21 ივლისი 2025, 14:53 / სანდო წყარო

შალვა პაპუაშვილი გაბარდის განცხადებაზე: დადასტურდა, რომ ვინც არ მოგწონს მისთვის „პრორუსულის“ იარლიყის მიწებება და ამაზე პარაზიტირება, ერთი პროპაგანდისტული ხაზია, რომელსაც აშშ-ის ხელისუფლება „დიპ სტეიტს“ უწოდებს

შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

დადასტურდა, რომ ვინც არ მოგწონს, მისთვის „პრორუსულის“ და რაც არ მოგწონს, იმისთვის „რუსულის“ იარლიყის მიწებება და ამაზე პარაზიტირება, ერთი ცენტრიდან მართული პროპაგანდისტული ხაზია, რომელსაც აშშ-ის ხელისუფლება „დიპ სტეიტს“ უწოდებს, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის დირექტორის ტულსი გაბარდის განცხადებას, რომ ტრამპის წინააღმდეგ დანაშაული „დიპ სტეიტის“ დავალებით ჩაიდინეს ამიტომ ის 2016 წლის არჩევნების დროს რუსეთის ჩარევის შესახებ ბრალდებების გამო ბარაკ ობამას და სხვა პიროვნებათა დასჯას ითხოვს.

შალვა პაპუაშვილის თქმით, დადასტურდა, რომ, სინამდვილეში, არანაირი ნაცური თუ ენჯეოშნიკური პროპაგანდა არ არსებობს. ისინი, მხოლოდ ერთი ცენტრიდან მართული და ერთი ყულაბიდან დაფინანსებული პროპაგანდისტების და სასარგებლო იდიოტების ქსელის ნაწილი არიან.

„აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიერ „პრორუსულობის“ და „რუსული ჩარევის“ საუკუნის კონსპირაციის მხილება, თავისი მნიშვნელობით და მასშტაბით, ალბათ, მხოლოდ USAID, NED, „ამერიკის ხმის“, „რადიო თავისუფლების“ და მსგავსი ორგანიზაციების, სხვა ქვეყნების ასარევად გამოყენების მხილებას თუ შეედრება.

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელმა დეტალურად გაშიფრა, თუ როგორ იგეგმება და ხორციელდება „რუსულის“ კონსპირაციით ალქაჯების დევნა.

დადასტურდა, რომ ვინც არ მოგწონს, მისთვის „პრორუსულის“ და რაც არ მოგწონს, იმისთვის „რუსულის“ იარლიყის მიწებება და ამაზე პარაზიტირება, ერთი ცენტრიდან მართული პროპაგანდისტული ხაზია, რომელსაც აშშ-ის ხელისუფლება, გერმანიის ელჩისთვის უხსენებელ, „დიპ სტეიტს“ უწოდებს.

დადასტურდა, რომ, სინამდვილეში, არანაირი ნაცური თუ ენჯეოშნიკური პროპაგანდა არ არსებობს. ისინი, მხოლოდ ერთი ცენტრიდან მართული და ერთი ყულაბიდან დაფინანსებული პროპაგანდისტების და სასარგებლო იდიოტების ქსელის ნაწილი არიან, რომლის ერთადერთი ფუნქცია ინსტრუქციით მიღებული ნარატივების გავრცელებაა. ამიტომ, მათთვის, გარედან დაკრულ ტაშს, ყიჟინს და თანხის ჩარიცხვას მხოლოდ ერთი ფუნქცია აქვს, არ შედრკნენ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ცრუ ნარატივების გავრცელებაში. იდეალური მონობაც ასეთი უნდა.

როგორც ერთ ყოფილ ელჩს უყვარდა თქმა, ფაქტია, რომ, ტერმინების დონეზეც კი, „ერთი სახელმძღვანელოდან“ ამოკითხულივითაა პროპაგანდისტული მეთოდები, რომლებიც აშშ-ში და საქართველოში გამოიყენება. და რა ნიშანდობლივია, რომ სწორედ ის ყოფილი ელჩი იყო ტერმინის „რუსული კანონი“ ავტორი. დღეს, აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელის მხილების შემდეგ, უკვე ღიად შეიძლება დასკვნის გაკეთება, თუ რა განზრახვის ნაწილი იყო, იმ ელჩის მხრიდან ამ ყალბი ტერმინის შემოგდება.

აქვე, არც სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ დაგვავიწყდეს, რომელშიც, მაშინ ჯერ კიდევ პრეზიდენტის თანამდებობაზე მყოფმა, ჯერ „ქართული ოცნების“ გამარჯვებას უწოდა „რუსეთის ჩარევით“ გამარჯვება, შემდეგ კი 2016 წელს ტრამპის გამარჯვებაც „რუსეთის ჩარევით“ ახსნა. და როცა ჟურნალისტმა ჰკითხა, რამე ფაქტი თუ ჰქონდა ან ერთის, ან მეორეს დასადასტურებლად, ხელები გაშალა და თქვა, ფაქტი რად უნდა, ვიცი, რომ ასეაო. ის, რომ „დიპ სტეიტის“ ამ ცრუ ნარატივის გამავრცელებელი სალომე ზურაბიშვილის მოკავშირე კონგრესმენი ჯო ვილსონია, ალბათ, ბევრ რამეზე მეტყველებს.

რა დასკვნა უნდა გამოიტანოს ქართულმა საზოგადოებამ ამ გებელსისეული კონსპირაციის - „რუსული...“, „პრორუსული...“, „არა რუსულ...“ - ჩამოშლის შემდეგ? ამ, მართლაც, საუკუნის მხილების მთელი სიკეთეც იმაშია, რომ, ისევე როგორც უცხოური გრანტების მავნე მიზნების მხილებისას იყო, აქაც ყველა დასკვნა უკვე გამოტანილია აშშ-ის ეროვნული დაზვერვის მიერ. კოდური სიტყვებიც - „რუსული...“, „პრორუსული...“, „არა რუსულ...“ - ცნობილია. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, რომ დავაკვირდეთ „დიპ სტეიტის“ დაქირავებული პროპაგანდისტების და სასარგებლო იდიოტების თვითლუსტრაციას.
დაბოლოს, ფაქტია, რომ, „დიპ სტეიტის“ სახით, აშშ-ს და საქართველოს ერთი მტერი ჰყავს. ცნობილია ამ მტრის მიზნებიც, მეთოდებიც და ანატომიაც. ეს უკვე მნიშვნელოვანი ნაბიჯია გამარჯვებისკენ“, - წერს შალვა პაპუაშვილი.

ტულსი გაბარდის განცხადებით, ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ „ხელოვნურად შექმნა და პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა სადაზვერვო ინფორმაცია“, რათა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის მცდელობის ნარატივი გაევრცელებინა - მიუხედავად იმისა, რომ დაზვერვის სამსახურების მონაცემები საპირისპიროს მიანიშნებდა.

ყველა სიახლე

01 მარტი 2026, 02:54

მსოფლიო

ირანის საპასუხო დარტყმების შედეგად დუბაის საერთაშორისო აეროპორტი დაზიანდა

არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ირანის მიერ აშშ-ისა და ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებული საპასუხო თავდასხმების დროს, სამიზნეებს შორის დუბაის საერთაშორისო აეროპორტიც მოხვდა.

დონალდ ტრამპი

01 მარტი 2026, 02:07

მსოფლიო

ტრამპი: ძლიერი და წერტილოვანი დაბომბვები გაგრძელდება შეუფერხებლად მთელი კვირის განმავლობაში, ან მანამ, სანამ საჭირო იქნება მშვიდობის მისაღწევად

ძლიერი და წერტილოვანი დაბომბვები გაგრძელდება შეუფერხებლად მთელი კვირის განმავლობაში, ან მანამ, სანამ საჭირო იქნება ჩვენი მიზნის მისაღწევად, რაც გულისხმობს მშვიდობას მთელ ახლო აღმოსავლეთში და, რა თქმა უნდა, მთელ მსოფლიოში, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

აიათოლა ალი ხამენეი

01 მარტი 2026, 01:42

მსოფლიო

ტრამპი: ხამენეი, ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ბოროტი ადამიანი, მკვდარია

ხამენეი, ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ბოროტი ადამიანი, მკვდარია, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

კამალა ჰარისი

01 მარტი 2026, 01:34

მსოფლიო

კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ ის ირანში „რეჟიმის შეცვლის“ წინააღმდეგია

აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ ის ირანში „რეჟიმის შეცვლის“ წინააღმდეგია და პრეზიდენტი ტრამპი დაადანაშაულა იმაში, რომ მან „ამერიკის შეერთებული შტატები ჩაითრია ომში, რომელიც ამერიკელ ხალხს არ სურს“.

დონალდ ტრამპი

01 მარტი 2026, 01:13

მსოფლიო

ტრამპი კითხვაზე თუ ვინ შეიძლება დაიკავოს აიათოლა ალი ხამენეის ადგილი: არ ვიცი, მაგრამ რაღაც მომენტში ისინი თავად დამირეკავენ და მკითხავენ, ვინ მსურს ამ პოსტზე

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია NBC News-თან სატელეფონო საუბრისას დაადასტურა, რომ დღევანდელი იერიშების შედეგად ირანის მმართველი ელიტის „დიდი ნაწილი“ განადგურებულია.

დონალდ ტრამპი

01 მარტი 2026, 00:50

მსოფლიო

ტრამპი აიათოლა ხამეინის ლიკვიდაციის შესახებ ცნობებზე: ჩვენ ვთვლით, რომ ეს ამბავი სინამდვილეს შეესაბამება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია NBC News-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ირანის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის შესაძლო დაღუპვის შესახებ გავრცელებულ ცნობებზე ისაუბრა.

01 მარტი 2026, 00:16

მსოფლიო

ისრაელური მედია: ბენიამინ ნეთანიაჰუსა და დონალდ ტრამპს ირანის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის ცხედრის ფოტო წარუდგინეს

გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ირანის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის ცხედრის ფოტო წარუდგინეს. აღნიშნულ ინფორმაციას ისრაელის Channel 12 ავრცელებს

დონალდ ტრამპი

01 მარტი 2026, 00:10

მსოფლიო

ტრამპი აცხადებს, რომ ირანში პროცესების დასრულების რამდენიმე ვარიანტს განიხილავს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოცემა Axios-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ოპერაციაში მას მოქმედების რამდენიმე გზა აქვს, მათ შორის ქვეყანაზე კონტროლის დამყარების გრძელვადიანი ძალისხმევა.

აიათოლა ალი ხამენეი

28 თებერვალი 2026, 23:49

მსოფლიო

მედია: ისრაელის ოფიციალური პირების განცხადებით, აიათოლა ალი ხამენეი ლიკვიდირებულია

ისრაელის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია, რომ ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი, რომელიც ქვეყანას 1989 წლიდან მართავდა, მოკლულია.

28 თებერვალი 2026, 23:41

მსოფლიო

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციაში ამერიკულ მხარეს საბრძოლო დანაკარგები არ აქვს

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) განცხადებით, ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციაში ამერიკულ მხარეს საბრძოლო დანაკარგები არ ჰქონია.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

28 თებერვალი 2026, 23:14

მსოფლიო

ბენიამინ ნეთანიაჰუ: არსებობს ბევრი ნიშანი იმისა, რომ აიათოლა ალი ხამენეი ცოცხალი აღარ არის

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა ირანზე განხორციელებული აშშ-ისრაელის ერთობლივი თავდასხმის შემდეგ.

ბექა ძამაშვილი

28 თებერვალი 2026, 23:14

პოლიტიკა

ძამაშვილი: გადაწყვეტილებაში, რაც გამოქვეყნდა სანქციებთან დაკავშირებით წერია, რომ გადაწყვეტილება მიიღეს ვარაუდების საფუძველზე - წლების განმავლობაში იყო მცდელობა, რაღაც ინფორმაცია შეთხზან და საზოგადოებას მიაწოდონ, როგორც სიმართლე

იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე ბექა ძამაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი“ თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე ისაუბრა. მისი თქმით, სანქციების მიზანი იყო დებატების სივრცის დახურვა, რადგან სულ რამდენიმე ეთერმაც აჩვენა, სად იყო სიმართლე.

28 თებერვალი 2026, 23:12

რეგიონი

ქარელის სატრანსპორტო კვანძი-ბორითის სატრანსპორტო კვანძის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა, დაბალი ტემპერატურა, ძლიერი ქარი) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ101-კმ162 (ქარელის სატრანსპორტო კვანძი-ბორითის სატრანსპორტო კვანძი) მონაკვეთზე, დროებით იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

28 თებერვალი 2026, 23:08

მსოფლიო

CNN: ირანული სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ირანზე აშშ-ისა და ისრაელის დარტყმების შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ირანული სახელმწიფო მედიის, Press TV-ის ინფორმაციით, რომელიც ირანის „წითელ ნახევარმთვარეზე“ დაყრდნობით ვრცელდება, ირანზე აშშ-ისა და ისრაელის დღევანდელი ერთობლივი დარტყმების შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.

ლაშა გურული

28 თებერვალი 2026, 22:49

სპორტი

მოკრივე ლაშა გურულმა მესამე პროფესიონალური ბრძოლა მოიგო

ინგლისის ქალაქ დერბიში ქართველმა მოკრივე ლაშა გურულმა მესამე პროფესიონალური ბრძოლა გამართა. მან მექსიკელი ბენიტო სანჩესი მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

საბა ჯანაშია

28 თებერვალი 2026, 22:20

პოლიტიკა

საბა ჯანაშია: ყველაზე დიდი უბედურება არის ის, რომ ამბავს, რომელიც „იმედისა“ და „პოსტივის“ ირგვლივ ხდება, ამ ყველაფერს ქართველი ადამიანი გულშემატკივრობს

ყველაზე დიდი უბედურება არის ის, რომ ამბავს, რომელიც „იმედისა“ და „პოსტივის“ ირგვლივ ხდება, ამ ყველაფერს ქართველი ადამიანი გულშემატკივრობს - რა მაგარია რომ უცხო ქვეყანა ერევა ქართულ ტელევიზიაში და ასანქცირებს, განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ ბლოგერმა საბა ჯანაშიამ. მისი თქმით, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით ეს გასაკვირიც აღარ არის.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

28 თებერვალი 2026, 22:16

მსოფლიო

ერდოღანმა ღრმა შეშფოთება გამოთქვა ირანზე აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმების გამო, ამავდროულად კი დაგმო თეირანის მიერ განხორციელებული დარტყმები ყურის ქვეყნებზე

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ღრმა შეშფოთება და მწუხარება გამოთქვა ირანზე აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმების გამო, ამავდროულად კი დაგმო თეირანის მიერ განხორციელებული დრონებითა და რაკეტებით დარტყმები ყურის ქვეყნებზე.

თამარ ცაგარეშივილი

28 თებერვალი 2026, 22:13

პოლიტიკა

ცაგარეიშვილი: საქართველო გარკვეულწილად რთულ ვითარებებში კონსოლიდაციამ გადაარჩინა და ვფიქრობ, ახლა ასეთი რთული ვითარებაა. ჩვენ გჭირდება კონსოლიდაცია, როგორც „იმედი“ არის შემოკრებილი მაკა ლომიძის გარშემო - ჩვენ ვდგავართ და ვიდგებით

გადაცემის „შემდეგი გაჩერება“ წამყვანმა თამარ ცაგარეიშვილმა გადაცემაში „ღია ეთერი“ კონსოლიდაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მომავალს დიდი იმედით უყურებს.

ემანუელ მაკრონი

28 თებერვალი 2026, 22:03

მსოფლიო

მაკრონი: არავის უნდა ეგონოს, რომ ირანის ბირთვული პროგრამის, ბალისტიკური აქტივობისა და რეგიონული დესტაბილიზაციის საკითხები უბრალოდ დარტყმებით მოგვარდება

არავის უნდა ეგონოს, რომ ირანის ბირთვული პროგრამის, ბალისტიკური აქტივობისა და რეგიონული დესტაბილიზაციის საკითხები უბრალოდ დარტყმებით მოგვარდება, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა.

28 თებერვალი 2026, 21:58

სამართალი

პროკურატურამ თბილისში მომხდარი მიხეილ ქავთარაძის მკვლელობის ფაქტზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავა, ხოლო ამავე საქმეზე მსჯავრდებულს, ახალი ბრალი წარუდგინა

თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა არასრულწლოვანი გ. დ. სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.