელის თავდასხმის მიზანი, შესაძლოა, პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანის ლიკვიდაცია იყოს

ისრაელური წყაროების ცნობით, ირანზე თავდასხმის მიზანს, შესაძლოა, ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის, მასუდ პეზეშკიანის ლიკვიდაცია წარმოადგენდა.

28 თებერვალი 2026, 10:47

სამართალი

საგამოძიებო სამსახურმა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი ფალსიფიცირებული საქონლის დამზადების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების დამზადებისა და გამოყენების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი ფალსიფიცირებული საქონლის დამზადების და სხვისი სასაქონლო ნიშნის გამოყენების ფაქტზე, საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს.

ვიქტორ ჯაფარიძე

28 თებერვალი 2026, 10:38

პოლიტიკა

ვიქტორ ჯაფარიძე: სახალხო დამცველი რატომ დუმს, როცა მის ქვეყანაში უცხო სახელმწიფო გუდავს დამოუკიდებელ მედიას

დიდი ბრიტანეთის მიერ ტელეკომპანია „იმედისა“ და „პოს ტვ“-ს დასანქცირებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა პარტია „ხალხის ძალის“ რეგიონულმა მდივანმა ვიქტორ ჯაფარიძემ და სახალხო დამცველს საჯარო განმარტებისკენ მოუწოდა.

28 თებერვალი 2026, 10:30

საზოგადოება

მეღორეობის სექტორის განვითარების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე სექტორის განვითარების პერსპექტივები, დარგში არსებული გამოწვევები და სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის მექანიზმები განიხილეს. მხარეებმა იმსჯელეს ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის შესაძლებლობებზე, ბაზრის უზრუნველყოფის საკითხებზე და იმპორტთან დაკავშირებულ გამოწვევებზე.

28 თებერვალი 2026, 10:29

მსოფლიო

ისრაელმა ირანი დაბომბა

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის განცხადებით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა („ცაჰალმა“) დილით ირანზე საჰაერო იერიში მიიტანა.

28 თებერვალი 2026, 10:20

რეგიონი

რა ვითარებაა საქართველოს საავტომობილო გზებზე

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად უკვე გაწმენდილია გზა და გუდაურამდე მსუბუქი ავტოტრანსპორტისათვის მოძრაობა აღდგენილია.

28 თებერვალი 2026, 10:15

რეგიონი

ახალციხე-ნინოწმინდის გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.

28 თებერვალი 2026, 10:11

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 28 თებერვალს საქართველოში

28 თებერვალს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +5 და ღამით +3 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +6 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსი იქნება. ბათუმშიც იწვიმებს, დღისით ჰაერი +6 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება.

28 თებერვალი 2026, 09:53

რეგიონი

ვერონა-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ64 (ვერონა-თელავი) მონაკვეთზე, დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

28 თებერვალი 2026, 09:50

მსოფლიო

Politico: ნატოს საწარმოო პოტენციალი, უკრაინის მხარდაჭერის თვალსაზრისით, სირთულეებს განიცდის

გამოცემა Politico-ს ინფორმაციით, როცა გასული წლის ზაფხულში ნატომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების დაჩქარებული პროცედურა აამოქმედა, ეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო, რადგან აშშ კიევისთვის შეიარაღების მიწოდებას ამცირებდა.

28 თებერვალი 2026, 09:46

საზოგადოება

მერია: თბილისში უხვმა ნალექმა სხვადასხვა დაზიანება გამოიწვია. ხდება მყისიერი რეაგირება, თბილისის „ეკოსერვის ჯგუფი“ და რაიონების გამგეობების ბრიგადები მუშაობენ 24-საათიან რეჟიმში, რათა გზები გაიწმინდოს და პრობლემები აღმოიფხვრას

დედაქალაქში მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები გამოიწვია, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

28 თებერვალი 2026, 08:48

რეგიონი

მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობის) მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე

28 თებერვალი 2026, 08:13

მსოფლიო

იტალია საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს დაუყოვნებლივ დატოვონ ირანი

იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს თავის მოქალაქეებს დაუყოვნებლივ დატოვონ ირანი და თავი შეიკავონ ახლო აღმოსავლეთში მოგზაურობისგან.

დონალდ ტრამპი

28 თებერვალი 2026, 04:02

მსოფლიო

ტრამპი აღიარებს, რომ ირანთან დაკავშირებით „დიდი გადაწყვეტილების“ მიღების დრო ახლოვდება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პარასკევს აღიარა, რომ ირანთან დაკავშირებით რთული არჩევანის წინაშე დგას, რადგან დიპლომატიურმა ძალისხმევამ დამაკმაყოფილებელი შედეგი ვერ გამოიღო

დონალდ ტრამპი

28 თებერვალი 2026, 03:52

მსოფლიო

ტრამპი: ჩინეთი პატივს გვცემს, რუსეთი პატივს გვცემს - ისინი მცემენ პატივს და მეც პატივს ვცემ მათ

ტეხასის შტატში გამართულ მიტინგზე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქვეყნის ეკონომიკურ მიღწევებსა და საერთაშორისო ასპარეზზე ამერიკის პოზიციების გაძლიერებაზე ისაუბრა.

დონალდ ტრამპი

28 თებერვალი 2026, 03:42

მსოფლიო

ტრამპი: ჩვენ გვსურს ერთიანობა, თუმცა ერთიანობისთვის საჭიროა, რომ მეორე მხარეს საღად მოაზროვნე ადამიანები იყვნენ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კლიმატზე საუბრისას ხაზი გაუსვა ეროვნული ერთიანობის მნიშვნელობას.

მარტა კოსი

28 თებერვალი 2026, 03:20

მსოფლიო

მარტა კოსი უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში: იმის გამო, რომ თქვენი ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია და რუსეთმა ის უკანონოდ შეიყვანა თავის კონსტიტუციაში, ევროკავშირში თქვენი გაწევრიანება რთულდება

უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა ომის აქტიური ფაზის პირობებში უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობაზე კომენტარი გააკეთა.

28 თებერვალი 2026, 02:52

მსოფლიო

The Irish News: MI5-ს BBC-ის ლონდონის სათავო ოფისში ჰქონდა კაბინეტი, რომელიც ახალი თანამშრომლების შესამოწმებლად გამოიყენებოდა

ბრიტანეთის უსაფრთხოების სამსახურს, MI5-ს, ლონდონში, BBC-ის სათავო ოფისში სპეციალური განყოფილება ჰქონდა, რომელიც ყველა ჟურნალისტის შემოწმებას ემსახურებოდა - ამის შესახებ ინფორმაცია ფარული თვალთვალის საკითხებზე მომუშავე ტრიბუნალს მიეწოდა, - წერს ჩრდილოირლანდიური გაზეთი The Irish News-ი.

დონალდ ტრამპი

28 თებერვალი 2026, 02:21

მსოფლიო

ტრამპი: ირანს ურანის გამდიდრების უფლება საერთოდ არ უნდა ჰქონდეს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ მიმდინარე მოლაპარაკებებით უკმაყოფილოა. პრეზიდენტის განცხადებით, მისი პოზიცია მკაცრია - ირანს ურანის გამდიდრების უფლება საერთოდ არ უნდა ჰქონდეს.

ფრიდრიხ მერცი

28 თებერვალი 2026, 01:46

მსოფლიო

მერცი: დარწმუნებული არ ვარ, ხუთი ან ათი წლის შემდეგ კვლავ გვეყოლება თუ არა ნატო ასეთივე სახით

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკასა და ნატოს მომავალზე ისაუბრა. კანცლერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი მთავარი პრიორიტეტი გერმანიის ეროვნული ინტერესების გატარებაა, ისევე როგორც ამას საფრანგეთის, ბრიტანეთისა თუ იტალიის ლიდერები აკეთებენ საკუთარი ქვეყნებისთვის.