imedi /  04 აპრილი 2025, 23:22 / სანდო წყარო

USAID-ი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჩაანაცვლა- 2025 წლის არჩევნებთან დაკავშირებით ბრიტანეთის საგარეო უწყება საგრანტო პროგრამას აცხადებს

მას შემდეგ, რაც რადიკალურ ოპოზიციას და მასთან დაკავშირებულ „ენჯეოებსUSAID-ისა და NED-ის მსუყე ფინანსები შემოაკლდათ, 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ე.წ მდიდარი „ენჯეოების“ დაფინანსების წყაროს ალტერლატივამაც არ დააყოვნა.

ამჯერად ასპარეზზე ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო შემოდის. ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოში მუნიციპალური არჩევნების წინ საგრანტო პროგრამას აცხადებს, რათა „ხელი შეუწყოს 2025 წლის ოქტომბერში დაგეგმილი საქართველოს მუნიციპალური არჩევნების ეფექტურად ჩატარებას“.

„თბილისში ბრიტანეთის საელჩოს მიზანია მხარი დაუჭიროს საქართველოში არჩევნების ჩატარებას უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად, რათა ქვეყნის ყველა მოქალაქეს ჰქონდეს შესაძლებლობა გამოხატოს საკუთარი აზრი. ორგანიზაციებს შეუძლიათ განაცხადი შეიტანონ გრანტზე, რომლის მაქსიმალური ოდენობა £100,000-ს შეადგენს, ამ მიზნის მხარდასაჭერი პროექტებისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

ოფიციალურად გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ასევე ვკითხულობთ: „გასულ წელს საქართველოში ჩატარდა ეროვნული არჩევნები, რომელსაც მონიტორინგი გაუწია ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODIHR). მათმა ანგარიშმა გამოავლინა რიგი რეკომენდაციები მიმდინარე წელს დაგეგმილ მუნიციპალური არჩევნების წინ. ეფექტური საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისია გადამწყვეტი იქნება იმის შესაფასებლად, შესრულდა თუ არა ეს რეკომენდაციები."

„გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს ეუთოს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის განლაგებას 2025 წლის მუნიციპალურ არჩევნებზე, მაგრამ ჩვენ ასევე ვაღიარებთ ადგილობრივი საარჩევნო დაკვირვების მნიშვნელობას“.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ეფექტური საერთაშორისო და ადგილობრივი საარჩევნო დაკვირვება უნდა განხორციელდეს საკმარისი რაოდენობის საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლის მონაწილეობით, რათა დადგინდეს საბოლოოდ, ჩატარდა თუ არა არჩევნები უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად.

„არჩევნების შემდგომი სანდო და ეფექტური ანგარიშგება ბრიტანეთის საელჩოს თბილისში აწვდის საკმარის ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენად ჩატარდა არჩევნები უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად.",- წერია განცხადებაში .

ეს უკანასკნელი ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან დაკავშირებით შეიძლება სადაოდ ჩაითვალოს, რადგან 2024 წლის საპარალამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც ყველანაირი სტანდარტის დაცვით ჩატარდა და ამას ეუთო/ოდირის დასკვნაც ადასტურებს, სწორედ უცხოეთიდან დაფინანსებული ე.წ მდიდარი ენჯეოებისა და რადიკალური ოპოზიციის მხრიდან გახდა სადაო. მათგან ორკესტრირებულად ისმენდა საზოგადოება სპეკულაციურ განცხადებებს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. აქვე აღსანიშნავია, რომ ვერცერთმა მათგანმა პროკურატურას გაყალბების მტკიცებულება ვერ წარუდგინა.

ბრიტანეთის საგარეო უწყება განცხადებაში წერს, რომ „დაფინანსება არ შეიძლება გამოყენებული იყოს რაიმე სახის პოლიტიკური გზავნილისთვის, მათ შორის რომელიმე პოლიტიკური პარტიის ან ინდივიდის პოპულარიზაციისთვის და/ან რომელიმე პოლიტიკური პარტიის ან ინდივიდის კრიტიკისთვის."

რამდენად იქნება ყოველივე ზემოთაღნიშნული დაცული იმ ფონზე, როდესაც საქართველოში არსებული ე.წ მდიდარი ენჯეოები არათუ ფარულად, არამედ ღიად და პირდაპირ რადიკალური ოპოზიციის ნარატივში სხედან, აქვთ საერთო მესიჯბოქსი, მიზნები, ორგანიზებას უკეთებენ პოლიტიკურ აქციებს და უფრო მეტიც, 2024 წლის არჩევნების დროს წინასაარჩევნო კამპანიაშიც კი მონაწილეობდნენ, რომელიც მიზნად ისახავდა, როგორც კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერას, ასევე კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერისგან თავის შეკავების მოწოდებებს.

ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, დაფინანსება ხელმისაწვდომია 2025 წლის მაისიდან 2025 წლის დეკემბრის ბოლომდე. განაცხადების მიღების ბოლო ვადა კი 2025 წლის 25 აპრილია.

ყველა სიახლე

25 აგვისტო 2026, 15:23

სამართალი

ბოლო ერთი თვის მონაცემებით, სგპ ,,ყაზბეგის“ მებაჟე ოფიცრებმა თანხის დეკლარირების წესის დარღვევის 39 ფაქტი აღკვეთეს

მიმდინარე წლის ბოლო ერთი თვის მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი - ,,ყაზბეგის“ მებაჟე ოფიცრებმა თანხის დეკლარირების სავალდებულო წესის დარღვევის 39 ფაქტი აღკვეთეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

კიტ კელოგი

25 აგვისტო 2026, 15:18

მსოფლიო

ტრამპის ყოფილი მრჩეველი უკრაინის საკითხებში უკრაინელი ქალების სამხედრო მობილიზაციას მხარს უჭერს - ქალები კაცებზე უარესად არ იბრძვიან

უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი უკრაინის ქალების სამხედრო სამსახურში მობილიზაციას მხარს უჭერს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

25 აგვისტო 2026, 15:04

პოლიტიკა

ლაშა გეგეჭკორი: „თიბისი ბანკი“ 2 000 ლარის გადახდის ვადაგადაცილების გამო, სესხის ამომღები კომპანიის მეშვეობით ჩვენგან ითხოვდა 12 000 ლარს, 2018 წელს დადასტურდა რომ ჩვენი სესხი განულდა - მადლობა ბიძინა ივანიშვილს, მის ფონდ “ქართუს” და კომკავშირული სალამი მამუკა ხაზარაძეს

ჩემს ოჯახს “თიბისი ბანკიდან” მცირე ბიზნესისთვის 2007 წელს აღებული ჰქონდა 10 000 აშშ დოლარის (იპოთეკური) და 3 000 ლარის (სამომხმარებლო) სესხი, რომელსაც ვიხდიდით გრაფიკის შესაბამისად, - წერს მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის კახეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და ქვემო ქართლის ცენტრის კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი, ლაშა გეგეჭკორი, სოციალურ ქსელში.

25 აგვისტო 2026, 15:01

რეგიონი

წალკის მუნიციპალიტეტში 4.4 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დაიწყო

სარეაბილიტაციო მონაკვეთი (კმ7–კმ11) გადის როგორც დასახლებულ, ისე დაუსახლებელ ტერიტორიაზე. არსებული გზა გრუნტოვანია, რაც ავტოტრანსპორტის გადაადგილებას ართულებს.

ვალერი ზალუჟნი

25 აგვისტო 2026, 14:58

მსოფლიო

ვალერი ზალუჟნი: უკრაინისთვის ყველაზე იდეალური ვარიანტი ომის გლობალური გადაწყვეტილებით დასრულებაა. დღეს ომის სამართლიან დასრულებაზე ვერ ვისაუბრებთ

უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი, დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩი ვალერი ზალუჟნი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად ახალი მიდგომა და პარტნიორებთან ერთად საკითხის გლობალური გადაწყვეტა არის საჭირო.

25 აგვისტო 2026, 14:57

რეგიონი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გარდაბანში კუსტარულად მოწყობილი ცხოველთა სასაკლაო გამოავლინა

ინსპექტირებისას გამოვლინდა, რომ მეწარმე ცხოველების დაკვლას შემდგომი რეალიზაციის მიზნით, კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევით ახორციელებდა. ამასთან, ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე ეწეოდა საქმიანობას.

შაკო კუჭაშვილი

25 აგვისტო 2026, 14:41

პოლიტიკა

შაკო კუჭაშვილი: ბიძინა ივანიშვილმა პრაქტიკულად ცხოვრებადანგრეულ ადამიანებს, რომლებიც ბანკში სესხის ასაღებად ვერასდროს მივიდოდნენ, ახალი ცხოვრების დაწყების საშუალება მისცა. რატომღაც აქაც ისე მოხდა, რომ მხოლოდ „ნაცებმა“ და მათთან დაკავშირებულმა ხალხმა ნახა პრობლემა - ეს ყველაფერი ხომ უბრალოდ უმადურობაა

სამოქალაქო აქტივისტი, შაკო კუჭაშვილი, ბიძინა ივანიშვილის მიერ განხორციელებულ პროექტებსა და ქველმოქმედებას სოციალურ ქსელში ეხმიანება, მათ შორის, ფონდი „ქართუს“ მიერ 2018 წელს განხორციელებულ უპრეცედენტო ქველმოქმედებაზე აკეთებს აქცენტს, რომლის წინააღმდეგაც ბოლო დღეებში კამპანიაა აგორებული.

გია აბაშიძე

25 აგვისტო 2026, 14:24

პოლიტიკა

გია აბაშიძე ფონდი „ქართუს” განცხადებაზე: რადიკალებისთვის პრობლემა ის კი არ არის, რომ 2018 წლის პროგრამაში რამე გაუგებარია. პრობლემა ის არის, რომ ამ მასშტაბის ქველმოქმედებას ვერ აუქმებენ ამიტომაც, დარჩათ ერთადერთი იარაღი - შექმნან სკანდალი იქ, სადაც სკანდალი არ არსებობს

რადიკალების მორიგი მცდელობა, ბიძინა ივანიშვილის 2018 წლის ქველმოქმედების ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდიც „ფარსად“ და „ტყუილად“ გამოაცხადონ, არა მხოლოდ უსუსური, არამედ სასოწარკვეთილი პოლიტიკური სიყალბეა. და სწორედ ამიტომ გახდა საჭირო „ფონდ ქართუს“ ასეთი დეტალური განმარტება - იმიტომ, რომ ნაცუბირები შეგნებულად ურევენ ერთმანეთში ფაქტს, ჭორსა და საკუთარ პოლიტიკურ სურვილს, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ლიზა გეგეჭკორი

25 აგვისტო 2026, 14:23

პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი ფონდი „ქართუს“ წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაზე: ნაცვლად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის უპრეცედენტო მასშტაბის სიკეთეს თვალი გაუსწორონ, არაკეთილსინდისიერი ადამიანები ისევ იაფფასიანი ტყუილებით ცდილობენ ხალხის შეცდომაში შეყვანას. ნუ აჰყვებით ამ ხელოვნურ აჟიოტაჟს - ფაქტები ჯიუტია და ამ ისტორიულ ქველმოქმედებას ვერანაირი ბინძური პროპაგანდა ვერ გადაფარავს!

„ნაცაკუცების მორიგი სასოწარკვეთილი ტყუილი და ფონდ „ქართუს“ მკაფიო პასუხი! ბოლო დღეებში სოციალურ ქსელებში მიზანმიმართულად აგორდა მორიგი ბინძური კამპანია და ყალბი ინფორმაცია 2018 წლის უპრეცედენტო ქველმოქმედებაზე, რაზეც ბიძინა ივანიშვილის ფონდმა „ქართუმ“ დღეს ამომწურავი, ფაქტებზე დაფუძნებული განცხადება გაავრცელა. მოდით, კიდევ ერთხელ შევახსენოთ ამ უტიფარ მატყუარებს რეალური ციფრები, რომელთა წაშლასაც ასე უშედეგოდ ცდილობენ:

25 აგვისტო 2026, 14:23

სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო პირი, რომელიც საჯარო სივრცეში უმისამართოდ იგინებოდა. ასევე, 1500 ლარით დაჯარიმდა მოქალაქე, რომელმაც კონკრეტულ ადამიანს შეურაცხყოფა მიაყენა

თბილისის საქალაქო სასამართლომ, ალექსანდრე სოლაშვილის საქმე განიხილა. ის უმისამართოდ იგინებოდა საჯარო სივრცეში. სასამართლომ სოლაშვილი სამართალდამრღვევად ცნო. დაეკისრა ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით.

ფრიდრიხ მერცი

25 აგვისტო 2026, 14:14

მსოფლიო

POLITICO: ლაიფციგის აეროპორტში კიდევ ერთი დრონი აღმოაჩინეს. ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ გერმანია საფრთხეშია

გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის განცხადებით, ლაიფციგის აეროპორტში ასაფეთქებელი მოწყობილობით აღჭურვილი დრონების აღმოჩენა აჩვენებს, რომ გერმანია „რეალური საფრთხეების წინაშეა“. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

25 აგვისტო 2026, 14:14

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო: 25 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 26 აგვისტოს დღის ბოლომდე სამეგრელო-ზემო სვანეთის და რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა

„25 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 26 აგვისტოს დღის ბოლომდე სამეგრელო-ზემო სვანეთის და რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება.

იოსებ ალიბეგაშვილი

25 აგვისტო 2026, 14:08

რეგიონი

სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ახალგაზრდებს ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს

სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული იოსებ ალიბეგაშვილი ახალგაზრდებს ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს.

25 აგვისტო 2026, 14:08

სამართალი

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების საქმეზე ირაკლი ღარიბაშვილის მომდევნო პროცესი 19 ოქტომბერს გაიმართება

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღების ფაქტზე, ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. სხდომას მსჯავრდებული არ ესწრებოდა. მან უარი თქვა სასამართლოში გამოცხადებაზე.

ვანო ჩხარტიშვილი

25 აგვისტო 2026, 13:47

პოლიტიკა

ვანო ჩხარტიშვილი: „ტერაბანკისა“ და სასტუმრო „ბილტმორის“ გასხვისების პროცესთან ჩემი სახელის დაკავშირება სრულიად უსაფუძვლოა და „ტვ პირველის“ მხრიდან სიცრუის მორიგ ტირაჟირებას წარმოადგენს

„ტვ პირველის“ მიერ ჩემ შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. არც „ტერაბანკისა“ და არც სასტუმრო „ბილტმორის“ შესაძლო გასხვისების პროცესში ვყოფილვარ ჩართული, არც შუამავლობა გამიწევია და არც სიუჟეტში დასახელებულ პირებთან მქონია შეხვედრა ამ საკითხზე.

ცოტნე ანანიძე

25 აგვისტო 2026, 13:40

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე: მუდმივი მცდელობაა, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და ხელისუფლებას პრორუსულობა დააბრალონ, თუმცა, რეალობა ყოველთვის უფრო ძლიერია, ვიდრე პოლიტიკური სპეკულაციები

მუდმივი მცდელობაა, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და ხელისუფლებას პრორუსულობა დააბრალონ, - ასე ეხმიანება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე ინფორმაციას, რომლის თანახმად, საქართველო გაეროში უკრაინის მხარდამჭერ განცხადებას შეუერთდა.

25 აგვისტო 2026, 13:36

მსოფლიო

რუსული მედია: აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავი მოსკოვში დაეშვა

აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი თვითმფრინავი Boeing C-17A Globemaster III მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

25 აგვისტო 2026, 13:27

ჯანდაცვა

თელავში ჰიპერტენზიის გაზომვების თვის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

თელავში, მაისის ჰიპერტენზიის გაზომვების თვის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს ჰიპერტენზიის შემსწავლელი საზოგადოების თანამშრომლობით, ქვეყნის მასშტაბით არტერიული ჰიპერტენზიის სკრინინგის კამპანიის ფარგლებში ღონისძიებები, თბილისსა და რეგიონებში ჩატარდა.

25 აგვისტო 2026, 13:17

სამართალი

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მოიპოვა და შეინახა დაზარალებულის ინტიმური შინაარსის ფოტოსურათები, რაც შემდგომ სოციალური ქსელით უკანონოდ გაავრცელა.

25 აგვისტო 2026, 13:09

მსოფლიო

Euractiv: სოლიდარობა კიევის ხაზინას ვერ შეავსებს

Euractiv-ის ინფორმაციით, ორშაბათს კიევის სოფიის მოედანზე უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ევროპის რვა ლიდერი შეიკრიბა. ქალაქისთვის, რომელიც მთელი ზაფხულის განმავლობაში რუსეთის თავდასხმების სამიზნე იყო, მათი ყოფნა მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიგნალი და მოსახლეობისთვის ფსიქოლოგიური მხარდაჭერა გახდა.