ირაკლი კირცხალია მაია სანდუზე: თითოეული მისი მოქალაქის პირადი ტრაგედიაა ის განცხადება, რაც გააკეთა ამ ქალბატონმა თავისი ქვეყნის მიმართ და ეს უტიფარი მარიონეტი ბედავს და ჩემი ქვეყნისკენ იშვერს ხელს
ირაკლი კირცხალია
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ მოლდოვის პრეზიდენტის მაია სანდუს მიერ ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომ „რუსეთმა საქართველო საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა“.
კირცხალიამ ასევე გაიხსენა სანდუს ნათქვამი მოლდოვის რუმინეთთან გაერთიანების შესახებ და აღნიშნა, რომ თითოეული მისი მოქალაქის პირადი ტრაგედიაა ის განცხადება, რაც სანდუმ გააკეთა თავის ქვეყნის მიმართ და როგორი შეურაცხყოფაც მიაყენა მის მოქალაქეებს.
„მისი ეს განცხადება ქვეყნის პირველი პირისგან, თავი დავანებოთ როგორ არის არჩეული, რა ვითარებაშია დღეს ეს ქვეყანა, ყველა დემოკრატიული პრინციპის კუთხით, სასამართლოს კუთხით, კორუფციის, ეკონომიკური ზრდის კუთხით- ყველაფერს რომ თავი დავანებოთ თითოეული მისი მოქალაქის, პატრიოტი ადამიანის პირადი ტრაგედიაა ის განცხადება, რაც გააკეთა ამ ქალბატონმა თავის ქვეყნის მიმართ და როგორი შეურაცხყოფაც მიაყენა თითოეულ მის მოქალაქეს თავის ქვეყანაში და ეს ადამიანი, პირდაპირ ვიტყვი -უტიფარი მარიონეტი ბედავს და ჩემი ქვეყნისკენ იშვერს ხელს. ადამიანი, რომელიც თავის ქვეყანას, თავის ქვეყნის ისტორიას აყენებს ასეთ შეურაცხყოფას, ის რომ შენს და სხვა ქვეყანას მიაყენებს შეურაცხყოფას თან დავალებით, ამას არანაირი პოლიტიკური განმარტება არ სჭირდება“, - განაცხადა კირცხალიამ გადაცემაში “იმედი LIVE”.
ყველა სიახლე
03 აპრილი 2026, 14:47
საზოგადოება
მეუფე ზენონი პატრიარქის არჩევის პროცესზე: მე ვერანაირ ჩარევას ვერ ვხედავ - ჩემი კანდიდატები არიან, ვინც ილია მეორეს მოჰყვებიან ადრეული დროიდან, მათ შორის ავარჩევ
დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი მეუფე ზენონი (იარაჯული) კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის პროცესში ჩარევას ვერ ხედავს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
03 აპრილი 2026, 14:45
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი: ყველაფერი იქნება კარგად, თუ ვიქნებით ფხიზლად და გავაგრძელებთ ამ პრაგმატულ, გონიერ პოლიტიკას
ეს არის ერთი და იგივე ქსელი, რომელიც ამ პროცესს აკნინებს. დაკრძალულიც არ იყო პატრიარქი, მაშინ დაიწყო ამ თემით სპეკულირება, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა.
03 აპრილი 2026, 14:41
პოლიტიკა
პრეზიდენტი ოპოზიციის დაანონსებულ აქციაზე: ეს ის ხალხია, რომლებიც „ნაცმოძრაობაში“ იყვნენ 26 მაისის ღამეს, როდესაც ჩვენი მოქალაქეები ცემაში მოკლეს. სააკაშვილმა აღლუმი ჩაატარა ამ ადამიანების სისხლზე. ესენი ბედავენ აქციაზე საუბარს?!
ეს ის ხალხია, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები იყვნენ 26 მაისის ღამეს, როდესაც ჩვენი მოქალაქეები ცემაში მოკლეს. ორი ადამიანი გარდაიცვალა, ხანდაზმული ადამიანები ძირს დაყრილები, დასისხლიანებულები იყვნენ და სააკაშვილმა აღლუმი ჩაატარა ხანდაზმული ადამიანების სისხლზე. ეს ადამიანები ბედავენ 26 მაისთან დაკავშირებით საუბარს, რაღაც მასშტაბურ აქციაზე?! - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციას.
03 აპრილი 2026, 14:39
საზოგადოება
სინოდის სხდომის დაწყებამდე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღესრულა
საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს. სხდომის დაწყებამდე აღესრულა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი.
03 აპრილი 2026, 14:33
მსოფლიო
The Times of Israel: ირანის დარტყმებმა აშშ-ში ალუმინის ექსპორტს საფრთხე შეუქმნა
ირანმა სპარსეთის ყურეში მდებარე ალუმინის უმსხვილესი ქარხნები დაბომბა, რის გამოც აღნიშნული სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მასალის ექსპორტს აშშ-ში საფრთხე შეექმნა. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
03 აპრილი 2026, 14:32
პოლიტიკა
პრეზიდენტი ნიდერლანდების პარლამენტში „ენჯეოების“ გამოსვლაზე: დაინახა საზოგადოებამ, რომ არანაირი შესაძლებლობები მათ არ გააჩნიათ. ერთადერთი შესაძლებლობა არის ჩვენდა სამწუხაროდ, სწორედ გარე ძალების მიერ მათი დაფინანსება
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, ნიდერლანდების პარლამენტში „ენჯეოების“ სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა.
03 აპრილი 2026, 14:28
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი სლოვაკეთზე: ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები, საერთო ხედვები გვაქვს, ქვეყანა, რომელიც ევროკავშირის წევრია, იბრძვის თავისუფლებისთვის, სუვერენიტეტისთვის, ეროვნული ინტერესებისთვის - ჩვენ სწორედ ამ ღირებულებებს ვიცავთ
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მედიასთან სლოვაკეთის რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტი შეაჯამა. მან ქვეყნის ხელისუფლებას მიწვევისა და მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა. მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოსა და სლოვაკეთს შორის სტრატეგიულ პარტნიორობასა და საერთო ღირებულებებზე ისაუბრა.
03 აპრილი 2026, 14:24
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი: მინდა ვთხოვო ჩვენს საზოგადოებას, მიუხედავად სპეკულაციებისა, მუდმივად უსმინონ ინფორმაციებს ხელისუფლების, იმ ადამიანების მხრიდან, ვინც უშუალო შეხებაში ვართ ამა, თუ იმ სახელმწიფოს წარმომადგენელთან
გარკვეული ძალები ამ ყველაფერს ქილიკით ეკიდებიან. მინდა ვთხოვო ჩვენს საზოგადოებას, მიუხედავად სპეკულაციებისა, მუდმივად უსმინონ ინფორმაციებს ხელისუფლების, იმ ადამიანების მხრიდან, ვინც უშუალო შეხებაში ვართ ამა, თუ იმ სახელმწიფოს წარმომადგენელთან, - განუცხადა სლოვაკეთში პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს.
03 აპრილი 2026, 14:01
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ცხოველებზე ჩნდება მწვავე ემოციური რეაქცია, მაშინ როცა ადამიანის სიცოცხლის შეწყვეტა სხვა ქვეყნებში კანონით დარეგულირებული პრაქტიკაა და სწორედ ამ ქვეყნებიდან იმართება ქართული „ძაღლების რევოლუცია“
მიუსაფარი ძაღლების თითქოსდა მასობრივად განადგურების თემაზე საზოგადოებაში ატეხილ ხმაურს ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და ამჯერად ხელისუფლების წინააღმდეგ ემიგრაციიდან მართულ კამპანიაზე აკეთებს აქცენტს. როგორც ის აღნიშნავს, ქართველი ემიგრანტები ორკესტრირებულად მოქმედებენ.
03 აპრილი 2026, 13:42
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი მოლდოვას საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მოლდოვას საპარლამენტო დელეგაციას - საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ ბოგდატ ცირდიასა და ჯგუფის წევრებს შეხვდა.
03 აპრილი 2026, 13:30
საზოგადოება
მედია: თურქმა გამომძიებლებმა საქართველოში ჩამოვარდნილ თურქულ სამხედრო თვითმფრინავზე გარე ზემოქმედების კვალი ვერ აღმოაჩინეს
თურქი სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის ნოემბერში საქართველოში, აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს ჩამოვარდნილ თურქულ სამხედრო თვითმფრინავს გარე ზემოქმედების კვალი არ ჰქონია. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
03 აპრილი 2026, 13:30
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ვიზა რომ აქციეს იარაღად, არა კავშირის, არამედ გამიჯვნის იარაღად, ეს აჩვენებს იმ ცივილიზაციურ კრიზისს, რასაც დღეს ევროკავშირი განიცდის მისი ბიუროკრატების ხელში
ვიზა, რომ აქციეს იარაღად, არა კავშირის, არამედ გამიჯვნის იარაღად ეს აჩვენებს იმ ცივილიზაციურ კრიზისს, რასაც დღეს ევროკავშირი განიცდის, მისი ბიუროკრატების ხელში,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა შვეიცარიის გადაწყვეტილების შესახებ დიპლომატიური პასპორტების შეჩერებასთან დაკავშირებით.
03 აპრილი 2026, 13:30
პოლიტიკა
შოთა ბერეკაშვილი: საქართველოში რეფერენტული ფასები აღებულია ოთხი ქვეყნის ბაზრის შესწავლით. არსებობს ფასნამატის ზედა ზღვარი და ეს ფასი ვერ იქნება უფრო ძვირი, ვიდრე ევროპაში. რეფერენტი ასე მუშაობს, დანარჩენი არის სპეკულაცია
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა კომისიის სხდომაზე, სადაც ფარმაცევტული კომპანიების მონაწილეობით მედიკამენტების ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა მიმდინარეობს, კომისიის ოპოზიციონერ წევრებს რეფერენტული ფასების მუშაობის პრინციპი განუმარტა.
03 აპრილი 2026, 13:28
პოლიტიკა
პაპუაშვილი: საქართველო არ არის მოედანი, სადაც შეიძლება ქვეყნებმა ერთმანეთთან ურთიერთობები არკვიონ - ჩვენთვის მთავარია, რომ საქართველომ გაიაროს მშვიდობიანად ნებისმიერი კრიზისი, რაც ჩვენ გარშემო ხდება და ამ მიზანს ვაღწევთ ყოველ ჯერზე
თვითონაც თქვით, რომ შეხვედრა იყო საგარეო საქმეთა სამინისტროში. რა თქმა უნდა ამაზეც იყო საუბარი და შეგიძლიათ ჰკითხოთ საგარეო უწყებას, კონკრეტულად რაზე ჰქონდათ საუბარი, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას - რა არის ირანის ელჩის განცხადებაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიცია?
03 აპრილი 2026, 13:27
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: მზია ამაღლობელი გახლავთ ბრიუსელის პირადი პატიმარი. სწორედ არ დაგმობა იწვევს წახალისებას და ის, რომ პოლიციელზე თავდასხმაზე წავიდა მზია ამაღლობელი, არის სწორედ იმის ბრალი, რომ საკუთარი სიჩუმით წაახალისეს
მზია ამაღლობელი გახლავთ ბრიუსელის პირადი პატიმარი. სწორედ არ დაგმობა იწვევს წახალისებას და ის რომ პოლიციელზე თავდასხმაზე წავიდა მზია ამაღლობელი, არის სწორედ იმის ბრალი, რომ საკუთარი სიჩუმით წაახალისეს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, უდოს კომისიის მიერ მზია ამაღლობელის შეწყალებასთან დაკავშირებულ უარზე.
03 აპრილი 2026, 13:26
საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტო: 5-6 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის დედაქალაქში, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი
5-6 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის დედაქალაქში, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
03 აპრილი 2026, 13:26
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: მოლდოვის მეგობრობის ჯგუფია ვიზიტით ჩამოსული, მიუხედავად იმისა, რომ იყო ამ დელეგაციის ბლოკირების მცდელობა. არ ვიცი მოლდოვის ხელისუფლებას რა აქვს გასაყოფი საქართველოსთან
მოლდოვის მეგობრობის ჯგუფია ვიზიტით ჩამოსული, მიუხედავად იმისა, რომ ამ დელეგაციის ბლოკირების მცდელობა იყო, არ ვიცი მოლდოვის ხელისუფლებას რა აქვს გასაყოფი საქართველოსთან და მისასალმებელი იქნებოდა, რომ ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობას ხელი შეეწყოს და არა - შეეშალოს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. მისი თქმით, მოლდოვის მეგობრობის ჯგუფს ბოლო წუთს მოლდოვის სახელისუფლებო პარტიის წევრები გამოეთიშნენ. „იცით, რომ მოლდოვის პარლამენტის მეგობრობის ჯგუფია ვიზიტით საქართველოს პარლამენტში. დღეს გვყავდა ვიზიტით საქართველოს პარლამენტში. დღეს გვქონდა შეხვედრა მეგობრობის ჯგუფთან. მინდა მადლობა გადავუხადო, რომ ჩამოვიდნენ. სხვათა შორის ამ ჯგუფის შემადგენლობაში ასევე გათვალისწინებული იყვნენ მოლდოვის სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც ბოლო მომენტამდე დელეგაციის სიაში იყვნენ. ამ პირებმა ბოლო მომენტში გადაიფიქრეს დელეგაციაში ყოფნა, რაც სამწუხაროა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყნებს, პარლამენტებს შორის დიალოგი იყო. მეგობრობის ჯგუფის წევრებმაც, ამ მიმართულებით საკუთარი წუხილი გამოთქვეს, რომ ბოლო მომენტში, მოლდოვის ხელისუფლების წარმომადგენლები გამოეთიშნენ ამ დელეგაციას. იყო მცდელობა ამ დელეგაციის ბლოკირების, რაც ცოტა გაუგებარია. რა არის დასაბლოკი, რომ საქართველოს პარლამენტში ჩამოვიდეს მოლდოვის პარლამენტის მეგობრობის ჯგუფი, რომელიც მოლდოვის პარლამენტის მიერაა შექმნილი. არ ვიცი მოლდოვის ხელისუფლებას რა აქვს გასაყოფი საქართველოსთან და მისასალმებელი იქნებოდა, რომ იმ ურთიერთობას, რომელიც ჩვენს ხალხებს შორის არის, ხელი შეეწყოს და არა - შეეშალოს“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.
03 აპრილი 2026, 13:23
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: მგონი ამაზე ყველა თანხმდება - ოპოზიციაც, ხელისუფლებაც, მედიაც, რომ დღევანდელი უსაფრთხოების სამსახური ატყობთ, რომ მორიდების გარეშე მოქმედებს
„ამ ლოგიკით, ნებისმიერ კორუფციულ ფაქტზე შეგიძლიათ მთავრობის პასუხისმგებლობა დააყენოთ. უნდა არსებობდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერი ხელისუფლება ყოველ მეორე კვირას უნდა გადადგეს მაშინ, რადგან კორუფციის ფაქტები სხვადასხვა ქვეყანაში რაღაც სიხშირით გამოაშკარავდება ხოლმე. იმისთვის არის სისხლის სამართლის კოდექსში გათვალისწინებული სასჯელი ამისთვის, რომ ასეთი დანაშაულები ხდება. ერთი რამ არის ცხადი და მგონი ამაზე ყველა თანხმდება - ოპოზიციაც, ხელისუფლებაც, მედიაც, რომ დღევანდელი უსაფრთხოების სამსახური ატყობთ, რომ მორიდების გარეშე მოქმედებს. ამის მიზანია ის, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გააცხადა მისი პრემიერ-მინისტრად დამტკიცების დროს, რომ ნებისმიერი კორუფციული გადაცდომა გამოვლინდეს, დაისაჯოს და კორუფციის სიმცირის მხრივ 2030 წელს საქართველო იყოს სამეულში“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
03 აპრილი 2026, 13:21
რეგიონი
რუსთავში კლდიაშვილის სახელობის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო
რუსთავში, საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი, რომელიც ოთხ სხვადასხვა ლოკაციაზე ხორციელდება და მარჯანიშვილის, ფალიაშვილის, კლდიაშვილის, სანაპიროს ქუჩების სრულ განახლებას ითვალისწინებს, აქტიურ ფაზაშია. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
03 აპრილი 2026, 13:19
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი: ეკა გიგაურის გამოსვლა ნიდერლანდების პარლამენტში გამიზნულია იმისკენ, რომ რადიკალების მხრიდან უცხოელ პოლიტიკოსებს მიეცეთ ლეგიტიმაცია საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევისა, მათი ეს ქმედება არის მავნებლობა
ნიდერლანდების პარლამენტში ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების გამოსვლას და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ დირექტორის ეკა გიგაურის და „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ წარმომადგენელის გიორგი რუხაძის მიერ, საერთაშორისო აქტორებისთვის მიზნობრივი სანქციების დაწესებისკენ მოწოდებას პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა.


