თბილისის საკრებულომ 2017 წლის ბიუჯეტის ცვლილებები დაამტკიცა
თბილისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე 2017 წლის ბიუჯეტის ცვლილებები დაამტკიცეს. ცვლილებები საკრებულოს წევრებს თბილისის ვიცე მერმა ირაკლი ხმალაძემ წარუდგინა. ინფორმაციას საჯრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.
ხმალაძის თქმით, 2017 წლის ბიუჯეტის კორექტირება მიმდინარე ხარჯების ეკონომიებისა და სხვა შემოსავლების მატების, ასევე იმ 14 მილიონიანი ტრანსფერის გამო გახდა აუცილებელი, რომელიც ფინანსთა სამინისტრომ დედაქალაქს უშუალოდ სატრანსპორტო სისტემის განვითარებისთვის გამოუყო.
საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომაზე აღინიშნა, რომ ცვლილებების შედეგად, თბილისის მიმდინარე წლის ბიუჯეტის მოცულობა 24 307,6 ათასი ლარით იზრდება და ჯამში 843 134, 5 ათას ლარს შეადგენს. გაზრდილი ბიუჯეტი საქალაქო სამგზავრო ტრანსპორტის მოძრავი შემადგენლობის მოდერნიზაციას და მეტროს ორი ახალი შემადგენლობის დამატებას მოხმარდება. ასევე დამატებითი თანხები გამოიყოფა დასუფთავების ღონისძიებების გატარებისთვისაც.
დღევანდელ სხდომაზე ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, ჯიხურების განთავსების მიზნით, პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლების ვადის 3 თვით გაგრძელებაზე იმსჯელეს. როგორც სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა ირაკლი თავართქილაძემ განაცხადა, აღნიშნულ ვადაში როგორც არქიტექტურული, ასევე სატრანსპორტო მიმართულებით, ახალი კონცეფცია და ხედვები შემუშავდება, ხოლო იჯარის ღირებულების გათვალისწინებით აუქციონები დამატებით ახალ ადგილებზეც გამოცხადდება.
გარდა ამისა, დეპუტატების გადაწყვეტილებით, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულთა საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესის მოქმედების ვადა 2019 წლამდე გაგრძელდა.
საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა სოციალური დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზეც იმსჯელეს. თბილისის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამები ორი კომპონენტით იზრდება. კერძოდ, დაავადებათა სკრინინგის ქვეპროგრამის განხორციელების წესს, მომავალი წლიდან, ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვის საპილოტე პროგრამა და ღვიძლის ტრანსპლანტაციის მომსახურების კომპონენტი დაემატება.
დღესვე დეპუტატებმა “დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს დადგენილებაში ცვლილებების შეტანას თანხმობა მისცეს.
წლის ბოლო სხდომაზე საკრებულოს წევრებმა თბილისის მერიასა და ევროკავშირს შორის საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებას მხარი დაუჭირეს. “საგრანტო ხელშეკრულება ევროკავშირის გარე მოქმედებები“ 4-წლიანია და იგი ბიზნეს აქსელერატორის შესაქმნელადაა განკუთვნილი.
როგორც სხდომაზე განაცხადეს, ეს იქნება ადგილი, სადაც თბილისში რეგისტრირებული მცირე და საშუალო საწარმოები შეიკრიბებიან, იმუშავებენ და მუნიციპალური პროგრამებით ისარგებლებენ. აღნიშნული გრანტით მუნიციპალური ბიუჯეტი, დაახლოებით, მილიონ ნახევარი ლარით გაიზრდება.
ყველა სიახლე
19 სექტემბერი 2026, 13:33
მსოფლიო
POLITICO: უკრაინას მეტი საჰაერო თავდაცვა სჭირდება, თუმცა მოკავშირეებს დახმარების შესაძლებლობებში ეჭვი ეპარებათ
უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემები და რაკეტები უფრო მეტად სჭირდება, თუმცა მოკავშირეებს უკვე ეჭვი ეპარებათ, შეძლებენ თუ არა კიევის დახმარებას რუსეთის მზარდი მასშტაბის თავდასხმების გასამკლავებლად, - განუცხადა POLITICO-ს უკრაინის ელჩმა ნატოში ალიონა გეტმანჩუკმა.
19 სექტემბერი 2026, 12:58
მსოფლიო
Bloomberg: აშშ მოკავშირეებს აფრთხილებს, რომ მარაგების სიმცირის გამო რაკეტების მიწოდება შესაძლოა, ხუთ წლამდე შეფერხდეს
აშშ მოკავშირეებს აფრთხილებს, რომ მნიშვნელოვანი შეიარაღების მიწოდება შესაძლოა ხუთ წლამდე შეფერხდეს, რადგან ირანთან ომის შედეგად შემცირებული საბრძოლო მასალის მარაგების აღდგენას და საკუთარი არსენალის შევსებას ცდილობს. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
19 სექტემბერი 2026, 12:56
ჯანდაცვა
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საერთაშორისო კადავერული კურსი გაიხსნა
სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის მოადგილესთან ერთად, გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვლადიმერ კახაძე და თსსუ-ის რექტორი, პროფესორი ირაკლი ნატროშვილი.
19 სექტემბერი 2026, 12:24
პოლიტიკა
კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება - მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
თბილისში ახალაშენებულ საცხოვრებელ კომპლექსში 1 600 დევნილ ოჯახს სრულად გარემონტებული ბინები გადაეცა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი სივრცე 11 კორპუსს, 2 426 სრულად გარემონტებულ ბინასა და კეთილმოწყობილ გარე ინფრასტრუქტურას მოიცავს.
19 სექტემბერი 2026, 12:22
მსოფლიო
CNN: ხელოვნური ინტელექტის მიერ დაშვებული შეცდომის გამო აშშ ჩინეთთან ომის ზღვარზე აღმოჩნდა
აშშ-ის სამხედროები ირანთან ომის მიმდინარეობისას ჩინურ გემს კინაღამ თავს დაესხნენ მას შემდეგ, რაც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით მომზადებულმა მცდარმა სადაზვერვო ანგარიშმა დაასკვნა, რომ გემს ახლო აღმოსავლეთში ბირთვული იარაღის პროგრამისთვის განკუთვნილი კომპონენტები გადაჰქონდა. ინფორმაციას CNN-ი რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
19 სექტემბერი 2026, 12:20
პოლიტიკა
გია აბაშიძე: რადიკალური ოპოზიციისთვის „სანქცირებული რუსული გემები“ უკვე რიტუალურ მოჩვენებებად იქცა - არც გემი სჭირდებათ, არც მტკიცებულება. „რუბლოვნა-რუბლოვიჩების“ ნაცკლასტერის ვერსიებს მორიგ ჯერზე აცამტვერებს საქართველოსა და NATO-ს თანამშრომლობის განვითარების სხვადასხვა ასპექტი
რადიკალური ოპოზიციისთვის საქართველოს მიერ კონტროლირებად აკვატორიაში „სანქცირებული რუსული გემების“ მიმოსვლა უკვე რიტუალური მოჩვენებებია - არც გემი სჭირდებათ, არც მტკიცებულება. მთავარია, ბოროტი ტყუილი ხშირად იმეორონ და საკუთარი მანქურთული ფანტაზია ფაქტად გაასაღონ - წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
19 სექტემბერი 2026, 12:20
პოლიტიკა
კახა კალაძე ბაღებში მომხდარ ფაქტზე: დაველოდოთ მოკვლევას, რასთან გვაქვს საქმე - ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია, გამჭვირვალე და როგორც მშობლებს, ისე საზოგადოებას, ყველაფერზე მივაწვდით ინფორმაციას
უნდა დაველოდოთ შესაბამისი სამსახურების მოკვლევას, რასაც, რა თქმა უნდა, მოყვება შესაბამისი რეაგირება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის საჯარო საბავშვო-ბაგა ბაღების აღსაზრდელების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა.
19 სექტემბერი 2026, 12:16
პოლიტიკა
კახა კალაძე ნატა ფერაძის მიმართ გერმანიაში აღძრულ საქმეზე: სოციალურ ქსელში მიზანმიმართული ბულინგისა და შეურაცხყოფის ფაქტებს ყველგან აქვს შესაბამისი რეაგირება
როგორც ვხედავთ, ევროპულ ქვეყანაში, გერმანიაში სოციალურ ქსელში ბულინგი და შეურაცხყოფა სისხლის სამართლის დანაშაულია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, აქტივისტ ნატა ფერაძის მიმართ გერმანიაში, შეურაცხმყოფელი ფეისბუქპოსტისთვის სისხლის სამართლის საქმის აღძვრის თაობაზე გავრცელებული ინფორმაციის შეფასებისას.
19 სექტემბერი 2026, 12:04
პოლიტიკა
კახა კალაძე ავარიული სკოლის შენობის შესახებ: რამე რომ მოხდეს, პასუხისმგებლობას ვინ აიღებს, განათლების სამინისტროს მყისიერი რეაგირება კითხვებს არ უნდა ბადებდეს
ავარიული საბავშვო ბაღების ნაცვლად თანამედროვე სტანდარტის შენობას ვაშენებთ, იგივე მოხდება სკოლების შემთხვევაშიც, - თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან 21-ე სკოლის დემონტაჟის გადაწყვეტილების გაპროტესტებას გამოეხმაურა.
19 სექტემბერი 2026, 12:00
სამართალი
საოკუპაციო ხაზთან საგუშაგო გიორგი გახარიას ერთპიროვნული გადაწყვეტილებით აღიმართა - პროკურორის განმარტებით, ეს მოწმის სახით გამოკითხულებმა დაადასტურეს
საოკუპაციო ხაზთან საგუშაგო გიორგი გახარიას ერთპიროვნული გადაწყვეტილებით აღიმართა - პროკურორის განმარტებით, ეს დაადასტურეს მოწმის სახით გამოკითხულმა მამუკა ბახტაძემ, ლევან იზორიამ და დავით სუჯაშვილმა. კერძოდ, რომ საკითხი მათთან შეთანხმებული არ იყო.
19 სექტემბერი 2026, 12:00
რეგიონი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „მაჭახლობა 2026“ აღინიშნა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მეუღლესთან ერთად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სინდიეთში გამართულ სახალხო დღესასწაულს - „მაჭახლობა 2026“ დაესწრო.
19 სექტემბერი 2026, 11:58
მსოფლიო
პიტ ჰეგსეტის განცხადებით, CNN-ის MSNBC-ის და POLITICO-ს ჟურნალისტები ამერიკელი სამხედროების შესახებ ცრუ ამბებს ავრცელებდნენ
აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც მედიასაშუალებების CNN-ის, MSNBC-ის და POLITICO-ს ჟურნალისტებს თეთრ სახლში მუშაობა აეკრძალათ.
19 სექტემბერი 2026, 11:57
კულტურა
„ხანუმა“ ბათუმში - ავქსენტი ცაგარელის ცნობილი კომედია გრიბოედოვის სახელობის თეატრის დასმა ბათუმის დრამატული თეატრის სცენაზე წარადგინა
კლასიკური სიუჟეტი შენარჩუნებულია, თუმცა, წარმოდგენას თანამედროვე ხედვა და ახალი პერსონაჟები დაემატა. დადგმის რეჟისორი ანდრო ენუქიძეა.
19 სექტემბერი 2026, 11:50
კულტურა
ეროვნული სიმფონიური ორკესტრის აუდიტორიაში მსმენელის წინაშე საფესტივალო ორკესტრი, აფხაზეთის კაპელა და სოლისტი ანდრია ბოლქვაძე წარდგნენ
ზვიად ბოლქვაძის დირიჟორობით შესრულდა ბეთჰოვენის მე-5 სიმფონია, მორის რაველის საფორტეპიანო კონცერტი “სოლ მაჟორი” და ზვიად ბოლქვაძის „მონოლოგი”. კლასიკური მუსიკის კონცერტები საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს ეძღვნება.
19 სექტემბერი 2026, 11:44
თავდაცვა
საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში რეკრუტებმა სამხედრო ფიცი დადეს
საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ზაქარია კალანდაძემ რეკრუტებს – სამხედრო ფიცის დადება, ხოლო პირად შემადგენლობას - ცენტრის იუბილე მიულოცა.
19 სექტემბერი 2026, 11:39
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი: საქართველოს ხელისუფლებასთან კონსტრუქციული დიალოგი შეიძლება კიდევ უფრო დააჩქაროს მსოფლიოში დღეს განვითარებულმა მოვლენებმა და ევროკავშირში მოახლოებულმა არჩევნებმა
ევროპელი ლიდერების პრაგმატულ ინტერესში აუცილებლად შედის შუა დერეფანი. მათთვის უფრო მნიშვნელოვანი და სასურველი იქნება, თუ ისინი თავად გააკონტროლებენ ამ დერეფანს და არა საქართველოს ეროვნული ინტერესების მატარებელი მთავრობა, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ საგარეო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა.
19 სექტემბერი 2026, 11:25
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: დღეს 1 600 დევნილი ოჯახი მიიღებს ახალ, სრულად გარემონტებულ ბინას, ეს არის ყველაზე მასშტაბური პროექტი, რომელიც აქამდე განხორციელებულა - დევნილების ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფა ჩვენი ხელისუფლების უცვლელი პრიორიტეტია
მთავრობის მეთაურის თქმით, პროექტში ჩაიდო 280 მილიონი ლარის ინვესტიცია და თბილისში შეიქმნა თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი უბანი.
19 სექტემბერი 2026, 11:22
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა თავისი ადმინისტრაციის მიღწევების სია გამოაქვეყნა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა იმ მოვლენებისა და მიღწევების სია, რომლის განხორციელებაც მან თავის გუნდთან ერთად გაპრეზიდენტებიდან დღემდე შეძლო.
19 სექტემბერი 2026, 11:21
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: მშვიდობიანი გზით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ჩვენი ეროვნული ოცნება, მოთმინებით, თანმიმდევრული და სწორი პრაგმატული პოლიტიკით ჩვენ ამ მიზანს საბოლოდ აუცილებლად მივაღწევთ
მშვიდობიანი გზით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ჩვენი ეროვნული ოცნება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, დევნილებისათვის ბინების გადაცემის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
19 სექტემბერი 2026, 11:21
საზოგადოება
ირაკლი კობახიძე: 2012 წლიდან დღემდე სხვადასხვა სამთავრობო პროგრამით, 45 000-ზე მეტ ოჯახს საკუთრებაში გადაეცა ახალი, კეთილმოწყობილი ბინა, ჩვენთვის დევნილებზე ზრუნვა ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, წელს ამ მიმართულებით 240 მილიონ ლარს ვხარჯავთ, ხოლო მომავალ წელს ეს დაფინანსება კიდევ უფრო გაიზრდება
მთლიანობაში, 2012 წლიდან დღემდე სხვადასხვა სამთავრობო პროგრამით, 45 000-ზე მეტ ოჯახს საკუთრებაში გადაეცა ახალი, კეთილმოწყობილი ბინა. დაიხურა 450-მდე მძიმე, ავარიული, ე.წ. კომპაქტური განსახლების ობიექტი და ათასობით ადამიანმა საბოლოოდ დააღწია თავი გაუსაძლის პირობებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დევნილებისთვის ბინების გადაცემის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


