IMEDI /  12 ივნისი 2025, 21:24 / სანდო წყარო

სამცხე–ჯავახეთის მხარის რწმუნებულის აპარატის ხელმძღვანელი ესტონეთის ელჩს: ყველა ის სახელმწიფო, რომელიც უსამართლო მოთხოვნებით და ორმაგი სტანდარტებით სარგებლობს, აზარალებს იმ სახელმწიფოს სტატუსს და იმიჯს მოსახლეობაში

გიორგი მიქელაძე

გიორგი მიქელაძე

სამცხე–ჯავახეთის მხარის რწმუნებულის აპარატის ხელმძღვანელმა, გიორგი მიქელაძემ, წყალთბილას ბაღში, მცირეწლოვანი აღსაზრდელების თანდასწრებით, ვიზიტით მყოფ ესტონეთის ელჩს კრიტიკული პოლიტიკური განცხადებით მიმართა.

მან ესტონეთი ორმაგი სტანდარტებით სარგებლობასა და უსამართლო მოთხოვნებში დაადანაშაულა.

„ჩვენთვის, ყველასთვის კარგად ცნობილია, დიპლომატია რაოდენ მნიშვნელოვანია ურთიერთობებისთვის და დიპლომატია წარმატებულია მაშინ, როდესაც ეს ყველაფერი დაფუძნებულია სამართლიანობაზე, ურთიერთპატივისცემაზე და ეს ყველაფერი არ მოქმედებს ორმაგი სტანდარტებით. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში არა ერთხელ ვიხილეთ აღნიშნული და აქედან გამომდინარე, მინდა აღვნიშნო, რომ ყველა ის აქტივობა, ყველა ის სახელმწიფო, რომელიც უსამართლო მოთხოვნებით და ორმაგი სტანდარტებით სარგებლობს, აღნიშნული აზარალებს როგორც შედეგს, ასევე, იმ სახელმწიფოს სტატუსს და იმიჯს ადგილობრივ მოსახლეობაში“- მიმართა გიორგი მიქელაძემ ესტონეთის ელჩს.

„მინდა, პირველ რიგში, აღვნიშნო, რამდენად მნიშვნელოვანია ადრეული ბილინგვური სწავლების დანერგვა. ვინაიდან აღნიშნული ხელს უწყობს ჩვენს რეგიონში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების სრულყოფილ ასიმილაციას და სრულყოფილ ინტეგრაციას. საქართველოში, ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ადრეული ბილინგვური განათლების განვითარების პროგრამა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და სამაგალითოა იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი დიდი შედეგები მივიღეთ და ეს შედეგები მიღებულია ურთიერთთანამშრომლობით და კოორდინირებული საქმიანობის შედეგად. აღნიშნულიდან გამომდინარე, მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს. მინდა მადლობა გადაგიხადოთ UNICEF-ის წარმომადგენლობას, მინდა მადლობა გადავუხადო ესტონეთის საერთაშორისო განვითარების ცენტრს. როგორც მოგეხსენებათ 10 საბავშვო ბაღიდან 6 საბავშვო ბაღი ჩვენს რეგიონში არის შერჩეული, რაც მნიშვნელოვანია და ვაფასებთ ამას. ასევე, მინდა აღვნიშნო იმ ექსპერტებისა და მონაწილეების შრომა, ვინც ჩართული იყვნენ აღნიშნულ საქმიანობაში. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ესტონეთის საელჩოს და ქალბატონ ელჩს“- აცხადებს მიქელაძე.

მიქელაძე იმედოვნებს, რომ „გაგრძელდება მსგავსი ტიპის თანამშრომლობა, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ უფრო მეტი მნიშვნელოვანი და წარმატებული პროექტი განვახორციელოთ ერთად“.

„აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ყველა ღონისძიება, ყველა ურთიერთთანამშრომლობა უნდა განხორციელდეს სამართლიანობის და ურთიერთპატივისცემის ფარგლებში, რაც ფაქტია, აღნიშნულმა პროექტმაც დიდი შედეგი დადო ზუსტად ამ პრაქტიკიდან გამომდინარე. პროექტის დასაწყისიდან დღევანდელ დღემდე არის კოორდინირებული თანამშრომლობა ყველა მხარის მიმართ და ყველა აქტივობა ხორციელდება კოორდინირებულად. აქედან გამომდინარე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ვიმედოვნებთ, კიდევ გაგრძელდება მსგავსი ტიპის თანამშრომლობა, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ უფრო მეტი მნიშვნელოვანი და წარმატებული პროექტი განვახორციელოთ ერთად, თანამშრომლობით. ჩვენი მხრიდან მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ყველა მხარეს, ვინც ჩართული იყო აღნიშნული პროგრამის განხორციელებაში და ასევე გამოვთქვათ მზაობა ვითანამშრომლოთ და გავაღრმავოთ ჩვენი თანამშრომლობა სამომავლოდ“-აღნიშნა გიორგი მიქელაძემ.

ცნობისთვის, ესტონეთმა ადამიანის უფლებების მძიმე, მასშტაბური და სისტემატური დარღვევების გამო „ქართული ოცნების“ არაერთი მაღალჩინოსანი დაასანქცირა. დასანქცირებულებს შორის არიან პროკურორები, მოსამართლეები, პოლიციის მაღალჩინოსნები, პარლამენტარები და სხვა.

ყველა სიახლე

01 მარტი 2026, 02:54

მსოფლიო

ირანის საპასუხო დარტყმების შედეგად დუბაის საერთაშორისო აეროპორტი დაზიანდა

არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ირანის მიერ აშშ-ისა და ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებული საპასუხო თავდასხმების დროს, სამიზნეებს შორის დუბაის საერთაშორისო აეროპორტიც მოხვდა.

დონალდ ტრამპი

01 მარტი 2026, 02:07

მსოფლიო

ტრამპი: ძლიერი და წერტილოვანი დაბომბვები გაგრძელდება შეუფერხებლად მთელი კვირის განმავლობაში, ან მანამ, სანამ საჭირო იქნება მშვიდობის მისაღწევად

ძლიერი და წერტილოვანი დაბომბვები გაგრძელდება შეუფერხებლად მთელი კვირის განმავლობაში, ან მანამ, სანამ საჭირო იქნება ჩვენი მიზნის მისაღწევად, რაც გულისხმობს მშვიდობას მთელ ახლო აღმოსავლეთში და, რა თქმა უნდა, მთელ მსოფლიოში, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

აიათოლა ალი ხამენეი

01 მარტი 2026, 01:42

მსოფლიო

ტრამპი: ხამენეი, ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ბოროტი ადამიანი, მკვდარია

ხამენეი, ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ბოროტი ადამიანი, მკვდარია, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

კამალა ჰარისი

01 მარტი 2026, 01:34

მსოფლიო

კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ ის ირანში „რეჟიმის შეცვლის“ წინააღმდეგია

აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ ის ირანში „რეჟიმის შეცვლის“ წინააღმდეგია და პრეზიდენტი ტრამპი დაადანაშაულა იმაში, რომ მან „ამერიკის შეერთებული შტატები ჩაითრია ომში, რომელიც ამერიკელ ხალხს არ სურს“.

დონალდ ტრამპი

01 მარტი 2026, 01:13

მსოფლიო

ტრამპი კითხვაზე თუ ვინ შეიძლება დაიკავოს აიათოლა ალი ხამენეის ადგილი: არ ვიცი, მაგრამ რაღაც მომენტში ისინი თავად დამირეკავენ და მკითხავენ, ვინ მსურს ამ პოსტზე

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია NBC News-თან სატელეფონო საუბრისას დაადასტურა, რომ დღევანდელი იერიშების შედეგად ირანის მმართველი ელიტის „დიდი ნაწილი“ განადგურებულია.

დონალდ ტრამპი

01 მარტი 2026, 00:50

მსოფლიო

ტრამპი აიათოლა ხამეინის ლიკვიდაციის შესახებ ცნობებზე: ჩვენ ვთვლით, რომ ეს ამბავი სინამდვილეს შეესაბამება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია NBC News-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ირანის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის შესაძლო დაღუპვის შესახებ გავრცელებულ ცნობებზე ისაუბრა.

01 მარტი 2026, 00:16

მსოფლიო

ისრაელური მედია: ბენიამინ ნეთანიაჰუსა და დონალდ ტრამპს ირანის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის ცხედრის ფოტო წარუდგინეს

გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ირანის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის ცხედრის ფოტო წარუდგინეს. აღნიშნულ ინფორმაციას ისრაელის Channel 12 ავრცელებს

დონალდ ტრამპი

01 მარტი 2026, 00:10

მსოფლიო

ტრამპი აცხადებს, რომ ირანში პროცესების დასრულების რამდენიმე ვარიანტს განიხილავს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოცემა Axios-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ოპერაციაში მას მოქმედების რამდენიმე გზა აქვს, მათ შორის ქვეყანაზე კონტროლის დამყარების გრძელვადიანი ძალისხმევა.

აიათოლა ალი ხამენეი

28 თებერვალი 2026, 23:49

მსოფლიო

მედია: ისრაელის ოფიციალური პირების განცხადებით, აიათოლა ალი ხამენეი ლიკვიდირებულია

ისრაელის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია, რომ ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი, რომელიც ქვეყანას 1989 წლიდან მართავდა, მოკლულია.

28 თებერვალი 2026, 23:41

მსოფლიო

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციაში ამერიკულ მხარეს საბრძოლო დანაკარგები არ აქვს

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) განცხადებით, ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციაში ამერიკულ მხარეს საბრძოლო დანაკარგები არ ჰქონია.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

28 თებერვალი 2026, 23:14

მსოფლიო

ბენიამინ ნეთანიაჰუ: არსებობს ბევრი ნიშანი იმისა, რომ აიათოლა ალი ხამენეი ცოცხალი აღარ არის

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა ირანზე განხორციელებული აშშ-ისრაელის ერთობლივი თავდასხმის შემდეგ.

ბექა ძამაშვილი

28 თებერვალი 2026, 23:14

პოლიტიკა

ძამაშვილი: გადაწყვეტილებაში, რაც გამოქვეყნდა სანქციებთან დაკავშირებით წერია, რომ გადაწყვეტილება მიიღეს ვარაუდების საფუძველზე - წლების განმავლობაში იყო მცდელობა, რაღაც ინფორმაცია შეთხზან და საზოგადოებას მიაწოდონ, როგორც სიმართლე

იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე ბექა ძამაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი“ თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე ისაუბრა. მისი თქმით, სანქციების მიზანი იყო დებატების სივრცის დახურვა, რადგან სულ რამდენიმე ეთერმაც აჩვენა, სად იყო სიმართლე.

28 თებერვალი 2026, 23:12

რეგიონი

ქარელის სატრანსპორტო კვანძი-ბორითის სატრანსპორტო კვანძის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა, დაბალი ტემპერატურა, ძლიერი ქარი) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ101-კმ162 (ქარელის სატრანსპორტო კვანძი-ბორითის სატრანსპორტო კვანძი) მონაკვეთზე, დროებით იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

28 თებერვალი 2026, 23:08

მსოფლიო

CNN: ირანული სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ირანზე აშშ-ისა და ისრაელის დარტყმების შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ირანული სახელმწიფო მედიის, Press TV-ის ინფორმაციით, რომელიც ირანის „წითელ ნახევარმთვარეზე“ დაყრდნობით ვრცელდება, ირანზე აშშ-ისა და ისრაელის დღევანდელი ერთობლივი დარტყმების შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.

ლაშა გურული

28 თებერვალი 2026, 22:49

სპორტი

მოკრივე ლაშა გურულმა მესამე პროფესიონალური ბრძოლა მოიგო

ინგლისის ქალაქ დერბიში ქართველმა მოკრივე ლაშა გურულმა მესამე პროფესიონალური ბრძოლა გამართა. მან მექსიკელი ბენიტო სანჩესი მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

საბა ჯანაშია

28 თებერვალი 2026, 22:20

პოლიტიკა

საბა ჯანაშია: ყველაზე დიდი უბედურება არის ის, რომ ამბავს, რომელიც „იმედისა“ და „პოსტივის“ ირგვლივ ხდება, ამ ყველაფერს ქართველი ადამიანი გულშემატკივრობს

ყველაზე დიდი უბედურება არის ის, რომ ამბავს, რომელიც „იმედისა“ და „პოსტივის“ ირგვლივ ხდება, ამ ყველაფერს ქართველი ადამიანი გულშემატკივრობს - რა მაგარია რომ უცხო ქვეყანა ერევა ქართულ ტელევიზიაში და ასანქცირებს, განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ ბლოგერმა საბა ჯანაშიამ. მისი თქმით, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით ეს გასაკვირიც აღარ არის.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

28 თებერვალი 2026, 22:16

მსოფლიო

ერდოღანმა ღრმა შეშფოთება გამოთქვა ირანზე აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმების გამო, ამავდროულად კი დაგმო თეირანის მიერ განხორციელებული დარტყმები ყურის ქვეყნებზე

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ღრმა შეშფოთება და მწუხარება გამოთქვა ირანზე აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმების გამო, ამავდროულად კი დაგმო თეირანის მიერ განხორციელებული დრონებითა და რაკეტებით დარტყმები ყურის ქვეყნებზე.

თამარ ცაგარეშივილი

28 თებერვალი 2026, 22:13

პოლიტიკა

ცაგარეიშვილი: საქართველო გარკვეულწილად რთულ ვითარებებში კონსოლიდაციამ გადაარჩინა და ვფიქრობ, ახლა ასეთი რთული ვითარებაა. ჩვენ გჭირდება კონსოლიდაცია, როგორც „იმედი“ არის შემოკრებილი მაკა ლომიძის გარშემო - ჩვენ ვდგავართ და ვიდგებით

გადაცემის „შემდეგი გაჩერება“ წამყვანმა თამარ ცაგარეიშვილმა გადაცემაში „ღია ეთერი“ კონსოლიდაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მომავალს დიდი იმედით უყურებს.

ემანუელ მაკრონი

28 თებერვალი 2026, 22:03

მსოფლიო

მაკრონი: არავის უნდა ეგონოს, რომ ირანის ბირთვული პროგრამის, ბალისტიკური აქტივობისა და რეგიონული დესტაბილიზაციის საკითხები უბრალოდ დარტყმებით მოგვარდება

არავის უნდა ეგონოს, რომ ირანის ბირთვული პროგრამის, ბალისტიკური აქტივობისა და რეგიონული დესტაბილიზაციის საკითხები უბრალოდ დარტყმებით მოგვარდება, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა.

28 თებერვალი 2026, 21:58

სამართალი

პროკურატურამ თბილისში მომხდარი მიხეილ ქავთარაძის მკვლელობის ფაქტზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავა, ხოლო ამავე საქმეზე მსჯავრდებულს, ახალი ბრალი წარუდგინა

თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა არასრულწლოვანი გ. დ. სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.