კახა კალაძე: ევროკავშირს აქვს შესაძლებლობა, საქართველოს მოლაპარაკებები გაუხსნან, თუ ეს დღის წესრიგში დგას - არავინ ამბობს უარს ამაზე
კახა კალაძე
ფოტო: თბილისის მერია
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით ბოლო დღეების განმავლობაში გაკეთებული განცხადებები სიცრუეა“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ.
მისი თქმით, მიმდინარე წლის დეკემბერში ევროკავშირს აქვს შესაძლებლობა, საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გაუხსნას.
„ჩვენ ორი დღის განმავლობაში, ვისმენდით ცრუ განცხადებებს, თითქოს, საქართველოს მთავრობამ შეაჩერა ევროინტეგრაციის პროცესი. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ეს ტყუილი და სამარცხვინო განცხადებაა, რომელიც, მათ შორის, ევროკავშირის ელჩისგან მოვისმინეთ. აქ იკვეთება ის სპეკულაციები და მანიპულაციები, რაც საქართველოსთან მიმართებაში აქვთ. მე გუშინაც ვთქვი, პრემიერმაც ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ დეკემბერში იმართება ევროკომისიის სხდომა. მათ აქვთ შესაძლებლობა, საქართველოს მოლაპარაკებები გაუხსნან. თუ ეს დგას დღის წესრიგში, არავინ ამბობს უარს ამაზე, როგორც ამას თავად წარმოაჩენენ. გახსნან მოლაპარაკებები და ნახონ, ხელისუფლება მიიღებს თუ არა ამას. შესაბამისად, ეს ყველაფერი „თითიდან გამოწოვილია“. ჩვენ, რა თქმა უნდა, ევროინტეგრაციის პროცესს ვაგრძელებთ, ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელი გვაქვს მოწერილი და რაც არის გათვალისწინებული, იმ დღის წესრიგს მივყვებით. 2028 წლისთვის ჩვენ 90%-ზე მეტი ვალდებულება გვექნება შესრულებული და უკვე მზად ვიქნებით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, დასავლელი პოლიტიკოსების ნაწილს საპარლამენტო არჩევნების შედეგები არ მოეწონა, ახლა კი საზოგადოების დაპირისპირებას ცდილობენ.
„ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსიც და მოლაპარაკებების გახსნაც ფორმალობაა და ამას თავადაც ამბობდნენ. ჯერ ხომ გვაშანტაჟებდნენ, სანამ კანდიდატის სტატუსს მოგვცემდნენ. ამას იყენებდნენ იმისთვის, რომ საზოგადოება ერთმანეთისთვის დაეპირისპირებინათ, მოეხდინათ სახელმწიფო გადატრიალება, რევოლუცია, სისხლისღვრა, მაგრამ არ გამოუვიდათ. დღეს, უკვე ახალი იარაღი აქვთ - მოლაპარაკებების გახსნა-არგახსნის სახით. ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოს მთავრობა მზადაა, გახსნან მოლაპარაკებები, მაგრამ ისინი ამ ყველაფერს შანტაჟისთვის იყენებენ, რომ არეულობა მოახდინონ. მათ არჩევნებში მიღებული შედეგები არ მოეწონათ, აგენტურამ და ქვეყნის მოღალატეებმა რომ ვერ გაიმარჯვეს. შესაბამისად, დღეს, ყველაფერს აკეთებენ, რომ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მოახდინონ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
ყველა სიახლე
06 მარტი 2026, 15:09
საზოგადოება
თბილისის შემოსავლელი გზის 34-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
თბილისის შემოსავლელი საავტომობილო გზის 34-ე კმ-ზე არსებული რკინიგზის გზაგამტარის სახიდე გადასასვლელზე სამუშაოები დასრულებულია და ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
06 მარტი 2026, 15:08
მსოფლიო
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს უნგრეთში გამგზავრებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს თავის მოქალაქეებს თავი შეიკავონ უნგრეთში გამგზავრებისგან.
06 მარტი 2026, 15:07
საზოგადოება
კომუნიკაციების კომისია ტელემაუწყებლებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოში მოქმედ ყველა მაუწყებელს, შესაბამის საკანონმდებლო ნორმებს კიდევ ერთხელ ყურადღებით გაეცნონ და ობიექტურობის სტანდარტების დაცვა უზრუნველყონ.
06 მარტი 2026, 15:04
სამართალი
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის თებერვლის თვეში სამართალდარღვევის 81 ფაქტი გამოავლინეს
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის თებერვლის თვეში სამართალდარღვევის 81 ფაქტი გამოავლინეს. სამართალდარღვევებიდან 80 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირებაა. ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.
06 მარტი 2026, 14:57
პოლიტიკა
ხათუნა თოთლაძე: ჩვენზე ფინანსურად ძლიერი სახელმწიფოებიც კი თავიანთ მოქალაქეებს ხშირ შემთხვევაში მხოლოდ რეკომენდაციებს აძლევენ და იშვიათად უსაფრთხოდ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფენ ე.წ. ესკალაციის ზონებიდან
მათ შორის ჩვენზე ფინანსურად ძლიერი სახელმწიფოებიც კი თავიანთ მოქალაქეებს ხშირ შემთხვევაში მხოლოდ რეკომენდაციებს აძლევენ და იშვიათად თუ რომელიმე ქვეყანა თავიანთი მოქალაქეების უსაფრთხოდ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს ე.წ. ესკალაციის ზონებიდან, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ.
06 მარტი 2026, 14:54
ეკონომიკა
ADB-ის პრეზიდენტმა საქართველოს ეკონომიკური ზრდისადმი მხარდაჭერა დაადასტურა
აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტი მასატო კანდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეხვდა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ADB-ის, როგორც საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი განვითარების პარტნიორის ქვეყნისადმი ძლიერ მხარდაჭერას, - ინფორმაციას აზიის განვითარების ბანკი ავრცელებს.
06 მარტი 2026, 14:49
ეკონომიკა
მწვანილის ექსპორტის ღირებულება 22%-ით გაიზარდა
მიმდინარე წლის თებერვალში საქართველოდან ექსპორტირებულია 1.1 მლნ აშშ დოლარის 503 ტონა მწვანილი. წინა წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით, ექსპორტირებული მწვანილის ღირებულება 22%-ით, ხოლო რაოდენობა 15%-ით გაიზარდა. მწვანილის ძირითადი საექსპორტო ბაზრებია: უკრაინა, მოლდოვა, რუმინეთი, რუსეთი, ბულგარეთი და სხვა. ამასთან, მზარდია მწვანილის საექსპორტო ფასი. 2025 წელს კილოგრამი მწვანილის საექსპორტო ფასმა 2.12 $-ს მიაღწია.
06 მარტი 2026, 14:41
პოლიტიკა
მას შემდეგ, რაც „ქრონიკამ“ ამხილა ლომჯარიასა და პეტერ ფიშერის დახურული შეხვედრა და მაყურებელს მოუყვა შეხვედრის სკანდალური შინაარსი, გერმანიის ელჩმა ნინო ლომჯარია საელჩოს უკანა გასასვლელიდან გააპარა
მას შემდეგ, რაც „ქრონიკამ“ ამხილა ლომჯარიასა და პეტერ ფიშერის დახურული შეხვედრა და მაყურებელს მოუყვა შეხვედრის სკანდალური შინაარსი, გერმანიის ელჩმა ნინო ლომჯარია საკუთარ ავტომანქანაში ჩასვა და საელჩოს უკანა გასასვლელიდან გააპარა.
06 მარტი 2026, 14:35
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულების პროცესი გაიმართა
თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულების პროცესი გაიმართა. მოწმის სახით გამოიკითხა დაზარალებული პოლიციელი.
06 მარტი 2026, 14:33
მსოფლიო
აზერბაიჯანს ირანიდან საელჩოსა და საკონსულოს თანამშრომლები გაჰყავს
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა გასცა განკარგულება თეირანის საელჩოდან და თავრიზის გენერალურ საკონსულოდან თანამშრომლების აზერბაიჯანში ევაკუაციის შესახებ. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
06 მარტი 2026, 14:32
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: უკრაინელებს ჰპირდებოდნენ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას, მაქსიმალურად გვერდში დგომას და მაშინ როდესაც ყველაზე მძიმე მდგომარეობაა ფრონტის ხაზზე, ასეთ კრიტიკულ მომენტში, ფაქტობრივად, კარი ცხვირწინ მიუხურეს
რასაც უკრაინელებს უკეთებდნენ, ეს იყო გაბრუება ცრუ დაპირებებით, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა. დეპუტატი გამოეხმაურა „პოლიტიკოს“ სტატიას, რომლის მიხედვით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებმა განაცხადეს, რომ მხარს არ უჭერენ უკრაინის ევროკავშირში გაწევრების დაჩქარებულ ფორმატს.
06 მარტი 2026, 14:26
თავდაცვა
თავდაცვისა და უსაფრთხოების უმაღლესი კურსი დასრულდა
თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ „თავდაცვისა და უსაფრთხოების უმაღლესი პროგრამის“ კურსის გამოშვების ცერემონია გაიმართა. მსმენელებს კურსის წარმატებით დასრულება თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ მიულოცეს და დიპლომები გადასცეს.
06 მარტი 2026, 14:21
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე ვახტანგ კაპანაძის განცხადებაზე: როგორ არ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა, რომ საუბრობდე შენი ქვეყნის ტერიტორიაზე გარკვეული სარაკეტო დარტყმის განხორციელების შესაძლებლობაზეც კი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გენერალ - მაიორის ვახტანგ კაპანაძის განცხადებას ეხმაურება. საუბარია განცხადებაზე, სადაც ვახტანგ კაპანაძე უშვებს შესაძლებლობას, ირანმა დარტყმა მიაყენოს საქართველოს.
06 მარტი 2026, 14:19
მსოფლიო
ანდრიუს კუბილიუსი შიშობს, რომ ირანში ომის ფონზე აშშ მოკავშირეებს საჭირო რაოდენობის რაკეტებს ვერ მიაწვდის
ევროკომისარი თავდაცვისა და კოსმოსის საკითხებში, ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ ირანის წინააღმდეგ აშშ-სა და ისრაელის წარმოებული ერთობლივი სამხედრო კამპანიის ფონზე ვაშინგტონი მოკავშირეებს ვეღარ მიაწვდის საჭირო რაოდენობის რაკეტებს. ინფორმაციას DW ავრცელებს.
06 მარტი 2026, 14:19
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი ვახტანგ კაპანაძის განცხადებაზე: ეს არის მოღალატეობრივი, ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი - მოსახლეობამ უნდა დაინახოს ის სახელ-გვარები, რომლებიც ასეთ კრიტიკულ მომენტში დადგნენ ომის მხარეს
ეს არის მოღალატეობრივი, ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი, - ასე შეაფასა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძის განცხადება.
06 მარტი 2026, 14:18
პოლიტიკა
ზვიად შალამბერიძე: როდესაც საჯარო სივრცეში ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა, შეიცავდეს ქვეყნის უსაფრთხოებისათვის რისკის შემცველ ბრალდებებს, სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, გააკეთოს შესაბამისი შეფასება და რეაგირება
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზვიად შალამბერიძე არსებული საერთაშორისო დაძაბულობის ფონზე ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და მათთან დაკავშირებული კომენტატორების მიერ გაკეთებულ განცხადებებსა და საქართველოს სახელმწიფოს მიმართ ბრალდებებს აფასებს.
06 მარტი 2026, 14:17
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე გიორგი კანდელაკზე: ის არის ჭანჭიკი, დავალების შემსრულებელი, მრავალ აკაცუკთაგან ერთ-ერთი. ყოველთვის ყველაფერს აკეთებს ჩვენი ქვეყნის დასაზიანებლად
„როდესაც სახელს და გვარს - გიორგი კანდელაკს გავიგებთ, პირველ რიგში გვახსენდება, როგორ იბრძოდა ჯერ კიდევ ევროკავშირთან ყოვლის მომცველი ხელშეკრულების გაფორმებამდე და შემდეგ ევროპული ინსტიტუციების დერეფნებში საქართველო დასანქცირებულიყო, ან არ მიეღო კანდიდატის სტატუსი. ის არის ჭანჭიკი, დავალების შემსრულებელი, მრავალ აკაცუკთაგან ერთ-ერთი. ის ყოველთვის ყველაფერს აკეთებს ჩვენი ქვეყნის დასაზიანებლად“, - აღნიშნა გორდულაძემ.
06 მარტი 2026, 14:16
პოლიტიკა
გიორგი შარაშიძე: იმ ვითარებაში, რაშიც დღეს რეგიონი და მსოფლიოა, რამდენად მავნებელიც არ უნდა იყოს „ოცნება", უკლებლივ ყველას მართებს გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა, რადგან მშვიდობა ამ ქვეყანაში არის ყველაზე დიდი ღირებულება
პარტია „გახარია საქართველოსთვის" წევრი გიორგი შარაშიძე „ჰადსონის ინსტიტუტის" მიერ გამოქვეყნებულ კვლევას გამოეხმაურა, რომლის ავტორიც ქართველია. საუბარია გიორგი კანდელაკისა და ლუკ კოფის ერთობლივ კვლევაზე, სათაურით „საქართველოს ირანული შეტრიალება: თეირანის გავლენის სწრაფი გაფართოება ერთ დროს ამერიკის ძლიერ მოკავშირე ქვეყანაში“.
06 მარტი 2026, 14:09
პოლიტიკა
ოპოზიცია ევროპელებს აჩქარებს, რადგან, მათი თქმით, „ივანიშვილი ამერიკელებთან ლაგდება და ისინიც უთავმოყვარეოდ ეთამაშებიან“ - „ქრონიკის“ ინფორმაციით, ნინო ლომჯარია და ე.წ „ახალი გაერთიანების“ წევრები გერმანიის ელჩთან იმყოფებიან
„ხალხი უნდა დაისაჯოს ვიზით, სხვა არაფერი ჭრის, ფაქტია“, - ეს სიტყვები ეკუთვნის ნინო ლომჯარიას, რომელიც ამ წუთებში, სხვა თანამოაზრეებთან, მათ შორის „ნაცმოძრაობის“ ე.წ „ახალი გაერთიანების“ წევრებთან ერთად, გერმანიის ელჩთან იმყოფება.
06 მარტი 2026, 14:05
პოლიტიკა
„ხალხი უნდა დაისაჯოს ვიზით, სხვა არაფერი ჭრის, ფაქტია“ - ამ სიტყვების ავტორი ნინო ლომჯარია ამ წუთებში, ე.წ. „ახალი გაერთიანების“ წევრებთან ერთად, გერმანიის ელჩთან იმყოფება. „ქრონიკის“ ინფორმაციით, დისკუსიაში ჩართულია ევროკავშირის ელჩიც
„ხალხი უნდა დაისაჯოს ვიზით, სხვა არაფერი ჭრის, ფაქტია“, - ეს სიტყვები ეკუთვნის ნინო ლომჯარიას, რომელიც ამ წუთებში, სხვა თანამოაზრეებთან, მათ შორის „ნაცმოძრაობის“ ე.წ „ახალი გაერთიანების“ წევრებთან ერთად, გერმანიის ელჩთან იმყოფება.


