შალვა პაპუაშვილი ამნისტიაზე: ათასი ადამიანი არ არის თავიანთ ოჯახებში იმიტომ, რომ ქალბატონ სალომეს ეზარება მოქალაქეებზე ფიქრი და დიდი პოლიტიკით არის დაკავებული
შალვა პაპუაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ათასი მსჯავრდებული ყოველდღე არის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, იმიტომ, რომ ქალბატონი სალომე დაკავებული არის თაღლითი ხაზარაძის და გახარიას საკითხებით და არ სცალია მსჯავრდებულებისთვის, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პრეზიდენტი დიდი პოლიტიკით არის დაკავებული და ამნისტიის კანონზე ხელის მოსაწერად არ სცალია.
„ფაქტობრივად, პროფანაციად აქცია ქალბატონმა სალომემ პრეზიდენტის ინსტიტუტი. აბსოლუტურად აღარანაირი წესი მისთვის არ არის, მისი უკანა ეზო ჰგონია პრეზიდენტის ინსტიტუტი, როგორც თანამდებობა, ხედავთ, რომ პატივს არ სცემს კონსტიტუციას, ყოველი ფეხის ნაბიჯზე, მათ შორის, რომ დაკავებული არის საარჩევნო პერიპეტიებით, რაც მისი საქმე არანაირად არ არის და კონსტიტუციასაც არღვევს ამ დროს. მაშინ, როდესაც ადამიანები არიან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ათასი ადამიანი ელოდება, რომ უკვე გუშინ და გუშინწინ უნდა ყოფილიყვნენ თავიანთ ოჯახებში და არ არიან თავიანთ ოჯახებში იმიტომ, რომ ქალბატონ სალომეს ეზარება მოქალაქეებზე ფიქრი და დიდი პოლიტიკით არის დაკავებული“, - მიიჩნევს პარლამენტის თავმჯდომარე.
ამნისტიის შესახებ კანონპროექტი ძალაში ვერ შედის - სალომე ზურაბიშვილს კანონზე, რომელიც ათასობით პატიმარს ეხება, ხელი ამ დრომდე არ მოუწერია.
ყველა სიახლე
07 მარტი 2026, 22:05
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე:2018 წლის შემდეგ ვერავითარი მიწა ვერ გაიყიდებოდა უცხოელებზე, რადგან ჩავკეტეთ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება უცხოელებზე, რასაც ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა
როდესაც საუბარია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე, 2018 წლის შემდეგ ვერავითარი მიწა ვერ გაიყიდებოდა უცხოელებზე, რადგან მთლიანად ჩაკეტილია, - განაცხადა გადაცემაში “ღია ეთერი - დებატები” = საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მიწებზე დანიშნულების შეცვლაც ძალიან მკაცრად კონტროლდება.
07 მარტი 2026, 21:55
ეკონომიკა
ზურაბ მახარაძე: ახლანდელი ჩვენი ბაზარი „იგლ ჰილსის” გარეშეც კი უკვე გაჯერებულია და ამას რომ დაემატება 16 ათასი ბინა, ჩემი მოლოდინი, რომ ეს ძირითადად გარემომხმარებელზეა გათვლილი, მაღალი ალბათობის მატარებელია
„საქართველოში, ახლა, ამ წუთას „იგლ ჰილსის” გარეშე რა ბაზარიც გვაქვს დეველოპერული ასეთი მონაცემებია, რომ წელიწადნახევრის წინ, ქართულმა ბანკებმა, რომ შეხედეს რამდენი შენდება და მოთხოვნა რა არის, მიხვდნენ, რომ უკვე, ახლა მოთხოვნას აჭარბებს მიწოდება ქართულ ბაზარზე, ანუ უფრო მეტი შენდება, ვიდრე მოთხოვნაა და რაღაც პერიოდი „თიბისის“ და საქართველოს ბანკსაც“ საერთოდ გაჩერებული ჰქონდა სესხების გაცემა დეველოპერულ სფეროზე, ახლა გახსნეს, მაგრამ მაინც დაბალზეა“, - აღნიშნა მახარაძემ.
07 მარტი 2026, 21:50
პოლიტიკა
იაგო ხვიჩია „იგლ ჰილსის” პროექტზე: თუ ჯერ ქართველები ყიდულობენ და მერე შენდება, სად არის 6 მლრდ დოლარი?
ვიცით ის, რომ დაიწყო წინასწარი გაყიდვები [„იგლ ჰილსის“ პროექტში] და ქართველებმა იყიდეს 60%-ზე მეტი, რა დასკვნა გამოდის აქედან? ჯერ ფული არ შემოუტანიათ არაბებს, ქართველებმა 60% იყიდეს უკვე, ანუ ქართველების მიერ შეტანილი ფულით შენდება პროექტი, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ. „იგლ ჰილსის“ პროექტი დგას ერთ დიდ ტყუილზე, სწორედ ამიტომ იმალება კონტრაქტი, რომ ვერ მიხვდეს ქართველი ხალხი რაში ატყუებენ. საუბარი იყო, რომ 16 000 ერთეული ფართი უნდა აშენებულიყო, როგორც არაბმა დამფუძნებელმა თქვა 60% უნდა გაყიდულიყო უცხოელზე. ჩვენ გვითხრეს, რომ 6 მლრდ-იანი ინვესტიცია შემოვიდოდა. ეს არის რაც ვიცით. ვიცით ის, რომ წინასწარი გაყიდვები დაიწყო და ქართველებმა იყიდეს 60%-ზე მეტი. კონტრაქტი არ მაქვს ნანახი. რა დასკვნა გამოდის აქედან? ჯერ ფული არ შემოუტანიათ არაბებს, ქართველებმა 60% იყიდეს უკვე, ანუ ქართველების მიერ შეტანილი ფულით შენდება პროექტი. ცხადია 16 000 ბინაზე 300 ბინით დასკვნების გაკეთება არ არის სწორი, მაგრამ ასე ხომ დაიწყეს? თუ ჯერ ქართველები ყიდულობენ და მერე შენდება, სად არის 6 მლრდ დოლარი?“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
07 მარტი 2026, 21:49
პოლიტიკა
მარიამ ქვრივიშვილი ლორთქიფანიძეს: როგორ წარმოგიდგენიათ მრეწველობის ინდუსტრიის განვითარება იაფიანი ენერგორესურსების გარეშე? თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც წლების წინ აკრიტიკებდა უმნიშვნელოვანესი ჰესის პროექტის მშენებლობას
„როგორ წარმოგიდგენიათ მრეწველობის ინდუსტრიის განვითარება იაფიანი ენერგორესურსების გარეშე? თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც წლების წინ აკრიტიკებდა უმნიშვნელოვანესი ჰესის პროექტის მშენებლობას“, - მიმართა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ მოძრაობა „სოციალური დემოკრატიისთვის“ წევრს ლევან ლორთქიფანიძეს.
07 მარტი 2026, 21:48
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: წელს სამიზნე მაჩვენებელი არის 4 000 არალეგალი მიგრანტის გაძევება, ასეთი ტემპით 4 წელიწადშიც შეგვიძლია ქვეყანაში არალეგალური მიგრაციის აღმოფხვრა
ჩვენი მოქალაქეების მფარველობა, ეს არის ჩვენი ვალდებულება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“.
07 მარტი 2026, 21:42
პოლიტიკა
პრემიერი: თუკი სადმე იყო ზეწოლა, ეს იყო ჰესების მშენებლობაზე, შეგვიძლია დავდოთ პირობა, მომავალში ჰესები აშენდება ისე, როგორც სჭირდება ქვეყანას, თუ ეს არ მოხდა, მრეწველობასაც მეტი პრობლემა შეექმნება და საერთოდ, ეკონომიკა ვერ განვითარდება
თუკი სადმე იყო ძალიან სერიოზული ზეწოლა, ეს იყო სწორედ ჰესების მშენებლობაზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“.
07 მარტი 2026, 21:39
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი უცხოელ სტუდენტებზე: 37 ათასია ის რაოდენობა, რომელიც დღეს საქართველოში ფიქსირდება, ამ მიმართულებით ჭარბობენ ინდოეთის მოქალაქეები
„მინდა აღვნიშნო, რომ უცხოელი სტუდენტების ეფექტი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე შეადგენს მილიარდ 200 მილიონ ლარს, ბიუჯეტი აღნიშნული მიმართულებიდან ყოველწლიურად 300 მილიონი ლარი შემოსავალს ნახულობს. ერთი უცხოელი სტუდენტი სწავლის გადასახადში დაახლოებით 15 500 ლარს იხდის და ამავდროულად სხვა დამატებით სექტორებში ხარჯავს 16 300 ლარს. არ უნდა დაგვავიწყდეს პირდაპირი შემოსავალი, რომელსაც საგანმანათლებლო დაწესებულებები იღებენ - 576 მილიონი ლარის მოცულობით და სხვა სექტორებში ასევე ეს დადებითი ეფექტი ნაწილდება დაახლოებით 605 მილიონი ლარით“, - აღნიშნა მინისტრმა.
07 მარტი 2026, 21:35
პოლიტიკა
ლევან ლორთქიფანიძე „იგლ ჰილსის” პროექტზე: ეს პროექტი დაასაქმებს ისევ მშენებლობის და მომსახურების სფეროში ადამიანებს და არა რომელიმე ახალ, სერიოზულ დარგებში
„იგლ ჰილსის” პროექტს უამრავი პრობლემა აქვს, ეს პროექტი დაასაქმებს ისევ მშენებლობის და მომსახურების სფეროში ადამიანებს და არა რომელიმე ახალ, სერიოზულ დარგებში, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ მოძრაობა „სოციალური დემოკრატიისთვის“ წევრმა ლევან ლორთქიფანიძემ. “იგლ ჰილსის” პროექტს უამრავი პრობლემა აქვს, ეს პროექტი დაასაქმებს ისევ მშენებლობის და მომსახურების სფეროში ადამიანებს და არა რომელიმე ახალ, სერიოზულ, მეცნიერებადტევად და ინდუსტრიულ დარგში, ეს პრობლემაა. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, იმ ხელშეკრულებით სადაც გასაიდუმლოებული მუხლებია, რომ მთელი მოგება ინვესტორს, მთელი - რისკი სახელმწიფოს. დასცინიან ხოლმე მწვანე საკითხებს, სერიოზული ეკოლოგიური შედეგები ექნება ამ პროექტსაც”, - განაცხადა ლევან ლორთქიფანიძემ.
07 მარტი 2026, 21:34
ეკონომიკა
პრემიერი: 8 მილიარდამდე იყო და 25 მილიარდს გადასცდა მრეწველობის ბრუნვა, 2012 წელს განხორციელდა 646 მილიონი ლარის ინვესტიცია, 2024 წლის მაჩვენებელი იყო 1,9 მილიარდი - ეს ყველაფერი იქნებოდა შეუძლებელი სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე
დიდი მხარდაჭერაა მთავრობისგან, იმისათვის, რომ მრეწველობის დონე არ ჩამორჩეს ეკონომიკის განვითარებას, არ არსებობს საწარმო, სადაც სახელმწიფო არ ახდენს სუბსიდირებას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“.
07 მარტი 2026, 21:31
პოლიტიკა
პრემიერი: დღემდე გრძელდება ძალიან სერიოზული ზეწოლა იმ კანონთან დაკავშირებით, რომელიც ეხება არასრულწლოვანთა უფლებებს და ოჯახურ ფასეულობებს - იყო წლები, როდესაც ამას ვერ გარისკავდა ხელისუფლება, შეუძლებელი იყო ზეწოლის გაძლება
დღემდე გრძელდება ძალიან სერიოზული ზეწოლა იმ კანონთან დაკავშირებით, რომელიც ეხება არასრულწლოვანთა უფლებებს და ოჯახურ ფასეულობებს, არის სერიოზული ზეწოლა გენდერული თანასწორობის შესახებ კანონმდებლობის ცვლილებასთან დაკავშირებით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერი - დებატებში“.
07 მარტი 2026, 21:23
პოლიტიკა
იაგო ხვიჩია: პაკისტანელ და ინდოელ კურიერებს რომ ებრძვიან, ეს არის აბსურდის უკიდურესი შემთხვევა, ლეგალურად უნდა შემოვუშვათ, ყველას უნდა მიცეთ მუშაობის უფლება, რომ მოგვემსახუროს
პაკისტანელ და ინდოელ კურიერებს რომ ებრძვიან, ეს არის აბსურდის უკიდურესი შემთხვევა, ლეგალურად უნდა შემოვუშვათ, ყველას უნდა მიცეთ მუშაობის უფლება, რომ მოგვემსახუროს, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ. მისი თქმით, მისი სურვილია, რომ საქართველოში ხალხი შემოდიოდეს იაფფასიანი და მძიმე ფიზიკური სამუშაოსთვის.
07 მარტი 2026, 21:20
პოლიტიკა
პრემიერი: 2 272 ლარი არის დასავლეთ ევროპასთან შედარებით დაბალი ხელფასი, მაგრამ როცა 2020-ის შემდეგ 712,5 ლარიდან გაქვს მკვეთრი გაუმჯობესება, ეს არის მთავარი, რითაც შეიძლება, შეფასდეს, არის თუ არა წარმატებული ხელისუფლების საქმიანობა
დებატებში სტატისტიკის გარეშე საუბარი შეუძლებელია, რადგან საბოლოო ჯამში სტატისტიკა არის ის, რაც გარკვეულ ფაქტებს ადასტურებს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სტატისტიკის გათვალისწინების გარეშე დებატებს აზრი არ ექნება.
07 მარტი 2026, 21:10
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: ძალიან განვითარებული ორგანიზაცია, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მმართველობის დროს შეიქმნა, არის „აწარმოე საქართველო“ - 2013 წლიდან დღემდე, 6 მილიარდი ლარის მოცულობის დახმარება გაეწია ქართველ მეწარმეებს
ეკონომიკის სამინისტრო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ჩვენს ქვეყანაში ყველა მიმართულების განვითარებას, მათ შორის მრეწველობის განვითარებასაც, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემაში „ღია ეთერი- დებატები“. მინისტრის თქმით, „აწარმოე საქართველოს“ უდიდესი ღირებულება აქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში შექმნილი.
07 მარტი 2026, 21:03
პოლიტიკა
პრემიერი: სხვადასხვა ქვეყანაში არიან ეთნიკური ქართველები, რომლებსაც არ აქვთ მოქალაქეობა, გვაქვს აქტიური კონსულტაციები და ვგეგმავთ, შევამსუბუქოთ მათთვის მოქალაქეობის მიღების პროცედურები
მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით, უნდა გავმიჯნოთ ეთნიკური ქართველები და საქართველოს მოქალაქეები. თუ მშობლები არიან საქართველოს მოქალაქეები, ამ შემთხვევაში შვილს არავითარი პრობლემა არ ექმნება მოქალაქეობის მინიჭების თვალსაზრისით, თუ არ არიან საქართველოს მოქალაქეები, ამ შემთხვევაში მათი ოჯახის წევრი, მათ შორის შვილი, ექვემდებარება ნატურალიზაციის წესს, მოქალაქეობის პრინციპიდან გამომდინარე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“.
07 მარტი 2026, 21:00
პოლიტიკა
იაგო ხვიჩია ფერეიდნელ ქართველებზე: ჩვენმა ხელისუფლებამ სამძიმრის წერილს კი მოაწერა ხელი, მაგრამ მთავარი რაც უნდა გაეკეთებინა, რომ ამ ხალხისთვის საჯაროდ შეეთავაზებინა - მობრძანდით საქართველოში, თქვენთვის ღიაა საქართველოს კარი
ჩვენმა ხელისუფლებამ სამძიმრის წერილს კი მოაწერა ხელი, მაგრამ მთავარი რაც უნდა გაეკეთებინა, რომ ამ ხალხისთვის საჯაროდ შეეთავაზებინა, მობრძანდით საქართველოში, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ ღია ეთერში პარტია „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ.
07 მარტი 2026, 20:47
პოლიტიკა
იაგო ხვიჩია: ბევრი ქართველია, ვისაც შვილები შეეძინათ საზღვარგარეთ, ისინი სხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან. თუ ქართველების რაოდენობის ზრდა არის ამოცანა, ამ ხალხს პირდაპირ უნდა მისცეთ მოქალაქეობა
„ბევრი ქართველია, ვისაც შვილები შეეძინათ საზღვარგარეთ, ისინი სხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან. თუ ქართველების რაოდენობის ზრდა არის ამოცანა, ამ ხალხს პირდაპირ უნდა მისცეთ მოქალაქეობა“, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ ღია ეთერში პარტია „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ.
07 მარტი 2026, 20:45
პოლიტიკა
პრემიერი: ბოლო წლების განმავლობაში გვქონდა უარყოფითი სალდო, ანუ იმაზე მეტი მოქალაქე გადიოდა ქვეყნიდან, ვიდრე შემოდიოდა, 2024 წელს 1000-ით მეტი მოქალაქე დაბრუნდა საქართველოში, პირველად დაფიქსირდა დადებითი სალდო
ემიგრაცია არის პრობლემური საკითხი ჩვენი ქვეყნისთვის, გამომდინარე დაფიქსირებული სტატისტიკიდან, ამის მთავარი მიზეზი არის ეკონომიკა, რაც შეეხება იმიგრაციას, ანუ საქართველოში მიგრანტების შემოსვას, ესეც პრობლემური საკითხია და საჭიროა პროცესების სწორად მართვა, - განაცხადა გადაცემაში “ღია ეთერი - დებატები” საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მისივე თქმით, 2024 წელს, 1000-ით მეტი მოქალაქე დაბრუნდა საქართველოში, ვიდრე გავიდა, ანუ პირველად დაფიქსირდა დადებითი სალდო უშუალოდ მოქალაქეების ნაწილში, 2020 წლის შემდეგ.
07 მარტი 2026, 20:45
პოლიტიკა
ლევან ლორთქიფანიძე: სტატისტიკა ისეთი რაღაცაა, რომელი მხრიდანაც გინდა, იქიდან მოაბამ ყურს, ასე რომ ამ სტატისტიკურ დებატებში მე არ შემოვდივარ
სტატისტიკა ისეთი რაღაცაა, რომელი მხრიდანაც გინდა, იქიდან მოაბამ ყურს, ასე რომ ამ სტატისტიკურ დებატებში მე არ შემოვდივარ, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ მოძრაობა „სოციალური დემოკრატიისთვის“ წევრმა ლევან ლორთქიფანიძემ. „მე მინდა ვისაუბრო იმაზე, რომ ამ ქვეყანაში არის უმძიმესი ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა. რაც არ უნდა ღაზას სექტორის და გერმანიის მაგალითები მოვიყვანოთ, ჩვენი დემოგრაფიული მდგომარეობა განპირობებულია იმ ეკონომიკური და სოციალური ვითარებით, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია შექმნილი“, - განაცხადა ლორთქიფანიძემ.
07 მარტი 2026, 20:44
პოლიტიკა
ზურაბ მახარაძე: მადლობა „ქართულ ოცნებას“ რომ შეცვალა პოზიცია და გაიხსნა სადებატო სივრცე
მადლობა „ქართულ ოცნებას“ რომ შეცვალა პოზიცია და გაიხსნა სადებატო სივრცე, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარტია „კონსერვატორები საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ზურაბ მახარაძემ. რაც შეეხება მიგრაციას თემას მახარაძემ საჯარო რეესტრის დოკუმენტები წარადგინა და დასვა კითხვა, საიდან მოხდა 465 ათასი ადამიანის გენერირება?
07 მარტი 2026, 20:42
ეკონომიკა
ქვრივიშვილი: საერთაშორისო დისკუსიებზე ყოველთვის აღინიშნება, რომ საქართველო არის გამორჩეულად კარგი მაგალითი, თუ როგორ შეძლო ხელისუფლებამ დაბალანსებული საემიგრაციო პოლიტიკით ტურიზმის სექტორის ასეთი სწრაფი ზრდის უზრუნველყოფა მოეხდინა
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკა სრულად მიმართულია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობის ზრდაზე, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მდგრად და დივერსიფიცირებულ განვითარებაზე, განჭვრეტად გარემოს შექმნაზე იმისთვის, რომ ბიზნესმა განაგრძოს იმ სიკეთის შექმნას, რაც გულისხმობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ღირსეული ახალი სამუშაოს ადგილების შექმნა უპირობოდ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის.


