imedi /  24 აპრილი 2025, 02:36 / სანდო წყარო

უჩა ნანუაშვილი: USAID-ი, აშშ-ის საელჩო საკმაოდ აქტიურად იყვნენ ჩართულნი, განსაკუთრებით არჩევნების პერიოდში - გვქონდა როგორც ფინანსური, ასევე პოლიტიკური და მორალური მხარდაჭერა

უჩა ნანუაშვილი

უჩა ნანუაშვილი

რუსი „პრანკერები“ გადაცემა „ანტი-ფეიკში“ გამოჩნდნენ, რომელშიც განაცხადეს, რომ ამჯერად მათი მიზანი იყო გარკვეულიყვნენ, რა იყო საქართველოში მიმდინარე აქციებისა და არეულობის მიზეზი. ამ მიზნით კი მათ სალომე ზურაბიშვილთან და უჩა ნანუაშვილთან გასაუბრება გადაწყვიტეს.

უჩა ნანუაშვილი: დადებითი სცენარი იმაში მდგომარეობს, რომ დემონსტრაციები გაგრძელდება და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, მოუწოდა საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარებისკენ, საარჩევნო გარემოს შეცვლისკენ. საპარლამენტო ასამბლეამ გადაწყვიტა, რომ საქართველოს მთავრობამ გარკვეული პირობები უნდა შეასრულოს ამ წლის აპრილამდე, მაგრამ მათ უარი თქვეს. ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს პროტესტს. ზამთრის პერიოდში პრობლემები გვქონდა და დიდი დემონსტრაციებისთვის ვემზადებით, მაგრამ ასევე საჭიროა ამ დემონსტრაციებისა და პროტესტის გაგრძელება რაც შეიძლება ბევრ ქალაქსა და სოფელში, ასევე ვემზადებით გაფიცვების ჩასატარებლად.

კითხვა: როგორ დაგეხმარათ USAID-ი ან ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო? ისინი ნამდვილად ცდილობენ თქვენს დახმარებას?

უჩა ნანუაშვილი: დიახ, ისინი საკმაოდ აქტიურად იყვნენ ჩართულნი, განსაკუთრებით არჩევნების პერიოდში. გვქონდა როგორც ფინანსური, ასევე პოლიტიკური და მორალური მხარდაჭერა. დიახ, ამ მხარდაჭერას განსაკუთრებით აშშ-ისგან ვიღებდით. ევროკავშირიც გვიჭერდა მხარს. ამიტომ მეტი კონტაქტი და თანამშრომლობა გვაქვს, უფრო აქტიური თანამშრომლობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით გარკვეულ გადაწყვეტილებებს, რადგან თვით ამერიკის შეერთებული შტატების ელჩსაც და საელჩოსაც არაფრის თქმა არ შეუძლიათ. მაგრამ ზოგადად, საქართველოში საკმაოდ არაპროგნოზირებადი სიტუაციაა, ამიტომ ყველა შესაძლო სცენარს ველით. მინდა აღვნიშნო, რომ უკრაინის მაიდანის მსგავსად, ჩვენც გვყავს არაოფიციალური დანაყოფები, არიან ნიღბიანი სამოქალაქო პირები.

ყველა სიახლე

გივი თხელიძე

06 ივლისი 2026, 16:40

ეკონომიკა

ექსპედიტორთა ასოციაციის პრეზიდენტი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის განხორციელება ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, თუნდაც ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით

„ჩვენ, ექსპედიტორები, ყოველთვის ვგულშემატკივრობთ იმას, რომ ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი ახალი, თანამედროვე ინფრასტრუქტურა გვქონდეს“, - განაცხადა ექსპედიტორთა ასოციაციის პრეზიდენტმა გივი თხელიძემ.

06 ივლისი 2026, 16:28

რეგიონი

6-დან 9 ივლისის 12:00 საათამდე ლანჩხუთისა და ლესას სატრანსპორტო კვანძებზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სამტრედია-გრიგოლეთის ავტომაგისტრალის კმ30-კმ42 (მე-3) მონაკვეთის მშენებლობის ფარგლებში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჯაპანა-ლანჩხუთის შემოსავლელი-ლესას საავტომობილო გზაზე, N1 სახიდე გადასასვლელთან, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭირო სამუშაოები განხორციელდება.

06 ივლისი 2026, 16:22

რეგიონი

გივი მიქანაძე ზუგდიდის მე-4 საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრს ესტუმრა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ინგლისური ენის გამოცდის მეორე სესიის მიმდინარეობას ზუგდიდის მე-4 საჯარო სკოლაში გაეცნო.

მიხეილ ყაველაშვილი
ანტონიო გუტერეში

06 ივლისი 2026, 16:13

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი ჟენევაში გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს შეხვდა

შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საკითხს. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა გაეროს გენერალურ მდივანს ორგანიზაციის აქტიური ჩართულობისა და საქართველოს საკითხების საერთაშორისო დღის წესრიგში მაღალ დონეზე შენარჩუნებისთვის. მიხეილ ყაველაშვილმა ანტონიო გუტერეშს საქართველოში ოფიციალური ვიზიტისთვის მოწვევა დაუდასტურა.

ნიკოლ ფაშინიანი

06 ივლისი 2026, 16:09

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით რუსეთში ჩავიდა

მედიის ინფორმაციით, ნიკოლ ფაშინიანი მონაწილეობას მიიღებს მე-16 საერთაშორისო სამრეწველო გამოფენის, „ინოპრომის“ პლენარულ სესიაში, რომელიც ეკატერინბურგში 6-9 ივლისს არის დაგეგმილი.

გიორგი ჩაკვეტაძე

06 ივლისი 2026, 16:00

სპორტი

გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას „უდინეზეში“ გააგრძელებს

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას იტალიაში გააგრძელებს. მან კონტრაქტია სერია ა-ს კლუბ „უდინეზესთან“ გააფორმა. ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

გია აბაშიძე

06 ივლისი 2026, 15:39

პოლიტიკა

გია აბაშიძე: ევროჩინოსანთა თავხედობა ისეთ ჭაობშია, რომ ლგბტ პროპაგანდაში საქართველოს საპატრიარქოს ჩართვას ცდილობდნენ, მტკიცე უარის გამო კი ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციაში ჩვენი დედა ეკლესია ე.წ. "რუსულ გავლენებს" დაუკავშირეს

ევროჩინოსანთა თავხედობა ისეთ ჭაობშია, რომ ლგბტ პროპაგანდაში საქართველოს საპატრიარქოს ჩართვას ცდილობდნენ, მტკიცე უარის გამო კი ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციაში ჩვენი დედა ეკლესია ე.წ. "რუსულ გავლენებს" დაუკავშირეს, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

დავით ჩიხელიძე

06 ივლისი 2026, 15:36

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: ფიზიკური დაპირისპირება უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მიუღებელი და ცუდი სანახავია, თუმცა, ოპოზიციის მხრიდან ამ თემით მანიპულირება და სამართლებრივი რეაგირების მოთხოვნა სხვა არაფერია, თუ არა მორიგი პოლიტიკური შოუ და ორმაგი სტანდარტის გამოვლინება

ფიზიკური დაპირისპირება უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მიუღებელი და ცუდი სანახავია, მას გამართლება ვერ ექნება, თუმცა რეალობაა, რომ ეს საპარლამენტო ცხოვრების თანმდევი, თუმცა არასასურველი პროცესია. მსგავსი შემთხვევები ხდება ისეთ მაღალი დემოკრატიის მქონე ქვეყნებშიც კი, როგორებიცაა იაპონია, დიდი ბრიტანეთი, სამხრეთ კორეა, იტალია და სხვა, - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში.

გურამ მაჭარაშვილი

06 ივლისი 2026, 15:28

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: სულხან-საბა ორბელიანის არჩევანი ნამდვილად არ იქნებოდა კირ სტარმერის განცხადება, რომელიც ამაყობს, რომ ყველაზე მაგარი გეი პარლამენტი ჰყავს

სულხან-საბა ორბელიანის არჩევანი ნამდვილად არ იქნებოდა კირ სტარმერის განცხადება, რომელიც ამაყობს, რომ ყველაზე მაგარი გეი პარლამენტი ჰყავს, - განუცხადა „ქრონიკას“ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

06 ივლისი 2026, 15:27

მსოფლიო

საფრანგეთში ლალიკის მუზეუმი გაძარცვეს

მძარცველებმა კარი შეამტვრიეს, ექვსი ვიტრინა ჩაამსხვრიეს, ექსპონატები აიღეს და მუზეუმი შეუფერხებლად დატოვეს. გამოცემის წყაროები აღნიშნავენ, რომ მუზეუმი აღჭურვილი იყო სიგნალიზაციით, რომელმაც იმუშავა, თუმცა, მომხდარის შესახებ ჟანდარმერიას პირველად არა მუზეუმის დაცვაზე პასუხისმგებელმა უსაფრთხოების კომპანიამ, არამედ დამლაგებელმა შეატყობინა. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რატომ მოხდა ასე.

არჩილ ბერიძე

06 ივლისი 2026, 15:19

პოლიტიკა

არჩილ ბერიძე: მთავრობის გადაწყვეტილება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი სახელმწიფოს წამყვანი როლით აშენდეს, კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობებს და შუა დერეფანში მის საკვანძო როლს

„პრემიერ-მინისტრის ვიზიტები ცენტრალური აზიის ქვეყნებში სწორედ შუა დერეფნის განვითარებას ემსახურება“, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ ბერიძე სოციალურ ქსელში.

გაგიკ წარუკიანი

06 ივლისი 2026, 15:14

მსოფლიო

„აყვავებული სომხეთის“ ლიდერის სახლში ჩხრეკა ტარდება

ერევანში, წარუკიანის სახლში ჩხრეკას სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ატარებენ. ტონოიანმა აღნიშნა, რომ ჩხრეკა მიმდინარეობს თითქმის ყველა იმ კომპანიაში, რომელიც წარუკიანის კონცერნ Multi Group-ში შედის, ასევე ამ ორგანიზაციების დირექტორების ბინებში.

06 ივლისი 2026, 15:08

საზოგადოება

სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონის შემოწმების წესის განსაზღვრის თაობაზე შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება გამოიცა

მართლწესრიგის დაცვის კიდევ უფრო ეფექტურად აღსრულების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება გამოიცა, რომლითაც განისაზღვრა სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონის სერტიფიცირებული პორტატული აპარატის მეშვეობით შემოწმების წესი და პირობები. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

ლიზა გეგეჭკორი

06 ივლისი 2026, 15:05

პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი: ანაკლიის პორტი აშენდება ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით, რომლითაც სახელმწიფო ინარჩუნებს სუვერენულ კონტროლს იმაზე, თუ რა ხდება ჩვენს საზღვაო არტერიაზე, რაც დღევანდელი გეოპოლიტიკური ქარცეცხლის ფონზე სასიცოცხლოდ აუცილებელია

დღეს საქართველოს მთავრობამ მიიღო უაღრესად მნიშვნელოვანი, სახელმწიფოებრივი და სტრატეგიულად გათვლილი გადაწყვეტილება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი აშენდება ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით.- წერს ჟურნალისტი ლიზა გეგეჭკორო სოციალურ ქსელში.

06 ივლისი 2026, 15:03

საზოგადოება

9 ივლისს თბილისში დასაქმების ფესტივალი ჩატარდება

9 ივლისს თბილისში დასაქმების ფესტივალი ჩატარდება

06 ივლისი 2026, 14:47

საზოგადოება

განათლების მინისტრი ქუთაისის 23-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში ინგლისური ენის გამოცდის პირველი სესიის მიმდინარეობას გაეცნო

განათლების მინისტრი ქუთაისის 23-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში ინგლისური ენის გამოცდის პირველი სესიის მიმდინარეობას გაეცნო.

გურამ მაჭარაშვილი

06 ივლისი 2026, 14:46

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ორი-სამი თვის წინ უკრაინაში მათი ეკლესიის მეთაურის დაკრძალვაზე იყო სამასიოდე ადამიანი და იგივე უკრაინაში, გეი აღლუმზე იყო 5 ათასამდე ადამიანი. აი, ეს მოცემულობა უნდოდათ საქართველოში, რაც, რა თქმა უნდა, არ მოხდებოდა

„ორი-სამი თვის წინ უკრაინაში მათი ეკლესიის მეთაურის დაკრძალვაზე იყო სამასიოდე ადამიანი და იგივე უკრაინაში, გეი აღლუმზე იყო 5 ათასამდე ადამიანი. აი ეს მოცემულობა უნდოდათ საქართველოში რაც, რა თქმა უნდა, არ მოხდებოდა“, - განუცხადა „ქრონიკას“ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

ირაკლი კირცხალია

06 ივლისი 2026, 14:46

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია დიდ ბრიტანეთში საზღვარგარეთიდან პოლიტიკური დაფინანსების მარეგულირებელი წესების გამკაცრებაზე: თურმე მათთვის შეიძლება, რომ გამჭვირვალე იყოს ყველაფერი, ჩვენთვის - არა. სწორედ ეს არის ბინძური დამოკიდებულება ჩვენს მიმართ

თურმე მათთვის შეიძლება, რომ გამჭვირვალე იყოს ყველაფერი, ჩვენთვის - არა. სწორედ ეს არის ბინძური დამოკიდებულება ჩვენს მიმართ, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია დიდ ბრიტანეთში საზღვარგარეთიდან პოლიტიკური დაფინანსების მარეგულირებელი წესების გამკაცრებას.

06 ივლისი 2026, 14:44

სამართალი

შეურაცხმყოფელი და სიძულვილის ენის შემცველი კომენტარების გამო, ოპოზიციის აქტივისტი ბექა ქურხული სასამართლომ კანონდამრღვევად ცნო და 3 ათასი ლარით დააჯარიმა

ოპოზიციის აქტივისტი ბექა ქურხული სასამართლომ კანონდამრღვევად ცნო და 3 ათასი ლარით დააჯარიმა. ქურხულმა დაადასტურა, რომ შეურაცხმყოფელი განცხადება გააკეთა და სიძულვილის ენის შემცველი კომენტარები დაწერა.

06 ივლისი 2026, 14:42

პოლიტიკა

საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის გამო „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი ოთხი ათასი ლარით დაჯარიმდა

„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერმა მამუკა ჭოხონელიძემ საჯარო სივრცეში შეურაცხყოფა მიაყენა პარლამენტის თავმჯდომარეს, ის ოთხი ათასი ლარით დაჯარიმდა.