ცოტნე კობერიძე „ნაცმოძრაობის“ გაერთიანებაზე: რასაც ვუყურებ, 2016 წელია, ჩემთვის ეს ახალი არ არის, იგივეა - დაახლოებით ისეთი, როგორიც „წინააღმდეგობის ფრონტი“ იყო და ბევრი სახელი მავიწყდება ხოლმე, 6 თვეში ერთხელ რომ „რესტარტდება“
ცოტნე კობერიძე
ფოტო: Facebook
იყო რვა, გახდა ცხრა, როგორც ვხდები, - ასე შეაფასა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ცოტნე კობერიძემ, "ნაციონალური მოძრაობის"გაერთიანება, „ტვ პირველის“ ეთერში.
კითხვაზე, რამე სიახლეს თუ ხედავს ამ გაერთიანებაში, კობერიძემ აღნიშნა, რომ მისთვის "ნაცმოძრაობის" გაერთიანება იგივეა, რაც 2016 წელს იყო და მასში დამატებულია მხოლოდ „თავისუფლების მოედანი“.
„მე 2016 წელს ვხედავ და 2016 წელს მივედი მე პოლიტიკაში, კოორდინატორად მივედი „გირჩში, რაღაც ახლისთვის. რასაც ვუყურებ, 2016 წელია, პლუს „თავისუფლების მოედანი“. ჩემთვის ეს ახალი არ არის, ჩემთვის იგივეა, დაახლოებით ისეთი, როგორიც „წინააღმდეგობის ფრონტი“ იყო და ბევრი სახელი მავიწყდება ხოლმე, 6 თვეში ერთხელ რომ „რესტარტდება“, - აღნიშნა კობერიძემ.
ყველა სიახლე
09 მარტი 2026, 14:58
მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ტრანსკასპიური დერეფანი შეიძლება იქცეს გზად არა მხოლოდ ევროპისკენ, არამედ მშვიდობისკენაც
„ისე, როგორც ქვანახშირმა და რკინამ გააერთიანა ევროპა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ამ ახალ დერეფანს შეუძლია, ვაჭრობა და თანამშრომლობა ნორმად აქციოს პრობლემურ რეგიონში და იქცეს გზად არა მხოლოდ ევროპისკენ, არამედ მშვიდობისკენ. ჩემი მოსაზრება მარტივია, ამ რეგიონში, ისევე როგორც აფრიკასა, თუ ახლო აღმოსავლეთში, ჩვენი ინვესტიციები ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს ბერკეტი და წარმომადგენლობა“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
09 მარტი 2026, 14:55
პოლიტიკა
პრემიერი ლომჯარიაზე: გვაქვს ინფორმაცია, როგორ მუშაობს ის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ - ისინი რომ ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო საქმიანობაში არიან, ეს ხილულია ფართო საზოგადოებისთვის, თუმცა, არის გასაიდუმლოებული შეხვედრებიც
ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, როგორ მუშაობს კონკრეტულად, ეს ადამიანი საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან ნინო ლომჯარიასა და გერმანიის ელჩის შესახებ გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით.
09 მარტი 2026, 14:50
პოლიტიკა
პრემიერი ოპოზიციის ალიანსზე: ყველა ეს პარტია „ნაცმოძრაობის“ წიაღიდანაა წარმოშობილი. ალბათ მოგვიწევს საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელის კორექტირება, დაგვჭირდება პარტიების დასახელებების შეცვლა
„დაგვჭირდება პარტიების დასახელებების შეცვლა, გამომდინარე ახალი კონფიგურაციიდან, რომელიც არის ჩამოყალიბებული. გამომდინარე იქიდან, რომ ერთად გამოხატეს საკუთარი პოზიცია პროცესებთან დაკავშირებით, შეიძლება შეივსოს ეს სია საკონსტიტუციო სარჩელში, შეიძლება ყველა შესაბამისი პარტიაც მოხვდეს საკონსტიტუციო სარჩელში, ამაზე ვიმუშავებთ და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. რეალურად, არსებითად იმ ორ პარტიას იმეორებს ეს ახალი ე.წ. ერთობა, რაც იყო წარდგენილი სარჩელში, მათ შორის, „თავისუფლების მოედანიც“ მთლიანად „ნაცმოძრაობის“ წიაღიდან შექმნილი პარტიაა. ყველა აბსოლუტურად 2012 წლამდეც იყო დაკავშირებული „ნაცმოძრაობასთან“ და 2012 წლის შემდეგაც არიან დაკავშირებულნი ან კონკრეტულად „ნაცმოძრაობასთან“, ან რადიკალურ ოპოზიციასთან, თავმჯდომარით დაწყებული, ყველა ლიდერით გაგრძელებული, მათ შორის, ლევან ცუცქირიძე. მან მიიღო მონაწილეობა არჩევნების გაყალბებაში, თავის დროზე, რაც ცნობილია, ამაზე ბევრი საუბრობს. 2008 წელს მან მონაწილეობა მიიღო არჩევნების გაყალბების პროცესში, ამის შემდეგ მისი საუბრები აბსოლუტურად მოკლებულია დამაჯერებლობას“, - აღნიშნა პრემიერმა.
09 მარტი 2026, 14:44
პოლიტიკა
ვოლსკი თარგამაძეზე: უბადრუკი მცდელობა იყო სუს-ის ავტორიტეტზე ტალახი მიესხათ. თუ ურეკავენ, ტელეფონს არ პასუხობს, ეს არ ნიშნავს, რომ ვერ პოულობენ ან არ შეუძლიათ ისეთივე მეთოდით წამოიყვანონ, როგორც თარგამაძის პერიოდში დაჰყავდათ ხალხი
ძალიან უბადრუკი მცდელობა იყო სუს-ის ავტორიტეტზე ტალახი მიესხათ იმის გამო, რომ ვერ პოულობენ, - განუცხადა „ქრონიკას“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ იმ კამპანიის შესახებ, თითქოს გივი თარგამაძეს სუს-ი ვერ პოულობდა.
09 მარტი 2026, 14:43
პოლიტიკა
პრემიერი: მზად ვართ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან ვიმსჯელოთ ყველა თემასთან დაკავშირებით. შეგვიძლია ვისაუბროთ ორმხრივ თანამშრომლობაზე საქართველოსა და საპარლამენტო ასამბლეას შორის
„ჩვენ მზად ვართ, ვიმსჯელოთ ყველა თემასთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკურ პროცესებს, ჩვენს გარშემო მიმდინარე პროცესებს. ასევე, ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ორმხრივ თანამშრომლობაზე საქართველოსა და საპარლამენტო ასამბლეას შორის. ეს იქნება დღის წესრიგის ძირითადი საკითხები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
09 მარტი 2026, 14:43
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: საელჩოდან ლომჯარიას მანქანის გაპარება, მხოლოდ ერთი კომპონენტია მთელი იმ მავნებლობის, რასაც სამწუხაროდ ელჩი პეტერ ფიშერი აკეთებს უკვე რამდენი ხანია
საელჩოდან მანქანის გაპარება, მხოლოდ ერთი კომპონენტია მთელი იმ მავნებლობის, რასაც სამწუხაროდ ეს ელჩი [პეტერ ფიშერი] აკეთებს უკვე რამდენი ხანია, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა „ქრონიკასთან“.
09 მარტი 2026, 14:39
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი გივი თარგამაძეზე: როგორც ჩანს, მიხვდა თავის განაცხადს და მოცოცხა (ცოცხი მათი სიმბოლოა) უცხოეთში
როგორც ჩანს, მიხვდა თავის განაცხადს და მოცოცხა (ცოცხი მათი სიმბოლოა) უცხოეთში, რადგან პასუხისგებაც კი არ უნდოდა იმასთან დაკავშირებით, რაც თავის ქვეყანას გაუკეთა. როცა ერთი დღით ადრე განცხადებას საჯაროდ აკეთებ, ყველასთვის ხელმისაწვდომი ხარ, მეორე დღეს კი ხელმიუწვდომელი ხარ და უწყებას არავინ იბარებს, ნიშნავს, რომ ემალები გამოძიებასაც და საზოგადოებასაც
09 მარტი 2026, 14:38
საზოგადოება
ComCom-ის წევრმა, ვახტანგ აბაშიძემ მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო კვირეული გახსნა
კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე. ასევე განათლების, მეცნიერებისა ახალგაზრდობის მინისტრის, საგარეო საქმეთა მინისტრის, იუსტიციის და ფინანსთა მინისტრების მოადგილეები.
09 მარტი 2026, 14:36
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიზიტი დაგეგმილი იყო შარშან არჩევნების შემდგომ, თუმცა მაშინ გარკვეული გარემოებების და დაინტერესებული მხარეების გამო ეს ვიზიტი მაშინ არ შედგა
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიზიტი დაგეგმილი იყო შარშან არჩევნების შემდგომ, თუმცა მაშინ გარკვეული გარემოებების და დაინტერესებული მხარეების გამო ეს ვიზიტი მაშინ არ შედგა. იყო გაკეთებული განცხადება, რომ ვიზიტი აუცილებლად შედგებოდა, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) პრეზიდენტის ვიზიტზე საუბრისას.
09 მარტი 2026, 14:33
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი ეუთოს სსაპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან შეხვედრაზე: ეს მისია ემსახურებოდა იმას, რომ რეალური ინფორმაცია გაგვეცნო საქართველოს შესახებ
„შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ ვითარებას. დელეგაციის ერთ-ერთმა მონაწილემ თქვა, რომ ეს აღქმები არის რეალობა. აღქმები არის რეალობა და თუ ეს აღქმები ემყარება ტყუილებს და დეზინფორმაციას, ასეთი რეალობა დიდხანს ვერ ცოცხლობს ხოლმე. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღქმები დავაფუძნოთ რეალურ ფაქტებს. ეს მისია ემსახურებოდა სწორედ ამას, რომ რეალური ინფორმაცია გაგვეცნო საქართველოს შესახებ",-აღნიშნა სეფაშვილმა.
09 მარტი 2026, 14:32
პოლიტიკა
პრემიერი: მინდა გამოვხატო საქართველოს მთავრობის მზაობა, რომ მაქსიმუმი გააკეთოს სპორტის წარმატებისთვის, ამისათვის დიდი ინვესტიციები იდება და მომავალშიც ყველაფერი გაკეთდება, რათა ქართულმა სპორტმა კიდევ უფრო დიდ შედეგებს მიაღწიოს
მინდა გამოვხატო საქართველოს მთავრობის მზაობა, რომ მაქსიმუმი გააკეთოს საქართველოში სპორტის წარმატებისთვის, ამისათვის დიდი ინვესტიციები იდება და მომავალშიც ყველაფერი გაკეთდება, რათა ქართულმა სპორტმა კიდევ უფრო დიდ შედეგებს მიაღწიოს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ეროვნული ნაკრების წევრებისა და საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის წარმომადგენლების სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
09 მარტი 2026, 14:30
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ჩვენმა ქვეყანამ ისტორიული შედეგი დააფიქსირა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, პირველად ისტორიაში მოვიგეთ ოლიმპიური მედლები ზამთრის სპორტის სახეობებში. ეს შედეგი აჩვენებს იმას, რომ ჩვენი სპორტი მუდმივად ვითარდება
ჩვენმა ქვეყანამ ისტორიული შედეგი დააფიქსირა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე და პირველად ისტორიაში ჩვენ მოვიგეთ ოლიმპიური მედლები ზამთრის სპორტის სახეობებში, განსაკუთრებული მადლობა მინდა, გადავუხადო ლუკა ბერულავას და ანასტასია მეტელკინას, რომლებიც გახდნენ ვერცხლის მედლის მფლობელები, ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონები და ეს არის ისტორიული მიღწევა ჩვენი ქვეყნისთვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ეროვნული ნაკრების წევრებისა და საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის წარმომადგენლების სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
09 მარტი 2026, 14:28
საზოგადოება
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა თავშესაფრების წარმომადგენლებთან განიხილა
სურსათის ეროვნულ სააგენტოში შეხვედრა გაიმართა ცხოველთა თავშესაფრების წარმომადგენლებთან, რომლებიც სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან კოორდინაციით, მთელი საქართველოს მასშტაბით, უფასოდ განახორციელებენ უპატრონო/მიკედლებული ძაღლების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, სტერილიზაცია/კასტრაციას, ტესტირებას სხვადასხვა დაავადებაზე.
09 მარტი 2026, 14:12
მსოფლიო
„ცაჰალმა“ ლიბანის მოსახლეობა თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ლიბანის მოსახლეობა, მათ შორის ბეირუთის სამხრეთ გარეუბნებში, მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ გააფრთხილა. ისრაელის არმიამ ლიბანში ტერორისტული ორგანიზაციის „ალ ქაიდას“ ერთ-ერთი ფრთის ობიექტებზე იერიშები დაიწყო.
09 მარტი 2026, 14:10
საზოგადოება
დავით სონღულაშვილი: მომხმარებელთა უფლებების დაცვა ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეულის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, - ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
09 მარტი 2026, 14:09
მსოფლიო
ჰეგსეტი აცხადებს, რომ აშშ ირანში გამარჯვებისთვის იბრძვის
„ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გამარჯვებისთვის ვიბრძვით. ეს ნიშნავს, რომ პირობებს ჩვენ ვკარნახობთ. ჩვენ გვეცოდინება, როდის აღარ შეეძლებათ მათ ბრძოლა. დადგება მომენტი, როცა მათ სხვა არჩევანი უბრალოდ არ ექნებათ. აცნობიერებენ ამას თუ არა, ისინი ბრძოლისუუნარონი გახდებიან. ისინი დანებდებიან“, - განაცხადა ჰეგსეტმა.
09 მარტი 2026, 13:47
პოლიტიკა
სამირა ბაირამოვა ბოკერია-ჩერგოლეიშვილზე: მათ წლების განმავლობაში რეგიონში ჰყავდათ პრო-ირანელი კანდიდატი
მათ ჰყავდათ წლების განმავლობაში რეგიონში პრო ირანელი კანდიდატი, ცდილობდნენ ისტერიკით უარყოფონ ეს ფაქტი. ამ ფაქტს მე 2014-შიც ვამბობდი, 2018-შიც, - წერს ოპოზიციონერი აქტივისტი, სამირა ბაირამოვა, გიგა ბოკერიასა და თამარ ჩერგოლეიშვილის შესახებ, სოციალურ ქსელში.
09 მარტი 2026, 13:34
საზოგადოება
GITA-ს 5000 დამწყები IT სპეციალისტის მომზადების პროგრამის მეოთხე ნაკადზე მიღება დაიწყო
ინტეგრირებული ონლაინ პლატფორმა edu.doit.gov.ge შექმნილია იმისთვის, რომ მოქალაქეებს მარტივად მიუწვდებოდეთ ხელი სახელმწიფო, დონორი ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის მიერ მხარდაჭერილ IT კურსებზე. პლატფორმა ერთ სივრცეში აერთიანებს ინფორმაციას ხელმისაწვდომ ტრენინგებზე და პროფესიული განვითარების შესაძლებლობებზე, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს კარიერული გზის დაგეგმვას ციფრულ სექტორში.
09 მარტი 2026, 13:33
პოლიტიკა
კახა კალაძე: როგორ შეიძლება, ადამიანმა იკადროს ისეთი სიცრუე, რომელიც ძალიან დამაზიანებელი შეიძლება იყოს ჩვენი ქვეყნისთვის
ძალიან სამწუხაროა, როდესაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქე აკეთებს ამ ტიპის და ამ შინაარსის განცხადებას, მაშინ, როდესაც ვხედავთ, რა ხდება მსოფლიოში, რამდენად მძიმე მდგომარეობაა რეგიონში, - ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება ქართველი პოლიტიკოსებისა და საჯარო პირების მიერ მედიით გაკეთებულ განცხადებებს.
09 მარტი 2026, 13:30
პოლიტიკა
კახა კალაძე ნინო ლომჯარიას შეხვედრაზე გერმანიის ელჩთან: არაფერს გამოვრიცხავ, ამ ადამიანებისგან ყველაფერია მოსალოდნელი, ქვეყნის მტრები არიან
დედაქალაქის მერი კახა კალაძე არ გამორიცხავს, რომ ოპოზიციის რადიკალური ნაწილი, მათ შორის ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, მუშაობენ იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა შეეზღუდოთ.


