29 ივლისი 2024, 11:41 / სანდო წყარო

გივი მიქანაძე: არასამთავრობოებმა თავისი განცხადებებით ფაქტობრივად აღიარეს, რომ ეს სექტორი არ არის გამჭვირვალე

გივი  მიქანაძე

გივი მიქანაძე

ის განცხადებები, რაც ჩვენ მოვისმინეთ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისგან საბაზისო კვლევასთან მიმართებით, ძალიან სუსტი და არგუმენტისგან დაცვლილი იყო. ამაში საზოგადოება თვითონვე დარწმუნდა, - ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს იყო მცდელობა იმისა, რომ როგორმე ისრები სხვა მიმართულებით გადაეტანათ, ყურადღება სხვა მიმართულებით წასულიყო.

„საზოგადოებას ორი კვირის წინ ჩვენ წარვუდგინეთ საბაზისო კვლევის ანგარიში, რომელიც ეხებოდა იმ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების გამჭვირვალობასა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, რომლებმაც მიმდინარე წლის 8 აპრილს, 474-მა ორგანიზაციამ ხელი მოაწერა ერთობლივ განცხადებას და რაც ეხებოდა მათ წინააღმდეგობას გამჭვირვალობის კანონის მიღებასთან დაკავშირებით. საზოგადოებამ კიდევ ერთხელ ნათლად გაიგო იმის შესახებ, თუ როგორი გაუმჭვირვალეა ეს სექტორი და ფაქტობრივად თითზე ჩამოსათვლელი ორგანიზაციები აკმაყოფილებდნენ იმ მინიმალურ სტანდარტს, რომელიც გამჭვირვალობასთან და ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან არის დაკავშირებული. ამის შემდეგ რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გააკეთეს განცხადებები, რომლითაც შეეცადნენ, რომ როგორღაც გადაეფარათ ეს საკითხი და მათ განაცხადეს იმის თაობაზე, რომ მაგალითად მცირე ლოკალურ თემის და რეგიონულ ორგანიზაციებს არა აქვთ ვებგვერდი და შესაბამისად ამისი ფინანსური ხარჯები, რითაც ისინი ცდილობდნენ დაესაბუთებინათ, რომ ინფორმაციის არ ჰქონდა ვებგვერდის მეშვეობით სწორედ ამით იყო განპირობებული. თუმცა რა თქმა უნდა მთავარი მიზნისთვის ეს ვერანაირი გამართლება ვერ იქნება. აქ საუბარი არის საზოგადოების წინაშე ანგარიშგებაზე.

ასევე გაკეთდა ძალიან საინტერესო და უცნაური განცხადებები იმის შესახებ, რომ თითქოს და კონფიდენციალური ინფორმაციაა იმ ადამიანების სამუშაო ადგილი, ვინც არასამთავრობო სექტორში არის დასაქმებული და ამის ვალდებულება არ არსებობს, რომ გუნდის წევრები გასაჯაროვდეს. მაშინ როდესაც, ჩვენ ვიცით ძალიან კარგად, რომ დონორ ორგანიზაციებს ეს ორგანიზაციები დეტალურ ინფორმაციას აწვდიან, მათ შორის, იმ ადამიანების შესახებ ვინც პასუხისმგებელნი არიან კონკრეტული პროექტების განხორციელებაზე. ანუ რა გამოდის, რომ საზოგადოების წინაშე არ არის ვალდებულება ამ ადამიანების შესახებ ინფორმაციის მიწოდების, მაგრამ დონორი ორგანიზაციების, ვინც თანხას უხდის, რა თქმა უნდა, მათ წინაშე ყველა ინფორმაცია ხსნილია და დეტალურად არის მიწოდებული.

ის განცხადებები, რაც ჩვენ მოვისმინეთ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისგან საბაზისო კვლევასთან მიმართებაში ძალიან სუსტი და არგუმენტისგან დაცლილი იყო. ამაში საზოგადოება თვითონვე დარწმუნდა და ეს იყო მცდელობა იმისა, რომ როგორმე ისრები სხვა მიმართულებით გადაეტანათ, ყურადღება სხვა მიმართულებით წასულიყო და ის რეალური ფაქტი, რაც მათ გაუმჭვირვალობას ასაბუთებდა ეს კიდევ ერთხელ რაღაცნაირად გადაფარულიყო. თუმცა ეს ასე ვერ მოხდა და ვერ მოხდება, მათ თავისი განცხადებებით ფაქტობრივად აღიარეს ის, რომ ეს სექტორი არ არის გამჭვირვალე და უფრო მეტსაც გეტყვით განცდა ჩნდებოდა მათი განცხადებებიდან, კიდევ ერთხელ ასეთი შეგრძნება იყო, რომ ჩვენ რატომ უნდა ვიყოთ გამჭვირვალე. ასეთი პათოსი დასდევდა მათ განცხადებებს.

ამ ორი კვირის განმავლობაში თერთმეტმა ორგანიზაციამ, ჩვენ ვაკვირდებოდით პროცესს, გარკვეული ინფორმაციები განაახლა, შეავსო, რაც რა თქმა უნდა, ცუდი არ არის, მაგრამ ეს კიდევ ერთხელ მათი მხრიდან იყო იმის აღიარება, რომ თუნდაც საბაზისო, მინიმალურ სტანდარტს ეს ორგანიზაციები ვერ აკმაყოფილებდნენ“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

ყველა სიახლე

ვოლოდიმირ ზელენსკი

08 სექტემბერი 2026, 00:46

მსოფლიო

ზელენსკი: ჩემი შეგრძნებით, პუტინს ტრამპი სჭირდება - მას არ სურს მისი განაწყენება

აშშ იკვლევს შესაძლებლობას, შეძლებენ თუ არა უკრაინა და რუსეთი ზამთარში ომის დეესკალაციისკენ ნაბიჯების გადადგმას და იმავდროულად მოლაპარაკებების განახლებას უფრო ფართო სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მიზნით, - განუცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოცემა AXIOS-ს.

რუსლან კრავჩენკო

08 სექტემბერი 2026, 00:33

მსოფლიო

გენერალურ პროკურატურაში კორუფციული სკანდალის ფონზე უკრაინის გენერალურმა პროკურორმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, რუსლან კრავჩენკომ გადადგომის შესახებ განცხადება წარადგინა.

08 სექტემბერი 2026, 00:08

მსოფლიო

The Washington Post: გერმანელი ნაციონალისტების დიდმა გამარჯვებამ ევროპის წამყვან პოლიტიკოსებში განგაში გამოიწვია

გერმანელი ნაციონალისტების დიდმა გამარჯვებამ ევროპის წამყვან პოლიტიკოსებში განგაში გამოიწვია - ასე ეხმაურება ამერიკული გამოცემა The Washington Post-ი პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვებას რეგიონულ არჩევნებში.

თამარ ტალიაშვილი
აბრაჰამ ჰამადე

07 სექტემბერი 2026, 22:50

პოლიტიკა

თამარ ტალიაშვილი რესპუბლიკელ კონგრესმენ აბრაჰამ ჰამადეს შეხვდა

მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების მიმდინარე პოზიტიური დინამიკა განიხილეს. ყურადღება გამახვილდა გლობალურ გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე, სუვერენიტეტის დაცვისა და რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე.

07 სექტემბერი 2026, 22:44

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ურთიერთობები და მისი შემდგომი განვითარების შესაძლებლობები განიხილეს. საუბარი შეეხო ორმხრივი ურთიერთობების აქტუალურ საკითხებს, სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს, ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლისა და უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მნიშვნელობას კავშირების გასაძლიერებლად.

კაია კალასი

07 სექტემბერი 2026, 22:12

მსოფლიო

კაია კალასმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლების ვიზიტმა უკრაინაში მათ დაანახა, რომ რუსეთი მშვიდობისადმი რეალურ ინტერესს არ იჩენს

ევროკავშირის დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელმა, კაია კალასმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლების ვიზიტმა უკრაინაში მათ დაანახა, რომ რუსეთი მშვიდობისადმი რეალურ ინტერესს არ იჩენს.

07 სექტემბერი 2026, 21:42

მსოფლიო

ევროკომისიის სპიკერი: ალბათ, ჯერ ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ როდის შეიძლება მოხდეს ვიზალიბერალიზაცია სომხეთთან

ევროკავშირი დაინტერესებულია სომხეთთან თანამშრომლობის გაღრმავებით. ამის შესახებ ევროკომისიის მთავარმა პრესსპიკერმა, პაულა პინიომ განაცხადა იმ კითხვის საპასუხოდ, თუ რამდენად რეალურია შეფასება, რომ 2029 წლისთვის სომხეთის მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობას შეძლებენ.

კახა კალაძე

07 სექტემბერი 2026, 21:28

საზოგადოება

თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტის განხორციელება ოფიციალურად იწყება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

შესაბამის დოკუმენტაციას ხელი მოეწერა. პროექტმა საფუძველი უნდა ჩაუყაროს თანამედროვე, სწრაფ, უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას, რაც მნიშვნელოვნად განტვირთავს მოძრაობას და გააუმჯობესებს მგზავრთა გადაადგილების ხარისხს.

07 სექტემბერი 2026, 21:27

მსოფლიო

The New York Times: მომავალ წელს ევროპის მასშტაბით დაგეგმილი არჩევნების ფონზე, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ პარტიის თვალსაჩინო წარმატება შესაძლოა ულტრამემარჯვენეების შემდგომი გამარჯვებების მომასწავებელი და მათი მიღწევის მოდელიც კი გახდეს

როდესაც კვირას აღმოსავლეთ გერმანიის ერთ-ერთ პატარა რეგიონში ულტრამემარჯვენე პარტიამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, ამის ექო ლონდონის დაუნინგ-სტრიტიდან პარიზის ელისეს სასახლემდე გაისმა - იშვიათად თუ შეფასებულა რეგიონული არჩევნების შედეგი ევროპული დემოკრატიის ბედისთვის ასეთი ავისმომასწავლებელი მნიშვნელობით, - წერს ამერიკული გამოცემა The New York Times-ი სტატიაში სათაურით „ულტრამემარჯვენეების გამარჯვება გერმანიის რეგიონში მთელ ევროპაში ავისმომასწავლებელ ნიშნად აღიქმება“.

07 სექტემბერი 2026, 21:07

ეკონომიკა

მთლიანი საერთაშორისო რეზერვების ისტორიული მაქსიმუმი - ეროვნული ბანკი ოფიციალურ მონაცემებს აქვეყნებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა. ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, აგვისტოს მდგომარეობით, ქვეყნის მთლიანმა სარეზერვო აქტივებმა 8 მილიარდს მნიშვნელოვნად გადააჭარბა. მხოლოდ ბოლო ერთ თვეში რეზერვები 613 მილიონი დოლარით შეივსო.

07 სექტემბერი 2026, 21:04

სამართალი

ქვეყანაში ქორწინების საბაბით ბინადრობის უფლების მიღების მსურველთა სტატისტიკა მკვეთრად შემცირდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ახალი რეგულაციებით ყალბი ქორწინების ორგანიზებასა თუ მასში მონაწილეობაზე პატიმრობა დაწესდა, პროცესის გადამოწმებას კი სპეციალური უწყებათაშორისი კომისია უზრუნველყოფს.

07 სექტემბერი 2026, 20:53

მსოფლიო

Le Figaro: სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა კიევში ვიზიტისას განაცხადეს, რომ 18-20 სექტემბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რუსეთი მზადყოფნას გამოთქვამს მოლაპარაკებების განახლებისთვის

აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენლებმა, სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა, კიევში ვიზიტისას განაცხადეს, რომ 18-20 სექტემბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რუსეთი მზადყოფნას გამოთქვამს მოლაპარაკებების განახლებისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Figaro ავრცელებს.

ირმჰილდ ბოსფორდი

07 სექტემბერი 2026, 20:50

მსოფლიო

ირმჰილდ ბოსფორდი: ადამიანები, რომლებიც აქამდე არასდროს აძლევდნენ ხმას, მივიდნენ და ხმა „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) მისცეს. „ქრისტიან-დემოკრატები“ ამბობდნენ, რომ AfD-ს აკრძალავდნენ, მაგრამ შედეგს ვხედავთ

საქსონია-ანჰალტში ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვებისა და მმართველი პარტიის დამარცხების ფაქტს ევროპარლამენტარი, პარტიის - „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) წევრი ირმჰილდ ბოსფორდი გამოეხმაურა.

07 სექტემბერი 2026, 20:49

სამართალი

ბრძოლა სიძულვილის ენის წინააღმდეგ - სამართალდამრღვევთა გამოვლენა და ჯარიმები სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თბილისის საქალაქო სასამართლომ სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს რამდენიმე ადმინისტრაციული ოქმი განიხილა. რვა მოქალაქეს, რომლებმაც სოციალურ ქსელში შურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს, სასამართლომ ჯარიმა დააკისრა.

07 სექტემბერი 2026, 20:46

პოლიტიკა

დასუსტებული ოპოზიცია - შიდა დაპირისპირებების მორიგი სერია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მძიმე ურთიერთბრალდებების პარალელურად, „ნაციონალური მოძრაობა“ ნიკა გვარამიას ოპოზიციური ერთობის დაშლასა და სააკაშვილის რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს.

ვოლკერ ტურკი

07 სექტემბერი 2026, 20:45

მსოფლიო

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი: ხელოვნურმა ინტელექტმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას კაცობრიობას

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, ვოლკერ ტურკმა განაცხადა, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას კაცობრიობას და პირობა დადო, რომ განახორციელებს ზეწოლას AI-კომპანიებზე იმ რისკების შესამცირებლად, რომლებიც, მისი უწყების განცხადებით, მოიცავს მომსახურების სფეროების, კომუნიკაციებისა და დემოკრატიული სისტემების შეფერხებას.

ზაზა შათირიშვილი

07 სექტემბერი 2026, 20:39

პოლიტიკა

გერმანიაში გამარჯვებული პარტია და „დიფ სთეითის“ ჩაშლილი გეგმა - ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის ანალიზი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„დიფ სთეითის“ გეგმები და მიზანი - სრული გავლენა მოიპოვოს კონტინენტზე, ახლა ყველაზე კარგად გერმანიის მაგალითზე ჩანს, - ამ მოსაზრებას ზაზა შათირიშვილი ავითარებს. ვრცელ წერილში ფილოსოფოსი წერს, რომ სწორედ გერმანია იყო ის ქვეყანა, რომელიც ყველაზე მეტად ეხმარებოდა ომში მყოფ უკრაინას, თუმცა გერმანიის მოსახლეობის უკმაყოფილების ფონზე ვითარება შეიცვალა.

07 სექტემბერი 2026, 20:32

მსოფლიო

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ ისტორიული გამარჯვება - საქსონია-ანჰალტში და მძიმე დარტყმა ევრობიუროკრატიისთვის. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ საქსონია-ანჰალტში თავის ისტორიაში უდიდეს გამარჯვებას მიაღწია და ხმათა თითქმის 44% მოიპოვა. კანცლერ ფრიდრიხ მერცის ცენტრისტულ-მემარჯვენე პარტია კი მძიმე მარცხს განიცდის.

ტომაშ ფროელიხი

07 სექტემბერი 2026, 20:28

მსოფლიო

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრი: თუ ეს პარტია მაინც აიკრძალება, ეს აღიქმება, როგორც დემოკრატიის დასასრული

„ხალხს სურს ნამდვილი პოლიტიკური ცვლილებები, სურს უსაფრთხოება, არ სურს ომი და უნდა დიპლომატიური სამშვიდობო ინიციატივები. თქვენ არ შეგიძლიათ აკრძალოთ ყველაზე ძლიერი პარტია“, - აღნიშნა ტომაშ ფროელიხმა.

07 სექტემბერი 2026, 20:26

პოლიტიკა

სასაცილო და ტრაგიკული - პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის ციხიდან გამოგზავნილ წერილებს აფასებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სასაცილო და ტრაგიკული - ასე აფასებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის ციხიდან გამოგზავნილ წერილებს, რომელთა შინაარსიც, მისივე შეფასებით, არასერიოზულია.