ირაკლი რუხაძე: ჩვენ გვაქვს ორი არჩევანი - „ნაციონალური მოძრაობა“ და მისგან ასხლეტილი 7 პარტია და „ქართული ოცნება“. ეს არის რეალური არჩევანი
ირაკლი რუხაძე
ფოტო: ვიდეო/კადრი
ჩვენ გვაქვს ორი არჩევანი - „ნაციონალური მოძრაობა“ და მისგან ასხლეტილი 7 პარტია და „ქართული ოცნება“. ეს არის რეალური არჩევანი, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ „იმედის კვირის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რა არის კარგი საქართველოსთვის.
„ჩვენ ახლა ვართ იმ სიტუაციაში, როდესაც გვეუბნებიან, არავის, არაფერს ირჩევ. 20 წლის შემდეგ რა იქნება, ესაა თურმე მნიშვნელოვანი და არაფერი ცუდი არ მოხდება, თუკი იგივე ხალხი დაბრუნდება, ვინც ის 9 წელი გაგვატარა. დაფიქრდით კარგად. მარტო დაფიქრება კი არ არის საკმარისი. ეს ყველას ქვეყანაა და მგონი, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქართველი ხალხის ნების გაუთვალისწინებლად აქ რაღაცები არ მოხდეს. შესაძლოა, ჩვენ არ გამოგვივიდეს, პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ხალხის ნების გათვალისწინებით აეწყოს საქართველოს მომავალი. რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს ამერიკასთან და ევროპასთან კარგ ურთიერთობაში ყოფნას. შესაძლოა, ნიშნავდეს მათთვის მუხლებში ჩავარდნას, ნუ მაბრძოლებთ, ნუ გამაკეთებინებთ, ამის ახსნას. ვერ გეტყვით, ამას „ქართული ოცნება“ კარგად აკეთებს, თუ - არა. ვერ გეტყვით. არ ვარ დარწმუნებული, რომ ყველაფერს საქართველოს მთავრობა კარგად აკეთებს, მაგრამ ეს არ არის მთავარი, რომ „ქართულ ოცნებას“ ეშლება თუ არა დასავლეთთან ურთიერთობაში.
ჩვენ გვაქვს ორი არჩევანი „ნაციონალური მოძრაობა“ და მისგან ასხლეტილი 7 პარტია და „ქართული ოცნება“. ეს არის რეალური არჩევანი. ვერანაირი სხვა: „ლელო“ გახარია, ვერავინ ვერაფერს გააკეთებს „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიების გარეშე, ვისი კვლევაც არ უნდა ნახოთ. ეს არჩევანი გვაქვს. ახლა წინ რაღაც სატყუარას გვიკიდებენ, რომ 10 წლის მერე სად ვიქნებით, თურმე ეგ ყოფილა მთავარი - ამიტომ, მოდით, ეს ხალხი მოვიყვანოთ. მერე რა, რომ ვიცით, ცუდები არიან იმიტომ, რომ 10 წლის შემდეგ ასე უფრო კარგად შევალთ ევროკავშირში. ამაზე უნდა დავფიქრდეთ. მთელი ქვეყანა, ამომრჩეველი უნდა დაფიქრდეს. ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რა არის კარგი საქართველოსთვის“, - განაცხადა რუხაძემ.
ყველა სიახლე
03 მაისი 2026, 08:17
მსოფლიო
ბრაზილიაში ძლიერს წვიმას მსხვერპლი მოჰყვა, ათასობით ადამიანი ევაკუირებულია
ბრაზილიაში ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია. არსებული ინფორმაციით, უამინდობის გამო, სულ მცირე, ექვსი ადამიანი დაიღუპა, ათასობით კი ევაკუირებულია.
03 მაისი 2026, 08:04
მსოფლიო
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანგ და იტალიელ კოლეგებთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ირანის მიზანი ვითარების დეესკალაციაა
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ ფრანგ და იტალიელ კოლეგებთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ირანის მიზანი ვითარების დეესკალაციაა.
02 მაისი 2026, 22:46
ეკონომიკა
პრემიერი: დღეს იყო კარგი ინიციატივები და უნდა გავაგრძელოთ კონსულტაციები, თუ როგორ არის შესაძლებელი მოკლევადიან პერსპექტივაში ძირითად კალათზე ფასების შემცირება
„სამწუხაროა, რომ დღევანდელ დებატებში ყოველთვის ფასებზე არ გვიწევდა საუბარი, გადახვევები გვქონდა, ვერ მოვისმინეთ კონკრეტულ შემთხვევაში ფასებთან დაკავშირებით შეთავაზებები. შევაჯამოთ, რას ვფიქრობთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით, რაც ეფუძნება მთავრობის მუშაობის შედეგებს, საპარლამენტო კომისიის მუშაობის შედეგებს. არის ორი მიმართულება, ერთი მოკლევადიანი, ერთი - გრძელვადიანი“.
02 მაისი 2026, 22:40
ეკონომიკა
პრემიერი: კონკრეტული პარტიების წარმომადგენლები გამოდიან ინიციატივით, რომ უნდა განახევრდეს დღგ ძირითად სასურსათო კალათზე და საწვავის აქციზზე მაშინ, როდესაც თითოეული თეთრი გასაფრთხილებელია, რადგან ეს თანხები ისევ ხალხს უბრუნდება
კონკრეტული პარტიების წარმომადგენლები გამოდიან ინიციატივით, რომ უნდა განახევრდეს დღგ ძირითად სასურსათო კალათზე და საწვავის აქციზზე, აცხადებენ, რომ მარტივად უნდა ჩაიხსნას 810 მლნ ლარი ბიუჯეტიდან მაშინ, როდესაც თითოეული თეთრი გასაფრთხილებელია, რადგან ეს თანხები ისევ ხალხს უბრუნდება, ეს არის მარტივი პოლიტიკური დემაგოგია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“.
02 მაისი 2026, 22:35
პოლიტიკა
პრემიერი: სიღარიბის მაჩვენებელი, ხელფასის ჯერ კიდევ დაბალი მაჩვენებელი არის ის მიზეზები, რის გამოც ჩვენ წუხილი გამოვთქვით ფასებთან დაკავშირებით, ეს არის სოციალურად მგრძნობიარე თემა - ჩვენ საზოგადოებაზე უნდა ვიზრუნოთ
ჩვენს მანდატს ვიყენებთ იმისათვის, რომ პრობლემები როცა იყო კორუფციასთან დაკავშირებით, გადამჭრელი ზომები მივიღეთ და დღეს პასუხისმგებლობა შეგვიძლია ავიღოთ ყველა მინისტრზე, ყველა პოლიტიკური თანამდებობის პირზე მთავრობაში, იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი კეთილსინდისიერად უძღვებიან საკუთარ საქმეს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ .
02 მაისი 2026, 22:22
ეკონომიკა
რამაზ გერლიანი: ბიზნესსექტორში არსებული ხარჯების ოპტიმიზაცია რომ მოხდეს, ეს ნამდვილად შეინიშნება დოკუმენტში. კარგია იმიტომ, რომ ბიზნესსაც აწყობს, ბიზნესის და ხელისუფლების ინტერესი ემთხვევა ერთმანეთს. ეს აისახება შემდეგ მოქალაქეებზე
ბიზნესსექტორში არსებული ხარჯების ოპტიმიზაცია რომ მოხდეს, ეს ნამდვილად შეინიშნება დოკუმენტში, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ ეკონომისტმა, ეკონომიკის დოქტორმა რამაზ გერლიანმა.
02 მაისი 2026, 22:22
ეკონომიკა
პრემიერი: ჩვენი ეკონომიკა 2020 წელს იყო 16 მლრდ დოლარი, ახლა არის 38 მლრდ დოლარი და ეს არის კონკრეტული ქმედებების შედეგი,ჩვენი მთავარი ამოცანა არის ეკონომიკის სწრაფად ზრდა და ამასთან ერთად, სოციალურ საკითხებზე ზრუნვა
ჩვენი ეკონომიკა 2020 წელს იყო 16 მლრდ დოლარი, ახლა არის 38 მლრდ დოლარი და ეს არის კონკრეტული ქმედებების შედეგი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავარი ამოცანა არის ეკონომიკის სწრაფად ზრდა და ამასთან ერთად, სოციალურ საკითხებზე ზრუნვა.
02 მაისი 2026, 22:15
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: 2004-2012 წლებში ხელისუფლება და ბიზნესი იყო „შეხმატკბილებული“, როცა ბიზნესის რეკეტი იყო ხელისუფლების ხელწერის ერთ-ერთი მთავარი შტრიხი, ჩვენი მიდგომა არის ერთადერთი და მარტივი, ეს არის ბიზნესის თავისუფლება
„შეხმატკბილებული“ იყო ხელისუფლება და ბიზნესი 2004-2012 წლებში, როცა ბიზნესის რეკეტი იყო ხელისუფლების ხელწერის ერთ-ერთი მთავარი შტრიხი. რაც შეეხება ჩვენს მიდგომას, ჩვენი მიდგომა არის ერთადერთი და მარტივი, ეს არის ბიზნესის თავისუფლება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ .
02 მაისი 2026, 22:15
ეკონომიკა
ლაშა რიჟამაძე საპარლამენტო კომისიის დასკვნაზე: ყველა მწარმოებელი თუ სადისტრიბუციო კომპანია ამბობს, რომ მივიღოთ ისეთი კანონმდებლობა, რაც არის საერთაშორისო პრაქტიკაში
გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები” დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის თავმჯდომარე ლაშა რიჟამაძემ იმ საერთაშორისო რეგულაციაზე ისაუბრა, რაზეც კომისიის დასკვნაშია მითითებული. როგორც მან აღნიშნა, ყველა მწარმოებელი თუ სადისტრიბუციო კომპანია ამბობს, რომ საჭიროა საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი კანონმდებლობა.
02 მაისი 2026, 22:01
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ადრე თუ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას ასწრებდა ფულის მასის ზრდა, ახლა პირიქით არის - 30,4 მილიარდიდან გაიზარდა 57,7 მილიარდამდე 2020 წლიდან ფულის მასა, მაშინ, როდესაც 50 მილიარდიდან 104 მილიარდამდე არის გაზრდილი მშპ
ადრე თუ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას ასწრებდა ფულის მასის ზრდა, ახლა პირიქით არის, ფულის მასა ბევრად ნაკლებად იზრდება, ვიდრე ეკონომიკა, რადგან 30,4 მილიარდიდან გაიზარდა 57,7 მილიარდამდე 2020 წლიდან ფულის მასა, მაშინ, როდესაც 50 მილიარდიდან 104 მილიარდამდე არის გაზრდილი მთლიანი შიდა პროდუქტი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“.
02 მაისი 2026, 21:58
ეკონომიკა
გიორგი ხაბაშვილი: მინდა ვთხოვო ყველას, ნუ ვეცდებით პროცესი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ერთმა მხარემ ხარჯი მოვიხსნა და შემდეგ მთავრობა იქნება თუ პარლამენტი, ვთხოვო, რომ ეს ხარჯი სხვას დააკისროს - ასე სისტემურად არაფერი შეიცვლება
რითეილ ასოციაციის თავმჯდომარე, „გუდვილის“ გენერალური დირექტორი გიორგი ხაბაშვილი სურსათის ფასებთან დაკავშირებული პროცესის ყველა მონაწილეს მოუწოდებს, ნუ ეცდებიან ხარჯების მოხსნას და ამ ხარჯების სხვაზე დაკისრებას. ამ საკითხზე ხაბაშვილმა გადაცემაში “ღია ეთერი - დებატები” ისაუბრა. მისივე თქმით, ეს მიდგომა სისტემურად არაფერს შეცვლის.
02 მაისი 2026, 21:54
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით ათჯერ არის გაზრდილი ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რის შედეგადაც, ამ წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაორმაგებულია
სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით ათჯერ არის გაზრდილი ჩვენი ხელისუფლების პირობებში, - განაცახად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“.
02 მაისი 2026, 21:50
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ჩვენი ეკონომიკა 2020 წელს იყო 16 მლრდ დოლარი, დღეს არის უკვე 38 მლრდ დოლარი, ისევ მნიშვნელოვნად ჩამოვრჩებით დასავლეთ ევროპის ქვეყნებს, მაგრამ ვამცირებთ სხვაობას
ჩვენი ეკონომიკა 2020 წელს იყო 16 მლრდ დოლარი, დღეს არის უკვე 38 მლრდ დოლარი, ისევ მნიშვნელოვნად ჩამოვრჩებით დასავლეთ ევროპის ქვეყნებს, მაგრამ ვამცირებთ სხვაობას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“.
02 მაისი 2026, 21:47
ეკონომიკა
ეკონომისტი რამაზ გერლიანი: როდესაც დასკვნის გაცნობას ვიწყებთ, პირველსავე წინადადებაში წერია - სახელმწიფო არ აპირებს ჩარევას იმ გზით, რომ რაღაც რეგულაციები შეიტანოს, ეს მოსაწონია
„როდესაც დასკვნის გაცნობას ვიწყებთ, პირველსავე წინადადებაში წერია - სახელმწიფო არ აპირებს ჩარევას იმ გზით, რომ რაღაც რეგულაციები შეიტანოს, ეს მოსაწონია“, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ ეკონომისტმა, ეკონომიკის დოქტორმა რამაზ გერლიანმა.
02 მაისი 2026, 21:42
პოლიტიკა
პრემიერი: მთლიანობაში სოციალური ბიუჯეტის ნაწილში გამოყოფილია საერთო ბიუჯეტის მესამედზე მეტი, რაც არის ოპტიმალურზე მაღალი მაჩვენებელიც კი - საბიუჯეტო ხარჯების ნაწილში სახელმწიფო მაქსიმალურად სოციალურად ორიენტირებულია
მთლიანობაში სოციალური ბიუჯეტის ნაწილში გამოყოფილია საერთო ბიუჯეტის მესამედზე მეტი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“. პრემიერი: მთლიანობაში სოციალური ბიუჯეტის ნაწილში გამოყოფილია საერთო ბიუჯეტის მესამედზე მეტი - ბიუჯეტის მესამედზე მეტი როცა იხარჯება სოციალურზე, ეს ნიშნავს, რომ საბიუჯეტო ხარჯების ნაწილში სახელმწიფო მაქსიმალურად სოციალურად ორიენტირებულია
02 მაისი 2026, 21:38
პოლიტიკა
პრემიერი: ბოლო 3 წლის განმავლობაში, როდესაც 9.7%-ით გაიზარდა ფასები ჯამურად სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე, საშუალო ხელფასი გაიზარდა 47.9%-ით, 5-ჯერ მეტად გაიზარდა ხელფასები ინფლაციასთან შედარებით - ადამიანებს აქვთ მეტის შეძენის საშუალება
2019-2022 წლები იყო მაღალი ინფლაციით გამორჩეული გლობალურად და, მათ შორის, საქართველოში, თუმცა 2023 წლიდან, დასტაბილურდა ინფლაციური პროცესები, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“.
02 მაისი 2026, 21:24
ეკონომიკა
შოთა ბერეკაშვილი: არ შეიძლება ბიზნესის დემონიზება, იმიტომ, რომ ბიზნესი ქმნის სამუშაო ადგილებს და ბიზნესი ქმნის დოვლათს ამ ქვეყანაში
არ შეიძლება ბიზნესის დემონიზება, იმიტომ, რომ ბიზნესი ქმნის სამუშაო ადგილებს და ბიზნესი ქმნის დოვლათს ამ ქვეყანაში, - განაცხადა გადაცემაში “ღია ეთერი - დებატები” პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა. მისივე თქმით, ყველა ქვეყანაში წარმატებული ბიზნესი არის მოდელი იმისა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა.
02 მაისი 2026, 21:22
პოლიტიკა
პრემიერი: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, რაც შეიძლება თუნდაც მიზერულ გავლენას ახდენდეს ფასწარმოქმნაზე, მაგრამ როცა ვსაუბრობთ 86%-იან ფასნამატზე, ასეთი კონკრეტული საკითხები ალბათ ნაკლებად ახდენს გავლენას
მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა და ა.შ. რაც შეიძლება თუნდაც მიზერულ გავლენას ახდენდეს ფასწარმოქმნაზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“.
02 მაისი 2026, 21:20
ეკონომიკა
მარიამ იაკობიძე: ინდუსტრიული განვითარება, იმპორტდამოკიდებულების შემცირება და ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილება საქართველოში საჭიროა
გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ მოძრაობა „სოციალური დემოკრატიისთვის“ წევრმა მარიამ იაკობიძემ განმარტა, თუ რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლობიანმა სახელმწიფომ. იაკობიძემ აღნიშნა, რომ ინდუსტრიული განვითარება, იმპორტდამოკიდებულების შემცირება და ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილება საქართველოში საჭიროა.
02 მაისი 2026, 21:09
ეკონომიკა
შოთა ბერეკაშვილი: პრობლემა არის ხარჯებში, არაეფექტურ ბიზნესმოდელში და არა გადაჭარბებულ მოგებაში, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მიზანი არის, როგორ შევამციროთ აღნიშნული ხარჯები
პირველ რიგში, კარგად და საბოლოოდ რომ ჩამოვაყალიბოთ ეს მიმართულება, პრობლემა არის ხარჯებში, არაეფექტურ ბიზნესმოდელში და არა გადაჭარბებულ მოგებაში, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა.


