16 ოქტომბერი 2025, 13:12 / სანდო წყარო

თამთა მეგრელიშვილი FARA-ს ანალოგის გაუქმების მოთხოვნაზე: დასავლეთის მიდგომა ორმაგ სტანდარტს ავლენს, რადგან იმავე კანონის პრინციპი აშშ-სა და ევროპაში დემოკრატიის საყრდენად ითვლება, ხოლო საქართველოში - პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად

თამთა მეგრელიშვილი

თამთა მეგრელიშვილი

ვენეციის კომისიის განცხადება, რომ საქართველოში FARA-ს ანალოგი უნდა გაუქმდეს, საინტერესო დისკუსიას ბადებს არა მხოლოდ სამართლებრივი არამედ ღირებულებითი თვალსაზრისითაც. კომისია მიუთითებს, რომ ამერიკული კანონი, რომელიც უცხოური გავლენის გამჭვირვალობას აწესებს, თითქოს საფრთხეს უქმნის კანონის უზენაესობას თუმცა ეს შეფასება მხოლოდ საქართველოს მიმართ გამოიყენება, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

მისივე შეფასებით, ვენეციის კომისიის განცხადება FARA-ს ანალოგის გაუქმების მოთხოვნაზე ბადებს სამართლებრივ და ღირებულებით დისკუსიას. პარადოქსია - რაც ამერიკაში დემოკრატიის მექანიზმია, საქართველოში დემოკრატიისთვის საფრთხედ ცხადდება.

„ვენეციის კომისიის განცხადება, რომ საქართველოში FARA-ს ანალოგი უნდა გაუქმდეს, საინტერესო დისკუსიას ბადებს არა მხოლოდ სამართლებრივი არამედ ღირებულებითი თვალსაზრისითაც.

კომისია მიუთითებს, რომ ამერიკული კანონი, რომელიც უცხოური გავლენის გამჭვირვალობას აწესებს, თითქოს საფრთხეს უქმნის კანონის უზენაესობას თუმცა ეს შეფასება მხოლოდ საქართველოს მიმართ გამოიყენება.
პარადოქსია: ის, რაც ამერიკაში დემოკრატიის დაცვის მექანიზმად ითვლება, საქართველოში დემოკრატიისთვის საფრთხედ წარმოჩინდება.

აშშ-ში FARA უკვე, თითქმის საუკუნეა მოქმედებს და იქ არავის უკვირს, რომ ორგანიზაციებმა საჯაროდ მიუთითონ საკუთარი წყაროები და მიზნები. იგივე მიდგომა გამოიყენება ევროპაშიც გამჭვირვალობა იქ დემოკრატიის ერთ-ერთი საყრდენია, რომელიც იცავს საზოგადოებას მანიპულაციისგან და ფარულად მართული გავლენისგან.
საქართველოში კი, როგორც ჩანს, გამჭვირვალობა განსხვავებულად იკითხება. როცა საქმე ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ ფონდებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს ან მედიას ეხება, გამჭვირვალობა აღარ ითვლება დემოკრატიულ ღირებულებად, არამედ პოლიტიკური იარაღის ან ზეწოლის მექანიზმად. ეს ორმაგი სტანდარტი იწვევს კითხვას: როდის იქცევა გამჭვირვალობა თავისუფლების მტრად?

სამწუხაროდ, დასავლეთის მიდგომა ამ შემთხვევაში მოწმობს, რომ დემოკრატიული პრინციპების შეფასება ხშირად პოლიტიკური კონიუნქტურის მიხედვით ხდება. ეს არათანაბარი მიდგომა აჩენს ეჭვს, რომ დასავლეთისთვის მნიშვნელოვანი არ არის თვითონ პრინციპი, არამედ ის, ვინ იყენებს მას. სწორედ ამიტომ, საქართველოს მიმართ გამოთქმული კრიტიკა არა სამართლებრივ, არამედ პოლიტიკურ ხასიათს ატარებს. როცა დასავლეთი აცხადებს, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი საფრთხეა თავისუფლებისთვის, ის, ფაქტობრივად, ამტკიცებს, რომ საქართველოს მოქალაქეებმა არ უნდა იცოდნენ ვინ აფინანსებს ქვეყანაში მოქმედ პოლიტიკურ კამპანიებსა და საზოგადოებრივ პროცესებს.

ასეთი დამოკიდებულება არღვევს არა მხოლოდ თანასწორობის პრინციპს, არამედ თვით დემოკრატიის არსსაც რადგან დემოკრატია არ შეიძლება იყოს შერჩევითი. სანამ დასავლეთი ამ დისკრიმინაციულ მიდგომას არ გადახედავს, ძნელია დაიჯერო, რომ კრიტიკა რეალურად დემოკრატიის დაცვის სურვილითაა ნაკარნახევი და არა პოლიტიკური გავლენის შენარჩუნების მცდელობით“, - წერს მეგრელიშვილი.

ყველა სიახლე

10 ივნისი 2026, 11:47

კულტურა

საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, შპს „სთარინგ ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ამირან ჯანელიძესთან ერთად, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ წლის ყველაზე მასშტაბური მუსიკალური შოუს საორგანიზაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო

საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, შპს „სთარინგ ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ამირან ჯანელიძესთან ერთად, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ წლის ყველაზე მასშტაბური მუსიკალური შოუს საორგანიზაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო, - ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

10 ივნისი 2026, 11:41

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: თუ საზოგადოება შეადარებს წინა ხელისუფლებას, ნახავს, რომ დრამატულად შემცირებულია საჩივრების რაოდენობა, რომელიც იგზავნება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში

საქართველო ამ მხრივ არის სანიმუშო. შედარება შეგიძლიათ ნებისმიერი სახის მოიყვანოთ და ყველა შედარებაში საქართველო კარგ შედეგებს აჩვენებს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კითხვის პასუხად, თუ როგორ ასრულებს საქართველო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს.

შალვა პაპუაშვილი

10 ივნისი 2026, 11:40

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: არ იქნება ბრიუსელის მხარდაჭერა პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულების მიმართ - არ იქნება პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულები. არ იქნება პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულები - არ იქნება სასჯელი

„რაც შეეხება ადმინისტრაციულ მიმართულებას, თუ იგულისხმება პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულები, პრობლემა პოლიტიკურ მოტივაციაშია, რომელიც აქვთ ადამიანებს დანაშაულის ჩადენისას. ამას თავისი მიზეზები აქვს, ვინაიდან პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულები არის წახალისებული, დაფინანსებული და მხარდაჭერილი გარედან. სანამ ეს დაფინანსება და წახალისება არსებობს, ეს პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულები და გადაცდომებიც მოხდება. მთავარი გამოწვევა არის, რომ ბრიუსელი და სხვა დედაქალაქები, რომლებიც საქართველოში აქეზებენ პოლიტიკურად მოტივირებულ დარღვევებს, შეწყვიტონ საქართველოს სამართლებრივი სისტემის მართლწესრიგის მოქმედება და პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულის წახალისება. არ იქნება ბრიუსელის მხარდაჭერა პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულების მიმართ - არ იქნება პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულები. არ იქნება პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულები - არ იქნება სასჯელი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

10 ივნისი 2026, 11:33

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: პოლიტიკურ ცირკის მონაწილეებს თუ დააჯერებს ახლა ვინმე, რომ ჯო უილსონის კანონი და მოწოდება სჭირდება აშშ-ის პრეზიდენტს, რომ ამ პლანეტის ნებისმიერ წერტილში რუსეთისა და ირანის გავლენა შეისწავლოს. სხვა რამით კი არ არის დაკავებული ბოლო პერიოდში ტრამპის ადმინისტრაცია. ეს არის აბსოლუტური ბუტაფორია ხმაურის შესაქმნელად

ეს არის ჯო უილსონის აკვიატება. ეს აკვიატება ვინმეს თუ გადაედება ცუდი მისთვის. ამ აკვიატებას ერთადერთი მიზანი აქვს, რომ საინფორმაციო ხმაური შექმნას თორემ უკაცრავად, მაგრამ აშშ ირანის და რუსეთის გავლენებზე ისე დაზვერვას არ აწარმოებს და ინფორმაციებს არ აგროვებს?! - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპიაშვილი ჯო უილსონის ინიციატივით მიღებულ კანონოროექტს, რომელიც აშშ-ის ხელისუფლებას ირანის და რუსეთის სადაზვერვო ქსელების მოქმედების შესწავლას ავალდებულებს.

შალვა პაპუაშვილი

10 ივნისი 2026, 11:30

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციურ ალიანსზე: ამის წინ ვთქვი, ისემც უქნიათ, დაუჭამიათ ერთმანეთი მეთქი და დაიწყეს კიდეც ერთმანეთის დაჭმა. ვუყუროთ. ამით მაინც მივიღოთ პატარა სიამოვნება

ოპოზიციურ ალიანსში მიმდინარე პროცესები პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა შეაფასა.

ნიკა გვარამია

10 ივნისი 2026, 11:26

პოლიტიკა

ნიკა გვარამია: სააკაშვილი ვადამდელ არჩევნებზე ამბობს, რომ ბუტაფორიაა. შეიძლება საერთოდაც რევოლუციაზე ლაპარაკობს

პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებას პასუხობს, სადაც მან ვადამდელ არჩევნებს ბუტაფორია უწოდა. გვარამიას თქმით, შესაძლოა სააკაშვილი რევოლუციაზე საუბრობდეს.

10 ივნისი 2026, 11:26

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობაზე: მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოს მეორე ეკონომიკა ჩვენთვის გახსნილია თავისუფალი ვაჭრობისა და უვიზო მიმოსვლის სახით, ინიშნება პირდაპირი ფრენები საქართველოსა და ჩინეთს შორის, ეს ყველაფერი აღრმავებს ეკონომიკურ კავშირებს საქართველოსა და ჩინეთს შორის

„ვნახეთ, რომ გუშინ წერილების გაცვლით საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლა გაცხადდა. მნიშვნელოვანია, როდესაც მსოფლიოს მეორე ეკონომიკა ჩვენთვის გახსნილია თავისუფალი ვაჭრობის სახით, უვიზო მიმოსვლის სახით, ინიშნება პირდაპირი ფრენები საქართველოსა და ჩინეთს შორის, ეს ყველაფერი აღრმავებს ეკონომიკურ კავშირებს საქართველოსა და ჩინეთს შორის, ქართველი მეწარმეებისთვის ჩინეთის ბაზარი იხსნება და ეს თავისთავად გავლენას ახდენს ქვეყნის კეთილდღეობის ზრდაზე“.

შალვა პაპუაშვილი

10 ივნისი 2026, 11:17

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: საქართველო-ჩინეთის ურთიერთობა იმდენად დინამიკურია, რომ მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწიეთ სულ რამდენიმე წელში

საქართველო-ჩინეთის ურთიერთობა იმდენად დინამიკურია, რომ მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწიეთ სულ რამდენიმე წელში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

10 ივნისი 2026, 11:17

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: როდესაც ხარ ამ ქვეყნის მოქალაქე და თავს აყენებინებ როგორც იარაღს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ეს არის ქვეყნის ღალატი და ამას სჭირდება მხილება

„ყველა უყურებს საკუთარ ინტერესებს. არაფრად დაგიდებს სხვის, განსაკუთრებით პატარა ერების ინტერესებს, რომლებიც აქლემების ბრძოლაში კოზაკივით იჭყლიტებიან ხოლმე. ამიტომაც, უნდა ვიყოთ ფრთხილად. ის მიდგომა, რაც რადიკალურ ოპოზიციას აქვს, რომ ოღონდ ვინმემ გაუღიმოს გარედან, წითელი ხალიჩა დაუგოს, ტაში დაუკრას, ჩაიხუტოს, ფული მისცეს და მზად არიან საქართველოს ინტერესები ლანგრით მიართვან, არის ქვეყნის ინტერესების ღალატი. ჩვენი დამოკიდებულება აბსოლუტურად სხვანაირია. ის ეფუძნება ჭეშმარიტ პარტნიორობას, რომელიც გულისხმობს, რომ ორ ქვეყანას შორის არის არა დაქვემდებარება, ერთი მეორეს პოლიტიკურ თუ სხვა სახის ინტერესებს კი არ ემსახურება, არამედ ორივე ქვეყანა საკუთარი ეროვნული ინტერესების თანხვედრაში მოყვანას ცდილობს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

10 ივნისი 2026, 11:15

ეკონომიკა

ეროვნულმა ბანკმა დამატებით 100 მლნ აშშ-ის დოლარის ღირებულების მონეტარული ოქრო შეიძინა

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით, სებ-მა საერთაშორისო რეზერვებისთვის დამატებით 100 მლნ აშშ დოლარის ღირებულების უმაღლესი სინჯის (999.9) LBMA სტანდარტის ოქროს ზოდები შეიძინა.

შალვა პაპუაშვილი

10 ივნისი 2026, 11:09

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ქვეყნებს შორის ჯანსაღი პარტნიორობა ეფუძნება არა ერთი ქვეყნის მხრიდან მეორის ინტერესების მომსახურებას, არამედ ქვეყნებს შორის ეროვნული ინტერესების თანხვედრის ძიებას. სწორედ ეს არის სუვერენიტეტის არსი

ქვეყნებს შორის ჯანსაღი პარტნიორობა ეფუძნება არა ერთი ქვეყნის მხრიდან მეორის ინტერესების მომსახურებას, არამედ ქვეყნებს შორის ეროვნული ინტერესების თანხვედრის ძიებას. სწორედ ეს არის სუვერენიტეტის არსი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

შალვა პაპუაშვილი

10 ივნისი 2026, 11:09

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ საქართველო დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოა, რომლის მომავლის განსაზღვრის უფლება მხოლოდ ქართველ ხალხს ეკუთვნის. ჩვენი ქვეყნის განვითარების გზა, ხელისუფლების არჩევანი და სტრატეგიული გადაწყვეტილებები დემოკრატიული პროცესების შედეგად ყალიბდება

პაპუაშვილი გიგი წერეთლის, გიგა ბოკერიასა და ზურაბ ჯაფარიძის მიერ საგარეო პოლიტიკაზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ განცხადებებით მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ საქართველოს ხელისუფლება და ქართველი ხალხი აბსოლუტურად მართალია, როდესაც მათ სახელმწიფო ინტერესების ღალატში ადანაშაულებს და უცხოური გავლენის აგენტებად მოიხსენიებს.

შალვა პაპუაშვილი

10 ივნისი 2026, 11:06

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: უცხო ძალების რაობასა და წარმომავლობას მნიშვნელობა არ აქვს. ერები იმიტომ შეიკრნენ სახელმწიფოებად, რომ საკუთარი ინტერესები სხვათა ინტერესებისგან განესხვავებინათ

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის განცხადებებიდან ხშირად იკვეთება, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესები მეორეხარისხოვანია იმ გარე ძალების პოლიტიკური პრიორიტეტების მიმართ, რომელთა დაცვასაც ისინი ცდილობენ.

ანა პაულინა ლუნა

10 ივნისი 2026, 10:47

მსოფლიო

ანა პაულინა ლუნა: რა ჯანდაბა ხდება გაერთიანებულ სამეფოში? კირ სტარმერ, თქვენს ხალხს სასტიკად კლავენ, ხოლო თქვენ ფაქტობრივად არაფერს აკეთებთ

ამერიკელმა კონგრესმენმა ანა პაულინა ლუნამ სოციალურ ქსელ X-ში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი მწვავედ გააკრიტიკა.

მადონა და ბენედიქტ კამბერბეჩი

10 ივნისი 2026, 10:35

კულტურა

მადონამ მინი-ფილმი გამოუშვა, რომელშიც მის ახალ ალბომში შესული სიმღერები წარადგინა

მადონამ მოკლემეტრაჟიანი ფილმი წარადგინა

10 ივნისი 2026, 10:28

მსოფლიო

უკრაინამ რუსეთში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და „ისკანდერის“ რაკეტების მწარმოებელი საწარმო დაბომბა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დრონების გამოყენებით რუსეთის ქალაქ სამარაში მდებარე კუიბიშევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ანდრე დუგლასი, ლუკა პარმიტანო, ფრენკ რუბიო და რენდი ბრესნიკი

10 ივნისი 2026, 10:14

ტექნოლოგიები

NASA-მ Artemis III-ის ეკიპაჟის შემადგენლობა დაასახელა

NASA-მ მისია Artemis III-ის ეკიპაჟის შემადგენლობა გამოაცხადა, რომლის გაშვებაც 2027 წლისთვის არის დაგეგმილი. ეს ფრენა გახდება საგამოცდო პროგრამის ნაწილი მისია Artemis IV-ის წინ, რომელიც 2028 წელს მთვარის სამხრეთ პოლუსზე პირველი პილოტირებული ექსპედიცია გახდება.

10 ივნისი 2026, 09:48

რეგიონი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ჟინვალის წყალსაცავზე უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დუშეთის მუნიციპალიტეტში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინეს.

10 ივნისი 2026, 09:46

მსოფლიო

CENTCOM: აშშ-მა ირანზე თავდასხმა დაასრულა

აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) ინფორმაციით, ამერიკელმა სამხედროებმა ირანზე საპასუხო თავდასხმა დაასრულეს.

ჯეი დი ვენსი

10 ივნისი 2026, 09:26

მსოფლიო

ჯეი დი ვენსი: ირანთან შეთანხმება, შესაძლოა, მომდევნო კვირაში, ან რამდენიმე თვეში გაფორმდეს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის განცხადებით, ირანთან სამშვიდობო შეთანხმება, შესაძლოა, მომდევნო კვირაში ან რამდენიმე თვეში გაფორმდეს.