პრემიერი: ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ორჯერ სცადა დიპლომის აღება და ორივეჯერ ვერ აიღო, ახლა ასანქცირებს სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, ის თავად არის სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი თანამდებობისთვის შეუფერებლობაში
ირაკლი კობახიძე
ფოტო: საქართველოს მთავრობა
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრზე ერთი რამ შემიძლია გითხრათ - მან ორჯერ სცადა დიპლომის აღება და ორივეჯერ ვერ აიღო, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში.
მთავრობის მეთაურის თქმით, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯერ ტარტუში, შემდეგ კი ტორონტოში სცადა დიპლომის აღება, თუმცა ორივე მცდელობა ჩაუვარდა.
პრემიერის შეფასებით, ეს ქვეყნები ვერ მოქმედებენ დამოუკიდებლად და სუვერენულად და პირდაპირ უცხოურ დაკვეთას ემორჩილებიან.
„აბსოლუტურად უავტორიტეტო ადამიანები არიან ხელისუფლებებში ამ ქვეყნებში, ყველაზე შეიძლება თავი ვერ დავდოთ, მაგრამ ვისაც ვხედავთ ხოლმე, სერიოზული პრობლემაა. მაგალითად, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არ ტოვებს იმ შთაბეჭდილებას, რასაც უნდა ტოვებდეს სუვერენული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი. გახსოვთ, ლიბერალებს რა ამბავი ჰქონდათ ატეხილი დიპლომის თემასთან დაკავშირებით. შეიძლება, ადამიანს ჰქონდეს ისეთი პროფესია, რომ ვერ შეუთავსოს ამას უმაღლესი განათლების მიღება, აბსოლუტურად ნორმალური მოვლენაა მთელს მსოფლიოში ეს ყველაფერი, მაგრამ ამ კონკრეტულ ადამიანზე, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრზე ერთი რამ შემიძლია გითხრათ - მან ორჯერ სცადა დიპლომის აღება და ორივეჯერ ვერ აიღო. ორჯერ სცადა, ჯერ ტარტუში, შემდეგ ტორონტოში და ორივეჯერ ჩაუვარდა ეს მცდელობა. სად არიან ლიბერალები? რატომ არ აწუხებთ მისი უდიპლომობა, როდესაც მას არავითარი ობიექტური მიზეზი არ ჰქონდა დიპლომის არქონის. სცადა და ვერ ისწავლა. კაცმა ვერ ისწავლა, ახლა არის ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ასანქცირებს სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს. ის თავად არის სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი თანამდებობისთვის შეუფერებლობაში, ეს შეიძლება ითქვას“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ყველა სიახლე
12 მაისი 2026, 01:34
მსოფლიო
ირანის პარლამენტის სპიკერმა განაცხადა, რომ შეიარაღებული ძალები მზად არიან საკადრისი პასუხი გასცენ აშშ-ის ნებისმიერ განახლებულ სამხედრო ქმედებას
ირანის პარლამენტის სპიკერმა, მოჰამედ ბაყერ ყალიბაფმა განაცხადა, რომ მისი ქვეყნის შეიარაღებული ძალები მზად არიან „საკადრისი“ პასუხი გასცენ აშშ-ის ნებისმიერ განახლებულ სამხედრო ქმედებას.
12 მაისი 2026, 00:57
საზოგადოება
დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღესასწაული აღინიშნება
ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ 12 მაისი 2018 წლის 27 დეკემბერს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებით გამოცხადდა.
12 მაისი 2026, 00:40
მსოფლიო
CNN: ბრაუნის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, ირანთან ომის დაწყების შემდეგ ბენზინსა და დიზელზე ფასების მკვეთრმა მატებამ ამერიკელ მომხმარებლებს 37 მილიარდი დოლარის ზარალი მიაყენა
ბრაუნის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, ირანთან ომის დაწყების შემდეგ ბენზინსა და დიზელზე ფასების მკვეთრმა მატებამ ამერიკელ მომხმარებლებს 37 მილიარდი დოლარის ზარალი მიაყენა, - წერს ტელეკომპანია CNN-ი.
12 მაისი 2026, 00:40
საზოგადოება
სვეტიცხოველში დღეს საზეიმო წირვაზე ახლად არჩეული პატრიარქის, შიო III-ის ინტრონიზაცია გაიმართება
სვეტიცხოველში დღეს საზეიმო წირვაზე ახლად არჩეული უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის ინტრონიზაცია გაიმართება.
12 მაისი 2026, 00:29
მსოფლიო
ერიკ ტრამპი: მიხარია, რომ გიზიარებთ Trump Tower Tbilisi-ს ოფიციალურ რენდერს - თბილისის გულში, საუკეთესო მდებარეობით, ეს ცათამბჯენი მალე გახდება ღირსშესანიშნაობა, ეს ჩვენი პირველი პროექტია რეგიონში და მოუთმენლად ველით მის განხორციელებას!
ტრამპის ორგანიზაციის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ვაჟი, ერიკ ტრამპი სოციალურ ქსელში Trump Tower Tbilisi-ს ოფიციალურ პროექტს აქვეყნებს.
12 მაისი 2026, 00:10
საზოგადოება
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა
დღესასწაულთან დაკავშირებით ახლად არჩეული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი შიო III-ე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოველში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.
11 მაისი 2026, 23:55
რეგიონი
ზურაბ პატარაძემ ქედის მუნიციპალიტეტში სამუშაო შეხვედრა გამართა
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, მთავრობის თავმჯდომარე მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც გაეცნო. მთავრობის თავმჯდომარემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ყველა მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს უკავშირდება, ეტაპობრივად განხორციელდება.
11 მაისი 2026, 23:33
მსოფლიო
ნეთანიაჰუ: მაშინ, როდესაც ისრაელი და აშშ „ევროპის ნაცვლად ასრულებენ შავ სამუშაოს“, ევროკავშირმა გამოავლინა საკუთარი მორალური გაკოტრება
მაშინ, როდესაც ისრაელი და აშშ „ევროპის ნაცვლად ასრულებენ შავ სამუშაოს“ და ცივილიზაციის დასაცავად ებრძვიან ირანსა და სხვაგან მყოფ ჯიჰადისტ შეშლილებს, ევროკავშირმა გამოავლინა საკუთარი მორალური გაკოტრება ისრაელის მოქალაქეებსა და „ჰამასის“ ტერორისტებს შორის ყალბი სიმეტრიის გავლებით, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
11 მაისი 2026, 23:14
მსოფლიო
„შემიძლია იმ ხაფანგების ამოცნობა, რომლებსაც რუსეთი, როგორც წესი, მოლაპარაკებების დროს აგებს“ - კაია კალასი აცხადებს, რომ შეუძლია რუსეთთან ევროკავშირის მომლაპარაკებლის როლი შეასრულოს
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა ევროკავშირის საბჭოს სხდომის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთთან მომავალი დიალოგის შემთხვევაში, მას შეუძლია ევროკავშირის მომლაპარაკებლის როლი შეასრულოს.
11 მაისი 2026, 22:39
მსოფლიო
უკრაინული მედია: 100 მილიონი დოლარის ღირებულების კორუფციულ სქემასთან დაკავშირებით საქმეზე ანდრიი ერმაკს ბრალი წარუდგინეს
ერმაკის მიმართ გამოძიება მიმდინარეობდა 100 მილიონი დოლარის ღირებულების კორუფციულ სქემასთან დაკავშირებით, რომელიც სახელმწიფო ბირთვულ მონოპოლისტ „ენერგოატომს“ უკავშირდება.
11 მაისი 2026, 22:17
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე საფრანგეთის ელჩ ოლივიე კურტოს შეხვდა
მიხეილ სარჯველაძემ და ოლივიე კურტომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობასა და მიმდინარე ერთობლივ პროგრამებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე განიხილეს სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის საკითხები. ყურადღება გამახვილდა კლინიკურ სექტორზეც. საუბარი შეეხო მედიკამენტების მწარმოებელ კომპანიებსაც, რომლებიც დღეს საქართველოში ოპერირებენ.
11 მაისი 2026, 22:12
მსოფლიო
Fox News: ტრამპი სერიოზულად განიხილავს ნაბიჯს ვენესუელის 51-ე შტატად გადასაქცევად
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ მიანიშნა, რომ მისი ადმინისტრაცია ვენესუელის ანექსიას შეეცდება. მან Fox News-ს განუცხადა, რომ სერიოზულად განიხილავს ნაბიჯს ამ ქვეყნის აშშ-ის 51-ე შტატად გადასაქცევად.
11 მაისი 2026, 22:08
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: რადიკალური ოპოზიცია უტევს ყველაფერს, რაც უდრის ქვეყნის იდენტობას და სარწმუნოებას - ეს არის უმორალო, უსამშობლო ადამიანების დაჯგუფება, რომლებიც ყველაფერს ებრძვიან, რაც ქვეყნისთვის ღირსეულია
„როდესაც ქვეყნის იდენტობას შეარყევ და შეეცდები, რწმენაში მყოფ ადამიანში რწმენა შეარყიო, ის ადვილად სამართავია. ესენი ამ ფორმულით მოქმედებენ. მაგრამ, მათ არ იციან, ან იციან და არ უნდათ რომ გაიაზრონ ის ისტორია და გზა, რაც ჩვენმა ქვეყანამ საუკუნეების განმავლობაში გამოიარა“.
11 მაისი 2026, 22:06
მსოფლიო
ნეთანიაჰუ: მსურს ნულამდე დავიყვანო ამერიკული ფინანსური მხარდაჭერა, ჩვენს სამხედრო თანამშრომლობაში არსებული ფინანსური კომპონენტი
ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ იმედოვნებს, რომ ათი წლის განმავლობაში ისრაელი აშშ-ის სამხედრო მხარდაჭერაზე აღარ იქნება დამოკიდებული.
11 მაისი 2026, 22:05
პოლიტიკა
გიორგი ცაგარეიშვილმა პარლამენტში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი ცაგარეიშვილს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, ასევე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე მოუსმინეს.
11 მაისი 2026, 22:00
პოლიტიკა
დავით ფაცაცია ისრაელის ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს შეხვდა
შეხვედრაზე დავით ფაცაციამ, მინისტრს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობა და სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეების მხარდაჭერასა და სამომავლო ერთობლივი თანამშრომლობის შესაძლებლობებს.
11 მაისი 2026, 21:55
საზოგადოება
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 29 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ასევე გაიზარდა ინტეგრირებული პროგრამების რაოდენობაც. სწავლის დასრულების შემდეგ გაიცემა როგორც პროფესიული განათლების დიპლომი, ასევე სრული ზოგადი განათლების ატესტატი, რაც უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას იძლევა.
11 მაისი 2026, 21:53
საზოგადოება
ჩეხეთის ელჩი: ვულოცავ სრულიად საქართველოს ახალ კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ს. ვუსურვებ მას სიბრძნეს, ძალასა და წინამძღოლობას თავის წმინდა მისიაში
ვულოცავ სრულიად საქართველოს ახალ კათოლიკოს-პატრიარქს, შიო III-ს, ვუსურვებ მას სიბრძნეს, ძალასა და წინამძღოლობას მის წმინდა მისიაში, - განაცხადა საქართველოში ჩეხეთის ელჩმა, პეტრ კუბერნატმა.
11 მაისი 2026, 21:52
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა
„სხდომაზე საუბარი შეეხო ეკონომიკურ მიმართულებებს, მათ შორის, ფასების შემსწავლელი კომისიის დასკვნას. დეტალურად განიხილეს, თუ რა ნაბიჯებია დაგეგმილი აღნიშნული მიმართულებით აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერიოდში, ასევე, იმსჯელეს აღმასრულებელი რგოლის მიგნებებსა და შეფასებებზე“.
11 მაისი 2026, 21:46
საზოგადოება
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლი: დაე, უფალმა აკურთხოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრების ახალი ეტაპი და ატაროს იგი ჭეშმარიტების, სიყვარულისა და მშვიდობის გზით
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა, მიტროპოლიტმა ეპიფანემ სპეციალური მიმართვა გაავრცელა, რომელშიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს არჩევას ულოცავს.


