13 ნოემბერი 2025, 00:47 / სანდო წყარო

თეა წულუკიანი: არ მეგულება ქართველი, ვისაც მოეწონება ბრიუსელმა შეაქოს იმის გამო, რომ ქართველი ბიჭები იღუპებიან, ვინაიდან ბრიუსელის ნაცვლად იბრძვიან. ჩვენ ამდენი სისხლი უბრალოდ აღარ გვაქვს

თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი

ბრიუსელი ჩვენზე გაბრაზებულია, ქართველებზე, განსაკუთრებით ქართველების ამჟამინდელ ხელისუფლებაზე და ამ გაბრაზებას თუ ბრაზს საკმაოდ უნიჭოდ გამოხატავს ქალბატონი სპიკერი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანმა.

თეა წულუკიანის თქმით, „ბრიუსელი გაბრაზებულია იმის გამო, რომ ჩვენ არ მივეცით მათ საშუალება გავმხდარიყავით ის ბრძოლის ველი, რომელიც მათ აარიდებდა იმ საფრთხეს, რომლისაც თავად ეშინიათ“.

„ჩვენ რამდენიმე კვირის წინ ვიხილეთ, როგორც ეწოდება ამ თანამდებობას, ეს არის საფრანგეთის შეიარაღებული ძალების, ფრანგული ჯარების, ასე ეძახიან, გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელი გამოვიდა და თქვა, რომ 3-4 წელიწადში ფრანგული ჯარი მზად უნდა იყოს რუსეთთან შეტაკებისთვის იმიტომ, რომ შეიძლება ეს მოხდეს. მან ასე თქვა. ამან საფრანგეთში ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, მის ამ განცხადებას უამრავი გადაცემა მიეძღვნა, რომელშიც როგორც სამოქალაქო ისე სამხედრო პირები, მათ შორის გენერლები მონაწილეობდნენ, პოლიტოლოგები, ანალიტიკოსები და ყველა იყო შეშფოთებული. ამ გადაცემებიდან გამოიკვეთა ის, რომ ყველა თვლის, უკრაინა იბრძვის მათ ნაცვლად. ისინი პირდაპირ ამბობენ ამას, რომ თუკი უკრაინა გააგრძელებს ბრძოლას, დასავლეთ ევროპამდე რუსეთი მივა უფრო გვიან და თუკი საქართველოც იბრძოლებდა აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპამდე, რუსეთი ხომ მივიდოდა კიდევ უფრო გვიან. ეს უფრო გვიანის ეფექტი რომ არ მისცა მათ საქართველომ, ბრიუსელი არის ამის შესახებ გაბრაზებული. ეს არის მეორე დასკვნა, რაც ჩვენ ყველამ უნდა გავითავისოთ და აღარ უნდა გვიკვირდეს, რომ ამის გამო გაბრაზებული ბრიუსელი და მისი პრესსპიკერი ამ დონის შეურაცხყოფებს აყენებს ჩვენს ერს და მის არჩეულ ხელისუფლებას.

ჩვენ რომ დავთანხმებოდით იმას, რაც იყო მათი გეგმა, გაგვეხსნა ფრონტი და რუსეთი გვეიძულებინა მათი გაგებით, რომ თავისი შეიარაღებული რესურსი საქართველოზეც დაეხარჯა და ბალტიისპირეთი არ ყოფილიყო შემდგომი, როგორც მათ ეშინიათ, მსხვერპლი, ამისთვის ჩვენ დაგვაჯილდოებდნენ. შეიძლება იმიტომ, რომ ობიექტურად უკრაინასა და მოლდოვაზე ყველა კრიტერიუმით წინ ვართ და ჩვენ ვიქნებოდით მათი, ასე ვთქვათ, სანაქებო თოჯინა, მაგრამ როდესაც არჩევანი გაქვს, რა თქმა უნდა, ჩვენი ერის სიცოცხლე არის ყველაზე მაღალი ეროვნული ინტერესი. ჩვენ ამის დაცვა გადავწყვიტეთ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, რომელმაც ყველაზე მწარე, ყველაზე მძიმე, ყველაზე დიდი დარტყმები მიიღო, არ გატყდა და არ გაცვალა, როგორც მავანმა სცადა, რომ ეიძულებინა სხვადასხვა ბერკეტით, საკუთარი ინტერესი უფრო მაღლა დაეყენებინა, ვიდრე ერის ინტერესი, მან ეს არ გააკეთა. ჩვენ ეს არ გვიკვირს, მაგრამ მათ ალბათ გაუკვირდათ. ყოველ შემთხვევაში, მძიმე დღეში ჩააგდეს მთელი ოჯახი და ეს თქვენ ნახეთ, მაგრამ მათ ამას გაუძლეს და ჩვენც, ხელისუფლებამ გავამყარეთ ეს პოზიციები, შევძელით ის, რომ არ აღმოვჩნდით ბრიუსელის სანაქებო, რომ რა კარგები ხართ, ჩვენს ნაცვლად იბრძვით.

მე არ მეგულება საქართველოში ერთი ქართველი მაინც, ვისაც მოეწონება ბრიუსელმა შეაქოს იმის გამო, რომ ქართველი ბიჭები იღუპებიან, ვინაიდან ბრიუსელის ნაცვლად იბრძვიან. ჩვენ ამდენი სისხლი უბრალოდ აღარ გვაქვს“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

ყველა სიახლე

01 აპრილი 2026, 12:15

თავდაცვა

თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა „დაზვერვის სააგენტოს შესახებ“ და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ კანონებში ცვლილებებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

„დაზვერვის სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტების თანახმად, ერთმანეთისგან გაიმიჯნება ის უფლებამოსილებები, რომლებსაც უშუალოდ დაზვერვის სააგენტოს უფროსი ახორციელებს და ასევე ის უფლებამოსილებები, რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან შეთანხმებით განხორციელდება.

01 აპრილი 2026, 12:12

სამართალი

სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 3 პირი, 1992 წელს დაბადებული ჭ.ჭ., 1992 წელს დაბადებული ხ.ო. და 2006 წელს დაბადებული ა.ჰ. დააკავეს, - ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.

01 აპრილი 2026, 12:05

რეგიონი

აიაზმა-ნინოწმინდას მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ146 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აღდგენილია“, - აღნიშნავენ დეპარტამენტში.

01 აპრილი 2026, 12:03

ეკონომიკა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კანონპროექტები მეორე მოსმენით განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, პარლამენტის წევრებმა კანონპროექტები მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილეს.

01 აპრილი 2026, 11:50

საზოგადოება

დედაქალაქის მერია „შინ მოვლის“ პროგრამით 600-ზე მეტი მოქალაქის თანადამფინანსებელია

თბილისის მერია შესაბამისი საჭიროების მქონე მოქალაქეებისთვის „შინ მოვლის“ პროგრამას ახორციელებს და დღეისთვის, 600-ზე მეტი მოქალაქის ბინაზე მომსახურების თანადამფინანსებელია, - განაცხადა დღეს დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ.

01 აპრილი 2026, 11:50

სამართალი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ბზის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებაზე მკაცრ კონტროლს ახორციელებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, ბზობის დღესასწაულის წინა პერიოდში, ბზის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებაზე, ქვეყნის მასშტაბით მკაცრ კონტროლს ახორციელებს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

01 აპრილი 2026, 11:46

მსოფლიო

თეთრი სახლი: ტრამპი 1 აპრილს ირანთან დაკავშირებით მნიშვნელოვან განცხადებას გააკეთებს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი 1 აპრილს მოსახლეობას მიმართავს და ირანთან მიმდინარე ომთან დაკავშირებით მნიშვნელოვან განცხადებას გააკეთებს, - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა.

01 აპრილი 2026, 11:43

რეგიონი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჰიპერპოპულაციის მართვის რეფორმა სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებს გააცნო

ძაღლების ჰიპერპოპულაციის რეფორმის მიზნებსა და განხორციელების გზებზე იმსჯელეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე.

შუგარი

01 აპრილი 2026, 11:40

ტაბლოიდი

ძაღლებს შორის სერფინგში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი მოკვდა💔

2024 წელს, ჰანტინგტონ-ბიჩზე, ცნობილი სერფერების ხელების ანაბეჭდების გვერდით, ბეტონში შუგარის თათების ანაბეჭდებიც გამოჩნდა, როდესაც ის სერფინგის დიდების დარბაზში ოფიციალურად შეიყვანეს.

01 აპრილი 2026, 11:38

საზოგადოება

სამგორის რაიონს კიდევ ორი რეკრეაციული სივრცე შეემატება

სამგორში, ორხევის დასახლებაში, თენგიზ ჩანტლაძის ჩიხის N2ა-ს მიმდებარედ და ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩაზე ორი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

01 აპრილი 2026, 11:34

საზოგადოება

ორთაჭალაში, რუსთავი–თბილისის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები დაიწყო

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა ორთაჭალაში, რუსთავი–თბილისის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მონაკვეთზე დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო.

01 აპრილი 2026, 11:34

საზოგადოება

ლადო ასათიანის სახელობის ბიბლიოთეკაში „60+კლუბის“ მესამე ფილიალი გაიხსნა

ლადო ასათიანის სახელობის ბიბლიოთეკაში „60+კლუბის“ ახალი, მესამე ფილიალი გაიხსნა. საზეიმო გახსნის ღონისძიებას, რომელზეც კლუბის წევრთა ნამუშევრების გამოფენა იყო წარმოდგენილი, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია დაესწრო. ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

01 აპრილი 2026, 11:33

პოლიტიკა

გლობალური ადაპტაციის კორექტირებული ინდექსით საქართველო საუკეთესო ათეულში, ეკონომიკური მზაობით კი მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია

მსოფლიო ბანკმა კეთილდღეობის შემფასებელ გლობალურ მონაცემთა პლატფორმაზე გლობალური ადაპტაციის ანგარიშის შედეგები განაახლა.

01 აპრილი 2026, 11:31

საზოგადოება

თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობისთვის სატენდერო წინადადებები ოთხმა კომპანიამ წარმოადგინა

როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, სატენდერო დოკუმენტაცია ოთხმა უცხოურმა კომპანიამ წარმადგინა, დოკუმენტაციის ანალიზის შემდეგ კი გამარჯვებული კომპანია გამოვლინდება.

დავით ქართველიშვილი

01 აპრილი 2026, 11:22

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ხარკოვის ოლქში უპილოტო საფრენი აპარატების შემოტევის გამო დღეს სიცხეა, ქუვეითში კი აეროპორტი დაბომბეს, ხოლო სოფელ ძეგვში დღეს მსუბუქი ნიავია... მაშ - მშვიდობა ვჭამოთ?

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში ეხმაურება მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს და წერს, რომ მსოფლიოს რამდენიმე წერტილში სამხედრო კონფლიქტების არსებობის ფონზე, საქართველოში მშვიდობაა.

თენგიზ შარმანაშვილი

01 აპრილი 2026, 11:20

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი Global Terrorism Index 2026-ში საქართველოს რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად დასახელებაზე: თუ არა გლობალური თანამშრომლობა, ძალიან რთული იქნებოდა მაღალ შედეგებზე საუბარი

დეპუტატი გამოეხმაურა ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის (Institute for Economics and Peace-IEP) მიერ გამოქვეყნებულ Global Terrorism Index 2026-ს, სადაც წერია, რომ საქართველო ტერორისტული საფრთხის მეტად დაბალი დონის ქვეყნების სიაშია.

მარკო რუბიო

01 აპრილი 2026, 11:19

მსოფლიო

მარკო რუბიო: ირანთან ომის დასრულების შემდეგ ნატოსთან ურთიერთობის გადახედვა მოგვიწევს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ Fox News-ის ეთერში კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ნატო და აღნიშნა, რომ ირანთან ომის დასრულების შემდეგ მათ ალიანსთან ურთიერთობის გადახედვა მოუწევთ.

01 აპრილი 2026, 11:16

საზოგადოება

დღეიდან სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასტმასის გარკვეული საგნების რეალიზაცია აიკრძალა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2026 წლის 1 აპრილიდან პლასტმასისგან დამზადებული ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპების, სასმლის მოსარევების, ასევე გაფართოებული პოლისტიროლისგან(EPS) დამზადებული სასურსათო კონტეინერების და მათი თავსახურების, ჭიქების და მათი თავსახურების რეალიზაცია აიკრძალა. აღნიშნული პროდუქციის იმპორტი და წარმოება 2026 წლის 1 იანვრიდან უკვე აკრძალულია.

ანა დოლიძე

01 აპრილი 2026, 11:12

პოლიტიკა

ანა დოლიძე გაერთიანებული „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ: 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა და ეკუთვნის ყველა მოქალაქეს - 26 მაისს ისედაც ქუჩაში ვართ და ვზეიმობთ დამოუკიდებლობის დღეს

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ანა დოლიძე, გაერთიანებული „ნაცმოძრაობის“ მიერ 26 მაისს თბილისში დაანონსებულ აქციას სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ 26 მაისი საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ეკუთვნის.

ლაშა ჯოხაძე

01 აპრილი 2026, 10:59

პოლიტიკა

ლაშა ჯოხაძე გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს მან საქართველო დატოვა: ტყუილია - ისევ შინაგან საქმეთა სამინისტროში ვარ დასაქმებული

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლაშა ჯოხაძე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მან საქართველო დატოვა და საფრანგეთში ითხოვს თავშესაფარს.