29 ნოემბერი 2024, 18:10 / სანდო წყარო

მამუკა მდინარაძე: უმძიმესია, როცა ახალგაზრდა კაცს დედას, ცოლ-შვილს გაგინებენ, რამდენად უნდა აიტანო, ვის მოვუწოდო, არ ვიცი, მაგრამ, ბიჭებო, მივმართავ სპეცრაზმელებს, ამას იყენებენ სამშობლოს წინააღმდეგ და დღევანდელი ნარატივი ამაზეა გადართული

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ 28 ნოემბერს საპროტესტო აქციაზე განვითარებული მოვლენები შეაფასა. მან უპასუხა კითხვას აქციაზე დაშავებული ჟურნალისტების შესახებ და ამასთან დაკავშირებით „იმედის“ ჟურნალისტზე, მეგი ნარსავიძეზე თავდასხმის ფაქტი გაიხსენა.

„ზოგ ადამიანს მიაჩნია, რომ მეგი ნარსავიძეზე თავდასხმა არაფერი იყო. მე დღეს კამათი მქონდა რამდენიმე ადამიანთან, თქვენს კოლეგებთან მათ შორის. მიაჩნიათ, რომ მეგი ნარსავიძეზე თავდასხმა არაფერი იყო, ამასთან შედარებით, გურამ როგავაზეა საუბარი. მე გონია, რომ ისიც ამორალურია და ესეც არის ძალიან ცუდი რამ, რასაც არ უნდა უშვებდეს არავინ. რაც არ უნდა ბინძური პროვოკაციის ავტორი იყოს რომელიმე ჟურნალისტი, ჩვენ და პოლიციელმა მაქსიმალურად უნდა ვცადოთ, რომ მის მიმართ ფიზიკური ძალადობა არ განხორციელდეს. ამ შემთხვევას მე პირადად ვმიჯნავ ოპერატორის შემთხვევისგან, სადაც ადამიანური შეცდომა იყო პოლიციელის. ზუსტად ვიცი, რას აკეთებდა გურამ როგავა მანამდე, თუნდაც, საჯარო და ღია წყაროებში რაც იძებნება, ისიც საკმარისი შეიძლება, არ იყოს და რისთვის საკმარისი, ამაზე საერთოდ არ ვსაუბრობ.

მინდა, სპეცრაზმელებს მივმართო იმიტომ, რომ შეიძლება წინ ასეთი რამდენიმე მძიმე დღე იყოს. მე მესმის, ქართველი კაცისთვის, ახალგაზრდა ვჟკაცი ბიჭებისთვის რა მძიმეა, როდესაც გვერდით შენს მეგობარს გისახიჩრებენ, საოპერაციო რომ ხდება, ესეც პირველ რიგში დასაგმობი რამ არის, უმძიმესია. დედას და ცოლ-შვილს გაგინებენ - ესეც ზუსტად ვიცი, რატომ ვთქვი ახლა. უმძიმესია, ახალგაზრდა კაცს დედას და ცოლ-შვილს გაგინებენ, რამდენად უნდა აიტანო და ვის მოვუწოდო, ესეც არ ვიცი, მაგრამ მიუხედავად ამისა, სულ უნდა გქონდეთ თავში. ბიჭებო - მივმართავ სპეცრაზმელებს, ამას იყენებენ შენი სამშობლოს წინააღმდეგ და დღევანდელი ნარატივი ამაზეა გადართული და ტყუილ-მართალზე, განცხადებაში რა ეწერა, აღარავინ ლაპარაკობს.

ამიტომ, გთხოვთ, თქვენი ქვეყნისთვის, რომელიც არანაკლებად გიყვართ, ვიდრე თქვენი ოჯახები, აიღოთ კიდევ მეტი პასუხისმგებლობა და თავსზევით კიდევ მეტი ძალა იპოვნოთ და ამ შემთხვევაშიც კი რაღაცნაირად მოითმინოთ. ჩვენი მხრიდან შეიძლება, ადვილი სალაპარაკოა, ჩვენ მივეჩვიეთ ამ რაღაცებს და ურთულესია, ახალგაზრდა მამაკაცებს მოუწოდო, რომ ესეც მოითმინონ. მესმის, რომ გისახიჩრებენ გვერდზე - ხან შურდულით რკინის ბურთულებს ესვრიან პოლიციელებს და სპეცრაზმელებს, თავებს უტეხენ და საოპერაციოების ხდებიან ეს ბიჭები, დედას და ცოლ-შვილს აგინებენ, ყურში ჩასჩურჩულებენ საზიზღრობებს, ურთულესია. მაგრამ ამით მერე აზიანებენ თქვენს სამშობლოს, ამით აზიანებენ მშვიდობას და თქვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მან მხარდაჭერა გამოუცხადა ყველა სპეცრაზმელსა და პოლიციელს.

„ამიტომ ეს გახსოვდეთ მუდამ, ჩემი მობოდიშებით თხოვნაა თითოეული თქვენგანის მიმართ. მე მხარს ვუჭერ ასევე ყველა პოლიციელს, ყველა სპეცრაზმელს, რომელიც თავისი სამშობლოს სიყვარულით და თავისი საქმის ერთგულებით დგას იქ, ისიც უნდა დავგმოთ და ისიც უნდა დავგმოთ, რასაც მოქალაქეების მიმართ ახორციელებენ, რასაც აკეთებენ სპეცრაზმელების და პოლიციელების მიმართ, როგორ მიმართავენ. პრეზიდენტ ჰქვია ქალს, რომელიც „რუსო, რუსო,“ საზიზღრობებს კადრულობს. ქართველ პოლიციელს რომ რუსს ეძახის, ის პრეზიდენტია?“, - აღნიშნა მდინარაძემ.

მან ამორალური უწოდა იმ ადამიანების შფოთვას, რომლებმაც მეგი ნარსავიძის მიმართ დაფიქსირებული თავდასხმა არ შეიმჩნიეს.

„მაგრამ ასევე ამორალურია იმ ადამიანების მხრიდან შფოთვა და წუწუნი ამ ყველაფერზე, რომლებმაც ის საზიზღრობა, რაც ვნახეთ მეგი ნარსავიძის მიმართ და და კამერების წინ ვერც კი ვიმეორებთ, არც შეიმჩნიეს და აქ მესხდნენ თქვენი კოლეგები, რომლებსაც ვერ წამოვაცდენინე სიტყვა, რომ ამორალური იყო ეს ყველაფერი“, - განაცხადა მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა.

ყველა სიახლე

09 სექტემბერი 2026, 15:49

მსოფლიო

The Guardian: ევროპელებს ერთიანი ევროპის ხილვა სურთ, თუმცა ეჭვი ეპარებათ, შეძლებს თუ არა ევროკავშირი ამ მიზნის მიღწევას

The Guardian-ის ცნობით, საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს ახალი კვლევის თანახმად, ევროპის მოსახლეობის უმრავლესობას, ერთიანი და ძლიერი ევროკავშირი სურს, თუმცა ეჭვქვეშ აყენებენ ამ მიზნის განხორციელების შესაძლებლობას.

იაგო ხვიჩია

09 სექტემბერი 2026, 15:44

პოლიტიკა

იაგო ხვიჩიამ ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, თავისუფლების მტერი უწოდა

„გირჩი“ სახელს იცვლის. გვინდა, ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების ეს თავი დავასრულოთ“ - განაცხადა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ, რომლის თქმითაც, პარტიას ამიერიდან „თავისუფალი ხალხის პარტია“ ერქმევა.

09 სექტემბერი 2026, 15:33

რეგიონი

ბათუმი - სარფის მაგისტრალური გზის მშენებლობა იწყება

საქართველოს აღმოსავლეთ - დასავლეთის მაგისტრალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაკვეთის - ბათუმი - სარფის ახალი გზის მშენებლობა იწყება. 11.3 კმ-იანი მაგისტრალური გზის მშენებლობის შესახებ შესაბამის ხელშეკრულებას ხელი მოეწერა.

პეტერ მადიარი

09 სექტემბერი 2026, 15:15

მსოფლიო

Euronews: უნგრეთის მორიგი ვეტო უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს აფერხებს

უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში პროგრესს კვლავ ვერ მიაღწია. სამშაბათს გამართულ მოლაპარაკებებზე უნგრეთის დიპლომატებმა მოლაპარაკებების ახალი თავების გახსნას მხარი არ დაუჭირეს, იუწყება Euronews-ი.

09 სექტემბერი 2026, 15:06

ეკონომიკა

„პეივ ბანკი“ ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი სტარტაპების Sifted 100: DACH & CEE-ის წლევანდელ რეიტინგში საქართველოს სახელით მეოთხე პოზიციაზე დასახელდა

საქართველოში მოქმედი ციფრული ბანკი „პეივ ბანკი" ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი სტარტაპების წლევანდელ რეიტინგში, Sifted 100: DACH & CEE, მეოთხე პოზიციაზე დასახელდა და საქართველო რეგიონის ყველაზე სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს შორის წარმოაჩინა.

ალექსანდარ ვუჩიჩი

09 სექტემბერი 2026, 14:48

მსოფლიო

სერბეთის პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა და 25 ოქტომბერს ვადამდელი არჩევნები დანიშნა

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა ქვეყნის პარლამენტი დაითხოვა და 25 ოქტომბერს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

თამარ იოსელიანი

09 სექტემბერი 2026, 14:46

ეკონომიკა

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის შეფასებით, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით განხორციელებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა ახალგაზრდებს რეალური პროფესიული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას აძლევს

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში დაახლოებით 200-მდე ვაკანსია გამოცხადებული, - განაცხადა „იმედის დილაში“ სტუმრობისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, თამარ იოსელიანმა.

09 სექტემბერი 2026, 14:42

რეგიონი

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ინოვაციებისა და სტარტაპ-აქსელერაციის საზაფხულო სკოლა- 2026 დასრულდა

ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა (KIU) და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ერთობლივი პროექტის - ინოვაციებისა და სტარტაპ-აქსელერაციის საზაფხულო სკოლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

ნინო წილოსანი

09 სექტემბერი 2026, 14:41

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: ფაქტია, რომ მიშასთვის ერთგული „ნაციონალები“, მიშასგან განმდგარ „ნაციონალებს“ ებრძვიან

ფაქტია, რომ მიშასთვის ერთგული „ნაციონალები“, მიშასგან განმდგარ „ნაციონალებს“ ებრძვიან, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა ოპოზიციის დაპირისპირებაზე საუბრისას.

09 სექტემბერი 2026, 14:32

სამართალი

ჯაშუშების საქმეზე საქალაქო სასამართლოში ვიდეო ჩანაწერები გამოიკვლიეს

ჯაშუშების საქმეზე საქალაქო სასამართლოში ირაკლი ჩიხლაძის პროცესი გაიმართა. საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე სასამართლომ ვიდეო ჩანაწერები გამოიკვლია.

09 სექტემბერი 2026, 14:27

სამართალი

გიგა ავალიანის საქმეზე, გიორგი მალანია კვლავ პატიმრობაში რჩება

საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულ გიორგი მალანიას პროცესი გაიმართა. დაცვის მხარე პატიმრობის გაუქმებას ითხოვდა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

გიორგი ვოლსკი

09 სექტემბერი 2026, 14:25

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: „ასავალ-დასავალსაც“ თავისი სტილი ჰქონდა ყოველთვის, ეს არის სკანდალური თემების წამოწევა, რომელსაც ხშირ შემთხვევაში საფუძველი არ ჰქონდა არასდროს

„ასავალ-დასავალსაც“ თავისი სტილი ჰქონდა ყოველთვის, ეს არის სკანდალური თემების წამოწევა, რომელსაც ხშირ შემთხვევაში საფუძველი არ ჰქონდა არასდროს, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.

09 სექტემბერი 2026, 14:24

სამართალი

გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე, მისი ნათესავი, მსჯავრდებული ანდრია ლილუაშვილი იკითხება

პროკურორის განმარტებით, ბრალდების მხარეს არ აქვს მოლოდინი, რომ დაცვის მხარის მოწმე, მის დანაშაულებრივ ქმედებებს აღიარებს. პროკურორის თქმით, არაერთი მტკიცებულებით დასტურდება მსჯავრდებულ ანდრია ლილუაშვილისა და ბრალდებულ გრიგოლ ლილუაშვილის კავშირები.

ზვიად შალამბერიძე

09 სექტემბერი 2026, 14:22

პოლიტიკა

ზვიად შალამბერიძე ირაკლი ღარიბაშვილზე: ნებისმიერი ბრალდებულის უფლებაა, შეარჩიოს თავის დაცვის ის სტრატეგია, რომელსაც იმ მომენტისთვის საჭიროდ მიიჩნევს, თუმცა ამ შემთხვევაში სახელმწიფო ინსტიტუტები თვიდან ბოლომდე მოტივირებულები არიან და იცავენ კონსტიტუციას და საკანონმდებლო ჩარჩოს

ამ [ღარიბაშვილის] შემთხვევაში სახელმწიფო ინსტიტუტები თვიდან ბოლომდე მოტივირებულები არიან და იცავენ კონსტიტუციას და საკანონმდებლო ჩარჩოს, - განაცხადა „ქრონიკასთან“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ.

09 სექტემბერი 2026, 14:21

სამართალი

სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის დავით გოგნაძე ორი ათასი ლარით დააჯარიმა. გოგნაძე სამართალდამრღვევად გამოცხადდა. 1500 ლარით დაჯარიმდა მამუკა ტყაბლაძე.

ნინო წილოსანი

09 სექტემბერი 2026, 14:21

პოლიტიკა

ნინო წილოსანი გაეროში ევროკავშირის ელჩის განცხადებაზე: ერთადერთი თვითნებური, რაც იყო, ეს იყო ევროკავშირის რიგი ფონდების დაფინანსება, რომელიც საქართველოში თვითნებურად მოედინებოდა და იმ არეულობებს აფინანსებდა, რომელთა შედეგად დაკავებულების დაცვას ახლა ისინი ცდილობენ

ერთადერთი თვითნებური, რაც იყო, ეს იყო ევროკავშირის რიგი ფონდების დაფინანსება, რომელიც საქართველოში თვითნებურად მოედინებოდა და იმ არეულობებს აფინანსებდა, რომელთა შედეგად დაკავებულების დაცვას ახლა ისინი ცდილობენ, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, გაეროში ევროკავშირის ელჩის განცხადებას, რომ გმობს საქართველოში თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს.

რატი იონათამიშვილი

09 სექტემბერი 2026, 14:21

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: თუ ევრობიუროკრატები დასკვნებს დროულად არ გამოიტანენ, უარყოფითი დამოკიდებულება მათ მიმართ კიდევ უფრო გაიზრდება

„ფაქტია, რომ ევრობიუროკრატებს ძალიან ეწყინათ ის, რომ ამ ადამიანებმა აღიარეს საკუთარი დანაშაული, მოინანიეს და შეწყალების თხოვნით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტს. ამავდროულად, ეს განცხადება ფაქტობრივად აღიარებითი ჩვენებაა, რომ ამ ესკალაციების უკან სწორედ ეს ევრობიუროკრატებიც იდგნენ და ისინი ახალისებდნენ ძალადობას საქართველოში. სწორედ იმიტომ, რომ მათ ხელიდან ეცლებათ ამ ადამიანების ირგვლივ ყალბად აწეული თემა, როგორც ინსტრუმენტი, როგორც ჩანს სასოწარკვეთაში არიან მოქცეულნი და ამიტომ აკეთებენ ასეთ განცხადებებს, რომლებსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია. თუ ევრობიუროკრატები დასკვნებს დროულად არ გამოიტანენ, უარყოფითი დამოკიდებულება მათ მიმართ კიდევ უფრო გაიზრდება, - განაცხადა იონათამიშვილმა.

გეკა გელაძე

09 სექტემბერი 2026, 14:11

პოლიტიკა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფება

2026 წლის ფორუმის ფარგლებში, მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნიდან მიწვეული მაღალი რანგის სტუმრები გლობალური ტურბულენტური გარემოს ფონზე საზოგადოებრივი უსაფრთხოების მმართველობის საკითხებს განიხილავენ. ღონისძიებაში მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებისა და სამართალდამცავი უწყებების ხელმძღვანელი პირები.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

09 სექტემბერი 2026, 14:10

მსოფლიო

POLITICO: ურსულა ფონ დერ ლაიენი შესაძლო მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისისთვის მზად არ არის

POLITICO წერს, ევროკავშირში სახელმწიფო ვალის მომსახურების ხარჯების ზრდის ფონზე, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი შესაძლო მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისისთვის მზად არ არის.

09 სექტემბერი 2026, 14:06

სამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დაზარალებულებს გერმანული კომპანიის დირექტორად გააცნო თავი და თითქოსდა ,,Mercedes-Benz“ ცენტრიდან, „მერსედესის“ მარკის ავტომანქანის მათთვის შეძენის მოტივით 222 700 ევრო ჩაარიცხვინა საკუთარ ანგარიშზე. ბრალდებულმა ჩარიცხული თანხა მიისაკუთრა და პირადი მიზნებისთვის გამოიყენა, ხოლო დაზარალებულებს თითქოსდა გადაცემული თანხის უკან დაბრუნების საბანკო გადარიცხვის ყალბი დოკუმენტი გაუგზავნა.