მამუკა მდინარაძე „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმაზე: ჟურნალისტზე თავდასხმა და ამ ფორმით მითუმეტეს, არის ამორალური. ვთხოვ საგამოძიებო ორგანოებს სწრაფ ვადებში დაადგინონ ეს ყველაფერი
ფოტო: „ქართული ოცნება“
ჩვენი ოპონენტებისგან განსხვავებით არ გამიჭირდება იმის თქმა, რომ ჟურნალისტზე თავდასხმა და ამ ფორმით მითუმეტეს, არის ამორალური. არა მხოლოდ დასაგმობი და ცუდია ესე უბრალოდ და ვგმობ კი არა, არის ამორალური და არის ამაზრზენი, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „იმედი LIVE“-ში სატელეფონო ჩართვისას.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, პირები, რომლებიც „ტვ პირველის“ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორს პირდაპირ ეთერში მუშაობისას თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ, არც პოლიციის, არც სპეცსამსახურის ან სპეცრაზმის და არც „ქართული ოცნების“ აქტივის წარმომადგენლები არ არიან.
„მაკა ჩიხლაძეზე ჩემი წარმოდგენები მაქვს, წლების განმავლობაში, სხვებს რომ თავი დავანებოთ, იმდენ ფეიქს აკეთებდა ჩემზე, მაგრამ არაფერ შუაშია ამ ფაქტის შეფასებასთან, თუ ჩვენ გვინდა რომ დემოკრატიაზე და მსგავს რაღაცებზე ახლოს ვილაპარაკოთ ოდნავ მაინც, არათუ დემოკრატიულ ქვეყანაში ვიცხოვროთ, ახლოს ვილაპარაკოთ, ყველაფრის მიუხედავად უნდა ვთქვათ, რომ ეს არის ამაზრზენი და ამორალური. ეს იმის გაგრძელებაა სხვები რომ ვერ ბედავენ, მისივე კოლეგები, რომ ამორალური უწოდონ ჟურნალისტზე თავდასხმას. მართალია იქ ფიზიკური არ ყოფილა ასეთი, რომ კისერი გადაეგრიხოს ვიღაცას და გადაეგდოს გვერდზე ქალი ჟურნალისტი, რაც მართლა ამორალურია, მაგრამ იქ რომ როცა ნაკლებს არ დაგმობ, მერე ეს მოჰყვება ალბათ. რაც შეეხება იმას, რომ ატეხეს ამბავი, ფეისბუქში შევიხედე და უკვე მივხვდი საითაც მიჰყავთ, მე მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, პირველივე წამებზე, როცა ვნახე რამდენიმე წუთის წინ ეს კადრები, ყველას ველაპარაკე ვისთანაც კი შემძლებოდა ლაპარაკი, ეს არ არის არცერთი პოლიციელი, ეს არ არის სპეცსამსახურის, სპეცრაზმის ან ვინმეს წარმომადგენელი და მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ ასევე, რომ ესენი არ არიან ჩვენი აქტივის წარმომადგენლები“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, 99%-იანი შანსია, რომ ეს იყოს მიზანმიმართული პროვოკაცია ჩამქრალი მუხტის გაღვიძებისთვის და მიმართა შესაბამის ორგანოებს სწრაფ ვადებში დაადგინონ ყველაფერი.
„მინიმუმ ეჭვის დონეზე ვინ რჩება ვისაც აწყობს არეულობა? წეღან სიმშვიდეზე ვლაპარაკობდით, ვის აწყობს ეხლა სიმშვიდე და ვის აწყობს არეულობა? ეჭვი თუ გინდათ, ოღონდ საფუძვლიანი ეჭვი ეს იმის გაკეთებულია. ეს ჩემი სუბიექტური აზრია და მერე ამას გამოძიება დაადგენს დარწმუნებული ვარ და უნდა ვთხოვო საგამოძიებო ორგანოებს სწრაფ ვადებში დაადგინონ ეს ყველაფერი, მაგრამ ვისაც არეულობა, ქაოსი და რაღაცა ახალი ე.წ. თავად როგორც უწოდებენ „კარწინკები“ ჭირდება იმის გაკეთებულია სავარაუდოდ. ამას გამოძიება ჭირდება, მაგრამ 1%-იც რომ დავუშვათ, რომ მათი გაკეთებული არ არის, ვინც ეს გააკეთა არის მავნებელი ჩვეულებრივი. 1%-იც რომ დავუშვათ, რომ ვიღაცამ ახლა „ტვ პირველის“ ჟურნალისტზე შური იძია და თავს დაესხა და ამით გონია, რომ რაღაცა ვითომ ან ოცნებისკენ ან ხელისუფლებისკენ მხარდაჭერის აქტი ჩაიდინა ან გამოხატა მხარდაჭერა პირიქით, მე მინდა ვუთხრა ნებისმიერ მათგანს, რომ არის მავნებელი, რომელიც „ნაცების“ და აგენტების წისქვილზე ასხამს წყალს. შედეგს გეტყვით ახლა, ერთი კვირა მინიმუმ ილაპარაკებენ ამ ფაქტზე, არაფერი აღარ იქნება ახლა, აღარც ევროინტეგრაცია დააინტერესებთ, არაფერი არ დააინტერესებთ. მივეჩვიეთ ამას ხომ ძალადობა - ძალადობა, ძალადობის დაგმობის საფარქვეშ დაიწყეს ხალხის ბულინგი. ვითომ ეს ძალადობა ვინმეს ინიციირებული იყოს. ძალიან ცუდი ფაქტი იყო და ამაზე უნდა ვილაპარაკოთ. ძალიან ცუდი ფაქტი იყო ის, რომ სახეში წიხლებს ურტყამდნენ ადამიანს, რომელიც წაქცეული იყო, ძალიან ცუდი ფაქტი იყო ის, რომ ჟურნალისტს თავს დაესხა ერთ-ერთი სპეცრაზმელი და უკნიდან ჩაარტყა თუ როგორც იყო. ეს ორი ფაქტი იყო განსაკუთრებით ცუდი სანახავი და ასევე ამორალური, რაც იმ შემთხვევაში აზიანებდა მისივე კოლეგების იმიჯს. მაგრამ ამის გარდა, ახლა ვიღაცა გაუთვალისწინებელი ინციდენტი, ამას ჰქვია გაუთვალისწინებელი, ამავდროულად ამორალური ინციდენტი, ეს არის მავნებლობა, თუ ვინმეს რამე უნდა შეაფასოს და ვიღაცა ისეთის გაკეთებულია რაც მართლა პროცენტზე ნაკლები შანსია რომ იყოს, მაგრამ რეალურად 99%-იანი შანსია, მე მხოლოდ ვერსიებზე შემიძლია ვისაუბრო, უფრო დაბეჯითებით ვერაფერზე, რომ ეს იყოს მიზანმიმართული პროვოკაცია ჩამქრალი მუხტის ფონზე მინიმუმ ერთკვირიანი საქმეები გააღვიძოს“, - განაცხადა მდინარაძემ.
ყველა სიახლე
24 აგვისტო 2026, 17:16
თემა
მეორე ტიპის დიაბეტი ქალებში სულ უფრო ახალგაზრდავდება. რატომ?
მეცნიერები 40 წლამდე ასაკის ქალებში მე-2 ტიპის დიაბეტის შემთხვევების მნიშვნელოვან ზრდაზე საუბრობენ. თუმცა აღნიშნული დიაგნოზის დასმა ხშირად გვიანდება.
23 აგვისტო 2026, 23:23
სპორტი
კონსტანტინე პეტრიაშვილი თავისუფალ ჭიდაობაში 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
კონსტანტინე პეტრიაშვილი თავისუფალ ჭიდაობაში ბრატისლავაში მიმდინარე 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია.
23 აგვისტო 2026, 21:22
სპორტი
საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა
ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლეში საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ისრაელის ნაკრებს უმასპინძლა.
23 აგვისტო 2026, 18:15
მსოფლიო
ბალტიისპირეთის ქვეყნებში შტორმს მსხვერპლი მოჰყვა
ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის, ასევე პოლონეთისა და ბელარუსის ტერიტორიას ძლიერმა ციკლონმა „პრისკამ“ გადაუარა. ქარის სიჩქარე წამში 30 მეტრს აღემატებოდა. სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა: ერთი ადამიანი ლიეტუვის ჩრდილო-აღმოსავლეთით დაიღუპა, მას წაქცეული ხე დაეცა; მეორე კი ლატვიის ქალაქ ელგავაში შენობის ნანგრევებში მოჰყვა.
23 აგვისტო 2026, 18:07
სპორტი
ოქროს ლიგის განახლებული სეზონისთვის მოსამზადებლად თბილისის „ლოკომოტივის“ 19-წლამდელთა საფეხბურთო გუნდი ავსტრიაში იმყოფებოდა
ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ევროპული გრანდების წინააღმდეგ რამდენიმე საკონტროლო მატჩი გამართეს.
23 აგვისტო 2026, 17:50
მსოფლიო
იაპონიაში მიწისძვრის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა
იაპონიის აღმოსავლეთ ნაწილში, მათ შორის ტოკიოს რეგიონში, საშუალო სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც 30-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ოფიციალური პირების განცხადებით, ცუნამის საფრთხე არ არსებობს.
23 აგვისტო 2026, 17:34
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ფეისბუკპოსტებით დაპირისპირების სერიას თამარ ჩერგოლეიშვილი განაგრძობს - იგი სააკაშვილს მანიპულატორს უწოდებს
მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ფეისბუკპოსტებით დაპირისპირების სერიას და მხილებას ამჯერად თამარ ჩერგოლეიშვილი განაგრძობს და სააკაშვილს მანიპულატორს უწოდებს. პატიმრის ახლანდელი ბრძოლა „კოალიცია ცვლილებების“ წინააღმდეგ, ფედერალისტების ლიდერს ახსენებს პერიოდს, როდესაც, მისივე სიტყვებით, სააკაშვილი, ევროპულ საქართველოს აზიანებდა.
23 აგვისტო 2026, 17:32
მსოფლიო
ფედოროვმა ზელენსკის მის გარემოცვაში სავარაუდო კორუფციულ სქემებთან დაკავშირებით არსებულ კითხვებზე პასუხის გაცემისკენ მოუწოდა
BBC-სთან ინტერვიუში ფედოროვმა კომენტარი გააკეთა თანხების სავარაუდო გათეთრების სქემასთან დაკავშირებით ახლახან ჩატარებულ ანტიკორუფციულ გამოძიებაზე, რომელშიც, გამოძიების მონაცემებით, შესაძლოა პრეზიდენტის ოფისის მაღალჩინოსანი ყოფილიყო ჩართული.
23 აგვისტო 2026, 17:17
მსოფლიო
„ნორდიკულ-ბალტიური რვიანის“ ლიდერები კიევში უკრაინის დროშის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ
კიევში „ნორდიკულ-ბალტიური რვიანის“ ლიდერები ჩავიდნენ. დანიის, ესტონეთის, ფინეთის, ლატვიის, ლიეტუვისა და ნორვეგიის ხელისუფლებების წარმომადგენელთა ვიზიტი უკრაინის ეროვნული დროშის დღეს დაემთხვა. მათ საზეიმო ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.
23 აგვისტო 2026, 17:12
მსოფლიო
ძლიერმა სიცხემ ევროპაში პრობლემები გამოიწვია
ძლიერმა სიცხემ და გვალვამ ევროპაში შიდა გადაადგილებისა და ენერგომომარაგების სისტემაში პრობლემები შექმნა. მდინარე რაინსა და დუნაიში წყლის დონის კრიტიკულად დაწევამ საწყლოსნო გადაზიდვები შეაფერხა გერმანიაში.
23 აგვისტო 2026, 17:12
თემა
რა შეუძლია ახალ აბებს, რომლებიც წონის კლებისთვის გამოიყენება?
წონის კლების წამალი ახლა უკვე აბების ფორმით არის ხელმისაწვდომი. ეს შეიძლება შვება იყოს მათთვის, ვისაც ინექციების ეშინია. თუმცა, ახალი აბი ცხოვრების წესის შესაცვლელად უვნებელი გზა ნამდვილად არ არის. ევროკომისიამ ვეგოვი აბების ფორმით უკვე დაამტკიცა. ეს ევროპაში პირველი შემთხვევაა, როდესაც აქტიური ინგრედიენტის - სემაგლუტიდის შემცველი პერორალური წონის მართვის თერაპია ინექციის ნაცვლად ტაბლეტის სახით არის ხელმისაწვდომი. შესაძლოა, ეს შვება იყოს ჭარბი წონის მქონე მრავალი პაციენტისთვის, მაგრამ ისმის კითხვა: არის თუ არა ეს აბი ისეთივე ეფექტური და უსაფრთხო, როგორც ინექცია?
23 აგვისტო 2026, 17:11
რეგიონი
ზუგდიდის სოფელ ალერტკარში, საცხოვრებელ სახლში, სავარაუდოდ საკვებით ინტოქსიკაციის შედეგად გარდაცვლილი სამი ქალის ცხედარი იპოვეს
ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, დებთან კომუნიკაცია ბოლოს 14 აგვისტოს ჰქონდათ, ხოლო ცხედრები გუშინ გვიან ღამით მეზობლებმა იპოვეს. გარდაცვლილები დღეს დაკრძალეს.
23 აგვისტო 2026, 17:09
მსოფლიო
ჩრდილოეთ მაკედონიაში ტყის ხანძრებს ებრძვიან
ძლიერი ქარის გამო გავრცელებული ალი კი საცხოვრებელ სახლებს უახლოვდება, სულ მცირე ერთი საცხოვრებელი სახლი უკვე განადგურდა.
23 აგვისტო 2026, 17:01
მსოფლიო
მედია: ირანელმა ჰაკერებმა ბრიტანეთში ელექტროსადგური გათიშეს
„როგორც ჩანს ირანმა გადაწყვიტა ბრიტანეთს აჩვენოს, რომ ქვეყნის ელექტრომომარაგების გარეშე დატოვებისთვის „შაჰედები“ ერთადერთი საშუალება არ არის“, - წერს გამოცემა Telegraph-ი.
23 აგვისტო 2026, 14:37
მსოფლიო
ევროკავშირმა სერბეთს ტყის ხანძართან საბრძოლველად ვერტმფრენები და სამაშველო ჯგუფები გაუგზავნა
სერბეთს ტყის ხანძართან საბრძოლველად ევროკავშირმა ვერტმფრენები და სამაშველო ჯგუფები გაუგზავნა. მეხანძრე-მაშველები სტიქიის ზონაში ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმის ფარგლებში ჩავიდნენ.
23 აგვისტო 2026, 14:36
მსოფლიო
მოჯტაბა ჰამენეის სამხედრო მრჩეველი: ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ ეკონომიკური შეზღუდვების დაწესებაში მონაწილეობას მიიღებს, მტრად ჩაითვლება
„პირველ რიგში, ჩვენს ყველა მეზობელ და მსოფლიოს ყველა ქვეყანას ვეტყვით - არ შეუერთდეთ შეერთებულ შტატებს მის ეკონომიკურ ომში. ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ ეკონომიკური შეზღუდვების დაწესებაში მონაწილეობას მიიღებს, მტრად ჩაითვლება. რა თმა უნდა, თავდაპირველად მათთან მოლაპარაკებას გავმართავთ, დაველაპარაკებით და ვეტყვით რომ განზე გადგნენ და შეერთებული შტატებისგან დისტანცირდნენ, მაგრამ თუ ამას არ გააკეთებენ, მათ დავარტყამთ“, - განაცხადა მან.
23 აგვისტო 2026, 14:31
მსოფლიო
ამერიკაში, ნევადას შტატში ტყის ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
ამერიკაში, ნევადას შტატში ტყის ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ცეცხლი 4 250 ჰექტარ ფართობზე მძვინვარებს.
23 აგვისტო 2026, 14:25
მსოფლიო
მაკრონის განცხადებით, საფრანგეთი უკრაინას საჰაერო დაცვის გასაძლიერებლად გადამჭერი რაკეტების ახალ პარტიას მიაწვდის
„მშვიდობიანი მოქალაქეების სამიზნეში სისტემატური ამოღებითა და დაშინებასა და ესკალაციაზე არჩევანის გაკეთებით, რუსეთი ძალის დემონსტრირებას ცდილობს. მაგრამ ეს უფრო მეტად საკუთარი უძლურობის დემონსტრირებაა. ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის ცის დასაცავად საჭირო საშუალებების მოწოდება. პრეზიდენტ ზელენსკის დახმარების გაძლიერების შესახებ უკვე ვაცნობე. უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ამ ძალისხმევას ის ქვეყნებიც შემოუერთდნენ, რომლებიც ასეთ სისტემებს ფლობენ“, - წერს მაკრონი.
23 აგვისტო 2026, 14:24
პოლიტიკა
გიორგი კალანდარიშვილი ყაზახეთში მიმდინარე არჩევნებზე: პროცესი გამოირჩევა ორგანიზებულობით, ადმინისტრირების კარგი ხარისხით, ამომრჩეველთა ინფორმირებულობით, რაც თავის მხრივ გულისხმობს იმას, რომ ამომრჩევლებისთვის სერვისები საკმაოდ კარგ დონეზეა შეთავაზებული
პროცესი გამოირჩევა ორგანიზებულობით, ადმინისტრირების კარგი ხარისხით, ამომრჩეველთა ინფორმირებულობით, რაც თავის მხრივ გულისხმობს იმას, რომ ამომრჩევლებისთვის სერვისები საკმაოდ კარგ დონეზეა შეთავაზებული, - განუცხადა „ქრონიკას“ ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა, რომელიც ყაზახეთში იმყოფება და დელეგაციასთან ერთად აკვირდება საპარლამენტო არჩევნების პროცესს.
23 აგვისტო 2026, 14:15
მსოფლიო
დავით მათიკაშვილი საყვარელიძის განცხადებაზე: ეს არის აღიარება იმისა, თუ რა ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დააყენა მოღალატეობრივმა მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს სახელმწიფოებრიობა
„ეს არის აღიარება იმისა, თუ რა ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დააყენა მოღალატეობრივმა მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს სახელმწიფოებრიობა. ეს არის ის ტყუილები და ტყუილებში წამოცდენები, რითაც საზოგადოებას კიდევ ერთხელ პასუხი ეძლევა იმაზე თუ ვინ იყო რეალური დამნაშავე 2008 წლის ტრაგედიაში - რა თქმა უნდა, რუსეთის საოკუპაციო ძალებთან ერთად, პირველ რიგში ეს იყო მიხეილ სააკაშვილის მოღალატეობრივი სისტემა და რეჟიმი, რომელმაც ქვეყანა პრაქტიკულად განადგურების წინაშე დააყენა“, - მიიჩნევს მათიკაშვილი.


