10 ივნისი 2025, 23:57 / სანდო წყარო

ნანა კაკაბაძე: ვფიქრობ, ხელისუფლებამ თვალებში უნდა ჩახედოს რეალობას და ჯერ გახსნას საჯარო დისკუსია საკითხზე - „ნატო თუ ნეიტრალიტეტი“, ხოლო შემდეგ ამ თემაზე ჩაატაროს რეფერენდუმი და იმოქმედოს იმის მიხედვით, რასაც იტყვის ჩვენი ხალხი

ნანა კაკაბაძე

ნანა კაკაბაძე

ვფიქრობ, ხელისუფლებამ თვალებში უნდა ჩახედოს რეალობას და ჯერ გახსნას საჯარო დისკუსია საკითხზე - „ნატო თუ ნეიტრალიტეტი“, ხოლო შემდეგ ამ თემაზე ჩაატაროს რეფერენდუმი და იმოქმედოს იმის მიხედვით, რასაც იტყვის ჩვენი ხალხი,- წერს სოციალურ ქსელში „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" წევრი ნანა კაკაბაძე.


„ნატო თუ ნეიტრალიტეტი?
მალე ოთხი ათეული წელი გახდება, რაც საქართველოს საზოგადოებრივი აზრი შეჯერდა, რომ ჩვენი ქვეყნის გადარჩენა და განვითარება მხოლოდ დასავლურ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსებში ინტეგრაციით არის შესაძლებელი. ამ წლების მანძილზე დასავლეთის დახმარების იმედით ჩვენ რამდენიმე ომი გადავიტანეთ რუსეთთან, რომელთაგან ზოგი ჩვენი ინიციატივით დავიწყეთ, ზოგი რუსეთის პროვოცირებით და ზოგიც დასავლეთის წაქეზებით. მთავარი კი ის არის, რომ დასავლეთიდან ჯერ ნატოში გაწევრიანების ოფიციალურად გაცხადებული დაპირება („მაპზე უფრო მეტი“) მივიღეთ, რასაც წლების შემდეგ კონსტიტუციაში სპეციალური ჩანაწერიც დავამატეთ, რომ ჩვენი ქვეყნის მიზანი დასავლეთის სტრუქტურებში გაწევრიანებაა ამის შემდეგ უკვე ჩვენი ყველა ხელისუფლება შეზღუდულია ამ ჩანაწერით, რადგან ამ ჩანაწერისგან განსხვავებული სხვა პოზიციის დაფიქსირება ანტი¬კონსტიტუციური იქნება.

საქართველოში 2008 წლის დასაწყისში საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად სააკაშვილის ხელისუფლებამ ჩაატარა გამოკითხვა (პლებისციტი) ნატოში გაწევრიანების საკითხზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 1 760 000-ზე მეტმა ამომრჩეველმა, რომელთაგან დაახლოებით 1 356 000 ათასმა ხმა მისცა საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, ხოლო დაახლოებით 405 000-მა წინააღმდეგ მისცა ხმა. ანუ 2008 წელს საქართველოს მოქალაქეთა 77% იყო ნატოში გაწევრიანების მომხრე, ხოლო 23% - წინააღმდეგი. მართალია, პლებისციტი არ არის რეფერენდუმი და ხელისუფლება არ არის ვალდებული, რომ მისი შედეგები კანონად აქციოს, მაგრამ ფაქტია, რომ მაშინ ნატოს მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის იყო სწორედ ასეთი თანაფარდობა (77/23-ზე), რის გამოც მუდმივად ხდებოდა აპელირება ამაზე.

მაგრამ უკვე 18 წელი გადის საქართველოს მოსახლეობის მიერ ამ პოზიციის დაფიქსირებიდან და ამ ხნის განმავლობაში იმდენი რამ მოხდა მსოფლიოშიც და საქართველოშიც, რომ აუცილებლად საჭიროა კიდევ ერთხელ გაიზომოს საქართველოს მოქალაქეების განწყობა ნატოში და ევროსტრუქტურებში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. მთავარი ცვლილება, რომელიც გასული 18 წლის განმავლობაში მოხდა, არის ის, რომ აშკარად გამოჩნდა ნატოში გაწევრიანების პერსპექტივის ილუზორულობა. ჩვენ მუდამ გვატყუებდნენ, რომ თითქოს ჩვენთვის ნატოს და ევროკავშირის კარები ღიაა, მაგრამ იქ შესასვლელად გადაულახავ ბარიერებს გვიშენებენ, შიგადაშიგ კი აცხადებენ, რომ ჩვენ იქ ვერ შევალთ. ან პირდაპირ გვეუბნებიან, ევროკავშირში შესვლის პერსპექტივა რომ დაგიბრუნოთ, ისეთი ხელისუფლება უნდა აირჩიოთ, რომელიც ჩვენ მოგვეწონება და არა თქვენო. ნატოზე კი ამ ბოლო დროს საერთოდ პირდაპირ აცხადებენ, რუსეთისთვის პოსტ-საბჭოთა ქვეყნების ნატოში გაწევრიანება წითელი ხაზია და მათი ეს პოზიცია სავსებით ლეგიტიმურიაო.

გასული 18 წლის მანძილზე ისიც გამოჩნდა, რომ ნატო-ნატოს ძახილით ჩვენც და უკრაინამაც ისე დავკარგეთ ტერიტორიების საუკეთესო და მნიშვნელოვანი ნაწილები, რომ ვერც ნატომ და ვერც დასავლეთმა ქმედითი დახმარება ვერ აღმოგვიჩინეს. აი, ასეთი რეალობის გათვალისწინებით, უნდა ვუპასუხოთ კითხვას: დღეის მდგომარეობით საქართველოს დაჟინებული, თავშეუკავებელი და ანგარიშმიუცემელი მისწრაფება ნატოში გაწევრიანებისკენ ჩვენი ქვეყნისათვის უსაფრთხოების გარანტიაა თუ საფრთხის მომტანი?

ჩვენ მიგვაჩნია, რომ დღევანდელ ვითარებაში საქართველოსთვის ნატოსკენ სწრაფვა სწორედაც რომ სერიოზული ხიფათის მომტანია, მით უმეტეს, როდესაც ამას ის ქვეყნები აცხადებენენ (პირველი რიგში აშშ), ვინც უნდა გადაწყვიტოს ნატოში ჩვენი გაწევრიანების საკითხი. ასევე მიგვაჩნია, რომ ნეიტრალიტეტის პოლიტიკის გატარება ჩვენი ქვეყნისთვის ერთადერთი სწორი გზა იქნებოდა უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლების გზაზე.

ვფიქრობ, ხელისუფლებამ თვალებში უნდა ჩახედოს რეალობას და ჯერ გახსნას საჯარო დისკუსია საკითხზე - „ნატო თუ ნეიტრალიტეტი“, ხოლო შემდეგ ამ თემაზე ჩაატაროს რეფერენდუმი და იმოქმედოს იმის მიხედვით, რასაც იტყვის ჩვენი ხალხი. თუ ხალხმა ნეიტრალიტეტი აირჩია, მაშინ ის ვალდებული იქნება კონსტიტუციიდან ამოიღოს 78-ე მუხლი და შეასრულოს ხალხის ნება.

ეს იქნება ილუზიებიდან რეალობაში ქვეყნის დაბრუნების ერთადერთი სწორი გზა. რაც შეეხება ნეიტრალიტეტის გზის არჩევის პლუსებს და მინუსებს, მისი მომხრეები და მოწინააღმდეგეები ამ თემაზე გახსნილი დისკუსიის ფარგლებში დააფიქსირებენ და მოსალოდნელი რეფერენდუმის წინ ყველას ექნება გაცნობიერებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა.“,- წერს კაკაბაძე.

ყველა სიახლე

სერგეი ლავროვი

16 სექტემბერი 2026, 15:15

მსოფლიო

ლავროვი: თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, ეს უკვე სულს სხვა ომი იქნება და ის ძალიანი ხანმოკლე იქნება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, თუ ევროპა რუსეთის ფედერაციას თავს დაესხმება, ეს უკვე სულს სხვა ომი იქნება და ის ძალიან ხანმოკლე იქნება.

16 სექტემბერი 2026, 15:14

პოლიტიკა

პარლამენტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც საპენსიო ფონდის მიერ დაკისრებული ჯარიმებისგან დამსაქმებელთა გათავისუფლებას ითვალისწინებს

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 76 ხმით მხარი დაუჭირა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებას, რომელიც საპენსიო ფონდის მიერ დაკისრებული ჯარიმებისგან დამსაქმებელთა გათავისუფლებას ითვალისწინებს.

სტანისლავ ტიშკა

16 სექტემბერი 2026, 14:54

მსოფლიო

ევროპარლამენტარი სტანისლავ ტიშკა ფონ დერ ლაიენს: თქვენ გინდათ, რომ გადაყაროთ მილიონობით ევრო უკრაინის შავ ხვრელში. ეს უკვე 200 მილიარდი ევრო დაგვიჯდა

ევროპარლამენტარმა სტანისლავ ტიშკამ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი გააკრიტიკა და მას ბრალი დასდო იმაში, რომ ევროკომისიას სურს მილიონობით ევრო უკრაინის შავ ხვრელში გადაყაროს.

16 სექტემბერი 2026, 14:53

სამართალი

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 6 პირს ბრალდება წარუდგინა

გატარებული ღონისძიებების შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს და ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს. საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში ამოღებულია სხვადასხვა ლოკაციებზე განთავსებული ნარკოტიკული საშუალებები. ასევე, ბრალდებულების დროებითი საცხოვრებელი ბინებიდან ამოღებულია ნარკოტიკული ნივთიერებების დაფასოებისთვის საჭირო ნივთები.

შარლ მიშელი

16 სექტემბერი 2026, 14:51

მსოფლიო

შარლ მიშელი: გახდა თუ არა ევროკავშირის ფონ დერ ლაიენის 7-წლიანი მუშაობით უფრო მიმზიდველი?! რა თქმა უნდა, - არა! არ არის საჭირო ახალი ინიციატივები. ამ კომისიამ 400-ზე მეტი ინიციატივა წარადგინა და სად არის შედეგი? ვერ ვხედავთ გაუმჯობესებას

მისი თქმით, ევროკომისიაში ენერგია ზედაპირული საკითხების განხილვას ხმარდება, მაშინ, როცა ევროკავშირი მძიმე გამოწვევების წინაშეა. მიშელი მიიჩნევს, რომ ევროპას ამბიციური მიდგომები აკლია და ასეთი ნაბიჯების გარეშე ევროკავშირი გლობალურ პროცესებში საკუთარ როლს კარგავს.

თორნიკე ჭეიშვილი

16 სექტემბერი 2026, 14:50

პოლიტიკა

პარლამენტმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარედ თორნიკე ჭეიშვილი აირჩია

აღნიშნულ თანამდებობაზე თორნიკე ჭეიშვილმა მაია ბითაძე შეცვალა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით კულტურის მინისტრად დაინიშნა.

16 სექტემბერი 2026, 14:50

მსოფლიო

ევროპარლამენტარი მანონ ობრი ურსულა ფონ დერ ლაიენს: ძირითადად თქვენ საკუთარ თავს ელაპარაკებოდით, ამიტომ ახლა მე მივმართავ ევროპის ხალხს და მსოფლიოს - აღარ გააგრძელოთ მორჩილებაში ყოფნა

„ძირითადად თქვენ საკუთარ თავს ელაპარაკებოდით, ამიტომ ახლა მე მივმართავ ევროპის ხალხს და მსოფლიოს - აღარ გააგრძელოთ მორჩილებაში ყოფნა“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

ნინო წილოსანი

16 სექტემბერი 2026, 14:43

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: ნამახვან ჰესის კრიტიკული საჭიროების და მნიშვნელობის მიუხედავად, სამწუხაროდ იმ მომენტში სახელმწიფომ ვერ შეძლო ამ პროექტის დაცვა. ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, თუ რამდენად სუსტი იყო ქართული სახელმწიფო გარე ჩარევებისგან და იმ დაფინანსებული პოლიტიკებისგან, რომელიც ამ ქვეყანაში მიმდინარეობდა

ნამახვან ჰესის კრიტიკული საჭიროების და მნიშვნელობის მიუხედავად, სამწუხაროდ იმ მომენტში სახელმწიფომ ვერ შეძლო ამ პროექტის დაცვა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა, რომელიც გამოეხმაურა ცალკეული ტელევიზიების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლომ საქართველოს მთავრობას დააკისრა კომპანია „ენკას“ სასარგებლოდ 400 მილიონი აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებულ საქმეზე.

ლუბოშ ბლაჰა

16 სექტემბერი 2026, 14:40

მსოფლიო

ევროპარლამენტარი ლუბოშ ბლაჰა: ევროპისთვის ყველაზე დიდი ჰიბრიდული საფრთხე რუსეთი კი არა, ქალბატონი კალასია, რომელსაც ბირთვულ ომში ჩვენი ჩათრევა სურს. ომის წამქეზებელი თქვენ ხართ, ქალბატონო კალას. ჯანდაბამდეც გზა გქონიათ

ევროპარლამენტარმა ლუბოშ ბლაჰამ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში კაია კალასი მწვავედ გააკრიტიკა.

გიორგი ვოლსკი

16 სექტემბერი 2026, 14:40

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: „ნამახვან ჰესზე“ შეტევაც დაახლოებით იგივე სტრატეგიით და იგივე სცენარით მიმდინარეობს, როგორც დღეს უნდათ, რომ განავითარონ შეტევა „იგლ ჰილსის“ მოსალოდნელ ინვესტიციაზე

ცალკეული ტელევიზიების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლომ საქართველოს მთავრობას დააკისრა კომპანია „ენკას“ სასარგებლოდ 400 მილიონი აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებულ საქმეზე, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ეხმაურება.

ჰერმან ტერჩი

16 სექტემბერი 2026, 14:36

მსოფლიო

ევროპარლამენტარი ურსულა ფონ დერ ლაიენს: 7 წელი გავიდა, რაც თქვენ თანამდებობა დაიკავეთ, მაგრამ ევროპელები უფრო ღარიბები და ნაკლებად თავისუფლები არიან

„71 წუთის განმავლობაში თქვენ უბრალოდ ამბობდით, რომ ჩვენ ვაკეთებთ... ჩვენ ვაკეთებთო..7 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც თქვენ თანამდებობა დაიკავეთ, მაგრამ ევროპელები უფრო ღარიბები და ნაკლებად თავისუფლები არიან. ვფიქრობ, ეს დამანგრევლად აჯამებს თქვენი პრეზიდენტობის პერიოდს ევროკომისიაში.“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

ალექსანდრე დარახველიძე

16 სექტემბერი 2026, 14:32

სამართალი

ალექსანდრე დარახველიძე: კონკრეტული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა განზრახ შეიყვანა საზოგადოება შეცდომაში და მის მიერ გაჟღერებული ციფრები იყო მანიპულაციური

კონკრეტული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა განზრახ შეიყვანა საზოგადოება შეცდომაში და მის მიერ გაჟღერებული ციფრები იყო მანიპულაციური, - ასე აფასებს შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე გიორგი გახარიას პარტიის წევრი დეპუტატის ვიკა ფილფანის ცრუ სტატისტიკას.

16 სექტემბერი 2026, 14:32

სამართალი

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ბუაძე სიძულვილის ენის გამოყენების საქმეზე 500 ლარით დააჯარიმა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ბუაძის საქმე განიხილა, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა თენგიზ ჭანტურიძეს.

ბექა ძამაშვილი

16 სექტემბერი 2026, 14:28

სამართალი

ბექა ძამაშვილი: არასწორია, თითქოს აშშ-ის სასამართლომ საქართველოს „ენკას“ სასარგებლოდ 400 მილიონი დოლარი დააკისრა, სინამდვილეში, ვაშინგტონის სასამართლოში პროცესი არ მიმდინარეობს

იუსტიციის მინისტრის მოადგილის ბექა ძამაშვილის განცხადებით, დღეს ცალკეული ტელევიზიების მიერ გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლომ საქართველოს მთავრობას დააკისრა კომპანია „ენკას“ სასარგებლოდ 400 მილიონი აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებულ საქმეზე.

გიორგი ჩაკვეტაძე

16 სექტემბერი 2026, 14:26

პოლიტიკა

გიორგი ჩაკვეტაძე გვარამია-ჯაფარიძისა და ნორვეგიის ელჩის ფარულ შეხვედრაზე: საზოგადოებას აქვს სრული უფლება, ჰქონდეს ინფორმაცია მსგავს შეხვედრებზე. ამ ე.წ. ოპოზიციონერების ვალდებულებაც კი არის, რომ განმარტონ, რატომ იყო საჭირო მსგავსი დახურული, ფარული შეხვედრა, რომელიც საზოგადოებამ შემთხვევით გაიგო

საერთაშორისო აქტორების მხარდაჭერით და ჩართულობით წლების მანძილზე ადგილობრივი რადიკალური ჯგუფები იყვნენ წახალისებული, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ გვარამია-ჯაფარიძის და ნორვეგიის ელჩის ფარულ შეხვედრასთან დაკავშირებით.

16 სექტემბერი 2026, 14:22

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მსხვილი ჩინური ჰოლდინგის, DBH Group-ის წარმომადგენლებს შეხვდა

შეხვედრაზე საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებსა და ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ ბიზნესგარემოზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო ენერგეტიკის სექტორსა და განახლებადი ენერგიის ათვისების მიმართულებით თანამშრომლობას, ასევე აღნიშნულ სფეროში ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივებს.

თენგიზ შარმანაშვილი

16 სექტემბერი 2026, 14:21

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი ფილფანის განცხადებაზე: ეს მათი სტილია. ესეც დამახინჯებული ინფორმაციის გავრცელების წესია აკერმანის წიგნიდან, რასაც ამ ავადსახსენებელ სემინარებზე ასწავლიან

„ეს მათი სტილია. ესეც დამახინჯებული ინფორმაციის გავრცელების წესია აკერმანის წიგნიდან, რასაც ამ ავადსახსენებელ სემინარებზე ასწავლიან. წარმოიდგინეთ, რაზეა ეს გათვლილი - შენ აშკარა ტყუილი თქვი, რომ მოსახლეობამ მოისმინოს. მერე, რა თქმა უნდა, ამას უარყოფენ, მაგრამ შეიძლება ეს უარყოფა იმავე რაოდენობამ ვერ მოისმინოს და ეს ადამიანების თავში მაინც დარჩება და ტყუილი თავის საქმეს გააკეთებს. აი ასეთი მდაბიო პროპაგანდისტული ნაბიჯი არის“, - განმარტავს შარმანაშვილი.

ნინო წილოსანი

16 სექტემბერი 2026, 14:21

პოლიტიკა

ნინო წილოსანი ოპოზიციის ლიდერების ნორვეგიის ელჩთან შეხვედრაზე: როდესაც რადიკალური და რევოლუციური წარსულის მქონე პოლიტიკოსებს, აქტივისტებს ხვდებიან დიპლომატები, ეს მათი მხრიდან ამ მოქმედებების გარკვეულწილად წახალისებას გულისხმობს, რაც დიპლომატიური სტანდარტის დარღვევაა

ნორვეგიის ელჩთან გვარამია-ჯაფარიძის ფარულ შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილსოანი გამოეხმაურა.

დავით მათიკაშვილი

16 სექტემბერი 2026, 14:21

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი ნორვეგიის ელჩისა და გვარამია-ჯაფარიძის ფარულ შეხვედრაზე: გვახსენდება ის სამწუხარო წარსული, როდესაც გერმანიის, საფრანგეთის ელჩი, თუ სხვა პირები არღვევდნენ რა ვენის კონვენციას, ფარულად ხვდებოდნენ რადიკალებს და მერე იწყებოდა ქვეყანაში არეულობები

გვახსენდება ის სამწუხარო წარსული, როდესაც გერმანიის, საფრანგეთის ელჩი, თუ სხვა პირები არღვევდნენ რა ვენის კონვენციას, ფარულად ხვდებოდნენ რადიკალებს და მერე იწყებოდა ქვეყანაში არეულობები, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა „ქრონიკასთან“ გვარამია-ჯაფარიძის და ნორვეგიის ელჩის ფარულ შეხვედრასთან დაკავშირებით.

ვოლოდიმირ ზელენსკი

16 სექტემბერი 2026, 14:13

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: როგორ გინდათ არჩევნების ჩატარება? რა არჩევნების? როგორ უნდა ჩაატაროთ არჩევნები იმ 9 მილიონ ადამიანთან ერთად, რომლებიც საზღვარგარეთ არიან?

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი CBS News-თან ინტერვიუში ქვეყანაში არჩევნების ჩატარების საკითხს შეეხო.