05 სექტემბერი 2025, 12:52 / სანდო წყარო

ლუკა ძაძამია: ბოლომდე დავრწმუნდი, რამდენად ეროვნულ პოლიტიკას ატარებს „ქართული ოცნება“, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, ვყოფილიყავი „ქართული ოცნების“, როგორც ყველაზე გაბედული, ამაყი და ეროვნული გუნდის წევრი

ლუკა ძაძამია

ლუკა ძაძამია

რადგან უსამშობლო აგენტები არ ჩერდებიან, მოდი ვუპასუხებ: დიახ, მე ერთ-ერთი ვარ იმ ათასობით ახალგაზრდიდან, რომლებიც ქუჩაში გამოვდიოდით და ჩვენს აზრს ამ ფორმით ვაფიქსირებდით. 19 წლის, აბსოლუტურად გამოუცდელ ასაკში, ძალიან რთულია გაუძლო სიცრუის იმ ამაზრზენ ნიაღვარს, რომელსაც მარტო ჩვენთან კი არა, მთელს მსოფლიოში თავს ახვევენ ახალგაზრდებს იმისთვის, რომ ისინი საკუთარი ქვეყნების წინააღმდეგ გამოიყენონ, - წერს თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატი, ლუკა ძაძამია, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, მალევე მიხვდა, რომ თანატოლებთან ერთად, უბინძურესი პროპაგანდით უდიდეს შეცდომაში შეიყვანეს და აქციები საქართველოს და მისი დამოუკიდებლობის წინააღმდეგ იყო მიმართული.

ძაძამია აღნიშნავს იმასაც, რომ ბოლოდმდე დარწმუნდა, რამდენად ეროვნულ პოლიტიკას ატარებს „ქართული ოცნება“ და რამდენად გულწრფელები იყვნენ ამ პარტიის ლიდერები, როდესაც მსოფლიოში პირველებმა ამხილეს გლობალური ძალები სხვა ქვეყნების დამონების მცდელობაში, შესაბამისად, გადაწყვიტა, რომ ამ გუნდის წევრი გამხდარიყო.

„რადგან უსამშობლო აგენტები არ ჩერდებიან, მოდი ვუპასუხებ:

დიახ, მე ერთ-ერთი ვარ იმ ათასობით ახალგაზრდიდან, რომლებიც ქუჩაში გამოვდიოდით და ჩვენს აზრს ამ ფორმით ვაფიქსირებდით. 19 წლის, აბსოლუტურად გამოუცდელ ასაკში, ძალიან რთულია გაუძლო სიცრუის იმ ამაზრზენ ნიაღვარს, რომელსაც მარტო ჩვენთან კი არა, მთელს მსოფლიოში თავს ახვევენ ახალგაზრდებს იმისთვის, რომ ისინი საკუთარი ქვეყნების წინააღმდეგ გამოიყენონ.
დიახ, მე ერთ-ერთი ვარ იმ ათასობით ახალგაზრდიდან, რომელიც მალევე მიხვდა, რომ უბინძურესი პროპაგანდით უდიდეს შეცდომაში შეიყვანეს და იმ აქციებს საერთო არაფერი ქონდა არც უკრაინის მხარდაჭერასთან, არც დემოკრატიასთან და არც თავისუფალი სიტყვის დაცვასთან. ბოლოს ყველანი მივხვდით, რომ ის აქციები საქართველოს და მისი დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული აქციები იყო.

ბოლოს მხოლოდ ის ხალხი დარჩა, რომლებიც კონკრეტული აგენტურული ორგანიზაციებისგან ხელფასს იღებენ იქ დგომაში და ერთიდაიგივე ორასამდე ადამიანი, როტაციის პრინციპით, დადიან როგორც სამსახურში და ნახევარი საათით კეტავენ რუსთაველს.

მე კი, უამრავი ჩემი თანატოლის მსგავსად, განსაკუთრებით მსოფლიოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამოდინარე, ბოლომდე დავრწმუნდი, რამდენად ეროვნულ პოლიტიკას ატარებს ქართული ოცნება და რამდენად გულწრფელები იყვნენ ამ პარტიის ლიდერები, როდესაც მსოფლიოში პირველებმა ამხილეს გლობალური ძალები სხვა ქვეყნების დამონების მცდელობაში.
სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ვყოფილიყავი ქართული ოცნების, როგორც ყველაზე გაბედული, ამაყი და ეროვნული გუნდის წევრი და მადლობა მის თითოეულ ლიდერს იმისთვის, რომ მომცეს საკუთავი თავის რეალიზებისა და მათი გუნდის წევრობის საშუალება!“, - წერს ლუკა ძაძამია სოციალურ ქსელში.

ყველა სიახლე

03 ივნისი 2026, 20:41

მსოფლიო

ევროკომისიამ გააკრიტიკა აშშ-ის გეგმები ევროკავშირისთვის ახალი 10-პროცენტიანი ტარიფის დაწესების შესახებ მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ დაადგინა, რომ ბრიუსელმა ვერ შეძლო იძულებითი შრომით დამზადებული საქონლის იმპორტის აკრძალვა

ევროკომისიამ გააკრიტიკა აშშ-ის გეგმები ევროკავშირისთვის ახალი 10-პროცენტიანი ტარიფის დაწესების შესახებ მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ დაადგინა, რომ ბრიუსელმა ვერ შეძლო იძულებითი შრომით დამზადებული საქონლის იმპორტის აკრძალვა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

დიმიტრი გვრიტიშვილი

03 ივნისი 2026, 20:28

საზოგადოება

დიმიტრი გვრიტიშვილი: ჩენდლერის ინსტიტუტის კვლევა გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ როგორც მთლიანად სახელმწიფო, ისე სასამართლო სისტემა სწორი მიმართულებით ვითარდება

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი ჩენდლერის ინსტიტუტის კვლევას გამოეხმაურა. საუბარია სასამართლო სისტემის ხარისხის ინდექსზე, რომლის მიხედვითაც სასამართლო სისტემის ხარისხით საქართველო მსოფლიოში 33-ე პოზიციაზეა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-15 ადგილს იკავებს.

03 ივნისი 2026, 20:27

ეკონომიკა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროგნოზი - საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის 2026 წლის მონაცემს აუმჯობესებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

კიდევ ერთი დადებითი საერთაშორისო შეფასება საქართველოს ეკონომიკურ ზრდას ეხება.

03 ივნისი 2026, 20:20

საზოგადოება

საქართველოს სასამართლო სისტემამ ჩენდლერის ინსტიტუტის კვლევაში მაღალი შეფასება დაიმსახურა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველოს სასამართლო სისტემამ ჩენდლერის ინსტიტუტის კვლევაში მაღალი შეფასება დაიმსახურა. სასამართლო სისტემის ხარისხით საქართველო მსოფლიოში 33-ე პოზიციაზეა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-15 ადგილს იკავებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

03 ივნისი 2026, 20:19

მსოფლიო

ზელენსკი: რუსეთი დაინტერესებული უნდა იყოს იმით, რომ უკრაინა ნატოს წევრი გახდეს

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მრავალი წევრი აცხადებს, რომ სურს უკრაინის ნატოში ხილვა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატოს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან ერთობლივი შეხვედრის დროს განაცხადა.

03 ივნისი 2026, 20:17

პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ კანადის პარლამენტის ბიბლიოთეკას ქართული წიგნები გადასცა

კანადაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კანადის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის პარლამენტის ისტორიულ ბიბლიოთეკას ეწვია.

03 ივნისი 2026, 20:13

პოლიტიკა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში კანადის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა

კანადაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კანადის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, შეხვედრა გამართა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში კანადის დელეგაციის ხელმძღვანელთან, პარლამენტის წევრ ჰედი ფრაისთან.

თენგიზ შარმანაშვილი

03 ივნისი 2026, 20:13

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: პირველად გახდა ქართველი ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი. ხალხს კვარას წარმატების საერთო სიხარულში თავისი სიხარულის წილი აქვს, შენ კი მიდიხარ და ზაბარნიზე ან სხვებზე ესაუბრები. მოგისმენს ამ საკითხზე ხალხი? - არა

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი “ტვ პირველის” ჟურნალისტის, ვიკა ბუკიას ფეისბუქ სტატუსს ეხმიანება, რომელსაც გაზიარებული აქვს უკრაინელი სპორტსმენის ვიდეო წარწერით: “ეს არის ნამდვილი სპორტსმენი და არა საქართველოს მსგავსი ჩვარი ფეხბურთელები“.

03 ივნისი 2026, 20:12

საზოგადოება

კიდევ ერთი მსოფლიო გიგანტის მასშტაბური პროექტი აჭარაში - ქობულეთში შვეიცარიული ბრენდის სასტუმროს მშენებლობა იწყება. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

მსოფლიოში ცნობილი შვეიცარიული ბრენდი აჭარაში მასშტაბურ პროექტს იწყებს. ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო ქობულეთში შენდება. კომპლექსი საცხოვრებელ და საინვესტიციო აპარტამენტებსაც აერთიანებს, მისი საინვესტიციო მოცულობა კი, 300 მილიონი დოლარია.

03 ივნისი 2026, 20:09

ჯანდაცვა

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვთა მშობლები პრემიერთან შეხვედრას იმედის მომცემს უწოდებენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვთა მშობლები პრემიერთან შეხვედრას იმედის მომცემს უწოდებენ.

მარკო რუბიო

03 ივნისი 2026, 20:04

მსოფლიო

რუბიო: საქართველომ გადადგა გარკვეული ნაბიჯები, რაც მიგვანიშნებს, რომ სურთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესება - ჩვენ მათ განვუმარტეთ, თუ რა იქნება ამისთვის საჭირო და რა მოთხოვნებია ამისთვის

საქართველომ გადადგა გარკვეული ნაბიჯები, რაც მიგვანიშნებს, რომ სურთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესება - ჩვენ მათ განვუმარტეთ, თუ რა იქნება ამისთვის საჭირო და რა მოთხოვნებია ამისთვის, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ კონგრესმენების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.

ნიკა გვარამია

03 ივნისი 2026, 19:52

პოლიტიკა

გვარამია გეგელიაზე: თუ სადმე გაიგებს, რომ ამერიკელები მოგვიწოდებენ პარლამენტში შესვლას, მეც მითარგმნონ, შემთხვევით მარტო „ლელო“ რომ არ შებრუნდეს და არ დაიღუპოს ქართული „ზომიერი“ პოლიტიკური სპექტრი და პროცედურული დემოკრატია

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და ტრამპის ადმინისტრაციამ ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესება პირდაპირ დაუკავშირეს საქართველოს ხელისუფლების მიერ დემოკრატიული უკუსვლის შეჩერებას და ირანთან და ჩინეთთან მზარდი ეკონომიკური და გეოპოლიტიკური კავშირების გაწყვეტას, - წერს “ოპოზიციის ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია და “ლელოს” წევრ გრიგოლ გეგელიას ურჩევს, მარკო რუბიოს განცხადებას მოუსმინოს.

მარიამ ქვრივიშვილი

03 ივნისი 2026, 19:27

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი ამოცანაა, აჭარის ტურისტული პროდუქტი გახდეს ოთხსეზონიანი ტურისტული მიმართულება

„ტურიზმის სექტორი განსაკუთრებული როლით გამოირჩევა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში და დღევანდელი მონაცემებით, მას 9.5%-იანი წილი უკავია ეროვნულ ეკონომიკაში“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ქობულეთში პრემიუმ კლასის სასტუმრო-რეზიდენციული კომპლექსის Swissôtel Kobuleti Beach Resort პროექტის ოფიციალური წარდგენის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

მარიამ ქვრივიშვილი

03 ივნისი 2026, 19:18

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: პროექტი Swissôtel Kobuleti Beach Resort ნათლად წარმოაჩენს, თუ რამდენად დინამიურად იზრდება საქართველოში ტურიზმის სექტორი და რამდენად ჯანსაღია საინვესტიციო გარემო

„დღევანდელი დღე სიმბოლურია და ასევე მნიშვნელოვანი, რადგან ნათლად წარმოაჩენს, რომ ჩვენს ქვეყანაში შექმნილი განჭვრეტადი, საიმედო და ინვესტორებისთვის მეგობრული გარემო მათ სტიმულს აძლევს, ასეთი მსხვილი ინვესტიცია განახორციელონ“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ქობულეთში პრემიუმ კლასის სასტუმრო-რეზიდენციული კომპლექსის Swissôtel Kobuleti Beach Resort პროექტის ოფიციალური წარდგენის ცერემონიაზე.

სალომე სამადაშვილი

03 ივნისი 2026, 19:14

პოლიტიკა

სალომე სამადაშვილი: არასდროს და არსად საარჩევნო ბოიკოტს არ მოუტანია არანაირი შედეგი, გარდა ოპოზიციის დაზიანებისა

საარჩევნო ბოიკოტს არასდროს და არავინ მსოფლიოს ცივილიზებულ დემოკრატიულ სახელმწიფოებში მხარს არ უჭერს მარტივი მიზეზით, არასდროს და არსად საარჩევნო ბოიკოტს არანაირი შედეგი გარდა ოპოზიციის დაზიანებისა არ მოუტანია, - განაცხადა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტის შეფასებისას.

გვიდო კროზეტო

03 ივნისი 2026, 18:56

მსოფლიო

იტალიის თავდაცვის მინისტრი: ყველამ იცის, გერმანელების ჩათვლით, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ძალიან რთულია

იტალიის თავდაცვის მინისტრი, გვიდო კროზეტო უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესსა და მთავრობის შიგნით, Lega-სა და Forza Italia-ს შორის დაწყებულ პოლემიკას ეხმაურება.

03 ივნისი 2026, 18:54

რეგიონი

სელიმ ხიმშიაშვილის ხსოვნის პატივსაცემად ხულოში სახალხო დღესასწაული „სელიმობა“ გაიმართა

საქართველოს ერთიანობისთვის თავგანწირული მამულიშვილის, სელიმ ხიმშიაშვილის სახელის უკვდავსაყოფად, ხულოში სახალხო დღესასწაული „სელიმობა“ გაიმართა. ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.

ვახტანგ ლომჯარია

03 ივნისი 2026, 18:47

საზოგადოება

ვახტანგ ლომჯარია: ძალიან ბევრი პარკი შეიქმნა ბოლო პერიოდში და ძალიან დიდი ეფექტი და მნიშვნელობა აქვს ეკონომიკისთვის ამ მწვანე სივრცეებს

გარდა იმისა, რომ პარკებში შეიძლება ვეწეოდეთ ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდას, ამას მნიშვნელობა აქვს მათ შორის სოციალურ-ეკონომიკური კუთხითაც, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლომჯარიამ.

03 ივნისი 2026, 18:45

ეკონომიკა

ვახტანგ ლომჯარია: მიუხედავად იმისა, რომ თბილისის ეკონომიკა ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება, ძალიან მნიშვნელოვანია შევაფასოთ მისი გამოწვევებიც

მიუხედავად იმისა, რომ თბილისის ეკონომიკა ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება, ძალიან მნიშვნელოვანია შევაფასოთ მისი გამოწვევებიც, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლომჯარიამ.

გიორგი კახიანი

03 ივნისი 2026, 18:30

პოლიტიკა

გიორგი კახიანი: მომავალ არჩევნებში პოლიტიკურმა ჯგუფებმა უნდა იცოდნენ, რომ პატივი სცენ არჩევნების შედეგებს და არ შეიქმნან ე.წ. აღქმები და ილუზიები იმის თაობაზე, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა და უნდა მოახდინონ ბოიკოტირება

2020 წლის არჩევნებზეც იგივე სურათი იყო. მაშინაც ერთი წლის განმავლობაში ახდენდნენ საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტირებას, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა ოპოზიციაზე საუბრისას.