სოზარ სუბარი ლომჯარიაზე: როცა შეხვედრა ატარებს კონსპირაციულ ხასიათს, რისი დასტურიც არის შეხვედრის ფაქტის დამალვა, შემდეგ უკანა კარიდან გაპარვა, საზოგადოებას უჩნდება ეჭვი, რომ შეხვედრა ქვეყნისთვის სასიკეთო საკითხზე არ უნდა ყოფილიყო
სოზარ სუბარი
ფოტო: ხალხის ძალა
ნამდვილად არ ვიცი, რაზე იყო საუბარი დახურულ კარს მიღმა, მაგრამ როდესაც შეხვედრა ასეთი კონსპირაციის პირობებში ხდება, ბუნებრივია, ჩნდება ეჭვი, რომ ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს შეხვედრის მიზანი იყო საქართველოს მოსახლეობისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმება, დამაჯერებლად ჟღერს, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას გერმანიის საელჩოში გამართული შეხვედრის შესახებ.
მისი თქმით, ნინო ლომჯარია არის უცხო ძალების მხრიდან დავალებების მიმღები და აგენტურას სხვანაირად მოქმედება არ შეუძლია.
„ლომჯარია სანამ სასამართლოში წავა ტელეკომპანია “იმედის" წინააღმდეგ სარჩელის შესატანად, იქნებ პასუხი გასცეს ქართულ საზოგადოებას, კიდევ ფიქრობს თუ არა, რომ ცხელი ბომბების წვიმა საქართველოს თავზე არის სანატრელი? კიდევ ფიქრობს, რომ ჩვენს სახლებზე ცხელი ბომბების წვიმა გაცილებით ნაკლებ მტკივნეული იქნებოდა, ვიდრე რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე უარის თქმა, იმ სანქციებზე, რომელთა მიღება საქართველოს ეკონომიკას ჩამოაქცევდა და რუსეთთან ომში ჩაბმასაც ძალიან რეალურს გახდიდა?
საინტერესოა, დღესაც ფიქრობს, რომ სწორედ ის არის ჩვენი შეშველება ომში მყოფი რომელიმე ქვეყნისადმი, რომ რამდენიმე ცხელი ბომბი ავაცილოთ იმ ქვეყანას იმით, რომ ეს ბომბები ჩვენი სამშობლოსკენ გადმოვამისამართოთ, დავანგრიოთ ჩვენი ქალაქები და სოფლები, დაიხოცონ ჩვენი მოქალაქეები. და ბოლოს, საინტერესო იქნება გავიგოთ მისი აზრი, როდესაც ადამიანი ცხელი ბომბების წვიმას ნატრობს საქართველოში, ეს არის თუ არა ქვეყნის მტრობა?
აი, ამ კითხვებზე პასუხის მიღება იქნებოდა საინტერესო ნინო ლომჯარიასგან და არა სასამართლოში სირბილი „იმედის“ წინააღმდეგ.
რაც შეეხება მის ვიზიტს გერმანიის ელჩთან - პეტერ ფიშერი ხშირად აკეთებს არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების, არამედ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მიმართ მტრულ განცხადებებს, რომლებიც ეწინააღმდეგება ხოლმე ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. თუმცა, მიუხედავად ამისა, ის არის უდიდესი ევროპული ქვეყნის ელჩი და როდესაც მას ხვდება ქართველი პოლიტიკოსი ან „ენჯეოშნიკი“, წესით დასამალი არაფერი უნდა ჰქონდეთ. მაგრამ როცა შეხვედრა ატარებს კონსპირაციულ ხასიათს, რისი დასტურიც არის ჯერ შეხვედრის ფაქტის დამალვა, შემდეგ უკანა კარიდან გაპარვა, საელჩოს შენობიდან საელჩოსავე მანქანით გამოპარვა და შემდეგ სხვა ტერიტორიაზე გადაჯდომა საკუთარ მანქანაში, ბუნებრივია, ქართულ საზოგადოებას უჩნდება ეჭვი, რომ ეს შეხვედრა ქვეყნისთვის სასიკეთო საკითხზე არ უნდა ყოფილიყო.
ნამდვილად არ ვიცი, რაზე იყო საუბარი დახურულ კარს მიღმა, მაგრამ როდესაც შეხვედრა ასეთი კონსპირაციის პირობებში ხდება, ბუნებრივია, ჩნდება ეჭვი, რომ ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს შეხვედრის მიზანი იყო საქართველოს მოსახლეობისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმება, დამაჯერებლად ჟღერს. მით უმეტეს იმ ფონზე, რომ უამრავი დადასტურებული ინფორმაცია გვაქვს, წლების განმავლობაში როგორ ცდილობდნენ ქართველი რადიკალი ოპოზიციონერები ევროპასა თუ შეერთებულ შტატებში, რომ მათ დაესანქცირებინათ საქართველო და ქართველი ხალხი. მათ ჰგონიათ, რომ რაც უფრო ცუდად იქნება ქართველი ხალხი, მით მეტი მხარდამჭერი ეყოლებათ მათ. მთავარი კი მაინც ის არის, რომ ისინი იღებენ დავალებებს და არიან ამ დავალებების შემსრულებლები - აგენტურა სხვანაირად ვერ მოქმედებს,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.
ყველა სიახლე
10 მარტი 2026, 08:17
პოლიტიკა
გია ხუხაშვილი: საფრთხე არის რეალური. შეიძლება ტერაქტების სერია დაიწყოს
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ვითარებასა და ამ პროცესების ფონზე საქართველოში არსებულ უსაფრთხოების საკითხებზე საუბრისას, „პალიტრანიუსის“ პოლიტიკურ ტოქშოუ „360 გრადუსში“ გია ხუხაშვილმა განაცხადა, რომ შესაძლოა ტერაქტების სერია დაიწყოს.
10 მარტი 2026, 08:10
პოლიტიკა
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია შეხვედრებს დღეს პრეზიდენტთან, პრემიერთან, საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა მინისტრებთან გამართავს
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია შეხვედრებს დღეს პრეზიდენტთან, პრემიერთან, საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა მინისტრებთან გამართავს.
10 მარტი 2026, 08:03
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
10 მარტს ქუთაისში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +14 და ღამით +6 გრადუსია მოსალოდნელი.
10 მარტი 2026, 02:29
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია ნავთობთან დაკავშირებულ გარკვეულ სანქციებს გააუქმებს ფასების შესამცირებლად
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია ნავთობთან დაკავშირებულ გარკვეულ სანქციებს გააუქმებს ფასების შესამცირებლად.
10 მარტი 2026, 02:17
მსოფლიო
ტრამპი მიანიშნებს, რომ აშშ-ის მიზნები ირანში „თითქმის სრულად მიღწეულია“
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა ირანთან ომში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია და მიანიშნა, რომ ოპერაცია, შესაძლოა, თითქმის დასრულებული იყოს.
10 მარტი 2026, 02:15
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: დღეს ჩვენი ქვეყანა უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის უცხოურ ინვესტიციას იზიდავს, რაც დაკავშირებულია განვითარებასთან და ჩვენს მომავალთან
რასაც ვხედავთ და რასაც მხოლოდ ჩვენ არ ვხედავთ, ხედავს ყველა სანდო საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც დაკვირვებას აწარმოებს ჩვენს ეკონომიკაზე, ჩვენი ეკონომიკა სტაბილურად იზრდება, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილიმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დებატები“ ისაუბრა.
10 მარტი 2026, 01:57
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: რაც შეეხება 2030 წელს, მინდა ვისურვო, რომ ევროკავშირი გააღებს კარს ახალი წევრი ქვეყნებისთვის - ევროპის სიძლიერე სწორედ გაფართოებაშია, რომ ყველა ევროპული ცივილიზაციის სახელმწიფო ერთი ქუდის ქვეშ მოექცეს
მაკა ბოჭორიშვილმა „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დებატებში“ საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ევროკავშირთან ურთიერთობებსა და ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობებზე ისაუბრა. მინისტრმა აღნიშნა, რომ დაკავშირებადობის კონტექსტში ქვეყნის როლი ძალიან მნიშვნელოვანია.
10 მარტი 2026, 01:51
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა ირანში მიმდინარე ომი აღწერა, როგორც „მოკლევადიანი ექსკურსია“
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანში მიმდინარე ომი აღწერა, როგორც „მოკლევადიანი ექსკურსია“.
10 მარტი 2026, 01:45
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენი ხელისუფლება ყოველდღიურად იბრძვის, რათა არ დაისვას არც ერთი კითხვის ნიშანი ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით
ერთი რამ, რაც ალბათ ჩვენს ქვეყანას უნდა ვუსურვო, არის მშვიდობა ამ მართლაც ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში - მართლაც ძალიან რთულია ჩვენს გარშემო გეოპოლიტიკური მოცემულობა, ის წრე, სადაც დიდი პოლიტიკური თამაში მიმდინარეობს, საკმაოდ ახლოს არის ჩვენთან და, ერთგვარად, ეპიცენტრშიც ვართ, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დებატები“.
10 მარტი 2026, 01:35
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი ოპონენტებს: ჩვენ გვჭირდება ევროკავშირში ინტეგრაცია ქვეყნის განვითარებისთვის, თქვენ კი იყენებთ ამ თემას მოკლევადიანი პოლიტიკური მიზნებისთვის
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „დებატები“ საქართველოს საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან მიმართულებებსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
10 მარტი 2026, 01:31
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ერთადერთი, რისი რომანტიზებაც უნდა მოვახდინოთ, საქართველოს სუვერენიტეტი და ეროვნული ინტერესებია
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დებატები“ ქვეყნის უსაფრთხოების დაცვისა და რეალისტური საგარეო პოლიტიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
10 მარტი 2026, 01:22
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ვართ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი, აქ ასარჩევი არაფერია. ჩვენ შეიძლება ავირჩიოთ გზა ევროკავშირისკენ, მაგრამ ცივილიზაცია არჩეულია ჩვენი მამა-პაპის მიერ
„რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დებატები“ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე, უსაფრთხოების გარემოსა და ევროინტეგრაციის პროცესზე ისაუბრა.
10 მარტი 2026, 01:00
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი არ შეუჩერებია. ხელისუფლებამ თქვა, გვინდა ინტეგრაცია; თუ ევროკავშირი მიიღებს გადაწყვეტილებას მოლაპარაკებების გახსნაზე, ჩვენ პროცესში ჩავებმებით
„ქართულ ოცნებას“ არ შეუჩერებია ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი და ეს არის ტყუილი. თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმ განცხადებაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გააკეთა, ეს განცხადება ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს - ევროკავშირში ინტეგრაცია ჩვენთვის სათამაშო საკითხი არ არის. ევროკავშირში ინტეგრაცია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, ის არის ჩვენი კონსტიტუციური საგარეო პოლიტიკური მიზანი, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დებატები“.
10 მარტი 2026, 00:32
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: რასაც ვხედავთ და რასაც ხედავს ყველა ის სანდო საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც დაკვირვებას აწარმოებს ჩვენს ეკონომიკაზე, ჩვენი ეკონომიკა სტაბილურად იზრდება. ყველას კარგად გვახსოვს საიდან მოვდივართ
რასაც ვხედავთ და რასაც ხედავს ყველა ის სანდო საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც დაკვირვებას აწარმოებს ჩვენს ეკონომიკაზე, ჩვენი ეკონომიკა სტაბილურად იზრდება. ყველას კარგად გვახსოვს საიდან მოვდივართ, რა გაიარა ჩვენმა ქვეყანამ, სად ჩავიდა ჩვენი ეკონომიკა და საიდან დავიწყეთ ამოსვლა, - განაცხადა „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დებატებში“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.
10 მარტი 2026, 00:19
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი ამოცანა ქვეყნის უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფაა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დებატები“ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების მთავარი ამოცანა ისეთი პოლიტიკის გატარებაა, რომელიც ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების თავიდან აცილებას უზრუნველყოფს.
10 მარტი 2026, 00:16
მსოფლიო
Reuters: ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციების შემსუბუქებას, რათა ხელი შეუწყოს გლობალურ ბაზარზე ენერგორესურსების ფასების მკვეთრი ზრდის შეჩერებას
ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციების შემსუბუქებას, რათა ხელი შეუწყოს გლობალურ ბაზარზე ენერგორესურსების ფასების მკვეთრი ზრდის შეჩერებას. ინფორნაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
10 მარტი 2026, 00:12
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: როდესაც საგარეო პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, პირველი, რა თქმა უნდა, არის ის, რომ ისეთი იყოს ჩვენი საგარეო პოლიტიკა, რომ უზრუნველვყოთ ქვეყნის უსაფრთხოება და სტაბილური განვითარება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დებატები“ საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ისაუბრა.
09 მარტი 2026, 23:58
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: „ქართული ოცნების" პოლიტიკა ემსახურება იმას, რომ არ განმეორდეს და არავისთან დარეკვა არ დაგვჭირდეს დაქოქილი ტანკის გასაჩერებლად
„ეროვნული ინტერესი პირველ რიგში არის ქვეყნის უსაფრთხოება და უკავშირდება მშვიდობას, რომელიც რაღაც სასაცილო სიტყვად გახადეთ და სულაც არ არის სასაცილო სიტყვა, თუ შევხედავთ ჩვენს გარშემო რა ხდება. მე ვფიქრობ, რომ ჩვენს მოსახლეობას კარგად ესმის ეს და ერთი რამ, რითაც ნამდვილად შეგვიძლია ვიამაყოთ, ჩვენმა ოპონენტებმა და ოპოზიციამ ვერ გაიგო, რომ რეალობის აღქმა არის საჭირო და სწორი აღქმები, ჩვენმა მოქალაქეებმა და ხალხმა ეს ძალიან კარგად გაიგო. ისინი ძალიან კარგად ხვდებიან თუ რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
09 მარტი 2026, 23:56
მსოფლიო
კრემლი: პუტინმა ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თავის ამერიკელ კოლეგასთან, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ საერთაშორისო საკითხებში, იური უშაკოვმა განუცხადა.
09 მარტი 2026, 23:44
მსოფლიო
ტრამპი ამტკიცებს, რომ ირანთან ომი პრაქტიკულად დასრულებულია
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა CBS News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანთან ომი „პრაქტიკულად დასრულებულია“.


