კაკაბაძე: ბიძინა ივანიშვილის გონივრული პოლიტიკის შედეგია ის, რომ საქართველო არც ერთ მხარეს არ იხრება, ვინაიდან ერთმა ბეწვისოდენა შეცდომამ შესაძლოა ისე დაგვაზიანოს, რომ გადავიქცეთ სხვა ქვეყნების ინტერესების გასატარებელ ტერიტორიად
ნანა კაკაბაძე
ფოტო: ვიდეო/კადრი
ბიძინა ივანიშვილის სწორი პოლიტიკური ალღოსა და გონივრული პოლიტიკის შედეგია ისიც, რომ საქართველო დასავლეთისა და ჩრდილოეთის გამძაფრებული ინტერესის მიუხედავად, არც ერთ მხარეს არ იხრება, ვინაიდან ზუსტად გრძნობს, არასწორმა გადახრამ და ერთმა ბეწვისოდენა შეცდომამ, შესაძლებელია ისე დაგვაზიანოს, რომ გადავიქცეთ მხოლოდ სხვა ქვეყნების ინტერესების გასატარებელ ტერიტორიად (დერეფნად), - წერს არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში.
ვრცელ პოსტში კაკაბაძე მიმოიხილავს აშშ-ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწყებულ სამხედრო მოქმედებების საკითხს და მის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს.
„საქართველო - კონფლიქტის მხარე თუ მიუმხრობელი
ევროპელმა მოკავშირეებმა საკმაოდ ფრთხილი პოზიცია დაიკავეს აშშ-ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწყებულ სამხედრო მოქმედებებთან დაკავშირებით. ევროპის წამყვანი სახელმწიფოები (ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი) დღესაც მოითხოვენ ცეცხლის შეწყვეტას და კონფლიქტის დიპლომატიურ რელსებზე გადაყვანას, ხოლო ესპანეთი ჯიუტად აცხადებს, რომ აშშ და ისრაელი არღვევენ როგორც გაეროს ასევე სხვა საერთაშორისო ნორმებს.
მიუხედავად იმისა, რომ არავინ იწონებს აიათოლების ირანში დამკვიდრებულ მმართველობის ანტიდემოკრატიულ წესს, იშვიათი გამონაკლისების გარდა, თითქმის ყველა ქვეყანა გმობს უდანაშაულო სამოქალაქო მოსახლეობის და მით უფრო, ბავშვების მასობრივ მკვლელობებს, მიუხედავად იმისა, ეს მკვლელობები გამიზნულად ხდება თუ მეომარი მხარის სამხედროების შეცდომით ან გაუფრთხილებლობით.
ფართო მსჯელობის საგნად იქცა საქართველოს ხელისუფლების მიერ ამ ვითარებაში დაკავებული პოზიცია, რომელიც ცდილობს არ წარმოჩინდეს მხარედ ამ კონფლიქტში. მიზეზი გასაგებია - მხარედ წარმოჩენილ ქვეყანას მეორე მხარე გამოაცხადებს მტრად, სამხედრო თუ პოლიტიკური შედეგებით.
საქართველოს ხელისუფლების მიერ ორივე მხარის (ისრაელის და ირანის) მიმართ გამოთქმული სამძიმარი სამოქალაქო პირების (+ აიათოლას) დაღუპვის გამო ისრაელს არ მოეწონა და მისმა ელჩმა საყვედურნარევი განცხადება გააკეთა - საქართველო მკაფიოდ რატომ არ დგება ჩვენს მხარესო.
ნაც-ოპოზიცია აცხადებს, რომ საქართველო უნდა იყოს მხარე - აშშ-ისრაელის მკაფიოდ მხარდამჭერი, ანუ ირანის მკაფიო მოწინააღმდეგე. ამასთან, ისინი ცდილობენ ისე წარმოაჩინონ საქმე, რომ თითქოს ხელისუფლება ამ ომში ირანის მხარდამჭერია და ამის დასამტკიცებლად ხან ირანისათვის დაწესებული სანქციებისთვის თავის არიდების დახმარებაში ადანაშაულებენ „ოცნებას“ და ხანაც ირანელი ტერორისტების იდეოლოგიური მომზადებისათვის პირობების შექმნაში - ცდილობენ ქვეყნის დადანაშაულებას იმაში,რომ თითქოს აქ არაოფიციალური უნივერსიტეტი იყოს გახსნილი, სადაც ფანატიკოს მუსულმანებს ამზადებენო. მათი მზაკვრული მიზნები ნათელია - ოღონდ საქართველოს ხელისუფლების ანტიდასავლურობა დაამტკიცონ (მანამდე არ იმუშავა იმის მცდელობამ, რომ რუსეთისათვის სანქციების თავის არიდებაში დახმარება დაებრალებინათ) და სულ არ ადარდებთ, რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს საქართველოს თუნდაც ფანატიკოსი მუსულმანების მხრიდან.
ამ მიზნების მისაღწევად ნაც-ოპოზიციის წარმომადგენლები მოიტანენ ხოლმე ციტატებს ოცნების მომხრე რომელიმე პირის გამონათქვამიდან, საიდანაც ასკვნიან, რომ მათი მხრიდან გაჟღერებული რომელიმე ანტიდასავლური გამონათქვამი ან თუნდაც ირანის მიმართ რაღაც ფორმით გამოთქმული მხარადაჭერა შეთანხმებულია საქართველოს ხელისუფლებასთან, ან უფრო მეტიც, პირადად ბიძინა ივანიშვილთან. მაგალითად, ამ დღეებში გიგა ბოკერია „პალიტრის“ ეთერში გამოსვლისას ამტკიცებდა, რომ როდესაც გოგა ხაინდრავა რაიმე ანტიდასავლურ განცხადებას აკეთებს, უნდა ვიგულისხმთ, რომ ის პირადად ბიძინა ივანიშვილის პოზიციას ახმოვანებსო. ნაც-ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებიც მსგავს შეფასებებს აკეთებენ „ოცნების“ მომხრე დანარჩენი საჯარო ფიგურების გამოსვლებთან დაკავშირებით, თითქოს ამ ფიგურებს არ ჰქონდეთ საკუთარი პოზიციის (თუნდაც ოფიციალურისგან განსხვავებულის) დაფიქსირების უფლება და ყველა პოზიციას ივანიშვილს ან კობახიძეს უთანხმებდნენ.
ბიძინა ივანიშვილის პოზიციებზე მსჯელობა შესაძლებელია მხოლოდ მის მიერ გამოთქმული აზრის მიხედვით, რაც იშვიათია, აგრეთვე იმ პოლიტიკის მიხედვით, რასაც ხელისუფლება ატარებს დასავლეთისა თუ ჩრდილოეთის მიმართულებით. მაგალითად ბოლო პერიოდში მკაფიოდაა გამოხატული აშშ-სთან გადატვირთვის პოლიტიკა. ჩვენ მხოლოდ ასეთ ფაქტებზე დაყრდნობით შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნები ბიძინა ივანიშვილისა თუ ხელისუფლების პოზიციაზე და არა იმის მიხედვით, ხელისუფლების მხარდამჭერი რომელი ანალიტიკოსი თუ ცნობადი სახე რას იტყვის კონკრეტულ პოლიტიკურ საკითხთან თუ პოლიტიკურ ორიენტაციასთან დაკავშირებით. მართებულია ისეთი მსჯელობა, რომელიც ეყრდნობა ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგებს და არა ვიღაცეების (თუნდაც მხარდამჭერების) გამონათქვამებს.
ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის შედეგია ის, რომ დღეს ქვეყანა ცხოვრობს და ვითარდება სტაბილურ (არასაომარ) სიტუაციაში, იმ დროს, როცა ჩვენს ირგვლივ, ჩვენს სამეზობლოში ომისგან გამოწვეული ცეცხლი გიზგიზებს. ბიძინა ივანიშვილის სწორი პოლიტიკური ალღოსა და გონივრული პოლიტიკის შედეგია ისიც, რომ საქართველო დასავლეთისა და ჩრდილოეთის გამძაფრებული ინტერესის მიუხედავად, არც ერთ მხარეს არ იხრება, ვინაიდან ზუსტად გრძნობს, არასწორმა გადახრამ და ერთმა ბეწვისოდენა შეცდომამ, შესაძლებელია ისე დაგვაზიანოს, რომ გადავიქცეთ მხოლოდ სხვა ქვეყნების ინტერესების გასატარებელ ტერიტორიად (დერეფნად). ის, რომ დღეს ეს ასე არ არის და რომ ჩვენ გვაქვს შანსი მსოფლიო გადანაწილების შემდგომ დავლაგდეთ უკვე გამოკვეთილ დიდი პოლიტიკის მოთამაშეებთან, არის ივანიშვილის სწორი პოზიციის შედეგიც და ქვეყნის გადარჩენა - გაძლიერების ფორმულაც და არა ის, თუ რას ამბობს ხაინდრავა თუ ხელისუფლების რომელიმე სხვა მომხრე.
ბოკერიას პრეტენზიები და კრიტიკა ივანიშვილისა და ხელისუფლების მიმართ ხომ საერთოდ სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, ვინაიდან თვითონ სწორედ იმ ხელისუფლების უმაღლეს ეშელონს წარმოადგენდა, რომელმაც 2008 წელს საქართველო ომის ქარცეცხლში გახვია. კერძოდ ცხინვალში, სადაც კონფლიქტიც კი მინავლებული იყო და ოსებსა და ქართველებს შორის ვაჭრობა და თავისუფალი მიმოსვლა მიმდინარეობდა, მათმა (სააკაშვილ- ბოკერიას) ბრიყვულმა თუ მოღალატეობრივმა პოლიტიკამ, ჩვენი ძირძველი ტერიტორიების შემადგენელი ორი ნაწილი, სხვა ქვეყნის ტერიტორიებად აქცია.
სახარება გვეუბნება „საქმემან შენმან წარმოგაჩინოსო" და სწორედ ამ საქმეებიდან გამომდინარე შედეგებით მსჯელობს ქართველი ხალხი და არა უპასუხისმგებლო თუ უტვინო პოლიტიკოსების ბრტყელ-ბრტყელი განცხადებებით და გულზე მჯიღის ცემით, რადგან ხალხს კარგად ახსოვს, მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს წარმოებულმა პოლიტიკამ როგორ გაიმარჯვა რუსულ “ჟანგიან ტანკებზე”. ამ მეხსიერების გამო არ მოაქვს ნაც-ოპოზიციისთვის შედეგები მათ ცრუ ნარატივებს “ოცნების” პრო-რუსულობის, პრო-ჩინურობის, პრო-ირანულობის თუ ანტიდემოკრატიულობისა და დიქტატორობის შესახებ. მოქალაქეთა დიდი ნაწილი სწორედ იმიტომ ხვდება გულგრილად მათთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების პერსპექტივასაც კი, რომ ხედავს, თუ როგორ ცდილობს თვითონ დისკრედიტირებული ნაც-ოპოზიცია ამ გაუქმების მიღწევას ისე, რომ მერე ეს დღევანდელ ხელისუფლებას გადააბრალოს.
P. S. ბოლო ინფორმაცია:
„გერმანიის ვიცე-კანცლერმა და ფინანსთა მინისტრმა ლარს კლინგბეილმა უარყო ბერლინის მონაწილეობა ირანში სამხედრო კონფლიქტის ესკალაციაში და განაცხადა, რომ „ ეს ჩვენი ომი არ არის“. წერს Politico. კლინგბეილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ირანის ხელისუფლება „ტერორისტული რეჟიმია“, საჰაერო დარტყმები, სავარაუდოდ, პრობლემის მუდმივ გადაწყვეტას ვერ უზრუნველყოფს და არსებობს სერიოზული კითხვები მათ საერთაშორისო სამართალთან შესაბამისობის შესახებ. „ძალიან მკაფიოდ ვამბობ: ეს ჩვენი ომი არ არის. ჩვენ ამ ომში მონაწილეობას არ მივიღებთ“, - ხაზგასმით აღნიშნა მან. გერმანელმა მინისტრმა აღნიშნა, რომ მსოფლიოში არ უნდა ჩამოყალიბდეს ისეთი წესრიგი, სადაც „მხოლოდ ძლიერის კანონი მოქმედებს“ და დასძინა, რომ საერთაშორისო ურთიერთობები კვლავ წესებზე დაფუძნებულ სისტემას უნდა დაეყრდნოს”.
იმედია, ნატოს წევრის და ევროპის ლიდერი სახელმწიფოს ვიცე-კანცლერს ნაც-ოპოზიცია ანტიდასავლელად და პრო-ირანელად არ შერაცხავს“, - წერს კაკაბაძე.
ყველა სიახლე
08 მარტი 2026, 10:33
ჯანდაცვა
ჯანდაცვის მინისტრმა აკადემიკოს ეთერ ქემერტელიძეს 8 მარტი და მოახლოებული 100 წლის იუბილე მიულოცა
ჯანდაცვის მინისტრმა ღვაწლმოსილ, დამსახურებულ მეცნიერს, აკადემიკოს ეთერ ქემერტელიძეს 8 მარტი და მოახლოებული 100 წლის იუბილე მიულოცა.
08 მარტი 2026, 10:24
მსოფლიო
ტრამპმა ლათინური ამერიკის ნარკოკარტელების განადგურების მიზნით ახალი სამხედრო ალიანსი შექმნა
დონალდ ტრამპმა ლათინური ამერიკის ნარკოკარტელების განადგურების პირობა დადო და ამ მიზნით სამხედრო ალიანსი შექმნა. კოალიციის ჩამოყალიბების შესახებ მან „ამერიკის ფარის“ (Shield of the Americas) სამიტზე განაცხადა, რომელსაც ლათინური ამერიკის 10-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერი დაესწრო. შეხვედრა 7 მარტს, მაიამის მახლობლად, ტრამპის გოლფ-კლუბში გაიმართა. სამიტს არ ესწრებოდნენ მექსიკის, ბრაზილიისა და კოლუმბიის პრეზიდენტები.
08 მარტი 2026, 10:09
მსოფლიო
ოსლოში, აშშ-ის საელჩოსთან აფეთქება მოხდა
„შემთხვევის ადგილზე ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები ძაღლების, დრონებისა და ვერტმფრენის გამოყენებით, რათა დადგინდეს პოტენციური დამნაშავის ან დამნაშავეთა ვინაობა“, - ნათქვამია ოსლოს პოლიციის დეპარტამენტის განცხადებაში.
08 მარტი 2026, 09:58
საზოგადოება
ბაია კვიციანმა პროფესიული განათლების ექსელენს ცენტრის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, თბილისში 1 200 სტუდენტზე გათვლილი ლოგისტიკისა და მშენებლობის მიმართულების ექსელენს ცენტრი შენდება.
08 მარტი 2026, 09:39
მსოფლიო
ზელენსკი: დღემდე არ არის არანაირი პროგრესი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტთან დაკავშირებით და არც უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტზე
დღემდე არ არის არანაირი პროგრესი ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტზე. არ არის პროგრესი უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტზეც, მიუხედავად იმისა, რომ ევროპა აღიარებს, რომ ეს ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისი თქმით, პაკეტების ბლოკირება კვლავ გრძელდება.
08 მარტი 2026, 09:19
მსოფლიო
დონალდ ტრამპი კირ სტარმერს: არ გვჭირდება ადამიანები, რომლებიც ომებში ჩვენი გამარჯვების შემდეგ ერთვებიან
არ გვჭირდება ადამიანები, რომლებიც ომებში ჩვენი გამარჯვების შემდეგ ერთვებიან, - წერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის მისამართით.
08 მარტი 2026, 09:05
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
8 მარტს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +4 და ღამით +2 გრადუსია მოსალოდნელი.
08 მარტი 2026, 08:28
მსოფლიო
გერმანიის ვიცე-კანცლერი: ძალიან მკაფიოდ ვამბობ: ეს ჩვენი ომი არ არის, ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობას არ მივიღებთ
გერმანია ირანის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობას არ მიიღებს, ეს ჩვენი ომი არ არის, - განაცხადა გერმანიის ვიცე-კანცლერმა და ფინანსთა მინისტრმა, ლარს კლინგბეილმა.
08 მარტი 2026, 08:16
მსოფლიო
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ირანმა ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზა დაბომბა
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ინფორმაციით, ირანმა ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზა დაბომბა. მათივე ცნობით, ამერიკულ სამხედრო ბაზას „მაღალი სიზუსტის სარაკეტო სისტემებით“ დაესხნენ თავს.
08 მარტი 2026, 08:02
მსოფლიო
ისრაელის მედია: გასულ კვირას განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად, შესაძლოა, აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი დაჭრილია
ისრაელის უსაფრთხოების სამსახურების ინფორმაციით, აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი, მოჯთაბა ხამენეი, რომელიც მის მემკვიდრედ განიხილება, შესაძლოა, გასულ კვირას განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად დაჭრილია. ამის თაობაზე The Times of Israel-ი წერს.
08 მარტი 2026, 00:13
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე დებატებზე: კარგია, რომ არსებითად კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართა დისკუსია. დარწმუნებული ვარ, ასეთ რეჟიმში გაგრძელდება დებატები ტელეკომპანია „იმედში“
„კარგია, რომ არსებითად კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართა ეს დისკუსია. დარწმუნებული ვარ, ასეთ რეჟიმში გაგრძელდება დებატები ტელეკომპანია „იმედში“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში დებატების დასრულების შემდეგ.
08 მარტი 2026, 00:04
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: მიგრაციასთან „იგლ ჰილსის“ პროექტს არავითარი კავშირი არ აქვს - ეს არის უდიდესი პოზიტიური ეფექტის მომტანი და ახალი, ღირსეული სამუშაო ადგილების შემქმნელი პროექტი ჩვენს ქვეყანაში
„6.6 მილიარდი დოლარი - ეს არის საქართველოსთვის ისტორიული მოცულობის ინვესტიცია, ეს არის უმსხვილესი ორი პროექტი და უნდა გავცდეთ მხოლოდ იმ თემაზე საუბარს, რომ შენდება საცხოვრებელი სახლები - უმაღლესი სტანდარტის ორი კომპლექსი აშენდება, უმაღლესი სტანდარტის განთავსების ობიექტები, გონიოს ტერიტორიაზე მოეწყობა სრულიად ახალი ტურისტული პროდუქტი, რომელიც ასობით მილიონი დოლარის ინვესტიციას გულისხმობს, ამავდროულად, მოეწყობა უნიკალური სარეკრეაციო სივრცეები, რომლებიც დღეს არ არის არც გონიოში, არც კრწანისში“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
08 მარტი 2026, 00:00
საზოგადოება
დღეს ქალთა საერთაშორისო დღეა
მსოფლიოში ქალთა ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მიღწევების აღნიშვნის გლობალური დღესასწაული, ყოველი წლის 8 მარტს აღინიშნება. პირველად ეს დღე 1909 წლის 28 თებერვალს აშშ-ში ამერიკის სოციალისტურმა პარტიამ აღნიშნა. 1975 წელს 8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღედ გაერომაც აღიარა.
07 მარტი 2026, 23:56
მსოფლიო
დუბაიში რაკეტის ნამსხვრევებს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
დუბაიში რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ BBC არაბთა გაერთიანებული საამიროების ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს. მათივე თქმით, ინციდენტი ალ ბარშას რაიონში მოხდა. მამაკაცი მანქანას მართავდა, რა დროსაც ნამსხვრევები მანქანას დაეცა.
07 მარტი 2026, 23:04
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: უცხოელი სტუდენტების ეფექტი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე შეადგენს 1,2 მლრდ ლარს და საშუალოდ მშპ-ს 1 პროცენტს
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ერთ მსხვილ ჯგუფზე - სტუდენტებზე და მათ გავლენაზე ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე. მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, საქართველოში დაახლოებით 37,000 უცხოელი სტუდენტი ცხოვრობს, რომელთა დიდი ნაწილი ინდოეთიდანაა. უცხოელ სტუდენტებს შორის არიან ასევე იორდანიის, ისრაელის, სუდანის, პაკისტანის, ეგვიპტის, გაერთიანების სამეფოსა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები.
07 მარტი 2026, 23:00
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა სრულად არის მიმართული მდგრადი და დივერსიფიცირებული ეკონომიკის განვითარებაზე
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს ხელისუფლების მიერ ქვეყანაში სამრეწველო სექტორის განვითარების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებსა და ხელშეწყობის მექანიზმებზე ისაუბრა ტელეკომპანია „იმედზე“ გამართულ დებატებში. მინისტრის განმარტებით, მისი უწყება განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქვეყანაში ყველა მიმართულების, მათ შორის მრეწველობის განვითარებას.
07 მარტი 2026, 22:55
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: საქართველო არის გამორჩეულად წარმატებული მაგალითი, თუ როგორ შეძლო ჩვენმა ხელისუფლებამ ლიბერალური სავიზო პოლიტიკით ტურიზმის სექტორის სწრაფი ზრდის უზრუნველყოფა
„ვფიქრობ, ყველა ვხედავთ იმ რეკორდულ მონაცემებს, რომლებიც ყოველწლიურად ტურიზმის სექტორში ფიქსირდება. მაგალითისთვის შეგვიძლია ავიღოთ გასული წელი და ვთქვათ, რომ სწორედ სახელმწიფოს ძალისხმევით რეკორდული, ისტორიული იყო ის მონაცემები, რომელიც 2025 წელს ქვეყანაში მივიღეთ ტურიზმიდან - 4,7 მლრდ აშშ დოლარზე მეტი შემოვიდა უშუალოდ ტურიზმიდან, ქვეყანამ შეძლო და უმასპინძლა 7,8 მილიონზე მეტ საერთაშორისო ვიზიტორს“ - განაცხადა მინისტრმა.
07 მარტი 2026, 22:36
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: Eagle Hills-ის პროექტის საერთო ინვესტიცია არის 6,6 მლრდ დოლარი, მარტო მშენებლობის პროცესში შეიქმნება 24 000-ზე მეტი დროებითი სამუშაო ადგილი, შემდგომ უკვე 8 000-ზე მეტი მუდმივი სამუშაო ადგილი
Eagle Hills-ის პროექტის საერთო ინვესტიცია არის 6,6 მლრდ დოლარი, მარტო მშენებლობის პროცესში შეიქმნება 24 000-ზე მეტი დროებითი სამუშაო ადგილი, შემდგომ უკვე 8 000-ზე მეტი მუდმივი სამუშაო ადგილი - ეკონომიკაში ამ პროექტის შედეგად შემოვა 11 მილიარდი ლარი, რაც ძალიან დიდი მაჩვენებელია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“.
07 მარტი 2026, 22:34
ეკონომიკა
პრემიერი: 60 000 ბინა გაიყიდა მარტო ამ რამდენიმე წელიწადში უცხოელებზე და ამ საფუძვლით მხოლოდ 5 000-მა უცხოელმა მიიღო საქართველოში ბინადრობის ნებართვა, ეს მიგრაციაში მაინცდამაინც დიდ წილს არ ქმნის
107 000 მოქალაქეს აქვს მინიჭებული საქართველოში ბინადრობის უფლება, 30% არიან რუსეთის მოქალაქეები, ინდოელები არიან 22% - ძირითადად ესენი არიან სტუდენტები, მერე მოდის აზერბაიჯანი, უკრაინა და ა.შ., - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პრემიერის თქმით, 70% საქართველოში მცხოვრები მიგრანტების არიან პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, ევროკავშირის ქვეყნებიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ისრაელიდან.


