მაკა ბოჭორიშვილი: რეგიონული უსაფრთხოების ურთულეს გამოწვევებთან გამკლავების კუთხით დაგროვილი გამოცდილება საქართველოს შესაძლებლობას აძლევს ხელი შეუწყოს ეუთო-ს საქმიანობის უმაღლეს დონეზე წარმართვას
მაკა ბოჭორიშვილი
ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტრო
დღეს საქართველოს თავმჯდომარეობით ეუთოს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის პირველი გახსნითი სხდომა იმართება, სადაც მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი.
მისი თქმით, საქართველო ელოდება მჭიდრო თანამშრომლობას გაერთიანებულ სამეფოსთან ეუთო-ს თავმჯდომარეობის „ტროიკის“ ფარგლებში, რათა უზრუნველყოფილი იყოს ერთობლივი საქმიანობის უწყვეტობა და თანმიმდევრულობა.
„ჩემთვის დიდი პატივია, უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმზე მოგმართოთ სიტყვით ჩემი ქვეყნისთვის განსაკუთრებით საპასუხისმგებლო დროს, როდესაც საქართველო ამ მნიშვნელოვანი ფორუმის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება. კიდევ ერთხელ მსურს, მადლობა გადავუხადო საფრანგეთს თავმჯდომარეობის პერიოდში დიალოგის ხელშეწყობის კუთხით გაწეული ძალისხმევისთვის. ეუთო-ს რეგიონში უსაფრთხოების მდგომარეობა კვლავ სერიოზული შეშფოთების საგანია და ჩვენგან დაუყოვნებელ ყურადღებას მოითხოვს. კერძოდ, უკრაინაში მიმდინარე ომი კვლავ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს რეგიონში უსაფრთხოების გარემოზე და ეუთო-ს დამფუძნებელი პრინციპების დაცვისა და პატივისცემის გადაუდებელ აუცილებლობას წარმოაჩენს. დღეს ვხედავთ, თუ როგორ ირღვევა ის ნდობა და პროგნოზირებადობა, რაც ჩვენი უსაფრთხოების სისტემის საფუძველი უნდა იყოს. ორგანიზაციის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების, მათ შორის ვენის დოკუმენტით გათვალისწინებული და ნდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისკენ მიმართული სხვა ღონისძიებების განხორციელება მუდმივი გამოწვევების წინაშე დგას. რისკის შემცირების მექანიზმები ზეწოლის ქვეშაა, გამჭვირვალობისა და სამხედრო სფეროში პროგნოზირებადობის დონე დაბალია, ხოლო დიალოგის შესაძლებლობები ხშირად პოლიტიკური ან უსაფრთხოების ფაქტორებით იზღუდება“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, დღეს უპრეცედენტო სისწრაფით ჩნდება ახალი და მუდმივად ცვალებადი საფრთხეები.
„მათ რიცხვს განეკუთვნება მოწინავე სამხედრო ტექნოლოგიების გავრცელება, უსაფრთხოების პოტენციური გამოწვევების შემცველი კიბეროპერაციების გაფართოება და ჰიბრიდული საფრთხეები, რომელიც საზღვრებს შლის ომის წარმოების კონვენციურ და არაკონვენციურ ფორმებს შორის. უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმმა (FSC) უნდა უპასუხოს აღნიშნულ გამოწვევებს არამხოლოდ არსებული ვალდებულებების განმტკიცებით, არამედ ინოვაციების ხელშეწყობის, თანამშრომლობის გაფართოებისა და მონაწილე სახელმწიფოებს შორის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების გზით. ამ კონტექსტში, საქართველოს მტკიცედ სწამს, რომ შეთანხმებული პრინციპების მიმართ პატივისცემის და მონაწილე სახელმწიფოებს შორის ნდობის აღდგენა ჩვენი საერთო ძალისხმევის ამოსავალი წერტილი უნდა იყოს. საქართველოს თავმჯდომარეობას გააჩნია მკაფიოდ განსაზღვრული პრიორიტეტები, რომელთა განხორციელებასაც ყველა მონაწილე სახელმწიფოსთან მჭიდრო თანამშრომლობით ვაპირებთ. ამ ფონზე, ფორუმმა უნდა შეასრულოს გამჭვირვალობისა და რისკების შემცირების მთავარი პლატფორმის ფუნქცია. მისი საქმიანობა საკვანძოა ეუთო-ს რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ჩვენი საერთო ვალდებულებაა, უზრუნველვყოთ ფორუმის მიერ თავისი მანდატის ეფექტიანად განხორციელება“, – განაცხადა მინისტრმა.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ვენაში, ეუთო-ს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ფორუმის მანდატის გათვალისწინებით და წინა თავმჯდომარე ქვეყნების მიერ შესრულებულ სამუშაოზე დაყრდნობით, საქართველო უსაფრთხოების დიალოგის ფარგლებში ყურადღებას გაამახვილებს რამდენიმე პრიორიტეტულ მიმართულებაზე.
„პირველი უსაფრთხოების დიალოგი მიეძღვნება უსაფრთხოების პოლიტიკურ-სამხედრო ასპექტებზე ეუთო-ს ქცევის კოდექსთან შესაბამისობის გაძლიერებას, მათ შორის, ეროვნული შესრულების მექანიზმებისა და მათი ეფექტიანი გამოყენების მხარდამჭერი ღონისძიებების შესახებ საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას. მეორე უსაფრთხოების დიალოგი შეეხება შეიარაღებული კონფლიქტის გავლენას ქალებსა და გოგოებზე. შეიარაღებული კონფლიქტები კვლავ არაპროპორციულ და მრავალგანზომილებიან გავლენას ახდენს ქალებსა და გოგოებზე, მაშინ როდესაც ქალები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სოციალური მდგრადობის შენარჩუნებაში და წვლილი შეაქვთ მშვიდობის დამყარებისა და აღდგენის პროცესებში. მესამე უსაფრთხოების დიალოგი დაეთმობა კონფლიქტის პერიოდში ადამიანის უფლებათა დარღვევებს, ქცევის კოდექსის ფარგლებში. მისი მიზანია, გააძლიეროს მონაწილე სახელმწიფოთა ინფორმირებულობა მსგავსი დარღვევების თავიდან აცილების კუთხით, მათი ვალდებულებების შესახებ, მათ შორის შეიარაღებულ კონფლიქტებში საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალსა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალს შორის ურთიერთკავშირის შესწავლის გზით, ასევე განამტკიცოს ეროვნულ დონეზე ამ ვალდებულებათა ეფექტიანი განხორციელება. სამივე პრიორიტეტულ სფეროში საქართველო ყურადღებას გაამახვილებს ვალდებულებების პრაქტიკული განხორციელების მნიშვნელობაზე“, – აღნიშნა მინისტრმა.
ყველა სიახლე
22 აპრილი 2026, 15:15
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ასტანაში ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, კასიმ-ჟომარტ ტოკაევთან შეხვედრა გამართა
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ასტანაში ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, კასიმ-ჟომარტ ტოკაევთან შეხვედრა გამართა.
22 აპრილი 2026, 14:56
მსოფლიო
სლოვაკეთის ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, ნავთობსადენ „დრუჟბას“ ნავთობით შევსება დაიწყო. ნავთობის მიწოდების აღდგენა ხვალისთვის იგეგმება
სლოვაკეთის ვიცე-პრემიერის, ეკონომიკის მინისტრის, დენისა საკოვას ინფორმაციით, ნავთობსადენ „დრუჟბას“ ნავთობით შევსება უკვე დაწყებულია, ხოლო მიწოდება ხვალ აღდგება.
22 აპრილი 2026, 14:51
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო წამალზე: კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ საბოლოო პასუხი გვქონდეს და იმედი მაქვს, ეს იქნება ისეთი პასუხი, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, ვთქვათ, რომ წამალი არის უსაფრთხო
კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ საბოლოო პასუხი გვქონდეს და იმედი მაქვს, ეს იქნება ისეთი პასუხი, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, რომ ვთქვათ, რომ წამალი არის რეალურად უსაფრთხო და სარგებლიანი, - განუცხადა „ქრონიკას“ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის სინდრომის მკურნალობის საკითხზე საუბრისას.
22 აპრილი 2026, 14:44
პოლიტიკა
ვოლსკი: ლგბტ თემი რომ არსებობს ჩვენთვის არაა უცხო და ახალი, მაგრამ აქამდე მოვედით ისე, რომ ამას კრიზისი არ შეუქმნია
ლგბტ თემი რომ არსებობს ჩვენთვის არაა უცხო და ახალი, მაგრამ აქამდე მოვედით ისე, რომ ამას კრიზისი არ შეუქმნია, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ. მისივე თქმით, არ სჭირდება საქართველოს, უნგრეთს, იტალიას, პოლონეთს ბრიუსელისგან იმის კარნახი, თუ რა უნდა გააკეთოს ლგბტ საკითხთან მიმართებით.
22 აპრილი 2026, 14:43
თავდაცვა
საქართველოს სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი ეწვია
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი იმყოფება. სურენ პაპიკიანს ქართველი კოლეგა, საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი მასპინძლობს, - ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
22 აპრილი 2026, 14:42
რეგიონი
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ მემანიშვილმა ახალციხეში აბიტურიენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ მემანიშვილმა საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში აბიტურიენტებთან და მაგისტრანტობის კანდიდატებთან შეხვედრა ამჯერად ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართა.
22 აპრილი 2026, 14:35
მსოფლიო
BBC: უკრაინას საპენსიო ასაკის 67 წლამდე გაზრდა მოუწევს - ამის მიზეზი დემოგრაფიული მდგომარეობა და მუშახელის ნაკლებობაა
უკრაინის ხელისუფლებას საპენსიო ასაკის 67 წლამდე გაზრდა მოუწევს. ინფორმაციას BBC-ის უკრაინული რედაქცია ავრცელებს.
22 აპრილი 2026, 14:34
ჯანდაცვა
მშობელთა ორგანიზაცია - „ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას“ წევრებმა პრესკონფერენცია გამართეს
ევროპისა და შეერთებული შტატების ოფიციალური დოკუმენტების მიუხედავად ისევ ირწმუნებიან, რომ მედიკამენტები ეფექტურია. ითხოვენ საჯარო დისკუსიას. ოფიციალური ინფორმაციით კი პრეპარატ „ელევიდისს“ ევროპაში ავტორიზაცია არაეფექტიანობის გამო შეუჩერდა. ამერიკამ კი ფატალური შედეგების შესახებ გაფრთხილება დაამატა.
22 აპრილი 2026, 14:30
პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე: როგორც ვხედავთ ლგბტ პროპაგანდა ბრიუსელის მხრიდან ისევ აქტუალურია. ეს არის ნათელი მაგალითი უნგრეთის შემთხვევაში, როცა ბრიუსელმა დაინახა შესაძლებლობა იმისა, რომ ისევ თავიდან წამოიწყოს ეს კამპანია
როგორც ვხედავთ ლგბტ პროპაგანდა ბრიუსელის მხრიდან ისევ აქტუალურია, - განაცხადა საპარლამენტო ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ.
22 აპრილი 2026, 14:28
პოლიტიკა
ლაშა ფარულავა: დავიცავთ ჩვენს იდენტობას, ოჯახურ ღირებულებებს, ტრადიციას და რელიგიას. თუ ვინმემ იცის ოჯახი, ეს ჩვენ ვართ ნამდვილად
ოპოზიცია მუდმივად აცხადებდა, რომ ლგბტ პროპაგანდის საკითხით ხელისუფლება სპეკულირებდა, ახლა კი პოზიცია შეცვალეს და ამბობენ, რომ ოჯახური ღირებულებები მნიშვნელოვანია.
22 აპრილი 2026, 14:15
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: მეტი კოორდინაცია უნდა ჰქონდეთ ძალოვან სტრუქტურებს ერთმანეთთან, მამუკა მდინარაძე საუკეთესო კანდიდატია იმისთვის, რომ სახელმწიფო მინისტრის პოსტიდან მოახდინოს ეს კოორდინაცია
მეტი კოორდინაცია უნდა ჰქონდეთ ძალოვან სტრუქტურებს ერთმანეთთან, მამუკა მდინარაძე საუკეთესო კანდიდატია იმისთვის, რომ სახელმწიფო მინისტრის პოსტიდან მოახდინოს ეს კოორდინაცია, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ მთავრობაში განხოციელებულ საკადრო ცვლილებებზე საუბრისას.
22 აპრილი 2026, 14:14
მსოფლიო
ბრიტანეთში 2009 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულებს თამბაქოსა და ელექტროსიგარეტებს აღარ მიჰყიდიან
გაერთიანებული სამეფოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც 2009 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ადამიანებს თამბაქოსა და ელექტროსიგარეტებს აღარ მიჰყიდიან. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
22 აპრილი 2026, 14:13
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი საკადრო ცვლილებებზე: უნდა კიდევ უფრო მეტად ამაღლდეს ეფექტიანობა სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობისა და რაც მთავარია მოხერხდეს უკეთ სინქრონიზება სამართალდამცავი ორგანოების ოპერატიული საქმიანობის
უნდა კიდევ უფრო მეტად ამაღლდეს ეფექტიანობა სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობისა და რაც მთავარია მოხერხდეს უკეთ სინქრონიზება სამართალდამცავი ორგანოების ოპერატიული საქმიანობის“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით.
22 აპრილი 2026, 14:04
საზოგადოება
თბილისის 180-ე საჯარო სკოლაში დედამიწის დღისადმი მიძღვნილი საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრა გაიმართა
დედამიწის დღე ყოველწლიურად 22 აპრილს აღინიშნება და მსოფლიოში გარემოს დაცვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო თარიღად მიიჩნევა. მისი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ეკოლოგიურ საკითხებზე და ადამიანების მოტივირება, უფრო პასუხისმგებლობით მოეკიდონ ბუნებასა და გარემოს. წლევანდელი სლოგანია - „ჩვენი ძალა, ჩვენი პლანეტა“, რაც გარემოს დაცვის პროცესში თითოეული ადამიანის როლისა და პასუხისმგებლობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
22 აპრილი 2026, 13:59
რეგიონი
სამტრედიაში ქართველი და პოლონელი ვეტერინარების ერთობლივი კამპანია მიმდინარეობს
სამტრედიის მუნიციპალიტეტში ცხოველთა სტერილიზაციის, ვაქცინაციისა და იდენტიფიკაციის მასშტაბური კამპანია მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც ქართველი და პოლონელი ვეტერინარები ერთმანეთს პროფესიულ გამოცდილებას უზიარებენ.
22 აპრილი 2026, 13:53
მსოფლიო
AXIOS: ტრამპი ირანს 3-5 დღეს აძლევს - მოლაპარაკებების ბედი ბეწვზე ჰკიდია
აშშ-ის ადმინისტრაციამ ირანს რამდენიმე დღე მისცა, რათა საქმეები მოაგვაროს და მოლაპარაკებების მაგიდას მიუჯდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ზავი დასრულდება. ინფორმაციას AXIOS-ი ავრცელებს.
22 აპრილი 2026, 13:53
რეგიონი
ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის გზის რეაბილიტაცია დაიწყო
დღეს მცხეთაში, დავიწყეთ ცენტრალური გზის 7-კილომეტრიანი მონაკვეთის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამასთან, ქალაქის ურბანული გარემოს გაუმჯობესებისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდი იწყებს ე.წ. თეატრონის ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცის მოწყობას, რომელიც ამ ეტაპზე იუნესკოსთან კონსულტაციებით პროექტირების ფაზაშია. ეს სივრცე მნიშვნელოვანი იქნება არა მხოლოდ მცხეთისთვის, არამედ თბილისის აგლომერაციისა და მთელი ქვეყნისთვის. დღესვე ადგილზე გავეცანით პროექტის მიმდინარეობას, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ მცხეთაში სამუშაო მონიტორინგის ფარგლებში პროექტების დათვალიერებისას.
22 აპრილი 2026, 13:49
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ეუთო-ს რეგიონში უსაფრთხოების მდგომარეობა კვლავ შეშფოთების საგანია, ვხედავთ, როგორ ირღვევა ნდობა და პროგნოზირებადობა, რაც ჩვენი უსაფრთხოების საფუძველი უნდა იყოს
ეუთო-ს რეგიონში უსაფრთხოების მდგომარეობა კვლავ შეშფოთების საგანია, ვხედავთ, როგორ ირღვევა ნდობა და პროგნოზირებადობა, რაც ჩვენი უსაფრთხოების საფუძველი უნდა იყოს, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ეუთო-ს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, რომელიც ვენაში საქართველოს თავმჯდომარეობით იმართება.
22 აპრილი 2026, 13:37
საზოგადოება
საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის საინფორმაციო კურსი „დემოკრატიული არჩევნები და საარჩევნო გარემო" ხორციელდება
პროექტის ფარგლებში საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის (სწავლების ცენტრი) წარმომადგენლები სამოქალაქო განათლების 500-ზე მეტ პედაგოგს უზიარებენ პრაქტიკულ გამოცდილებას საარჩევნო სწავლების მიმართულებით. მოგვიანებით კი პედაგოგები მიღებულ ცოდნას მოსწავლეებს გაუზიარებენ, რათა არჩევნების მნიშვნელობასა და საარჩევნო უფლებებზე ახალგაზრდებს სკოლის ასაკიდანვე მიეწოდოთ ინფორმაცია.


