Responsible Statecraft: შეწყვიტეთ საქართველოსთან, როგორც აშშ-ის და დასავლეთის ქმნილებასთან მოპყრობა
ფოტო: იმედი/კადრი
„რუსიფიკაციის“ ნარატივი, ოქტომბერში საარჩევნო კრიზისის რეალურ საფრთხეს ქმნის, რომელსაც, როგორც ჩანს, ვაშინგტონი და ბრიუსელი წაახალისებენ, ყველასთვის არასახარბიელო შედეგებით - ამის შესახებ ნათქვამია ამერიკული ონლაინ გამოცემა Responsible Statecraft სტატიაში „შეწყვიტეთ საქართველოსთან, როგორც აშშ-ის და დასავლეთის ქმნილებასთან მოპყრობა“.
სტატიის ავტორის განცხადებით, თანამედროვე ქართული პოლიტიკის დასავლური სტანდარტი, პარტია „ქართული ოცნების“ მთავრობას წარმოაჩენს როგორც რუსეთის გავლენის ქვეშ და „დემოკრატიული“ პარტიების წინააღმდეგ მდგომს, თუმცა, სიმართლე გაცილებით რთულია.
„მოსკოვის მიდევნების ნაცვლად, ქართული პოლიტიკა ფაქტობრივად ასახავს იმას, რასაც CIA-ის დირექტორი უილიამ ბერნსი უწოდებს „შუალედურ პოზიციას“, რომელიც არც რუსეთისა და არც დასავლეთის დაქვემდებარებაშია და განსაზღვრულია ოფიციალური შეხედულებით, თუ რა წარმოადგენს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.
ეს, თავის მხრივ, ასახავს გლობალიზაციის მოვლენებს, რომლებიც დიდი ხანია, დასავლური კონტროლისგან გამოვიდნენ. საქართველოს საზღვრისკენ მიმავალმა, უზარმაზარ ახალ ხიდს ჩავუარე, რომელსაც ჩინეთი აშენებს. ვაშინგტონის დიდი უკმაყოფილების მიუხედავად, საქართველოს მთავრობამ ასევე გააფორმა კონტრაქტი პეკინთან შავ ზღვაზე ახალი პორტის აშენებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია სტატიაში.
ასევე ნათქვამია, რომ აუცილებელია, დასავლელმა პოლიტიკოსებმა ქართული რეალობა გაითავისონ, რადგან თამამად შეიძლება ვიწინასწარმეტყველოთ, რომ ოქტომბრის ბოლოს საქართველო ჩავარდება მძიმე პოლიტიკურ კრიზისში, რომელშიც ღრმად იქნებიან ჩართული აშშ და ევროკავშირი.
„საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს არის დაგეგმილი და იმ ქართველებში, ვისთანაც ვისაუბრე, საყოველთაო აზრია, რომ თუ ხელისუფლება გაიმარჯვებს, პროდასავლური არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მხარდაჭერილი ოპოზიცია, შედეგების გაყალბების ბრალდებით, მასობრივ საპროტესტო მოძრაობას დაიწყებს, რითაც „ქართული ოცნების“ მთავრობის დამხობას შეეცდება.
ბოლო განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, დასავლური ინსტიტუტების უმეტესობა, ავტომატურად დადგება ოპოზიციის მხარეს. ეს ნარატივი უკვე კარგად მიმდინარეობს ისეთი სტრიქონებით, როგორიცაა „ხელისუფლება ხალხის წინააღმდეგ საქართველოში“ და „კრიზისი, რომელმაც ხელისუფლება დაუპირისპირა თავის ხალხს“. ეს გამონათქვამები გვთავაზობს, საქართველოს, როგორც დიქტატურას, რომელშიც „ხალხს“ არაფერი აქვს სათქმელი, გარდა ქუჩის პროტესტისა.
ფაქტობრივად, „ქართულმა ოცნებამ“ სამი თავისუფალი ეროვნული არჩევნები მოიგო.
ეს, რა თქმა უნდა, არ გამორიცხავს ოქტომბერში გაყალბების შესაძლებლობას. დასავლელ ოფიციალურ პირებს და კომენტატორებს უნდა ახსოვდეთ, რომ ოპოზიცია ასევე ამტკიცებდა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა, თუმცა დასავლელი დამკვირვებლები ადასტურებდნენ, რომ არჩევნები თავისუფალი იყო (ხარვეზები იყო) და რომ "ქართულმა ოცნებამ" ძალიან დიდი უმრავლესობით გაიმარჯვა. დღეს, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების მიხედვით, „ქართულ ოცნებას“ გაცილებით მეტი მხარდაჭერა აქვს, ვიდრე რომელიმე ცალკეულ ოპოზიციურ პარტიას. თუ მთელი ოპოზიცია გაერთიანდება, მათ შეუძლიათ უმრავლესობის მოპოვება, მაგრამ განხეთქილება ოპოზიციის შიგნით არსებულ სხვადასხვა პარტიებს შორის, ამას ძალიან ართულებს“, - წერს სტატიის ავტორი, ანატოლ ლივენი.
მისი თქმით, დასავლურმა მთავრობებმა და კომენტატორებმა ასევე უნდა გააცნობიერონ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც ისინი საქართველოს შესახებ ინფორმაციის მიღებისას დიდ ნაწილში ეყრდნობიან, უმეტეს შემთხვევაში, მჭიდროდ არიან დაკავშირებული ქართულ ოპოზიციასთან და ასევე უმრავლეს შემთხვევაში დასავლეთის მიერ ფინანსდებიან.
„ჯერ კიდევ 2023 წელს საქართველოს მთავრობა აცხადებდა, რომ აშშ საფუძველს უყრიდა საქართველოში რეჟიმის შეცვლას სერბი აქტივისტების მიერ ქართველების ტრენინგების დაფინანსებით, რომელთა წინა ორგანიზაციამ ხელი შეუწყო პრეზიდენტ სლობოდან მილოშევიჩის მთავრობის დამხობას. მათი ამჟამინდელი ჯგუფი, ბელგრადში დაფუძნებული Canvas, "მომხრეა არაძალადობრივი წინააღმდეგობის გამოყენებას ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის წინსვლისთვის“.
ცივი ომის დროს აშშ-ის ადმინისტრაციები ხშირად ეხმარებოდნენ დემოკრატიულად არჩეული იმ მთავრობების დამხობას, რომლებიც განსხვავდებოდნენ ვაშინგტონისგან. ამერიკელებმა უნდა ჰკითხონ საკუთარ თავს, ნამდვილად არის თუ არა ეს ის ტრადიცია, რომლის გაგრძელებაც სურთ.
ახალი კანონი, რომელიც უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს ავალდებულებს დარეგისტრირდნენ, როგორც „უცხოური გავლენის აგენტები“ (რამაც მაისში ოპოზიციის დიდი პროტესტი გამოიწვია), ნაწილობრივ ამ საფრთხის საპასუხოდ იქნა შემოღებული და მიზნად ისახავს შეასუსტოს შიდა და გარე ოპოზიციური ძალაუფლების წყარო.
კანონის საპასუხოდ, ევროკავშირმა გაყინა საქართველოს გაწევრიანების პროცესი და შეწყვიტა მისი დახმარების დიდი ნაწილი, ხოლო აშშ-მა დააწესა სანქციები საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებზე. ევროკავშირის ელჩმა თბილისში საჯაროდ განაცხადა, რომ თუ "ქართული ოცნება" ხელახლა აირჩევა, ეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების იმედებს დაასრულებს.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობა პრინციპულად რჩება ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების ერთგული, საქართველოს დასავლეთ საზღვართან, ნატოს წევრი ქვეყანა არ არის პოლონეთი ან საფრანგეთი, არამედ თურქეთი, რომელიც ახორციელებს მტკიცე ნეიტრალიტეტის პოლიტიკას უკრაინის ომის მიმართ, მათ შორისაა რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციებში მონაწილეობაზე უარის თქმა.
საქართველოს მთავრობას მიაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი უახლოეს მომავალში არ დაეხმარება საქართველოს, სეპარატისტულ ეთნიკურ ტერიტორიებთან გაერთიანებაში, რომლებიც მოსკოვის დახმარებით განაცალკევეს 1990-იან წლებში, კრემლს არ სურს საქართველოს წინააღმდეგ ახალი ომის დაწყება. „რაში სჭირდებათ ეს? მათ მიიღეს ყველაფერი, რაც სურდათ," - მითხრეს მე.
თურქეთის მსგავსად, „ქართული ოცნების“ პოლიტიკა რუსეთთან გაზრდილი დაძაბულობის თავიდან აცილების მიზნით, ნაწილობრივ ეკონომიკას ეფუძნება. როგორც ერთმა ქართველმა მეგობარმა სარკასტულად აღნიშნა, „ძალიან ცოტა ქართველს აქვს სიყვარული რუსეთის ან რუსების მიმართ; მაგრამ უამრავ ქართველს სურს მათგან ფულის გამომუშავება“." - ვკითხულობთ სტატიაში.
ავტორის თქმით, საქართველომ საკმაო სარგებელი მიიღო იმით, რომ მთავრობამ უარი თქვა შეუერთდეს დასავლეთის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.
„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს არ აქვს ფორმალური დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან, სატვირთო მანქანები, რომლებიც სპარსეთის ყურიდან და სხვა ადგილებიდან მიემართებიან რუსეთში, რამდენიმე კილომეტრიან რიგში არიან საზღვართან. რუსეთი კვლავ რჩება ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქციის მნიშვნელოვან ბაზრად. საქართველო რუსეთიდან უამრავ ტურისტს იღებს. უკრაინის ომის გამო, საქართველოს მშპ 2022 წელს 11 პროცენტით გაიზარდა, ხოლო 2023 წელს 7,5 პროცენტით.
საქართველოს ხელისუფლების პროპაგანდა ოპოზიციის წინააღმდეგ ძირითადად ფოკუსირებულია პრეტენზიაზე, რომ ის, როგორც აშშ-ის მართული „გლობალური ომის პარტიის“ ნაწილი, საქართველოს რუსეთთან ახალ ომში ჩაითრევს, . ეს გაფრთხილება ბევრ ქართველში ღრმად რეზონირდება, მაგრამ, როგორც ჩანს, ძალიან გადაჭარბებულია.
ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის განცდა, რომლებთანაც მე ვესაუბრე, უმეტესწილად ომის წინააღმდეგია. მაქსიმუმ, საქართველოს ახალმა მთავრობამ შეიძლება წაახალისოს მეტი ქართველი მოხალისე უკრაინაში საბრძოლველად. ბევრად უფრო დამაჯერებელი გაფრთხილებაა ის, რომ ოპოზიციის გამარჯვებისთვის დასავლეთის მხარდაჭერის ფასი იქნება საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ დასავლური ეკონომიკური სანქციების სრულად მიღება, რაც სერიოზულ ზიანს მიაყენებს საქართველოს ეკონომიკას.
თუ საქართველოს პოლიტიკა რუსეთის მიმართ მტკიცედ ეფუძნება პრაგმატიზმს, ისიც მართალია, რომ დასავლეთის მიმართ გარკვეული უნდობლობა წლების განმავლობაში გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობას და რიგითი ქართველების უმეტესობას ნატოში გაწევრიანების მოთხოვნა კვლავ აქვთ, არავინ, ვისთანაც ბოლო ვიზიტისას ვესაუბრე, დარწმუნებული არ არის, რომ თუ ქვეყანაში ომი იქნება, ნატო იბრძოლებს საქართველოსთვის.
ეს სკეპტიციზმი სათავეს იღებს 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომით. ბუშის ადმინისტრაციამ შესთავაზა საქართველოს ნატოს მომავალი წევრობა და აშშ-ს ოფიციალური პირები და პოლიტიკოსები ლაპარაკობდნენ საქართველოზე, როგორც აშშ-ს მოკავშირეზე. თუმცა, ამ შემთხვევაში [2008 წლის ომის დროს], აშშ-ს არაფერი გაუკეთებია საქართველოს დასახმარებლად.
ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულება ბევრად უფრო პოზიტიურია, როგორც წევრობის მოსალოდნელი ეკონომიკური და მიგრაციული სარგებლის, ასევე იმის გამო, რომ „ევროპასთან“ მიკუთვნების იდეა ღრმად არის ფესვგადგმული ქართულ კულტურაში (თუმცა, მკაცრი გეოგრაფიული კლასიფიკაციის მიხედვით საქართველო რეალურად მდებარეობს. აზიაში). მიუხედავად ამისა, ევროკავშირის მიმართ ეჭვები ქართულ ისტებლიშმენტშიც მზარდია.
ეს ნაწილობრივ განპირობებულია სკეპტიციზმით იმის თაობაზე, რეალურად მიიღებენ თუ არა საქართველოს ოდესმე ევროკავშირში. როგორც თბილისში ხშირად მახსენებდნენ, საქართველოს მეზობელი თურქეთი მრავალი ათეული წელია ელოდება მიღებას. რა თქმა უნდა, ეს დიდწილად გამოწვეულია თურქეთისთვის დამახასიათებელი მიზეზებით; მაგრამ საქართველოს შემთხვევაში, ეჭვს აძლიერებს იმის განცდა, რომ საქართველო უკრაინამდე არასოდეს მიიღება ევროკავშირში და რომ უკრაინის სრულფასოვანი გაწევრიანება, ალბათ, შეუძლებელია.
ეს ეჭვები დასავლეთის ვალდებულებასთან დაკავშირებით გაძლიერდა შიდაპოლიტიკური მოვლენების გამო, როგორც ევროპაში, ასევე ამერიკაში, რაც საზოგადოების მზარდ წინააღმდეგობას ასახავს ნატოსა და ევროკავშირის შემდგომ გაფართოებასთან მიმართებით.
ევროკავშირისადმი თავიანთი დამოკიდებულებით, საქართველოს მთავრობის მხარდამჭერები ასევე შეიძლება მოიქცნენ როგორც ევროკავშირში მემარჯვენე პარტიების მხარდამჭერები, გამოხატონ უკმაყოფილება ბრიუსელის დიქტატის მიმართ, მათ შორის გენდერული პოლიტიკის მიმართ, რომელიც უცხოა ქართული ტრადიციებისთვის.
საქართველოს სამთო საკურორტო ქალაქ გუდაურში, რუსეთის საზღვართან ახლოს, დგას საგზაო ნიშანი. მასში სხვა მიმართულებებთან ერთად წერია: ანკარა, 1200 კმ; მოსკოვი 1591 კმ; პეკინი, 5834 კმ; და ვაშინგტონი 9209 კმ. მას შემდეგ, რაც 1990 წელს პირველად ვესტუმრე საქართველოს, ქართველებმა გამოხატეს სინანული, რომ მათი ქვეყანა სამხრეთ კავკასიაში მდებარეობს და არა სამხრეთ ევროპაში. ეს შეიძლება მართლაც სამწუხარო იყოს. ასევე ეს არის ფაქტი." - წერს Responsible Statecraft.
ყველა სიახლე
22 სექტემბერი 2026, 12:29
მსოფლიო
თურქეთში სკოლასთან სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიჭრა
ადგილობრივი მედიის ცნობით, დაჭრილია 10 მოსწავლე, რომელთაგან ორის მდგომარეობა მძიმეა. ტელეკომპანია CNN Turk-ი კი 8 დაშავებულის შესახებ იუწყება. დაზარალებულები 14-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდები არიან.
22 სექტემბერი 2026, 12:26
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თბილისში ენერგეტიკის რეგულირების IX მსოფლიო ფორუმის გახსნის ცერემონიას დაესწრო
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, საერთაშორისო ორგანიზაციების, ენერგეტიკული გაერთიანებებისა და დონორი ინსტიტუტების წარმომადგენლები.
22 სექტემბერი 2026, 12:17
მსოფლიო
მადიარი უნგრეთში უკრაინისთვის განკუთვნილი გაზის საცავის მშენებლობის წინააღმდეგ გამოვიდა
პარლამენტში გამოსვლისას მადიარმა განაცხადა, რომ ხელისუფლებაში მისი პარტიის, „ტისას“ ყოფნის დროს, მშენებლობა არ განხორციელდება. პრემიერის თქმით, მან თავისი პოზიციის შესახებ MOL-ის ხელმძღვანელობას უკვე აცნობა და შეახსენა, რომ სახელმწიფო ამ კომპანიის 25%-იან წილს ფლობს.
22 სექტემბერი 2026, 12:14
პოლიტიკა
გია აბაშიძე: ევროკრატების თვალთმაქცობა ზენიტშია, ერთი ხელით „გაჩერებულ დიალოგსა“ და იმიტირებულ სანქციებს გაიძახიან, მეორე ხელით კი გლობალურ ტრიბუნებზე პრემიერ ირაკლი კობახიძესთან უწყვეტ კომუნიკაციაში არიან
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტში“ მიიღო მონაწილეობა, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში გაიმართა და რომელიც თავად ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ გახსნა - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
22 სექტემბერი 2026, 12:10
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გვექნება შესაძლებლობა, უმაღლეს დონეზე განვიხილოთ საქართველოსთვის და რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საკითხები
დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ნიუ-იორკში. გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დღეს დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები კოლეგებთან. გვექნება შესაძლებლობა, უმაღლეს დონეზე განვიხილოთ საქართველოსთვის და რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
22 სექტემბერი 2026, 12:09
რეგიონი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ქარელის მუნიციპალიტეტში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
22 სექტემბერი 2026, 12:09
საზოგადოება
დედაენის ბაღში ეროვნული საფეხბურთო ნაკრების თამაშების ტრანსლირება დიდ ეკრანზე გაიმართება
თბილისის მერიის ორგანიზებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში, დედაენის ბაღში, 25 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით, დაგეგმილია ფანზონის მოწყობა, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
22 სექტემბერი 2026, 12:08
საზოგადოება
კახა კალაძე: მივმართავთ ე.წ. დეზერტირების ბაზრის ადმინისტრაციას, უზრუნველყოს მოვაჭრეებისთვის გონივრული ვადა და დროებითი სივრცე საქმიანობის გასაგრძელებლად
თბილისის მერია ე.წ. დეზერტირების ბაზრის ადმინისტრაციას მოუწოდებს, უზრუნველყოს მოვაჭრეებისთვის გონივრული ვადა და დროებითი, შესაბამისი სივრცე საქმიანობის გასაგრძელებლად, ვიდრე ტერიტორიის მოწესრიგების სამუშაოები დასრულდება.
22 სექტემბერი 2026, 12:08
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბულგარელ კოლეგას შეხვდა
გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ველისლავა პეტროვა-ჩამოვას შეხვდა.
22 სექტემბერი 2026, 12:06
რეგიონი
ზუგდიდში საპატიო მოქალაქის, საპატიო ზუგდიდელისა და დამსახურებული მოღვაწის წოდების მინიჭების ცერემონია გაიმართა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში, ზუგდიდის საპატიო მოქალაქის, საპატიო ზუგდიდელისა და დამსახურებული მოღვაწის წოდების მინიჭების ცერემონია და კონცერტი გაიმართა.
22 სექტემბერი 2026, 12:03
პოლიტიკა
კახა კალაძე საბავშვო ბაღებზე: პატარების თემით სპეკულირება კატეგორიულად მიუღებელია - ყველა ცილისწამებაზე სამართლებრივი რეაგირება უნდა მოხდეს
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ლაბორატორიული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ რამდენიმე დღის წინ საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა ავადობა გამოწვეული იყო ნოროვირუსით.
22 სექტემბერი 2026, 11:52
საზოგადოება
თბილისის მერიის სპორტული ობიექტებით მოსარგებლე 18 წლამდე ასაკის 1 500 ბენეფიციარს სრული სამედიცინო სკრინინგი ჩაუტარდება
თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრში დედაქალაქის მერიის სპორტული ობიექტებით მოსარგებლე 18 წლამდე ბენეფიციარების სამედიცინო შემოწმება-სკრინინგი მიმდინარეობს, - განაცხადა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ.
22 სექტემბერი 2026, 11:45
საზოგადოება
„თბილისობა“ წელს 3 და 4 ოქტომბერს ქალაქის ხუთ ლოკაციაზე აღინიშნება
„თბილისობა“ წელს 3 და 4 ოქტომბერს, ყველაზე მასშტაბურად, ქალაქის ხუთ ლოკაციაზე აღინიშნება, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
22 სექტემბერი 2026, 11:43
მსოფლიო
ტელეკომპანიების მხრიდან ბოიკოტის საპასუხოდ თეთრმა სახლმა ტრამპის შესახებ 24-საათიანი არხი Trump TV აამუშავა
სამი მედიასაშუალებისთვის, თეთრ სახლში წვდომის შეზღუდვის გამო შეერთებული შტატების უმსხვილესმა ტელეარხებმა, მათ შორის Fox News-მა, ABC News-მა, CBS News-მა, NBC News-მა და CNN-მა დონალდ ტრამპს ბოიკოტი გამოუცხადეს. ისინი აცხადებენ, რომ ყველა იმ ღონისძიების გაშუქებას წყვეტენ, რომელშიც შტატების პრეზიდენტი მიიღებს მონაწილეობას.
22 სექტემბერი 2026, 11:32
მსოფლიო
Reuters: მსოფლიო სანავთობო კრიზისი შესაძლოა 2027 წლამდე გაგრძელდეს
მსოფლიო სანავთობო კრიზისი შესაძლოა 2027 წლამდე გაგრძელდეს, - წერს Reuters-ი ექსპერტებზე დაყრდნობით იუწყება და აღნიშნავს, რომ შეერთებულ შტატებში დიზელის საწვავის მარაგი 107 მთელსა და 9 მეათედ ბარელამდე შემცირდა. გამოცემის ცნობით, ეს 1982 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
22 სექტემბერი 2026, 11:25
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი: ნიკა გვარამიას განცხადება შეგვიძლია ჩავწეროთ იმ მოღალატეობრივი განცხადებების რიცხვში, რომელიც გასული ერთი თვის განმავლობაში ძალიან აქტიურად იქნა ტირაჟირებული აგენტურული დაჯგუფებების წარმომადგენელთა მხრიდან. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი პათოსის მქონე განცხადება
ნიკა გვარამიას განცხადება შეგვიძლია ჩავწეროთ იმ მოღალატეობრივი განცხადებების რიცხვში, რომელიც გასული ერთი თვის განმავლობაში ძალიან აქტიურად იქნა ტირაჟირებული აგენტურული დაჯგუფებების წარმომადგენელთა მხრიდან, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ თორნიკე ჭეიშვილმა.
22 სექტემბერი 2026, 11:22
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: პოლიტიკური ნაბიჯები, რომელსაც შეერთებული შტატები დგამს, ნათლად აჩვენებს, რომ საქართველო ყოველთვის საიმედო პარტნიორი იყო. ჩვენ ძალიან მჭიდრო პარტნიორობა განვავითარეთ შეერთებულ შტატებთან და ამ პარტნიორობით ვამაყობთ
„საქართველოს, დიდი ხნის განმავლობაში თავისი წვლილი შეჰქონდა შეერთებული შტატებისა და ნატოს ეგიდით წარმოებულ მისიებში. ჩვენ ვამაყობთ ამ ათასწლეულების განმავლობაში ჩვენ მიერ ჩამოყალიბებული პარტნიორობით. საქართველო ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა რეგიონში მშვიდობის ხელშეწყობისა და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების კუთხით“.
22 სექტემბერი 2026, 11:12
მსოფლიო
დანია და აშშ გრენლანდიის შესახებ შეთანხმებას დღეს გააფორმებენ
დღეს ნიუ-იორკში შეერთებული შტატების და დანია არქტიკისა და ჩრდილოეთ ატლანტიკის უსაფრთხოების შესახებ მიღწეულ შეთანხმებას ოფიციალურად გააფორმებენ. დოკუმენტს ხელს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, დანიის პრემიერი მეტე ფრედერიქსენი და გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი იენს-ფრედერიკ ნილსენი მოაწერენ.
22 სექტემბერი 2026, 11:09
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში კონკორდიას ყოველწლიურ სამიტში მონაწილეობა მიიღო
პანელურ დისკუსიაზე სახელწოდებით - „სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპა და შავი ზღვა, როგორც სტაბილურობის საყრდენი“, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს მზარდ გეოპოლიტიკურ როლზე, შეერთებულ შტატებთან პარტნიორობაზე, ევროპულ ინტეგრაციასა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე ილაპარაკა.
22 სექტემბერი 2026, 11:06
მსოფლიო
NATO-მ მოსახლეობისთვის ომისთვის მზადყოფნის მოთხოვნათა ჩამონათვალი პირველად გამოაქვეყნა
უზრუნველყოფილი უნდა იყოს კავშირგაბმულობისა და საბაზისო სერვისების, ასევე სატრანსპორტო ქსელის შეუფერხებელი ფუნქციონირება. ქვეყნებმა უნდა უზრუნველყონ ჯარების მიერ საზღვრის გადაკვეთა საჭირო ვადებში, მთავრობებს კი უწყვეტ რეჟიმში მუშაობა ევალებათ.


