ქართველიშვილი დიუშენის საწინააღმდეგო პრეპარატზე: მძიმე დიაგნოზისა და ემოციური ზეწოლის ფონზე ხელისუფლება დგება არჩევანის წინაშე: დახარჯოს ათეულობით მილიონი არასრულად დადასტურებულ თერაპიაზე ან მიიღოს ბრალდება „არაჰუმანურობაში“
დავით ქართველიშვილი
ფოტო: ხალხის ძალა
სახელმწიფოს არ აქვს უფლება ემოციებით ჩაანაცვლოს მედიცინა. წინა ხელისუფლების დროს, აქონდროპლაზიის თემამ უკვე აჩვენა, რა შედეგამდე მიჰყავს ბრმად მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს - მილიონები დაიხარჯა საზოგადოებრივი ზეწოლის ქვეშ, მაშინ როცა მტკიცებულებითი ბაზა იმდენად სუსტი იყო, რომ ვერაფრით ვერ გაამართლა მოლოდინები, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ დიუშენის სინდრომის შემთხვევაში ვითარება კიდევ უფრო რთულია: საქმე გვაქვს მძიმე პროგრესირებად დაავადებასთან, სადაც მშობლების ნებისმიერი იმედი - დაინტერესებული ძალების და მანიპულატორების ხელში, სამწუხაროდ სწრაფად იქცევა ხელისუფლებაზე ზეწოლის ინსტრუმენტად.
ქართველიშვილის თქმით, „სახელმწიფომ იყიდოს ნებისმიერ ფასად“ არ არის ჯანდაცვის საკითხი — მძიმე დიაგნოზისა და ძლიერი ემოციური ზეწოლის ფონზე ხელისუფლება დგება არჩევანის წინაშე: დახარჯოს ათეულობით მილიონი არასრულად დადასტურებულ თერაპიაზე ან მიიღოს ბრალდება „არაჰუმანურობაში“.
„ყოველ რთულ სიტუაციას აქვს თავისი საერთაშორისო პრეცედენტი და ანალოგი - მათ შორის სამედიცინო ხასიათის. იმას, რაც გგონია, რომ სწორედ აქ ხდება პირველად - სადღაც უკვე ჰქონია ადგილი და ამ გამოცდილების გათვალისწინება აუცილებელია, მით უმეტეს იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება ბავშვების ჯანმრთელობას. სახელმწიფოს არ აქვს უფლება ემოციებით ჩაანაცვლოს მედიცინა. წინა ხელისუფლების დროს, აქონდროპლაზიის თემამ უკვე აჩვენა, რა შედეგამდე მიჰყავს ბრმად მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს - მილიონები დაიხარჯა საზოგადოებრივი ზეწოლის ქვეშ, მაშინ როცა მტკიცებულებითი ბაზა იმდენად სუსტი იყო, რომ ვერაფრით ვერ გაამართლა მოლოდინები. დიუშენის სინდრომის შემთხვევაში კი ვითარება კიდევ უფრო რთულია: საქმე გვაქვს მძიმე პროგრესირებად დაავადებასთან, სადაც მშობლების ნებისმიერი იმედი - დაინტერესებული ძალების და მანიპულატორების ხელში, სამწუხაროდ სწრაფად იქცევა ხელისუფლებაზე ზეწოლის ინსტრუმენტად. სწორედ ასეთ პირობებში მოწმდება სახელმწიფოს სიმწიფე: შეუძლია თუ არა მას, განასხვაოს მეცნიერული ფაქტი, საერთაშორისო გამოცდილება - ემოციური ან პოლიტიკური კამპანიისგან. მსოფლიო პრაქტიკა ამ მხრივ საკმაოდ ნათელია. აშშ-სა და ევროკავშირში ძვირადღირებული გენური თერაპიების ირგვლივ არაერთი მწვავე დისკუსია გაიმართა: რიგ შემთხვევებში პრეპარატები დაჩქარებული წესით დამტკიცდა შეზღუდულ მონაცემებზე დაყრდნობით, რის შემდეგაც გაჩნდა სერიოზული კითხვები, როგორც მათ ეფექტურობაზე, ისე უსაფრთხოებაზე. ისეთი საერთაშორისო მარეგულირებლები, როგორიცაა FDA (აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია) და ევროპის წამლის სააგენტო, მუდმივად ცდილობენ დააბალანსონ საზოგადოებრივი ზეწოლა და მტკიცებულებითი მედიცინის პრინციპები. დაფიქსირებულია მძიმე გვერდითი ეფექტებიც, მათ შორის ლეტალური შედეგები, რის გამოც მსგავსი თერაპიები მკაცრი კონტროლისა და შეზღუდვების ქვეშ გამოიყენება. ეს არ არის „სასწაულებრივი წამლები“ - ეს არის მაღალი რისკის მქონე ინოვაციური ტექნოლოგიები.
აქედან გამომდინარე მთავარი დასკვნა მარტივია: მოთხოვნა, რომ „სახელმწიფომ იყიდოს ნებისმიერ ფასად“ არ არის ჯანდაცვის საკითხი - ეს არის დიდი ალბათობით მოსალოდნელი ტრაგედიის პოლიტიზირება. მსგავს კამპანიებს თითქმის ყველგან ერთი და იგივე ლოგიკა აქვს: მძიმე დიაგნოზი, ძლიერი ემოციური ზეწოლა ოჯახების მხრიდან და სახელმწიფოს დაყენება არჩევანის წინაშე - ან დახარჯოს ათეულობით მილიონი არასრულად დადასტურებულ თერაპიაზე, ან მიიღოს ბრალდება „არაჰუმანურობაში“. პასუხისმგებელი ხელისუფლება ვალდებულია იმოქმედოს სხვაგვარად: დაეყრდნოს მკაფიო კრიტერიუმებს - დადასტურებულ ეფექტურობას, მისაღებ უსაფრთხოებას და გამჭვირვალე საერთაშორისო პრაქტიკას. მოქმედი ხელისუფლების ფრთხილი პოზიციის მხარდაჭერა ამ საკითხში არ არის "ცინიზმი" - ეს არის პასუხისმგებლობა. სახელმწიფო ვერ დააფინანსებს გადაწყვეტილებებს, სადაც არ არსებობს მტკიცე მეცნიერული კონსენსუსი და სადაც რისკები შესაძლოა სარგებელს აღემატებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს აღარ არის პაციენტების დახმარება - ეს არის ბიუჯეტის ხარჯზე ჩატარებული ძვირადღირებული და საშიში ექსპერიმენტი, რამაც შეიძლება პატარა ავადმყოფ პაციენტებში ლეტალური შემთხვევები გამოიწვიოს. როდესაც სასწორზე დგას არა მხოლოდ ფინანსები, არამედ ადამიანების სიცოცხლე, პრინციპი უნდა იყოს მკაცრი და ერთმნიშვნელოვანი: ჯერ მტკიცებულებითი მედიცინა - შემდეგ სახელმწიფო ხარჯები. აშშ-ში გენური თერაპიის (Elevidys) ირგვლივ, რომელიც გამოიყენებოდა დიუშენის სინდრომის დროს, დაფიქსირდა ბავშვებში არაერთი ლეტალური შემთხვევა ღვიძლის მწვავე უკმარისობის გამო, რის შემდეგაც FDA იძულებული გახდა შეეზღუდა ეს სახიფათო ექსპერიმენტები და გაემკაცრებინა მიდგომები. კიდევ უფრო თვალსაჩინოა AT132-ის შემთხვევა იშვიათი ბავშვთა დაავადების XLMTM-ის მკურნალობაში: კლინიკური პროგრამა შეჩერდა მძიმე გართულებების ფონზე, მათ შორის რამდენიმე ბავშვის გარდაცვალების შემდეგ. ხოლო ინოვაციური პრეპარატის Zolgensma გამოყენებისას ზურგის კუნთოვანი ატროფიის სამკურნალოდ, ევროპელმა მარეგულირებლებმა ასევე დააფიქსირეს ღვიძლის მწვავე უკმარისობის ლეტალური შემთხვევები მცირეწლოვან პაციენტებში, რამაც კონტროლის გამკაცრება გამოიწვია. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ქართველებს საკუთარი შვილები ევროპელებზე თუ ამერიკელებზე ნაკლებად უყვართ - მოიძიონ მსგავსი შემთხვევები ინტერნეტში და გაგებით მოეკიდონ სახელმწიფოს განსაკუთრებულ სიფრთხილეს ამ რთულ პრობლემასთან გამკვლავების საქმეში“, - წერს ქართველიშვილი.
ყველა სიახლე
20 აპრილი 2026, 13:20
სამართალი
პროკურატურამ ჯგუფურად ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.
20 აპრილი 2026, 13:18
პოლიტიკა
ჯაბა ხუბუა: მივესალმები დამნაშავე პოლიტიკური ძალების აკრძალვასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ სარჩელში ბოკერია-ჩერგოლეიშვილის პარტიის დამატებას - ეს ვერდიქტი ბოკერიაზე არ გავრცელდეს, ყოვლად წარმოუდგენელია
პირადად ჩემთვის გასაკვირი და აღმაშფოთებელი იყო, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ რატომღაც გვერდი აუარა ბოკერიას პერსონას და სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა, ბოროტების მთავარი იდეოლოგი გიგა ბოკერია გამოკითხვაზეც არ დაიბარა. დღეს, ასაკრძალი პარტიების სიაში ბოკერია-ჩერგოლეიშვილის დამატებით, ეს ნაკლოვანება, შეიძლება ითქვას, აღმოფხვრილია, - წერს ჟურნალისტი, ჯაბა ხუბუა, სოციალურ ქსელში.
20 აპრილი 2026, 13:16
პოლიტიკა
ქართველიშვილი: ევროპული საბჭოს ყოფილმა პრეზიდენტმა ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ჰიპერავტორიტარულ მმართველობაში დაადანაშაულა და ხაზი გაუსვა, რომ მასთან ნორმალური სამუშაო ურთიერთობის დამყარება თითქმის შეუძლებელია
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება ევროპული საბჭოს ყოფილი პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინტერვიუს, რომელიც „ბრიუსელ თაიმსში“ გამოქვეყნდა.
20 აპრილი 2026, 13:15
მსოფლიო
მერცი საავიაციო საწვავის მოსალოდნელი კრიზისის გამო გერმანიის უსაფრთხოების საბჭოს იწვევს
გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ იგი „დაუყოვნებლივ“ მოიწვევს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ირანში მიმდინარე ომთან დაკავშირებული საავიაციო საწვავის შესაძლო დეფიციტის საკითხის განსახილველად.
20 აპრილი 2026, 13:13
პოლიტიკა
ზაალ ანჯაფარიძე: ბლაჟევიჩის შეგირდები იხმაურებენ, მერე ვიღაცები გისოსებს მიღმა აღმოჩნდებიან, დაირქმევენ „სინდისის პატიმრებს," ევროპაში გამოუცხობენ რეზოლუციებს და დესერტად დააყოლებინებენ ბურღულის ფაფას
ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში „ქრონიკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმადაც იგორ ბლაჟევიჩი ტრენინგებს განაგრძობს და ტრენინგები ჩაუტარა მოძრაობა „წერტილის“, მოძრაობა „ფარისა“ და „მომავლის აკადემიის“ წარმომადგენლებს.
20 აპრილი 2026, 13:10
საზოგადოება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით თელავში აბიტურიენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებთან და მაგისტრანტობის კანდიდატებთან საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს, რაც მათი ინფორმირებულობის გაზრდასა და საგამოცდო პროცესის გამჭვირვალობას უზრუნველყოფს.
20 აპრილი 2026, 13:05
პოლიტიკა
გია აბაშიძე: თუკი უცხოელთა ტრენინგი ჩვენთვის სასიკეთოა, რატომ არ უნდა უპასუხო თამამად მედიას, რომ ამ თემაზე იყო? მაგრამ „სააკაცუკეთში“ ასე არაა, ჩეხი „რევოლუციონერი“ ბლაჟევიჩი განაგრძობს დესტრუქციას, მისი ნაცადეპტები ვერ დაიმალებიან
ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში „ქრონიკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმადაც იგორ ბლაჟევიჩი ტრენინგებს განაგრძობს. ჩეხეთის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის წარმომადგენელმა ტრენინგები ჩაუტარა მოძრაობა „წერტილის“, მოძრაობა „ფარისა“ და „მომავლის აკადემიის“ წარმომადგენლებს.
20 აპრილი 2026, 13:03
სამართალი
პოლიციამ მარნეულში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 2001 წელს დაბადებული ა.ი. დააკავეს.
20 აპრილი 2026, 13:00
საზოგადოება
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური: ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში შეიქმნა ახალი გვერდი, რომელიც არამართებულად იყენებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ოფიციალურ ლოგოს
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში შეიქმნა ახალი გვერდი, რომელიც მათ ოფიციალურ ლოგოს არამართებულად იყენებს.
20 აპრილი 2026, 12:58
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს, საჰიბა გაფაროვას საქართველოს პარლამენტის საპატიო მედალი გადასცა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს, საჰიბა გაფაროვას საქართველოს პარლამენტის საპატიო მედალი გადასცა.
20 აპრილი 2026, 12:55
მსოფლიო
შარლ მიშელი ურსულა ფონ დერ ლაიენზე: იქ არის სუპერ ავტორიტარული მმართველობა, კომისრებს აღარავითარი როლი აღარ აქვთ - არაფერი გაკეთებულა, ეს ყველაფერი შიგნიდან ვნახე
გამოცემა The Brussels Times-თან ინტერვიუში ევროპული საბჭოს ყოფილმა პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ურსულა ფონ დერ ლაიენთან თანამშრომლობის კრახზე ისაუბრა.
20 აპრილი 2026, 12:53
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: საკითხი, სადაც ბრიუსელს აქვს შენიშვნა საქართველოსთან დაკავშირებით არის, რომ არ არის სრულ თანხვედრაში ბრიუსელის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებთან. სრულ თანხვედრაში იგულისხმება, რომ დავუწესოთ რუსეთს სანქციები
თუკი საუბარია იმაზე, რომ თუ საქართველო შეიცვლის მის საგარეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და ამ შემთხვევაში არის ევროპული პერსპექტივები, მაშინ ეს არის მართლაც კატასტროფული მოწოდება საქართველოს მიმართ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საუბრისას.
20 აპრილი 2026, 12:43
რეგიონი
ბათუმის მერია: 26 მაისის ქუჩაზე ავარიულად დაზიანდა წყლის მილი, პირველადი ინფორმაციით, ფაქტი არ უკავშირდება 26 მაისის ქუჩაზე განხორციელებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს
ბათუმის მერია განცხადებას ავრცელებს.
20 აპრილი 2026, 12:42
მსოფლიო
იაპონიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა - გამოცხადდა ცუნამის საფრთხე
იაპონიაში, ივატეს პრეფექტურის სანაპიროსთან ახლოს მდებარე წყლებში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს დიდ ნაწილზე ცუნამის საფრთხე გამოცხადდა.
20 აპრილი 2026, 12:36
საზოგადოება
გარდაბანი-მარნეულის სატყეო უბანზე ტყის აღდგენის ღონისძიებები 65 ჰა ფართობზე მიმდინარეობს
ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბესიკ ამირანაშვილი ქვემო ქართლის რეგიონში მიმდინარე ტყის აღდგენის პროექტს ადგილზე გაეცნო. სამუშაოები გარდაბანი-მარნეულის სატყეო უბანზე, ჭალის ტყის მასივში ხორციელდება და 65 ჰექტარ ფართობს მოიცავს.
20 აპრილი 2026, 12:34
საზოგადოება
გივი მიქანაძემ ინტელექტუალური საკუთრების თემაზე გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში სახელწოდებით: „კვლევებიდან შედეგებამდე – პატენტების როლი ტექნოლოგიების გადაცემაში‘‘, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა გახსნა
20 აპრილი 2026, 12:28
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: იქით გავუწევთ რეკომენდაციას თუ ვინმეს დასჭირდება, როგორ უნდა დაიცვან თავი გარე ჩარევისგან. სხვათა შორის ვაკვირდებით ამის წარმატებულ მაგალითს საქართველოს შემთხვევაში
იქით გავუწევთ რეკომენდაციას თუ ვინმეს დასჭირდება, როგორ უნდა დაიცვან თავი გარე ჩარევისგან. სხვათა შორის ვაკვირდებით ამის წარმატებულ მაგალითს საქართველოს შემთხვევაში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
20 აპრილი 2026, 12:19
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის პროპაგანდისტის მხრიდან სპორტსმენების შეურაცხყოფაზე: დღეს ის, ვინც თავს ეძახის პროევროპულ ძალას, არის ძალა, რომელიც აფრქვევს ზიზღს. ეს შეძლო ბრიუსელმა საქართველოში, რომ საკუთარი თავი დააკავშირა ზიზღთან
დღეს, ის ვინც თავს ეძახის პროევროპულ ძალას, არის ძალა, რომელიც აფრქვევს ზიზღს. ეს შეძლო ბრიუსელმა საქართველოში, რომ საკუთარი თავი დააკავშირა ზიზღთან, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, ოპოზიციის პროპაგანდისტის დავით ნებიერიძის მხრიდან სპორტსმენების შეურაცხყოფაზე.
20 აპრილი 2026, 12:19
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: თუ ვინმეს ჰგონია, რომ შეუძლია მოვიდეს, გვირტყას და გავჩუმდებით, მაშინ ჩვენი ქვეყნის ისტორია არ სცოდნია. ჩვენ საბჭოთა მოსკოვს არ ვუჩუმდებოდით და როგორმე ახლა ბრიუსელს არ გავუჩუმდებით
როდესაც ხდება ჩვენზე თავდასხმა, ჩვენ ვპასუხობთ. როდესაც კრემლის პოლიტიკის გამტარებლებს, პრორუსულს და ა.შ. გვეძახიან, ამაზე ყველა მიიღებს პასუხს. ისინი რომ გამოგონილ ბრალდებებს გვიყენებენ, ჩვენ არგუმენტირებულ პასუხს გავცემთ , - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
20 აპრილი 2026, 12:14
პოლიტიკა
პაპუაშვილი: წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის რღვევა იმასაც აჩვენებს, რომ რასაც გვეთამაშებოდნენ, თითქოს აინტერესებთ მრავალპარტიულობა, ეს ყველაფერი არის ფარსი, ინსტრუმენტები იმისთვის, რათა ამა თუ იმ ქვეყანაზე ზეწოლა მოახდინონ
წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის რღვევა იმასაც აჩვენებს, რომ რასაც გვეთამაშებოდნენ, თითქოს აინტერესებთ მრავალპარტიულობა, ეს ყველაფერი არის ფარსი, ინსტრუმენტები იმისთვის, რათა ამა თუ იმ ქვეყანაზე ზეწოლა მოახდინონ, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად. კერძოდ, აღნიშნული განცხადებით შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის წერილს, რომ „უნგრეთში ჩატარებული წარმატებული სპეცოპერაციის და ორბანის მოცილების შემდეგ ოლიგარქიული ოჯახები საქართველოზე შეტევას გაორმაგებული ენერგიით გააგრძელებენ“.


