ქართველიშვილი: ოლიგარქიული ოჯახების მიზანია დაანგრიონ სამშობლოს ცნება, სახელმწიფო ინსტიტუტები და პოლიტიკური პარტიები გახადონ მართვისთვის უუნარო. სურთ, ადამიანი ისტორიაში ყველაზე დაბალ საფეხურზე მდგომ მონად აქციონ
დავით ქართველიშვილი
ფოტო: ხალხის ძალა
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ეხმაურება ზაზა შათირიშვილის წერილს, რომელიც ეხება „დიფ სთეითის“ (იგივე ოლიგარქიული ოჯახების) მოქმედებებს. ქართველიშვილი ვრცელ პოსტს აქვეყნებს და აცხადებს, რომ ის საზოგადოებას, თემის მეტ დეტალიზაციას სთავაზობს.
„რამდენიმე დღის წინ, ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა გამოაქვეყნა წერილი, სადაც ის საინტერესოდ, სრულყოფილად აანალიზებს „დიფ სთეითის“ (იგივე ოლიგარქიული ოჯახების) მოქმედებებს, მათ გეგმებს და ფაქტებზე დაყრდნობით ვარაუდობს, რომ უახლოეს პერიოდში ეს ოჯახები საბოლოოდ გააქრობენ სახელმწიფოს ცნებას და მათ მიერ კონტროლირებად ქვეყნებში კორპორაციულ მმართველობას დააკანონებენ, რაც თავის მხრივ პირდაპირ ნიშნავს მათი მმართველობის ლეგალიზებას.
ამ წერილის წაკითხვის შემდეგ გამიჩნდა სურვილი, საზოგადოებას შევთავაზო თემის კიდევ უფრო დეტალიზაცია და რამდენიმე ახალი მიმართულების დამატება, რაც ერთადერთ მიზანს ემსახურება - კიდევ უფრო ბევრი და უტყუარი მტკიცებულებებით გავამყარო ფილოსოფოსის დასკვნა, რომ „დიფ სთეითი“ მიზანმიმართულად და გეგმაზომიერად მიდის სახელმწიფო ინსტიტუციების გაუქმებისა და კორპორაციული მმართველობის დაკანონებისკენ. პირადად მე, თავიდანვე სკეპტიკურად ვუყურებდი მოსაზრებას, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია შეძლებდა და დაამარცხებდა სახელმწიფო სტრუქტურებში მყარად ფესვგადგმულ „დიფ სთეითს“, მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხზე საუბარი ჯერ კიდევ არჩევნებამდე ორი წლით ადრე დაიწყო დონალდ ტრამპმა და საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთ მთავარ ხაზად აქცია. უფრო მეტიც, თავიდანვე ცხადი იყო, რომ ეს ტრიუკი სწორედ ოლიგარქიული ოჯახების მიერ იყო მოფიქრებული, რადგან ბოლო წლებში იმდენად ბევრი დეტალი გახდა საჯარო მათი არაფორმალური მმართველობისა და გეგმების თაობაზე, რომ თავადაც სერიოზული დისკომფორტი შეექმნათ. ინფორმაციის გავრცელებამ ოჯახებს ასევე დაბრკოლებები გაუჩინა მანევრირების პროცესში და იძულებულნი გახდნენ, თავადვე შეექმნათ ილუზია „დიფ სთეითის“ დამარცხების აუცილებლობის თაობაზე. ზოგადად, მსოფლიოზე ჰეგემონიის მქონე ოჯახები ხშირად იყენებენ მეთოდს, როდესაც მათივე დავალებებით გაფუჭებულ საქმეს მათივე მართული სხვა ადამიანების საშუალებით აკრიტიკებენ და ამის ნათელი მაგალითი არის დღევანდელი ევროპა. ცხადია, ერთი შეხედვით ამ ალოგიკურ ქმედებასაც აქვს თავისი ლოგიკური მიზანი და შემდგომი მსჯელობით სწორედ ეს პარადოქსი ამოიხსნება.
საზოგადოებამ კარგად იცის, რომ დღეს ევროპის ქვეყნების 90%-ს „დიფ სთეითის“ აგენტურა მართავს. სწორედ მათი ხელით, ოლიგარქიულმა ოჯახებმა მიწასთან გაასწორეს როგორც ევროპის კავშირი, ასევე ცალკეული ქვეყნები. წლების წინ, როდესაც გეგმა მოქმედებაში მოვიდა - უმთავრესი მიზანი ევროპული ქვეყნების გადაგვარება იყო: გადაგვარება პოლიტიკური, ეთნიკური, რელიგიური, ზნეობრივი და ეკონომიკური თვალსაზრისით. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა მათი დავალებით, აგენტურული მთავრობების ხელით გადადგმული ყველა ნაბიჯი, რამაც საბოლოო ჯამში ევროპა კატასტროფის პირას მიიყვანა.
ქრისტიანული იდეოლოგია, რაზეც თავის დროზე ევროპულმა ქვეყნებმა კავშირი დააფუძნეს, დღეს არც ერთ ქვეყანაში აღარ არსებობს. რელიგია კი ფსევდოლიბერალურმა, ეგრეთ წოდებულმა ლგბტ-იდეოლოგიამ ჩაანაცვლა. წლების განმავლობაში ცხოვრების გაუკუღმართებული წესის პროპაგანდამ, ხელოვნურად შემოგდებულმა „უმცირესობების“ თემის პედალირებამ, ასევე „დიფ სთეითის“ მიერ კონტროლირებადი მედიის საშუალებით დააყენა შედეგი, რომელიც დღეს ევროპაში მოცემულობაა: ეკლესია ლგბტ კლუბებმა ჩაანაცვლეს, საეკლესიო რიტუალები კი - ლგბტ აღლუმებმა. მიზანმიმართულად დაანგრიეს ევროპის ეკონომიკა, რიგ ქვეყნებს ასევე შემოგდებული „კლიმატის დაცვის“ ეგიდით უარი ათქმევინეს ატომურ ენერგიაზე, ხოლო რუსეთთან ასევე ხელოვნურად გამოწვეული კონფლიქტებით გადაუკეტეს ხელმისაწვდომი ენერგორესურსები, ბოლოს კი საკვანძო მილსადენიც ააფეთქეს, რომელსაც ევროპის კონტინენტი ენერგომომარაგებით უნდა უზრუნველეყო. ამ ფაქტის სამტკიცად, შეგვიძლია მოვიყვანოთ ორი დღის წინ მედიაში გამოჟონილი ევროკომისიის სკანდალური დოკუმენტები, რომლითაც ცნობილი გახდა, რომ სწორედ ევროკომისია იყო ჩართული იმ აგენტურის ფარულ დაფინანსებაში, რომლებიც "მწვანეებად", "კლიმატის დამცველებად" გვევლინებოდნენ და ევროპაში იაფი ენერგიის წინააღმდეგ გამოდიოდნენ, აპროტესტებდნენ ქვა-ნახშირსა და ატომურ ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგურებს და საბოლოოდ, დავალება ზედმიწევნით შეასრულეს - ევროპის ქვეყნების უდიდეს ნაწილს, მათ შორის ეკონომიკის მამოძრავებელ გერმანიას, მათივე მოგონილი მიზეზებით უარი ათქმევინეს იაფ, მარტივად ხელმისაწვდომ ენერგორესურსზე.
ზუსტად ანალოგიური სქემით მოქმედებდა "დიფ სთეითი" საქართველოშიც და რადგან ჩვენ ატომურ ენერგიასთან კავშირი არ გვქონია - ოლიგარქებმა ეგრეთ წოდებული "მწვანეები", რეალურად კი, მათი აგენტურა, სხვა იაფი ენერგორესურსის, ჰესების წინააღმდეგ აამხედრეს. გვახსენდება ხუდონჰესი, ნამოხვანი, ნენსკრა და ცნობილი მოვლენები ლაფანყურში „ლოპოტა 1“-ის მშენებლობის წინააღმდეგ - ჰესები, რომელთა განახლებადი, სუფთა ენერგია, უარგუმენტოდ აღიზიანებდა გაურკვეველ ხალხს, რომლებმაც დიდი კამპანია აწარმოეს, ქვეყნის დაზიანებაც მოახერხეს და ბევრი ჰესის მშენებლობა რამდენიმე წლით შეაფერხეს. ახლა კი გასაგებია - ოლიგარქიული ოჯახების ინტერესებში შედის, რომ იაფი ენერგია ჩვენს ქვეყანას არ ჰქონოდა და სწორედ ევროკომისიის ხელით აფინანსებდნენ ჰესების წინააღმდეგ გამომსვლელ აგენტურას, რადგან გაღარიბებული და დანგრეული ეკონომიკაა იმის საწინდარი, რომ „ბლექ როკის“ სახით, კორპორაციული მმართველობა დამყარდეს ქვეყანაში.
ამის პარალელურად, ევროპიდან ხელოვნურად გაიყვანეს წამყვანი კომპანიები და უმეტესობა მათგანმა წარმოება აშშ-ში, ხოლო ნაწილმა აზიის კონტინენტზე გადაიტანა. ამის კარგი მაგალითია ებრაელი მილიარდერი ბერნარ არნო, რომელმაც ერთ დღეს გამოაცხადა, რომ გაუსაძლისია ევროპაში ბიზნესის კეთება, შედეგად კი ყველა წარმოება და აქტივი ამერიკაში გადაიტანა. იმისთვის, რომ ხელოვნურად გამოწვეული ეკონომიკური პრობლემები კიდევ უფრო ღრმად დასულიყო საზოგადოების ყველა ფენამდე, კრიზისი რომ შეხებოდა ყველა ადამიანს, ოლიგარქიულმა ოჯახებმა ეგრეთ წოდებული „ქოლ ცენტრების“ სქემა შეიმუშავეს. გამომდინარე იქიდან, რომ „დიფ სთეითის“ მესვეურებს სრული წვდომა აქვთ ნებისმიერი ადამიანის საბანკო და პირად მონაცემებზე, მათ აგენტურისა და კონტროლირებადი კრიმინალების ხელით დაიწყეს ევროპაში მცხოვრები პენსიონერებისა და სხვა სოციალური ჯგუფების პირადი და საბანკო მონაცემების გადაცემა სხვადასხვა დაჯგუფებებისთვის, რამაც საბოლოო ჯამში გამოიწვია ის, რომ ევროპაში მილიონობით ადამიანის ანგარიშებიდან მილიარდობით ევროს დანაზოგები გააქრეს, რამაც კიდევ უფრო გაზარდა და გააღრმავა ადამიანთა კრიტიკული დამოკიდებულება სახელმწიფო ინსტიტუციების მიმართ.
იმისათვის, რომ ევროპის პრობლემები კიდევ უფრო ბრუტალური გამხდარიყო, ოლიგარქიულმა ოჯახებმა ჯერ კიდევ წლების წინ მიგრაციის გეგმა შეიმუშავეს. მათ ჯერ ხელოვნურად გამოიწვიეს სისხლისმღვრელი ომები აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში, სირიაში, ერაყში, ლიბიაში, ლიბანსა და სხვა ქვეყნებში, ხოლო შემდეგ ამ ქვეყნებიდან გაქცეული მილიონობით მიგრანტი ევროპის კონტინენტს შეუსიეს. ამ გეგმის მიხედვით რამდენიმე საკვანძო საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო. პირველი - კულტურათა აღრევას, საბოლოოდ უნდა მოეშალა ევროპის ქვეყნების იდენტობა, მიგრანტებს ქვეყნებიდან უნდა გაეყარათ აბორიგენი მოსახლეობა და გაზრდილიყო კრიმინალი, რაც საბოლოო ჯამში ეთნიკური კრიზისის გარდა კიდევ უფრო გააღრმავებდა ეკონომიკის მძიმე მდგომარეობას.
ყველაფერი სწორედ ისე მოხდა, როგორც დაიგეგმა. დღეს ყველანი ვხედავთ, რომ საფრანგეთში, გერმანიაში, ესპანეთში, სკანდინავიის ქვეყნებსა და წამყვან ევროპულ სახელმწიფოებში, რომელთა ცხოვრების მაღალი დონე ძირითადად განსაზღვრავდა ევროკავშირის მდგრადობას, და რომლებიც მთლიანად დაცლილია ადგილობრივი მოსახლეობიდან - უმრავლესობაში ამ ქვეყნების ტრადიციებისა და კულტურისთვის აბსოლუტურად განსხვავებული და მიუღებელი ადამიანები არიან. შედეგად დაინგრა და განადგურდა ეროვნული ფასეულობები, საზოგადოება კი ჭრელი, აღრეული და მარტივად მართვადი გახდა.
ახლა კი მთავარ პარადოქსს მივადექით - ამ კატასტროფის წინაშე ხელოვნურად აღმოჩენილი ევროპის კონტინენტი, ევროკავშირის მთავრობები, მოულოდნელად აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მეორე პირის, ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა. მიუნხენში ჩასულმა ვენსმა ევროკავშირს დეტალურად დაუდო მაგიდაზე მათ თავს დატეხილი უბედურება, უთხრა, რომ მათი ქვეყნები დაცლილია ფასეულობებისგან, რელიგიისგან, სუვერენიტეტისგან, კრიზისი აქვთ ეკონომიკაში, დაკარგული აქვთ ქვეყნებს იდენტობა და რომ ეს ქვეყნები კატასტროფისკენ მიექანებიან.
რა გამოდის - ოლიგარქიული ოჯახების მიერ, წლების მანძილზე ნაშენები გეგმა, ანუ დანგრეული ევროპა ერთი ხელის მოსმით ვიცე პრეზიდენტმა გაშიფრა და ზედაპირზე დაალაგა? ცხადია, ეს მხოლოდ გულუბრყვილო სულელს შეუძლია დაიჯეროს. ვენსის კრიტიკა ევროპის მიმართ რომ ყალბია და პირდაპირ „დიფ სთეითის“ გეგმაში ზის, რუმინეთის მაგალითზეც ნათლად ჩანს - მან ჯერ მკაცრად გააკრიტიკა საპრეზიდენტო არჩევნების დროს განვითარებული მოვლენები, როდესაც გამარჯვებულ კანდიდატს უტიფრად, ოლიგარქების მიერ კონტროლირებადი სასამართლოს ძალით მოგება ხელიდან გამოჰგლიჯეს, თუმცა, როდესაც „დიფ სთეითმა“ თავისას მიაღწია და ამ ქვეყანაში მაინც სასურველი კანდიდატი დასვა პრეზიდენტად, ვენსის კრიტიკა აღარავის გაგვიგია და არც ამერიკის ამჟამინდელი ადმინისტრაციის მიერ გადადგმული ნაბიჯები გვინახავს თავხედური უსამართლობის აღსაკვეთად. ევროპა ახლა „დიფ სთეითის“ ახალი გეგმის პირველი ტესტირების წინაშე დგას: უახლოეს პერიოდში, სავარაუდოდ, სწორედ ევროპის კონტინეტზე ვიხილავთ პირველ ქვეყანას - სადაც კორპორაციული მმართველობა დაკანონდება. საჯაროდ გააგრძელებენ ვენსის ხაზს, საჯაროდ იტყვიან, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებმა, ხელისუფლებებმა, პოლიტიკოსებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა მიიყვანეს კატასტროფის ნიშნულამდე ევროპის ქვეყნები და დრო დადგა ახალი, კორპორაციული მმართველობის, სადაც პირდაპირ ლეგალიზებული იქნება ოლიგარქიული მმართველობა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თავისთავად კორპორაციულ მმართველობაში ცუდი არაფერია, მაგრამ „დიფ სთეითი“ მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს არა ხალხის სასარგებლოდ, არამედ ხალხის საწინააღმდეგოდ იყენებს. მარტივად რომ ვთქვათ - თოკი ბევრი საქმისთვის გამოსადეგი ნივთია, მაგრამ ოლიგარქები მას ადამიანებს მხოლოდ თავის ჩამოსახრჩობად სთავაზობენ. პირველი კორპორაციული მმართველობის ქვეყანაში, ცხადია, ყველაფერი მალე მოგვარდება, გაიზრდება ეკონომიკა, დამარცხდება კრიმინალი და შეიქმნება ილუზია, რომ ეს არის მმართველობის ყველაზე იდეალური ფორმა. მიზანი ნათელია - შემდგომში მმართველობის ეს ფორმა მარტივად, ოვაციით უნდა მიიღოს სხვადასხვა ქვეყანამ და ამ ქვეყნის საზოგადოებამ. ყველაზე მძიმე ამ გეგმაში კი ის არის, რომ კორპორაციული მმართველობის ფორმაში საბოლოოდ გაქრება ადამიანის ცნება, მისი უფლებები, მოთხოვნილებები და საჭიროება, ყველაფერი კი ოლიგარქიული ოჯახების სურვილებს მოემსახურება. გამოგვიცხადებენ, რომ ისინი არიან „ღმერთკაცები“, ხოლო დანარჩენი ადამიანები მათი მომსახურე არსებები, რომლებსაც არ უნდა ჰქონდეთ არც სამშობლო, არც რწმენა, არც თავისუფლება და არც მიზნები. თანაც, ამ ყველაფერს უკვე კანონიერად, ლეგალური ფორმით გააკეთებენ.
აღსანიშნავია ისიც, რომ ოლიგარქიული ოჯახების გეგმები არც თუ ისე დაფარული და რთულად ამოსახსნელია, რამეთუ ხშირად ამ გეგმების შესახებ მათივე დაკვეთით დაწერილ წიგნებში, გადაღებულ ფილმებში, მათ მიერ ხელოვნურად შექმნილ მეცნიერებათა მსჯელობასა და ნაშრომებში ამოიკითხება. სწორედ ამ „სერიიდან“ არის ჰაქსლის „საოცარი ახალი სამყარო", ორუელის „1984“ და თეა ალექსანდერის „2150“. ასევე თქვენი ყურადღება მინდა მივაქციო ამერიკაში მცხოვრებ ებრაელ პოლიტოლოგსა და მეცნიერს, კერტის იარვინს, რომელიც ასევე ხელოვნურად, უდიდესი პოპულარობით სარგებლობს აშშ-ში და მის პოლიტიკურ ბლოგებსა და ნაშრომებს „დიფ სთეითის“ მიერ კონტროლირებად მედიაში უდიდესი ყურადღება ეთმობა.
შემოგთავაზებთ ყველაზე საინტერესო და ნიშანდობლივ ამონარიდებს მისი ნაშრომებიდან:
✅ კერტის იარვინი ამტკიცებს, რომ ამერიკული დემოკრატია სუსტი, არაეფექტური და მოძველებულია
✅ მისი ხედვით, ქვეყანას სჭირდება ერთპიროვნული ლიდერი — CEO-ს (Chief Executive Officer - იარვინის თეორიაში: იდეალური მმართველი მენეჯერი) ტიპის მონარქი, რომელიც ქვეყანას მართავს ისე, როგორც წარმატებული კომპანიები იმართება
✅ იარვინის აზრით, დემოკრატია ვეღარ უზრუნველყოფს ეფექტიან მმართველობას. მაგალითად, მასობრივი იმიგრაციის პოლიტიკა გრძელდება მიუხედავად იმისა, რომ მას მოქალაქეების უმრავლესობა ეწინააღმდეგება
✅ იარვინი თვლის, რომ სახელმწიფოს მართვა უნდა ჰგავდეს თანამედროვე კომპანიის მართვას — ერთპიროვნული ხელმძღვანელობით, სტრატეგიული ხედვით და ბიუროკრატიის გარეშე
✅ იარვინი კომპანიებს აღწერს როგორც ფუნქციურ მონარქიებს, სადაც CEO არის ერთადერთი გადაწყვეტილების მიმღები
✅ მისთვის სახელმწიფოც უნდა იმართებოდეს ასე: სწრაფად, ეფექტურად და მკაფიოდ.
ის ადარებს NASA-სა და SpaceX-ს — პირველი რთული ბიუროკრატიული სისტემაა, მეორე კი კერძო სექტორის წარმატებული, შედეგზე ორიენტირებული ორგანიზაცია
✅ იარვინი მოითხოვს ბიუროკრატიის დემონტაჟს იმავე პრინციპით, როგორც კომპანიები რესტრუქტურიზაციას გადიან გაკოტრების დროს
✅ მისი აზრით, სახელმწიფო ინსტიტუტების დახურვა და ხელახალი აშენება უნდა მოხდეს ზედა დონიდან ქვემოთ, პროფესიული და არა პოლიტიკური მართვით.
კიდევ ერთხელ, დასკვნის სახით რომ შევაჯამოთ ოლიგარქიული ოჯახების მიზანი - თუ რისთვის ანადგურებენ ისინი ევროპის კონტინენტს, რისთვის ანგრევენ ეკონომიკას, თუ რატომ ცდილობენ წარმატებული ევროპული ოჯახების ლგბტ-პროპაგანდით, მიგრანტების უკონტროლო შემოდინებით, იაფ ენერგომატარებლებზე წვდომის შეზღუდვით გაღარიბებას და დანგრევას, რასაც ემატება „ქოლ ცენტრებით“ ევროპელი მოსახლეობის ძარცვა: ეს ყველაფერი, კომპლექსურად კეთდება იმისთვის, რომ დაანგრიონ სამშობლოს ცნება, სახელმწიფო ინსტიტუტები და პოლიტიკური პარტიები გახადონ მართვისთვის უუნარო, რათა შემდეგ სწორედ პარტიები დაადანაშაულონ შექმნილ ვითარებაში. ოლიგარქიული ოჯახების მთავარი მიზანია, სახელმწიფო ინსტიტუტების ბოლომდე დისკრედიტაცია, ამგვარად მოშლილ და მართვისთვის სრულიად გამოუსადეგარ ქვეყნებში კი, სწორედ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ვენსის რიტორიკას განაგრძობენ და იტყვიან, რომ სახელმწიფოს მართვა არსებული მეთოდით არაეფექტურია და კორპორაციული მმართველობა უნდა დაინერგოს. სწორედ ილონ მასკი, რომელიც ზაზა შათირიშვილმა ახსენა, იყო „პირველი მერცხალი“, რათა საზოგადოება ნელ-ნელა დაარწმუნონ კორპორაციული მმართველობის ეფექტიანობაში - თავდაპირველად, ამგვარი მმართველობა ერთ-ერთ ქვეყანაში დაინერგება, რომლის წარმატებაც სხვა ქვეყნებში მოსახლეობას უბიძგებს რევოლუციებისკენ და კორპორაციული მმართველობის დანერგვის მოთხოვნისკენ. ისიც უნდა ითქვას, რომ კორპორაციის მეპატრონეები, სულ 15-მდე ოლიგარქიული ოჯახია, რომელიც აპირებს, მთელი მსოფლიო ჯიბეში ჩაიდოს.
შევეცადე, მაქსიმალურად მოკლედ, მარტივად და არგუმენტირებულად გადმომეცა ოლიგარქიული ოჯახების სამომავლო გეგმებისა და მათი მოქმედებების ფორმების შესახებ. ამ ბოროტ ძალას სურს, რომ ადამიანი, კაცობრიობის არსებობის ისტორიაში ყველაზე დაბალ საფეხურზე მდგომ მონად აქციოს, რომელსაც არც იდენტობა - გვარი და სახელი ექნება, და არც გამრავლება შეეძლება: იგი გამოყენებული იქნება მხოლოდ სამუშაო ძალად.
ალბათ, საზოგადოებას აქვს ერთი მთავარი კითხვა - რა მექანიზმი არსებობს ამ დიდი და ბოროტი ძალის წინააღმდეგ? როგორ შეიძლება დავიცვათ თავი ჩვენი სამშობლოს გადაგვარებისგან და როგორ უნდა მოვახერხოთ, რომ არ გავხდეთ ოლიგარქებისა და მათ მიერ შექმნილი „სამყაროს“ ნაწილი? პასუხი მარტივია - ინფორმაციის გავრცელება და ადამიანების სიმართლით აღჭურვა, ასევე ყოველდღიური, დაუღალავი ბრძოლა ჩვენი ქვეყნის, სარწმუნოების, ტრადიციების, კულტურის, იდენტობისა და სუვერენიტეტის გადასარჩენად. ვფიქრობ, ინფორმირებული პატრიოტი ადამიანი არის ის ერთადერთი და მთავარი ბარიერი, რამაც შესაძლოა შეაჩეროს „დიფ სთეითის“ გეგმა. ის გეგმა, რომელიც დიდი ხანია უკვე მოქმედებაშია“, - წერია ქართველიშვილის პოსტში.
ყველა სიახლე
06 მაისი 2026, 17:34
პოლიტიკა
პაპუაშვილი: ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც ღიად თუ ფარულად სხვა ქვეყნებზე მუშაობენ. ადრე თუ იყო სამხედრო ძალა პრიორიტეტი, დღეს ეს არის რბილი ძალა, ამიტომ, მნიშვნელოვანია კონტრდაზვერვითი საქმიანობის პრიორიტეტად გამოცხადება
მძიმე ბრალდებაა. ეს არის სრულად სუს-ის, პროკურატურის, მართლმსაჯულების საკითხი, რათა ყველა დეტალი დადგინდეს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გიორგი უძილაურის დაკავებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.
06 მაისი 2026, 17:28
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: როგორც შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, მონაწილეობას მივიღებ ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავმჯდომარეების პირველ სამიტში
დღეიდან დაიწყო საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი მონტენეგროში. ამ შემთხვევაში როგორც შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, მონაწილეობას მივიღებ ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავმჯდომარეების რიგით პირველ სამიტში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
06 მაისი 2026, 17:28
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა
„ყველას მიმართ მექნება უმორჩილესი თხოვნა, რომ ღირსეულად გაიარონ ეს პროცესი, რომ ღირსეულად გაგრძელდეს ის საქმე, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქმა თავისი ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობით თითოეულ მათგანს ჩააბარა. ამ დიდ, განსაკუთრებულ მდგომარეობას, რასაც ჰქვია სინოდის წევრობა, ეპისკოპოსობა, სულიერი წინამძღვრობა ეპარქიისა, სჭირდება განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ტარება და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სინოდის თითოეული წევრი ერთი პატრიარქის მიერ არის გამოვლენილი და ხელდასმული. ამიტომ, მიჭირს, როცა ვუსმენ ისეთ კომენტარებს, რომლებიც პოლიტიკის სფეროში უფრო ჩვეულებად ქცეული გარკვეული სიძულვილის ენით საუბარი და შეფასებებია. ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ მსგავსი შეფასებებისგან. ვხედავთ, რომ ხელისუფლება ვცდილობთ ვიყოთ რაც შეეხება მორიდებულები ჩვენს კომენტარებში და მივცეთ შესაძლებლობა ჩვენს ეკლესიასა და წმინდა სინოდს, რომ ეს პროცესი ღირსეულად იყოს გაძღოლილი და სინოდმა აირჩიოს მომავალი კათოლიკოს-პატრიარქი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
06 მაისი 2026, 17:25
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ეს ის რადიკალური ოპოზიციაა, რომელმაც მხარდამჭერების მიერ მინიჭებული მანდატები დახია და პარლამენტი დატოვა - არავითარი ანგარიშვალდებულება ქართველი ხალხის და საკუთარი მხარდამჭერების მიმართ არ გააჩნიათ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის დაპირისპირებაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ანგარიშვალდებულებას მხოლოდ უცხო ძალების წინაშე გრძნობენ.
06 მაისი 2026, 17:06
ეკონომიკა
ნათია თურნავა: სარეზერვო მინიმალური მოთხოვნების 5%-ით შემცირება მომავალში ბანკებს მისცემს შესაძლებლობას უფრო დაბალ პროცენტში შესთავაზონ სესხი მცირე ბიზნესს
სარეზერვო მინიმალური მოთხოვნების 20%-მდე შემცირება მომავალში ბანკებს მისცემს შესაძლებლობას უფრო მიმზიდველი პირობებითა და დაბალ პროცენტში შესთავაზონ სესხი მცირე ბიზნესს, - განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ საუბრისას.
06 მაისი 2026, 17:04
პოლიტიკა
ევროპარლამენტარი იემჰილდ ბუსდორფი: სანქციები არ მუშაობს. ამას ჩვენ ვხედავთ რუსეთის შემთხვევაში, რადგან ის სანქციები მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ მოქმედებს და არა რუსეთის
„სანქციები არ მუშაობს. ამას ჩვენ ვხედავთ რუსეთის შემთხვევაში, რადგან ის სანქციები მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ მოქმედებს და არა რუსეთის“, - განუცხადა „ქრონიკას“ ევროპარლამენტარმა იემჰილდ ბუსდორფმა.
06 მაისი 2026, 17:01
მსოფლიო
Bloomberg: რუსეთი ნავთობზე ფასების მკვეთრი ზრდის ფონზე, ექსპორტს ზრდის
სააგენტო Bloomberg-ის ცნობით, რუსეთმა ბოლო რამდენიმე დღეში ნავთობის ექსპორტი მნიშვნელოვნად გაზარდა და უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია.
06 მაისი 2026, 16:53
პოლიტიკა
ევროპარლამენტარი იემჰილდ ბუსდორფი: ჩვენი საქმე არაა იმის გადაწყვეტა, ქართველმა ხალხმა ე.წ. კარგ პარტიას მისცა ხმა თუ ცუდ პარტიას. მათ თავისი ხმა დემოკრატიულ არჩევნებში დააფიქსირეს და ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ამ არჩევნების შედეგებს
„ჩვენი საქმე არაა იმის გადაწყვეტა ქართველმა ხალხმა ე.წ. კარგ პარტიას მისცა ხმა თუ ცუდ პარტიას. მათ თავისი ხმა დემოკრატიულ არჩევნებში დააფიქსირეს და ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ამ არჩევნების შედეგებს“, - განუცხადა „ქრონიკას“ ევროპარლამენტარმა იემჰილდ ბუსდორფმა.
06 მაისი 2026, 16:45
საზოგადოება
გიორგი შონია: მულტიფუნქციური კომპლექსები და ახალი სპორტული ობიექტები არის მომავლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიცია. ამ პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს რეგიონებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი სპორტის მიმართულებით არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. სამუშაო მოიცავს მრავალფუნქციური კომპლექსების პროექტირებას და მშენებლობას, რაგბის არსებული სტადიონების რეაბილიტაციას და ახალი ტექნიკური ცენტრების მშენებლობას, ასევე, უეფას სტანდარტების შესაბამისი ფეხბურთის სტადიონების და ტექნიკური ცენტრების პროექტირება-მშენებლობას, - განაცხადა მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შონიამ.
06 მაისი 2026, 16:43
მსოფლიო
ტრამპის განცხადებით, ირანთან პირდაპირ მოლაპარაკებებზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოცემა New York Post-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანთან პირდაპირ მოლაპარაკებებზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა, მიუხედავად იმისა, რომ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მხარეები სამშვიდობო შეთანხმების დადებას ძალიან მიუახლოვდნენ.
06 მაისი 2026, 16:38
რეგიონი
გიორგი ჯინჭარაძემ სენაკში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებთან შეხვედრა გამართა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სენაკის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.
06 მაისი 2026, 16:34
საზოგადოება
გარდაიცვალა ცნობილი მეცნიერ-გამომგონებელი, საქართველოს ინჟინერიის აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი თემურ მაისურაძე
გარდაიცვალა ცნობილი მეცნიერ-გამომგონებელი, საქართველოს ინჟინერიის აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი თემურ მაისურაძე.
06 მაისი 2026, 16:14
მსოფლიო
დონალდ ტრამპი ირანს მასშტაბური და ინტენსიური დაბომბვებით ემუქრება, თუ თეირანი სამშვიდობო გეგმას არ დათანხმდება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ, თუ ირანი სამშვიდობო გეგმას არ დათანხმდება, ამერიკული მხარე დაბომბვებს დაიწყებს, რომლებიც უფრო მასშტაბური და ინტენსიური იქნება, ვიდრე ეს მანამდე მომხდარა.
06 მაისი 2026, 16:10
პოლიტიკა
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ არასოდეს აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა. მხოლოდ ახლა, როდესაც სახელმწიფო დგას მოწოდების სიმაღლეზე, როდესაც ძალოვანი უწყებების კოორდინაცია არის იდეალური და როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ისტორიაში ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა იმის, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები, - წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში. აბაშიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დროს ჩატარებული ნებისმიერი მსგავსი ოპერაცია იყო „PR-კლოუნადა“.
06 მაისი 2026, 16:03
სამართალი
პროკურატურამ საქართველოს ინტერესების საზიანოდ ჯაშუშობის ფაქტზე დაკავებულ გიორგი უძილაურს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ საქართველოს ინტერესების საზიანოდ ჯაშუშობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
06 მაისი 2026, 16:01
პოლიტიკა
მარიამ ლაშხი ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
06 მაისი 2026, 15:53
საზოგადოება
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხორცპროდუქტების წარმოებისა და შენახვის მოთხოვნების დარღვევისთვის ორი ბიზნესოპერატორი დააჯარიმა
თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ხორცის და ხორცპროდუქტების საწარმო შპს „XXI+ ერისთავი“(მის: მოსკოვის გამზირი N12) გეგმურად შეამოწმეს, - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
06 მაისი 2026, 15:31
პოლიტიკა
ტიერი მარიანი იუკნევიჩიენეს რეზოლუციაზე: როცა ზოგიერთი ევროპარლამენტარი ამბობს, რომ ზოგიერთი მედია უნდა ავკრძალოთო, ამით ისინი დემოკრატიას კრძალავენ, კრძალავენ სიტყვის თავისუფლებას და აზრთა მრავალფეროვნებას. ამიტომაც გაოგნებული ვარ
9 მაისი ევროპის დღეა და აქ ევროპის ყველა მოქალაქეს შეუძლია დასვას შეკითხვა თუ რა ხდება. გარეთ თუ შეხედავთ შენობას, წერია - დემოკრატია, რაც ორუელისეულ დიდ რეკლამას მოგვაგონებს. რეალურად კი მე შეშფოთებული ვარ, რადგან დემოკრატია საჭიროებს პრესის თავისუფლებას იმ შემთხვევაშიც კი თუკი ეს პრესა არ იზიარებს იმ მოსაზრებას, რასაც ამ პარლამენტის უმრავლესობა, - განაცხადა „ქრონიკასთან“ ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ, რასა იუკნევიჩიენეს მიერ მომზადებულ რეზოლუციაზე, რომელშიც ის მედიასაშუალებების - „იმედის“, „რუსთავი2“-ისა და „პოსტივის“ სანქცირებას ითხოვს.
06 მაისი 2026, 15:23
პოლიტიკა
ევროდეპუტატი ანდრაშ ლასლო მედიის დასანქცირებაზე საუბარს არასწორს უწოდებს - ევროპარლამენტს აქვს ასეთი პრაქტიკა, რომ აუქმებს იმ მოსაზრებებსა და ფაქტებს, რომლებიც არ მოსწონს
„ჩემი აზრით, ყველა მედია საშუალების, რეპორტაჟისა თუ პოლიტიკური დებატების შეფასება უნდა ეყრდნობოდეს ფაქტებს, არგუმენტებსა და დამსახურებას და არა ეროვნებას, კონკრეტულ მედია საშუალებას, პოლიტიკურ ჯგუფსა თუ აფილირებას. უნდა შეგვეძლოს ჩვენი იდეების, ფაქტებისა და ინფორმაციის წარდგენა გადაწყვეტილებების მიმღებთათვის, მათ შორის ევროპარლამენტარებისთვის, რომ გადავწყვიტოთ თუ რა არის სწორი პოლიტიკა ევროპისთვის, ჩემი ქვეყნისთვის და ა.შ. ვფიქრობ, მოსაზრებებისა და ხმების დაბლოკვა, მხოლოდ მათ წარმომავლობაზე დაყრდნობით, არასწორია“, - აცხადებს ლასლო.
06 მაისი 2026, 15:04
მსოფლიო
POLITICO: უკრაინა Patriot-ის ტიპის სისტემების ნაკლებობას განიცდის. კიევი რუსული ბალისტიკური რაკეტების ჩამოსაგდებად ამერიკულ იარაღზეა დამოკიდებული, თუმცა მისი მარაგი იწურება
გამოცემა POLITICO წერს, რომ უკრაინა Patriot-ის ტიპის სისტემების ნაკლებობას განიცდის, რის გამოც სარაკეტო თავდაცვითი სისტემების ადგილობრივი წარმოების დაწყება სურს.


