imedi /  21 დეკემბერი 2017, 12:12 / სანდო წყარო

მაღალმთიანი დასახლების სტატუსი 1715 დასახლებას მიენიჭა

ორგანიზაცია „მთის განვითარების ცენტრმა” მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონის შუალედური შედეგების კვლევის პრეზენტაცია გამართა. კვლევის მიხედვით, 2016-2017 წლებში დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი 237 469 მოქალაქეს მიენიჭა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

„მიმდინარე წლის, იანვარ-სექტემბერში დახმარების მიმღებ პირთა რაოდენობამ პირველი, მეორე, მესამე და შემდეგ ბავშვებზე, 4144 შეადგინა. მათთვის გადარიცხული თანხა კი ნახევარ მილიონ ლარს აღემატება. მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები სტატუსის მქონე აბონენტების რაოდენობა იანვარ-აგვისტოს მონაცემებით 69 188 შეადგენს, მათთვის ელექტროენერგიის სუბსიდია კი 716 251 ლარია“, - ნათქვამია კვლევაში.

დემოგრაფიული ვითარება მაღალმთიან რეგიონებში 2014 წლის შემდგომ მნიშვნელოვნად შემცირდა.

კანონი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს პარლამენტმა 2015 წლის 16 ივლისს მიიღო, რომელიც ეტაპობრივად ამოქმედდა. კანონის მიხედვით, მაღალმთიან დასახლებად ითვლება დასახლება, რომელიც ზღვის დონიდან 1500 მეტრის სიმაღლეზე ან მის ზევით მდებარეობს. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით დაუშვას გამონაკლისები და მიანიჭოს ამა თუ იმ დასახლებას ეს სტატუსი.

კანონის ამოქმედების შემდეგ მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა სულ - 1715 დასახლებას. 2017 წლის სექტემბრის ჩათვლით, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი მიენიჭა 237 469 მოქალაქეს.

ყველა სიახლე

დავით ქართველიშვილი

28 აპრილი 2026, 20:00

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ნიკა გვარამია, პროპაგანდისტული „მედია“ და მტრები ამა ქვეყნისანი ვერ გარკვეულან რა ქნან, იქილიკონ თუ ბრაზიანი სახეებით გააპროტესტონ პრემიერის სიმართლე

„ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, ნიკა გვარამიას „ფეისბუქ“ სტატუსს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ გვარამია, პროპაგანდისტული „მედია“ და „მტრები ამა ქვეყნისანი“ ვერ გარკვეულან, იქილიკონ თუ გააპროტესტონ პრემიერის სიმართლე.

ალარ კარისი ალექსანდრ სტუბი

28 აპრილი 2026, 19:36

მსოფლიო

ფინეთის პრეზიდენტი: ვეთანხმები ესტონეთის პრეზიდენტს იმაში, რომ დადგება დრო, როდესაც რუსეთთან კომუნიკაციის არხები უნდა გავხსნათ - მიუხედავად იმისა, თუ რა მოხდება რუსეთში მომავალში, ის იყო, არის და დარჩება ფინეთისა და ესტონეთის მეზობლად

ფინეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ სტუბი ეთანხმება ესტონეთის პრეზიდენტის, ალარ კარისის პოზიციას, რომ ოდესღაც მომავალში ევროპას მოსკოვთან პირდაპირი დიალოგის აღდგენა დასჭირდება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

შაკო კუჭაშვილი

28 აპრილი 2026, 19:23

პოლიტიკა

შაკო კუჭაშვილი: მელაძის „პირველმა“ სცადა პროდუქტების ფასებთან დაკავშირებით დეზინფორმაცია გაევრცელებინა - ადგილობრივი პროპაგანდისტი არ ელოდა, რომ პრემიერი ზუსტად ფლობდა ინფორმაციას რეალურ ფასებთან დაკავშირებით

დღეს მელაძის „პირველმა“ სცადა, პრემიერის კომენტარით ესარგებლა და პირდაპირ ეთერში, რომელსაც ყველა ტელეკომპანია გადასცემდა - პროდუქტების ფასებთან დაკავშირებით დეზინფორმაცია გაევრცელებინა, - წერს სამოქალაქო აქტივისტი, შაკო კუჭაშვილი, სოციალურ ქსელში.

28 აპრილი 2026, 19:14

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა ბრიტანეთის სამეფო წყვილს თეთრ სახლში უმასპინძლა

დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III და დედოფალი კამილა სახელმწიფო ვიზიტის მეორე დღეს თეთრ სახლში მივიდნენ.

მიხეილ დუნდუა

28 აპრილი 2026, 19:13

პოლიტიკა

პარლამენტმა სათამაშო ბიზნესის სფეროში სანებართვო პირობების შეუსრულებლობისთვის დაწესებული ჯარიმების გაზრდას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა 86 ხმით, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანას.

ეკა სეფაშვილი

28 აპრილი 2026, 19:09

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: ევროკავშირმა რატომ შეწყვიტა დიალოგი მათგან პასუხი არ მაქვს, ჩემი ვარაუდით ეს არის მათი შიში, რომ ოფიციალურ ფორმატში მოისმინონ საქართველოსგან ის არგუმენტები, რომელიც საფუძვლად უდევს მათ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშებს

ევროკავშირმა რატომ შეწყვიტა დიალოგი მე მათგან ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ მაქვს, მაგრამ ჩემი ვარაუდით ეს არის მათი შიში, რომ ოფიციალურ ფორმატში მოისმინონ საქართველოს მხრიდან ის არგუმენტები და ის ფაქტები, რომელიც საფუძვლად უდევს მათ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშებს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა.

ირინე წაქაძე

28 აპრილი 2026, 19:08

პოლიტიკა

პარლამენტმა მხარი დაუჭირა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში ცვლილებას

პარლამენტმა 83 ხმით, მესამე მოსმენით, მხარი დაუჭირა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში ცვლილებას.

28 აპრილი 2026, 19:06

პოლიტიკა

გიორგი ჯინჭარაძის ხელმძღვანელობით აფხაზეთის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძის ხელმძღვანელობით მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა.

28 აპრილი 2026, 19:03

საზოგადოება

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU) და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს (TUM) შორის სტრატეგიული პარტნიორობა გაფართოვდა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი მიუნხენში გრძელდება. დელეგაციას ევროპის ერთ-ერთი წამყვანი ტექნოლოგიური ცენტრი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტრატეგიული პარტნიორი - მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი (TUM) მასპინძლობს.

ეკა სეფაშვილი

28 აპრილი 2026, 18:56

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: ძალოვანი სტრუქტურების კოორდინირებული მუშაობა დადებითად აისახება ქვეყნის მართვაზე და უკეთეს შედეგებს მოიტანს, ვიდრე ცალკეული უწყებების დამოუკიდებელი მოქმედება

ძალოვანი სტრუქტურების კოორდინაციის მიმართულებით დაგეგმილ ცვლილებებს გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი „დღის ქრონიკა“.

28 აპრილი 2026, 18:51

მსოფლიო

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო: საბრძოლო ვითარების შესახებ დამახინჯებულ ანგარიშებს თანამდებობის პირებისთვის პირდაპირი უარყოფითი შედეგები მოჰყვება

საბრძოლო ვითარების შესახებ დამახინჯებულ ანგარიშებს თანამდებობის პირებისთვის პირდაპირი უარყოფითი შედეგები მოჰყვება. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა განაცხადა.

ეკა სეფაშვილი

28 აპრილი 2026, 18:50

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: უნდა გავაგრძელოთ ჩვენი გზა - ადრე თუ გვიან ევროკავშირის ამჟამინდელი ბიუროკრატია შეიცვლება იმ ძალებით, რომლებისთვისაც ღირებულებები გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გლობალური ძალების დავალებების შესრულება

ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი გზა, განვითარება, განუხრელად დავიცავთ კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და ყველა ის დემოკრატიული, ეკონომიკური თუ პოლიტიკური ღირებულება, რაც საქართველოს აქცევს ისეთი ტიპის ევროპულ დემოკრატიად, რომელიც წინ უსწრებს ევროკავშირის ზოგიერთ წევრ ქვეყანასაც კი“, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ევროკავშირთან ურთიერთობაზე საუბრისას.

სულხან თამაზაშვილი

28 აპრილი 2026, 18:48

პოლიტიკა

სულხან თამაზაშვილი: მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრს ახალი მანდატისთვის, ნდობისთვის და მინდა მივულოცო რა თქმა უნდა ღირსეულ ადამიანს - ბატონ ზურას თავმჯდომარედ დამტკიცება

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალ თავმჯდომარეს თანამდებობაზე დამტკიცება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

გიდეონ საარი

28 აპრილი 2026, 18:33

მსოფლიო

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინის მთავრობას „ტვიტერის დიპლომატიის“ გამო აკრიტიკებს და აცხადებს, რომ კიევს არ წარმოუდგენია მტკიცებულება რუსეთიდან მომავალი მარცვლეულის მოპარვის შესახებ

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, გიდეონ საარი უარყოფს უკრაინის ბრალდებებს იმის შესახებ, რომ ისრაელი თავის პორტებში მოპარული მარცვლეულის შეტანის უფლებას იძლევა.

28 აპრილი 2026, 18:27

პოლიტიკა

პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა თვითმმართველი ქალაქებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების უფლებამოსილების მინიჭებას

პარლამენტმა 82 ხმით, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებას.

28 აპრილი 2026, 18:21

პოლიტიკა

პარლამენტმა „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 91 ხმით მხარი დაუჭირა „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ კანონში ცვლილებას.

ზვიად შალამბერიძე

28 აპრილი 2026, 18:14

პოლიტიკა

ზვიად შალამბერიძე ოპოზიციის ალიანსზე: ამ გაერთიანების პირველივე დღიდან ვამბობდით, რომ მათ არ უწერიათ დიდი ხნის თანაცხოვრება - მსგავსი გაერთიანებები, იგივე შემადგენლობით წინასაარჩევნოდ ბევრჯერ გვინახავს

„დღეს, ამ ადამიანებმა, თითქოს მოინდომეს ახალი ველოსიპედის შექმნა და არჩევნებამდე ორწელიწადნახევრით ადრე შექმნეს რაღაც ერთობა და დააანონსეს, რომ თითქოს ახალი ფორმატით იმუშავებენ, თუმცა მხოლოდ შიდა დაპირისპირებას ვხედავთ. ისინი მხარდაჭერას არ ეძებენ ქართულ საზოგადოებაში, ეძებენ ქვეყნის საზღვრებს გარეთ. სანამ ისინი ქართულ საზოგადოებაში არ დაიმკვიდრებენ სტაბილურ სახელს, მოუწევთ დამტკიცება, რომ თავისი ქვეყანა უყვართ და მათი სამშობლო საქართველოა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამ შემადგენლობით ამას ვერასდროს დაამტკიცებენ“, - აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.

ირაკლი კობახიძე

28 აპრილი 2026, 18:13

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: დარწმუნებული ვარ, სულხან თამაზაშვილის მინისტრობის პერიოდში გვექნება ძალიან დიდი წარმატებები საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით

მადლობა სულხან თამაზაშვილს განვლილი ერთი წლისთვის, გამორჩეული სამსახურისთვის და დამსახურებისთვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის - ჩვენი ულამაზესი მხარის და ჩვენი ქვეყნის წინაშე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის წარდგენისას განაცხადა.

ზვიაშ შალამბერიძე

28 აპრილი 2026, 18:11

პოლიტიკა

ზვიად შალამბერიძე სინოდის სხდომაზე: თითოეული ჩვენგანი თვალყურს ვადევნებთ ისტორიულ პროცესს, ვინაიდან ფაქტობრივად ბოლო 50 წლის განმავლობაში მსგავსი არჩევნები არ ჩატარებულა

თითოეული ჩვენგანი თვალყურს ვადევნებთ ისტორიულ პროცესს, ვინაიდან ფაქტობრივად ბოლო 50 წლის განმავლობაში მსგავსი არჩევნები არ ჩატარებულა, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ საპატრიარქოში გამართულ სინოდის დღევანდელ სხდომაზე.

ირაკლი კობახიძე

28 აპრილი 2026, 18:10

პოლიტიკა

პრემიერი: ზურაბ პატარაძის მოღვაწეობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ძალიან წარმატებული იყო და მასზე ღირსეული კანდიდატის დასახელება იყო შეუძლებელი - დარწმუნებული ვარ, მისი ხელმძღვანელობით გაგრძელდება დაწყებული პროექტები

ბატონ ზურაბს მინდა მივულოცო მთავრობის თავმჯდომარედ დამტკიცება. დღეს, ოფიციალურად გვაქვს წარდგენის ღონისძიება, თუმცა, ბატონ ზურაბს წარდგენა არ სჭირდება. ის იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე დიდი ხნის განმავლობაში და მისი თავმჯდომარეობის პერიოდში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა აჭარაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის წარდგენისას.